ძებნის რეზულტატი:
ამერიკელი სენატორი: პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ის კონგრესში ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში
"პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს კონგრესში ორივე პარტია, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში", - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა მსჯელობისას განცხადა. ამასთან, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობის გამო გაჩენილი შეშფოთების ფონზე, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს კონგრესში ორივე პარტია, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. მათი მხარდაჭერა მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნებისმიერი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დაპყრობილი ან ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ან რომელიც კრემლის მხრიდან იძულების, ან პუტინისგან მომდინარე საფრთხის ქვეშაა, კერძოდ, ბალტიის რესპუბლიკები: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი“, - განაცხადა ვილსონმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები: მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, პრიორიტეტულად განიხილოს სახელმწიფო ინსპექტორის კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ეს აუცილებელია პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება ორი ახალი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. კანონის თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, და მის მოადგილეებს. ლონდა თოლორაია აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წელს აირჩია 6 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნულ კანონპროექტს. ამ პროცესს შემაშფოთებელი და ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელ ინსტიტუტების დამაზიანებელი უწოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 28 იანვარს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ითხოვს მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქმის დაჩქარებულ განხილვას და გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს თუ „არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე.“ ასევე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება თუ „ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს“. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ დგას კონსტიტუციური სტანდარტების პირველადი განმარტების საჭიროების წინაშე. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ ტვირთს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან, შავი ზღვვის რეგიონში უსაფრთხოებას კი, NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს
იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს, მათ შორის, ოლიმპიადის დროსაც, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების რაოდენობა იზრდება. „ჩვენ ისევ ვხედავთ ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს. მათ შორის, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას“, – განაცხადა ბლინკენმა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამით იყო განპირობებული ამერიკის მოწოდება უკრაინაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქვეყანა დატოვონ.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო NATO-ს ახლო პარტნიორები არიან
NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
საპენსიო სესხის განაკვეთი მაქსიმუმ 26% იქნება
კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ გაუმჯობესდეს. „საპენსიო გასაცემლებზე სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რეგულარულად მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტიდან, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალობისა და საჯაროობისთვის. ჩვენ უამრავი შეხვედრა გვქონდა საბანკო დაწესებულებებთან, ეროვნულ ბანკთან. ფაქტიურად, კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, ეს მომსახურება არ გაუარესებულიყო, პირიქით გაუმჯობესდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ახლა პოლიტიკურად იყო ძალიან დიდი ინტერესის საგანი, ეს იყო საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იღებენ ჩვენი პენსიონერები იმ პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე. აქ ჩვენ მრავალდღიანი და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ დღეს ფულის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია დასტაბილურდება და დაიწევს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი და ის ინდექსი, რომელზეც მიბმულია, ჩვენი გადაწყვეტილებით, პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი, თუმცა კონკურსის პირობებში ველოდებით დიდ კონკურენციას ბანკების მხრიდან და ველოდებით ამაზე კიდევ უფრო კარგ შემოთავაზებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აშშ-ის საელჩო: ნებისმიერი სასამართლოს ლეგიტიმურობა დამოკიდებულია მოსამართლეების უნარზე, მიიღონ ზეწოლისა და კორუფციისგან თავისუფალი გადაწყვეტილება
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ შეხვედრაში, რომელსაც 120-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა მთელი საქართველოდან. აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ცნობით, შეხვედრაზე მოსამართლეები ახალ პროგრამას გაეცნენ და განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის გაძლიერებას საქართველოში. „ახალი პროგრამის ფარგლებში უფრო მეტს ვიმუშავებთ მოსამართლეებთან და ხელს შევუწყობთ სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას“, -ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ტექსტში. თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს განცხადებით, ნებისმიერი სასამართლოს ლეგიტიმურობა დამოკიდებულია კვალიფიციური მოსამართლეების უნარზე, მიიღონ არგუმენტირებული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც თავისუფალი იქნება ზეწოლისა და კორუფციისგან. „USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამა ქართველი მოსამართლეებისთვის ჩვენი საელჩოს, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში მტკიცე პარტნიორის, დიდი ძალისხმევის ნაწილია. დაწყებული გაცვლითი და სხვა პროგრამებით ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის იურიდიული და სამოქალაქო მომსახურების გასაუმჯობესებლად სამინისტროს ხელმძღვანელებთან აქტიური მუშაობის ჩათვლით, აშშ-ის წარმომადგენლობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უმთავრეს პრიორიტეტად ისახავს. მსგავს პროგრამებზე ფოკუსირებით საქართველო უფრო სწრაფად შეძლებს ტრანსატლანტიკურ გზაზე საჭირო რეფორმების გატარებას“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში. USAID-მა წელს კანონის უზენაესობის ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, შექმნას საქართველოს ყველა მოქალქისთვის ხელმისაწვდომი უფრო დამოუკიდებელი, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემა.
