ინტერვიუ

„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს

„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ტაჯიკეთის საზღვარს უკვე აკონტროლებს. ექსპერტები ამბობენ, რომ სამთავრობო ჯარების მდგრადობაც არ არის მაღალი. ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებში, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს, მათ ეჭვი შეაქვთ. ამის საფუძველს კი გავრცელებული ცნობები იძლევა. „თალიბანი“ ტაჯიკ მებრძოლებს ნაწილობრივ ავღანეთის ჩრდილოეთით საზღვრის გასაკონტროლებლად გზავნის. იუწყება დღეს რადიო თავისუფლოების ევროპის ბიურო. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეს, როდესაც „თალიბებმა“ ავღანეთი-ტაჯიკეთის საზღვართან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საგუშაგო დაიპყრეს, ტაჯიკ მებრძოლებს „თალიბანის“ დროშის აღმართვა დაავალეს. ტაჯიკი მაჰდი არსალონი, რომელიც მებრძოლთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, განალაგეს ხუთ რაიონში, რომლებიც „თალიბებმა“ ტაჯიკეთის საზღვართან, ბოლო თვეების განმავლობაში ხელში ჩაიგდეს. ავღანეთში არსალონს და სხვა ტაჯიკ მებრძოლებს „ტაჯიკური თალიბანის“ სახელით იცნობენ. სინამდვილეში ისინი ჯამაათ ანსარულას წევრები არიან, რაც ტაჯიკეთში, როგორც ტერორისტული დაჯგუფება აკრძალულია. ანსარულა ამრიდინ ტაბაროვმა 2010 წელს დააარსა, რომელიც ანტისამთავრობო ძალების საველე მეთაური იყო ტაჯიკეთის 1992-97 წლების სამოქალაქო ომის დროს. ტაბაროვი, იგივე მოლა ამრიდინი, 2015 წელს ავღანეთის სამთავრობო ძალებმა მოკლეს. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურების ოფიცერი რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროსთან საუბრისას ადასტურებს, რომ არსალონი ახლა უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი ავღანეთის ხუთ რაიონში, ტაჯიკეთის მოსაზღვრედ, რომლებიც ამჟამად „თალიბების„ მიერ კონტროლდება. ის ასევე ამბობს, რომ არსალონმა „თალიბანს“ წარუდგინა" დაახლოებით 200 ტაჯიკი მებრძოლი. სავარაუდოდ, მათ ავღანეთის ჩრდილოეთ ბადახშანის პროვინციაში, „თალიბანის“ მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ შეტევაში მიიღეს მონაწილეობა, როდესაც შეიარაღებულმა ჯგუფმა დიდი ტერიტორიები დაიპყრო. სხვადასხვა წყარო ასევე ადასტურებს, რომ „თალიბანს“ ტაჯიკეთის რამდენიმე მოქალაქე შეუერთდა. შარიფოვი დაჯგუფებას 7 წლის წინ შეუერთდა. მისმა დედამ მედიას განუცხადა, რომ არსალონი რუსეთში წავიდა 2015 წელს. ექვსი თვის შემდეგ, შარიფოვმა დედას ტელეფონით უთხრა, რომ მან „ტყეში დაიწყო მუშაობა, სადაც მობილური ტელეფონის სიხშირე მიუწვდომელია“. ბოლოს ის შვილს 20 ივლისს ესაუბრა, მანამდე კი მასთან სახლში მივიდნენ ტაჯიკეთის ოფიციალური პირები და უთხრეს, რომ ის ავღანეთშია. მედია არსალონის მეგობარსაც ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ შარიფოვი სთხოვდა, შეერთებოდა ჯიჰადს. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მეამბოხეთა შორის სულ მცირე 10 ადამიანი გამოავლინა. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მუჰამედ შარიფოვი (მეტსახელად არსალონი) ამ ჯგუფში ირიცხებოდა. ტაჯიკმა მებრძოლებმა ბადახშანში ავღანეთის ხელისუფლების ყურადღება 2020 წლის ნოემბერში მიიპყრეს, როდესაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ აჯანყებულები ავღანეთის არმიის ფორმიანებს სასტიკად კლავენ. ბოევიკების ნაწილი ტაჯიკური აქცენტით საუბრობდა. „თალიბანის“ სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მედიას განუცხადა, რომ თალიბები მხარს უჭერენ ტაჯიკეთთან კარგ ურთიერთობებს და ავღანეთში არცერთ დაჯგუფებას შუა აზიის რომელიმე ქვეყნის მოსაზღვრედ თავდასხმის უფლებას არ მისცემენ. მისი თქმით, პირიქით, „თალიბანი“ ამის პრევენციას ახდენს. თუმცა ამ დაპირების არ სჯერა ტაჯიკეთის ხელისუფლებას. პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა ავღანეთის საზღვარზე 20,000 დამატებითი ჯარისკაცის განლაგების ბრძანება გასცა. ტაჯიკეთმა ასევე ჩაატარა სამხედრო წვრთნები ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 230,000-მა ჯარისკაცმა. ტაჯიკეთის მთავრობის წარმომადგენელი,, რომელმაც მედიასთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნავს, რომ „ჯერჯერობით ნამდვილად არ ყოფილა არანაირი მტრული ქმედება თალიბების მხრიდან ტაჯიკეთის მიმართ. "მათ თქვეს, რომ ეს ზიანს არ მიაყენებს ტაჯიკეთს. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ანსარულამ, რომელიც ამჟამად ემსახურება „თალიბანს“, არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და მიზნები. ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ მომავალში ის თავს არ დაესხმება ტაჯიკეთს ”, - დაამატა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისათვის, ექსპერტების მოლოდინი, რომელიც მათ Europetime-თან დააფიქსირეს, გამართლდა და დუშანბემ ასევე სთხოვა დახმარება მის მოკავშირე, რუსეთს, სამხრეთ საზღვრების დასაცავად. ხომ არ გაიზრდებოდა რუსული გავლენები ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ესპერტები ამაზეც თანხმდებიან, რომ ეს გავლენა ისედაც მაღალია, თუმცა ფაქტია, რუსეთი ამ გავლენის გაფართოებას შეეცდება. ამ თემაზე საუბრისას კი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ამასთან, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რის გაკეთებას აპირებენ და რა ტიპის სახელმწიფოდ სურთ ჩამოყალიბება. თავის მხრივ, პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია Europetime-თან საუბრისას აცხადებს, რომ „ტაჯიკეთი ვერც და არც ახერხებდა, გაეკონტროლებინა საზღვარი და ამიტომაც იყო იქ რუსეთის ნაწილი. (ინფორმაციისთვის: რუსული მედიის ცნობით, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 201-ე რუსული სამხედრო ბაზა მოქმედებს. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ობიექტი მის საზღვრებს გარეთ) „ახლა საუბარია დამატებით ძალებზე, რაც ბუნებრივია, გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რადგან თუ რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე რეალური გახდა, შეიძლება, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრებიან, რუსეთს მიმართონ, რადგან უზბეკეთშიც იყვნენ რადიკალური ელემენტები, რომლებიც უზბეკეთს 10-15 წლის წინ უქმნიდნენ პრობლემებს და რომლებიც ავღანეთში NATO-ს ეგიდით მისიის პირობებში გაანეიტრალეს. „ახლა კი, თუ კავშირები აღადგინეს „თალიბანთან“, რომელიც მათი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ამან შესაძლოა, გარკვეული დესტაბილიზაციის ელემენტი შემოიტანოს რეგიონში, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას და რუსეთისგან ითხოვონ დახმარება... უამრავი შეკითხვა ისმის, რა მიზანი ჰქონდა მისიას. მიზანი გასაგებია აშშ-სთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის: არ ყოფილიყო „ალ-ქაიდა“, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას შეღავათი არ ექნება, თუ იგივე რეჟიმი დაბრუნდა და ასეთ შემთხვევაში არ ვიცით, როგორი ურთიერთობა ექნება მას ისლამურ სამყაროსთან, მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია. თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა ამასთან, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ Europetime-თან განაცხადა, რომ „არავის ინტერესშია, ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. „ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“. ამავე თემაზე: აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავიადარტყმებს განაგრძობს გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას ექსკლუზივი: ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ქაბულიდან გააცილეს აშშ-ისა და NATO-ს ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს აშშ-მა და NATO-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს ჰილარი კლინტონი: ერთი საკითხია ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ ამავე თემაზე: თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა

ვარშავის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომას კიჟევსკი: ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარდეს

Europetime-მა ვარშავის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომას კიჟევსკი ექსკლუზიურად ჩაწერა. ის მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა დიპლომატად, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში. ტომას კიჟევსკის, როგორც ექსპერტის საქმიანობა შემდეგ სფეროებს მოიცავს: ჰიბრიდული ომი და ასიმეტრიული კონფლიქტები, ანტიტერორიზმი და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ტომას კიჟევსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა და Europetime-ს ის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებსა და ასოცირებული ტრიოს, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ესაუბრა. _რა მოლოდინები გაქვთ კონფერენციისგან? ჩვენ გვსურს, რომ ამ კონფერენციის საშუალებით კიდევ უფრო მეტი გავიგოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უფრო სწრაფად წაიწიოს წინ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და უფრო გაარღმაოს თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან. მე ვფიქრობ, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველო ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის, თუმცა ამ გზაზე უამრავი გამოწვევა არსებობს. _რა მთავარი გამოწვევებია ეს? მთავარი გამოწვევები ყოველთვის შიდა პოლიტიკას და ინტეგრაციის გზაზე განვითარების შესაძლებლობას უკავშირდება. ამიტომ, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა ასევე ძირითადი საკითხებია. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უფრო ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა არსებობს სხვა საფრთხეებიც, მათ შორის ჰიბრიდული, თუმცა გარე აქტორების მიმართ მეტი ყურადღების ნაცვლად, უნდა გავაძლიეროთ ინსტიტუციები ქვეყნებს შიგნით, გავაძლიეროთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან. _ამ მიზნით აწერენ ხელს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერები დეკლარაციას, როგორ აფასებთ მათ საერთო ამოცანებს? მათი ერთობლივი ძალისხმევა მისასალმებელია. მე ვფიქრობ, რომ სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე მოწინავე ქვეყნები არიან, რომლებმაც ევროინტეგრაციის გზა აირჩიეს. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე არიან. ვაკვირდებით რა ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტს, უნდა დავაჩქაროთ ევროინტეგრაციის ეს პროცესი, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური ცვლილება შეიძლება მოხდეს. ეს ის დროა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. ეს უნდა გააკეთოთ ევროკავშირთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ჩემი აზრით, ევროკავშირი და დასავლეთის სხვა ქვეყნები უნდა იყვნენ მეტად მოქნილები, როდესაც საქმე ეხება კულტურული განსხვავებების პატივისცემას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პოლონეთი და სხვა. დემოკრატიზაციის სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ საქართველოს მსგავს ქვეყნებს, შექმნან დემოკრატიის მხოლოდ ერთი მოდელი ამ გაგებით. ასე რომ, ვფიქრობ, კულტურულ და პოლიტიკურ მიდგომებში განსხვავებები უნდა შენარჩუნდეს და ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ამავე თემაზე: ექსკლუზივი. ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება

ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება

Europetime-მა ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ტომას პეტრიჩეკთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მან ეს პოზიცია სამი თვის წინ დატოვა. ტომას პეტრიჩეკი არის ჩეხი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდე ეკავა. საერთაშორისო მედია წერს, რომ ტომას პეტრიჩეკი ჩეხეთის მთავრობაში, რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილ ერთ-ერთი გამორჩეულ მინისტრად ითვლებოდა. არქივი საქართველოსთან დაკავშირებით მის განცხადებებსაც ინახავს. მისი ერთ-ერთი ასეთი შეფასების თანახმად, რუსეთი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში, აზოვის ზღვასა და საქართველოში თავისი აგრესიითა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით. ჩეხეთის პირველ დიპლომატობამდე, ტომას პეტრიჩეკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი - სოციალური დაცვის საკითხებში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იყო ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ტომას პეტრიჩეკი გახლდათ ევროპარლამენტში უფროსი მრჩეველიც. ამ პოზიციებამდე კი პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ლექტორი იყო. ტომას პეტრიჩეკი ახლა გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის ცენტრში უფროსი ანალიტიკოსია და ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. Europetime მასთან ინტერვიუს გთავაზობთ. _კონფერენცია - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შედგა სესია - „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. რა არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ყურადღება გაამახვილეთ განხილვებისას? კონფერენციის მსვლელობისას მივესალმე იმ ფაქტს, რომ სამის ქვეყნის, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებმა ურთიერთობების უფრო დაახლოების შესახებ განაცხადეს, რათა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ამ ქვეყნების ინტეგრაცია დაჩქარდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია და მივესალმეთ რეგიონულ თანამშრომლობას და ჩვენ ამისკენ მოვუწოდეთ კიდეც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და დანარჩენი ქვეყნების ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები. ასევე უნდა აღინიშნოს ის რეფორმების დღის წესრიგი და მისი განხორციელების მნიშვნელობა, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს. ეს საკითხი მაღალ დონეზეა როგორც ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში, ასევე აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში. _რა მთავარი გამოწვევის წინაშე არიან ასოცირებული ქვეყნები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმები, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება - ეს ის სფეროა, რომელზეც ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის და ეს ეხება სამივე ქვეყანას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა. ევროკავშირმა ახლახან გამოაცხადა ინციატივის შესახებ, რომელსაც შეუძლია, გაზარდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ინფორმაციისთვის: ევროკავშირი ეკონომიკური გარღვევის პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება _გარე საფრთხეებზე საუბრისას, ექსპერტებიც ამახვილებენ ყურადღებას სამი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე. როდესაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ვსაუბრობთ, თქვენ როგორც ჩეხეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რა რჩევა გექნებოდათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიმართ? მე ხაზგასმით აღვნიშნავდი დასავლეთის რეაგირებას, რომელიც მიმართულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ, გარე ზეწოლასთან, მათ შორის ახალ საფრთხეებთან (როგორიცაა ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია) გასამკლავებლად. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად. _როდესაც ვსაუბრობთ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობაზე, როგორ უყურებთ საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას და შესაძლებლობას? ინფორმაციისთვის, ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მე მხოლოდ მივესალმები ტრიოს ქვეყნებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას. ეს არის კარგი ნაბიჯი, რაც დაეხმარება მათ, გაიზიარონ ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილება რეფორმების განხორციელებაზე სფეროებში, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება. ამავე თემაზე: რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს მაია სანდუ: გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო სალომე ზურაბიშვილი: შავი ზღვა მშვიდობის, თანამშრომლობის და ევროპასთან მიახლოების ზღვაა მოლდოვის პრეზიდენტი: ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა, ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ აღარ ვიყავით წარმატებული შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს: მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი

მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ აშშ-ის და ევროკავშირის პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს - ლაშა დარსალია

„მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ ამერიკის და ევროკავშირის პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და ყველა სხვა პარტნიორს. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს პარტნიორების ურთიერთობებს რუსეთთან. მივესალმებით იმას, რომ საქართველოს, ისევე როგორ სხვა პარტნიორების საკითხები, დღის წესრიგში მაღალ დონეზეა. საქართველოსთვის რეგიონულ პროცესებში ნებისმიერ ფორმატებში მონაწილეობა, სადაც არის რუსეთის ფედერაცია, წარმოუდგენელია, ვიდრე კონფლიქტების გადაწყვეტა არ მოხდება“, - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე, დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად ცოტა ხნის წინ შექმნილი სამთავრობო კომისიის მიზნებზე, რეგიონში გეოპოლიტიკური გარემოს შეცვლასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. _რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, უკანონო პატიმრები ტყვეობაში არიან. მათგან ერთ-ერთი, ზაზა გახელაძე ოკუპანტების მიერ გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდა. ვრცელდება ცნობები, რომ მისი გაცვლა მოხდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია? მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის პროცესები საკმაოდ რთულია. ადრეც გვქონდა წარმატებული შემთხვევები, როდესაც დავაბრუნეთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხების ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაწყვეტა მოხდეს, რადგან მისი პოლიტიზება კიდევ უფრო ართულებს ხოლმე ასეთი ნაბიჯების გადადგმას. კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დარჩენილი და ამაზე მუშაობა გრძელდება. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დასრულდება ყველა ეს პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმატები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და ყველა მექანიზმი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა, ეს არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხოლმე პროცესის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია საკითხის ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაჭრა. _დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად, ცოტა ხნის წინ, სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის პირველი საინაუგურაციო სხდომა კი რამდენიმე საათის წინ გაიმართა. რაზე გამახვილდა ყურადღება პირველ შეკრებაზე და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ მიზნებსა და ამოცანებზეც. მოგეხსენებათ, სამთავრობო კომისია არის შექმნილი ამ მიმართულებით. დღეს იყო პირველი შეხვედრა და პრაქტიკულად, დღეს დაიწყო პროცესი. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა კომისიის წინაშე. მე ვიტყოდი, საკმაოდ ამბიციური ამოცანებია. პირველ რიგში, ეს არის უწყებათაშორისი პროცესის წარმართვა და მეორე მხრივ, ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბება. აქ იგულისხმება ის, რომ არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ საზოგადოების ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და მერამდენე ათეული წელია, ეს საკითხი საქართველოს წინაშე დგას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე იყოს საერთო ეროვნული კონსენსუსი და ყველა აქტორი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩართულია ამ საკითხში, კომისიის მიერ მოიაზრება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და როგორღაც შევძლოთ ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება ამ საკითხებზე. _როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის განხორციელება? მოიაზრება ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეტ-ნაკლებად საერთო ხედვაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვიაზრებთ ყველა აქტორთან, არამარტო სახელმწიფო აქტორთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, Think-Tank-ებთან ჩართულობას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში, რომ ერთიანი აზრი ჩამოყალიბდეს. დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, რადგან ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეროგატივა. მასზე უნდა არსებობდეს საერთო ეროვნული კონსენსუსი თავად საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ყველა დაინტერესებული ჯგუფი, ვინც არის ჩართული პროცესებში, იყოს ამ პროცესის ნაწილი. _ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებული ერთობლივი განცხადების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. როგორ უყურებთ ამ საკითხს და აქვს თუ არა რაიმე კავშირი იმ სტრატეგიასთან, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ? პირდაპირი ბმა არ არსებობს ამ ორ საკითხს შორის. რაც შეეხება პარტნიორების სტრატეგიას, მთავარია, რომ მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ ამერიკის და ევროკავშირის პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და ყველა სხვა პარტნიორს, და რომ ჩვენი საკითხები იქნება მაღალ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოსთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვა ქვეყნისადმი ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც გულისხმობს ჩვენი პარტნიორების და რუსეთის ურთიერთობებს, ჩვენთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანია და მივესალმებით იმ საკითხს, რომ საქართველოს, ისევე როგორ სხვა პარტნიორების საკითხები, დღის წესრიგში მაღალ დონეზე არის შენარჩუნებული. _რეგიონში ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც გეოპოლიტიკურად შეცვლილი ვითარება მივიღეთ, საქართველოს როლი პარტნიორების დიდი ძალისხმევით საკმაოდ პოზიტიურად გამოიკვეთა. აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოებიდან მადლობა მიიღო ქვეყანამ მისი მედიატორობით განხორციელებული შედეგისთვის. რას გვეტყოდით ამ როლზე და ამ პროცესებზე უფრო მეტს? მით უფრო, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ამერიკელი სენატორების ვიზიტი თბილისში და ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, ჩვენს რეგიონში, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური გარემოც კი შეიცვალა. საკმაოდ რთული პროცესები განვითარდა. ეს ხდებოდა ჩვენს რეგიონში და თავისთავად, გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზეც. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პოზიციონირება, მოგეხსენებათ, სხვადასხვა აქტორის მიერ სხვადასხვა ფორმატზე იყო საუბარი. ცალსახად, ხაზი შეიძლება გაესვას, რომ საქართველოსთვის რეგიონულ პროცესებში ნებისმიერ ფორმატებში მონაწილეობა, სადაც არის რუსეთის ფედერაცია, წარმოუდგენელია, ვიდრე კონფლიქტების გადაწყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება თვითონ ფორმატებს, საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ ჩვენთვის მთავარია რეგიონული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, ჩვენ, ორივე მეზობელთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს, აზერბაიჯანთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები, სომხეთთან გვაქვს საკმაოდ კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეს არის საფუძველი რეგიონული თანამშრომლობისთვის. სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის არსებული სამშვიდობო პროცესების პარალელური პროცესი. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ დაძაბულობის შემცირებას მთლიანად რეგიონში და ჩვენს მეზობლებს შორის, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესებზე რეგიონში. შესაბამისად, აქედანაც გამომდინარეობდა საქართველოს ინიციატივები, მათ შორის წარმატებული შემთხვევა, რომელიც თქვენც ახსენეთ, როდესაც საქართველოს შუამავლობით, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, უშუალოდ პრემიერ-მინისიტრის ჩართულობით მოხერხდა გარკვეული შედეგის მიღწევა და 15 ტყვის გათავისუფლება, მეორე მხრივ, აზერბაიჯანისთვის დანაღმული ველების რუკების გადაცემა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უსაფრთხოების გარემო ადგილზე. ეს ერთ-ერთი მაგალითია, მომავალში კი მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ნებისმიერ პროცესს, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის დაძაბულობას შეამცირებს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რადგანაც დაძაბულობის შემცირება მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას იწვევს და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ფორმატი, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, როდესაც ფორმატებზეა საუბარი, საქართველო მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს განიხილავს უშუალოდ ბაქოსთან და ერევანთან. თუ თანამშრომლობაზეა საუბარი, საქართველო რა თქმა უნდა, ამ კუთხით განაგრძობს თანამშრომლობას ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, აშშ-სთან და ევროკავშირთან.

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს

Europetime-ს ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. „რაც მოხდა, ტრაგედიაა და გულწრფელად ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მეგობრებს. მე ასევე გამოვხატავ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ და ვურჩევ მათ, განაგრძონ ბრძოლა თავიანთი უფლებების დასავად, ბრმა ფანატიზმის მიუხედავად. ეს უნდა იყოს გაკვეთილი და მომხდართან დაკავშირებით დადგინდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოხელეებისა და სამართალდამცავი ორგანოების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ვაფასებ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მტკიცედ დაგმობას მედიის წარმომადგენლებზე, გასული კვირის მოვლენების შემდეგ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აჩვენა არასაკმარისი მზაობა, უზრუნველეყო პოლიციის საკმარისი რაოდენობით დაცვა ღონისძიებაზე და არ დაგმო ხმამაღალი და მკაფიო მუქარები, სიძულვილის ენა, - სისუსტე, რომელიც ზოგიერთ რადიკალურ ძალას შეიძლება, გაეგო როგორც „მწვანე შუქი“ ძალადობისკენ. მომავალში, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ლგბტქი ადამიანების ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის მათი მშვიდობიანი შეკრების და ორგანიზების უფლება. ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ, რომ ბრიუსელში მათი ევროკავშირის ამბიციური მიზნები სერიოზულად იყოს განხილული. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების/პოლიტიკურად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც თვითონ არასდროს ყოფილან LGBTQI + ადამიანების უფლებების დამცველები“, - აღნიშნავს კალიურანდი Europetime-თან. მარინა კალიურანდი არის ესტონელი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი (2015-2016) ეკავა, მანამდე იყო ელჩი როგორც რუსეთში (2007-2011), ასევე აშშ-ში (2011–2014). ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ღარიბაშვილი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

ჯეიმს აპატურაი: თბილისში მომხდარი ძალადობრივი ქმედებები ძალიან დასანანია და უკან დახევაა საქართველოსთვის

Europetime-მა თბილისში, ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ ეს NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. „მკაცრად ვგმობ ძალადობას, რომელიც ამ კვირაში მოხდა და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის შეკრების უფლებას, უმცირესობების უფლებებს და მედიის პატივისცემას. მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობ საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის პროგრესისთვის. ეს მოვლენები ძალიან დასანანია, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის“, - აღნიშნავს აპატურაი. Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

ნატალია ვუტოვა: მნიშვნელოვანია, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს

საარჩევნო რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იყო Europetime-თან ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ექსკლუზიური ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ნატალია ვუტოვა საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის მუშაობდა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივი რეფორმების პროექტებზე სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. ასევე თანამშრომლობდა „Médecins sans Frontières“-თან (ექიმები საზღვრებს გარეშე) ჩეჩნეთში. ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ერევნის ოფისს (2015-2020 წწ.), იყო ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უკრაინაში (2007-2009 წწ.), ხოლო 2002-2004 წლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში. Europetime ნატალია ვუტოვასთან ინტერვიუს გთავაზობთ. _ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოს მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს როგორ შეაფასებთ? მაგალითად, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ბოლო ანგარიშში ზოგადად აღნიშნა, რომ დემოკრატია გასაჭირშია. ნება მომეცით ამ შეკითხვის ბოლოდან დავიწყო. დემოკრატია მართლაც გასაჭირშია, მაგრამ ეს გლობალური მოვლენაა. საქართველო ევროპის ნაწილი და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც პარტნიორები, ქართული პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთოდ, ხალხთან ერთად ვდგავართ ამ გამოწვევების დასაძლევად. როცა ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ, კომპრომისები შესაძლებელია და დემოკრატიის გამოწვევების გადალახვა მიღწევადი. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ჩარჩოს გაუმჯობესებისკენ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაში გამოიხატა. (საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“) 2014 წელს. აქვე უნდა აღვნიშნო საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ციხეებში, პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ქვეყანამ ასევე შეამცირა ციხეებში პატიმართა მაღალი რიცხვი. ამასთან, ამ მიმართულებით შემდგომი სამუშაოს ჩატარება კიდევ საჭიროა. 2015 წელს, ქვეყანამ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია სისხლის სამართლის სისტემასთან და აწესებს უფრო მაღალ სტანდარტებს კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვანთათვის. ასევე უნდა აღინიშნოს 2019 წელს ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება და 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, ასევე, საქართველოში ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეფორმა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ორი მიმართულებაა, რომლებსაც დემოკრატიის საფუძველი ემყარება - საარჩევნო და სასამართლო სისტემები. საარჩევნო რეფორმა არის სფერო, სადაც რეფორმა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. გასულ წელს, საკონსტიტუციო რეფორმამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების წილი და საარჩევნო ბარიერი 1% -მდე შეამცირა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. _ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი რიგ პროგრესსა და რეკომენდაციებზეც მიუთითებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც არის საუბარი. რა პროგრესსა და ნაკლოვანებებზე შეიძლება ვისაუბროთ ამ და სხვა რიგ დოკუმენტებზე დაყრდნობით და როგორ უყურებთ საქართველოს მიერ ამ კუთხით შესრულებულ რეკომედაციებს? მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ODIHR–მა ახალი წინადადებები შეიმუშავეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაითვალისწინოს შემდგომი რეკომენდაციები. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს, მართლაც, ვენეციის კომისიამ რამდენჯერმე განიხილა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჯერ კიდევ 2019 წლიდან. ამ პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებები შევიდა. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წესების დადგენა მოხდა, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და დანიშვნის გამჭვირვალობა გაიზარდა და გასაჩივრების შესაძლებლობა განისაზღვრა. ახლა, ვენეციის კომისიის 2021 წლის აპრილის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ”[..] არსებობს მრავალი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გადაიხედოს”, ძირითადად გასაჩივრების პროცედურისა და კანდიდატთა თანასწორობის შესახებ. _პროექტი - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ საქართველოში 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბრამდე გრძელდება. რა გამოწვევები გამოავლინა პროექტის მიმდინარეობამ და რა მთავარ პროგრესს გაუსვამდით ხაზს. ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ პარტნიორებს სისხლის სამართლის რეფორმასა და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა ეფექტურად განახორციელონ სასამართლო კონტროლი განაცხადების ირგვლივ ბრალდების მხარისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძულებითი ზომების გამოყენებაზე. უფრო მეტიც, პროექტი ეხმარება სასამართლო სექტორით დაინტერესებული მხარეების ანალიტიკური და მეთოდოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საქმიანობის შესაფასებლად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კრიმინალური პოლიტიკის განვითარებას. გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს სისხლის სამართლის საქმეებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას. სამართლის სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერების მიუხედავად, პრევენციული ზომების გამოყენების ზოგადი სურათი უცვლელი რჩება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 და 2020 წლებში გამოყენებული პრევენციული ღონისძიებების პროცენტული განაწილება თითქმის იდენტურია. კერძოდ, გირაო და დაპატიმრება არის პრევენციული ზომების ის ტიპები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება, სხვა ზომები, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და აღრიცხვის მიზნით, ევროსაბჭოს ეგიდით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის შემდგომ გაუმჯობესებაზე წინადადებებს შეიცავდა. 2019 წელს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით. თუმცა პროცესში შეფერხებები შეინიშნებოდა. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, არსებული სამართლებრივი ჩარჩო გამოძიების და ბრალდების მხარის არაეფექტური მოქმედებების რისკებს ქმნის. ვიმედოვნებთ, რომ ამ მხრივ მუშაობა მალე განახლდება. _რა არის ის ძირითადი/პრიორიტეტული რეფორმა, რომელიც წევრმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში საქართველომ უპირველესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე? შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება. გარდა ამისა, სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელებას და ზოგადად, ეთიკის ნორმების და სამართლიანობის პრინციპის უმაღლესი სტანდარტების დაცვას სასამართლო სისტემაში არსებითი მნიშვნელობა ექნება 2021 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში მოვიდეს რაც შეიძლება სწრაფად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა პრიორიტეტად დარჩება.

