ძებნის რეზულტატი:
ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას დამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიებებზე დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანის ყოფნა იქნება დაშვებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, აქამდე იყო 6. ხოლო ღია სივრცეში ეს რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს - დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი, ღია სივრცეში - 15 - შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ასევე წაიკითხეთ: პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება
COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააცნო. უფრო კონკრეტულად, საბჭოს გადაწყვეტილებით: 1-ელი მარტიდან საქართველოს საზღვარზე 67 ქვეყნის მოქალაქეები პსრ ტესტის საშუალებითაც შეძლებენ შემოსვლას. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით, ვაქცინაცია და პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები და თუ არცერთი არ აქვთ, მათ აქამდე ჰქონდათ ვალდებულება 8- დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია 5- დღემდე მცირდება. ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდის პსრ ტესტით, მას ეხსნება 72 საათში ტესტის განმეორებით გაკეთების ვალდებულება. შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც საჭირო იყო ზემოთჩამოთვლილი 67 ქვეყნიდან მოქალაქის შემოსვლისას. ეს არის ე.წ. ბიზნეს აპლიკაცია, იმუშავე საქარველოდან და არის სტუდენტური აპლიკაცია. მიღებულია გადაწყვეტილება ასევე, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა ათამდე, აქამდე იყო 6. ღია სივრცეში 15 ადამიანამდე გაიზარდოს 10- ის ნაცვლად. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალურ ოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი სტუმრების დაშვება იმავე ლოგიკით იქნება შესაძლებელი. 1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება. ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება. უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის მეშვეობით სტუმრებს მომსახურება გაუწიონ. 4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება და იმ ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეეძლება, სადაც ღონისძიება იმართება. 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიხსნება 70 ადამიანზე შეზღუდვა. 27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დასაშვები იქნება აღნიშნულ ღონისძიებაზე მაყურებელთა 50%-ის დასწრება. ამასთან, როგორც ღიბრაძემ განმარტა, 1-ელი მარტიდან შესაძლოა, ეს შემსუბუქებები კიდევ უფრო გაფართოვდეს, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. როგორც მან აღნიშნა, საბჭო დღეიდან 2 -კვირიანი მუშაობის რეჟიმზე გადადის და ყოველი კვირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება.
თამარ გაბუნია: "ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია
ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ - შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად დაიგეგმება ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამის წახალისებას დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „დღეს 12 000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ. კლინიკურ სექტორში 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა, 5164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით, 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის თავისუფალია საწოლფონდის 36%-მდე", - განაცხადა გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება
ამირან გამყრელიძე: გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემსუბუქებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცხადყოფს, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის. მისივე თქმით, ეს გულისხმობს ვირუსთან ერთად ცხოვრებას. „საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან ადამიანები არ უნდა გაათამამოს. მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაციის დაცვა – პირბადის ტარება და ვაქცინაცია კვლავაც აუცილებელია. ვაქცინაციის კუთხით მაჩვენებელი მაღალი თუ იქნება, სამეცნიერო წრეებში გაჩნდა იმედი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ კორონავირუსის ახალი აგრესიული შტამი აღარ უნდა წარმოიქმნას", - განაცხადა გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: თამარ გაბუნია: "ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა
პირველი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლა შეეძლება უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ან წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე „პისიარ“ტესტის უარყოფით პასუხს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „პირველი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში, წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე „პისიარ“ ტესტს (მესამე დღეს „პისიარ“ ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების „პისიარ“ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს „პისიარ“ტესტირების ვალდებულება, ხოლო „პისიარ“ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე; „რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამირან გამყრელიძე: 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის ვაქცინა მეორე კვარტალში შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა Pfizer-ის მეორე კვარტალში შემოვა. „5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე წინასწარი მსჯელობები იმუნიზაციის საბჭოზე იყო. Pfizer-ისთვის დაკვეთილი გვაქვს ვაქცინა, დაახლოებით 50 ათასი დოზის ფარგლებში. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს იყოს იმუნოკომპრომენტირებული და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. ვაქცინის პირველი პარტია მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს და იმის შემდეგ ალბათ შესაბამისად, სურვილისა მიხედვით, დაიწყება ვაქცინაცია", - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება
უკრაინის ელჩი გაეროში: ვინ იქნება შემდეგი? კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. ვიდეო
2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებები ერთმანეთის იდენტურია. შესაბამისი ასლები უკრაინის ელჩმა გაეროში სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარადგინა. დღეს კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. (რედ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარების“ შესახებ) - სიტყვა-სიტყვით არის „კოპირებული“ არანაირი კრეატიულობა. ასლის გადამღები მოწყობილობა კრემლში ძალიან კარგად მუშაობს. ვინ იქნება შემდეგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებიდან? გაერო დღეს ავად არის. ეს ფაქტია - კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი უტევს. წევრების გადასაწყვეტია, დანებდება თუ არა ამ ვირუსს. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინეს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, პლენარულ სხდომაზე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს „იმ საზღვრებში აღიარებს, რომელშიც ისინი საკუთარ თავს გამოაცხადებენ“. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა უნდა იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა ფრონტის ხაზი დიდ ძალებს შორის დაპირისპირებისთვის
ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე, ჩინეთის სესიაზე, ონლაინ რეჟიმში წარსდგა. მინისტრმა უპასუხა მოდერატორის შეკითხვებს ჩინეთის დამოკიდებულებაზე NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის გარშემო ვითარების შესახებ. ვან იმ აღნიშნა, რომ ცივი ომი დიდი ხანია დასრულდა და NATO საჭიროებს ადაპტაციას ცვალებად გარემოებებთან მიმართებით. თუ NATO გააგრძელებს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, ეს ხელს შეუწყობს თუ არა გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში? ამ საკითხზე საუბრისას ვან იმ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმა, რომელიც ასახავს გაეროს წესდების მიზნებს. ეს არის ასევე ჩინეთის თანმიმდევრული, პრინციპული პოზიცია და ეს ასევე ეხება უკრაინას. თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ჩინეთის პოზიციის დამახინჯება. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთს მიაჩნია, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება მინსკის II შეთანხმებასთან, ამ საკითხის ამოსავალ წერტილთან. შეთანხმება არის სავალდებულო ინსტრუმენტი, რომელზეც მოლაპარაკებებს მისი მონაწილე მხარეები აწარმოებენ და დამტკიცებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ და წარმოადგენს ერთადერთ ეფექტიან გამოსავალს. სახელმწიფო მრჩეველმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთი და ევროკავშირი მხარს უჭერენ მინსკი II-ს და მის ბოლო სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ამერიკულმა მხარემ ამასთან დაკავშირებით გამოხატა მხარდაჭერა. ამ კონტექსტში, არ უნდა დასხდნენ შესაბამისი მხარეები ერთად, საფუძვლიანი დისკუსიისთვის, რათა შეიმუშაონ შეთანხმების განხორციელების საგზაო რუკა და განრიგი? ის, რაც ახლა ყველა მხარემ უნდა გააკეთოს, არის გულმოდგინედ აიღოს პასუხისმგებლობა და იმუშაოს მშვიდობისთვის, დაძაბულობის გაზრდის, პანიკის გაღვივებისა და ომის გაღვივების ნაცვლად. რაც შეეხება პერსპექტივას, ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა ფრონტის ხაზი დიდ ძალებს შორის დაპირისპირებისთვის. ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველა მხარეს თავისუფლად შეუძლია, გამოხატოს საკუთარი შეშფოთება და რუსეთის გონივრული შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, სერიოზულად იყოს მიღებული და მას პატივი უნდა სცენ. ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე დიალოგის და კონსულტაციებს გზას მიჰყვება, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც ნამდვილად ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოების დაცვას.
გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდება, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა. ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს. ივლისში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით, აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები, მათ შორის სანქციები მიიღოს (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებს. პროექტის შესახებ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე. ასევე წაიკითხეთ შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე ისაუბრა: გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში გერმანიის გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ბორის ჯონსონი: ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენაა მიდრეკილი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ არის მიდრეკილი. მისივე თქმით, სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას აპირებენ. „ჩვენ დაუყოვნებლივ დავაწესებთ საერთაშორისო სანქციების პაკეტს. ეს მხოლოდ პირველი სანქციებია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მხრიდან უფრო მეტი ირაციონალური ქცევა იქნება. მეშინია, რომ ყველა მტკიცებულება არის იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად არის მიდრეკილი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. სურს დამოუკიდებელი, სუვერენული ევროპული ქვეყნის დამორჩილება და ვფიქრობ, მოდით, ცხადად ვთქვათ, ეს იქნება აბსოლუტურად კატასტროფული“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია და ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს. „მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ყველა მხარემ საღი აზრი უნდა გამოიჩინოს და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩთან ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ამის შესახებინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგული რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მთავარი პრიორიტეტის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით და მრავალმხრივი შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. ბოლო წლებში კი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების ერთიანი ეროვნული სტრატეგია საქართველომ პირველად 2014 წელს დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობოდა და 2014-2020 წლებს ფარავდა. სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კი ამჯერად მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს. გასულ წელს გაერო-ს სააგენტოებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთავრობის ადმინისტრაციამ შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის გაერო-ს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით არის დაცული. მისი თქმით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლემი, კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. კერძოდ სანქციები შემდეგ ბანკებს დაუწესდა: „როსიაიაზ ბანკი“, „IS ბანკი“, „გენერალური ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“ და „შავი ზღვის ბანკი“. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირებს, სანქციები შემდეგ ბიზნესმენებს დაუწესდათ: გენადი ტიმჩენკო, იგორ როტენბერგი და ბორის როტენბერგი. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან სამშაბათს კიევში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. მე მივიღე თხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, განვიხილო უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი. პრესკონფერენციის შემდეგ დაუყოვნებლივ ვიმუშავებ ამ და სხვა საკითხებზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ გუშინდელი მოვლენები იყო „ესკალაციის ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“ და გაიხსენა, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ შესთავაზა რუსეთს ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა. „ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა რისკს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გადაწყვიტოს ეს საკითხები დიალოგის გზით, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ ადგილზე. ბოლო თვეებში კონსულტაციები გავმართეთ თითქმის ყველა ლიდერთან, მათ შორის, ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. და შევთავაზეთ დიალოგის ნებისმიერი ფორმატი, სადაც რუსეთის ფედერაცია იქნებოდა წარმოდგენილი. პასუხი მივიღეთ და ეს პასუხი გუშინ იყო. უკრაინამ ამაზე უნდა უპასუხოს სუვერენიტეტისა და ჩვენი სახელმწიფოს დაცვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები. „ეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი აქტია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიისთვის. ვიზიარებთ საერთო შეხედულებას, რომ რუსეთის ესკალაცია უკრაინის ირგვლივ უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე: აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უახლოეს საათებში დაუწესებს
აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უახლოეს საათებში დაუწესებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა განაცხადა. „დღეს აშშ მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს, მათ შორის სანქციების შესახებ, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ იმის საპასუხოდ, რაც რუსეთმა გუშინ გააკეთა“, - აღნიშნა ჯონ ფაინერმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ საპასუხოდ ამოქმედდება
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უმაღლესი წარმომადგენლის ხელმძღვანელობით დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე იმართება. ამის შემდეგ სანქციების პირველი პაკეტი ოფიციალურად იქნება წარდგენილი. შესაბამისი ორგანოები კი მის სისრულეში მოსაყვანად შეიკრიბებიან. მანამდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ ერთობლივი განცხადება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გავრცელდა. რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად და გაგზავნოს რუსული ჯარები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში უკანონო და მიუღებელია. ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს. მივესალმებით წევრი სახელმწიფოების ურყევ ერთიანობას და მათ გადაწყვეტილებას, რეაგირება მოახდინონ რუსეთის უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. სანქციები მოიცავს შემდეგ სამიზნეებს ვინც უკანონო გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე. რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის შესაძლებლობა, შევიდეს ევროკავშირის კაპიტალსა და ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე. ორი სეპარატისტული რეგიონიდან ევროკავშირში და ევროკავშირიდან ვაჭრობა, რათა პასუხისმგებელმა პირებმა ნათლად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები. ევროკავშირი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე დამატებითი ზომები მიიღოს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების ევროკავშირის განცხადების მოლოდინშია მსოფლიოც. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
პუტინი ალიევს მასპინძლობს
22 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა დაიწყო, იტყობინება აზერბაიჯანული მედია. პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის შეჩერებაში. რუსეთი წამყვან როლს თამაშობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობების შესაქმნელად, განაცხადა ალიევმა. მანვე დაამატა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. „ეს არის ჩემი, როგორც პრეზიდენტის, 48-ე ვიზიტი რუსეთში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს“, - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერის შესახებ საუბრისას. ალიევმა აღნიშნა, რომ დეკლარაცია საკმაოდ მოცულობითია და შეიცავს 40-ზე მეტ პუნქტს, მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების არსებით სფეროებს და მას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენა ყოველთვის აერთიანებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს და რომ აზერბაიჯანში 340-მდე სკოლაა, სადაც გაკვეთილები რუსულ ენაზე ტარდება. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების ევროკავშირის განცხადების მოლოდინშია მსოფლიოც. წინასწარ დაანონსდა, რომ ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა. სომხური მედიის ცნობით, შეხვედრას სომხეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალენ სიმონიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰაკობ არშაკიანი ესწრებოდნენ.უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.