უცხოური მედია: NATO-ს შეიარაღებული ძალები რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება
NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი მას 16 თებერვალს, NATO-ს მინისტერიალზე დაამტკიცებენ. ამასთან, როგორც ალიანსში განმარტავენ, დამატებითი ძალების განთავსება რუსეთის ქმედებებზე რეაგირებაა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
ოპერატორი ილია თვალიაშვილი: 5 ივლისის აქციის შემდეგ, დღემდე ვაგრძელებ მკურნალობას
ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი კი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო, - ეს სიტყვები ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისას დაშავებულმა ოპერატორმა ილიკო თვალიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი, რომელიც დაზიანებულ ჟურნალისტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავებული იყო, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და მისი კოლეგების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დაიკითხა. „არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, არც ერთი მათგანი ცხოვრებაში არ მინახავს, არც ერთი მათგანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ფიზიკურად ვერ მივაყენებდი შეურაცხყოფას, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა, ეს რომ ასე ყოფილიყო, ამის დამტკიცებაც მარტივად შეიძლება. ძირს დამაგდეს და რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ვერ გეტყვით, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი - ტანზე და ზოგი კიდევ, თვალებს მთხრიდა. მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ამ დრომდე ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით. დავარდნამდე, დავარდნის შემდეგაც, ვიდრე „ლაივუ“ და კამერა დაზიანდებოდა, მანამდე თითოეული კადრია გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ, შეიძლება, თითოეული მათგანი იყოს იმ კადრში მოქცეული, ვინც იქ იყო, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა", - განაცხადა მან. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.
დმიტრო კულება: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში ახალი არაფერია, ჩვენ ვიცით აშშ-ის პოზიცია
ჯო ბაიდენის განცხადებაში არაფერია ახალი. ჩვენ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია. მათ ასეთი განცხადებები უკვე გააკეთეს, დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით. ამიტომ, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ფინეთმა F-35-ის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან $9,4 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა
აშშ-მ და ფინეთმა ლოქჰიდ მარტინის კორპორაციის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ $9.4-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამერიკული თვითმფრინავების ყიდვის შესახებ, რომელიც დეკემბერში გამოცხადდა, იყო ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი და არა უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაპირისპირებაზე პასუხი. თუმცა, ფინეთმა ადრე განაცხადა, რომ თვითმფრინავების განლაგებას ქვეყანაში 2027 წელს დაიწყებდა. „ფინეთი, რომელიც ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა ცივი ომის დროს, ევროკავშირის წევრია, მაგრამ NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში, ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება“, - წერს Reuters-ი.
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით დოიაშვილი დაინიშნა
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით დოიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ულოცავს დოიაშვილს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას და აღნიშნავს, რომ „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. „დავით დოიაშვილი თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურა. მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ზემოხსენებულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს დავით დოიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
თავდაცვის ძალებს „დიდგორის“ ტიპის კავშირგაბმულობის ჯავშანმანქანები გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული შვიდი ერთეული „დიდგორის“ ტიპის მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანა გადაეცა. ჯავშანმანქანების გადაცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენილი ჯავშანმანქანები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს გაეცნენ. „შვიდი ერთეული ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა. კავშირგაბმულობის მანქანის ეკიპაჟი ოთხი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. ჯავშანმანქანა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება. ინტეგრირებული ქსელების მანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან და აფეთქებისგან დაცვას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს. ინტეგრირებული ქსელების მანქანა „დიდგორების“ ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც „დელტას“ სპეციალისტების მიერ შეიქმნა და ქართულ თავდაცვის ძალებს გადაეცა. სამომავლოდ, აღნიშნული ჯავშანმანქანებით თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფა კვლავ გაგრძელდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინის საელჩო მიესალმა. საელჩო ასევე მოუთმენლად ელის, რომ უკრაინის სხვა დასავლელი პარტნიორები დიდი ბრიტანეთის მაგალითს მიჰყვებიან. 10 თებერვალს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმის გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ, რაც მთავრობას ახალი მკაცრი ზომების დაწესების საშუალებას აძლევს. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ფორმატები უნდა შევქმნათ
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ. სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. „უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების, COVID19-თან დაკავშირებული გამოწვევების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ახორციელებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების ფართო სპექტრს. ჩვენ გვსურს, სრულად გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმების უზარმაზარი პოტენციალი. ამისთვის კი მზად ვართ ევროკავშირთან ეტაპობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის, ახალ დონეზე ასაყვანად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ნიდერლანდების ელჩი: ჩვენმა თანამემამულეებმა უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ
ნიდერლანდების მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ - ამის შესახებ უკრაინაში ნიდერლანდების ელჩმა, იენეს დე მოლმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ქალაქ ლვოვში ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრი შეიქმნება, სადაც ისინი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. ელჩის განცხადებით, საუბარია არა ევაკუაციაზე, არამედ თავისუფალ არჩევანზე ქვეყნის დატოვების შესახებ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინა უნდა დატოვონ.
უკრაინამ აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო
უკრაინამ აშშ-დან კიდევ 90 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე რეზნიკოვმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჯამური წონა ამჟამად 1300 ტონას აღწევს. „დღეს კიდევ 90 ტონა საბრძოლო მასალა ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჯამური წონა ამჟამად 1300 ტონას აღწევს“, - წერს რეზნიკოვი. 10 თებერვალს უკრაინაში ამერიკიდან სამხედრო დახმარების გადამზიდავი კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავიდა. ამავე თემაზე საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს
კელი დეგნანმა და დავით ზალკალიანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის საკითხი განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. „საუბარი შეეხო აშშ-რუსეთის დიალოგს უსაფრთხოების თაობაზე და ამ პროცესში ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას რუსეთთან დიალოგის ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ვიოლა ფონ კრამონი: გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს
ევროპარლამეტარი ვიოლა ფონ კრამონი დემოკრატიის ინდექსზე საქართველოს რეიტინგს აფასებს. „გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს. მოლდოვა და თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთესად გამოიყურებიან. ოდესღაც რეგიონში საქართველო მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის ავტორიტარული მეზობლების, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის დონეზე ეცემა", – წერს ევროპარლამენტარი კრამონი Twitter-ზე. ბრიტანეთის კვლევითმა ცენტრმა Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობას 167 ქვეყანაში ხუთ საზომზე დაყრდნობით აფასებს. ესენია - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. საქართველო (ქულა 5,31-დან 5,12-მდე შემცირდა) 2020 წლის მსგავსად 91-ე ადგილზე განთავსდა „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაშია, სადაც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შეხამებაა. ამავე კატეგორიაში არიან უკრაინა და სომხეთიც, თუმცა სომხეთი 89-ე ადგილზეა, უკრაინა - 86-ე ადგილზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ქულების კლების ტენდენციას. სომხეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ კი მონაცემი გააუმჯობესეს. პოზიტიური ცვლილებებია მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემთხვევაში. ეს ქვეყნები „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „„არასრულყოფილი დემოკრატიების" კატეგორიაში გადავიდნენ. დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში დარჩა. 167 ქვეყანას შორის ის 124-ე ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთზე უარესი რეიტინგი ყაზახეთს (128 ადგილი), ბელორუსს (146-ე ადგილი), აზერბაიჯანს (141-ე ადგილი), უზბეკეთს (150-ე ადგილი), თურქმენეთსა (161-ე ადგილი) და ტაჯიკეთს (157-ეს ადგილი) აქვთ. უკანასკნელ ადგილზეა ავღანეთი. ყირგიზეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში გადავიდა და რუსეთს ერთი პოზიციით უსწრებს. ამავე თემაზე: სად და რატომ განიცადა დემოკრატიამ უკუსვლა - კვლევა
რუმინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგია
„ალიანსის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის არსებობა - ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის, რომელიც ქმნის ძლიერ თავდაცვას და ძლიერ შეკავებას“, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ჯარის განთავსების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „სავსებით აშკარაა, რომ ჩვენ გვქონდა საჭიროება, გვყოლოდა მეტი ჯარი აღმოსავლეთ ფლანგზე, განსაკუთრებით, შავი ზღვის არეალში ყველა ევოლუციის გამო. ასე რომ, ამ დღეებში ამ ჯარების აქ ყოლა, რუმინეთში ჩამოსვლა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და გვჯერა, რომ ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს ევროპის ამ მხარეში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ აქ გაჩერებას, ვაგრძელებთ. ასე რომ, მჯერა, რომ რუმინეთის როლი მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.