ძებნის რეზულტატი:
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი: საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ
ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. შესაბამისი პოსტი ქვეყნის პრემიერის კირილ პეტკოვის Twitter გვერდზე განთავსდა. „სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოგისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, - აღნიშნავს კირილ პეტკოვი.
დავით ზალკალიანი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს შეხვედრა ემსახურებოდა მხარდაჭერის და სოლიდრარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას უკრაინელი მეგობრების მიმართ. „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები აცნობიერებენ ამას. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერნი არიან საქართველოს პოზიციის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან. „აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაინც არსებობს კიდევ საშუალება, რომ დიპლომატიური გზით მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე განვითარება, ანუ ომი და ინტერვენცია და რა თქმა უნდა, ამას ექნება უმძიმესი შედეგები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინისთვის, მაგრამ მთლიანად ევროპული რეგიონისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის და ევროპისთვის და საერთო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უსერიოზულესი გამოწვევა იქნება. ის ფაქტი, რომ მთლიანად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინის თემატიკის ირგვლივ იყო გაერთიანებული, არავის არ გაკვირვებია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა დასავლელი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, NATO, მაქსიმალურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ომი იყოს თავიდან აცილებული და ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება მათი მცდელობები. ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ მიუღებელია დღევანდელ მსოფლიოში საუბარი გავლენის სფეროებზე და იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანას აქვს უპირატესი უფლება, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე. ამაში ყველა თანხმდება და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაჟღერებული, ყველა ჩვენი შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის იქნებოდა, თუ ჩემი შეხვედრა და ასევე ცალკე პანელი, რომელიც საქართველოს დაეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძირითადი პანელი იყო უკრაინაზე ფოკუსირებული, ის, რომ საქართველოს თემატიკაც იყო ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არ არის დავიწყებული, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, სამხრეთ კავკასია, რადგანაც სამხრეთ კავკასიაც გარკვეულწილად მოწყვლადია. ოკუპაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიმდინარე პროცესია და ამიტომ, ყველაფერს აქვს შესაბამისი გავლენები, სწორედ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დღეს უკრაინის გარშემო შექმნილი, ამიტომ, აუცილებელია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარე საფრთხეები და სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი იგივე სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა და ყველა ერთხმად უჭერს მხარს ამ მცდელობებს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება, საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, იმისათვის, რომ ის გარე საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და ქვეყნის, როგორც წარმატებული ფუნქცია და მიმზიდველობა წარმოვაჩინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს
დიდუბეში სამი ადამიანი დაჭრეს
შსს-ს განცხადებთ, პოლიციამ დიდუბეში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს თბილისში, მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.ბ. დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით“, - აცხადებს შსს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაცვის მინისტრი: ყველა ნაბიჯი და რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში არსებული გამოწვევები იყო. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რომ შევაჯამოთ ჩვენი დელეგაციის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც საერთშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმის კუთხით, ასევე, ის ბიზნეს პოტენციალი, რაც საქართვლოს გააჩნია, აუცილებლად იქნება გამოყენებული მაქსიმალურად ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მთავარი საკითხი, ძირითადად რის გარშემოც ტრიალებდა თემები, ეს იყო რეგიონში არსებული გამოწვევები. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში და ყველა ნაბიჯი და ის რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
გენადი ბესტაევი დაკრძალეს
გენადი ბესტაევი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გარდაიცვალა, 20 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში დაკრძალეს. გენადი ბესტაევი, რომელიც მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში 2021 წლის 16 ნოემბერს გადაიყვანეს. ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ცხინვალიდან გენადი ბესტაევის გადმოყვანასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სპეციალური განცხადება ნოემბერში გაცრცელდა, რომლის თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა. სუს-ი იუწყებოდა, რომ „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს 2021 წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალებმა რამდენჯერმე დააკავეს.
საბერძნეთის მახლობლად, ბორანზე ხანძრის შემდეგ 270-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, 11 დაკარგულად ითვლება
ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 18 თებერვალს, საბერძნეთის მახლობლად, ბორანზე ხანძრის შემდეგ გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს. თერთმეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, ხოლო 270-ზე მეტი გადაარჩინეს და კუნძულ კორფუზე გადაიყვანეს. ასევე გადაარჩინეს ავღანეთის მოქალაქე, რომელიც გემზე, როგორც მგზავრი არ იყო რეგისტრირებული.იტალიის დროშის ქვეშ მცურავ, ბრინდიზის პორტისკენ მიმავალ Euroferry Olympia-ს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს ამ დრომდე იძიებენ. კაპიტანი და ორი ინჟინერი დაკითხვაზე გადაიყვანეს. ბერძნული ახალი ამბების საიტი Kathimerini იტყობინება, რომ მცირე ხანძარი 20 თებერვალს გემის შიგნით გაგრძელდა მას შემდეგ, რაც კორფუს ჩრდილოეთით უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. საბერძნეთის ხელისუფლების ცნობით, დაკარგულები, სავარაუდოდ, სატვირთოს მძღოლები არიან ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად ბორანზე 239 მგზავრი და ეკიპაჟის 51 წევრი იმყოფებოდა. ბორანიდან გამოყვანილი ათობით ადამიანი კორფუზე მდებარე სასტუმროში გადაიყვანეს. „ჩვენ თვალწინ სიკვდილი ვნახეთ“, - უთრა ერთ-ერთმა მათგანმა, სატვირთოს მძღოლმა დანილო კარლუჩიმ Reuters-ს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წოის გემმა ბოლოს უსაფრთხოების შემოწმება 16 თებერვალს გაიარა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალს კორონავირუსი დაუდასტურდა
დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მონარქს მსუბუქი გაციების სიმპტომები აქვს. „ის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არის და დაიცავს ყველა შესაბამის მითითებას", - ნათქვამია სასახლის განცხადებაში. დედოფალს ჰქონდა კონტაქტი უფროს შვილთან და მემკვიდრესთან, უელსის პრინცთან, რომელსაც ვირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: პრიორიტეტული იყო მიუნხენის კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხაზგასასმელად
„ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. ღარიბაშვილის თქმით, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. „ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა მიუნხენში, უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე, სადაც პირადად კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის მიწვევით ვიმყოფებოდი. შეხვედრები გავმართე, როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტის ფარგლებში გამართული ეკონომიკური შეხვედრები, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება, მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავხდეთ რეგიონული ჰაბი“, - წერს პრემიერ-მინისტრი მისივე Facebook გვერდზე.
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
„ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია ტარდება. მონაწილეები პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონით მივიდნენ. ადგილზე საქართველოს ფართომასშტაბიანი დროშა მიიტანეს და ექსპრეზიდენტს მხარდამჭერი შეძახილებით მიმართავენ. აქვიაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირე ლუკაშენკომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაახანგრძლივეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირე ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაახანგრძლივეს სამხედრო წვრთნები, რომლებიც კვირას უნდა დასრულებულიყო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბელორუსმა ამის მიზეზად აღმოსავლეთ უკრაინაში „სიტუაციის გაუარესება“ დაასახელა და ამიტომ რჩება მის ტერიტორიაზდ 30 000 ჯარისკაცი. NATO-ს განცხადებით, ბელორუსში რუსეთს 30 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული, რომელთა გამოყენებაც მოსკოვს უკრაინაზე თავდამსხმისთვის შეუძლია, რასაც თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს. 19 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრე ლუკაშენკამ რუსეთის ატომური ძალების წვრთნებს, რომლებიც უახლეს ჰიპერბგერით და საკრუიზო რაკეტებს მოიცავდა, კრემლიდან მიადევნეს თვალი. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე www.president.ge - ზე განთავსდა. ადმინისტრაციის განცხადებით, ინტერნეტმისამართის ცვლილება მოხდა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე. საიტზე ინფორმაციის გაცნობა ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენაზე იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტების საარქივო მასალაც.
