ძებნის რეზულტატი:

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან

ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა Twitter-ზე დაწერა. „ეს არის უკრაინის ნამდვილი მეგობრების სიმამაცე! განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერისს საკითხს და რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - წერს შმიგალი. „სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ იქმნება ჩვენი მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს - ეს მესიჯი დღეს კიევში ჩამოვიტანეთ“, - აღნიშნავს თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფება პოლონეთის ვიცე პრემიერი, ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი. კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან

მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთს და უკრაინას ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთს ეწვევა, რასაც მოჰყვება თურქი დიპლომატის ვიზიტი უკრაინაში. ჩავუშოღლუ ოთხშაბათს გამართავს მოლაპარაკებებს მოსკოვში, ხუთშაბათს გაემგზავრება უკრაინაში, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მინისტრთა კაბინეტის თითქმის სამსაათიანი სხდომის შემდეგ და დაამატა, რომ ეს ვიზიტები ომის დასრულების შესახებ თურქეთის ძალისხმევის ნაწილია. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ოთხშაბათს ანკარაში შეხვდება თავის პოლონელ კოლეგას ანდჟეი დუდას. ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 636 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1125 დაშავდა. გაეროს შეფასებით, 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი მეზობელ ქვეყნებში გაიქცა.

პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს

სამშაბათს თეთრმა სახლმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის საპასუხო სანქციებზე აშშ-ის ოფიციალური პირების მიმართ და განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „უნებლიედ“ დაუწესა სანქციები ჯო ბაიდენის გარდაცვლილ მამას აშშ-ის პრეზიდენტის სახელის მართლწერიდან - „უმცროსის“ გამოტოვებით. „სანქციების შესახებ რუსეთის განცხადებაში გამოტოვებულია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი „უმცროსია“ და „შესაძლოა, სანქციები მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს“. „არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობას რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს რუსეთში საბანკო ანგარიშები. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთმა 15 მარტს განაცხადა, რომ ბაიდენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, CIA-ს დირექტორ უილიამ ბერნს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს, თეთრი სახლის პრეს-მდივანს ჯენ ფსაკის და რამდენიმე სხვა ამერიკელ ოფიციალურს შავ სიაში შეიყვანეს და რუსეთში შესვლას აუკრძალავს.   

ევროკავშირმა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის“, „ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დაუწესა ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ. სანქციები ასევე შეეხებათ ავიაციის, სამხედრო ინდუსტრიის, გემთმშენებელ და მანქანათმშენებელი სექტორის საკვანძო კომპანიებს. მთლიანობაში, სანქციები 877 პირსა და 62 კომპანიას დაუწესდა. სანქციების მიხედვით:  აიკრძალება ტრანზაქციები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან.აიკრძალება ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდება, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომა.გაფართოვდება რუსეთის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებული პირების სია, რომლებზეც წესდება უფრო მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას.აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგოსექტორში,  ასევე, დაწესდება შეზღუდვები ენერგოინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე; სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. ამასთან, აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე დაამატა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა   15 მარტი რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები ასევე წაიკითხეთ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს  

რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს

216 ხმით არცერთის წინააღმდეგ -  რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. „25-წლიანი წევრობის ისტორიით ვწუხვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ პირველად ისტორიაში. ჩვენი წევრი სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესია მიუღებელია, ძახილის ნიშანი. დაასრულეთ ომი ახლავე“, – წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი მიკრობლოგ Twitter-ზე. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუიჯი დი მაიო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. „როგორც ევროპის საბჭოს ლიდერებმა, ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ გამოიწვია მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, დაწყებულიყო რუსეთის ფედერაციის ევროპის საბჭოდან გარიცხვის პროცედურა. დღეს საღამოს, საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ უნდა იყოს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო. მინისტრთა კომიტეტი ხვალ დილით რიგგარეშე სხდომას გამართავს ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი შეტყობინების ფონზე, რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ, ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში და განვაგრძოთ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზის ძიებას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, ამ რთულ დროს ევროპა მტკიცედ დადგეს უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და უკრაინელი ხალხის გვერდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.  ამავე თემაზე რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები რუმინეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან და თურქეთიდან გამოვიდნენ წინადადებით, რომ ასამბლეამ ოფიციალურად აღიაროს რუსეთის მიერ მოლდოვის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. აქამდე ევროპის საბჭო იყენებდა ტერმინს - „რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ“, როგორც მისი ყველაზე მკაცრი ფორმულირება.  

