თეგი: ნიკა მელია

ნიკა მელია: მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნოდარ შეროზიას არჩევას გამოეხმაურა. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ შანსები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შემცირდეს. „მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას. რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება „ქართული ოცნება“ და აუცილებლად ბათუმშიც. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები! ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!", - წერს ნიკა მელია. შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა.

ნიკა მელიას თქმით, პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე სააკაშვილის „ტყვეობიდან დახსნა“ მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ Facebook ლაივის დროს განაცხადა, რომ თავიდანვე ჩანდა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, სამწუხაროდ, ვერ იქნებოდა ხანმოკლე და ბევრ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული - პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან მოკლევადიან პერსპექტივაში არის ძალიან რთული. „ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ“, - აღნიშნა მელიამ. მელია მიხეილ სააკშვილის გასათავისუფლებლად რამდენი გზას ხედავს - „განგრძობადი, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა და თეორიულად არის შესაძლებლობა პრეზიდენტის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა, რასაც ის არ აკეთებს“. „ამ წუთის მდგომარეობით, პოტენციურად, ყველაზე ეფექტიანი - ეს არის ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა. დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმე სვლიანი კომბინაციის გათამაშებით შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა და ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ ხალხო. 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, მაინც ციხეში ვიჯდებოდი, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ. ერთადერთი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა, იყო როდესაც მიხეილ სააკაშვილი გახდა შეუძლოდ და აუცილებლობა ხდებოდა მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანა", - განაცხადა ნიკე მელიამ. მისივე თქმით, პარლამენტიდან გამოსვლას, როდესაც ადამიანი პანაცეად ისახავს, უბრალოდ არ სჯერა, მხოლოდ პარლამენტიდან გამოსვლა შეიძლება, გახდეს პანაცეა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. „ამით ისტორიულ უსამართლობას დავასრულებთ და ივანიშვილის რეჟიმიც ამოიშანთება, ამას როგორც კი დავინახავთ, მერწმუნეთ, ერთი საათი არ არის იქ არავინ გამჩერებელი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მელიამ განაცხადა, რომ ძალიან უკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს, იცი პუტინის ტყვე არის მიხეილ სააკაშვილი და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს. ოპოზიციონერი ლიდერი თვლის, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, საქართველოს ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით უზრუნველყოს. ნიკა მელიამ ბრიფინგი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვიილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართა. ოპოზიციური პაარტიის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, დღეს არავის აქვს გარანტია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს, ან თრომბს. შესაბამისად, „ახლა ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის“. „ბოლო-ბოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ; ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა თქვენთან შესაძლებლობა ერთხელ შეხვედრის. ძალიან კონტრვერსიალური ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. როდესაც მსოფლიოსთან ერთად ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში იგი პირველივე დღიდან ჩააგდეს, როდესაც ციხეებთან უწყობდნენ აქციებს, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მასზე, ეს ყველაფერი, ქალბატონო სალომე, ხომ იცით?! თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტრით, თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ. არ იქნება ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, თუ თქვენი პრეზიდენტობის პირობებში, ჩვენ ასე შორიდან დავაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არსებობს წინაღობები, რასაც ვუმკლავდებით ამ თვეების განმავლობაში, პუტინის ტყვის მოკლე ვადაში გათავისუფლება არ აღმოჩნდა მარტივი, მაგრამ ეს გრძელდება. ძალიან მიკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს იცი პუტინის ტყვე არის ის ადამიანი, ვისზეც ვსაუბრობთ და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს. იმედი მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, მხოლოდ იმედს არ ეფუძნება ჩემი მოსაზრებები, საერთაშორისო მეგობრები ქმედით ნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ დრო არ ითმენს. არავის აქვს დღეს გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილის სავალალო ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს, ან თრომბს. ახლა არის ერთობის დრო, არ არის ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომის დრო, რომ არ გავხდეთ ისტორიული უსამართლობის თანამონაწილენი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მცირე დროის საქმეა, ეს გარდაუვალია

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. „დღევანდელი აქციის მიზანია, გავაგონოთ ხმა ხელისუფლებას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული, განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში. ჩვენ ვითხოვთ თუნდაც სასჯელის გადავადებას ან რაიმე ფორმით გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ“, - განუცხადა მედიას მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა. ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საზღვარგარეთ ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის განსახიერებაა და სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარულია. „საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ორი მყარი და მკვეთრი პოზიცია: ერთი, უკრაინასთან და მეორე - მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასთან მიმართებით. დღეს უკრაინის გვერდით ვინც არ დგას, მიუხედავად არგუმენტებისა, ის დგას რუსეთის მხარეს. ეს პოზიცია არსებობს, ან შენ ხარ სწორ მხარეს, ან შენ ხარ ბოროტების მხარეს. იგივეა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ყველა აცნობიერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იყო დაპირისპირებაში ყველაზე ველურ ძალასთან 2008 წელს. „როგორც არასოდეს, დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა არის ქართველი ხალხის გვერდით და დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობა უცხოელების მხრიდან დიახაც, გამოიხატება ამ ქვეყნის მომავლის ქომაგობაში და განსაკუთრებით 24 თებერვლიდან. ორი მხარე არსებობს, ან მხარე ხარ კრემლის, ან დასავლური თავისუფალი სამყაროსი და მიხეილ სააკაშვილი არის საზღვარგარეთ ბევრისთვის განსახიერება ბოროტებასთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ძალიან მცირე დროის საქმეა. „დიახაც, მობილიზაცია საერთაშორისო სწორი აზრისა უკვე არის სახეზე. ვფიქრობ, ძალიან მცირე დროის საქმეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს გარდაუვალია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

ნიკა მელია EPP-ს ყრილობაზე: ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა, ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს. ნიკა მელიამ ისაუბრა უკრაინაზე და განაცხადა, რომ უკრაინა არ არის პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი. მისი თქმით, ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ევროპის თანადგომა, რომ „დაამარცხოს სახელმწიფოს მიტაცება“.   ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, „უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი“. 2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში ცდილობდნენ, საქართველო წარმოეჩინათ აგრესორად. რა შეცდომაა! რა სიცრუეა! საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014-ის და 2022-ის წინ.რატომ იყო დასავლეთი ასეთი წინდაუხედავი? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? და ბოლოს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას?რეალიზმის, და ზოგჯერ გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე”, - განაცხადა ნიკა მელიამ. „საკუთარ თავზე შეყვარებულმა „გაზპრომის" ოლიგარქმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს. ზუსტად ერთი წლის წინ ციხეში ვიყავი. სწორედ ევროკავშირი იყო ის, ვინც გადაიხადა ჩემი გირაო, როგორც ჩემი თავისუფლების ფასი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი. დამნაშავე ვარ, რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს: პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად. საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახანს დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. თავის მხრივ, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა პარტიის ყრილობაზე, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი იყო მიწვეული, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაიკითხა. „ჩემი მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ვპოულობ ძალას იმ მემკვიდრეობაზე ფიქრით, რომელიც დაგვიტოვა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ვილფრიდ მარტენსმა, რომელმაც პირველად მაშინ მიმასპინძლა EPP-ში, როდესაც რუსეთი უკვე ემუქრებოდა საქართველოს; ან ფიქრით თავისუფლებისთვის იმ ბრძოლაზე, რომელსაც უძღვება ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი. სანამ ჩემი ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, მე არ დავნებდები, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამიჯდეს. როგორც ჟან მონემ თქვა, მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე ვარ მტკიცე. თავისუფლება გაიმარჯვებს და გაკვალავს გზას დიდი ახალი ეპოქისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

ნიკა მელია: მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ. ეგუებით ოლიგარქს? კი, ბატონო

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი „მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, როგორც ვიყავით, ასევე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები. რატომ? რეფორმებს თუ ჩაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს თუ ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, მაშინ მე მართვის სადავეებს როგორ შევინარჩუნებ?!- ოლიგარქი ფიქრობს. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება ურყევია, ამოქმედდება", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ირაკლი კობახიძე: ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს - "ნაცმოძრაობაში" სერიოზული განხეთქილებაა

"ნაციონალური მოძრაობის" ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს. ადვოკატების მხრიდან ტაქტიკური მანევრი გასაგებია, თუმცა საინტერესო ისაა, რატომ გათქვა საიდუმლოება ნიკანორ მელიამ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალუსტებთან განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად „ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე. არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ისაა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაციაა", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა - „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ადვოკატების განცხადებებს, დაცვის მხარის სტრატეგიას უწოდა. „სააკაშვილის დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ

სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება, მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში. მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.  

კახა კალაძე: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია

"ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. „ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.  

„ნაციონალური მოძრაობა“: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

"ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს", - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. მათივე ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვის დროს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით. „რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით პარტიამ გაააქტიურა ორგანიზაციული რეფორმები და გადადგა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და აღნიშნულ გეგმაზე სრული კონცენტრირება. ამ ფონზე, გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო გვიხდება ამ განცხადების გაკეთება, რაც სხვა შემთხვევაში ჩვენთვის არ იქნებოდა პრიორიტეტული. ტვ პირველის „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია. ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში. შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით. ჩვენ არ ვაპირებდით ამ თემებზე საჯაროდ საუბარს, რადგანაც ეს არ არის ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და არ ეხება ქვეყანაში არსებულ მძიმე გამოწვევებს, თუმცა რადგან რამდენიმე ადამიანმა საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად გადაწყვიტა მცდარი ინფორმაციის გავრცელება, შევთანხმდით, რომ აუცილებელი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის დაფიქსირება. რუსული ოცნების სტრატეგიაა საზოგადეობაში გააჩინოს უიმედობა და ნიჰილიზმი. ამ მიზნით მათ არაერთხელ უცდიათ პროვოკაციების მოწყობა და ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირების სურათის შექმნა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების მიერ განხროციელებული ნაბიჯები და განცხადებები ნებსით თუ უნებლიედ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. აგრეთვე აღნიშნული ქმედებები ქმნიან ხელსაყრელ გარემოს, რათა ოლიგარქის მიერ მიტაცებულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა პარტიის აქტიურ წევრებზე ყალბი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა წამოიწყონ. ქვეყანა სოციალური და ეკომომიკური კუთხით უმძიმეს მდგომარეობაშია, ასიათასობით მოქალაქე ტოვებს საქართველოს, მუდმივად მიმდინარეობს ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილება, გამომჟღავნდა ხელისუფლების რუსული კავშირები და პრორუსული პოლიტიკა. ოლიგარქის სისტემა ირყევა. საზოგადოების აზრი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა - ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია ქვეყნის ევროპული პერსპექტივისათვის. ამ ვითარებაში, მთავარი აქცენტი ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დამარცხებაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი “რუსული ოცნების” სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების განცდის შექმნას. რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, რაზეც დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე პარტიაში დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობს. ეს ჩვენი არჩევანია, რადგან ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ თავს ჩვენს ამომრჩეველთან. ამავე დროს, “ნაციონალური მოძრაობა” ერთიანია სტრატეგიაში - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით, დაჩქარებული ტემპით აუცილებელი რეფორმების გატარება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წინაპირობა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, როგორ დავაჩქაროთ ოლიგარქის მმართველობის დასასრული საქართველოში. ჩვენთვის პარტიის არჩეული თავმჯდომარის და პარტიის მმართველობის მიმართ კრიტიკული და საქმიანი შენიშვნები მისასალმებელია. ამავე დროს, შეურაცხყოფა და ურთიერთობის ქუჩური წესი მიუღებელი და დაუშვებელია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გადაუხვევს ხელისუფლების ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილების არჩეულ სტრატეგიას და ამ გზაზე აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ეს იდეა არის მნიშვნელოვანი. ძალა ერთობაშია“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ვახტანგ გომელაური: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაპირისპირებაზე საქმე აღიძრა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაპირისპირების საკითხზე საქმე აღიძრა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს შორის დაპირისპირება მოხდა "საქმე აღვძარით, პრაქტიკაში როგორც გვაქვს. ვმუშაობთ და თუ რაიმე გამოიკვეთება, აუცილებლად გაცნობებთ ყველაფერს. საქმე, გუშინ საღამოს აღიძრა", - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.  

ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს მელიას თქმით, ეს არის ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება, რომელიც განზრახ აფერხებს საქართველოს ევროპულ გზაზე. "სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველების დიდი უმრავლესობის ნებაც, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. საუბრობს ევროინტეგრაციაზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე. დიახ, სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება, თუმცა, მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით, არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა, სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პირობებში და პარალელურად. შესაბამისად, მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონის, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალური განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი. გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას", - განაცხადა ნიკა მელიამ. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაზე თანაპარტიელების განცხადებას უპასუხა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნის თაობაზე თანაპარტიელების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოლეგების ბრიფინგზე „ახალი არაფერი თქმულა". ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს „მსურს, ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები, მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მით უმეტეს, შიდა პარტიულ არჩევნებში და მით უმეტეს მაშინ, როცა არცთუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა. ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის“, - განაცახდა მელიამ. მისივე თქმით, უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მით უმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები. „სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ - გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს. არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული - არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით. არჩევნები, სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ათი ათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი“, - აღნიშნა მელიამ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ, თუ არა ნიკა მელიას. „მათი გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას, ვინ იქნება კანდიდატი. ერთი რამ ცხადია, დაპირისპირება აქვთ და არ დაწყებულა გუშინ, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება“, - აღნიშნავს კალაძე. როგორც კალაძე განმარტავს, დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მიმდინარეობს.  

ნიკა მელია: ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს

ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ელჩი დეგნანი NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს „გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს. მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ, იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად“, – აღნიშნა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ნიკა მელია: არ უარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი

არ ვუარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხდი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნიკა მელია აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ შეხვდა. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გასცდა არათუ ოჯახის წუხილის, არა უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავ საკითხს, შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებთან. სალომე ზურაბიშვილი: ადამიანები, რომლებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს, მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია "არის საკითხები, როცა ბოლომდე გუალხდილი ვერ ხარ, თუმცა არ უარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი", - ამბობს მელია. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა „ევროპული მომავალის სტატუსი, რომელსაც თაობები მუდმივად ესწრაფოდნენ,  სამწუხაროდ, სრულფასოვნად ვერ მოვიპოვეთ. დღეს გაჩნდა ეს შანსი გარემოებებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ერთი ათად არის დაჩქარებული და საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა არის გახსნილი. ამის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა. რაც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ის ჰყავთ არაჩვეულებრივ პირობებში, ფაქტია, ადამიანი რაც საავადმყოფოში მოთავსდა, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ფარული ჩანაწერები დაგმო

მსჯავდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფარულ ჩანაწერებს გმობს. „არ იცოდა, მე მოვუყევი. გაუკვირდა, აღშფოთდა და თქვა: „რა დროს ჩანაწერებია. ამის დრო ახლა არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდება“. მოკლედ, დაგმო. ძალიან აღშფოთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თქვა რომ ეს ყველაფერი სისულელეა, ამის დრო არ არის და ყველამ ამას დაანებოს თავი და ეს სიბინძურეები უნდა დამთავრდეს“, - აცხადებს სააკაშვილი. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე უცენზურო სიტყვებით საუბრობს. გამოქვეყნებულ ვიდეოზე მითითებულია, რომ საუბარი ჩაწერილია 2021 წლის არჩევნებამდე.  

არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა „დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძნელია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ - ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება", - განაცხადა მელიამ. გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა  

ნიკა მელია: ფარდის მიღმა მყოფი ადამიანების გადაწყვეტილებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს არჩევითობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც პარტიის დღევანდელ ყრილობას არ დასწრებია, აცხადებს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა. ნიკა მელიას განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა, გადაწყვეტილება კი, „ფარდის მიღმა მყოფმა ადამიანებმა“ მიიღეს. „ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია, გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართელბასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით. იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე. „ტექნიკური ყრილობის" დასაწყისში ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ "გასაოცარ დემოკრატიასთან", მივიდნენ....ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს. მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს. ერთგულებაზე და ნაციონალური მოძრაობის 22 წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი "მეგობრებით" ჩაანაცვლეს. ყოველივე ეს არამხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს. ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია - მიუხედავად იმისა ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას. ჩრდილოვანი მმართველი, მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა - ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები „მცირესა და ტექნიკურს" უწოდებდნენ. გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა. ისე რომ "ტექნიკური ყრილობის" მონაწილეებმაც კი არ იცოდნენკრების მიერ, სადაც 335 დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს - დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი. თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას სამწუხაროდ ავიწყდებათ - პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება....", - წერს მელია განცხადებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პოლიტსაბჭოს კი, ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელებს.

ნიკა მელიას შეფასებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა სახელისუფლებო პარტიას კომფორტს უქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ამ შემთხვევაში ეფექტიანი ვერ იქნება. მისივე შეფასებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტი მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ექმენება. „რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“, - ამბობს ნიკა მელია Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 6 თებერვალს განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს 7 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა "ჩვენ არ ვეგუებით მოცემულობას. ახლა ბიძინა ივანიშვილს აქვს შემდეგი კარტი გაშლილი, რომელიც გათვლილია ჩვენს დანებებაზე. ჩვენ უნდა დავაფასოთ დეპუტატების ბრძოლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ყველანი ყოფილიყვნენ ამ ორი დღის განმავლობაში. მე ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ დავინახე და რომ ყოფილიყვნენ, დაეხმარებოდნენ კოლეგებს. ახლა მაინც უნდა შეუერთდნენ დარბაზში და მაქსიმალურად დრო უნდა გაიწელოს და განხილვაში უნდა შეყვნენ, რომ ხალხმა მოახერხოს მობილიზაცია ადგილზე და თუ ეს კანონი მაინც მიიღეს, აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა ნებისმიერ არამართლზომიერ ქმედებაში შესულ დეპუტატს სანქცია, ეს ამინდს ვერ შექმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ეს პროცესი ისტორიულია და შედეგი იქნება ორი - ან მრავალი ათწლეულით დამარცხება ან ძალიან დიდი ხნით გამარჯვება ჩვენი ეროვნული ინტერესებისა. ღალატი არამარტო მათი მხრიდან იქნება ჩადენილი თუ ამ კანონს მიიღებენ და თავიანთი გაუვათ, არამედ ჩვენს მიერაც იქნება ღალატი ჩადენილი, თუ ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ. მჯერა ქართველი ხალხის გონიერების და სიმტკიცის", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

გაუგონარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს ენმ-ის წევრებად ასაღებენ - "ნაციონალური მოძრაობა"

გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას ეხმაურება. „ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში. მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და, შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა თუმცა, ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ “იმედის”, პოსტივის" და “ქართული ოცნების” რიტორიკით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს “რუსული ოცნების” მტრული პროპაგანდის განმტკიცებას. გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას. პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც ჩვენი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ. სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ყველა ვინც საკუთარ თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ. „ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით, გაუგებრობის და ბუნდოვანების შემოტანა, არ ემსახურება არც პარტიისა და არც სახელმწიფოს ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ახლა ჯერი საზოგადოებაზეა - ნიკა მელია ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლაზე

ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ჟურნალისტებს განუცხადა. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული „სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები აქ არიან, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ დაბინავებულნი. ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი. ლავროვის უახლოესი ოჯახის წევრის, სიძის ძმის ქორწილს იხდიან, ლავროვის სიძე, ქალიშვილი, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, ავსტრალიის, ბრიტანეთის მიერ. ე.ი არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში. მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც ლავროვის მიერ. ის ხომ ავტორია იმ სისხლისღვრის, რაც 2008 წელს მოხდა. ბატონი ლავროვი და მისი ოჯახის წევრები ხომ არიან ავტორნი, რაც ხდება დღეს უკრაინაში. დღეს ხომ აქ უნდა გაბედონ და პუტინის, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უნდა უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება უკრაინას. გამარჯვება რუსეთს და დამარცხება ქართველ ერს. წარმოუდგენელი ცინიზმია, ვულგარული ცინიზმი“, – აღნიშნა მელიამ. ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა - რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა - მელია

რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა, - “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელი სოციალურ ქსელში წერს. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული „ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა! რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა! თუმცა, სანამ არ დავამარცხებთ ქვეყნის რუსიფიკაციის მიზეზს, მოგვიწევს მათ სიმპტომებთან ბრძოლა ყოველდღიურად, ყველგან და ყველას! ვიბრძოლებთ და ვიზეიმებთ საქართველოს ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელებას!“, - წერს მელია. პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.  

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ დარღვევა არ დაადგინა

ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის მიმართ დარღვევა არ დაადგინა. საჩივარი 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას შეეხებოდა. მელია მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი: მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები არცერთ ამ ნაწილში მის მიმართ დარღვევა არ დადგინდა. ნიკა მელია ბრალდებული იყო 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. მელია 2021 წლის 23 თებერვალს დილით, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა. ევროკავშირმა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი გადაიხადა. მელიამ ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა. განახლება: ნიკა მელია საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება: არ გადავიხადე გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული. დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე, რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად, დიდი ხანია, ისევ დამიჭერდნენ. ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ – მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ. საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ „საჭიროებამდე“, ასეთია ოცნების „სამართალი“. ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა,“ – წერს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ნიკა მელია დააკავეს

გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ქართული მედიასაშუალებები ადგილიდან იუწყებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელია, ასევე, პარტიის სხვა წევრები - ბესო გაზდელიანი და ბაჩო დოლიძე პოლიციამ დააკავეს. თავად მელიამ „დაკავებამდე“ განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა. შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.  ასევე მედიის ცნობით, გლდანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. თავად ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმითვე, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავდახმას დღეს თბილისის საკრებულოში მომხდარს უკავშირებენ, რა დროსაც ეძგვერაძე და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

გამომძიებლის თქმით, ნიკა მელია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია, უარს აცხადებს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს ჰქონდა, თუ არა ადგილი მის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა განუცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში შეხვდა დაკავებულ ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, თუმცა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. „შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები. უშუალოდ, როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება. თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ნიკანორ მელიას მხრიდან ინფორმაციის მოწოდება მოხდება შესაბამისი რეაგირება განხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი ლუხოშვილმა. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაზიანებები აღენიშნება, ტანსაცმელი შემოხეული აქვს და ორივე მაჯის არეში შეშუპება - პოლიციელზე თავდასხმა არცერთი დაკავებულის მხრიდან არ იკვეთება. როგორც ადვოკატი განმარტავს, სამივე დაკავებული პირი უარყოფს რაიმე სახის ძალადობის განხორციელებას პოლიციის თანამშრომლებზე. მისვე თქმით, უბრალოდ მოხდა სიტუაციის ესკალაცია და იყო ემოციური ფონი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათი რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიამ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს "დაუყოვნებლივ აცნობა და სწრაფ რეაგირებას ელოდება." პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა  

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო. დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს. „თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა... ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, უბრალოდ, ეს შეუსრულებელი და მიუღწეველი მისიაა. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება რომელიც დგას კრიმინალებზე. ჩვენ დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხნენ ჩვენს მეგობარს, არანაირი განსხვავება არ არის. ისინი ფეხაწყობილებიმ სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში,“ - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს. პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა  

„ნაციონალური მოძრაობა“: ნიკა მელია პარტიას არ წარმოადგენს, საკითხი დახურულია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას არ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. განცხადებაში ნათქვამია, რომ მრავალთვიანი მცდელობის მიუხედავად, ყოფილი თავმჯდომარე პარტიას არ დაუბრუნდა და არც მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს იზიარებს. განცხადების თანახმად, მელია "პარტიის დაზიანების კამპანიას" აგრძელებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა," - წერია განცხადებაში.  

ნიკა მელია: მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში

ნიკა მელიამ, დღეს, 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიდის, "წინ მომავლისკენ", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ოფიციალურად ტოვებს თუ არა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მელიამ მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და აღნიშნა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას. „მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში. ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი მჯერა რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი," - განაცხადა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე. დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა. „საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით,“- განაცხადა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მელიაზე საუბრისას. მისივე თქმით, მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა.“ პარალელურად, ნიკა მელია საუბრობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში." „სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა. ეს პარტიაც პოლიტიკაში გამდიდრებულმა ადამიანებმა გადააქციეს ვიწრო კლუბურ მოძრაობად,“ - განაცხადა მან ასევე 7 დეკემბრის ბფრიფინგზე. განახლება: ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს. „დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, შესაბამის პერიოდში დაფუძნდება," - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან.“  

მამუკა ხაზარაძე: მე და ნიკა მელია სტრატეგიულად პარტნიორები ვიქნებით

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან თანამშრომლომაზე ისაუბრა. შესაბამისი განცხადება მან „ტვპირველის“ ეთერში გააკეთა. „არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა გვაქვს, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და სათავეში მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ხომ არ არის შანსი მელიასთან გაერთიანების, ასევე არსებობს ინფორმაცია, დიდი ცენტრი შექმნასთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძემ ამ შეკითხვისაც უპასუხა. „არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პარტიას. ვეძებ იმ ადამიანებს, რომელთა მიზანი, ბიოგრაფია, წარსული ემთხვევა ჩვენს მიზანს, დეენემს. არასდროს ვყოფილვარ ხელოვნური გაერთიანების მომხრე, ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ. გაერთიანებასთან დაკავშირებით ადამიანები რატომ გულისხმობთ, რომ აუცილებლად ერთი პარტია უნდა იყოს. შეიძლება, ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდეთ, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს და ჩვენს პარტიას ვავითარებთ,“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. ნიკა მელია: მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში  

ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ და "მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პარტია - „ახალი“ შექმნეს. პარტიის შესახებ ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ თბილისში, სასტუმრო "შერატონში" ისაუბრეს. „ახალი“ არჩევნებში 4 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ.“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. გვარამიამ გაერთიანება "ახალის" ფერებსა და ლოგოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელიის ფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და თეთრთან ერთად რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, ეს არის ჩვენი წინ მიმართული ისარი, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ, არ გავიხედავთ უკან და მივაღწევთ წარმატებას,“ - განაცხადა გვარამიამ. "ახალის" წევრები არიან: "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი - გიორგი კირთაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - მაია კოპალეიშვილი და ა.შ.