ძებნის რეზულტატი:

შრომის ინსპექცია ტყიბულის შახტში აფეთქებასთან დაკავშირებით: კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები და ადამიანური შეცდომები გამოვლინდა

შრომის ინსპექციის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ შპს "საქნახშირის" ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია. გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე. ამასთან აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების პროცესისა და მოკვლევის ანგარიში საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება. შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშულის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში სამთომოპოვებითი მრეწველობა მიეკუთვნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "საქნახშირმა" ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა. შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს. კომპანიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის, ვიზიარებთ საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას და ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს. შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მკაცრ კონტროლს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის მე-2 უბანზე აფეთქება 30 იანვარს მოხდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

უკრაინის დატოვებისკენ თავის მოქალაქეებს ათზე მეტმა ქვეყანამ მოუწოდა

რიგი ქვეყნები თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის არიან, აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 თებერვალს განაცხადა, რომ შეჭრის შესახებ გაფრთხილებამ შეიძლება, გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში, რომელიც მათი „მტრების საუკეთესო მეგობარია". კიევში მხოლოდ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მცირე ნაწილი დარჩება, დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წევრი კი, სამშობლოში დაბრუნდება, ან უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს გადაიყვანენ, გადაუდებელი საკითხების მოსაგვარებლად. კანადას ასევე გადაჰყავს საელჩოს თანამშრომლები ლვოვში, პოლონეთის საზღვართან. ძირითადი გუნდი კი პოლონეთში დარჩება. თავად რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი დიპლომატების დაკომპლექტების ოპტიმიზაციას მოახდენს და „კიევის რეჟიმის ან მესამე ქვეყნების შესაძლო პროვოკაციული ქმედებებზე“ საუბრობს. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, იტალიამ, ისრაელმა, ნიდერლანდებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს ურჩიეს, დატოვონ უკრაინა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, ასევე გაიყვანა დიპლომატიური პერსონალი და მათი ოჯახები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი პასუხით ემუქრება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების გამომწვევი სანქციების დაწესებას გულისხმობს. ამავე თემაზე: უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ

რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობის გამოსავლენად უკრაინელებმა მარში გამართეს

რამდენიმე ათასმა უკრაინელმა 12 თებერვალს კიევში გამართა აქცია, რათა ეჩვენებინა ერთიანობა რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე. პარალელურად, უკრაინის ლიდერმა მოუწოდა ხალხს, შეინარჩუნონ სიმშვიდე.  უკრაინელები კიევის ცენტრში დროშებითა და ბანერებით ხელში სკანდირებდნენ - „დიდება უკრაინას“. ბანერებზე გამოსახული იყო შემდეგი წარწერა -  „უკრაინელები წინააღმდეგობას გაუწევენ"; „დამპყრობლები უნდა მოკვდნენ“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სამხრეთ ხერსონის რეგიონში წვრთნებს დაესწრო, განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს, მაგრამ საინფორმაციო სივრცეში რუსეთის შეჭრის შესახებ უამრავი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს. მისი თქმით, უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სამხედროებსა და მოქალაქეებს უნდა დაეყრდნოს და ნებისმიერ დღეს მზად იყოს.

თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „აშშ-ის პრეზიდენტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რათა მკაფიოდ განემარტა, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს სწრაფ და მძიმე საფასურს დააკისრებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს, ჩაერთოს დეესკალაციასა და დიპლომატიაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ადამიანურ ტანჯვას და დაასუსტებს რუსეთის მდგომარეობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან მკაფიოდ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, შეერთებული შტატები მზადაა, ჩაერთოს დიპლომატიაში, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თანაბრად მზად ვართ, სხვა სცენარისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

უკრაინას 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორიც ტოვებს

ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც უკრაინაში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად მიავლინეს, რუსეთის შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ქვეყანას ტოვებენ. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, გადაწყვეტილება სიფრთხილის გამო მიიღეს და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეფუძნება, რომლის თანახმად, კიევი ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმაც უნდა დატოვონ.   „ეს გადაადგილება არ ნიშნავს ცვლილებას ჩვენს გადაწყვეტილებაში, მხარი დავუჭიროთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, სამხედრო ინსტრუქტორები ევროპაში განლაგდებიან, თუმცა - სად, კირბის არ დაუკონკრეტებია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: უამრავი განსხვავებული ინფორმაცია მხოლოდ პანიკას იწვევს. ჩვენს ქვეყანაში პანიკა მტრების საუკეთესო მეგობარია

