ძებნის რეზულტატი:
საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ევროვიზია 2022-ში მონაწილეობას გეგმავს
"საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ევროვიზია 2022-ში მონაწილეობას გეგმავს", - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესმა რადამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა. „ჩვენი ძლიერი და შესანიშნავი ქვეყანა კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზია 2022-ზე! მიუხედავად ბრძოლისა, KALUSH-ი ჩაწერს თავის გამოსვლას უსაფრთხო ადგილას, რომელიც გადაეგზავნება კონკურსის ორგანიზატორებს და მაისისთვის, ოკუპანტებზე ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი დელეგაცია გაემგზავრება იტალიაში და ცოცხლად იმღერებს ევროპის წინაშე“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:25 საათზე, ვანთან დაფიქსირდა. ამასთან, სიმძლავრემ 4.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ვლადიმერ ჩაჩიბაია: დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების არტილერიის დღე აღინიშნება, ქართული არტილერია 29 წლის გახდა
დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების არტილერიის დღე აღინიშნება, ქართული არტილერია 29 წლის გახდა. ქართულმა არტილერიამ დიდი წვლილი შეიტანა 2008 წლის აგვისტოს ომში, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თვამჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის ომებმა ყველას დაანახა, რომ მნიშვნელოვანია თანამედროვე საარტილერიო დანადგარების და ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემების განვითარება. „1993 წლის 14-16 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართულმა ჩრდილო კავკასიის, კაზაკების და სეპარატისტების ბანდდაჯგუფებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს, მძიმე ბრძოლების შედეგად ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს და დიდი დანაკარგების გამო ეს უკანასკნელი იძულებული გახდა უარი ეთქვათ შეტევის გაგრძელებაზე. 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა. ქართულმა არტილერიამ დიდი წვლილი შეიტანა 2008 წლის აგვისტოს ომში, უთანასწორო ბრძოლებში სწორედ არტილერიის მასიური ცეცხლის შედეგად შეანელა მოწინააღმდეგემ შეტევები და განიცადა დიდი დანაკარგი. ბოლო პერიოდის ომებმა დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია თანამედროვე საარტილერიო დანადგარების და ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემების განვითარება. მომავლის ხედვაში განსაკუთრებული აქცენტები კეთდება შორს მსროლელ და მობილურ/თვითმავალ საარტილერიო შესაძლებლობებზე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეტაპობრივად ნატოს კალიბრზე გადასვლა. ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პირობების შექმნა. ჩვენი სამხედროები იმსახურებენ დაფასებას და პატივისცემას. ჩვენმა მებრძოლებმა არაერთ გზის გვასახელეს კოსოვოს, ერაყის, ავღანეთის და აფრიკის მისიებში. საქართველომ ნატო-ს მისიებში იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ბევრმა ნატოს წევრმა ქვეყნებმა ერთად აღებული. აქვე მინდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ყველა მებრძოლს ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ქედი მოვიხარო ჩვენი დაჭრილ-დაშავებული სამხედროების წინაშე. მადლობა ვუთხრა ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, მათი წვლილი დიდია ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ყველა მოქმედ სამხედროს კი ვუსურებ ჯანმრთელობას. სიძლიერეს და ყოველთვის მტერზე გამარჯვებას. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართულ არტილერიას“, – აცხადებს ჩაჩიბაია.
გაერო: უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა
გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა. უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო, ევროკომისიას დახმარების თხოვნით მიმართა ჩეხეთმაც და ლტოლვილებისთვის მოდულური ტიპის სახლების გადაცემა სთხოვა. ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ ჩეხეთში 200 ათასი უკრაინელი გადავიდა.
დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, „როსგვარდიის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და მისი ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ბიზნესმენები პიოტრ ავენი, მიხეილ ფრიდმანი და გერმან ხანი, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენდირექტორი კონსტანტინე ერნსტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი. ამასთან, სანქციები დაუწესდათ საჯარო მოხელეებს, ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის“, – აღნიშნულის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის, თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს. ჯერჯერობით ვითმენთ. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში. აბა დაფიქრდით, რა შეგვიძლია, დავუმატოთ რუსეთს? რაც შეეხება პერსონალს, იქ საკუთარი უამრავი მეომარი ჰყავთ. იარაღის კუთხით შეგვიძლია, რუსეთს რამე დავუმატოთ? არა. ჩვენ ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციაში ვყიდულობთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევს უკვე მიახვედრეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება
„კიევს უკვე მიახვედრეს, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება", - ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმიერ ზელენსკიმ ლონდონში მიმდინარე Joint Expeditionary Force-ზე ონლაინგამოსვლისას განაცხადა.„გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის; ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში ღია კარის შესახებ გვესმოდა, მაგრამ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ჩვენ არ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის გაგებას იწყებს და ჩვენს თავსა და პარტნიორებზე ამყარებენ იმედებს, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ამასთან, ზელენკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს უკრაინის ცის დახურვისკენ და ასევე აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების შესაძლებლობა მაღალი არ არის. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა
უკრაინაში საომარი მდგომარეობა 25 აპრილამდე გახანგრძლივდა
უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 25 აპრილამდე გაახანგრძლივა. საომარი მდგომარეობა 26 მარტამდე მოქმედებდა. უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა
სერგეი ლავროვი: ირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობაზე ვაშინგტონისგან გარანტიები მივიღეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ვაშინგტონისგან თეირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობის შესახებ გარანტიები მიიღო. ამის შესახებ ლავროვმა ჟურნალისტებს მოსკოვში ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გარანტიები ირანის ერთადერთი ბირთვული ობიექტის, ბუშერის რეაქტორის საქმიანობაში რუსეთის მონაწილეობას დაიცავს. აშშ-მ ბირთვული შეთანხმება 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანისთვის სანქციების გაუქმებას და სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა. შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2021 წელს, კვლავ განაახლეს მოლაპარაკებები, რომლებიც შეწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთისგან მოითხოვა გარანტიები, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ვაჭრობას ირანთან არ დააზარალებდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრება
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ტყუილების სია გრძელია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. რუსეთის ტყუილების სია გრძელია. ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ, მაგრამ ეს გააკეთეს. აცხადებდნენ, რომ ჯარები გაჰყავდათ, მაგრამ მათი რაოდენობა გაზარდეს. აცხადებენ, რომ იცავენ მოქალაქეებს, მაგრამ ისინი კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ახლა ისინი აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ უკრაინაში ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შეიძლება, მოაწყოს „ცრუ დროშის ოპერაცია“, შესაძლოა, ქიმიური იარაღით. უკრაინელი ხალხი მამაცურად იბრძვის. იცავენ თავიანთ სახლებს, მათ მომავალს და ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი. შეგახსენებთ, NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად უარვყოფთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაძაბვისთვის გავრცელებულ ინფორმაციას
საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში აცხადებს, რომ ნიკოლაშვილმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. „კატეგორიულად უარვყოფთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაძაბვისთვის გავრცელებულ ამ ინფორმაციას! და მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში! შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტს: ყოველი ღამე საშინელია. წარმოიდგინეთ, რომ ხანძარი ჩნდება ატომურ ელექტროსადგურზე - ზუსტად ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პარლამენტისადმი მიმართვისას თავისი მოწოდება უკრაინის ცის დახურვის შესახებ, კიდევ ერთხელ გაიმეორა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს რუსეთის შესაჩერებლად, უკრაინის დასაცავად და ამით დაიცვას ევროპა რუსული საფრთხისგან“. ყოველი ღამე საშინელია. რუსები ყველანაირი სახის არტილერიიდან ისვრიან. ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და შენობებს. წარმოიდგინეთ, რომ ხანძარი ჩნდება ატომურ ელექტროსადგურზე? დიახ, ზუსტად ასე ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ქალაქში, ისინი მოდიან, უკრაინის დროშებს აგდებენ, წარმოგიდგენიათ, ვინმემ ჩამოაგდოს თქვენი დროშები მონრეალსა და კანადის სხვა ქალაქებში? კანადელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას ოვაციებით შეხვდნენ. CNN წერს, რომ პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის მიესალმა და განუცხადა, რომ მისი და უკრაინელი ხალხის სიმამაცე ყველას შთაგონების წყაროა. „თქვენ იცავთ უკრაინელების უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი. თქვენ იცავთ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ყველა თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა. ეს ღირებულებებია თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სამართლიანობა, ჭეშმარიტი საერთაშორისო წესრიგი", - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. 15 მარტს ცნობილი გახდა, რომ კანადამ დააწესა ახალი სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის, 15 რუს ოფიციალურ პირზე, რომლებმაც „უკრაინაში შეჭრაზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არჩევანს, მხარი დაუჭირეს“.
