თეგი: რომან აბრამოვიჩი
დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა
სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters
სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ორშაბათს თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში შენიშნეს. Reuters-ის ცნობით, სანქცირებული რუსი ოლიგარქი სტამბოლის რეისს ელოდებოდა. სააგენტოს მიერ მოპოვებული ფოტოს მიხედვით, ბრიტანულ საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი აეროპორტის VIP დარბაზში იმყოფება. Reuters-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, ნამდვილად ჩაჯდა თუ არა აბრამოვიჩი თვითმფრინავში. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.
სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელთან დაკავშირებული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა. მანამდე, თვითმფრინავმა ხანმოკლე შეჩერება სტამბოლში გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ, FLIGHTRADAR24-ის მონაცემებებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. თვითმფრინავი, რომელიც დაკავშირებულია აბრამოვიჩთან, სტამბოლში ისრაელიდან ორშაბათს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც თავად აბრამოვიჩი, თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში დააფიქსირეს. ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა
რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
„ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა, Solaris-ი თურქეთისკენ მიემართება. ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს. აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი. აბრამოვიჩის მეორე იახტა, Eclipse ალჟირის სანაპიროსკენ მიემართება. მისი უახლოესი ევროპული პორტი იტალიაშია, სადაც კიდევ ერთ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს, ახლახან იტალიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში 444 მილიონი ფუნტის ღირებულების სუპერიახტა ჩამოართვა. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის ასარიდებლად იახტები თურქეთში გადაიყვანა
რუსმა მიალიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით თურქეთში უკვე მეორე იახტა გადაიყვანა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამასთან გამოცემა წერს, რომ მდიდარი რუსები სანქციებისგან თავის ასარიდებლად ინვესტიციებს თურქეთში გეგმავენ. Eclipse, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტაა162.5 მეტრის (533 ფუტი) სიგრძით, კურორტ მარმარისში, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, საბერძნეთის კუნძულებზე გავლით მოხვდა. იახტა ბერმუდის დროშის ქვეშ ცურავს. აბრამოვიჩის მეორე იახტა Solaris $600 მილიონი ღირს. იახტაზე 100 ადამიანი ეტევა. ეს იახტა ერთი დღით ადრე კურორტ ბოდრუმში ჩავიდა, რათა თავიდან აირიდოს ევროკავშირის ქვეყნების წყლები, რომლებიც სანქცირებული ტერიტორიაა რუსი ოლიგარქებითვის. ცნობილია, რომ თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას უკრაიანაში, მაგრამ მაინც ეწინააღმდება NATO-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
WSJ: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ
"მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო გავრცელდებოდა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" მფლობელზე რომან აბრამოვიჩიზე", - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ამის მიზეზი იყო ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავება ურჩია, რომელმაც შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
აბრამოვიჩი დუბაიში ახალ აპარტამენტებს ეძებს – Bloomberg
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ახალ აპარტამენტებს დუბაიში ეძებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გასილ ლვირას ის უძრავი ქონებით ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე (ხელოვნური კუნძულები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) დაინტერესდა. ამ დროისთვის რუსი მილიარდერის ადგილსამყოფელი უცნობია. მისი კერძო თვითმფრინავი მარტში დუბაიში შენიშნეს, თუმცა უცნობია იყო თუ არა ბორტზე თავად ოლიგარქი. ბრიტანეთმა და ევროსაბჭომ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა, თუმცა არაბთა გაერთიანებულ საამიროები ამ სანქციებს არ მიუერთდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკა აქვთ და ამიტომ სანქციების დაწესებისგან თავს იკავებენ. Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ფარულად ჩამოვიდა. ამის შეასახებ პოლონური businessinsider წერს. გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქი პოლონეთში უკრაინიდან „სპეციალური მატარებლით“ ჩავიდა. „ის პოლონეთში 24 მარტს უნდა ჩამოსულიყო და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შემოწმებისას პორტუგალიის პასპორტი უნდა წარმოედგინა“, - წერს გამოცემა. businessinsider ვარაუდობს, რომ რუსი ოლიგარქი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა, რადგან პოლონეთში უკრაინიდან შემოვიდა და არაა გამორიცხული, რომ მანამდე პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელინსკისაც შეხვდა. WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
კრემლმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩის მონაწილეობა დაადასტურა
კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მას შემდეგ, რაც ამასთან დაკავშირებით ცნობები მედიაში გავრცელდა. სატელეფონო კონფერენციაზე The Wall Street Journal-ის კითხვის პასუხად კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში ჩართული იყო, - „საწყის ეტაპზე ამრამოვიჩი რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ეს სიმართლეა“. ამის შემდეგ პესკოვმა სხვა დეტალებზე ნაკლებად გაამახვილა ყურადღება, თუმცა დაამატა, რომ „მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს ორ უკრაინულ და რუსულ ჯგუფს შორის“. ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში. მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
ბრიტანეთში აბრამოვიჩის მეგობრის შვინდლერის ორი თვითმფრინავი დააკავეს
ბრიტანეთის ხელისიფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა, რომელიც რუს ოლიგარქ ევგენი შვინდლერს ეკუთვნის, რომელიც რომან აბრამოვიჩის მეგობარია. ამის შესახებ The Guardian წერს. ბრიტანეთის ხელიუფლება ორი თვითმფრინავის წარმომავლობას სამი კვირა იკვლევდა. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ გამოსცა დადგენილება თვითმფრინავების დაკავების შესახებ, რადგან გაირკვა, რომ ისინი სანქციების ქვეშ მოექცა. The Times-ის მონაცემებით თვითმფრინავი Bombardier Global 6500 $45მილიონი ღირს და ფარნბოროს აეროპორტში დგას. მეორე Cessna Citation Latitude, რომლის ფასიც $13 მილიონია ბიგინ-ჰილზში. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
WSJ: აბრამოვიჩსა და მასთან შეხვედრაზე მყოფ უკრაინის დელეგაციის წევრებს სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ. აბრამოვიჩს მოწამვლის სიმტომები მარტის დასაწყისში, კიევში შეხვედრის შემდეგ გამოუვლინდა, ამ ინფორმაციას გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით დღეს 28 მარტს აქვეყნებს. „კერძოდ, თვალების სიწითლე, ცრემლდენა, კანის ქავილი სახეზე და ხელებზე ასევე აღენიშნებოდათ უკრაინის დელეგაციის მაღალჩინოსნებსაც. ამ დროისთვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათ სიცოცხლეს აფრთხე არ ემუქრება. მაგრამ გარკვეული არაა, რამ გამოიწვია ეს სიმპტომები“, - წერს გამოცემა აბრამოვიჩის ახლობელზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი. კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში. მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
უკრაინელმა დეპუტატმა რუსტამ უმეროვმა მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
უკრაინელი დეპუტატი რუსტამ უმეროვი, რომელიც რომან აბრამოვიჩთან ერთად რუსეთ-უკრაინის სამშიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა ყვითელ ამბავზე, რომელიც გავრცელდა. გთხოვთ არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენთან საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს. თავს გაუფრთხილდით. Slava Ukraini!" The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ. როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი. კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში. მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
პოდოლიაკი მოწამვლაზე: მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Wall Street Journal-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების სამი მონაწილე, მათ შორის რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და უკრაინის პარლამენტის წევრი, რუსტემ უმეროვი, სავარაუდოდ, მოწამლეს. „მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს". - თქვა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, საინფორმაციო ველში ახლა ბევრი სპეკულაციაა, სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტები. "სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ". - თქვა პოდოლიაკმა. უკრაინელი დეპუტატი