ენტონი ბლინკენი: ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა
ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მაგრამ ამავე დროს, პირობა დადო, რომ ვაშინგტონი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ბოლო წუთამდე, რათა დაინახოს, შეაჩერებს თუ არა მოსკოვს დიპლომატია. CNN-თან ინტერვიუში ბლინკენმა გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ სანქციების შემაკავებელი გავლენა დაიკარგება, თუ ის შეჭრამდე დაწესდება. „ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვართ შეჭრის ზღვარზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს", - განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ დასავლეთი თანაბრად მზადაა, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება. „ვიდრე რეალურად ტანკები დატრიალდებიან და თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ყოველ წუთს, რათა დავინახოთ, შეძლებს თუ არა დიპლომატია კვლავ შეაჩეროს პრეზიდენტი (ვლადიმერ) პუტინი ამ წინსვლისგან“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში, CNN-თან ინტერვიუში. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
უკრაინამ სამხედრო დახმარება ამჯერად კანადისგან მიიღო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი კანადას სამხედრო დახმარებისთვის და საჭირო დროს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი პოსტი მინისტრის Twitter გვერდზე განთავსდა. „ჩვენი ახლო მეგობრებისგან მივიღეთ სამხედრო დახმარება შაშხანების, ავტომატების, ოპტიკური სამიზნეების, ღამის ხედვისა და სათვალთვალო მოწყობილობებისა და სამხედრო აღჭურვილობის სახით. დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილების მიღებისთვის“, - წერს ოლექსი რეზნიკოვი. კანადის ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კანადის მთავრობა უკრაინას გადასცემს დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის სესხს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე. ეს სესხი იანვარში გამოცხადებული 120 მილიონი დოლარის ოდენობის სესხთან ერთად გამოიყოფა. საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს
ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხი ისევ განიხილეს
შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა უკრაინის საკითხი ამჯერად სატელეფონო საუბრისას კვლავ განიხილეს. France 24 მაკრონის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა „მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან. სატელეფონო საუბრისას მაკრონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და ეუთოს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ორშაბათს ასევე სატელეფონო საუბარს გამართავენ. საერთაშორისო მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაკრონს და პუტინს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობაზე. მაკრონმა რუსი სეპარატისტები დაადანაშაულა, პუტინმა კი, უკრაინას დასდო ბრალი. საუბრისას პუტინმა მაკრონს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ რუსული ჯარები ბელორუსს სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებენ.
შალვა პაპუაშვილმა ზელენსკის მიერ კრიტიკულ სიტყვაში საქართველოს შესაძლო მოაზრება გამორიცხა
მოიაზრებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს საკუთარ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ უნდა, ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 20 თებერვალს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ზელენსკის საქართველო არ უგულისხმია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იყო რიგით მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო „სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა. ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ზოგადად, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ მნიშვნელოვანია ომის არდაშვება - რეზოლუციის შინაარსიც ეს იყო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ უკრაინაში ახალი ომი თავიდან ავირიდოთ. ეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ ძალიან მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას იმაში, რომ არ მოხდეს ახალი ომი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საპირისპირო შთაბეჭდილება დარჩა ოპოზიციას. „მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმევი ვიქნებოდით. ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან ჰქონდა მეტის მოლოდინი და მესმის, რომ ის ფრჩხილებს არ ხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ხომ ვიცით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, საზოგადოების მხრიდან არის დიდი სოლიდარობა და საქართველოს მოქალაქე აკეთებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს გააგონოს მისი სოლიდარობის ხმა, რასაც უნდა აკეთებდეს წესით და რიგით ამ სახელმწიფოს ხელისუფლება“, - განუცხადა მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. „მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას. სიტყვებით, დეკლარაციებით, კონკრეტული დახმარებით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად დგას, ვინც დადექით სიმართლის და საერთაშორისო სამართლის მხარეს. სახელებს არ ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა, სხვა ქვეყნებს შერცხვეთ. მაგრამ ეს მათი არჩევანია. მათი კარმაა, მათ სინდისზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ზელენსკიმ და მაკრონმა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის სასწრაფო მოწვევას მხარი დაუჭირეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის ირგვლივ უსაფრთხოების ვითარება სატელეფონო საუბრისას განიხილეს და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (TCG) ფარგლებში შეხვედრის სასწრაფო მოწვევას მხარი დაუჭირეს. „მე ვაცნობე ემანუელ მაკრონს უსაფრთხოების არსებული ვითარების და ახალი პროვოკაციული დაბომბვის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ TCG-ის დაუყოვნებლივ მოწვევას და „სიჩუმის რეჟიმის“ დაუყოვნებლივ შემოღებას", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში. ამ საუბარს წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი. ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო მედიამ მაკრონის ოფისზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას მაკრონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და ეუთოს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი კი, სატელეფონო საუბარს გამართავენ. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი: ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
სერგეი ლავროვთან შეხვედრას ამერიკული მხარე ერთი პირობით დათანხმდა
ამ კვირის ბოლოს, ევროპაში დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რაც იქნება დიპლომატიური მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა, რადგან რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე განლაგებას განაგრძობენ. ხსენებულ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი CNN-თან ინტერვიუში შეეხო. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვა რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს რუსეთი უახლოეს დღეებში. თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, მე ამ შეხვედრაზე ვიქნები“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. 17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთვაზა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 18 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ პასუხად რუსებმა შეხვედრის დროდ მომავალი კვირის ბოლო შესთავაზეს, რასაც ამერიკული მხარე დათანხმდა იმ პირობით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აღარ მოხდება. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეხვედრას გამართავენ აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ლიხტენშტაინი უკრაინის მიერ ინიცირებულ „ყირიმის პლატფორმას“ შეუერთდა
ლიხტენშტაინის სამთავრო უკრაინის მიერ ინიცირებულ „ყირიმის პლატფორმას“ შეუერთდა, ამის შესახებუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიხტენშტაინი არ მონაწილეობდა ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტში, მაგრამ დღეს ის შეუერთდა უკრაინის ძალისხმევას, დაიბრუნოს ყირიმი. „ჩემმა კოლეგამ ლიხტენშტაინიდან მითხრა ძალიან კარგი ამბავი - მან დღეს ოფიციალურად დაადასტურა შეხვედრაზე, რომ ლიხტენშტაინი უერთდება ყირიმის პლატფორმას", - განაცხადა კულებამ უკრაინული მედიის ცნობით. ყირიმის პლატფორმა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის დიპლომატიური ინიციატივაა. პლატფორმის პირველი სამიტი 2021 წლის 23 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობიდან 30-ე წლისთავზე შედგა. „ყირიმის პლატფორმა“ ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რათა გაზარდოს ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს უსაფრთხოების გამოწვევაზე რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, დაიცვას საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი და მიაღწიოს მთავარ მიზანს: ყირიმის დეოკუპაციას და ნახევარკუნძულზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. პლატფორმა ფუნქციონირებს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების, საპარლამენტო თანამშრომლობისა და ექსპერტთა ქსელის დონეებზე.
CBS News-ი: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის შესახებ ბრძანება მიიღეს
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის შესახებ ბრძანება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ
შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს ამერიკულ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტზე წვდომას შეუზღუდავენ, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჯონსონის თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები ბევრად უფრო შორს მიმავალია, ვიდრე მან ეს საჯაროდ თქვა. „ჩვენ, ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაპირებთ, შევაჩეროთ მათი ვაჭრობა ფუნტებსა და დოლარებში“, - განუცხადა ჯონსონმა BBC-ს. თუმცა ჯონსონმა ეჭვქვეშ დააყენა სანქციების საფრთხე საკმარისი იქნებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, რადგან კრემლის მეთაური შესაძლოა, ლოგიკურად არ მსჯელობდეს. ინფორმაციისთვის, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ლითონის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მათზე ვაჭრობა უმეტესად ამერიკულ დოლარში მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს