ძებნის რეზულტატი:

ენტონი ბლინკენი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინისადმი სოლიდარობას გამოხატავენ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიs Twitter გვერდზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც უკრაინისადმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის სოლიდარობაა გამოხატული. ვიდეოკოლაჟი მოიცავს NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ვიდეო აერთიანებს NATO-ს გენერალური მდივნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს. „გუნდი დღითიდღე უფრო ხმამაღალი ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. მე ვდგავარ ლიდერების გვერდით, რომლებიც არიან უკრაინასთან ერთად“, - აღნიშნულია ბლინკენის ტექსტში.    

თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პუტინისთვის არანაირი გარანტია არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტისთვის, კერძო საუბრებში, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი გარანტია არ მიუცია. თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ის ხედვაში და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ უკრაინას „ხვალ NATO-ში არ მიიღებენ“. „ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას NATO-ში „ხვალ“ არ მიიღებენ. უფრო მეტიც, რაღაც მორატორიუმია შესაძლებელი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით 23 თებერვალს ეწვევიან

23-25 თებერვალს უკრაინას ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან. ედგარს რინკევიჩი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ევა-მარია ლიმეტსის ვიზიტის მიზანი უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული განუყოფლობისთვის ბრძოლაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. შესაბამისი ტექსტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter გვერდზე განთავსდა. ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. რინკევიჩსმა ასევე მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესება, რომელიც უნდა მოიცავდეს  Nord Stream 2 გაზსადენსა და რუსეთის ფინანსურ სექტორს. უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებს, ამის შესახებ ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავისი გეგმების შესახებ და თქვა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას. „ასეთი ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, ღიად გადაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში და დაასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან“, - წერს BBC.  სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით 15 თებერვალს მიმართა.

ევროკავშირი მოსკოვს სანქციებს დაუწესებს, თუ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობას“ აღიარებს

ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსირების ან მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, რუსეთს სანქციებით ემუქრება. „მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ ძლიერი ერთიანი ფრონტით იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს ამ მოწოდებების იგნორირებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

21 თებერვალს, თბილისის დროით 22:22 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქობულეთთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი -სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.     13 თებერვალს, საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა      

რიო ტერასი: პუტინი კიევს ომს უცხადებს, ძლიერი სანქციების დროა

ევროპარლამენტარი რიო ტერასი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვას, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, კიევისთვის ომის გამოცხადებად აფასებს. ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების დაწესებას ითხოვს და აცხადებს, რომ სწორედ ახლაა ამის დრო. „პუტინი კიევს ომს უცხადებს! მისი კონფერენცია ამის საზიზღარი გამართლებაა! ახლა დადგა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დრო - ახლა! სანქციების, რომლებიც მას ძლიერ დარტყმას მიაყენებს“, - წერს რიო ტერასი Twitter-ზე. პუტინის ხანგრძლივი სატელევიზიო მიმართვიდან მსოფლიო ელის, რომ ის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. წინასწარ, კრემლის განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას უკვე განუცხადა თავისი გეგმების შესახებ და თქვა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას. „ასეთი ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, ღიად გადაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში და დაასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან“, - წერს BBC.

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავისი გეგმების შესახებ და თქვა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას. „ასეთი ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, ღიად გადაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში და დაასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან“, - წერს BBC.  სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით 15 თებერვალს მიმართა.

იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს და აცხადებს, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრის საბაბს ამზადებს. „ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“. ეს კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამცირებს ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარებისკენ და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მხარეც რუსეთია“.  2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელშიც შედის რუსეთი, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია. მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით. ის ასევე ცდილობს შექმნას უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის საბაბი. NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს, რაც შეიძლება მკაცრად, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყონებლივ შეცვალოს თავისი მასიური სამხედრო ფორმირება უკრაინასა და მის გარშემო, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებებისა და ვალდებულებების შესაბამისად. ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა   

უკრაინასთან დაკავშირებით ვითარების გაუარესების მიზეზით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ვიზიტი გააუქმა და ნიუ-იორკში ბრუნდება

უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო, გაეროს გენერალურმა მდივანმა გააუქმა მოგზაურობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და ნიუ-იორკში, გაეროს  შტაბ-ბინაში დაბრუნდება.  ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა განაცხადა. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო კონსულტაციების გამართვის თხოვნით მიმართა. ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობა“, საგანგებო განცხადებით აფასებენ. შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი უმკაცრესად გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება. ეს ნაბიჯი არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. გაერთიანება სანქციებით მოახდენს რეაგირებს ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების მიმართ. კავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს

თეთრი სახლი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების საპასუხო ზომებს აანონსებს. ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ მას.  პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. სახელმწიფო დეპარტამენტები და ფინანსთა სამინისტრო დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. ჩვენ ასევე მალე გამოვაცხადებთ დამატებით ზომებს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. გასაგებად რომ ვთქვათ: ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, შემდეგი ნაბიჯების შესახებ და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ესკალაციის შესახებ. იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „აღიარებას“

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გმობს. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა. საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუჰანსკის "აღიარებას", რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“.  ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

საგარეო უწყება: იმედი გვაქვს, სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება მოჰყვება

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისი განცხადება უწყების Facebook გვერდზე გავრცელდა. საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი, ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას. ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „აღიარება“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. შესაბამისი ტექსტი პრემიერის Twitter გვერდზე განთავსდა. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საგარეო უწყება: იმედი გვაქვს, სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება მოჰყვება სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „აღიარებას“ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ენტონი ბლინკენი: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს. შესაბამისი ტექსტი ბლინკენის Twitter გვერდზე განთავსდა. კრემლის მიერ „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ „დამოუკიდებლად“ აღიარება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად კოორდინირებულად გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უარყოფას და პირდაპირ ეწინააღმდეგება დიპლომატიის შესახებ რუსეთის გაცხადებულ ვალდებულებას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უარყოფას და პირდაპირ ეწინააღმდეგება დიპლომატიის შესახებ რუსეთის გაცხადებულ ვალდებულებას. ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.  სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, არ აღიარონ ახალი „სახელმწიფო“, რომელიც შეიქმნა ძალის ან მუქარის გამოყენების გზით, ასევე ვალდებულება, არ დაარღვიონ სხვა სახელმწიფოს     საზღვრები. რუსეთის გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ნორმების აშკარა უპატივცემულობის კიდევ ერთი მაგალითია. პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ყველა ახალ ინვესტიციას, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რეგიონებში. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას უკრაინასთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები რუსეთის მიუღებელი ქმედებების საპასუხოდ.     ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი ურყევია. ჩვენ ვდგავართ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ პუტინის განცხადებას. აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას, ევროპის საბჭო საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.   რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების ცალმხრივ დარღვევას, რომელიც დონბასში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ ფუნდამენტად რჩება. ევროპის საბჭო ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და თავი შეიკავოს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ჩვენს წევრ ქვეყნებს, გადაწყვიტონ თავიანთი უთანხმოება დიალოგის გზით, ევროპის საბჭოს სტატუსით დაცული პრინციპების და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში გათვალისწინებული პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროკავშირის და მისი პარტნიორების პასუხი იქნება მტკიცე და ერთიანი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო. რობერტა მეცოლამ რუსეთს მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაზე მიუთითა. უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ერთიან და მტკიცე რეაგირებას მოახდენენ. ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევად შეაფასა. შესაბამისი ტექსტი შალვა პაპუაშვილის Twitter გვერდზე განთავსდა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვანია, იმოქმედოს გადამწყვეტად, ომის თავიდან ასაცილებლად და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. საგარეო უწყება: იმედი გვაქვს, სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება მოჰყვება ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „აღიარება“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „აღიარებას“ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა