ძებნის რეზულტატი:

მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ 7 მარტს განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებმა უნდა მიბაძონ იტალიის მაგალითს მას შემდეგ, რაც იტალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რამდენიმე რუსი ოლიგარქის აქტივები გაყინა. ამის შესახებ იტალიური Ansa იუწყება. „ამ მიზნის განხორციელების პროცესში ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა დრაგიმ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას. შაბათ-კვირას იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებს დაახლოებით 140 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაუყინა. ეს აქტივები მოიცავდა დაახლოებით 65 მილიონი ევროს ღირებულების იახტას, რომელიც ეკუთვნოდა მეტალის მაგნატს ალექსეი მორდაშოვს, ასევე, გენადი ტიმშენკოს საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი ღირებულების იახტას და სარდინიაზე ალიშერ უსმანოვის ქონებას. 

შარლ მიშელი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ“, – წერს მიშელი. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი რუსეთთან სამეცნიერო თანამშრომლობას წყვეტს

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს

მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, შესაბამის განცხადებას საქართველოს საელჩო ავრცელებს. „როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი”, - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, საელჩო ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას "რაც შეიძლება მალე“ გაუწევს. ჩინეთის ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანამ ასეთი დახმარების შესახებ გამოაცხადა. ვან ის თქმით, „ჰუმანიტარული ქმედება“ უნდა დაემორჩილოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ჰუმანიტარული საკითხები არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ვანმა დაამატა, რომ „უკრაინაში არსებული სიტუაციის“ მიზეზები "კომპლექსურია". „კომპლექსური პრობლემების გადაჭრა მოითხოვს სიმშვიდეს და რაციონალურობას, ვიდრე ცეცხლზე ნავთის დამატებას და წინააღმდეგობების გამწვავებას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, ჩინეთმა უკვე შეასრულა „გარკვეული სამუშაო„ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით და ყოველთვის იყო კონტაქტში ყველა მხარესთან. „ჩინეთს სურს, განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაში და მზადაა, იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საჭირო მედიაციის განსახორციელებლად“, - განაცხადა ვან იმ.  ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობაზე, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, პატივი სცენ რუსეთის "უსაფრთხოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გასული თვის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე, პეკინში შეხვდა და მათ ხელი მოაწერეს ფართო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას, მხარეებმა აღნიშნეს,  რომ მათ არ ექნებათ თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები. ვანმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრობა "მყარია" და თანამშრომლობის პერსპექტივები ნათელია. „რაც არ უნდა შემზარავი იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთიც და რუსეთიც შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს და ახალ ეპოქაში უწყვეტად გააგრძელებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნება

7 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები განიხილეს.  რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „ამ შეხვედრის შემდეგ, განაცხადები განსახილველად საფრანგეთის მიერ ევროპულ კომისიაში გაიგზავნება. მანამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიმდინარე კვირას მიანიჭოს. გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ევროკომისიამ დაფიქსიროს საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. 7 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს.

სურეის პოლიცია უკრაინაში დაბადებული რუსი ოლიგარქის გარდაცვალების საქმეს იძიებს

ამ კვირის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში დაბადებული ოლიგარქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 60 წლის მიხაილ უოტფორდი საკუთარ ვილაში გარდაცვლილი იპოვეს. სურეის საგრაფოს პოლიცია ადგილზე 28 თებერვალს, (Portnall Drive, Wentworth) შუადღისას გამოიძახეს. BBC-ის ინფორმაციით, გამოძიება გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს, მაგრამ სურეის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის რაიმე საეჭვო გარემოება არ იკვეთება.  უოტფორდი 1955 წელს, მაშინდელ საბჭოთა უკრაინაში დაიბადა, მაგრამ საცხოვრებლად 2000-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში გადავიდა. The Sunday Times-ის მიხედვით, მან ქონება ნავთობისა და გაზის ბიზნესში დაგროვა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უოტფორდმა დიდ ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ სახელი შეიცვალა.  ოჯახის მეგობარმა The Sun-თან განაცხადა, რომ ოლიგარქის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, შესაძლოა, გავლენა იქონია უკრაინაში არსებულმა სიტუაციამ. „მისი გარდაცვალების დრო და უკრაინაში შეჭრა ნამდვილად არ იყო შემთხვევითი“, - ამბობს ოლიგარქის ოჯახის ახლობელი ბრიტანულ მედიასთან. „უოტფორდის სიკვდილი მისი თანამოაზრეებისთვის კითხვებს აჩენს დიდ ბრიტანეთში რუსეთის მოქალაქეებისა და თანამოაზრეების სხვა საეჭვო გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ, ბუნებრივია, სპეკულაციები იარსებებს“, - წერს The Sun. სხვა წყაროების ცნობით, მიხაილ უოტფორდი სასახლის ავტოფარეხში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მიშელმა პუტინს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პუტინს სატელეფონო საუბარში მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასასვლელი და დახმარებაზე წვდომა. მიშელმა ხაზი გაუსვა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების აუცილებლობა.   ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 10 მარტს ანტალიაში გამართავენ შეხვედრას. ასევე წაიკითხეთ: როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ისრაელის ეროვნულ ავიახაზებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ „რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს. მისი თქმით, „ეს ამორალურია და დარტყმაა უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე“. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სანქციებს აკისრებს რუსეთს, უკრაინაში მისი ბარბაროსული სისასტიკისთვის, ზოგიერთს ურჩევნია, უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნა“, - წერს კულება Twitter-ზე.  

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ამ მოვლენებს აქციის მონაწილეების მხრიდან პერფორმანსის გამართვა უძღოდა წინ, რასაც ხმაური მოჰყვა. „სირცხვილიას“ წარმომადგენლის თქმით, მოძრაობის სამი წევრია დაკავებული. აქციის მონაწილეების მოთხოვნა პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომაა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას.

პოდოლიაკი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ: შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სიტუაციას, ჯერჯერობით არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა იმით, რომ  ჰუმანიტარული დერეფნების მიმართულებით,  ლოგისტიკის საკითხებში გარკვეული პოზიტიური განვითარება არსებობს. მისი თქმით, „ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება საბაზისო პოლიტიკურ საკითხებზე - ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით". „დღემდე არ არის რაიმე შედეგი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სიტუაციას. მიუხედავად ამისა, კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გაგრძელდება და შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. მან შეხვედრის დაწყებამდე ვიდეომიმართვაც გაავრცელა.   შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 3 მარტს, მეორე რაუნდის დროს, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობასა და ამ მიზნით, ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა უკრაინული მხარე მუდმივად აცხადებს, რომ რუსეთი მაინც განაგრძობს მათი ტერიტორიების დაბომბვას და არღვევს შეთანხმებას. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართულმა რუსმა დიპლომატმა კი განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება და მათი ხელმძღვანელობის მითითებები არ შეასრულეს. „უკრაინულმა მხარემ იმის პირობა მოგვცა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ამუშავდება. გარდა ამისა, გაგრძელდა დისკუსია სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც რთულად მიმდინარეობს და ნაადრევია რაღაც პოზიტიურზე საუბარი. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქ წერილობითი დოკუმენტების დიდი კრებულით მოვედით. ჩვენ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები შევადგინეთ. იმედი გვქონდა, რომ იმ პუნქტებზე, რაზეც თითქოს, პრინციპულად უკვე ორივე მხარეს ვთანხმდებოდით, შეგვეძლო, თუნდაც პროტოკოლის ფარგლებში მოგვეწერა ხელი, თუმცა უკრაინულმა მხარემ ყველა ეს დოკუმენტი გამოსაკვლევად წაიღო. ადგილზე მათ დოკუმენტებს ხელი არ მოაწერეს და თქვეს, რომ, სავარაუდოდ, ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით. სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო საგრძნობ ნაბიჯს გადავდგამთ წინ - მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა მესამე რაუნდის შემდეგ.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გამოაცხადა. „დადგა მომენტი, როდესაც უკრაინის მეგობრებმა უნდა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია, რათა უზრუნველყონ პუტინის მარცხი ამ კატასტროფულ შეჭრაში“, - განაცხადა ჯონსონმა ნიდერლანდელ და კანადელ კოლეგებთან ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე. გაერთიანებული სამეფო, კანადა და ნიდერლანდები „მხარ-მხარ დგანან“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. „უკრაინის მხარდაჭერის ჩვენი ახალი საერთაშორისო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ხანგრძლივი და ურყევი დახმარების გასაწევად ახლაც და მომავალშიც და უფრო მეტ ქვეყანასაც მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ჯასტინ ტრუდომ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მისივე თქმით, ამ პირთა სახელები აღებულია სიიდან, რომელიც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ არის შედგენილი. სანქციების სიას კიდევ 10 პირი დაემატა. სასანქციო სიაში არიან კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო. სანქცირებულთა სიაში ასევე არიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, დუმის დეპუტატი პაველ კრაშენიკოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სალავიოვი, „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. „ეს სანქციები აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის პუტინის ახლო წრეზე”, - განაცხადა ტრუდომ. სამმა ლიდერმა, რომლებიც სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე ლონდონის დასავლეთით შეხვდნენ, ასევე განიხილეს ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე.    

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნა. ევროკავშირის ელჩების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება უნდა წარმოადგინოს. 7 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები განიხილეს.  მანამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიმდინარე კვირას მიანიჭოს. გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ევროკომისიამ დაფიქსიროს საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. 7 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს. მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნება

ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადები შეისწავლოს

„მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. „ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსეთის ენერგო გაყიდვებზე ემბარგოს დაწესება მოითხოვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბალტიის რეგიონში თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუ. ამასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსეთის ენერგო გაყიდვებზე ემბარგოს დაწესება მოითხოვა. „ენერგეტიკული წყაროები, რომლებიც ჩვენ შემოგვაქვს, რუსეთის სამხედრო ოპერაციას აფინანსებს. ჩვენ ვერ გადავიხდით ნავთობსა და გაზს უკრაინის სისხლით“, - განაცხადა ლანდსბერგისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მეტი საერთაშორისო სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის რუსული ნავთობის ბოიკოტი და ქვეყანაში ექსპორტის შეჩერება. „ამას შეიძლება, ეწოდოს ემბარგო ან უბრალოდ მორალი, როცა ტერორისტს ფულის მიცემაზე უარს ეუბნები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 7 მარტს გახდა ცნობილი, რომ დანიის მთავრობა უკრაინაში თავდაცვის ბიუჯეტს გაზრდის და რუსეთის შეჭრის საპასუხოდ იმუშავებს, რათა ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, ისტორიულ დროს ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. Reuters-ი წერს, რომ დანია თავდაცვის ხარჯებს ყოველწლიურად დაახლოებით $2.65 მილიარდით გაზრდის.

ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

მთავრობოს ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები. „საქართველოსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ გზაზე დანიის სამეფო საქართველოს გვერდით იდგება. ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინული მედია: რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ჟიტომირის ოლქში, ნავთობის საცავებში ცეცხლი გაჩნდა

რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ უკრაინაში ნავთობის საცავებში ცეცხლი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჟიტომირსა და ჩერნიახოვში ნავთობის საცავებში ხანძარი ლიკვიდირებულია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელის ავიაკომპანია განმარტავს, რომ კომპანიამ რუსული Mir-ის მეშვეობით გადახდები 28 თებერვალს შეაჩერა

ისრაელის ავიაკომპანია El Al-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ გადახდებს რუსული საბანკო სისტემა „Mir“-ის მეშვეობით უშვებს, რითაც გვერდს უვლის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. კომპანიის განმარტებით, Mir-ის მეშვეობით გადახდები 28 თებერვალს შეაჩერა.„სამწუხაროა, რომ შეცდომაში შემყვან „ტვიტამდე“ ჩვენთან ფაქტი არ გადამოწმებულა, ფაქტები კი სრულიად განსხვავებულია“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.მისივე თანახმად, კომპანიამ განახორციელა ჰუმანიტარული ფრენები უკრაინაში, ასევე, ხელი შეუწყო ლტოლვილების ისრაელში  გადაყვანას. ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სოლიდარობა გამოუცხადა კიევს და გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ  ქვეყნის პრემიერმა ბენეტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა სამხედრო დახმარების შესახებ და ღია დატოვა არხები რუსეთთან, რომელთანაც ისრაელი კოორდინაციას უწევს თავის ოპერაციებს სირიაში. დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია

ბორის ჯონსონი: ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს

ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. "ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის ქუჩებში. აუცილებელია ვიმოქმედოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება

პრეზიდენტი პარლამენტს წლიური ანგარიშით 14 მარტს მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით 14 მარტს მიმართავს. ამასთან, 9 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც 14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცნობითვის, გუშინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართა.