თეგი: მთავრობა
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, მოთხოვნები დააყენოს, რასაც გადაეჩვია
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხედავს მსვლელობას, თუმცა არ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შედეგია ის, რომ მის მიერ წამოწყებული შეხვედრებით პარტიების წარმომადგენლებთან, საზოგადოებას მაგალითი აჩვენა, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, პრინციპები, რეკომენდაციები, მოთხოვნები უნდა დააყენოს და შემდეგ უკვე ეს გადადის პოლიტიკურ პროცესში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, გააძლიეროს საზოგადოებრივი პლატფორმა და ეს პროცესი ვიღაცების „შერიგება-გარიგებით, ჯადოსნურად“ არ გადაწყდება. „ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიღებებზე მქონდა საშუალება, აქცენტები, სხვადასხვა კუთხით, ამ პროცესის შესახებ გამეკეთებინა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის ჩემი გადაწყვეტილება იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ყველასთვის აშკარა გახდა. საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა და ორი თემა არის რეალურად საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მგონი, ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ერთ ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა. კიდევ სამი წელი რჩება. მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოების განცდას წარმოვადგენ. ეს დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, რაღაცნაირად საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება „ჯადოსნური ერთიანობა“, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება; ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა. ეს არის ჩემი დაწყებული და ინიცირებული პროცესი, რომელიც იქნება საზოგადოებრივი პროცესი და რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს მედიასთან მთავრობის ურთიერთობაზე და მის როგორც ეროვნული თანხმობის ერთ-ერთ ასპექტად ქცევაზე დაუსვა შეკითხვა, ასევე იმაზე, თუ რას გააკეთებს პრეზიდენტი იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა იყოს განხორცილებადი. „მე ვარ ხელისუფლების ნაწილი, მაგრამ არ ვარ მთავრობა. ასე რომ, თქვენ უნდა მიმართოთ... ჩემი მიზანი არ არის, რომ მე შევარიგო პოლიტიკური პარტიები, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები მხოლოდ ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი ამ შემთხვევაში. მაგრამ მე არ დავიწყებ... მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობა და თუ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
საქსტატის ცნობით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი წლის ჯამურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 10.6% შეადგინა. „2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში“, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სთხოვა, სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი სამთავრობო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვოს. პაპუაშვილის თქმით, ამ თემაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა შესაძლოა, თავმოყრილად არ არის მოცემული. „თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაძლოა, ეს გაბნეულად არის, მაგრამ არაერთხელ ითქვა, მათ შორის თებერვალში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. მანამდე, ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც საქართველომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ანუ, ამაზე სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დროს ინფორმაცია იყო, შესაძლოა, თავმოყრილად არ არის. თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია თავმოყრილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეშვეობით ვთხოვ, რომ კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაცია იქნებ, გამოითხოვოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შალვა პაპუაშვილმა კომიტეტს მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „სანქციების საკითხი იქცა ერთ-ერთ ზედმეტად პროპაგანდისტულ თემად სხვადასხვა მხრიდან: „თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო რეალურად რამდენიმე მიმართულებით შეერთებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს. სიცხადის შესატანად, ხომ არ შეიძლებოდა, რომ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას, ალბათ ესაა მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი, ძალიან მკაფიოდ განემარტა და ჩამოეთვალა შიდა და გარე მოხმარებისთვის კონკრეტულად რა შეზღუდვებია დაწესებული 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო“.
„ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადმოცემაზე გადაწყვეტილებას, მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, რაც მფლობელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროებს აქტიურად მუშაობა დაავალა, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს "ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია ბორჯომის შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი". - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა. 19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს, მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს მოიცავს. პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ 2024 წლის ბოლო განსაზღვრა. "აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის ინციატივით, 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება - 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ საკითხზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს. „პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. როგორც სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია. პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში .
მონტენეგროს პარლამენტმა აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
მონტენეგროს პარლამენტმა დრიტან აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. კენჭისყრა სოციალისტების დემოკრატიული პარტიის (DPS) ინიციატივით გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ხელმძღვანელობდა. კენჭისყრის შედეგები დღეს CdM პორტალმა გამოაცხადა. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება სოციალისტების დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ალბანელთა დემოკრატიული კავშირის 36 წარმომადგენელმა წამოაყენა მონტენეგროს 43-ე მთავრობის ქმედებების განხილვა 12 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც 51 დეპუტატიდან 50-მა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. კენჭისყრის შედეგებზე გავლენა იქონია იმან, რომ აბაზოვიჩმა მონტენეგროს ევროინტეგრაციის შესახებ, ნაკისრი ვალდებულებები ას დღეში არ შეასრულა. ქვეყანა 2010 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები კი 2012 წლიდან მიმდინარეობს. ევროკავშირის განცხადებით, მონტენეგროს სჭირდება ღრმა რეფორმები კანონის უზენაესობის მშენებლობის, კონკურენტული ეკონომიკის განვითარების, რეგიონული თანამშრომლობისა და შერიგების სფეროებში. მთავრობა აბაზოვიჩის მეთაურობით 28 აპრილს ჩამოყალიბდა. მანამდე, 4 თებერვალს მონტენეგროს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ზდრავკო კრივოკაპიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
პრემიერის თქმით, შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს
წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეისთვის არსებული ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია და კარგ მდგომარეობაშია. „ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამის თაობაზე განხილვა გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობა, 2023 წლიდან მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დადგენას გეგმავს
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი: ქვეყანა გეგმავს მედიკამენტების ზღვრული ფასი განსაზღვროს - ჯანდაცვის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. „რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ქუვეითის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ განაცხადა
ქუვეითის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) ხელმძღვანელმა აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-საბჰმა განაცხადა, რომ მემკვიდრე პრინც მაშაალ ალ-აჰმედ ალ-საბას გადადგომის შესახებ წერილით მიმართა. წინა მინისტრთა კაბინეტი 2020 წლის 14 დეკემბერს ქუვეითში საყოველთაო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა. თუმცა, ერთი თვის შემდეგ, 12 იანვარს, პრემიერმა პარლამენტთან უთანხმოების გამო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ემირას მიმართა. 18 იანვარს სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო კაბინეტის გადადგომის განაცხადი, მაგრამ მინისტრებს დაავალა მოვალეობები საამიროს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულონ.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა - კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განსახილველად შეიკრიბა. მესამე სხდომა ადმინისტრაციის უფროსის, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდა იგეგმება
გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო, სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. მთავრობა განმარტავს, რომ ცვლილებებით სავალდებულო აღარ იქნება ელექტრონული ტენდერის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და შესაბამისად გამოქვეყნების საფასურის გადახდა, რაც 50 ლარს შეადგენს. „ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, კანონპროექტს შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს შემსყიდველ ორგანიზაციებზე და შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (მისი შემცირების კუთხით) ასევე შესაძლოა, შემსყიდველი ორგანიზაციების ადამიანური რესურსი დაიზოგოს“, – აღნიშნავს მთავრობა.
Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა
Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს კვარტალურ ანგარიშში წერია. Meta-ს თანახმად, მათ 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ის 2 ანგარიში წაშალეს, რომელიც „ფეიკ“ ანგარიშებით იმართებოდა და მათზე იყო დამოკიდებული. ასეთი ყალბი ანგარიშებიდან „დაპოსტვით“, „დალაიქებით“ და დაკომენტარებით, კონტენტი უფრო პოპულარული ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო. ანგარიშის თანახმად, 138,000 ანგარიშს გამოწერილი ჰყავდა ერთი ან რამდენიმე ასეთი გვერდი, დაახლოებით 238,000 ანგარიში კი გაწევრიანებული იყო ერთ ან რამდენიმე ჯგუფში. 400 ანგარიშს კი გამოწერილი ყავდა ერთი ან მეტი ასეთი Instagram ანგარიში. Facebook-სა და Instagram-ზე ამ ყალბი ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების რეკლამისთვის დაახლოებით 33,500 დოლარი იყო დახარჯული. “ედ გვერდები და ჯგუფები ცდილობდნენ თავი წარმოეჩინათ, როგორც ადგილობრივ, დამოუკიდებელ და პროსამთავრობო ჯგუფებს. ქსელი ფუნქციონირებდა, რათა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი კონტენტი გაეძლიერებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარებით. ისინი ასევე ოპოზიციის კრიტიკას იზიარებდნენ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტის შესახებ სახალხო პროტესტის დროს, რომელიც ახლა უკვე გაწვეულია”, - წერია ანგარიშში.
მთავრობა: სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება
მთავრობის განცხადებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება,“ - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობამ 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
14 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. მათ შორის, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წელთა სამოქმედო გეგმა. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე თანახნად, სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. „დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე - საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამავდროულად, სტრატეგია მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. დოკუმენტის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურების და უსაფრთხოების დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია მობილობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა თუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისათვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტრატეგია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა. ამასთან, გაიმართა საჯარო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი, რომელთა საფუძველზეც მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. „მთავრობის დადგენილებით, ასევე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიით, შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ამავდროულა, უზრუნველყოფს ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას. საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ გლობალიზაცია და ევროკავშირთან მზარდი ეკონომიკური კავშირები საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში სრულად ინტეგრაციის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. ამდენად, ამ პროცესში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. აქვე აღინიშნა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვას და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიერი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კანონს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა მთავრობის უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. ირაკლი ღარივაშვილის თქმით, ვიზიტებზე უარის არგუმენტი მმართველი გუნდისთვის, პრეზიდენტის განცხადებები გახდა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება „გამართლებული იყო.“ „ქალბატონმა პრეზიდენტმა სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს. დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო. მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღოს მმართველმა პარტიამ, იყო გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სწორი, გონივრული პოლიტიკით საქართველომ მოახერხა მეორე ფრონტის თავიდან არიდება.“ „მინდა, ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივად ასახსნელია – ფარისევლობა, ტყუილი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
მთავრობის ცნობით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, ხვალ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „პირველ ნოემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან იმართება პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) განხილვის მიზნით. აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველ სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც იმართება სამოქალაქო სექტორთან. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საკოორდინაციო შეხვედრა იმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე.
პრემიერის მრჩეველმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია წარუდგინა
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) სამუშაო ვერსია წარუდგინა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. „აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველად სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ პირველ საკოორდინაციო შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორთან შეთანხმდნენ მუშაობის გაგრძელების ფორმატზე, რაც ითვალისწინებს თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობით,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის ცნობით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება
სათამაშო ბიზნესი მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება
ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. საქართველოს მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა 2024 წელს დამატებით, 400 მილიონი ლარის რესურსს გააჩენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, შარშან მიღებული მნიშვნელოვანი ცვლილებებით აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა, ასევე, 25 წლამდე მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. „2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს. საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგენთ ახალ ინიციატივას - სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთები უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 %- ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად. ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს. აქვე მინდა ერთის მხრივ გაკვირვება გამოვხატო, მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისთვის, უბრალოდ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და ასევე, 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ დამატებით გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება დამატებით ამოღებული,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 18 ოქტომბერს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.
მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტად დეზინფორმაციის და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა განისაზღვრა
დღეს, 11 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი - საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. „საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე. კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან. დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა. სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი
მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენენ
პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენს. სხდომის წამყვანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობას შესთავაზა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, სხდომა დაიხუროს, რის შემდეგაც კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის წევრებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად გავა. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვალს დაიწყო. გუშინ კი, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციამ“ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივი სხდომის ფორმატში მოუსმინეს. მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს 2 თებერვალს წარედგინა. პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის.
კობახიძე: ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამა წარადგინა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ომი გამოუსწორებელი დანაშაული იქნებოდა. „ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც. ეს იქნებოდა გამოუსწორებელი დანაშაული ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე. ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს. ამ დანაშაულს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დაპირისპირების ფონზე განიხილავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა. მას „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ლილუაშვილს 20 ივნისის აქციის დარბევა გაახსენა, როდესაც პრემიერის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. პარლამენტი 8 თებერვალს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას.
ირაკლი კობახიძე: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის" შეკითხვებს, რომლებიც კორუფციას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უპასუხა. კობახიძემ გაიხსენა „ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ამავე ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები და აღნიშნა, რომ მისთვის კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. „ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე [გიორგი გახარია]. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ და ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: არასდროს, არცერთი თეთრი არ მიშოვია კორუფციით და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად. ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილის] მიდგომა, რომელსაც, მით უმეტეს, არანაირი ინტერესი არ აქვს. მას სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 2020 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც შესაძლო კორუფციული ფაქტის საპასუხოდ ნათქვამი სიტყვებს - „ქართულ ჯიგრულ პონტში," კრიტიკა მოჰყვა.
პრემიერის თქმით, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ილია დარჩიაშვილის ელჩად წარგზავნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მაკა ბოჭორიშვილის დანიშვნის შესაძლებლობას შეეხებოდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია არსად ვრცელდება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მთავრობაში პერსონალური ცვლილებები“ არ იგეგმება. „პირველ რიგში, რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ ვიზიტის ფარგლებში და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავითარი პერსონალური ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის - დანარჩენი, ახლა, 1-2 და სამ წელიწადში თუ რამე ცვლილება მოხდება, ეს არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული. არსად არ ვრცელდება ასეთი საუბარი, თქვენ ავრცელებთ ახლა ამ საუბარს. სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს," - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში ვერასდროს იარსებებს პრორუსული მთავრობა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობა ამას არ დაუშვებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცნობილია, ამჟამინდელი პრემიერი როგორც ამკობდა დასავლეთის წარმომადგენლებს, თუმცა ის პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არავინ გაპატიებს პრორუსულობას. მას ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე დაუსვა შეკითხვა, ხედავს თუ არა იმის ნიშნებს, რომ მთავრობა პრორუსულია. „ნათლად უნდა გავიგოთ - კოალიციური მთავრობა არ ნიშნავს, რომ ის, ვინც მანამდე სათავეში იყო, განადგურდება და თამაშიდან საერთოდ წავა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ იგივე „ქართული ოცნება“ რაღაც როლს ითამაშებს. დღეს, საარჩევნო პირობებში, კოალიციური მთავრობის გაერთიანება ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვიცით საერთო რა არის - ევროკავშირთან მოლაპარაკება. აბა, ვინმემ თქვას, რომ არ უნდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას. მე მგონი, ვერავინ ამას ვერ გაბედავს. ვინც ევროკავშირის თემაზე თანხმდება, ყველასთვის მარტივია, რომ კოალიციურ მთავრობას შეუერთდეს. ამ მთავრობის დანიშნულება ძალიან მკაფიო იქნება. შეიძლება ეს ცხრავე რეკომენდაციის შესრულება არ იყოს, მაგრამ უნდა შევასრულოთ ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო. არა მგონია, აუცილებელი იყოს ჩემს მთავრობაში ყოფნა. მე ვარ იქ სადაც ვარ, მგონი ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს. რაც უფორმო ხშირად ამბობენ, რომ არანაირი როლი არ მაქვს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ალბათ აქვს. ამ პერიოდში მით უმეტეს. ეს არის მცდელობა, რომ ყველა მხარეს შორის რაღაცნაირი ერთობა იყოს და ვნახოთ, სად არის ის საერთო წერტილები, რომლებზეც შეიძლება აშენდეს ჩვენი მომავალი ნაბიჯი ევროპისკენ,“ - უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კოალიციურ მთავრობაში. მას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მთავრობის სტრატეგიაზეც ჰკითხეს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგია დიდი ხნის წინ უნდა შემუშავებულიყო. კითხვას, არის თუ არა რუსეთის ინტერესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მეოთხედ დარჩენა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამაზე ფიქრი არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესი. „ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე რა არის რუსეთის ინტერესი, ბოლომდე არასდროს გვეცოდინება რა არის მისი ინტერესი, უნდა ვფიქრობდეთ რა არის საქართველოს ინტერესი. მე მჯერა, რომ დღეს დადგა დრო რომ საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალ პარტიული წყობის შემოტანა. ეს არის საქართველოს ინტერესი. რუსეთის ინტერსზე რუსებმა იფიქრონ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. „საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება არ დაუშვებენ პრორუსულ მთავრობას - მმართველ პარტიას, თუ ის იქნება გამოკვეთილად პრორუსული. ამიტომ ვერ ბედავს ვერავინ. თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს და ისეთი სიტყვებით ამკობდა მათ, მაგრამ ჩავიდა სად? ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომლებიც საინტერესოა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვას, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერსების თანხვედრას, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „არის, რაღაც ნიშნები“. „არის რაღაც ნიშნები. რაც არ უნდა თქვან ამათმა (ქართული ოცნება), რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და "ოცნებას", ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს, რომ საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა. როგორც ეს კი გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები ის მთავრობა, ის ძალა ვერ იარსებებს საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის ნება არსებობს, რომ არასდროს დაბრუნდეს რუსეთის წიაღში,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი შეიძლება, იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. „არჩევნებში რუსეთის ჩარევა ხდება ბევრ ქვეყანაში, ძალიან ძლიერ ქვეყნებში, ვნახეთ ამერიკის არჩევნებში, ალბათ, ამჯერადაც იქნება რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამერიკაში რომელიმე ძალა აუცილებლად პრორუსულია ან რუსეთისთვის კომფორტული. შეიძლება, რაღაც იმედი ჰქონდეს ერთი მხარის, ვიდრე მეორის. ჩვენთანაც ასე არის, მათ იმედებზე უფრო არის დაყრდნობილი. აქ მთავარი არის ის, რომ რუსეთის ჩარევა ნიშნავს, რაღაც ჯგუფების დაფინანსებას, უკვე ვხედავთ, რომ ვიღაცები მიდი-მოდიან რუსეთში და ალბათ, იქ იღებენ დაფინანსებას. მარგინალური ჯგუფების გაძლიერებას, რუსული პირდაპირი პროპაგანდა და ამ პროპაგანდის თემები - შეიძლება მათი მიზანი იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ წინასწარ არ გვეცოდინება, რას ემსახურება რუსული ჩარევა არჩევნებში, მაგრამ ვიცით , რომ კიბერშეტევები იქნება, იყო უკვე ჩვენთან სხვადასხვა მედია საშუალებებზე გატარებული კიბერშეტევები. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ ყველაფრისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს და ვთვლიდეთ, რომ ისეთი საფრთხეებია, რომელსაც ვერ დავძლევთ. მართალია, რომ რუსეთს აქვს გამოცდილება, კარგად იცის ქართული ხასიათი, წლების მანძილზე გამოსცდა ეს, ამავე დროს ჩვენ არანაკლები გამოცდილება გვაქვს, 70-წელზე მეტი, თუ რა შეუძლია რუსეთს და რა ფორმით შემოდის ჩვენთან. ამიტომ ვიტყოდი, რომ საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო მომზადებულია და ნაკლებად მიამიტი, ვიდრე ბევრი დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ამ შემთხვევაში ვარ ოპტიმისტი. ვთვლი, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერზე ვისაუბროთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დამონტაჟება თავის დროზე უსაფრთხოებით იყო ნაკარნახევი. ღარიბაშვილის თქმით, კობახიძის მხრიდან განსხვავებული შეხედულებების ქონა, აბსოლუტურად ნორმალურია. ის ამჟამინდელ პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს. „ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, უხერხულია, სირცხვილია, ამას განმარტავს თავად კობახიძე, მიმართეთ მას და განმარტავს. დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როდესაც მე თავის დროზე ეს გადავწყვიტე, იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რატომ? ეს დესტრუქციული ძალები, რომლებიც გახსოვთ, რომ პირდაპირ ჩვენს გმირ პოლიციელებს როგორ შეურაცხყოფდნენ კანცელარიის წინ, ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს და ჩვენს თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს როგორ აწუხებდნენ, შიგნით შეცვივდებოდნენ ყოველგვარი საშვების გარეშე და დესტრუქციას აწყობდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყო არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს კონსტიტუციით, კანონით. ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, აქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება, ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, რომ ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს, მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდეც რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომ განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის კობახიძე. ნორმალურია, სხვა აზრი ჰქონდეს, არანორმალურია, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს," - განაცხადა ღარიბაშვილმა. კითხვას იყო თუ არა ის ახალი ჯანდაცვის მინისტრის პროცესში ჩართული, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის პარტიის თავმჯდომარეა მთავრობის საკითხებში აღარ ერევა. „უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრს, მან უნდა გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, მთავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, მე ვარ პასუხისმგებელი პარტიის მუშაობაზე და, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მისიაა მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის," - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ვიცი, თავად მინისტრს და ასევე, პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულება, დაპირისპირება არ არის
ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 000 ლარი გამოყო
ევროპის დღეების აღსანიშნად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 600 ათასს ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ 4 აპრილს გამოაქვეყნა. დამატებით ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობა 500 ათასი ლარის ღირებულების კამპანიის წარმოებას გეგმავს. საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს შეასრულებს. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა.
პრეზიდენტი: საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას აშკარად პრორუსულ მთავრობას, კვლავ მის მთავრობად დარჩეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობს, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ეს არჩევანი არასდროს შეცვლილა. „ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. ეს არის ის, რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა, ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ - მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და არ შეიცვლება და სწორედ ეს სიმტკიცე მიგვიყვანს არჩევნებზე წელს ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს მივიღებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის რუსული კანონი, ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების მიზნით. მისი თქმით, შარშან, ეს კანონი ვერ მიიღეს და ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის პროტესტის წყალობით. „ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით მიახლოებული ვართ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან წლის ბოლოს, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ამ გზაზე და მათ აშკარად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. კითხვას, რას მოიმოქმედებს ის, თუკი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეუძლია, ვეტო დაადოს კანონპროექტს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ექნება. „ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიქცევა, რადგან კანონი ჩვენი პარტნიორების, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგაც არის მიმართული. ეს არის ნამდვილად გეოპოლიტიკური ომი, არა სამხედრო ომი, როგორსაც თქვენ ახლა უკრაინაში ხედავთ, არამედ, სხვა ტიპის, „რბილი“ ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე. დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.