რუსტამ უმეროვი, რომელიც რომან აბრამოვიჩთან ერთად რუსეთ-უკრაინის სამშიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ. როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი. მანამდე, კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში. მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთში, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი იმყოფება თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე "დოლმაბაჰჩეს" სასახლეში, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "როა-ნოვოსტი" იუწყება. მათივე ცნობით, აბრამოვიჩი გაესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთში, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი იმყოფება თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე "დოლმაბაჰჩეს" სასახლეში, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "როა-ნოვოსტი" იუწყება. მათივე ცნობით, აბრამოვიჩი გაესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო
Financial Times: რატომ მონაწილეობს ოლიგარქი აბრამოვიჩი რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი უკრაინაში ომის პირველივე დღეებიდან ერთდროულად საკმაოდ ბუნდოვან და საინტერესო ფიგურად იქცა. ამის შესახებ Financial Times წერს. აბრამოვიჩი მთელი ძალიათ ცდილობდა კრემლისგან დისტანცირებას, თუმცა ის პუტინის „ნდობით აღჭურვილი“ პირი გახდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. გამოცემა ცდილობს ამოხსნას, აბრამოვიჩს ენდობა პუტინი თუ ოლიგარქი რუსეთის პრეზიდენტის მძევალია. პუტინი ენდობა აბრამოვიჩს თუ სჯერა 2014 წელს როცა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა და დონბასში ომი დაიწყო, აშშ-მ და ევროკავშირმა პუტინის გარემოცვას სანქციები დაუწესა, თუმცა მათ შორის არ იყო აბრამოვჩი უკრაინაში შეჭრის დღეს, 24 თებერვალს პუტინმა კრემლში მსხვილი რუსი ბიზნესმენები დაიბარა. მოწვეულთა შორის იყო აბრამოვიჩი, თუმცა მან დაიგვიანა და პრეზიდენტს პირადად შეხვდა. Financial Times სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა თავად მისცა „კურთხევა“ აბრამოვიჩს, რომ რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში ჩართულიყო. 29 მარტს სტამბოლში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცახდა, რომ აბრამოვიჩის ყოფნა მოლაპარაკებებზე ადასტურებს იმას, რომ „პუტინი ენდობა და სჯერა აბრამოვიჩის“. „აბრამოვიჩს პუტინთან ამდენი არასდროს ულაპარაკია, როგორც ბოლო თვეს“, ამბობს Financial Times-ის წყარო. აქვე ცნპბილია, რომ აბრამოვიჩი იყო მათ შორის, ვინც ამბობდა რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას. „ისინი მძევლები არიან და უნდა უსმონონ პუტინს“ ომის დასაწყისში აბრამოვიჩმა გასაყიდად გამოიტანა „ჩელსი“, ორი იახტა კარიბის ზღვიდან თურქეთში გადაიყვანა, ორი საინვესტიციო კომპანიის კონტროლი პარტნიორს გადააბარა. ის ცდილობს თავისი ქონება გადაარჩინოს, რომელსაც Forbes $8,4 მილიარდად აფასებს. გამოცემა წერს, რომ დასავლეთის სანქციები მიზნად ისახავს მსხვილი რუსი ბიზნესმენები პუტინის წინააღმდეგ განაწყოს. თუმცა ამ დრომდე პუტინის მისამართით მათ კრიტიკული პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. „ოლიგარქებს ჰქონდათ ძალაუფლება, როდესაც ჰქონდათ დასავლეთში აქტივები. ახლა ისინი სრულად რუსეთზე არიან დამოკიდებული. მათ დაკარგეს ყველაფერი, რუსული აქტივების გარდა, ისინი მძევლები არიან და უნდა უსმინონ პუტინს“, - ირწმუნება Financial Times-თან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი. ასევე წაიკითხეთ პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთში, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
კუნძულმა ჯერსიმ რომან აბრამოვის $7 მილიარდის აქტივები გაუყინა
რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს კუნძულმა ჯერსიმ $7 მილიონის აქტივები გაუყინა. აქტივების გაყინვის ბრძანება ჯერსის სამეფო სასამართლომ გასცა, ამავდროულად პოლიციამ გაჩხრიკა ის შენობა, რომელიც შესაძლოა ოლიგარქთან ყოფილიყო კავშირში. მედიის ცნობით, $7 მილიარდი აბრამოვიჩის ქონების ნახევარია. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რუსი ოლიგარქი $13,9 მილიარდით 131-ე ადგილზეა. კუნძულ ჯერსის ბრიტანეთის სამეფო მართავს და მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის მიმზიდველია და „საგადასახადო სამოთხედ“ მიიჩნევა. დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესა. მისი აქტივები ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინულია, ასევე აეკრძალა გარიგებები ბრიტანეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე შეეზღუდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
ბრიტანეთმა სანქციები აბრამოვიჩის გარემოცვიდან კიდევ ორ ოლიგარქს დაუწესა
ბრიტანეთმა სანქციები კიდევ ორ რუს ოლიგარქს დაუწესა. ევგენი ტენენბაუმი და დავიდ დავიდოვიჩი რუსეთის პრეზიდენტისა და რომან აბრამოვიჩის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. ამ დროისთვის, ბრიტანეთში მათი ყველა აქტივი გაყინულია. ოლიგარქების კუთვნილ თვითმფრინავებსა და იახტებს ქვეყნის საგადასახადო სამსახური აკონტროლებს. ამ ორი ოლიგარქის მფლობელობაში ბრიტანეთში არსებული აქტივების ღირებულება 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. „ეს ბრიტანეთის ისტორიაში უცხოური აქტივებს გაყინვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. ევგენი ტენენბაუმი, რომან აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორი და ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორია. ცნობილია, რომ აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას ცდილობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, 24 თებერვალს, ტენენბაუმმა საინვესტიციო კომპანია Evrington Investments Limited-ის ხელმძღვანელობა გადაიბარა, მარტიდან კომპანიას დავიდოვიჩი მართავს. შეგახსენებთ, რომ კუნძულ ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის $7 მილიარდი [5,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი] აქტივები დაუყადაღა, რაც მედიის ცნობით, აბრამოვიჩის ქონების ნახევარია. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რუსი ოლიგარქი $13,9 მილიარდით 131-ე ადგილზეა. დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესა. მისი აქტივები ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინულია, ასევე აეკრძალა გარიგებები ბრიტანეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე შეეზღუდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
რომან აბრამოვიჩს საფრანგეთის სანაპიროზე ძვირადღირებული ვილა ჩამოართვეს
რომან აბრამოვიჩს სასახლე საფრანგეთის პოლიციამ მილიარდერის აქტივების დაყადაღების ფარგლებში ჩამოართვა, იტყობინება Le Parisien-ი. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დაყადაღებულია სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაში არსებული ოთხი იახტა და ექვსი ვერტმფრენი. მათ შორის არის აბრამოვიჩის ქონებაც. ერთ-ერთია ფრანგულ რივიერაზე, კანსა და ნიცას შორის, კაპ დ'ანტიბში მდებარე სასახლე, რომლის აღსადგენად აბრამოვიჩმა 110 მლნ დოლარამდე დახარჯა. სასახლე 1920 წელს ბერძენმა მილიარდერმა, არისტოტელე ონასისმა ააშენა. 1970-იან წლებში ის ხანძრისას დაზარალდა.
Bloomberg: რომან აბრამოვიჩი კიევში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესის განახლების მიზნით ჩავიდა
ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი კიევშია. აბრამოვიჩის მიზანია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლება. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. ინფორმირებულმა წყარომ Bloomberg-ს აცნობა, რომ აბრამოვიჩი კიევში შეეცადა უკკრაინულ მხარესთან რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის განახლებაზე შეთანხმებას. მედიის ცნობით, რუსი ოლიგარქი სავარაუდოდ, უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში არიან ჩართულნი. ამასთან, წყაროს ცნობით, აბრამოვიჩმა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის გზებზე ისაუბრა. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მედიამ კიევის ოლქში ბუჩაში დაღუპული ადამიანის ცხედრების ფოტომასალა გაასაჯაროვა. აბრამოვიჩის სპიკერმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ის კიევში არ იმყოფება და ოლიგარქის ვიზიტზე კომენტარს არ გააკეთებს. ასევე, აბრამოვიჩის ვიზიტზე კომენტარი გამოცემასთან არ გააკეთეს არც უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მიხაილო პოდოლიაკმა და არც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს 16 აპრილს განუცხადა, რომ აბრამოვიჩი არ არის ნეიტრალური მხარე და მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქისა და უკრაინის დელეგაციის ინტერესები არ ემთხვევა. თუმცა უკრაინის დელეგაცია იმედოვნებს, რომ შესაძლოა, აბრამოვიჩი საკითხის დიპლომატიურ დარეგულირებაში დაეხმაროთ. რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი 29 მარტს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა. მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში. WSJ-ცნობით, კი ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ $5,2 მილიარდად გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია
ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყიდვის სურვილი ბიზნესმენების კონსორციუმმა გამოთქვა, რომლის შემადგენლობაშიცაა ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბელი, რომელიც ბეისბოლის გუნდის „ლოს-ანჯელეს დოდჯერს“-ის თანამფლობელია. „ჩელსის“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების დეტალები შეთანხმებულია. გარიგების თანახმად, კონსორციუმი საფეხბურთო კლუბში 4,25 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ($5,2 მილიარდი) გადაიხდის. აქედან 2,5 მილიარდი ფუნტი „ჩელსის“ აქციების შესყიდვაზე მიემართება. დანარჩენი თანხა კი ბრიტანეთში აბრამოვიჩის გაყინულ ანგარიშზე მოხვდება. აბრამოვიჩი თანხის დახარჯვას ქველმოქმედებაზე გეგმავს. 1,75 მილიარდი ფუნტის დახარჯვას, საფეხბურთო კლუბის მფლობელები მის განვითარებაზე დახარჯავენ. ამასთან, იგეგმება ინვესტირება ქალთა გუნდშიც, „ჩელსის“ აკადემიაში და ლონდონში, ორი სტადიონის შესაკეთებლად. ბიზნესმენების კონსორციუმში ტოდ ბილის გარდა გაწევრიანდნენ ამერიკელი ბიზნესმენი, მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital. გარიგება მაისის ბოლოს დაიხურება. საბოლოოდ გარიგება უნდა დაამტკიცოს ინგლისის საფეხბურთო ხელისუფლებამ და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ. რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ 2003 წლიდან ფლობს. მან კლუბის გაყიდვის შესახებ მარტში გამოაცხადა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ მოხვდებოდა უკრაინაში ომის გამო. აბრამოვიჩმა თქვა, რომ კლუბის გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად იყო შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ
რუსი მილიარდერები რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამო, The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულიდან გავიდნენ. აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა აბრამოვიჩი 2021 წელთან შედარებით, 20 საფეხურით ჩამოქვეითდა. ახლა ის რეიტინგის 28-ე პოზიციაზეა. უსმანოვმა რეიტინგში მე-6 -დან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. LetterOne Holdings-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა მიხაილ ფრიდმანმა ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა (2021 წელს მე-11 ადგილზე იყო). რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა LetterOne-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი ალექსეი კუზმიჩევმა 34-დან 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. ელენა ბატურინა, „ინტეკო მენეჯმენტის“ პრეზიდენტი, 160-ე ადგილზეა (შარშან 153-ე პოზიცია ეკავა). შეგახსენებთ, რომ რუს ბიზნესმენებს სანქციების რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდათ.
ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. სანქცირებული რომან აბრამოვიჩი გაყიდვისგან სარგებელს ვერ მიიღებს
„გუშინ ღამით მთავრობამ გასცა ლიცენზია, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის ნებართვას იძლევა”, - ამის შესახებ დაწერა „ტვიტერზე“ ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში ნადინ დორისმა. ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებიდან რუსი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი სარგებელს ვერ მიიღებს. ცნობისთვის, „ჩელსის“ გაყიდვით სრულდება აბრამოვიჩის მიერ კლუბის ფლობის თითქმის ოცწლიანი ისტორია. კრემლთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა. შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს 140 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. განვლილ 15 წელიწადში ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ - ევროპა ლიგა, ხოლო ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები ჯამში რვაჯერ. ამასთანავე აბრამოვიჩმა გუნდის წარმატებისთვის უამრავი მილიონი დახარჯა ფეხბურთელების შესაძენად. ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
Bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა
რუსი ბიზნესმენისა და ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის „ლონდონის იმპერია “სანქციების გამო ჩამოინგრა. მისი ქონება საფეხბურთო კლუბ „ჩელსიდან“-მდიდრულ სახლებამდე და Evraz Plc-ის წილით დაყადაღებულია. ამის შესახებ Bloomberg წერს. ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. სანქცირებული რომან აბრამოვიჩი გაყიდვისგან სარგებელს ვერ მიიღებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე „მილიარდერების ინდექსის“ მიხედვით, რომან აბრამოვიჩის ლონდონის აქტივები $4,8 მილიარდს შეადგენდა. უკანასკნელი დარტყმა აბრამოვიჩმა გასულ თვეში მიიღო, როცა MHC-მა, რომელიც კონფლიქტამდე მისი ოჯახის ოფისის შემადგენლობაში ფუნქციონირებდა, ლიკვიდაციაზე შეიტანა განაცხადი. რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ Bloomberg წერს ბიზნესმენის სასახლეზე, რომელიც კენსინგტონში - ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, ფოლადის მაგნატის ლაკშმი მიტალისა და Warner Music Group-ის მფლობელი ლეონიდ ბლავატნიკის მეზობლად მდებარეობს. ახლა ეს სახლი სანქციების გამო დაყადაღებულია. ბრიტანეთმა სანქციები აბრამოვიჩის გარემოცვიდან კიდევ ორ ოლიგარქს დაუწესა გამოცემა წერს, რომ 55 წლის აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუსი ოლიგარქია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკაში მილიარდების ინვესტიცია ჩადო. მან ჩელსის საფეხბურთო კლუბი 2003 წელს £140 მილიონად შეიძინა. გაყიდვამდე აბრამოვიჩმა კლუბისთვის £1 მილიარდის დაფინანსება უზრუნველყო, ხოლო გარიგებიდან თანხების ნაწილი უკრაინის დასახმარებლად გამოიყო. კლუბის ახალი მფლობელთა ჯგუფი, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით, შემდგომში £1.75 მილიარდის ინვესტიციის პირობით £2,5 მილიარდის გადახდას დათანხმდა. ცოტა ხნით ადრე, სანამ დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდებოდა, აბრამოვიჩი ლონდონში ორი საკუთრების გაყიდვას ცდილობდა. თუმცა, მას ქონების გაყიდვა აღარ შეუძლია, სანამ გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. ასევე, ნებისმიერი ნაღდი ფული, რომელიც აბრამოვიჩს ქვეყანაში აქვს შენახული, ანგარიშებზე გაყინული რჩება. რუს ოლიგარქს არ აქვს უფლება გაყიდოს წილი Evraz-ში, რომელიც მისი ყველაზე დიდი აქტივი იყო და მაისში დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.
რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩი მეტალურგიულ გიგანტ Evraz-ის აქტივებს ყიდის
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, მეტალურგიული გიგანტ Evraz-ის აქტივების გაყიდვას ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავს. ამის შესახებ კომპანია განცახდებას ავცელებს. Bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა აქტივები, რომლის გაყიდვასაც აბრამოვიჩი გეგმავს, მოიცავს ელექტრო ფოლადის წარმოებას და ნაგლინი ფოლადისა და მილების ქარხნებს. ფოლადის მწარმოებელი გიგანტი Evraz-ი და მისი მთავარი აქციონერი რომან აბრამოვიჩი გაზაფხულიდან ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. Evraz-ის უმსხვილესი აქციონერები არიან: მილიარდერი რომან აბრამოვიჩი (28,64%) და მისი პარტნიორების სტრუქტურები - ალექსანდრე აბრამოვი (შპს Abiglaze, 19,32%) და ალექსანდრე ფროლოვი (Crosland Global Limited, 9,65%), ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე 2022 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რუს ოლიგარქ აბრამოვიჩის Eclipse-მა თურქეთის სანაპიროსთან ღუზა ჩაუშვა
რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის რომან აბრამოვიჩის Eclipse-მა, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საკურორტო რაიონში, მარმარისში ღუზა ჩაუშვა. რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News 164 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის იახტას ექვსი სართული აქვს, ასევე აუზი და შვეულმფრენის მოედანი, ასევე საშუალო ზომის წყალქვეშა აპარატი. რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა მარმარისის მცხოვრებნი და სტუმრები აბრამოვიჩის კუთვნილ იახტასთან ფოტოებს იღებენ. 2010 წელს Eclipse-ს ღირებულება 340 მილიონ ევროს შეადგენდა. ლუქსის კლასის იახტა, თურქეთის ერთი კვირაა რაც თურქეთის სანაპიროზე ფიქსირდება. მანამდე Eclipse ალჟირის სანაპიროსთან დაფიქსირდა. აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი. ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს. bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა
Bloomberg: ოლიგარქი აბრამოვიჩი, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის პროცესში მონაწილეობდა
რუსი მილიარდერი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი,საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს მოლაპარაკების ფარგლებში შეხვდა, რის შემდეგაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი განხორციელდა. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ბიზნესმენისა და პრინცის შეხვედრა ერ-რიადში აგვისტოს ბოლოს შედგა. Bloomberg-ის წყაროები სხვა დეტალებს არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. ბრიტანული ტაბლოიდი The Sun იტყობინება, რომ აბრამოვიჩმა „გადამწყვეტი როლი ითამაშა" ბრიტანეთის ხუთი მოქალაქის გათავისუფლებაში, რომლებიც რუსმა სამხედროებმა უკრაინაში დაატყვევეს და სამშობლოში ტყვეთა გაცვლის ფარგლებში დაბრუნდნენ. ამის შესახებ გამოცემას ერთ-ერთმა ყოფილმა ტყვემ, ჯონ ჰარდინგმა განუცხადა, რომელიც ამტკიცებს, რომ ამის შესახებ მილიარდერის თანაშემწემ უთხრა. ჰარდინგმა თქვა, რომ აბრამოვიჩი ბრიტანელ პატიმრებს კერძო თვითმფრინავში შეხვდა, რომელმაც გაცვლის შემდეგ ისინი რუსეთიდან ერ-რიადში წაიყვანა. მისი თქმით, მილიარდერმა ყველა გათავისუფლებულ ბრიტანელს iPhone აჩუქა, ფრენის დროს სტეიკებით გაუმასპინძლდა და ფეხბურთზე ესაუბრა. როგორც ცნობილია, 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი, მათ შორის 124 ოფიცერი, ასევე 10 უცხოელი გათავისუფლდა. ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი და 55 რუსი ჯარისკაცი რუსულ მხარეს დააბრუნეს. გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არის 188 აზოვსტალის დამცველი, მათ შორის აზოვის პოლკის 108 მეომარი, ეროვნული გვარდიის სამსახურის წევრები, საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციის ოფიცრები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის ხუთი მეთაური ახლა უსაფრთხო პირობებში იმყოფება თურქეთში, სადაც ისინი ომის დასრულებამდე დარჩებიან.
კანადა რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაციას იწყებს
კანადის ხელისუფლებამ, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული ქონების კონფისკაცია დაიწყო. ის ფლობს Granite Capital Holdings-ს კანადაში, რომლის ღირებულება $26 მილიონს შეადგენს. ეს არის პირველი პროცესი ქვეყანაში, როდესაც სანქცირებული რუსი მფლობელების ქონება დაყადაღდა. კანადის მთავრობა კონფისკაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს უკრაინის აღსადგენად და რუსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის გამოიყენებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კანადა აპირებს გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე და მათზე, ვინც სარგებლობს უკრაინის ომით. მას კანადის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილანდი დაეთანხმნენ. „პუტინის ოლიგარქები მონაწილეობენ რუსეთის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაში უკრაინაში. კანადა არ იქნება მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი, ”- თქვა კანადის ვიცეპრემიერმა. რომან აბრამოვიჩი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, Forbes-ის ქონება მიმდინარე წელს $6 900 მილიონად არის შეფასებული. ის კანადის სანქციების ქვეშ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე მოექცა. აბრამოვიჩი ასევე არის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანქციების სიაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 2100-ზე მეტ ფიზიკურ პირს და კომპანიას, რომლებიც კანადის მთავრობის აზრით, ანექსიაში მონაწილეობდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, კანადის სანქციების სიას დაემატა 1500-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.
Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა
გაზეთ The Guardian-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში ომის დაწყებამდე თავისი აქტივების უდიდესი ნაწილი ოფშორში გადაიტანა. Guardian-ის მიერ ნანახი ფაილები აჩვენებს, რომ აბრამოვიჩის ინტერესებისთვის შექმნილ 10 ოფშორული კომპანიაში რეორგანიზაცია 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, სამი კვირით ადრე განხორცილდა, სანამ რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. აბრამოვიჩის ფინანსური საქმეების მასიური რეორგანიზაცია რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობები დაემუქრნენ რუს ოლიგარქებს სანქციების დაწესებით, იმ შემთხვევაში თუ „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყებოდა. აბრამოვიჩის შვიდი შვილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა, გახდნენ ტრასტების ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის აქტივები, მათ შორის ძვირადღირებული უძრავი ქონება და სუპერიახტების, ვერტმფრენების და კერძო თვითმფრინავების ფლოტი. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მთავრობებმა აბრამოვიჩს, პუტინთან ახლო ურთიერთობების გამო „პროკრემლისტური ოლიგარქი“ შეარქვეს და სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესეს. აბრამოვიჩმა უარყო ფინანსური კავშირები კრემლთან და ევროკავშირის ზომების გაუქმების შესახებ სარჩელი შეიტანა. აბრამოვიჩი, რომელსაც ერთდროულად რუსეთის, ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს, აშშ-ის სანქციების სიაში არ შედის. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ თეთრ სახლს სთხოვა, არ დაეწესებინა სანქციები მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არაოფიციალური შუამავალი გახდა. როგორც ჩანს, ფაილები მოპოვებულია კვიპროსში დაფუძნებული ოფშორული სერვისის პროვაიდერის გატეხვით, რომელიც მართავს აბრამოვიჩის ტრასტებს. დოკუმენტების დიდი ქეში ანონიმურად გადაეცა Guardian-ს. ფაილებიდან ჩანს, რომ 2022 წლის თებერვალში, JI-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აბრამოვიჩი გარიცხეს FBI-ს მიერ გამოვლენილი ორი ტრასტის ბენეფიციარებიდან. ამასობაში მისი შვილები მამის სასარგებლოდ შექმნილი რვა დამატებითი ტრასტის ბენეფიციარებად დანიშნეს. სანქციების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები შესაძლოა, „მიზანმიმართული იყო, მაგრამ არა უკანონო“. მათი თქმით, რეორგანიზაციამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას, რომელიც ახლა ამუშავებს აქტივებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აბრამოვიჩის საკუთრება იყო, რადგან ისინი განსაზღვრავენ, თუ ვინ ფლობს და აკონტროლებს მრავალმილიარდ დოლარიან ქონებას: ოლიგარქი თუ მისი შვილები? აბრამოვიჩმა და მისმა შვილებმა The Guardian-ს ამ კითხვაზე არ უპასუხეს. რომან აბრამოვიჩი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი მის დღევანდელ ქონებას 6,9 მილიარდ დოლარად აფასებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. აბრამოვიჩს შვიდი შვილი ჰყავს. ხუთი მათგანი სრულწლოვანია. ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა.
ოლიგარქ აბრამოვიჩს, „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული $2,8 მილიარდის უკრაინისთვის გადარიცხვა სურს - მედია
ბიზნესმენი და რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი გეგმავს უკრაინას 2,3 მილიარდი ფუნტი (2,8 მილიარდი დოლარი) გადასცეს, რომელიც მან ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვით მიიღო. ცნობილია, რომ გასული წლის გაზაფხულზე აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ ამ თანხას უკრაინაში დაზარალებულთა სასარგებლოდ შექმნილ ფონდში გადარიცხავდა. მაგრამ ფულის გადარიცხვისთვის საჭიროა ევროკავშირის ნებართვის მიღება, რადგან რუსი ოლიგარქი იქ სანქციების ქვეშ იმყოფება. წყაროების თქმით, თანხა, რომელიც ომის მსხვერპლთათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო შემოწირულებაა ისტორიაში, შესაძლოა, ფონდის მთავრობასა და აბრამოვიჩს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ჯერ კიდევ უსახელო ფონდში გადაირიცხოს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს Unicef-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მაიკ პენროუზი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დეტალები უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩი რუსეთიდან მოლაპარაკების დელეგაციის წევრი იყო და 2022 წლის გაზაფხულზე რამდენჯერმე ეწვია კიევს. მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში და მისი ვიზიტი დედაქალაქში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად დაადასტურა.
ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციები არ მოუხსნა
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ იყო მცდარი, რადგან აბრამოვიჩი არის მეტალურგიული ჰოლდინგის Evraz-ის უმსხვილესი აქციონერი, რომელსაც მნიშვნელოვან როლი წვლილი შეაქვს რუსეთის ეკონომიკაში. რომან აბრამოვიჩი 2022 წლის მარტში რუს ოფიციალურ პირებთან, გამოჩენილ ბიზნესმენებთან და ოლიგარქებთან ერთად ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას "დიდი ხნის და მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან" და "ჰქონდა პრივილეგირებული წვდომა პრეზიდენტთან და ინარჩუნებდა ძალიან კარგ ურთიერთობას მასთან." ევროკავშირის თქმით, ამ კავშირებმა მაგნატს საშუალება მისცა, „შეენარჩუნებინა თავისი მნიშვნელოვანი სიმდიდრე“ და, შესაბამისად, „ესარგებლა რუსეთის ლიდერებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე.“ რომან აბრამოვიჩი, გარდა ევროკავშირის სანქციებისა, ასევე ჩნდება დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში. რომან აბრამოვიჩმა სანქციების სიაში მისი შეყვანა მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა. ის ამტკიცებდა, რომ ეს იყო აშკარა შეცდომა.