ინტერვიუ

სამი რამ, რითაც აშშ-ს საქართველოს დახმარება შეუძლია

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ, რომ აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობა, ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი პირველი ასეთი განცხადება არქივში მოიძებნება, როდესაც 2018 წელს, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტს შეეხო. ერთ-ერთი ბოლო განცხადება კი 2020 წლით თარიღდება. „როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. არასდროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი ხელშესახები შედეგი ამერიკასთან ჩვენ არ გვქონია. შარშან მიღებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის ათი წელი მოიცვა. ეს დეკლარაცია არის ყოვლისმომცველი. ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიული აღმშენებლობის, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ალიანსი, არამედ არის საერთო ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულებით ჩამოყალიბებული კავშირი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, 2020 წლის ოქტომბერში. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ განამტკიცა სტრატეგიული პარტნიორის ნდობა და გააძლიერა თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აშშ-ის მხრიდან მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც გამოიხატა აშშ-ის საბიუჯეტო კანონში მნიშვნელოვანი ჩანაწერით და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, ვინც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას. „დღეს კი საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უმაღლეს და მაღალ დონეზე პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად“, - შესაბამისი განცხადება უკვე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა, გუშინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. საკომიტეტო მოსმენები ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც პრემიერმა თანამდებობა დატოვა ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, რის შესახებაც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდანაც ისმის კრიტიკა, უკვე ახალი, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად აშშ-ის ახლადდანიშნული სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელზე გაგზავნილი წერილის მნიშვნელობაზე დავით ზალკალიანმა საკომიტეტო მოსმენისას ისაუბრა. მისი თქმით, წერილში ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და მზაობა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გასაძლიერებლად. მინისტრობის კანდიდატის თქმით, წერილში ასევე ყურადღება გამახვილებულია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებზე და განსაკუთრებული აქცენტია დასმული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აშშ-ის განსაკუთრებულ როლზე და ერთობლივ ძალისხმევაზე შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად. სამ მიმართულებას შორის, რითაც ამერიკის ნებისმიერ ადმინისტრაციას საქართველოს დახმარება შეუძლია და რაც საქართველოსთვის ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, პოლიტიკური მეცნიერების მიწვეული ლექტორი პიტსბურგის უნივერსიტეტში, ვასილ რუხაძე ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებს. Europetime-თან საუბრისას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ შემდეგი ასეთი ნაბიჯი - საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება და ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის რეჟიმების ეთნიკურად დისკრიმინაციულ რეჟიმებად გამოცხადება იქნებოდა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართული დიპლომატია სწორედ ამ მიმართულებებით უნდა წარიმართოს - „დანარჩენი ყველაფერი კი წყლის ნაყვაა“. ანალიტიკოსი განმარტავს, რა შედეგს მოიტანდა ეს ცვლილებები: ეს ყველაფერი გაამყარებს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. NATO-ში ჯერჯერობით ვერ შევდივართ, ასე რომ, ამერიკასთან თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ უშიშროებას გაზრდის. თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება კი ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას ძალიან დაეხმარება და რა მცირედსაც ვაწარმოებთ როგორც ქვეყანა, ამერიკის ბაზრებს გაუხსნის. რა თქმა უნდა, საქართველო-ამერიკის თავდაცვის ორმხრივ ხელშეკრულებას რუსეთი შეეწინააღმდეგება, ყველაფრით, რითაც შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში, რუსეთს ევროპის წამყვანი ქვეყნების გავლით ის ბერკეტები არ ექნება, რისი საშუალებითაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შეაჩერა. აშკარაა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკას უკანასკნელი 20 წლის და განსაკუთრებით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, კავკასიაში დიდი მიღწვები ჰქონდა. რუსეთმა სისხლში ჩაახშო ჩეჩნეთის აჯანყება, კიდე უფრო გაამყარა თავისი სამხედრო-ეკონიმიკური პოზიციები სომხეთში და როგორც ყარაბაღის უკანასკნელმა ომმა აჩვენა, რუსეთი ერთადერთი მხარეა, რომელიც მთლიანად მოგებული გამოვიდა ამ კონფლიქტიდან: რუსეთის ჯარი ამჟამად უკვე აზერბაიჯანშიც დგას, თანაც ირანს საზღვართან და რაც ასევე არ უნდა დავივიწყოთ, კვლავ რუსეთის ხელშია ყარაბაღის კონფლიქტის ახლიდან გაღვივების მექანიზმი. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო კავკასიის რეგიონში ბოლო დარჩენლი პარტნიორია. თუ ამერიკის საგარეო პოლიტიკა კავკასიის რეგიონს სერიოზულად უყურებს, საქართველოს გამაგრება და გაძლიერება, რაც ამ შემთხვევაში თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულებით და თავისუფალი სავაჭრო ხელშრეკრულებით გამოიხატება, ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელება უნდა იყოს“. ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ დავით ზალკალიანმა საკომიტეტო მოსმენისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს პრინციპულ პოზიციას რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუღებლობის თაობაზე, რასაც მოწმობს აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, სადაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ანალიტიკოს ვასილ რუხაძის შეფასებით, მხოლოდ რიტორიკას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. როგორც ჩვენი პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის ბოლოს 30 წელმა გვაჩვენა, რიტორიკა ძალიან ხშირად ბევრად განსხვავდება რა ხდება რეალურად პოლიტიკაში. „მთავარია, რა ცვლილებები იქნება უშუალოდ ქმედებებში. მე პირადად ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთთან მიმართებით რადიკალურ ცვლილებას, ან ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გამწვავებას არ ველოდები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კოვიდის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის ნეიტრალიზებისთვის ამერიკას სულ ცოტა რამდენიმე წელი დაჭირდება. კოვიდიც რომ არ ყოფილიყო, დღეს რუსეთი გაცილებით უფრო ძლიერ მდგომარეობაშია, ვიდრე 1980-იანი წლების შემდგომ ოდესმე ყოფილა. ეს ამერიკულ პოლიტიკურ წრეებს ძალიან კარგად ესმით. ასე რომ, რუსეთთან სიტუაციის შემდგომ გამწვავებაზე ნამდვილად აღარავინ წავა. ყოველ შემთხვევაში მომდევნო რამდენიმე წელი მაინც“, - აღნიშნავს ვასილ რუხაძე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 თებერვალს გაავრცელა. „სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის ჩარევაზე 2020 წლის შეერთებული შტატების არჩევნებში, მის სამხედრო აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე, SolarWinds-ის ინციდენტსა და სხვა თემებზე", - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომ დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს როგორც ამერიკას, ასევე მის მოკავშირეებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა

