ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძე: მხარს ვუჭერ ინიციატივას, ექიმებისა და პედაგოგებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ემხრობა ინიციატივას, ექიმებისა და პედაგოგებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. მისი თქმით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი, თუმცა ამ ეტაპზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. „ექიმებში აცრის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 78 პროცენტი ერთჯერადად არის აცრილი, 70 პროცენტი ორჯერადად. სამედიცინო დაწესებულებები ფრონტის პირველი ხაზია, ჩვენ უნდა ვიყოთ აცრილი და სხვას მივცეთ მაგალითი. შემდეგი ჯგუფია, რა თქმა უნდა, პედაგოგები. პირველ რიგში საშუალო სკოლის პედაგოგები, რადგან მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, რომ ისინი იყვნენ აცრილები. აქაც სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა. ერთჯერადად მასწავლებელთა 63 პროცენტია აცრილი, ხოლო ორჯერადად - 52 პროცენტი. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ. განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ცესკოს თავმჯდომარე: სამწუხაროდ, გარდაცვლილები კვლავ იქნებიან ამორჩეველთა ერთიან სიაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ვეღარ მოხდება იმ ადამიანების ამოღება, რომლებიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე ბოლო 18 დღეში გარდაიცვალნენ. მისივე თქმით, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ შორის ათეული წლის წინ გარდაიცვალნენ და კვლავ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში. „მინდა, თქვენც და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, დავადასტურო ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილები კვლავ იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ბუნებრივია, ამას აქვს შესაბამისი ახსნა და შესაბამისი გარემოებები. რატომ არიან? პირველი იმიტომ, რომ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ მონაცემებში როცა ეს პირები არიან, ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, მოვახდინოთ ჩვენებურად, ანუ თვითნებურად ვიღაცის ამოღება ან ჩამატება ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გარდაცვალების ფაქტის შემთხვევას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი მტკიცებულება, რომ პირი გარდაიცვალა. მაგალითად, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 18 დღისა – 14 სექტემბერი იყო ის ბოლო ვადა, როდესაც ამომრჩეველს შეეძლო, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმების მიზნით, მისი და მისი ოჯახის წევრების გადამოწმების მიზნით მიემართა ჩვენი ქვემდგომი კომისიებისთვის – საოლქო, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხდარიყო შესაბამისი განცხადებით მიმართვა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებდით, ვიმოქმედებდით. მაგრამ, დამეთანხმებით, ბოლო 18 დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ხდება ადამიანების გარდაცვალება. შესაბამისად, ამ 18 დღეში ვინც გარდაიცვლებოდა, ბუნებრივია, სიიდან ამ ადამიანების ამოღება ვერ მოხდება, ცხადია, ეს ადამიანები იქნებიან. მაგალითად, ადამიანი, რომელიც შეიძლება, დღეს გარდაიცვალოს, ან ხვალ და ა.შ. 18-დღიან მონაკვეთში რაც შეიძლება, განვითარდეს“, – განაცხადა ცეკსო-ს თავმჯდომარემ. კალანდარიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი პირი, ვისთვისაც ცნობილია აღნიშნული პროცედურების შესახებ, ამ საკითხს მანიპულაციისთვის იყენებს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი პირი, როცა მათთვის კარგად ცნობილია ამ პროცედურების შესახებ, ამ საკითხს იყენებს ერთგვარად მანიპულაციისთვის, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის გარკვეული დისკრედიტაცია, თითქოს სიებში არიან გარდაცვლილი პირები. იქნებიან, მეგობრებო, ვიდრე არ განხორციელდება ყველა ასეთი პირის სათანადო წესის მიხედვით ამოღება შესაბამისი უწყებების და შემდგომ ცესკო-ს მიერ. გასულ პერიოდში გვესმოდა გარკვეული შემთხვევები, წუხილები, რომ გარდაცვლილი პირები არიან, თუმცა ის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მედიასივრცეში გავრცელდა, გარკვეულად უკავშირდებოდა წინა განახლებას და არა შემდგომ განახლებას, რომელიც 15 სექტემბერს განხორციელდა. ბოლო განახლების შედეგად ბევრი ასეთი კატეგორიის ადამიანი იქნა ამოღებული, სია უფრო განახლდა, დაიხვეწა, კიდევ უფრო სრულყოფილია და ნაბჯ-ნაბიჯ მივდივართ იქამდე, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია კიდევ უფრო დაიხვეწოს“, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

11 დღის წინ გაუჩინარებულ 35 წლის ლევან ბეჟაშვილს ამ დრომდე ვერ პოულობენ

19 სექტემბრის შემდეგ გაუჩინარებული 35 წლის ლევან ბეჟაშვილი პოლიციამ ამ დრომდე ვერ იპოვა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ოჯახის ცნობით, 35 წლის ლევან ბეჟაშვილი, 19 სექტემბერს, თბილისიდან სამარშუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, ამის შესახებ მან ოჯახს სხვისი ტელეფონით დაურეკა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი ქრება. .

165 ქვეყანას ჩინეთის 385 მილიარდი დოლარი ვალი აქვს

165 ქვეყანას ჩინეთის 385 მილიარდი დოლარი აქვს ვალი. ამის შესახებ ინფორმაციას. ამერიკული კვლევითი ლაბორატორია „ეიდ დეითას“ (AidData) აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 165 სახელმწიფოს ჩინეთის 385 მილიარდიანი ვალი ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პროექტების შედეგად დაუგროვდა. ორგანიზაციის ოთხწლიანი კვლევის თანახმად, 42 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის ვალი ჩინეთის მიმართ მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს აჭარბებს. მათ შორის არიან ლაოსი, პაპუა ახალი გვინეა, მალდივები, ბრუნეი, კამბოჯა და მიანმარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთ-ლაოსის რკინიგზის პროექტი მთლიანად არის დაფინანსებული არაოფიციალური ვალით, რაც ლაოსის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს უტოლდება. ანგარიშის მიხედვით, 2000-2017 წლებში 165 ქვეყანაში „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის“ 13 000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულება 843 მილიარდი დოლარია.

ნორვეგიის საზღრის კვეთის რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდება

ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ნორვეგიის საზღრის კვეთის რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდება. პირველ ეტაპზე (რომელიც 25 სექტემბერს დაიწყო), ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე პირებს ნორვეგიაში შესვლის უფლება ეძლევათ. იგივე ეხება იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. იასამნისფერ ქვეყნებში ცხოვრობენ. (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, რომელთაც კორონა ვირუსის გავრცელების სიხშირის შესაბამისად, ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრომ იასამნისფერი სტატუსი მიანიჭა, ასეთია მაგ: ახალი ზელანდია, საუდის არაბეთი, ტაივანი). სხვა ყველა ქვეყნის მოქალაქეზე, არსებული სამგზავრო შეზღუდვები ჯერ-ჯერობით, უცვლელად ვრცელდება. 25 სექტმებრიდან, ასევე მოიხსნა სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა, იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში მწვანე ან ნარინჯისფერი ზონის ქვეყნებიდან მიემგზავრებიან. თუმცა წითელი, მუქი წითელი, იასამნისფერი და ნაცრისფერი ზონის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ნორვეგიაში შესვლისას კარანტინი ისევ სავალდებულოა. გამონაკლისს წარმოადგნენ ის პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია საზღვარზე წარადგინოს ევროკავშირის მიერ აღიარებული, ციფრული კოვიდ სერთიფიკათი (EUDCC). მეორე ეტაპზე (რომელიც სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება), ნორვეგიის მთავრობა გეგმავს, მოხსნას ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები ე.წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის. გაუქმდება ასევე კარანტინის ვალდებულება, თავდაპირველად ევროკავშირის ეკონომიკური ზონის, შენგენისა და იასამნისფერი ზონის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მესამე ეტაპზე, გადაიხედება ნორვეგიაში შესვლის არსებული შეზღუდვები და რეგულაციები, მათ შორის კარანტინის წესი. ასევე მოიხსნება მოთხოვნა პსრ ტესტის პასუხსა და სავალდებულო ტესტირებაზე, თუმცა არსებული წესი საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კვლავ აღდგეს. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული ნორვეგია კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდეგ: რა ეტაპზე გადავიდა ქვეყანა

სენატორი ჯიმ რიში: რუსეთი გაზის კრიზისის შექმნით ცდილობს, ევროკავშირს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცება აიძულოს

"რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს და ევროპაზე თავისი ენერგეტიკული გავლენა გააძლიეროს", - აღნიშნული განცხადება სენატორმა ჯიმ რიშიმ გააკეთა. „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე პოზიციის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია ეფექტური არ არის. .შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე დადებული შეთანხმების თანახმად, გერმანია ვალდებულია, გარკვეული ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. შეთანხმება ზომების მიღებაში გერმანიის და ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გულისხმობს. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.

მიხეილ სააკაშვილი: დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ

“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა. პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.

თეა წულუკიანი: სააკაშვილს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, მჯერა ზურაბიშვილი შავი ასოებით არ ჩაეწერება ისტორიაში

"შეიძლება მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც კვლავაც მზად არის ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს", - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ის ბავშობიდან იცნობს სალომე ზურაბიშვილს და მას სჯერა, რომ პრეზიდენტი არ დაუშვებს შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში. "ნიკა მელიას ვუსმენდი და ამბობდა, რომ კარგი იქნება ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ჩვენ თვითონ ვართ მთავარი და არა უცხოელებიო და ეს ის ნიკა მელიაა, რომელიც უცხოელების ძალით დაპარპაშებს გარეთ და მათ მიერ გადახდილი გირაოს ქვეშ არის და უცხოელების თავდებობით არის, რომ რომელიღაც ფეშენებელურ სასტუმროში ყელყელაობს. შეიძლება ამან მისცა სააკაშვილს იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც კვლავაც არის მზად ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს. მე ქალბატონ სალომეს ვიცნობ ლამის ბავშვობიდან, სტუდენტობის ასაკიდან და მეტ-ნაკლებად მგონია შემიძლია გავთვალო, მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, რომ ეს იმ ადამიანების შთამომავალია, რომელიც დაბრუნდა სამშობლოში იმისთვის, რომ საქართველო წინ წაიყვანოს და ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამას, ვინც არ უნდა სთხოვოს. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი არ დაუშვებს შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თეა წულუკიანმა. "დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა. პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.

სენატორი ჯინ შაჰინი: თუ ამ არჩევნებზე დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, საქართველოსთვის დასავლური მისწრაფებები ძალიან გართულდება

"ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა", - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა. როგორც აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინის აღნიშნავს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოში, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. "თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება. ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს სჯერა, უნდა დავინახოთ ის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ასევე უნდა დავინახოთ ობიექტური სასამართლო, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ. მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ აპრილის შეთანხმებას, რომელსაც ჯერ ხელი მოეწერა, მოგვიანებით დაირღვა, სინამდვილეში ორივე მხარის მიერ. როგორც სენატორმა ჯონსონმა თქვა, ყველა დემოკრატიაში ყველა მხარემ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მათ ხალხის წინაშე აკისრიათ პასუხისმგებლობა. ქართველი ხალხისთვის არანაირი სარგებელი არ არის იმაში, რომ პარტიები, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ერთმანეთთან მუდამ ასეთ დაპირისპირებაში იყვნენ. ასე ხალხისთვის საქმე არ გაკეთდება. სამწუხაროდ, ვითარება ისე გამოიყურება, რომ დღეს სწორედ ეს ხდება. ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს სჯერა, უნდა დავინახოთ ის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ასევე უნდა დავინახოთ ობიექტური სასამართლო, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ", - განაცხადა სენატორმა. მისივე თქმით, როდესაც ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს სამხრეთ ოსეთში საოკუპაციო ხაზთან მივიდა, მასზე ყველაზე მეტად იმან იმოქმედა, თუ რამხელა გავლენა აქვს მთელს ქვეყანაზე რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის კონტროლს. "ვნახე ის, თუ როგორ აფართოებს რუსეთი საკუთარ კონტროლს ამ ორი ტერიტორიის გამოყენებით. უდავოა ის, რომ რაც უფრო მეტია დაპირისპირება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რაც უფრო გართულებულია პარლამენტის მუშაობა, რაც უფრო მეტად გაუმართავია არჩევნები, მით უფრო მეტად სარგებლობს ამით რუსეთი. და ამასთან, ეს კიდევ უფრო ართულებს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. ივნისში საქართველოში ​ყოფნის დროს, ქვეყნის ლიდერებმა გვითხრეს რამდენად მაღალია მათი ინტერესი გაწევრიანდნენ ნატოში, ევროკავშირში, ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან უფრო ახლოს. ეს ყველაფერი გართულდება თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ფუნქციონირების საშუალება არ მიეცათ. ამ დემოკრატიული ინსტიტუტების ყველაზე საბაზისო ნაწილი კი არჩევნებია - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ვიტყოდი, რომ მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ და ისეთ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელსაც შეასრულებენ. იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მის ლიდერებს შეუძლიათ ერთმანეთთან მუშაობა. დღეს, ამასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. სენატორი შაჰინი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ვიზიტზეც აკეთებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია უკვე მოახდინა. " ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად - არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას. ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას. დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ რიგში თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა.

თინა ბოკუჩავა: პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას

"ვთვლი, რომ დღეს სააკაშვილს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას გაავრცელებს. „ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. ალბათ გახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, რომ როდესაც რუსი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურატურა მას დაიბარებს, იქნება ძალიან შორს, მაგრამ იქნება ძალიან ახლოს, როდესაც მას მოიხმობს ქართველი ხალხი. მე ვთვლი, რომ დღეს მას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას, დანარჩენს ის თავად გეტყვით ვიდეოში, რომელიც ძალიან მალე გავრცელდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. "დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა. პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ

სენატორი ჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილზე: აშშ მხარს არ დაუჭერს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად

სენატორი შაჰინი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ვიზიტზეც აკეთებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია უკვე მოახდინა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტო სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. "არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად - არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას. ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას. დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ რიგში თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა. "დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა. პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ

მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბათუმშია

"ეს არის ჩემი ბათუმი, ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოში იმყოფება. „ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არავითარ შემთხვევაში არც არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც ბანძ სატელიტებს, თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს ვაქცინაც გვექნებოდა, არც კოვიდი დაგვემართებოდა და არ დაიხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება და საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის ჩამოსვლაზე შსს-ში პირველი კომენტარი გაკეთდა

ექსპრეზეიდენტ მიხეილ საააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბათუმშია მიხეილ სააკაშვილი: დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ თინა ბოკუჩავა: პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და მას ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. გივი მიქანაძემ გავრცელებულ ცნობებს „ფეიკნიუსი“ უწოდა. მისი თქმით, საზღვარი არ გადმოუკვეთავს ექსპრეზიდენტს და ეს არის „კლოუნადა“. „შსს მაღალპროფესიულად მუშაობს“, - დაამატა მიქანაძემ. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. ზაალ უდუმაშვილი: Facebook პოსტით გავიგე დილით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

მიხეილ სააკაშვილი: მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას

ვიდეომიმართვების გავრცელების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა Facebook-ზე პოსტი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს: „მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას. ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება“ „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას. ამიტომ ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ელენე ხოშტარია: თუ მიხეილ სააკაშვილი მართლა შემოვიდა საქართველოში, ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ჩამოშლილია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოშია თუ არა უკვე მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, თუ ის მართლა შემოვიდა, ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ჩამოშლილია. "მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია აქ არის, არ არის, ვნახავთ მოვლენების განვითარებას. პირველი, ზუსტად იგივეს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლიტურად მშვიდობიანად, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველაზეა, პირველ რიგში "ქართულ ოცნებაზე". თუ შემოსულია, ჩამოშლილია "ქართული ოცნება", რა ვიცი, სკოლის მასწავლებლებს დასდევენ", - თქვა ელენე ხოშტარიამ.მისი თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო ორი დღე მშვიდობიანად გავიართო და ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას დაემორჩილოს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისში ადასტურებენ, რომ მან კიევი დატოვა და ახლა საქართველოში იმყოფება. "დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა. პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ყოფნის ამსახველ მეორე ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება მიხეილ სააკაშვილი ღამით, ბათუმის ქუჩებში. „მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ მიუხედავად მუქარებისა, ყველანაირის. მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ: 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, მართლაც, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპატიურებათ და რომლებიც მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ მისცეთ ხმა,“- განაცხადა სააკაშვილმა. შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. "დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა. მოგვიანებით პირველი ვიდეო გამოქვეყნდა სადაც ამბობს რომ ის ბათუმშია. ორივე ვიდეო ღამით არის გადაღებული. მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისში ადასტურებენ, რომ მან კიევი დატოვა და ახლა საქართველოში იმყოფება. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრთა რეაქცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოშია

„ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, რომ ჩამოვიდა, შემდეგ ჩავიდა და დახურა“, - ეს კომენტარი „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც ექსპრეზიდენტის ჩამოსვლის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა. დეპუტატი ორ ვარიანტს განიხილავს, პირველის მიხედვით, „შესაძლოა, კადრები გაყალბებული იყოს, მეორე - დაემატება კიდევ ერთი მუხლი, საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა დეპუტატის ვარაუდით, დიდი ალბათობით, ეს არის „რეალითი შოუ. „ფაქტია, რომ ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა და ახლა გადაწყვიტა.. ამას პასუხს გასცემს სისტემა. ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ ვიცინო. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურს, ისინი ამას პასუხს გასცემენ“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა. თავის მხრივ, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიდ ეჭვს იწვევს სააკაშვილის აქ ყოფნის ნამდვილობა, და თუ მან საზღვარი ნამდვილად გადმოკვეთა, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. „დღის კადრები გაავრცელოს და მერე დავიჯერებთ, რომ აქ არის“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. „არ მგონია, რომ ეს სიმართლეს იყოს“, ბათუმის ქუჩებში თუ დადის, სხვებიც ხომ ნახავდნენ, პოლიციაც ნახავდა ხომ?!, თანამედროვე ტექონოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

მარია ბარაბაში: როგორც სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ის საქართველოშია

უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის განცხადებით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ოფისის წამყვანი მენეჯერები შეკრიბა და დაემშვიდობა. მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა, რომ სააკაშვილმა ოფისის თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო. „მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ის საქართველოში იმყოფება. სამი დღის წინ მან შეკრიბა ოფისის წამყვანი მენეჯერები და გვითხრა, რომ ის წავიდოდა საქართველოში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა. უკან როდის დაბრუნდება არ უთქვამს“, - განაცხადა მარია ბარაბაშმა.

ირაკლი კობახიძე: ძალიან მყარად გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, ნეტავ ყოფილიყო

„სააკაშვილი საქართველოში არ არის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. კობახიძე ექსპრეზიდენტს კლოუნს უწოდებს და აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი არასერიოზულობა. „ნეტა ყოფილიყო საქართველოში. ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში. მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არაა ჩაწერილი. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს კლოუნი საქქართველოშია, უფრო მეტად მობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი საქართველოში არ არის. შესაბამისად, ამმ კლუნის დაჭერა ცოტა ხნით გადაიწევს, თუმცა, კანონი, საბოლოოდ, მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. „როცა გაიგეს, რომ ის საქართველოშია, ჩვენი მხარდამჭერები კიდევ უფრო მობილიზდნენ, შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა კიდევ გადაიწევს“, - დაამატა კობახიძემ. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს.