ძებნის რეზულტატი:

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამჟამად ცეცხლი ჩამქრალია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში ინახავდა 5422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ზემოხსენებული უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 24 389,60 ლარს.გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის დღეს დილით გარდაიცვალა. ამსთან, თამაზ მეჭიაური კოვიდვირუსის შემდგომი გართულებებით, კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის - 32.01% ხოლო 7 დღის - 32.19%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 409 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 289 168. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628  პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა - 1 317, იმერეთი - 2 854, ქვემო ქართლი - 842, შიდა ქართლი - 970, გურია - 710, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 272, კახეთი - 1 229, მცხეთა-მთიანეთი - 446, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019 საიდანაც: 6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 737, იმერეთში - 1 201. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 486, აჭარაში - 155, იმერეთში - 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 41, იმერეთში - 26. 1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 820 - თბილისში, 305 - აჭარაში. 168 693 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინა 3593-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3593-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 779 761 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი: არასდროს ვყოფილვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი, ბავშვობაშიც მაქვს აცრები გაკეთებული, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი არჩევანის თავისუფლებას

სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ურჩევნია, უარი თქვას მომდევნო საჩოგბურთო თასებზე, თუ დააძალებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს, - ამის შესახებ BBC წერს. ამასთან, ჯოკოვიჩს ჰკითხეს, ვაქცინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, გასწირავდა თუ არა ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსს, როგორებიცაა უიმბლდონის ტურნირი და საფრანგეთის ღია პირველობაა, რაზეც მან თქვა: „დიახ, ესაა ფასი, რომლის გადახდისთვისაც მზად ვარ“. „არასდროს ვყოფილვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი, ბავშვობაშიც მაქვს აცრები გაკეთებული, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი არჩევანის თავისუფლებას იმის გადასაწყვეტად, თუ რას შეუშვებ საკუთარ ორგანიზმში“, - ამბობს ჯოკოვიჩი.

აშშ თავის მოქალაქეებს ბელორუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის თავის მოქალაქეებს ბელორუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობაა. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო 12 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში მდებარე აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლობის გაყვანის განკარგულება გასცა. ამასთან, არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ურჩევენ, არ გაემგზავრონ ბელარუსში.    

ჯანმოს დირექტორი: ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. „ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს პანდემია კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ, თუმცა ამ შესაძლებლობის გაფლანგვის გაზრდილი რისკის წინაშე ვდგავართ. ამჟამად, 116 ქვეყანა ვერ აღწევს საერთო მიზანს მოსახლეობის 70%-ის აცრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს

„ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ეპიდსიტუაციის ბოლო დღეები მაჩვენებლები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და ყველაფერი ეს, მიუთითებს რომ ჩვენ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების კლება გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ პირობებში, ვაქცინაციის დამცველობითი ეფექტი გადაცემაზე შედარებით სუსტია

"ვაქცინაციის დამცველობა, აღმოჩნდა, რომ შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ე.წ. ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვაქცინაციის პროგრამა მთავარ იარაღად რჩება. რა თქმა უნდა, ვაქცინების გამოყენება კვლავაც პირველი ინსტრუმენტი იქნება პანდემიის მართვაში - როგორც ჩვენთან, ისევე ბევრ სხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში, ვაქციინების ათვისება დაბალია. „ომიკრონის“ პირობებში, შეიძლება, ეს იმით აიხსნას, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ ბუსტერ დოზა ან ვაქცინაცია დაეწყოთ, ეს გადავადდა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ „ომიკრონის“ ტალღის ჩავლის შემდეგ კვლავაც იქნება ახალი, აღმავალი ეტაპი ვაქცინაციის პროგრამაში, რადგან ვაქცინაციის მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა „ომიკრონის“ ტალღის მიმდინარეობისას. რაც შეეხება ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს გადაცემაზე - აღმოჩნდა, რომ ეს შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ე.წ. ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს. ამდენად, რეკომენდაციები ისევ ძალაშია - ბუსტერ დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პირებისთვის“, - აცხადებს თამარ გაბუნია.  

თამარ გაბუნია: ვაქცინებთან დაკავშირებით ვმუშაობთ - გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ახალ ხელშეკრულებაზე

გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ახალ ხელშეკრულებაზე. ვაქცინების მოწოდება განახლდება უკვე პირველი კვარტლის ბოლოდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუმცა ჩვენ ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინიც გვაქვს. როგორც კი იქნება ადაპტირებული ვაქცინა ხელმისაწვდომი, თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, რა თქმა უნდა ეს პირობაც გათვალისწინებულია, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინა“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თქმით, სკოლები სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს. "სკოლებთან მიმართებაში ისევ ჰიბრიდული რეჟიმი მუშაობს. ამაზე გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ სკოლის ხელმძღვანელობა, განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, თუ რა პირობებში რომელი კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურზე. ასე რომ, საკოორდინაციო საბჭოს მიეღოს მთლიანად ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება, სწორი არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას წვრთნების შემდეგ იწყებენ. „სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების დანაყოფები, რომლებმაც თავიანთი ამოცანები შეასრულეს, დღეს თავიანთი სამხედრო გარნიზონებისკენ მოძრაობას დაიწყებენ“, - განაცხადა კონაშენკოვმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე გაანცხად რომ რუსი სამხედროები წვრთნებს რიგ მიმართულებაზე აგრძელებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს დარჩენილი ძალები ქვეყნების საერთო საზღვრიდან. „ჩვენ გვაქვს წესი: არ დაიჯეროთ ის, რაც გესმით, დაიჯერეთ ის, რასაც ხედავთ“, - განუცხადა კულებამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი რუსული სამხედრო ნაწილი ბაზაზე ბრუნდება. „როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, ჩვენ დავიჯერებთ დეესკალაციას“, - აღნიშნა კულებამ. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხედ რჩება, ვიდრე მოსკოვი ჯარს სრულად არ გაიყვანს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ დაიჯეროს რუსეთის დაჟინებული მტკიცება, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მან უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი, რომელიც დაგროვილია ქვეყნის საზღვართან. „რუსები აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ გეგმები უკრაინაში შეჭრაზე, უნდა დავინახოთ ჯარების სრულმასშტაბიანი გაყვანა, რათა დავამტკიცოთ, რომ ეს სიმართლეა”, - განუცხადა ლიზ ტრასმა LBC რადიოს. როდესაც ჰკითხეს მედიის ცნობების შესახებ, რომ ზოგიერთი რუსული ჯარი ბაზას სასაზღვრო ტერიტორიიდან ტოვებს, ტრასმა უპასუხა, რომ მას მეტი დეტალი სჭირდება, რათა გაიგოს, მოაქვს თუ არა ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი შედეგები. ამავე თემაზე: დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

გერმანიის კანცლერი რუსეთს ეწვია

დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში ჩადის, სადაც ის პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ის უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინით შემკობის ცერემონიას დაესწრო. ოლაფ შოლცის ვიზიტი მანამდე უკრაინაში, 14 თებერვალს განხორციელდა. ამავე თემაზე: დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხედ რჩება, ვიდრე საზღვარს ჯარი სრულად არ დატოვებს რუსეთის განცხადებით სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა

რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.   სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუციის დოკუმენტი ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.      ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატების აზრით, „აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად“.   მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი გარკვეული სამხედრო ნაწილები თავიანთ ბაზებზე ბრუნდებიან.

სიდნეიში ექთნები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ

ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეის ქუჩებში ათასობით ექთანი გავიდა. ისინი დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის დეფიციტია, - ამის შესახებ BBC წერს. ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, ლაბორატორიულ და ჰოსპიტალურ სექტორებში დატვირთვა გაიზარდა. ექთნები ითხოვენ, არ დაავალდებულონ იმაზე მეტი პაციენტის მიღება და მოვლა, ვიდრე ეს მათ შეუძლიათ.

უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა

უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რადას წევრები მიმართავენ გაეროს, ევროკომისიას, ეუთო-ს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა. ამასთან, დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარონ. ცნობისთვის, რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.  

ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსი განმეორებით გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით, სამინისტრო სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ხელახლა აცხადებს კონკურსს. ამის შესახებ აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში – 2021 წლის 22 დეკემბერს, ხოლო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი 2022 წლის 20 იანვარს გამოცხადდა. სხვადასხვა მიზეზით, ოთხივე თეატრში კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა, რის გამოც, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწვყვეტილება აღნიშნულ თეატრებში კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ. ინფორმაციისთვის, სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც მან, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; ასევე, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა“, – აცხადებენ უწყებაში.