ზაზა ფირალიშვილი: რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დასავლეთს სრულად უნდა გავუხსნათ გზა

„მაშინ, როცა კავკასიის რეგიონს ინაწილებენ თურქეთი და რუსეთი, საქართველო ან მათ განაწილებას უნდა შეეგუოს, ან დასავლეთს სრულად გაუხსნას გზა, ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტი და ოპოზიციის პარლამნეტში შესვლა", - ამის შესახებ Europetime-ს ანალიტიკოსმა ზაზა ფირალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, რეალურად, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებამ, ქვეყანას დააკარგინა ოპოზიცია და ეს გამოჩნდა NDI-ს კვლევებში, თუ რამდენად დაბალია ხელისუფლებისადმი ნდობა და კიდევ უფრო დაბალი - ოპოზიციისადმი ნდობა. „ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისის მანიშნებელია, როცა ოპოზიცია მცირე ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არის უბედური. ახლა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ყველაზე მეტად აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ 200 წლის შემდეგ, ჩვენს რეგიონში შემოვიდა თურქეთი, ვგულისხმობ აზერბაიჯანში თურქი სამხედროების შესვლას. დასავლეთისთვის ეს არის ძალზედ შემაშფოთებელი ვითარება. რეგიონს ინაწილებენ რუსეთი და თურქეთი. ჩვენ განზე ვერ დავდგებით. დასავლეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ ჩვენ გავუხსნათ ყველა გზა. ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტის არსებობა. ხაზს ვუსვამ, ამ ხელისუფლების პრობლემა მაშინ გამოჩნდა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ამოწურა თავისი პოლიტიკური რესურსები. ამოწურა რესურსი დასავლეთთან პოზიტიური კონტაქტისა. ამ სიტუაციაში მე სწორედ ოპოზიციასთან მაქვს პრობლემა, რომ ისევ ვერ ახერხებს ნაყოფიერი პოლიტიკური პლატფორმის პოვნას. ისევ 1991 წლის და 2003 წლის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობაშია", - განუცხადა", - განუცხადა Europetime-ს ზაზა ფირალიშვილმა.

გახარიამ „ქართულ ოცნებაში" განხეთქილება გამოააშკარავა - თომას დე ვაალი

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აფასებს. როგორც Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დე ვაალი წერს, გიორგი გახარიამ პოსტის დატოვებით აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" გუნდში დაპირისპირებაა. "ახალი პოლიტიკური მღელვარება საქართველოში. გახარიამ შექება დაიმსახურა Covid19-ის კრიზისთან კარგად გამკლავებისთვის და დაეხმარა ქართულ ოცნებას არჩევნების მოგებაში. ახლა მან რაღაც ექსტრაორდინალური გააკეთა, როდესაც ყველას დასანახად გამოააშკარავა, რომ ქართულ ოცნებაში განხეთქილებაა", - წერს დე ვაალი. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

მეთიუ ბრაიზა: კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ორივე მხრიდან ვითარების დეესკალაციაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მეთიუ ბრაიზა იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომა არსებული ვითარების დეესკალაციას შეუწყობს ხელს. ამერიკელი დიპლომატი ასევე ელის შემდგომ ნაბიჯებს ოპოზიციისგან, რადგან მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტი დაუბრუნდეს ნორმალურ სამუშაო ვითარებას და მსოფლიომ, განსაკუთრებით NATO-მ დაინახოს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. „კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ორივე მხრიდან ვითარების დეესკალაციაა. არც ერთი ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიისთვის არ არის ნორმალური, გყავდეს ბევრი არჩეული წარმომადგენელი პარლამენტში, მაგრამ არ იკავებდე ამ ადგილს მთავრობის მიმართ დიდი უნდობლობის გამო. და მთავრობა საპასუხოდ იღებდეს ზომებს, (როგორიც არის მაგალითად, მელიას დაკავება) რომლითაც შესაძლოა, ცდილობდეს, დაშალოს ოპოზიცია. იმედი მაქვს, პრემიერ გახარიას გადადგომა, როგორც მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, დეესკალაციას შეუწყობს ხელს და ასევე დავინახავთ პოზიტიურ ჟესტს ოპოზიციიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს ნორმალურ სამუშაო ვითარებას და მსოფლიომ, განსაკუთრებით NATO-მ დაინახოს, რომ საქართველოში დემოკრატიაა“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

ჩანს იმის პერსპექტივა, რომ ივანიშვილმა გახარიას, როგორც ოპოზიციის ლიდერს, მხარი დაუჭიროს - ზაზა ფირალიშვილი

ანალიტიკოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, პოლიტიკური სიტუაცია იმდენად ჩიხური და იმდენად უნაყოფო იყო, რომ გახარიას გადადგომა უთუოდ პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. ფირალიშვილი არ გამორიცხვას პრემიერის გადადგომა ივანიშვილის სცენარში ჯდებოდეს და მომავალში მან გახარიას, როგორც ოპოზიციის ლიდერს, მხარი დაუჭიროს. პრემიერის წასვლის რეალურ მიზეზებზე Europetime-ს ანალიტიკოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრა. _თქვენი აზრით, რა იყო პრემიერის გადადგომის მიზეზი? მხოლოდ ნიკა მელიას საქმე, რომელიც მან დაასახელა, თუ მანამდეც ჰქონდა ამ დაპისირპირებას თავისი ფონი? ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება რამდენად გონივრული იყო ხელისუფლების მხრიდან? ძალინ ძნელი წარმოსადგენია, რომ ნიკა მელიას საქმე ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული მიზეზია. თვითონ გიორგი გახარიამ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ შესაძლოა დაპატიმრებამ დესტაბილიაზია გამოიწვიოს და პოლიტკური ჩიხი კიდევ უფრო გააღრმაოს; სჯობს, რომ გადაიდოს ეს საქმე და ა.შ. ზოგადად, მედიაში იყო მითქმა-მოთქმა შიდა დაპირისპირებაზე. ლაპარაკი რომ არც ყოფილიყო, ვინც ვაკვირდებოდით პროცესებს, ვგრძნობდით აშკარად დისონანსს, გიორგი გახარიას ქცევასა და რიტორიკას და „ოცნების“ რამდენიმე ახალგაზრდის ქცევასა და ხისტ რიტორიკას შორის. ბუნებრივი იყო, რომ ეს ყველაფერი რაღაც შედეგს გამოიღებდა. _უკვე ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაური, ვერ ახერხებს, გაატაროს მისი პოლიტიკური შეხედულება თავის კაბინეტში და ირკვევა, რომ მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიას დაკავება, თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ეს გარემოება? როგორც ჩანს, დიდ როლს თამაშობდა ის ფაქტი, რომ გახარიას სრული გავლენა არ ჰქონდა თავის კაბინეტზე. შეიძლებოდა, ვიღაცები ჩარეულიყვნენ მის საქმეში პარლამენტიდან. თუმცა კი, მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრების საკითხი, მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას სცილდება და ზოგადი პოლიტიკური საკითხია, არამხოლოდ სამართალდამცველების საკითხი. ეს არის მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის პრობლემა. ეს იყო პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება და გახარიამაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო თავისი გადადგომით. _თქვენი აზრით, რატომ იყო ასეთი პრინციპული „ქართული ოცნებისთვის“ ნიკა მელიას დაკავება? ვერ აცნობიერებდა, რომ ამით შესაძლოა, ოპოზიციის კოსოლიდაციას და ე.წ პოლიტიკური დევნილის, „გმირის" შექმნას შეუწყობდა ხელს? თავიდანვე იყო რისკი იმისა, რომ საქმე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის რადიკალური ინტერესების სასარგებლოდ წარმართულიყო. ოპოზიციას კონსოლიდირება რამდენად შეუძლია, ბოლო 2-3 წელია, კარგად ჩანს. ამ კონსოლიდირებას რომ შედეგი არ მოაქვს, ამასაც ვხედავთ. რეალურად, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებამ, ქვეყანას დააკარგინა ოპოზიცია და ეს ვნახეთ NDI-ს კვლევებში, რამდენად დაბალია ხელისუფლებისადმი ნდობა და კიდევ უფრო დაბალი ოპოზიციისადმი ნდობა. ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისის მანიშნებელია, როცა ოპოზიცია მცირე ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არის უბედური. _ივანიშვილის წასვლის ფაქტორი რამდენად ჩანს, ამ პროცესებში? ივანიშვილის წასვლამაც შეიძლება იქონია გავლენა, რადგან „ქართული ოცნების“ წიაღში, განსაკუთრებით აქტიური ფასადური ფიგურები ვინც არიან, მათ მოინდომეს ივანიშვილის კომპეტენციის ხელში აღება. ერთი შესაძლებლობა ეს არის. მეორე შესაძლებელობაა, რომ გახარიას გადადგომა, თვითონ ივანიშვილის სცენარში ჯდებოდეს. მან განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბებას, საქართველოში. _გულისხმობთ იმას, რომ გახარია შესაძლოა ოპოზიციაში ვიხილოთ და ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს? ზედმეტი სითამამე იქნება, ახლა ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის პერსპექტივა ჩანს. რომელი სცენარიც არ უნდა იყოს განხილული შესაძლებლობებიდან, გახარიას გადადგომა უთუოდ პოზიტიურ როლს შეასრულებს ჩვენს პოლიტიკურ განვითარებაში. სიტუაცია იმდენად ჩიხური და იმდენად უნაყოფო იყო, როგორც ერთი მხრიდან ისე მეორე მხრიდან. ხაზს ვუსვამ, ხელისუფლების პრობლემა მაშინ გამოჩნდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ამოწურა თავისი პოლიტიკური რესურსები. ამოწურა რესურსი დასავლეთთან პოზიტიური კონტაქტისა. ამ სიტუაციაში მე სწორედ ოპოზიციასთან მაქვს პრობლემა, რომ ისევ ვერ ახერხებს ნაყოფიერი პოლიტიკური პლატფორმის პოვნას. ისევ 1991 წლის და 2003 წლის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობაშია. ახლა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სრულიად აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ 200 წლის შემდეგ ჩვენს რეგიონში შემოვიდა თურქეთი. აზერბაიჯანში თურქი სამხედროების შესვლას ვგულისხმობ. დასავლეთისათვის ეს არის ძალზედ შემაშფოთებელი სიტუაცია. რეგიონს ერთმანეთში ინაწილებენ რუსეთი და თურქეთი. ჩვენ განზე ვერ გავდგებით. დასავლეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ ჩვენ გავუხსნათ ყველა გზა. ამისთვის აუცილებელია სრულფასოვანი პარლამენტის არსებობა. _თუ გახარიას გუნდის ნაწილი გაჰყვა, თვითონ ხელისუფლების ნაწილი ხომ არ შექმნის პარლამენტში ოპოზიციას? არ მგონია ასეთი დიდი რაოდენობით დეპუტატები გაყვნენ გახარიას. ჩვენ ვხედავთ რამდენად აგრესიულად მორჩილი უმცირესობა ჰყავს „ოცნებას“ პარლამენტში, თუნდაც იმ ოპოზიციური ძალის სახით, რომლებმაც "ევროპელი სოციალისტები დაირქვეს". არ მგონია ასე მოხდეს. თუმცა ჩვენთან ხშირად გათამაშებულა ასეთი სცენარები, როდესაც ხელისუფლების შიგნით ჩნდება ოპოზიცია და შემდეგ ისევ პოზიცია მოდის ხელისუფლებაში. ასე მოხდა 1991-92 წლებში. „ნაციონალური მოძრაობაც“ მოქალაქეთა კავშირს გამოეყო. არ არის გამორიცხული ახლაც ეს გათამაშდეს.

დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები იმის გამო, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას - დევიდ კრამერი

ანალიტიკოსების ნაწილი იმედოვნებს, რომ ამერიკული დიპლომატია უფრო პროაქტიული გახდება. უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოების ხელშეწყობით კი, კრემლი დაინახავს, რომ განგრძობითი ოკუპაცია და აგრესია ამ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას და დასავლურ ინტეგრაციას არ გამორიცხავს: „ის, რაც 2008 წელს მოხდა, იმის მაცნე იყო, რაც 2014 წელს უკვე უკრაინაში ვიხილეთ და უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები პუტინის რეჟიმისთვის, მის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის გამო. არ გვაქვს სანქციები იმის გამო, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებასა და მცოცავ ანექსიას", - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი „ვფიქრობ, მეზობლების მიმართ მთელი მისი ქმედებების გამო კრემლზე მეტი წნეხია საჭირო. ბატონი პუტინი თავად ახერხებს მეზობლების თავის წინააღმდეგ განწყობას. ერთადერთი გზა, რომლითაც მეგობრებს ვერასდროს შეიძენ, მათ ტერიტორიებზე შეჭრაა... ასე რომ, ჩვენ ძალიან ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ სხვა ქვეყნების ოკუპაციის გაგრძელება არც მისი ინტერესებისთვისაა სასიკეთო", - აღნიშნავს დევიდ კრამერი.

მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს - დევიდ კრამერი

„მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს“, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სკოლის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი სტატიაში საუბრობს, რომელიც ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა. „2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა დამხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია“, - წერს დევიდ კრამერი.

ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ მიდგომას ელიან

ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ მიდგომას ელიან. ამერიკელმა დიპლომატებმა და ანალიტიკოსებმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ რუსეთის მისამართით წარმოთქმული გზავნილები Europetime-თან შეაფასეს. „დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან. მისი შეფასებით, ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმის თქმა, ექნება თუ არა ჯო ბაიდენის მკაფიო განცხადებებს გავლენა, თუმცა ბაიდენი პუტინზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს, განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც პუტინის გარკვეულწილად გამართლებასაც ცდილობდა და ამბობდა კიდეც, რომ პუტინი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებიც ბაიდენმა ახსენა პრეზიდენტთან საუბრისას, არ იყო პასუხისმგებელი. „თუმცა ეს აუცილებად არ ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება და სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. „პუტინთან ბაიდენის საუბრის გათვალისწინებით, აშშ რუსეთთან მიმართებით უფრო შეუპოვარი იქნება“, - მიიჩნევს საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო. ის Europetime-თან ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. „ბაიდენის პუტინთან საუბრის გათვალისწინებით, ვფიქრობ აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო შეუპოვარი იქნება და უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა ამასთან, ადმინისტრაცია დიდი ალბათობით უფრო ფხიზლად დააკვირდება ქართული დემოკრატიის უკუსვლას“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. „ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს“, - ეს კი სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს უთხრა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება. „მე მჯერა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი. პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ლინკოლნ მიტჩელისთვის ნათელი დადასტურებაა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ს განუცხადა. „პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მოიცავს რიტორიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ, ყოფილ პრეზიდენტს კი ყოველთვის ეშინოდა ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების, თუნდაც არ დათანხმებოდა მას. არ ვფიქრობ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბევრად განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს ობამას წლებში იყო“, - განუცხადა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს.

პოლ გობლი: მჯერა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს

„საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს განუცხადა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანს სჯერა, რომ ჯო ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება. „მე მჯერა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი. ამავე თემაზე: პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს.

მეთიუ ბრაიზა: იმედი მაქვს, აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებისადმი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა იმედოვნებს, რომ აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებისადმი. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-ს განუცხადა. მისი შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. „იმედი მაქვს, სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამავე თემაზე: მეთიუ ბრაიზა: ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტს

ლუის ნავარო: აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს

„პუტინთან ბაიდენის საუბრის გათვალისწინებით, აშშ რუსეთთან მიმართებით უფრო შეუპოვარი იქნება“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლუის ნავარო Europetime-თან საუბრისას. ლუის ნავარო მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. „ბაიდენის პუტინთან საუბრის გათვალისწინებით, ვფიქრობ აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო შეუპოვარი იქნება და უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა ამასთან, ადმინისტრაცია დიდი ალბათობით უფრო ფხიზლად დააკვირდება ქართული დემოკრატიის უკუსვლას“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. ამავე თემაზე: მეთიუ ბრაიზა: ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტს ლინკოლნ მიტჩელი: ბაიდენისა და ბლინკენის კომენტარები საუკეთესო მაგალითია, რომ აშშ მის წინა პოლიტიკას დაუბრუნდება საქართველოსთან დაკავშირებით. პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს. ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა. ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

მეთიუ ბრაიზა: ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტს

„დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან. „ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმის თქმა, იქნება თუ არა ჯო ბაიდენის მკაფიო განცხადებები რუსეთის საშინელი ქმედებების წინააღმდეგ, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ახალი პოლიტიკის მიმანიშნებელი, ან ექნება თუ არა ამ გზავნილებს გავლენა. ბაიდენი პუტინზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს, განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც პუტინის გარკვეულწილად გამართლებას ცდილობდა და გარკვეულწილად ამბობდა კიდეც, რომ პუტინი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებიც ბაიდენმა ახსენა პრეზიდენტთან საუბრისას, არ იყო პასუხისმგებელი. თუმცა ეს აუცილებად არ ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება და სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამავე თემაზე: ლინკოლნ მიტჩელი: ბაიდენისა და ბლინკენის კომენტარები საუკეთესო მაგალითია, რომ აშშ მის წინა პოლიტიკას დაუბრუნდება საქართველოსთან დაკავშირებით. პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს. ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა. ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

ლინკოლნ მიტჩელი: ბაიდენისა და ბლინკენის კომენტარები საუკეთესო მაგალითია, რომ აშშ მის წინა პოლიტიკას დაუბრუნდება საქართველოსთან დაკავშირებით

„პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს განუცხადა. მიტჩელი ბაიდენის წინამორბედთან ავლებს პარალელს. „პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მოიცავს რიტორიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ, ყოფილ პრეზიდენტს კი ყოველთვის ეშინოდა ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების, თუნდაც არ დათანხმებოდა მას. არ ვფიქრობ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბევრად განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს ობამას წლებში იყო“, - განუცხადა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს

„ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს განუცხადა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ რუსეთის მისამართით წარმოთქმული გზავნილები შეაფასა. პოლ გობლს სჯერა, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება. „მე მჯერა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი. ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

