ძებნის რეზულტატი:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 236 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%, ბოლო 14 დღის - 20.44% ხოლო 7 დღის - 17.28%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 081 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 562 614. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 398 პაციენტი ემსხვერპლა დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 474 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 128, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 58, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 51, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 244 საიდანაც, 2 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 901, აჭარაში - 189, იმერეთში - 502. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 622 ადამიანი , მათ შორის, თბილისში - 269, აჭარაში - 75, იმერეთში - 118. 44 884 ადამიანი სახლში მკურნალობს.
ანალენა ბერბოკი: უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ
"უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ უკრაინელი ხალხის დაცვაზე მაგრამ ასევე პასუხისმგებლები ვართ მილიონობით ევროპელზე“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა,Cმა ტელეკომპანია ARD-ს ეთერში ისაუბრა. „უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ეს ნიშნავს ევროპული სახელმწიფოების უშუალო ჩართვას კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ უკრაინელი ხალხის დაცვაზე ამ საშინელი ომის დროს, მაგრამ ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ მილიონობით ევროპელზე“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება
ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება
მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი: რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში უკვე გაიგზავნა 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დახმარების სახით და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. „მინდა დავიწყო სოლიდარობის გამოხატვით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდეება. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე უკრაინაში რჩებოდა და ახლაც უკრაიანში არის, სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა კიევიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება
ირაკლი ღარიბაშვილი: წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული
წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში - მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც საქართველოში წარმოებული იქნება, ან იმპორტირებული მაღალი ხარისხის იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული, ამასთან დასძენს, რომ ყველა წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა მაღალი ხარისხის არის. „წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია, აფთიაქებში უკვე იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, ყველაზე მოთხოვნადი წამლები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მგზავრობა უფასოა! განრიგი ახლდება ყოველდღიურად“, - აცხადებენ სამინისტროში. საგარეო უწყება ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების განრიგსაც აქვეყნებს. 01:00 - «Інтерсіті+» დარნიცა - ხარკოვი06:23 - №142 ლვოვი - ლიმანი06:23 - №114 ლვოვი - ლიმანი07:00 - №722 დარნიცა - ხარკოვი07:00 - №732 დარნიცა - დნეპრი07:36 - №1 ივანო-ფრანკოვსი - კონსტანტინოვკა08:00 - №705 დარნიცა - ლვოვი12:06 - №45 უჟგოროდი - ლიმანი13:34 - №114/142 ლიმანი - ლვოვი14:07 - №749 კიევი - ივანო-ფრანკოვსკი14:25 - №769 კიევი - კამენეც-პოდოლსკი15:02 - №55 კიევი - რახივი17:00 - №743 კიევი - ლვოვი17:12 - №13 კიევი - სოლოტვინო17:42 - №792 კიევი - კრემენჩუკი17:42 - №790 კიევი - კროპივნიცკი18:30 - №81 კიევი - უჟგოროდი19:06 - №44 კიევი - ივანო-ფრანკოვსკი19:48 - №95 კიევი - Рахів20:05 - №29 კიევი - უჟგოროდი20:12 - №49 კიევი - ტრუსკავეცი20:21 - №59 კიევი - ჩოპი20:21 - №57 კიევი - ვოროხტა21:07 - №38 კიევი - ზაპოროჟიე21:15 - №105 კიევი - ოდესა21:22 - №97 კიევი - კოველი22:03 - №149 პოლტავა - ჩერნოვეცი22:10 - №17 ხარკოვი - უჟგოროდი22:22 - №7 კიევი - ჩერნოვეცი22:37 - №91 კიევი - ლვოვი22:47 - №46 ლიმანი - უჟგოროდი23:46 - №771 კიევი - ხმელნიცკი
ზურაბ აზარაშვილი: მარტის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინების ახალი პარტია შემოვა
მარტის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინების ახალი პარტია შემოვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილი მთავრობის სდხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია. „შემცირების ტემპი ისევ გაგრძელდება. რაც შეეხება ტესტირებების შემცირებას, ამის გამო არ არის ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული. ჩვენ აქტიურად ვუყურებთ თუ რამდენი ჰოსპიტალიზაციაა ყოველდღე და თუ ნახავთ, ეს მაჩვენებლებიც საკმაოდ შემცირებულია. თუ თებერვლის შუა რიცხვებში გვქონდა 6000-მდე ათვისებული საწოლი ჰოსპიტალში. დღეს უკვე 2000-მდე ჩამოვედით, ესეც მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პიკი გადავლილია და ქვეყანა მიდის დამშვიდებისკენ“, - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
ზურაბ აზარაშვილი: თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს
"თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მათი ფასების მკვეთრად გაიაფება მოხდება", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაიაფებულია. ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს ერთი კვირის ან ერთი თვის წინ იყო. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. ასევე, იმ რეკომენდაციებს, რაც ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში უფრო გამჭვირვალეს გახდის. ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მედიკამენტების ფასებს სტაბილურს გახდის და ხელმისაწვდომს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული
ლევან დავითაშვილი: ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა
ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ასე არ არის, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა. დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის
ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს
ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა ახლა დატოვებს უკრაინას“, – ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხაილო პოდოლიაკი: როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება
როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში ჯდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ გვერდზე დაწერა. „როგორც ჩანს, ჩვენს მეგობრებს სიამოვნებთ პარიზის, ბერლინის, ნიუ იორკის ან ბუდაპეშტის მყუდრო კაფეებში ჯდომა, კროასანთან ერთად ყავის აუჩქარებლად სმა და უკრაინის ქალაქების ფოტოების ყურება, რომლებსაც მიწასთან ასწორებენ პირდაპირ ეთერში. ჩვენს ქალაქებში კი კვდებიან, მაგრამ მაინც იბრძვიან“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი. ასევე წაიკითხეთ: ანალენა ბერბოკი: უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ
ლიეტუვის პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეუჩერებლობა მსოფლიოს გლობალურ კონფლიქტამდე მიიყვანს. „ვგულისხმობ ყველა საშუალებას, თუ ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი. არჩევანი ჩვენს ხელშია. ვპუტინი უკრაინაში არ გაჩერდება და რომ მსოფლიო ვალდებულია დაეხმაროს უკრაინელებს ყველანაირი საშუალებით.“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინიცის აეროპორტი სრულიად განადგურდა. ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე ტერორისტებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა მატეუშ მორავიეცკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამ გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მელანი ჯოლი: რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციები ძალიან მალე გამოცხადდება
"დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებენ", - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა. „ჩვენ რუმინეთთან ერთად ევროკავშირის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვანი, მკაცრი სანქციები დავაწესეთ და ძალიან მალე გამოცხადდება მეტი სანქციები“, - აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუმინეტში ვიზიტის ფარგლებში. ლიეტუვის პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება
გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო
საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო. კიევს სურს, გაეროს მოსამართლეებმა რუსეთის თავდასხმა გენოციდად შეაფასონ და ამავე დროს, უარყოს მოსკოვის განცხადება, რომ უკრაინა ახორციელებდა გენოციდს ეთნიკური რუსების წინააღმდეგ ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 26 თებერვალს შეიტანა. ასევე მიმდინარეობს მეორე სასამართლო განხილვა სხვა საერთაშორისო სასამართლოში: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უკვე დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, არიან თუ არა პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი ან კრემლის სხვა წამყვანი ფიგურები უკრაინაში ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ამ სასამართლოს ევალება საერთაშორისო სამართლის აღსრულება და პირთა ბრალეულობის დადგენა.
ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება შეთანხმდნენ, რომ ხუთშაბათს თურქეთში გამართვენ შეხვედრას, ეს იქნება პირველი მოლაპარაკება უმაღლეს დიპლომატებს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ეს განცხადება ორშაბათს მედიისთვის გააკეთა და დაამატა, რომ თავადაც დაესწრება შეხვედრას საკურორტო ქალაქ ანტალიაში. NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც იზიარებს საზღვაო საზღვარს რუსეთთან და უკრაინასთან შავ ზღვაში, am ამ ქვეყნებს შუამავლის როლს სთავაზობს. ანკარას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან და რუსეთის შეჭრას მიუღებელს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. კულებამ შაბათს განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება. ერდოღანი პუტინს მოუწოდებს, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და „გზა გაუხსნას მშვიდობას“
რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია შეადგინა
რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია გამოაქვეყნა. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, სიაში შედიან ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, მათ შორის ჯერსი, ანგილა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია. სიაში არ არის ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთი ქვეყანა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების გარდა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 6 მარტს დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში განესაზღვრა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ „არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“. მთავრობამ უფლება მისცა რუსეთის მოქალაქეებს და კომპანიებს, თავად სახელმწიფოს, მის რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც აქვთ უცხოურ ვალუტაში ვალდებულებები უცხო კრედიტორების მიმართ, არამეგობრული ქვეყნების სიიდან, ვალები რუბლებში დაფარონ. ახალი წესი დროებითია და მოქმედებს 10 მილიონი რუბლის (დაახლოებით $72,202) გადახდებისთვის. ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ მოსკოვს მთელი რიგი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. სულ მცირე 364 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 759 დაშავდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო ომი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის წინააღმდეგ, გაეროს მონაცემებით, რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, მეტი იქნება. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა.
შალვა პაპუაშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართოს
"არავის მივცემთ საშუალებას, რომ სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინას და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა. „ქალბატონო ხატია, თქვენი გამართული რუსულით მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ ხელისუფლების მოცილებით ხართ დაკავებული, საუბრობს ყველაფერზე, საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს – თქვენი პირველი სამშობლოს მიმართ, უკრაინის – თქვენი მეორე სამშობლოს მიმართ და საერთოდ, ადამიანობის მიმართ. იმ მანიპულაციას, რითაც ახლა ხართ დაკავებული, აქვს ერთადერთი მიზანი: საქართველო ჩაითრიოთ შეიარაღებულ კონფლიქტში. ამას მოვუწოდებთ ხელისუფლება, რომ არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, რასაც ვუყურებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რაც დღეს ხდება, როცა საქართველო რუსეთთან კვების პროდუქტების შეტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ძალიან მძიმეა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს წარმოადგენს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება
უკრაინის დროებითი რწმუნებული: რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება დაუშვებელია, ეს რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საელჩოში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოდან რძის პროდუქტების იმპორტის დაშვებას. კასიანოვის განმარტებით, ქართულ მხარესთან კონსულტაციები გრძელდება. რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მომენტს, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება საკუთარ განცხადებაში ამ ინფორმაციაზე, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად და მადლობლები ვართ იმ განმარტებების, რომლებიც გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა. მოვუწოდებთ ყველას, ნებისმიერი სპეკულაციისგან თავი შეიკავოს და ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს, უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად, მიღებული მოგება კი, უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი. ცალკე მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინის მხარდაჭერის დონით, უსაზღვროა ჰუმანიტარული დახმარება, მიტინგები უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენთან, თქვენს ოჯახებში უკრაინის მოქალაქეების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყველა ქუჩა, ხიდები უკრაინის დროშის ფერებშია, ჩვენ, უკრაინელები ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და უკრაინასთან ერთად მზად ხართ, იბრძოლოთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და თქვენი თავისუფალი არჩევანისთვის. ამასთან, კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან „დროული და მნიშვნელოვანია“. ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ პოლონეთის, მეგობრების, ასეთი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის და ჩვენ ამას არასდროს არ დავივიწყებთ. საქართველო ასევე გვიდგას გვერდით ამ საკითხში. 6 მარტს, კვირას უკრაინაში გაიგზავნა თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო აღჭურვილობა 40 ტონა, მედიკამენტები, სურსათი ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და ყველაფერი, რასაც ძალიან საჭიროებს ახლა უკრაინის მოსახლეობა. ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი დახმარება. უკრაინის საელჩო საქართველოში გამოთქვამს მადლიერებას პირველ რიგში საქართველოში ყველა უკრაინელის მიმართ, ასევე, მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
ლევან დავითაშვილი: რუსეთში ქართულ პროდუქტების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული
"რუსეთში ქართულ პროდუქტების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებზე ბაზრის გახსნის საკითხზე საქართველოდან კერძო კომპანიებმა რუსეთს განაცხადით 2020 წელს მიმართეს და მას შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა. "საქართველოდან რამდენიმე კომპანიისგან რუსეთში განაცხადი გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა და აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, არის, ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მით უმეტეს, ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს... პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც პროაქტიულად რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადები, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდათ მიღებული, შესაძლოა ყოფილიყო დადებითი პასუხი. ეს არის ყველაფერი ამ ისტორიასთან დაკავშირებით", - თქვა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს.