ძებნის რეზულტატი:

პროკურატურა: ლექსო ლაშქარავას საქმის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნეს

პროკურატურის ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება-შეძენა- შენახვის ფაქტებზე დაკავებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უწყების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარკვეული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება განხორციელდა. „აღნიშნულიდან გამომდინარე 17 ივლისს, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სოფელ ფონიჭალაში ბრალდებულის სახით ფ.ა. დააკავეს. პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი- 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. „სირეცი“ რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა.-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ.-ს, ნ.ნ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ. კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ შეიცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სტოლტენბერგის თქმით, აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტის გაფართოების საკითხი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილება

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების განთავსების საკითხი თავდაცვის მინისტერიალზე განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება კი გაზაფხულზე იქნება მიღებული. ამის შესახებ სტოლტენბერგმა რუმინეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას მეტი გემით, მეტი თვითმფრინავით, მეტი ჯარით. ჩვენ ასევე მზად ვართ, სწრაფად გავაძლიეროთ საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ გავზარდეთ NATO-ს რეაგირების ძალების მზადყოფნა და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მეტი ძალების განთავსება მოკლე დროში. ეს არის ის, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, განვათავსეთ მეტი ჯარი და გავზარდეთ მზადყოფნა. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვაფასებთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი უფრო გრძელვადიანი ყოფნის საკითხს  და ეს მოიცავს საბრძოლო ჯგუფს რუმინეთში, მაგრამ ასევე შესაძლოა - საბრძოლო ჯგუფებს ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა ნაწილებში. ეს საკითხი განიხილება და გადაწყდება მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე. ველი, რომ მინისტრები დათანხმდებიან იმას, რომ შემდგომ დაიწყოს დაგეგმვა და განიხილონ მასშტაბები და დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განათავსონ საბრძოლო ჯგუფი, ასევე - რა სახის საბრძოლო ჯგუფი უნდა იყოს ეს. შემდეგ კი ველოდები, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გაზაფხულზე იქნება მიღებული. ასე რომ, დიახ, მე - ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი ყოფნა. ჩვენ დღეს აქ ვხედავთ 2000-ზე მეტ ამერიკელ ჯარისკაცს, ასევე, იტალიელ, გერმანელ ჯარისკაცებს და სხვა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირეს

უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს. „მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა საზიანო გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე. უსაფრთხოების მუდმივმა საფრთხეებმა უკვე გამოიწვია კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება. უკრაინა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას კარგავს გაზრდილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მისი გავლენის გამო. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ასევე ეკონომიკურად. მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაზე ძლიერ ეკონომიკურ გავლენას ახდენს. წევრი ქვეყნები მზად არიან, უზრუნველყონ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ კომისიის წინადადებას, რათა ფინანსური დახმარება უკრაინას შეუფერხებლად მიეწოდოს“, - აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა. წინადადება ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.

კრემლმა განმარტა, რატომ იყო დაცული ექვსმეტრიანი დისტანცია მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების წინ PCR ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. ბრიტანული სააგენტოს წყაროს ცნობით, ემანუელ მაკრონმა ტესტირებაზე უარი ითქვა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის რუსული მხარის ხელში დნმ-ის ნიმუშის აღმოჩენას ვერ დაუშვებდნენ. პესკოვის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან პრეზიდენტებს შორის დაახლოებით ექვსმეტრიანი დისტანცია იყო დაცული. „ეს მართლაც იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი ლიდერი იცავს საკუთარ წესებს და მათ არ სურთ მასპინძელ ქვეყანასთან ტესტების გაცვლის კუთხით ურთიერთობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვეულებრივი მსოფლიო პრაქტიკაა. მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი ზომების პროტოკოლი - ჩვენი პრეზიდენტის და ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ერთდროულად მოქმედებს. ამის გამო, უფრო დიდი მანძილია პრეზიდენტებს შორის, - განაცხადა პესკოვმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გამგზავრების წინ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში გაიკეთა PCR-ტესტი, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კი, პირადმა ექიმმა სწრაფი ტესტი ჩაუტარა.

ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საკითხზე ონლაინშეხვედრა გამართეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასა და ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ იმსჯელეს.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ- მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძვირი დაუჯდება და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მზად არიან, განაგრძონ დიალოგი რუსეთთან. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია და მიესალმა NATO-ს მოკავშირეების მიერ ბოლო დროს დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციისთვის და დაამატა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ NATO-ს თავდაცვით პოზიციებს. ამ შეხვედრამდე სტოლტენბერგი რუმინეთში ვიზიტით იმყოფებოდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში მყოფ ბრიტანელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში მყოფ ბრიტანელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „უკრაინაში მყოფმა ბრიტანელმა მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ ქვეყანა კომერციული რეისების საშუალებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ლატვია, ნიდერლანდები, იაპონია და სამხრეთ კორეა ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ NATO-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის საკითხზე გამართული ონლაინშეხვედრის შესახებ, რომელშიც მსოფლიოსა და ევროპის ლიდერები, სულ 8 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ბრიტანეთის პრემიერიც.

საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს

საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს.  ინფორმაციისთვის, 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა, რომლის თანახმად, ნარინჯისფერი ზონიდან შესვლა დღემდე შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით. სრულად ვაქცინირებულად ითვლებით იმ შემთხვევაში თუ: Pfizer, Moderna, AstraZeneca - მეორე დოზიდან გასულია 7 დღე; ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა; COVID გადატანილების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა); პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ Sinopharm-ის (BBIBP-CorV) და Sinovac-ის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, ასევე აიცრნენ Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით და გასულია 7 დღე. საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. „ბუსტერ“ დოზა თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის „ბუსტერ“ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი. კოვიდვაქცინის გარეშე საფრანგეთში შესვლის პირობები   წითელი ზონიდან საფრანგეთში არავაქცინირებულის გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში:   1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.   2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.   3. თუ ფლობთ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.   4. თუ ფლობთ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას.   5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებულები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.   " target="_blank" rel="noopener noreferrer">სრული ინფორმაცია  

ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა რუსული საფრთხის გამო 48 საათის განმავლობაში დატოვონ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. „ნებისმიერმა ამერიკელმა უკრაინა უნდა დატოვოს რაც შეიძლება მალე და ნებისმიერ შემთხვევაში მომდევნო 24-დან 48 საათამდე", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. „ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია, რაც მოითხოვს წინდახედულებას“, -აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვამბობთ, რომ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ. მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - დაამატა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ჯეიკ სალივანი: საგანგებო სიტუაციაში ვართ. არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. „ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება. მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია და საფრთხე ახლა საკმაოდ მყისიერია, რაც მოითხოვს წინდახედულებას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ჩვენ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ. მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა. ამავე თემაზე: ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გაერთიანებულები ვართ რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსკლუზიური კომენტარი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, შეიჭრას უკრაინაში და საპასუხო ზომებზე ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კოორდინირებული, მძიმე ზომებით უპასუხოს.  Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ ისაუბრა. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. რუსეთის მიმართ საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით, არის თუ არა უკვე კონკრეტული გეგმა პარტნიორებთან ერთად შემუშავებული; კოორდინაცია და ერთსულოვნება როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს, დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. „ჩვენ გაერთიანებულნი ვართ რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ და ასევე ერთგულები ვრჩებით ჩვენი გადაწყვეტილების, დავაწესოთ ზომები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ დასაკისრებლად თითოეული ჩვენგანი (პარტნიორი სახელმწიფოები) იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებსა და ინსტრუმენტებს. ამას მოწმობს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერების საჯარო კომენტარები“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა ჯეიკ სალივანი: თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ნედ პრაისზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კულებას ავსტრალიიდან დაუკავშირდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ცნობისთვის, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა ძალიან მაღალია.

საქართველოს საპატრიარქო: შეზღუდვები საპატრიარქოში მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი“ გაზვიადებული განსაზღვრებაა

შეზღუდვები საპატრიარქოში მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი“ გაზვიადებული განსაზღვრებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. "გვინდა, განვმარტოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს. პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია ,,გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა ,,სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა. საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში სასულიერო პირების დაინფიცირების საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია. რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის, ქალბატონი ცისანა შარტავას თქმით: ,,იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს". დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა

ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანი ეტნა გააქტიურდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანის კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. ცნობისთვის, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ეტნა, რომელიც 3 300 მეტრზე მაღალია, წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მისი კრატერიდან ლავის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1992 წელს იყო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 კვლევა ტესტით, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 462 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის - 31.06% ხოლო 7 დღის - 33.18%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 468 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 226 619. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა - 1 488, იმერეთი - 3 269, ქვემო ქართლი - 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 337, კახეთი - 1 127, მცხეთა-მთიანეთი - 370, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192 საიდანაც: 6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 483, აჭარაში - 768, იმერეთში - 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 261 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 488, აჭარაში - 153, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პაციენტი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 39, იმერეთში - 23. 1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 073 - თბილისში, 445 - აჭარაში. 188 334 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 396-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 396-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 772 264 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 438 353 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 226 619, გარდაიცვალა 15 516 პაციენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

განათლების სამინისტრო: ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. "გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დიმიტრი პესკოვი: დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ

12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი ამერიკული მხარეა. „ამერიკულმა მხარემ პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა ითხოვა. ამ მოთხოვნას წინ უძღოდა ამერიკული მხარის წერილობითი მიმართვა. შესაბამისად, 12 თებერვალს, საღამოს ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი გაიმართება“, - აცხადებს პესკოვი.

უცხოური მედია: რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან დღეს ევაკუაციის პროცესის დაწყებას აპირებს

რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან დღეს ევაკუაციის პროცესის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, „ასოშიეთიდ პრესი” იუწყება. გავრცელებული ცნობით, კიევში მხოლოდ საელჩოს თანამშრომლების მცირე ნაწილი დარჩება, დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წევრი კი, სამშობლოში დაბრუნდება, ან უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს გადაიყვანენ, რათა ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობა შენარჩუნდეს. უკრაინაში მყოფ ამერიკის რიგით მოქალაქეებს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ გუშინ მოუწოდა.

ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს, 2021 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. „სხდომაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული გლობალური და რეგიონული ხასიათის კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ისევე როგორც სამსახურის საპასუხო ნაბიჯები აღნიშნულის საპასუხოდ საანგარიშო პერიოდში. მოხსენების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამსახური ეფექტიანად ახდენდა უსაფრთხოების გარემოს სკანირებას, საფრთხეების და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას, ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის სხვა მომხმარებელი სუბიექტების შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტით უზრუნველყოფას. სამსახურმა გადადგა მნიშნვნელოვანი ნაბიჯები ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე საერთაშრორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“, - აცხადებს ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს

უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს, - ამის შესახრბ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა. „ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, სახელმწიფო ტყისა და დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი), დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.