უკრაინა მზადაა, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სცენარისთვის, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეჭრის შესახებ გაფრთხილებამ შეიძლება, გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში, რომელიც მათი „მტრების საუკეთესო მეგობარია". ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სამხრეთ ხერსონის რეგიონში წვრთნებს დაესწრო, განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს, მაგრამ საინფორმაციო სივრცეში რუსეთის შეჭრის შესახებ უამრავი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს. „ჩვენს ქვეყანაში პანიკა მტრების საუკეთესო მეგობარია. მთელი ეს ინფორმაცია მხოლოდ პანიკის პროვოცირებას ახდენს და ვერ დაგვეხმარება. პირველ რიგში, ჩვენ ყველას გვესმის, რომ „სიურპრიზები“ შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. ჩვენ უნდა ვენდოთ საკუთარ ძალებს. გვესმის, რომ ასეთი რამ შეიძლება, მოხდეს გაფრთხილების გარეშე, ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ ამისთვის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი საზღვრიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენი სპეციალისტები და ჩვენი გუნდები, სამინისტროები, ჩვენი სამხედროები არიან ძალიან სერიოზულ დონეზე და ეს არის ის დონე, რაც მათ აჩვენეს. დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 11 თებერვალს ხარკოვში გამართულ შეხვედრაზე განიხილა შიდა და გარე საფრთხეებისგან ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი. „ჩვენი გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. ამიტომ, არავისი არ გვეშინია, არ არის საჭირო პანიკა, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 თებერვალს დაიწყო ტაქტიკური და სპეციალური წვრთნები ხერსონის რაიონში, ოკუპირებულ ყირიმთან. ზელენსკი ქვედანაყოფების მოქმედებებს ადგილზე ადევნებდა თვალს. თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

13 თებერვალს ფედერალური კრება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მომავალ (მე-13) პრეზიდენტს აირჩევს. ფედერალური კრება შედგება 1472 დელეგატისგან, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) ყველა დეპუტატი. არჩევნებზე ოთხი კანდიდატია წარმოდგენილი - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, გერჰარდ თრაბერტი, მაქს ოტე და შტეფანი გებაუერი. გერმანიის მოქმედი ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის 18 მარტს იწურება. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურია.

საქართველოში კოვიდინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 21 623 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 425 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 262 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 454 065. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 248 242-მდე. ვირუსით ჯამში 15 556 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%, ბოლო 14 დღის - 31.66% ხოლო 7 დღის  - 32.85%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 713 შემთხვევა, აჭარა - 919, იმერეთი - 2 495, ქვემო ქართლი - 828, შიდა ქართლი -698, გურია - 463, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 088, კახეთი - 997, მცხეთა-მთიანეთი - 235, სამცხე-ჯავახეთი - 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 49. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 190 241, საიდანაც: 6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 493, აჭარაში - 767, იმერეთში - 1 205. მძიმე პაციენტი - 1 270, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 155, იმერეთში - 405. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 284, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 40, იმერეთში - 24. 1 581 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 945 - თბილისში, 424 - აჭარაში. 182 537 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 21 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 11, ხოლო აჭარაში - 0.

აშშ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების განხორციელებას უარყოფს

„რუსეთის განცხადებები მათ ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, -ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა კაილ რეინსმა, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა. „მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი წყალქვეშა ნავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვფრინავთ, ვცურავთ და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში”, -აღნიშნა კაილ რეინსმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი 12 თებერვალს, მოსკოვის დროით დილის 10:40 საათზე წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების მიდამოში, კურილის ჯაჭვის კუნძულ ურუპთან აღმოაჩინეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: აგრესორი ვერ აიღებს ოდესას, ვერც ხარკოვს და ვერც სხვა ქალაქებს

ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად არიან მზად მტრის მოგერიებისთვის და უკრაინის მიწას არ დათმობენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, 2014 წელი არ განმეორდება. „ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს თვალებში ჩვენი მებრძოლებისთვის, დარწმუნდება, რომ 2014 წელი არ განმეორდება და აგრესორი ვერ აიღებს კიევს, ოდესას, ვერც ხარკოვს და ვერცერთ სხვა ქალაქს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად არიან მზად მტრის მოგერიებისთვის და არ დათმობენ უკრაინის მიწას“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. „ჩვენ გავაძლიერეთ კიევის დაცვა. ჩვენ გამოვიარეთ ომი და სათანადო მომზადება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მტრებს არა ყვავილებით, არამედ საჰარეო თავდაცვის სისტემებით, ჯაველინებით (ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი), სტინგერებით (ამერიკული გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, ეფექტური საშუალება რუსული მოიერიშე და საბრძოლო შვეულმფრენების ჩამოსაგდებად), NLAW-ით (შემდეგი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, თავიდან იშორებს ყველაზე მოწინავე ტანკებსაც კი. საუკეთესოა ძალებისთვის, რომლებიც მოქმედებენ ყველა გარემოში, მათ შორის ჩაშენებულ ადგილებში). კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!”, - განაცხადა თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ. Reuters-ის ცნობოთ, სამხედროები აცხადებენ, რომ უკრაინის დაზვერვა და არმია აკონტროლებენ სიტუაციას საზღვრებზე და კიევი კოორდინაციას უწევს მის ქმედებებს მოკავშირეებთან. „წამყვანი დემოკრატიების ასეთი გაერთიანება ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა“, - აცხადებს ზალუჟნი.

თურქეთში ჩატარებული გამოკითხვით, საქართველო მეგობარი ქვეყნების სამეულშია

თურქეთის მიერ მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკის მიუხედავად, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავარ საფრთხედ სწორედ იმ ქვეყნებს აღიქვამს, რომლებთანაც ანკარა დიალოგის განვითარებას ცდილობს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკური უნივერსიტეტის მიერ სომხეთში შარშან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თავის მხრივ სომხეთში ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თურქეთს მიიჩნევენ. სტამბულის კადირ ხასის უნივერსიტეტის მიერ ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61%-მა საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე სომხეთი დაასახელა. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. 2020 წელს სომხეთს ყველაზე დიდ საფრთხედ 59%-ი, ხოლო 2019 -ში კი 46 %-ი მიიჩნევდა. სომხეთის შემდეგ საფრთხედ მიჩნეული ქვეყნების პირველ ხუთეულში შედიან ისრაელი, აშშ-ი, ერაყი და კვიპროსი. ყველაზე მეგობრულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდიან ჩრდილოეთ კვიპროსი და საქართველო.

ირაკლი კობახიძე: უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან შემაშფოთებელია ის მდგომარეობა და ტენდენცია, რაც უკრაინაში ხდება. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს. „უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. „გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტომ განცხადება გაავრცელა, მათ შორის მოქალაქეებს მიმართა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯი“, - განაცხადა  ირაკლი კობახიძემ

უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან და ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ჩვენ გვაქვს უცვლელი მხარდაჭერა საფრანგეთის მიმართ,  გაააქტიუროს სამშვიდობო პროცესი „ნორმანდული ფორმატის" ფარგლებში და დაუპირისპირდეს პროვოკაციებს, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. როგორც Reuters-ი წერს, საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მაკრონმა პუტინთან საუბრისას ვერ დაინახა იმის ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასეგე განაცხადა, რომ საფრანგეთმა რეკომენდაცია მისცა საფრანგეთის მოქალაქეებს, თავი აარიდონ უკრაინაში მოგზაურობებს და შეუწყობენ ხელს საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს, თუ სურთ, რომ დატოვონ ქვეყანა. რაც შეეხება ტრუდოსთან მოლაპარაკებებს, ზელენსკის თქმით, კანადა, კანადელი ხალხი უკრაინის ძლიერი მოკავშირეები არიან.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა კანადის პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ტრუდომ უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების მობილიზების, ასევე, რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და დესტაბილიზაციის აქტივობების შესახებ შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სერიოზული შედეგები მოჰყვება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კანადის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც მოიცავს სამხედრო წვრთნებს და შესაძლებლობების განვითარებას ოპერაცია UNIFIER-ის მეშვეობით და ფინანსურ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის შეგახსენებთ, კანადამ საელჩოს კიევიდან ლვოვში დროებითი გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ცნობისთვის, 12 თებერვალს ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თუმცა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის.

თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

12 მარტს თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს, ვადამდელი არჩევნები 12 მარტს არის დაგეგმილი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის ვაჟი შესაძლოა, სახელმწიფოს ახალი მეთაური გახდეს.  64 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ აპირებდა საპრეზიდენტო პოსტის დათმობას ახალგაზრდა ლიდერებისთვის. ბერდიმუჰამედოვი 15 წელია, თურქმენეთის პრეზიდენტია. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. სერდარ ბერდიმუჰამედოვს 40 წელი გასულ წელს შეუსრულდა, ეს კი მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას აძლევს. სერდარ ბერდიმუჰამედოვი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრია. 2021 წელს თურქმენეთი ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ისტორიაში პირველად გადავიდა.

ბლინკენმა და ტრასმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დაგეგმილ საპასუხო ზომებზე იმსჯელეს

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს ესაუბრა, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უახლოეს დღეებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა NATO-ს მოკავშირეებთან და რეგიონში ევროპელ პარტნიორებთან მუშაობის მნიშვნელობას, რათა რუსეთს სწრაფი, მძიმე ზომები დაეკისროს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. მხარეებმ ასევე გაზი გაუსვეს საერთაშორისო ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის მოძიების მიზნით, რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს დიპლომატიურ გადაწყვეტას. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  შეერთებული შტატები ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღებს.

მევლუთ ჩავუშოღლუ: დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში პანიკა არ უნდა გამოიწვიონ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში არსებული ვითარების გამო. მევლუთ ჩავუშოღლუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ნებისმიერ დროს“ შეიძლება მოხდეს. „ასეთი შეჭრა არ იქნება სწორი, მაგრამ დასავლური სახელმწიფოები ასევე ფრთხილი უნდა იყვნენ თავიანთ განცხადებებში, რომლებმაც შეიძლება პანიკის დათესვა გამოიწვიოს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. მისივე თქმით, ოფიციალურმა ანკარამ როგორც რუსული, ასევე ბელორუსის წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება. „ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შემცირებაზე“, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

„ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება, მისი მიზანი კი, პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფაა. „ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში. ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის. ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში. უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავიაკომპანია KLM-მა უკრაინის თავზე ფრენები შეწყვიტა

ჰოლანდიურმა KLM-მა შაბათს განაცხადა, რომ აჩერებს ფრენებს უკრაინაში, რადგან შიშობს, რომ რუსეთი ემზადება მის დასავლელ მეზობელ სახელმწიფოში შეჭრისთვის. კომპანის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენები შემდგომ შეტყობინებამდე არ განხორციელდება. „მორიგი რეისი დედაქალაქ კიევში დღეს ღამით არის დაგეგმილი, მაგრამ არ განხორციელდება“, - ნათქვამია ნიდერლანდების მთავარი ავიაკომპანიის განცხადებაში. ნიდერლანდები შეუერთდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, მათ შორის ბელგიას, გერმანიასა და იტალიას, რომლებმაც თავის მოქალაქეებს მოუწოდეს,  დაეტოვებინათ უკრაინა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ამავე თემაზე: თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბუსტერ“ დოზით 195 637 ადამიანია აცრილი

13 თებერვლის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 2 774 755 აცრა ჩატარდა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 343 219 ადამიანი - მოსახლეობის 46.7%, სრულად ვაქცინირებულია 1 233 366 ადამიანი - 42.9%, ბუსტერ დოზით აცრილია  - 195 637. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 987 (2.25%) სრულად აცრილია - 2 972 (1.68%), 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია - 10 961 (13.52%) 12 თებერვალს მხოლოდ 2 089 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.

შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემომტანების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია, გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით (შესაბამისი საფასურის - 1 კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით), ხოლო რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს. „ზემოაღნიშნული ვადების გადაცილება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, თუმცა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისა და სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რამდენიმეჯერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება კონკრეტულ ვადებზე მითითებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადება სრულად ნახეთ შემდეგ ბმულზე.