Fox News-მა დაადასტურა, რომ უკრაინაში ტელეკომპანიის ოპერატორი მოკლეს
ამერიკულმა ტელეკომპანია Fox News-მა დაადასტურა, რომ მისი ოპერატორი, პიერ ზაკჟევსკი უკრაინაში მოკლეს. ოპერატორის მანქანას ცეცხლი ჰორენკაში, კიევის მახლობლად გაუხსნეს. Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა განაცხადა, რომ დაშავებულია იმავე მანქანაში მყოფი ჟურნალისტი ბენჟამინ ჰოლი. ,,პიერი იყო ომის ზონის ოპერატორი, რომელიც აშუქებდა Fox News-ის თითქმის ყველა საერთაშორისო ამბავს, ერაყიდან ავღანეთამდე და სირიამდე, ჩვენთან ხანგრძლივი მუშაობის დროს. მისი, როგორც ჟურნალისტის ნიჭი შეუდარებელი იყო", - განაცხადა პიერ სკოტმა.
აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთს და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, ახალი სანქციები შეეხებათ რუს მოსამართლესა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს. განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები განაგრძობს კონკრეტული და მნიშვნელოვანი ზომების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში ან დაკავშირებულია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან.„მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს არაპროვოცირებული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) დირექტორმა ანდრეა გაკიმ. ამასთან, აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე დაამატა.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის საგარეო ვალი ძალიან დაბალ დონეზეა, მისი განულება ერთ დღეშია შესაძლებელი
აზერბაიჯანის საგარეო ვალი ძალიან დაბალ დონეზეა - 7,4 მილიარდი დოლარი, სურვილის შემთხვევაში მისი განულება ერთ დღეში შეიძლება, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მსხვილი უცხოური კომპანიები და ინვესტორები დიდ ინტერესს იჩენენ აზერბაიჯანის პროექტების მიმართ.
უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა
Maersk-მა, უმსხვილესმა გადამზიდავმა ჯგუფმა, რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰეგემან სნაბემ კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე განაცხადა, რომ ეს იქნება პასუხი რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში.
რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა
რუსეთმა ევროსაბჭოს ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილების შესახებ უწყება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბუჩის გადასცა. „ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად, უარს აცხადებენ თანასწორუფლებიან დიალოგსა და იმ ყველა პრინციპზე, რომლის საფუძველზეც შეიქმნა. 25 თებერვალს, დისკრედიტაციის მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში არ დარჩება“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
უკრაინა: რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად, სოფელ გორენკაში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად, სოფელ გორენკაში დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კუვშინოვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. შეგახსენებთ, Fox News-მა დაადასტურა, რომ უკრაინაში ტელეკომპანიის ოპერატორი მოკლეს გარდა ამისა, 14 მარტს, ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს.
NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს
აშშ-ის ელჩმა NATO-ში ჯულიან სმიტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი „ახლა განსახილველად მაგიდაზე არ დევს“. უკრაინის ცაზე არასაფრენის ზონის შექმნა ახლა არ განიხილება. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი ახლა არის ამ ომის დასრულება, ვაიძულოთ რუსეთი, დატოვოს უკრაინა, შეაჩეროს ეს თავდასხმები როგორც უკრაინელ სამხედროებზე, ასევე, ეს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის გაფართოება. ასე რომ, თუ ჩვენ განვიხილავთ არასაფრენი ზონის რაიმე მსგავსს, ეს არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს. ჯულიან სმიტი ასეთი ვარიანტის განხილვის სარგებლიანობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „მაგალითად, ბოლო თავდასხმაზე რომ ვისაუბროთ, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრი. ეს აჩენს კითხვას, ექნება თუ არასაფრენი ზონის შექმნას უკრაინის საჰაერო სივრცეში, რეალურად დიდი გავლენა რუსეთის უნარზე, შეტევა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს უფრო ფართო ჭრილში წარმოშობს კითხვებს“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი NATO-ში. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს. ასევე წაიკითხეთ ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში, NATO-ს საგანგებო სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელს NATO-ს სამიტზე დასასწრებად ეწვევა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი განიხილავს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას NATO-ს მოკავშირეების მიმართ". NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 24 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ. „განვიხილავთ შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად დგომა“, - წერს იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.