ანალიტიკოსი: ბლინკენის მიერ საქართველოს ხსენება ძალზედ დამაიმედებელია და იმედია, ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოს შესახებ, ძალიან დამაიმედებელია, რადგან აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, არც რუსეთთან თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატში და არც საჯარო გამოსვლებში, საქართველოს თემატიკა არ გაჟღერებულა" ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსმა, გიორგი ბადრიძემ განუცხადა. "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან ბლინკენის საუბრის კომუნიკე, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს და უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესია განიხილა, როგორც პრობლემური საკითხი. ანუ პირველივე კვირებში ეს პრობლემა და საქართველოს საკითხი დგება აშშ-ს და რუსეთის ორმხრივ დღის წესრიგში, როდესაც კეთდება განცხადება, საჯაროდ, ამ თემაზე ძალიან დამაიმედებელია და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ლოგიკურ განვითარებას მიიღებს", - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე. 4 თებერვალს, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის აგრესიაზე თვალს აღარ დახუჭავს. "ამავდროულად, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, მკაფიოდ განვუმარტე პრეზიდენტ პუტინს, რომ აშშ აღარ დახუჭავს თვალს რუსულ აგრესიაზე. არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა დასრულდა. ჩვენ აღარ დავაყოვნებთ და ჩვენს ინტერესებსა და ხალხს ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ. ჩვენ უფრო ეფექტიანი ვიქნებით რუსეთთან ურთიერთობისას, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებულად ვიმუშავებთ", - განცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ახალ აქცენტებს, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ახალ დღის წესრიგს და საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გაზრდით გამოწვეულ სამომავლო შედეგებს Europetime-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვრცლად მიმოიხილავს. დიპლომატის და ანალიტიკოს-მკვლევარის, გიორგი ბადრიძის განმარტებით, ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე ძალიან რთული ამოცანები დგას. რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდამ "როდესაც ამერიკა ნაკლებ ყურადღებას გაქცევს. ვიდრე სხვა მნიშვნელოვან პარტნიორს, ნიშნავს იმას რომ რუსეთის მსგავს ქვეყნებს, უჩნდებათ შესაძლებლობა უფრო აგრესიულად და თამამად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ჩვენს რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით, ისე რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია. ვგულისხმობ დერეფანს, რომლითაც რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით. და პირიქით. პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას, კავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად. თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არც ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო. არ მინდა უფრო მეტი დეტალი გავაჟღერო. რეალურად რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს, სხვა ქვეყნების თვალში" - განმარტავს ანალიტიკოსი. აშშ-ის როლი კავკასიაში რუსეთის გავლენების შესასუსტებლად და შესაძლო პასუხი რუსეთის აღნიშნულ სტრატეგიაზე "90-იან წლებში ის საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომლებმაც აზერბაიჯანს და ნაწილობრივ საქართველოსაც აუმაღლა სუვერენიტეტის დონე, აშშ-ის ინიციატივა იყო. სწორედ ამ პროექტებმა მისცა აზერბაიჯანს შესაძლებლობა, რომ გაემყარებინა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ახლა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორია. რომ არ ყოფილიყო კლინტონის ადმინისტრაცია, ეს პროექტი ვერ შედგებოდა. ან შედგებოდა ბევრად უფრო გვიან, ან სხვანაირად. ფაქტია, რომ 90-იან წლებში ამ პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო ამერიკის მსოფლიო ლიდერობამ. აშშ-ის ადმინისტრაციას სერიოზული მუშაობა მოუწია უამრავი კომპანიის დასარწმუნებლად, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ინვესტირება, ნამდვილად ღირდა. ამერიკა უნდა დაბრუნდეს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტი. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია დიდი პოლიტიკური ფასის გარეშე ავნოს საქართველოს ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯები არის ძალიან დამაიმედებელი და ამას განვითარება მოჰყვება. განვითარებაში ვგულისხმობ, რომ გაძლიერდეს ამერიკის მიერ საქართველოს ინტერესების ლობირება. მათ შორის NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან მუდმივად იქნებიან ევროპის ქვეყნებში ისეთები, რომლებიც შეეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესს. ამერიკის აქტიური ლობირების გარეშე, საქართველო ვერ მოხვდება ნატო-ში. ამერიკის აქტიური პოზიციის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია. ჩვენ სხვა ქვეყნებზეც უნდა ვიმუშაოთ და ამას ადეკვატურად და ეფექტურად ვერ ვაკეთებთ. გერმანიასთან და საფრანგეთთან უამრავი სამუშაოა. სულ მცირე, დამაიმედებელია ამერიკის პირველივე ნაბიჯებს შორის, საქართველოს საკითხის დაყენება, რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში" - განუცხადა Europetime-ს გიორგი ბადრიძემ. . აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ამოცანები: ობამას და ტრამპის პოლიტიკის რეზულტატის შემდეგ, ბაიდენის სტრატეგია "ამ ეტაპზე როგორი იქნება ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკმაოდ დამაიმედებელი განცხადებებით, რომელიც კეთდებოდა საარჩევნო პერიოდში, ბაიდენის და ენტონი ბლინკენის მიერ. ამ განცხადებებში რეგულარულად იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკა უნდა დაუბრუნდეს მსოფლიო ლიდერის პოზიციას, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ს დაკარგული ჰქონდა. მეორე რაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ მომავალი საგარეო პოლიტიკის ფორმირებისთვის, ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ბაიდენის გუნდის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ობამას ადმინისტრაციაში მუშაობისას. ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა არანაირი განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩეოდა, განსაკუთრებით პირველი ვადა, როდესაც ნამდვილი შეცდომა იყო დაშვებული. მართალია განპირობებული იყო საუკეთესო სურვილებით მაგრამ რეალურად შეცდომა იყო რუსეთისთვის გადატვირთვის პოლიტიკის შეთავაზება, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიიდან სულ რამდენიმე თვეში. შედეგად ნახეთ, რომ რუსეთმა ის გადატვირთვა, კეთილი ნების გამოხატულება, აღიქვა როგორც აშშ-ს სისუსტე და შესაძლებლობად. შემდგომ ჩვენ უკვე ვიხილეთ რუსეთის ახალი აგრესია უკრაინასთან. ბაიდენი ობამას გადატვირთვის პოლიტიკის მომხრეთა შორის არასდროს ყოფილა. აღნიშნული პოლიტიკა ობამას სხვა გუნდის წევრებმა შეიმუშავეს. ბაიდენი ამ გადატვირთვის იდეოლოგებს შორის არ ყოფილა. მას საკმარისი გამოცდილება ჰქონდა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, მრავალი წლის გამავლობაში. ამ გამოცდილების საფუძველზე ილუზია არ ექნებოდა რომ კეთილი ნების პასუხად რუსეთი კონსტრუქციულად იმოქმედებდა", - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ბაიდენის მემკვიდრეობა სასტარტო პოზიციაზე "ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე, ძალიან რთული ამოცანა დგას. რადგან გარდა იმ ზარალისა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო რეპუტაციას მიადგა ტრამპის პოლიტიკის გამო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. არსებობდა ობიექტური ახალი რეალობები, რომლებიც ართულებდა შეერთებული შტატების ლიდერობას. ერთია რომ ობამას ჰქონდა ლიდერობაზე უარის თქმის ტენდენცია, მისი პირადი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობდა. ის დემოკრატიული სამყაროს ლიდერობას ერთგვარ მატერიალიზმის გამოხატულებად მიიჩნევდა, რაშიც ბაიდენი ყოველთვის განსხვავებული აზრის იყო. ამან შეერთებულ შტატებსაც საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოუტანა და ობამას მეორე ვადის დროს დამოკიდებულება შეიცვალა. ტრამპმა პირდაპირ იზოლაციონიზმისკენ წაიყვანა შეერთებული შტატები. არც ამერიკა უპირველეს ყოვლისა ლოზუნგს მოუტანია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის რაიმე დადებითი შედეგი, რაიმე სასიკეთო. ახლა ბაიდენის წინაშე არის უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველაზე მთავარი მათ შორის ,არის საშინაო პრობლემები, მათ შორის პანდემიით გამოწვეული პრობლემები. მეორეს მხრივ ტრამპის მიერ გაღრმავებული შიდა დაპირისპირება. თუ შეძლებს ბაიდენი ერთის მხრივ ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის შედეგების გადალახვას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შიდა ერთიანობის აღდგენა. მაშინ უფრო რეალისტური გახდება ის გიგანტური ამბიცია, რომელიც გამოცხადებული იყო იმ განცხადებაში, რომელიც ბაიდენმა თქვა, რომ "ამერიკა ბრუნდება" იგულისხმება, ბრუნდება, როგორც დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერი", - აღნიშნავს ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე Europetime-სთან საუბრისას.

საფრანგეთის ელჩი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს საქართველოს დიდი წარმატებაა

საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი საქართველოსთვის დიდ წარმატებად აფასებს. ამის შესახებ ფრანგმა დიპლომატმა Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად. თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო. ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია“, - განაცხადა დიეგო კოლასმა. ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს

„მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი პარლამენტმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა ვიდრე სარგებელს მოიტანდა“, - Europetime-სთან საუბრისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა, სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და სჯობს მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული, ვიდრე ცოტა და მეტი ხელფასი ჰქონდეს. „ვეთანხმები რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ ამ სიტუაციაში ამ რეალობაში, მითუმეტეს ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800 ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული 1000 ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი. რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი", - განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი - 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა. 1999 წლის ბრძანებულებით, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულს მხოლოდ 20 ლარი გადაუხადოს. შრომის კოდექსით გათვალისწინებუბული სამუშაო საათების სრული რაოდენობის მიხედვით, საქართველოში მინიმალური ხელფასი საათში 0.13 თეთრი გამოდის. გასულ წლებში პარლამენტმა მინიმალური ხელფასის 320 ლარამდე გაზრდის შესახებ პროფკავშირების ინიცირებული კანონპროექტი არ დაამტკიცა. მოგვიანებით კი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტის მიღებაზე განაცხადა უარი, რომელიც მინიმალური ხელფასის 500 ლარით განსაზღვრას მოითხოვდა. სტატია ამ თემაზე: მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