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის 13,6 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. თანხას უკრაინა ლტოლვილების დასახმარებლად, ასევე, თავდაცვითი აღჭურვილობისა და ქვეყნის სამხედროების მომზადებაში გამოიყენებს. ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში NATO-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.  

რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას დაკითხვა 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა

რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას დაკითხვა 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ოვსიანიკოვამ განაცხადა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება არ მისცეს. „დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მეგობრებს, კოლეგებს. ორი დღეა არ მიძინია. არანაირი იურიდიული დახმარება არ გამიწიეს, არანაირი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. დღეს უბრალოდ უნდა დავისვენო", - განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ. მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა.

მიხაილო პოდოლიაკი: ფუნდამენტური წინააღმდეგობებია, მაგრამ არის ადგილი კომპრომისებისთვის

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესი 16 მარტს გაგრძელდება.  „ძალიან რთულ მოლაპარაკებების პროცესს ხვალ გავაგრძელებთ. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ რა თქმა უნდა, არის კომპრომისებისთვის ადგილი. შესვენებების განმავლობაში, მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.  

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს: თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია

„თქვენი ვიზიტი უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია, ამას ძალიან ვაფასებთ“, უკრაინაში ვიზიტით ჩასულ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ სიტყვებით შეხვდა. „სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ იქმნება ჩვენი მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს - ეს მესიჯი დღეს კიევში ჩამოვიტანეთ“, - აღნიშნავს თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფება პოლონეთის ვიცე პრემიერი, ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი. ამავე თემაზე ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან

იაპონელი და ამერიკელი საზღვაო ქვეითები პირველ ერთობლივ საბრძოლო მომზადების წვრთნებს ატარებენ

იაპონელმა და ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ფუჯის მთასთან პირველი ერთობლივი სადესანტო და საბრძოლო მომზადების წვრთნები ჩაატარეს. იაპონია ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და აძლიერებს შესაძლებლობებს, გადახედავს თავის ძირითად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ახლა უკვე რუსეთის საფრთხის წინაშე. იაპონიის სწრაფი განლაგების სადესანტო ბრიგადის 400-მა წევრმა და 600 ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, რომლებიც სამხრეთ იაპონიის კუნძულ ოკინავაზე არიან განლაგებულნი, ერთობლივად ახორციელებდნენ ამფიბიურ და საბრძოლო ოპერაციებს თვითმფრინავების (Osprey), ამფიბიური გემების, ჯავშანტექნიკის და M777 ტიპის არტილერიის გამოყენებით.  

ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი პარტნიორობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას და ამ კუთხით აშშ-ის ერთგულებას. ბოლოდროინდელ ცნობებთან დაკავშირებით, მდივანმა მოუწოდა მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააძლიერონ დიპლომატიური ჩართულობა ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მოსაძებნად. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, სხვა პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს მოსკოვისა და მისი მხარდამჭერების, მათ შორის ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომში.  „აზერბაიჯანის პრეზიდენტს რეგიონული კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისკენ სვლაზე ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანს უკრაინის მხარდაჭერისთვის", - დაწერა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე.

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი საფრთხეს უქმნის გერმანიის ეკონომიკას

უკრაინის ომი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან ერთად, საფრთხეს უქმნის გერმანიის ეკონომიკას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტყობინება CNN. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკრაინიდან და რუსეთიდან მიწოდების ნაკლებობის გამო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა გაუმკლავდება ამ რთულ პერიოდს“, - განაცხადა შოლცმა. გერმანიას ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. შოლცმა და მეფე აბდულამ დაგმეს ომი უკრაინაში და მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ყველა საბრძოლო ოპერაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები". შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს სიტყვით დღეს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს ოთხშაბათს ვირტუალურ ფორმატში მიმართავს. ამის შესახებ პალატის სპიკერის ნენსი პელოსისა და დემოკრატების  ლიდერის ჩაკ შუმერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება Ukrіnform-ი. „რადგან უკრაინაში ომი მძვინვარებს, უკრაინელი ხალხისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად ვიწვევთ პალატისა და სენატის ყველა წევრს, რომ დაესწრონ პრეზიდენტ ზელენსკის ვირტუალურ მიმართვას შეერთებული შტატების კონგრესში, ოთხშაბათს, 16 მარტს, 09:00 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში. კონგრესის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ელიან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას, რათა დააფიქსირონ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. განცხადების ავტორები უკრაინის მიმართ კონგრესის ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებენ. ცნობისათვის, ანალოგიურ ფორმატში ზელენსკიმ ევროპარლამენტს და თემთა პალატას მიმართა.

ჰააგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 მარტს, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს. BBC იუწყება, რომ რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების ​საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ. ასევე წაიკითხეთ გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო  

ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს

"უკრაინისთვის რუსეთის ძალებისგან დასაცავად საჭირო იარაღის მიწოდებას უზრუნველყოფენ, ხოლო  უკრაინელ ლტოლვილებს ხელგაშლილი დახვდებიან", - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს "უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი შეჭრილი რუსული ძალებისგან თავდასაცავად. გავგზავნით ფულს, საჭმელსა და დახმარებას უკრაინელთა სიცოცხლის გადასარჩენად. უკრაინელ ლტოლვილებს გაშლილი ხელებით დავხვდებით". – წერს ჯო ბაიდენი. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კარლ ჰარცელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, პირადად ელჩს და მის გუნდს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის. „ევროკავშირის მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ რეალური ხელშესახები შედეგები და წარმატებები უკვე სახეზეა. საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან. ჩვენი მიზანია, სწრაფად ვიაროთ წინ ამ გზაზე. ერთი მხრივ, ეს გამოწვევაა, რომლის დაძლევისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს, ხოლო მეორე მხრივ, ეს დიდი შესაძლებლობაა ქართული წარმოებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად, ეტაპობრივად წინსვლა არსებობს როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით. მისასალმებელია საქართველოს ამბიცია, მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს ქვეყანას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის უვნებლობის, საძოვრებისა და მიწის მართვის საკითხებს, სატყეო სექტორის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის კუთხით გატარებულ რეფორმებს, ტყის ახალ კოდექსს, ტექნიკური დახმარების პროექტებსა და სავაჭრო ურთიერთობებს. ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 101 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის - 12.39% ხოლო 7 დღის - 9.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 154, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 79, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 82, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 518, აჭარაში - 67, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 154, აჭარაში - 43, იმერეთში - 52. 29 921 ადამიანი სახლში მკურნალობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში

"ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში. შეიძლება, აქ საშიში იყოს, რადგან ჩვენი ცა ჯერ კიდევ არ არის დახურული რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თვითმფრინავები არ მიგვიღია, მაგრამ მსოფლიოში ყველა ადამიანის ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენაა მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთანაა, მადლიერებას მიიღებს, არა მარტო ჩვენს მადლიერებას, არამედ სხვა ერებისაც", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს სიტყვით დღეს მიმართავს  

სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის სახელთან დაკავშირებული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა. მანამდე, თვითმფრინავმა ხანმოკლე შეჩერება სტამბოლში გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ, FLIGHTRADAR24-ის მონაცემებებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. თვითმფრინავი, რომელიც დაკავშირებულია აბრამოვიჩთან, სტამბოლში ისრაელიდან ორშაბათს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც თავად აბრამოვიჩი, თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში დააფიქსირეს. ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა