ძებნის რეზულტატი:

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშს, რომელსაც სკოლაში დასცინოდნენ, სასკოლო ოთახამდე გაჰყვა

სტევო პენდაროვსკიმ, 11 წლის გოგო, რომელიც სკოლაში ე.წ. ბულინგის მსხვერპლი იყო, საკლასო ოთახამდე მიაცილა, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს. პრეზიდენტი დედაქალაქ სკოპიედან 65 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ გოსტივარში სპეციალურად ჩავიდა. „ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ამ საზოგადოებაში. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მის მიმართ“, - თქვა პენდაროვსკიმ. ამასთან, სკოლაში ბავშვის ჩაგვრის გამო, გამოძიება დაიწყო.    

უცხოური მედია: რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო

რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ The Times Of Israel-ი წერს. მათივე ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, „ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდონ დაძაბულობის ცენტრებს“. არსებული ინფორმაციით, საელჩოში 10-ზე ნაკლები თანამშრომელი დარჩება იმ შემთხვევისთვის, თუ მოქალაქეებს ადგილზე დასჭირდებათ წარმომადგენლობის დახმარება.

საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. "ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღლი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 ამასთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება

"გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კეიპ ტაუნში, კომპანია Afrigen Biologics & Vaccines-ს ესტუმრა, რომელმაც, აფრიკის კონტინენტზე, რიბონუკლეიდის მჟავაზე (რნმ-ზე) დაფუძნებული პირველი ვაქცინა შექმნა. „გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება. ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება - თუ, ივნის-ივლისისთვის, მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება. მწვავე ფაზის დასრულება ჩვენს ხელშია“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების და პარტნიორების დახმარების წყალობით, უკრაინამ კიდევ უფრო გააძლიერა სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უნარი. „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვითარების ესკალაციის დასაწყისიდანვე, ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა უკრაინა დარჩეს მტკიცე და მზად იყოს მოვლენების სხვადასხვა სცენარის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული განზრახვის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარი იყო. საკონდიტრო ქარხანაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 5 ადამიანი, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ Anadolu წერს. ხანძრის გაჩენის დროს, საწარმოში ათობით თანამშრომელი იყო. მეხანძრეებს 9 საათი დასჭირდათ ხანძრის ლოკალიზებისთვის.  ამასთან, საწარმო კომპანია Sanko Seika-ს ეკუთვნის, რომელიც ბრინჯის კრეკერებსა და მრავლი სხვა სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარი იყო. საკონდიტრო ქარხანაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 5 ადამიანი, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ Anadolu წერს. ხანძრის გაჩენის დროს, საწარმოში ათობით თანამშრომელი იყო. მეხანძრეებს 9 საათი დასჭირდათ ხანძრის ლოკალიზებისთვის.  ამასთან, საწარმო კომპანია Sanko Seika-ს ეკუთვნის, რომელიც ბრინჯის კრეკერებსა და მრავლი სხვა სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

საქართველოს სკოლების თითქმის მესამედი დისტანციურ სწავლებაზეა

საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, თითქმის მესამედი, 732 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა, - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.   ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღეში, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%. სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში გრძელდება. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 1 500-მდე სამხედრო ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 1 500-მდე სამხედრო, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად.   „ორმხრივი ტაქტიკური სწავლების მთავარი მიზანია სამხრეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ნაწილების მზადყოფნის შემოწმება საბრძოლო მისიების შესასრულებლად, მათი საბრძოლო კოორდინაციის გაუმჯობესება თავდაცვითი ოპერაციების მომზადებასა და წარმართვაში. ასევე, სამეთაურო პერსონალის მომზადება არასტანდარტული გადაწყვეტილებების მისაღებად საბრძოლო მისიების შესრულებისას თანამედროვე საბრძოლო გამოცდილების გამოყენებით“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში, ასევე, ჩართულია 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის, აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. ამასთან, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

უცხოური მედია: აშშ და ევროპა ასრულებენ მახვილი სანქციების პაკეტზე მუშაობას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესდება

"აშშ და ევროპა ასრულებენ მახვილი სანქციების პაკეტზე მუშაობას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესდება", - ამის შესახებ Reuters აცხადებს. სანქციების დაწესება რუსეთის მსხვილი ბანკების, მათ შორის „ვითიბისა“ და „სბერბანკის“ წინააღმდეგ იგეგმება, თუმცა რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა „სვიფტიდან“ არ იგეგმება. ამასთან, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რუსეთის „სვიფტიდან“ გამოთიშვა არ განიხილება ევროპის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მიერ რუსეთისთვის მიწოდებული მილიარდობით დოლარის სესხები არ დაიფარება.

კუნძულ მადაგასკარზე, ციკლონ „ბაქცირაის“ 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კუნძულ მადაგასკარზე, ციკლონ „ბაქცირაის“ 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 000-მდე პირს კი, საცხოვრებლის დატოვება მოუწია, - ამის შესახებ Al Jazeera წერს. სტიქიამ 124 000-მდე ადამიანს დაუნგრია ან დაუზიანა სახლი. ამასთან, ადგილობრივ სამსახურებს ეხმარებიან სამაშველო ჯგუფები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ

ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც თეთრი სახლის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია. ამასთან, ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს. „გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს მოსალოდნელია თავდასხმა, მაშინ მოგვაწოდეთ. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. მე ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე

ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის კარგი, ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები არის საკმაოდ მაღალი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოქალაქეებთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყო დაცული, რა ზომებიც იქნება ამისთვის საჭირო, ყველა ზომას მივიღებთ. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთ სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოსალოდნელ საფრთხეებზე, ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღებთ ზომებს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრინციპები, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ ომი არ იქნეს დაშვებული და აქეთკენ უნდა იყოს მობილიზებული მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპები, რომლებითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ, დანარჩენი ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და გადაიდგმება ნაბიჯი“, – განაცხადა კობახიძემ.

4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება

4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძემ განმარტა, რატომ უწყვეტს პარლამენტი უფლებამოსილებას კახა კუჭავასა და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს. „ბატონმა კახა კუჭავამ ნებაყოფლობით მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა და მოგეხსენებათ, ეს წარმოადგენს საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მას გაწეული შრომისთვის საქართველოს პარლამენტში და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, 2 დეპუტატის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის, რაც კანონმდებლობითა განსაზღვრული. ეს გახლავთ პლენარული სხდომებისა და საპარლამენტო საქმიანობის ფუნქციის განუხორციელებლობა არასაპატიო მიზეზით", - განაცხადა სარჯველაძემ.

ნორვეგიაში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა დღეიდან უქმდება

ნორვეგიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა დღეიდან უქმდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორმა განაცხადა. „კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ თითქმის ყველა ზომას ვაუქმებთ. კორონავირუსის პანდემია აღარ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ჩვენი უმეტესობის ჯანმრთელობისთვის. „ომიკრონის“ შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და ჩვენ კარგად ვართ დაცული ვაქცინებით,“- აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა. ამასთან, ნორვეგიელები აღარ იქნებიან ვალდებულები, ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია დაიცვან ან ხალხმრავალ გარემოში პირბადეები ატარონ. 

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი 14-მდე ბირთვული რეაქტორის ამუშავებას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა 6 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. ამასთან, განიხილება კიდევ 8-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. „ელექტროენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით, ვაპირებთ ახალი ბირთვული რეაქტორების პროგრამის დაწყებას. ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება და რის შესაძლებლობაც გვაქვს, არის საფრანგეთის ბირთვული ინდუსტრიის აღორძინება“, - განაცხადა მაკრონმა.

ბლინკენი ლავროვს: უკრაინაში რუსეთის შეჭრას გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უახლოეს დღეებში. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტო ავრცელებს. მისივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა კრიზისის მოგვარებისთვის ღია რჩება, მაგრამ ეს მოითხოვს რუსეთის მხრიდან დეესკალაციას და კეთილსინდისიერ დისკუსიებში ჩართვას. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი აგრესიის გზას დაადგება და უკრაინაში შეიჭრება, ეს გამოიწვევს გადამწყვეტ, მასიურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს.  თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ლავროვმა ბლინკენს უთხრა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევიან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ. ლავროვმა დასავლეთი რუსეთის მიერ მომზადებული უსაფრთხოების წინადადებების ძირითადი დებულებების იგნორირებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კოორდინირებული, მძიმე ზომებით უპასუხოს.  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ამავე თემაზე: უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინამ დაზარალებულად ოფიციალურად ცნო

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინამ საპატიმროში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეზე დაზარალებულად ოფიციალურად ცნო. ლუდმილა დენისოვას თქმით, სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ არამართებული ქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის გათვალისწინებით მოხდა. მანამდე, ლუდმილა დენისოვამ „საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო მიმართა“. უკრაინის პროკურატურის მიერ, დაახლოებით თვენახევრიანი გამოძიების შემდეგ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ უკრაინელი სამართალდამცველები თავიანთი ქართველი კოლეგების მიერ სააკაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს იკვლევენ. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და შიმშილობა გამოაცხადა. პროტესტი 19 ნოემბერს შეწყვიტა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა რეალურად სურს

დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინის მოქმედება მხოლოდ ბლეფია, სინამდვილეში კი რუსეთი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც ეს 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს მოხდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპას უჭირს იმის აღიარება, რომ რასაც ხედავს, სინამდვილეა. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციის ფონზე. „10-12 წლის წინ საქართველოში დატრიალებულ ამბებამდეც (2008 წელს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. რედ. ), სინამდვილეში არავის არ სჯეროდა, რომ შესაძლო იყო დღისით-მზისით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა. ჩვენ ყველა პარტნიორს ვაფრთხილებდით: ნახეთ, ეს სერიოზული ცვლილებაა! შესაძლოა, ასე იყო ყოველთვის, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ვიყავით ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმის მიმართ, თუ როგორ ხედავდა კრემლი მსოფლიოს. ასეთია მათია ამბიცია... მე ამას ვუწოდებ „საბჭოთა კავშირ 2“-ის აღდგენისკენ მიმართულ ამბიციებს. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა შესაძლოა, თქვას, რომ ეს უფრო რუსეთის იმპერიული ამბიციებია. ეს ამბიციები რეალურია და შესაძლოა, მსგავსი რამ 21-ე საუკუნეში დღისით-მზისით მოხდეს. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ამის აღქმა დაიწყო ყირიმის (ანექსიის) შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოჰყვა. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ბევრი, შესაძლოა, შექმნილ ვითარებას ჯერ კიდევ ბლეფად აღიქვამდეს.“, - განაცხადა შიმონიტემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. პარალელურად, რამდენიმე სახელმწიფო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანის შესახებ მოწოდებით ერთდროულად გამოვიდა. მათ შორის არიან, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი გერმანია.