საფრანგეთის ელჩი: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ

საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, დიმიტრი ამილახვარის დიალოგის ფორმატზე, ქართულ-ფრანგულ სამხედრო თანამშრომლობაზე, რეგიონში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რუსეთის ფაქტორსა და „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე - საქართველოს სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე Europetime-ს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესაუბრა. _ბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით, ასევე რომ გვითხრათ, რას მოიცავს დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფორმატი და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ფორმატის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებში? ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთივე მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა.თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაპირებთ აღვნიშნოთ 100 წლის იუბილე იმ დღისა, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და შესთავაზა მას თავშესაფარი საბჭოთა იმპერიის შეჭრის შემდეგ, ამის ლოგიკური დასტურია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი ატარებს ცნობილი ქართველი თავადის, დიმიტრი ამილახვარის სახელს, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი უდიდესი გმირიც იყო. დიალოგის ამ განსაკუთრებული ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (თებერვალი, 2019 წ.), ხოლო ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დავით ზალკალიანმა პარიზში, 2019 წლის დეკემბერში. დიალოგი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დავგეგმეთ ამ ბოლო შეხვედრაზე, უკვე განვახორციელეთ. ახლა ვაპირებთ ახალი შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც ვიმსჯელებთ სამომავლო პროექტებზე, ისევე როგორც არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე. _რას მოიცავს არსებული ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობა და როგორ ეხმარება საფრანგეთი საქართველოს თავდაცვიანურობის გაზრდის კუთხით? ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები გადიან ერთობლივ წვრთნებს, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებში ერთობლივი მონაწილეობა. ეს აძლიერებს როგორც საქართველოს შესაძლებლობებს, ასევე ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ასე უკეთ შევძლებთ შესაძლო მომავალი საფრთხეების წინაშე ერთმანეთის მხარდამხარ დგომას. ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები ერთად მოქმედებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიას წაარმოადგენს ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჯარების ერთად განთავსების და რთულ პირობებში მუშაობის და ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. ამის მაგალითია სამთო ქვეითთა ტრენინგი. 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შექმნიდან მოყოლებული ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ. გასულ სექტემბერს, ერთობლივი სწავლებების დროს, ფრანგმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა ერთობლივად მოამზადეს საფრანგეთისა და საქართველოს ჯარები; ერთ-ერთი ეპიზოდი გულისხმობდა მყინვარწვერის დალაშქვრას, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მოცემული სწავლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მომავალში კიდევ ჩავატაროთ მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები. კიდევ ერთი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საჰაერო თავდაცვაა. აქ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ნატოსთან თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის სეგმენტის დაფარვას საქართველოში გამართულ ნატოს წვრთნებში მონაწილების დროს. სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს გაჩაღებულმა კონფლიქტმა ნათლად დაგვანახა ძლიერი და დამოუკიდებელი საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებლობა. _როგორ შეაფასებდით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას და თურქეთის და რუსეთის როლს ამ პროცესებში? ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიული კონკურენციის ადგილად ქცევა. ეს საფრთხეს უქმნის თითოეული ქართველის მნიშვნელოვან ძალისხმევას, გახდეს უფრო მეტად ევროპელი. ამიტომ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, გარდა იმისა, რომ საშინელი ომია, ასევე შეშფოთების საგანია მათთვის, ვინც გულგრილი არ არის საქართველოს ბედის მიმართ. ბევრად უკეთესი იქნება, თუკი რეფორმისა და თანამშრომლობის პრინციპები წარმართავს საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ეს არის ის, რაც საქართველოს მეგობრებს სურთ საქართველოსთვის და რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს სურვილსაც წარმოადგენს. ასეთი პრინციპები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული კურსის წარმატებისთვის. მე დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მტკიცე, მდგრადი და შეუპოვარი სტრატეგიით, რომელსაც მიჰყვება საქართველოს სათავეში მყოფი ყველა მთავრობა ქვეყნის ევროპასთან და დასავლეთთან, ასევე ლიბერალურ დემოკრატიასთან დასაახლოებლად, რომელიც ძლიერ და კანონმორჩილ ინსტიტუციებს ემყარება. და მე მჯერა, რომ ეს არის ლოგიკური განვითარება იმ ღრმა კულტურული და ისტორიული სიახლოვისა, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეს სტრატეგია ორიენტირებული იყოს რეფორმებსა და თანამშრომლობაზე, ხოლო გარე სტრატეგიული კონკურენცია შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს ამ გზაზე. ასეთი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდება, თუ ის ქვეყნის, კერძოდ, მისი კანონების, მისი ბიზნესის კულტურის, უფრო ზოგადად კი, ინკლუზიური საზოგადოებისადმი მისი მიდგომის ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. საფრანგეთი, ევროკავშირი, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, ისევე როგორც აშშ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სტრატეგიის წარმატებაში. _ამ ყველაფრის ფონზე, როგორც განვითარდა მოვლენები კავკასიის რეგიონში, ხომ არ მიიჩნევთ, რომ სასურველი იქნებოდა უფრო მეტად და აქტიურად იყოს დასავლეთი რეგიონში წარმოდგენილი და მკაფიო პოზიცია ჰქონდეს თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე მე ხაზგასმით ვპასუხობ დიახ! აუცილებელია, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი უფრო ძლიერ იყოს წარმოდგენილი. ერთსაც დავამატებდი, რომ ეს არის სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის და არავის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, განვითარების რომელ გზას აირჩევს და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ინტენსიური პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ის საქართველოში ჩართულობის ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია და ითვალისწინებს ძალიან მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგებას, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, აგრეთვე ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რეგულარულად ახორციელებს შავი ზღვის წყლებში თავისი საზღვაო ძალების განთავსებას რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ასე რომ, ვერავინ შეიტანს ეჭვს რეგიონის მიმართ ჩვენი ვალდებულებების სიმტკიცეში. რუსეთთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ დავამატო - ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ძლიერი არიან საგარეო პოლიტიკაში, როდესაც ისინი ახერხებენ მკაფიო გზავნილებზე შეთანხმებას, და ვფიქრობ, მეტწილად ასე ხდება, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ჩვენ ყველა რეგულარულად და ნათლად გამოვხატავთ რეგიონში დემოკრატიის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, ისევე როგორც რუსეთში კანონის უზენაესობის მიმართ მხარდაჭერას. არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ბელორუსიაში დემოკრატიისკენ მიმავალი პროგრესისადმი. ცალსახად გამოვთქვით ჩვენი მოლოდინები ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით. კითხვა ასევე მდგომარეობს იმაში, რა კონკრეტული მიზნების დასახვა შეგვიძლია ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე და როგორ შეგვიძლია მათი განხორციელება. ჩემი აზრით, პოლიტიკა არ არის უბრალოდ უარის თქმა ნებისმიერი სახის კონტაქტზე, რათა გამოხატო შენი უკმაყოფილება და შემდეგ ინანო, თუკი არაფერი შეიცვლება. _საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა, უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირის გაფართოების საკითხს? მოგეხსენებათ, საქართველო აპირებს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა გავლენას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გადაწყვეტილებაზე? ევროკავშირს არ ჰყავს ერთი ლიდერი და ეს მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა. თუმცა, საფრანგეთში ვცდილობთ, ვიყოთ ხმა, რომელიც ეხმარება მას გადაწყვეტილებების ფორმირებაში მომავლისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ფარგლებს მიღმა სამომავლო გაფართოების შესაძლებლობას, ეს არის საკითხი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში უნდა იყოს განხილული. თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულედეს განხილვა, ქვეყანას ყოველთვის შეუძლია, ისწრაფოს საკუთარი თავის, სახელმწიფოს და საზოგადოების ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გადაქცევისკენ და ამაში ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს. საბოლოო მიზანია, არა ამა თუ იმ კავშირის წევრობა, არამედ მენტალურად ევროპელ ერად ჩამოყალიბება. საქართველოს დახმარება ამ მიზნის მიღწევაში, რომელიც დარწმუნებული ვართ, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნებაა, არის ყველაფრის არსი, რასაც ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ. _ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. განაჩენი ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; ის არის პასუხისმგებელი ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე და ასევე, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად. თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო. ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია.

რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბაქოში, მოსკოვში და ერევანში ვიზიტების შემდეგ ირანის საგრეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი თბილისს ეწვევა. მანამდე ის აზერბაიჯანს, მოსკოვს და სომხეთს სტუმრობდა. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, რუსეთ-ირანის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემები, მათ შორის სპარსეთის ყურის ზონაში არსებული ვითარება, JCPOA– ს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების თემა და მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება. „მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობა არ იქნება დამოკიდებული „შეერთებული შტატების ახირებებზე, რომლიც უკანონო სანქციების დაწესებით“ ცდილობს, ზიანი მიაყენოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ორი ქვეყნის, ორი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ ვადგენთ ჩვენს გეგმებს ისე, რომ მესამე მხარეს არ გადავხედოთ”, - თქვა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოთქვა. ჯავად ზარიფმა აშშ-ის ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. როგორც შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, ბირთვული შეთანხმების გადარჩენა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი და რუსეთი და ირანი დაინტერესებულნი არიან მისი სრული განხორციელებით. ირანის პირველი დიპლომატის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი თეირანის და მოსკოვის საზრუნავი იყო. „მადლობას ვუხდით რუსეთს, რომ ყარაბაღის კრიზისი მოგვარდა რუსეთის შუამავლობით, რაც ახლა რეგიონში მშვიდობისა და მეგობრობის შესაძლებლობას გვთავაზობს”, - თქვა ზარიფმა. 25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი. „ბაქოში ფართო და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გავმართე რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. მყარი მშვიდობა მიიღწევა რეგიონული შეთანხმებებით, მათ შორის სატრანზიტო დერეფნის შესახებ, რაც ყველას წაადგება“, - დაწერა ზარიფმა Twitter-ზე. _კავკასიის რეგიონში „ექვსთა პლატფორმის“ შექმნის ინიციატივა, 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა. „აზერბაიჯანთან ვილაპარაკეთ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობაზე ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში კი სომხეთის მონაწილეობით. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოში ჩამოსვლამდე, 27 იანვარს, ერევანში ვიზიტის შემდეგ ირანელმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა, რომ სომხეთთან რეგიონული თანამშრომლობის საკითხზე შეთანხდნენ და ძველ პრობლემებს ახალი სინერგიით ჩაანაცვლებენ. თუმცა იგულისხმებოდა თუ არა „ექვსთა პლატფორმა“, ზარიფს არ დაუკონკრეტებია. _რას გულისხმობს 6 ქვეყნის კავშირის შექმნა და შედის თუ არა საქართველოს ინტერესებში ირანთან, რუსეთთან და თურქეთთან ერთად რამე ტიპის ალიანსის შექმნა, ამ საკითხზე Europetime საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. ანალიტიკოსის განმარტებით, ყარაბაღის ახალი ომის შემდეგ, ირანს სურვილი აქვს, უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს კავკასიის გარშემო. „თუმცა აქ არაერთი პრობლემაა. 3+3-ის კავშირის ფორმულასთან დაკავშირებით, პირველი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყნებს, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო. დიპლომატიური ურთიერთობა ასევ არ აქვს სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ კუთხით ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ირანი შედარებით ნაკლებად არის ჩართული კავკასიის ამბებში, განსხვავებით რუსეთისგან. ამიტომ, ახლა ირანი ცდილობს, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. საუბრობს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. თუმცა ეკონომიკური კავშირის კუთხითაც სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული”, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი Europetime. ანალიტიკოსის შეფასებით, ძნელად წარმოსადგენია, ირანმა ეკონომიკური თვალსაზრისით ითანამშრომლოს კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, როდესაც სანქციების მიხედვით, თანხის გადარიცხვის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. რეალურად, სანქციები ირანთან ვაჭრების განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა. ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ეს პრობლემატური საკითხია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რეალურად მოგვარდეს, თუ ირან-ამერიკის ურთიერთობები მოგვარდება. „ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ 6 ქვეყნის კავშირის 3+3-ს შექმნა, უფრო ირანის სურვილების დონეზეა და რეალურად ირანს არაფერი გამოუვა. რაც შეეხება თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს, არ მგონია, თავად ვიზიტის ფაქტმა ამერიკული მხარის უკმაყოფილება გამოიწვიოს. სანქციები ასეთ ვიზიტებს არ შეეხება. შეხვედრები და საუბარი ყველა მეზობელთან საჭიროა, იმიტომ რომ, შენს რეგიონში მდებარეობს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ტრანზიტთან დაკავშირებით ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც განხილვას საჭიროებს“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. 2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას „კავკასიური პლატფორმა“ ახსენა. „მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 დეკემბერს. თურქეთის პრეზიდეტმა კი „კავკასიური პლატფორმის" ინიციატივა 2020 წლის 10 დეკემბერს გაახმაურა. საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის მხრიდან Twitter-ზე კრიტიკული შეფასება მოჰყვა. „რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს რუსეთისა და ირანისთვის მხარდაჭერას მეტად ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?", - დაწერა იან კელმა სოციალურ ქსელში. _Europetime-ს კითხვაზე, ირანის შეთავაზება 6 ქვეყნის კავშირის შექმნის შესახებ, საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში რამდენად შედის? საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ არც დასავლეთელი პარტნიორების და მით უფრო საქართველოს ინტერესებში ასეთი კავშირის ჩამოყალიბება არ შედის. „ნებისმიერი ფორმატის კავშირი, სადაც არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის. იმიტომ, რომ უკვე არაერთხელ დავინახეთ, რას ნიშნავს რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა. ჩემი აზრით, ეს კავშირი არც რუსეთის ინტერესში შედის, რადგან, რუსეთს არ სურს თავისი პრივილეგირებულ სტატუსში, რომლის მიღწევასაც ცდილობს კავკასიაში, რომელიმე სახელმწიფო ჩაეზიაროს. აქედან გამომდინარე კავკასიის რეგიონში ირანის და თურქეთის გავლენის გაზრდის ხელშეწყობა რუსეთის ინტერესებში არ შედის. რაც შეეხება დანარჩენ სახელმწიფოებს, ირანთან თანამშრომლობა მათთვისაც პრობლემატური იქნება. სანქციები არ იძლევა ირანთან რაიმე ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამიტომ ირანის ჩართულობით კავკასიის რეგიონში რაიმე ტიპის კავშირის შექმნა პრობლემატურია და ნაკლებად განხორციელებადი”, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. _მოჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტზე Europetime-თან ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა: „ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - აშშ-ს ჭირდება სტრატეგია მთლიანი შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონთან მიმართებაში, რომელიც ნათლად გვაჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას რეგიონში, მათ შორის სამხრეთ აჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პირადად მე ვერაფერ დადებითს ვერ ვხედავ რეგიონში კრემლის და ირანის გაზრდილი ყურადღების და ყოფნის თვალსაზრისით“. ირანელი დიპლომატი საქართველოს 28 იანვარს დატოვებს.

ჰუბერტ ქნირში: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს განუცხადა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მიტაცებულ რეგიონებზე. ჩვენი პოლიტიკური ამბიცია უნდა მდგომარეობდეს არამხოლოდ იმაში, რომ ეს რეგიონები ეფექტურად ჩავრთოთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში, არამედ იმაში, რომ გარდავქმნათ და საბოლოოდ გადავჭრათ ის კონფლიქტები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია, ჩრდილი მიაყენეს ამ რეგიონებს. ყველა მონაწილემ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამ გზაზე წინსვლისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს. შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.