ბენ ჰოჯესი: საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მისი, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთის მხრიდან რეგიონში გზარდილი ვიზიტები პოზიტიურია და იმედოვნებს, რომ ეს არ იქნება ეპიზოდური.ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. _ბატონო გენერალო, უპირველესად მადლობა ინტერვიუსთვის, საინტერესო იქნებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებით დაგვეწყო ინტერვიუ. წინა ინტერვიუებს, რომლებიც თქვენთან ჩავწერეთ, ლაიტმოტივად გასდევდა ერთი მთავარი რამ, რომ დასავლეთი უფრო აქტიურად უნდა ჩართულიყო რეგიონში მიმდინარე პროცესებში და უფრო მკაფიო ნაბიჯები გადაედგა მისი პოზიციის და პოზიციონირებისთვის რეგიონში. რამოდენიმე კვირის წინ, საქართველოს ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია ესტუმრა, ხოლო მალევე ამ ვიზიტიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, რომელიც ტურნეს ფარგლებში ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია. მალევე საქართველოს მედიატორის როლიც გამოიკვეთა და მადლობებიც მიიღო ქვეყანამ სომხეთის და აზერბაიჯანის მხრიდან. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტებს, არის თუ არა ეს ერთგვარი განაცხადი, რომ ამერიკა დაბრუნდა რეგიონში? ეს უდაოდ პოზიტიური ნაბიჯებია, იმის მანიფესტაცია, თუ როგორი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს უფრო დიდ შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, ჩვენ მოგვიწევს ყოველივე ამის შენარჩუნება და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს იყოს ეპიზოდური. მე განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკელი დიპლომატებით, რომლებიც ახლა საქართველოში მსახურობენ და რომლებიც დაუღალავად მუშაობენ; მიხარია, რომ მათ აქვთ როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების და კონგრესის მხარდაჭერა. _როგორ შეაფასებდით NATO-ს ლიდერების სამიტს, რომელიც ახლახან გაიმართა და რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენიც ესწრებოდა? იყო თუ არა უფრო მეტი მოლოდინები ამ სამიტიდან, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით? ეს იყო მართლაც საინტერესო სამიტი. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველა ეჭვი გააქარწყლა ამერიკის ვალდებულების შესახებ როგორც NATO-ს მიმართ, ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. აგრეთვე ვფიქრობ, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია - NATO 2030 - არის საკმაოდ კარგი და მიხარია, რომ ალიანსი ოფიციალურად მიიღებს მას მომავალი წლის სამიტზე, მადრიდში. თუმცა, უნდა ვაღიარო, იმედგაცრუებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ საქართველოსა და უკრაინის მომავალი წევრობის თაობაზე არ გაჟღერდა ძლიერი და მკაფიო მესიჯები, ისევე როგორც მკაფიოდ არ განისაზღვრა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა. ასევე ვწუხვარ, რომ კონკრეტულად უკრაინას და ზოგადად შავი ზღვის რეგიონს ხანგრძლივი და ცხელი ზაფხულის გაძლება მოუწევთ; რადგანაც დასავლეთის მხრიდან სურვილის არქონა, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ჩვენთვის ეს რეგიონი მნიშვნელოვანია, მხოლოდ უბიძგებს კრემლს აგრესიისკენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დადებითად ვუყურებ გასულ კვირას ‘ეიჩემეს დეფენდერის’ (HMS Defender) მიერ შესრულებულ მოქმედებებს; ეს არის ზუსტად ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას კრემლის მიერ ყირიმის უკანონოდ მითვისებასთან გამოწვევაში. იმედი მაქვს, რომ ნატოს ლიდერები, აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით, აჩვენებენ ისეთივე სიმტკიცეს და გამბედაობას, როგორც ‘HMS Defender-ის’ მთავარსარდალმა და ეკიპაჟმა აჩვენეს. _გაზრდილი რუსული საფრთხის ფონზე, NATO-მ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ გაზარდოს სტაბილურობა შავ ზღვასა და ბალკანეთზე? განსაზღვროს ის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, შეიმუშავოს შემდგომი საპასუხო გეგმები და სწორად გადაანაწილოს რესურსები ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად, ასევე გააუმჯობესოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ასევე უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობები თურქეთთან, რომელიც არის ჩვენი დიდი ხნის საიმედო მოკავშირე, თუმცა მასთან ურთიერთობა ამჟამად არ არის მოწოდების სიმაღლეზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას ნაბიჯები და აღადგინოს ანკარასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, რათა ამ საკითხს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ. _სექტემბრისთვის NATO-ს ჯარები ტოვებენ ავღანეთს, ამავე დროს იზრდება სრულიად არგუმენტირებული დისკუსია იმის შესახებ, რომ ავღანეთის მოსახლეობა საკმაოდ სახიფათო მდომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენი აზრით, მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა? ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება უკონტროლო ძალების გააქტიურებას და რუსული გავლენების გაზრდას ცენტრალური აზიის ქვეყნებზე? ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ ამის გაკეთება. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ვფიქრობ, ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი და რა ტიპის სახელმწიფოდ უნდათ, რომ ჩამოყალიბდნენ. _თქვენ ხშირად აღნინიშნავთ, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, პორტები, ტერმინალები, რკინიგზა და მეტი დასავლელი ინვესტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა საქართველოს ინტეგრაციისთვის დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. სულ ახლახანს ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით აშენდა და რომლის მშენებლობასაც ძალიან აპროტესტებდნენ პრორუსული ძალები. გასაგებიც კია მათი პროტესტი, რადგან საქართველოს როლი სატრანზიტო რუკაზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ გზაზე იზრდება. რას გვეტყოდით ამ პროექტზე და იმ პროტესტზეც, რომელიც მუდმივად ახლავს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს? საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის, როგორც ეს ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია, მშენებლობა ამ ძალისხმევის ძირითადი ნაწილია. მის ზრდასთან ერთად უფრო მეტი დასავლური ბიზნესი შეძლებს გაზარდოს ტრანზიტის და ვაჭრობის პოტენციალი, რაც თავის მხრივ უბიძგებს მათ მთავრობებს უფრო მეტად დაინტერესედნენ საქართველოსა და მის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების საკითხებით; შესაბამისად, მათ გაუჩნდებათ კითხვები, თუ რატომ აქვთ რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ ოკუპირებული საქართველოს 20%. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის. გამჭვირვალობა, სასამართლო პროცესები, მათ შორის საიმედო მუშახელი, ენერგეტიკა და სატრანსპორტო ქსელები ამ ყველაფრის ნაწილია. _და ბოლო კითხვა, როგორ უყურებთ და როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესები დისტანციიდან? განსაკუთრებით მეგობრების, მოკავშირეების და გულშემატკივრების თვალით აღქმული, გზა რომლითაც მიდის ქვეყანა მიიყვანს თუ არა მიზნამდე, ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციამდე? ვფიქრობ, საქართველო უბრუნდება თავის აქტიურ ფორმას, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მის დასახმარებლად საქართველოს ყველა მეგობარი მზად ვართ. იმედი მაქვს, ამ შემოდგომაზე ვესტუმრები საქართველოს. ვფიქრობ, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და ვცდილობდით ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს განვითარებაში, იმ ქვეყნის, სადაც ახალგაზრდებს აქვთ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება.

ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია - კახა გოგოლაშვილი

„საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს ამბიციური განაცხადი, თანმიმდევრული ვართ საშინაო დავალების შესრულების კუთხით“, - ამ გზავნილით ჩავიდნენ „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტით, სადაც რიგი შეხვედრები გამართეს, მათ შორის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან. ეს ვიზიტი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებიდან თვენახევრის შემდეგ შედგა. როგორც ბელგიაში გამართული შეხვედრის მონაწილეების მხრიდან წინასწარ დაანონსდა, ბრიუსელის გარდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში იგივე ფორმატით შეხვედრები მომავალშიც იგეგმება. „ევროკავშირი აღიარებს, რომ „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებთან განსხვავებული დღის წესრიგი არსებობს, ვიდრე აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან და ახლა ამის დემონსტრირება ხდება“, - მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. „რისი მომტანია ეს?“ - Europetime-თან ინტერვიუში ის განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდკრიზისის გადალახვა, სამივე ქვეყანასთან ევროკავშირმა ძალიან მჭიდროდ იმუშავა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. „მათ აინტერესებთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ სტაბილურები და ალბათ, პოსტკოვიდურ გეგმებზეც აინტერესებთ საუბარი, თუ როგორ აპირებენ ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფას, სოციალური პრობლემების დაძლევას, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე დაახლოებას. ეს ყველაფერი და მისი ცოდნა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სტიმულის მიცემა ამ სამი ქვეყნისთვის, რომ გაგრძელდეს რეფორმები. საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ ეს სამი სახელმწიფო გადაიქცეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თავსებად სახელმწიფოებად ისე, რომ მათი განვითარების დონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების განვითარების დონემდე ავიდეს ყველა მიმართულებით - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ინსტიტუციები, საკანონმდებლო გარემო, ბიზნესი და ასე შემდეგ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გამართეს ევროპარლამენტში. „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც იმსჯელეს. კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ასოცირებულ ტრიოს ძალიან ბევრი რამ აქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა კი ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ევროკავშირი პოლიტიკურად აფიქსირებს სამივე ქვეყნების მიმართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ვიცით, რომ სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა რუსეთთან და რუსეთი ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციას, ევროპეიზაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და სწორედ ამ ქვეყნებს შეუქმნა რუსეთმა პრობლემა, პირველ რიგში ტერიტორიული, ამასთან, აწარმოებს დეზინფორმაციულ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, სხვა სახის ჰიბრიდულ ომს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ, აგენტურულ მოქმედებებსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას. თავის დროზე, ევროკავშირი არ ფიქრობდა, რომ რუსეთი გაბედავდა ჰიბრიდული ომის წარმოებას მის წინააღმდეგ, მაგრამ ასე მოხდა და 2015 წლიდან ევროკავშირმა უკვე სერიოზული ბრძოლა დაიწყო რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოწვევების წინააღმდეგ ზომების მიღება. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ასოცირების ტრიოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტია კავშირების გამყარება არამხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ, პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცება. ასე რომ, სამ ქვეყანას ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირს აქვს კიდევაც თავის სტრატეგიაში. 2016 წელს მიიღო ეს გლობალური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის მედეგობა ხელშეწყობილი უნდა იყოს. ეს ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების განვითარებას, თავისთავად, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, გათვალისწინებულია ტრიოს თანამშრომლობა ერთმანეთთან ამ საფრთხეების წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ, ევროკავშირიც ალბათ ხელს შეუწყობს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა Europetime-თან. ინტერვიუში. ცნობისათვის, Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა, რომლის დროსაც ჰიბრიდულ საფრთხეებზეც ისაუბრა. „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს. უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რასაც მალევე მოჰყვა ამ სამი ქვეყნის მიერ მემორანდუმის გაფორმება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები „ასოცირებული ტრიოს" პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს შეხვდნენ. კახა გოგოლაშვილი: აუცილებელია, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საკითხები ევროკავშირთან ერთად გაიტანონ და ევროკავშირი წევრობის განაცხადისთვის მოამზადონ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს

Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა. სააგენტო დაინტერესდა, „ასოცირებული ტრიოს“ ერთიანი სტრატეგიული გეგმა დაეხმარება თუ არა ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს, შეამცირონ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა და უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი სვლა ევროინტეგრაციისკენ. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. ეს მათი გადასაწყვეტია. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. მინისტრებმა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გამართეს. პრესკონფერენცია ონლაინ გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მედიასთან შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან ლეუტივის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კავკასიის რეგიონში არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სურვილს, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს ცხადი მისია რეგიონში. მინისტრის განცხადებით, სწორედ ევროკავშირი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს რეგიონში სტაბილურობა და მეტი დემოკრატია იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროპისა და ტრანსატლანტიკურ გზაზე დაეხმარებათ. გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით,, კავკასიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე გეოპოლიტიკური რეგიონია არამხოლოდ ევროკავშირის სიახლოვეს, არამედ მსოფლიოში, სადაც ბევრი ძალაა, რომელთაც ამ რეგიონის ქვეყნებზე საკუთარი გავლენების განმტკიცება სურთ. „საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად სამივე ქვეყანას შორის არსებული განსხვავებებისა, რომლებიც მათ დამოკიდებულებებსა და ბევრ სხვა ასპექტში ვლინდება, ამ ქვეყნებს ასევე აქვთ საერთო მახასიათებლებიც და ეს არის სტაბილურობისა და განსაზღვრულობის საჭიროება რეგიონში. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ჩართულები არიან, ან ცდილობენ, რომ ჩართულები იყვნენ რეგიონში, ძალიან იშვიათად უზრუნველყოფენ ამ ქვეყნებს სტაბილურობით, რომელსაც ისინი ესწრაფვიან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პირიქით, ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სურვილს, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს ძალიან ცხადი მისია. ჩვენ გვწამს, რომ ევროკავშირი არის ძალა, გეოსტრატეგიული ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია სტაბილურობის, დემოკრატიისა და საჭირო რეფორმების უზრუნველყოფა, რომელიც დაეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროპულ თუ ტრანსატლანტიკური ინსტიტუტებისკენ გზაზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალიან კარგ დროს განხორციელდა“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ლიეტუველი დიპლომატის თქმით, როდესაც რეგიონში ქვეყნებს შორის ნდობა განმტკიცდება, ევროკავშირი ჩაერთვება, რათა გაძლიერდეს კავშირები რეგიონში.

როსარია პუგლისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან

„ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. NATO კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“ - Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როსარია პუგლისი საუბრობს NATO-ს 14 ივნისის სამიტის მნიშვნელოვან პუნქტებზე საქართველოსთვის; რუსეთის ფაქტორზე; NATO-საქართველოს მტკიცე პარტნიორობასა და დეზინფორმაციის დაძლევის გზებზე. _როგორ აფასებთ 14 ივნისის სამიტის კომუნიკეს, რას ნიშნავს და რა გზავნილია NATO-სგან ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, გარედან მომდინარე საფრთხეების ფონზე? საგულისხმოა, რომ რუსეთის საკითხი კომუნიკეში ასახულია. ამ სამიტით NATO-მ ახალი თავი გახსნა. მაგიდის გარშემო შეკრებილმა ყველა ლიდერმა ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, რომ ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა ერთად, მტკიცედ უნდა იდგნენ NATO-ში. ეს არის ძლიერი გზავნილი რთული პერიოდის შემდეგ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ალიანსი კვლავ რჩება ტრანსატლანტიკური პოლიტიკური დიალოგისთვის მთავარ ადგილად. ჩვენი ერთიანობა და საერთო ვალდებულებებისადმი ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიც არიან, რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სამიტის კომუნიკე ძალიან მტკიცედ საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. სამიტის კომუნიკე ძალიან მტკიცედ საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით. ეს ხაზს უსვამს ალიანსისა და მის პარტნიორების წინაშე არსებულ რისკებს, შედეგს მუდმივი დარღვევისა ღირებულებების და ვალდებულებების, რასაც NATO-რუსეთის ურთიერთობა ემყარება. ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ვალდებულებებს, NATO-რუსეთის ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმს ვერ დაუბრუნდება - აღნიშნეს NATO-ს ლიდერებმა. ამ მისწრაფებასთან ერთად, NATO კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. სამიტზე გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. 16 მიმდინარე ინიციატივით და ყველა მოკავშირისა და პარტნიორების (ფინეთი და შვედეთი) ჩართულობით, ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტი (SNGP). SNGP არის უნიკალური პროგრამა, NATO-ს პარტნიორების მხარდასაჭერად. მისი საშუალებით, NATO და საქართველო ყოველდღიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა გააძლიერონ საქართველოს შესაძლებლობები და მოამზადონ ქვეყანა ალიანსის წევრობის მიზნის მისაღწევად. _თქვენ აღნიშნეთ, რომ NATO-სთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მიწოდება წამყვანი საკითხია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ გავითვალისწინებთ, გამოწვევებისა და საფრთხეების სათავეს, რას მიიჩნევთ მათზე მტკიცე პასუხად? რადგან როგორც თავადაც აღნიშნავდით, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანებისადმი მუდმივად იყოს ასეთივე მდგრადი და ძლიერი. ჩემი აზრით, NATO-ს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის შენარჩუნება და NATO-სა, და საქართველოს წევრობის პერსპექტივებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამკლავება ორი სხვადასხვა რამ არის. NATO-ს მიმართ მხარდაჭერა საქართველოში ძალიან მაღალია. ოთხი წლის განმავლობაში, რაც ამ ქვეყანაში ვარ, არასოდეს მინახავს NATO-ში გაწევრიანებისადმი 68% -იან მხარდაჭერაზე დაბალი მაჩვენებელი. რეალურად, საინტერესოა, რა იცის ხალხმა ალიანსის შესახებ და ყველა იმ სამუშაოს შესახებ, რასაც NATO და საქართველო ერთად ატარებენ, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მომზადებისთვის. კოვიდპანდემიის დაწყებამდე, თბილისსა და რეგიონებში ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, სტუდენტს, მასწავლებელს, ბიზნესმენს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს. ყოველთვის გასაკვირი იყო, რამდენად ცოტა ხალხია ინფორმირებული NATO-სთან დაკავშირებით. რაც ნაკლები იცის ხალხმა, მით უფრო დიდია ალბათობა, შეიძინონ დეზინფორმაციული არგუმენტები, რომ არაფერი ხდება, რომ ალიანსი უგულვებელყოფს საქართველოს და რომ საქართველო არასოდეს გახდება NATO-ს წევრი. თქვენ, როგორც ჟურნალისტს, და მე და ჩემს ქართველ კოლეგებს, როგორც საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებს, საერთო პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ გადამწყვეტ პროცესებთან დაკავშირებით ვრცელდება. დეზინფორმაციის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციით. მე ვგულისხმობ არა პროპაგანდას, არამედ ინფორმაციას. საქართველო და NATO ერთად ბევრ საქმეს აკეთებენ: საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლა, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე საერთო ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა ინსტიტუტში, საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადება NATO-ს სრული სტანდარტების შესაბამისად. ყველა ამ ერთობლივ ძალისხმევით საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს. რაც მთავარია, ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, უკეთესად დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ტერიტორია და ხალხი. ერთი სიტყვით, ეს ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს უფრო მდგრადს ხდის. _ვიცით, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური კრიტერიუმი არის ალიანსის წევრობისთვის დემოკრატიული ინსტიტუციების სიძლიერე. თქვენი აზრით, როგორ აფასებს NATO ამ ინსტიტუციების ხარისხს და როგორ გამოიყურება ქვეყანა? დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება მართლაც მდგრადობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ფუნქციონალური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მქონე ქვეყანას უკეთ შეუძლია, გაუძლოს ჰიბრიდულ შეტევებს და დაიცვას თავისი ხალხი და ტერიტორია მშვიდობის, კრიზისის ან კონფლიქტის დროს. ეს წესი ვრცელდება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში. გასაკვირი არ არის, რომ სამიტზე ალიანსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კერძოდ, ის მიესალმა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზის შესახებ და მოუწოდა ყველა მხარეს, ყურადღება გაამახვილოს მის შესრულებაზე. NATO-ს ლიდერების აზრით, ეს მნიშვნელოვანი რეფორმები დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წევრობისთვის მომზადებაში. ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს

როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები

ევროკავშირის სამიტის პირველი დღის ბოლოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ლიდერები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებები. „ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთის ლიდერები მოახდენენ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის დემონსტრირებას და შეწყვეტენ ქმედებებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, სრულად აიღოს თავისი პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, როგორც ძირითადი პირობა ევროკავშირის პოზიციის ნებისმიერი არსებითი ცვლილებისთვის.“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადება. მათ შორის ეკონომიკური სანქციები. „გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადება ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე წარმოადგინეს. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი და ნიდერლანდები ამ საკითხზე შეთანხმდებოდნენ“, ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ - ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებს. Europetime-თან საუბრისას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს. „მათმა წინააღმდეგობამ, პოლონეთთან და ნიდერლანდებთან ერთად, დაადასტურა სერგეი ლავროვის მცირე მოლოდინი შეხვედრის შესახებ. თუ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროკავშირს ერთხმად ესაუბრა, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს და განსაკუთრებით მათ, ვინც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. ასევე, Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადებას მიამიტურ მიდგომად აფასებს. „მერკელის და მაკრონის მცდელობა, მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, უკვე დაიბლოკა. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის შეცდომად აღიარა უკვე ეს წინადადება, რომლითაც ევროკავშირის დანარჩენი წევრები გააკვირვეს და რომელიც ევროკავშირის სამიტის წინა საღამოს წამოაყენეს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი რუსეთს. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რეკომენდაციები არაერთხელ წარმოადგინა და ამ საკითხზე შესაბამისი დოკუმენტიც არის შემუშავებული. „ევროპარლამენტმა ევროკავშირს გასული წლის სექტემბერში სთხოვა, მოამზადოს ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატია და როგორი იქნებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთზე ევროკავშირის წინა სტრატეგიამ (2016 წელი) შეაჩერა კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეუწყვიტავს აგრესია საკუთარი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნავდა ანდრიუს კუბილიუსი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე დღის წინ. უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. ანდრიუს კუბილიუსი: ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. კუბილიუსმა რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება. მე არ ვარ მიამიტი - მარინა კალიურანდი რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც რუსეთში ხდება და რაც არ მოგვწონს. 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011) მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც კიბერგამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე. მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ამავე დროს, ის ძალიან გულწრფელი და ღიაა. ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი და პრესკონფერენცია თვალის ახელა იყო დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის, მათთვის ვისაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, ან ამის იმედი ჰქონდა. თუ გახსოვთ საშინელი პრესკონფერენცია, რომელზეც ლავროვმა ნათლად თქვა, რომ დასცინის და სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირს, ევროკავშირის მისწრაფებებს, ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის პრინციპებს. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობის პრინციპები, მაგრამ ძირითადი საფუძველი იგივე უნდა დარჩეს. დიახ, ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ თემაზე, გარემოს დაცვა, ტერორიზმი, არის თემები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მეორე, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და რა არ მოგვწონს. ევროკავშირის საზოგადოებაში, ტალინში, რიგაში ან პარიზში ცხოვრება და ხედვა, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიული საზოგადოებები და რას ნიშნავს იყოს ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდა თაობის მომავალი. ჩვენ, ესტონელებს იგივე მიზნები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია“, - აღნიშნავს რუსეთში ესტონეთის ყოფილი ელჩი, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი Europetime-თან ინტერვიუში. ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ ანდრიუს კუბილიუსი: გაუგებარია, რა შეიცვალა რუსეთის ქცევებში, რის გამოც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მოისურვონ პუტინთან შეხვედრა

მაისტერი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს

Europetime-თან ინტერვიუში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის (სამხრეთ კავკასიის რეგიონის) ხელმძღვანელი, შტეფან მაისტერი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მიერ შუამავლის როლის შესრულებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ცდილობს მოლაპარაკებას, როგორც შეთანხმების გულწრფელი მონაწილე და რომ ის იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში ასეთ რთულ ვითარებაში, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის განახლება. ეს აჩვენებს, რომ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ წვლილის შეტანა ვითარების გაუმჯობესებაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის რეალობას შეცვლის. რუსეთი და თურქეთი ამ კონფლიქტში მთავარი აქტორები არიან და მოსკოვს სურს, აღიაროს მისი ეს როლი რეგიონში. მაგრამ ჩანს, რომ აქ არის ადგილი დასავლეთის მეტი ჩართულობისთვის და რომ საქართველოსაც შეუძლია დახმარება ზოგიერთ საკითხში“, - აცხადებს შტეფან მაისტერი Europetime-თან ინტერვიუში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ბაიდენის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის გაფრთხილება - ლუის ნავარო

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ბაიდენის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის გაფრთხილება. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლუის ნავარომ Europetime-ს განუცხადა. „NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, ასევე დაგმო რუსეთის ოკუპაცია და ქმედებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აშკარა პასუხი პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნაზე, (თანხმობა ან უარი გაწევრიანებაზე) როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა რეპორტიორს, რომ უკრაინის გაწევრიანების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, დააკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს”. ვფიქრობ, ამის კონტექსტის უკან რამდენიმე გამოწვევა ჩანს, მათ შორის უკრაინის მერყევი ძალისხმევა, აღმოფხვრას კორუფცია და NATO-ს წევრი ქვეყნების, მაგალითად, პოლონეთისა და უნგრეთის, შიდა უკუსვლა“, - აღნიშნა ნავარომ. ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად ლუის ნავაროს თქმით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეს გაფრთხილება, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლო დანიშვნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში შექმნილი ვითარების კუთხით, ასევე მისი ანტაგონისტური მიდგომა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განსხვავებული აზრისადმი და ასე შემდეგ. მისივე თქმით, ოპოზიცია, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ შეიძლება იყოს ზეწოლის ქვეშ. „NATO-ში გაწევრიანება ვერ გადაჭრის ამ საკითხებს და ის ეხება პოლიტიკურ კლასს, რომ იმუშაონ დემოკრატიული პირობების მისაღწევად, რაც საუკეთესოდ ემსახურება მის მოქალაქეებს და ხელს შეუწყობს NATO-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა ნავარომ. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა

მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს. მისი თქმით, საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია. „ვეთანხმები სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ამბობს, რომ მადლიერია საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი როლის, რომელიც მხარეებს შორის დისკუსიების დროს შეასრულა. ამგვარი ნაბიჯები კი რეგიონის მოსახლეობას უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს მომავალში, რასაც ისინი იმსახურებენ. იდეალური შეფასებაა. როგორც ჩანს, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემდგომი სერიოზული კრიზისის განმუხტვაში. საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია და შექებას იმსახურებს. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტაა, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.

ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა

ჯო ბაიდენმა „ტოპ მესიჯები“ წარმოთქვა, ვლადიმერ პუტინი კი მსოფლიო სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლებას ცდილობდა. ასე აჯამებს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 17 ივნისს, ჟენევაში, ბაიდენი-პუტინის სამიტის დეტალებს მეთიუ ბრაიზა ვრცლად განიხილავს და ამერიკისა და რუსეთის ლიდერების გადმოსახედიდან მიღწეულ შედეგებზე მიუთითებს. ამასთან, დეტალურად უსვამს ხაზს მხარეების მიზნებს. „პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ სამიტის მოლოდინი გამართლდა და შედეგები უკვე მიღწეულია. მას საერთოდ არ აინტერესებს მინიმალური შეთანხმება, მინიმალური პროგრესი, რომელსაც შეხვედრისას მიაღწიეს, როგორიცაა, დიპლომატების დაბრუნება ვაშინგტონსა და მოსკოვში. ასევე, მას საერთოდ არ აინტერესებს შეთანხმება ან კოორდინაცია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა მასობრივი კიბერშეტევა განახორციელა აშშ-ზე. პუტინისთვის ძალიან მარტივია, განაცხადოს: „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიბერუსაფრთხოებაზე“, თუმცა რუსეთი განაგრძობს კიბერთავდასხმებს აშშ-ზე. ან პირობას დებს და „ცდილობს, განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე“... ეს არის ტაქტიკა პუტინისგან, რომ თქვას, „დიახ ჩვენ გვსურს ურთიერთობების გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან“, რაც სხვათა შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით, რუსეთს ისეთივე გლობალურ დონეზე ამაღლებს, როგორც აშშ-ს“. პრეზიდენტი პუტინი ამ დისკუსიას უყურებდა, როგორც მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლების გზას, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს რუსეთის შიგნით, რომ გააძლიეროს მისი პერსონალური პოლიტიკური პოზიციები და უფრო მარტივად დაასუსტოს ოპოზიცია“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენს, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ აქ, სამიტმა მოლოდინი გაამართლა შედეგის მიღწევის თვალსაზრისით. „სამიტამდე და მას შემდეგაც, პრეზიდენტ ბაიდენს სურდა, მიამიტი არ გამოჩენილიყო რუსეთთან და პუტინთან მიმართებით, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში ჩანდა. პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან გაკვეთილის საჭიროებას ვერ ვხედავდი, როდესაც გამოაცხადა, რომ პუტინი მტრულად განწყობილი არ იყო, თუმცა ეს უკეთესი პერფორმანსი იყო მისი მხრიდან, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპისგან, რომელმაც 2019 წელს ჰელსინკში, პუტინთან ერთად ალბათ ყველაზე საშინელი პრესკონფერენცია გამართა, რაც კი ოდესმე მინახავს ამერიკის პრეზიდენტისგან. ვგულისხმობ, გულუბრყვილობას პუტინთან მიმართებით... პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტამდე დიდი მოლოდინები არ შექმნა, ის ჩავიდა სამიტზე, ზოგი სკეპტიკოსი დიდ პროგრესს არც ელოდა მისგან ამ შეხვედრისას. თუმცა მკაფიოდ თქვა, რომ წამოჭრიდა პუტინის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხს, ოპოზიციონერ, ალექსენი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების საკითხს და ნათლად განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ რუსეთი განაგრძობს კიბერთავდასხმებს, აშშ მას უპასუხებს. ჯო ბაიდენი: პუტინმა იცის, რომ კიბერშეტევას, ან არჩევნებში ჩარევას შედეგები მოჰყვება პრეზიდენტმა ბაიდენმა ასე ნათლად განაცხადა, რომ სანქციები ძალაში დარჩება და ეს მოხდება რუსეთის ქმედებების გამო, მათ შორის უკრაინაში. თუმცა მე არ ვთვლი, რომ რუსეთის ქცევები შეიცვლება. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ და არა მტრულ გარემოში ჩატარდა და პუტინმაც იგივე თქვა. ეს იყო ის, რაც ბაიდენს სურდა. მას სურდა შეხვედრიდან გამოსულიყო როგორც ბრძენი, (ისეთი როგორიც არის) ასევე, მკაცრი პუტინის მიმართ, პუტინმა კი უპასუხა, რომ მტრულად განწყობილი არ იყო. ასე რომ, ბაიდენისთვის ეს წარმატებული გადაწყვეტა იყო. ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი ადრეა იმის თქმა, შეუწყობს თუ არა ეს ხელს პროგნოზირებად და სტაბილურ ურთიერთობებს, მე ვეჭვობ, ეს მოხდეს ფუნდამენტურად, ვფიქრობ, პუტინი ახლა თავის ტაქტიკას გამოიყენებს, მათ შორის განაგრძობს კიბერთავდასხმებს და სხვა ზომებს, რაც იქნება ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ნაწილი. გადავხედოთ მიმდინარე კვირებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უდიდესი სამუშაო გასწია სამიტის ჩატარებით. „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი სოლიდარობის დემონსტრირებით, სამიტი ამერიკის ლიდერების მონაწილეობით, NATO-ს სამიტი, შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ჩამოშორებას აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთი ცდილობდა. ამის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი ჩადის ჟენევაში პუტინთან შესახვედრად და ძალიან მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მთავარი გზავნილები წარმოთქვა და იმედი მაქვს, დაარწმუნა პუტინი, რომ შესაძლოა, რუსეთის სტრატეგია არა, მაგრამ ტაქტიკა მაინც შეცვალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჯო ბუდინმა „ტოპ მესიჯები“ წარმოთქვა, ვლადიმერ პუტინს კი მსოფლიო სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლება სურდა", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.

საფრანგეთის ელჩი: NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციურ მიზნებზე დაფუძნებული პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა

სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებას და გადაწყვეტილებას შორის, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა. ამის შესახებ დიეგო კოლასმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. „NATO-ს სამიტზე, რომელიც ახლახან გაიმართა, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები შედგა. ეს იყო ძლიერი და ნაყოფიერი შეხსენება იმისა, თუ რა არის NATO და რას აკეთებს ის. სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებას და გადაწყვეტილებას შორის, სწორია, რომ NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა. ახლა მთავარია ამ ამბიციური პარტნიორობის ფარგლებში არსებული მრავალი შეთანხმების განხორციელება. ეს გააძლიერებს საქართველოს და NATO-ს. ასევე, უფრო დააახლოებს ევროპასა და საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. ექსკლუზივი: გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია

მარინა კალიურანდი: საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპისა და მსოფლიოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში

საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპისა და მსოფლიოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ესტონელი პოლიტიკოსის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ NATO-ს სამიტის კომუნიკეში კვლავ დადასტურდა, საქართველო გახდება ალიანსის წევრი. „ის ფაქტი, რომ სამიტის წინ, პარლამენტში მყოფმა ყველა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ NATO-ში გაწევრიანება (ისევე როგორც ევროკავშირის წევრობა) პარტიებს შორის კონსენსუსზე მიუთითებს, რაც ძალიან პოზიტიური ფაქტია. საქართველო ხელს უწყობს ევროპისა და მსოფლიოს კოლექტიურ უსაფრთხოებას, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით ალიანსის ოპერაციებში (მაგალითად, საქართველო NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში სიდიდით მე-4 კონტრიბუტორია და წვლილი შეაქვს ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების დახმარებაში. საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის NATO-ს პოლიტიკურ-სამხედრო შეფასებაში). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ NATO-მ თავის კომუნიკეში კიდევ ერთხელ გაიმეორა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და MAP-ი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაციას და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების უხსნის გზას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, მოემზადოს NATO - ს წევრობისთვის“, - განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა Europetime-ს. NATO გაფართოებას აპირებს ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს

გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა

ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. ელჩის განცხადებით, NATO აფასებს საქართველოს, როგორც ახლო პარტნიორს და როგორც ქვეყანას, რომელიც იმსახურებს მუდმივ მხარდაჭერას მის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებში. „ბრიუსელის სამიტმა დაადასტურა NATO-ს ერთიანობა და გადაწყვეტილება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესახებ. ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდა, მკაფიოდ საქართველოსთან დაკავშირებით. NATO აფასებს საქართველოს, როგორც ახლო პარტნიორს და როგორც ქვეყანას, რომელიც იმსახურებს მუდმივ მხარდაჭერას მის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებში“, - აღნიშნავს ჰუბერტ ქნირში Europetime-თან. ექსკლუზივი: ჰუბერტ ქნირში: NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაში გერმანიას მოწინავე როლი აქვს საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე

NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს

NATO მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ბრიუსელში მომავალ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ერთობლივ განცხადებას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ამის შესახებ Europetime-ს ექსკლუზიურად NATO-ში განუცხადეს. ,,ჩვენ მივესალმებით NATO-სთან დაკავშირებულ დეკლარაციაზე სხვადასხვა პარტიის ხელმოწერას. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულ პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს",- აღნიშნავენ Europetime-თან საუბრისას . ცნობისთვის, NATO-ს სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური ნება და დააფიქსირონ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს. "აქ გახლავთ საკითხების ჩამონათვალი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის NATO-ს წევრობა და რომ იგი ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ასევე, ამ ფორმატის მნიშვნელობა მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის , განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. NATO-ს და მის წევრებს მადლობას ვუხდით საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზს ვუსვამთ პარტნიორობის გაძლიერებას დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად, აგრეთვე, მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება და ვაცხადებთ, რომ NATO-ში საქართველოს წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ერთიანი ძალით მივდივართ წინ. სესიის მსვლელობის დროს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება, ხელი მოაწეროს. ამ ხელმოწერით ვაჩვენოთ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ. ყველას მოგიწოდებთ დავაფიქსიროთ პოლიტიკური ნება ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა კახა კუჭავამ.