ძებნის რეზულტატი:

მერი: ალყაში მყოფ მარიუპოლში ამ დრომდე 130 ათასი ადამიანი რჩება

რუსი ოკუპანტების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ამ დრომდე 130 ათასი ადამიანი რჩება, რომლებიც რუსული არმიის ქმედებების გამო ქალაქს ვერ ტოვებენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ დღეს კიევში მედის-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „მარიუპოლში 130 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. მტერმა გაანადგურა ჩვენი კომუნალური ავტობუსები. თავიდან იყო 150, შემდეგ 100, შემდეგ 50 ახლა კი 0-ია.  13 მარტიდან სიჩუმის რერიჟიმის ფარგლებში ჩვენ შევძელით დერეფნის გახსნა, რომ მოქალაქეებს მარიუპოლი საკუთარი ავტომობილებით მაინც დაეტოვათ და ბერდიანსკამდე მიეღწიათ. ეს მარშრუტი ახლაც მუშაობს, მაგრამ აქაც პრობლემებია/ დერეფანი ბერდიანსკიდან ზაპოროჟიამდეც მუშაობს, მაგრამ ყველაფერი რთულადაა“, - აღნიშნა ბოიჩენკომ.  მისი თქმით, რუსული არმია ტოტალურად ბლოკავს მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

EBRD რუსეთსა და ბელორუსს დაფინანსებას უჩერებს

​რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ინფორმაცია EBRD-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ასევე აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა. გარდა ამისა, EBRD-ი „სარგებლობს ყველა უფლებით შეაჩეროს ან გააუქმოს არსებული პროექტების დაფინანსების შემდგომი გაცემა“. „სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით ამდენი წლის თანამშრომლობისა და აქტივობის შემდეგ ორივე ქვეყანაში. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობით ომმა უკრაინაში სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ დავგმოთ უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ სიტყვებია. ასევე, საჭიროა ორ ქვეყანას ეჭვი არ შეეპაროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ შეარყიეს ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ინსტიტუტისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავს განცხადებაში EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო ბასო.  მისი თქმით, EBRD-ი ახლა ფოკუსირებულია 2 მილიარდი ევროს მდგრადობისა და საარსებო წყაროს მხარდაჭერის პაკეტი მიაწოდოს უკრაინას და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ლტოლვილთა კრიზისს. „ „ზომები შექმნილია კომპანიებისა და თემების დასახმარებლად. დაფინანსება სწრაფადაა ხელმისაწვდომი, რათა უკრაინულ კომპანიებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ლიკვიდურობის მხარდაჭერა, სესხების გადავადება და ვაჭრობის დაფინანსება. სადაც ეს შესაძლებელია, ბიზნესებს დაეხმარებიან გადაადგილებაში, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ. როდესაც პირობები შესაძლებელს გახდის, ბანკმა ასევე დადო პირობა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რეკონსტრუქციის პროგრამაში. EBRD-ი ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს თავის ყველა ქვეყანას, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს და მის ეკონომიკურ გავლენას“, – ვკითხულობთ EBRD-ის განცხადებაში. 29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს.  ასევე წაიკიხეთ  EBRD: ცეცხლის დროულად შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს აღდგება  

პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვაზე: ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  „მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია. პარტნიორი ქვეყნისგან მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში, კატეგორიულად მიუღებელია“, - წერს პაპუაშვილი.  დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.  დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.  ასევე წაიკითხეთ ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა

ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს

აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს. ამის შესახებ Associated Press წერს.  „თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში“, თქვა ბაიდენმა და პუტინს კვლავ „ომის დამნაშავე“ უწოდა.  „ალბათ გახსოვთ, მე გამაკრიტიკეს იმისთვის, რომ პუტინს „ომის დამნაშავე“ ვუწოდე. სიმართლე კი ისაა, რომ საკუთარი თვალით იხილეთ, რაც მოხდა ბუჩაში. ეს პუტინის წინააღმდეგ მტკიცებულებაა, ის ნამდვილად ომის დამნაშავეა. მაგრამ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ინფორმაციის შეგროვება. ასევე, უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მათ ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებათ. უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულის სასამართლო გაიმართოს. პუტინი სასტიკია და რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია და ეს ყველამ იხილა. რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებაზე ვფიქრობ". - ამბობს ჯო ბაიდენი. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა

გერმანიის მთავრობამ არასასურველად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებაშია ნათქვამი. რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი უკრაინის ქალაქ ბუჩასა და კიევის სხვა გარეუბნებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულება გახდა, სადაც მანამდე რუსი სამხედროები იყვნენ განლაგებული. „ბუჩას ფოტოები მოწმობს რუსეთის ხელმძღვანელობისა და მისი პროპაგანდისტების წარმოუდგენელ სისასტიკესა და განადგურების სურვილს, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ჩვენ გვეშინია მსგავსი სურათები არ  ვიხილოთ უკრაინის მრავალი სხვა ადგილიდან, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ არაადამიანურობას ჩვენი თავისუფლების ძალით და  ჩვენი სიმტკიცით“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს სულ 40 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ბერლინი მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ინტერფაქსს განუცხადა, რომ დეპარტამენტი "უპასუხებს გერმანული პოლიტიკური მანქანის ამ ბოროტ მოქმედებას". 4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი Gazprom Germania-ს დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს. 30 სექტემბრამდე „გაზპრომის“ შვილობილი გერმანიის ფედერალური ქსელების სააგენტოს მფლობელობაში გადავა. ამის შესახებ Bloomberg გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკზე დაყრდნობით წერს. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ამ ნაბიჯის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ  Gazprom Germania ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვან გაზის ინფრასტრუქტურას მართავს. გარდა ამისა, მისი თქმით, 31 მარტს „გაზპრომმა“ შეწყვიტა მონაწილეობა Gazprom Germania-ში და მის აქტივებში ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე და ამით დაარღვია ადგილობრივი კანონები. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt -მა 31 მარტს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.  30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით  „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს. იუწყება Ansa. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს", - განაცხადა მან. იტალია თავისი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს რუსეთიდან იღებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების დივერსიფიკაციას. რუსეთის ჯარის მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და სასტიკ დანაშაულების მტკიცებულებების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის კოორდინაციას გაუწევს სანქციების გამკაცრების საკითხს ევროკავშირის პარტნიორებთან და განსაკუთრებით გერმანიასთან. Financial Times იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს 6 აპრილს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

კალაძე უკრაინის დაზვერვაზე: მტკნარი სიცრუე, მიზანმიმართული პროვოკაციაა

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  „მტკნარი სიცრუე, რომელიც დღეს გავრცელდა, თითქოს, საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში საქართველოს გავლით კონტრაბანდის შეტანაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რაც მიზნად უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს. ამის უკან მდგომებს ცუდი ზრახვები აქვთ ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ“, - დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.  დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.  დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.  ასევე წაიკითხეთ ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა

მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა

საფრანგეთი იმ რუს დიპლომატებს გააძევებს, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  „დღეს საღამოს საფრანგეთმა გადაწყვიტა გააძევოს ის რუსი თანამშრომლები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ეს აქცია არის ევროპული დამოკიდებულების ნაწილი. ჩვენი მტავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის იყო საფრანგეთისა და ევროპელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.  ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, საქმე ეხება 30-მდე რუსი დიპლომატის გაძევებას.  ცნობისათვის, დღეს გერმანიამ 40-მდე რუსი დიპლომატი ქვეყნისათვის არასასურველ პირად დაასახელა.  ბელგიის ხელისუფლებამ 29 მარტს 21 რუსი დიპლომატი გააძევა ჯაშუშობისთვის.  ნიდერლანდებმა კი 17 რუსი დიიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადეს, რომელთაც სპეცსამსახურების მონაცემებით ჯაშუშობა დაუდასტურდათ.  ირლანდიამ 29 მარტს 4 რუსი დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მიზეზია დიპლომატიური ნორმების დარღვევა.  4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

რატომ იცვლება 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერის წესი - ჯანდაცვის სამინისტრო

ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება. ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, კომიტეტის წარმომადგენლებსა და სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო. „ჯანდაცვის კომიტეტმა და მოწვეულმა სტუმრება სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, 11 აპრილიდან ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

გერმანიის პრეზიდენტმა რუსეთთან მიმართებით პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები აღიარა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის მიმართ პოლიტიკაში თავისი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები პირველად აღიარა. ამის შესახებ politico წერს.  „ჩემი ერთგულება Nord Stream 2 გაზსადენის მიმართ აშკარა შეცდომა იყო. ჩვენ ვეჭიდებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა, რაზეც ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ. ჩემი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა მისი ქვეყნის საბოლოო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ განადგურებას მისი იმპერიული მანიის გამო - აქ მე, როგორც სხვები - შევცდით“, - განაცხადა შტაინმაიერმა. 22 თებერვალს გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რაც იმას ნიშნავს, რომ გაზსადენი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს.  1207-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა და გერმანელი რეგულატორებისგან სერტიფიცირებას კვლავაც ელის. ამოქმედების შემთხვევაში ის რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. გაზსადენის მშენებლობა 2015 წელს დაანონსდა და მას გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, მასშტაბური პროექტი ევროპაზე მოსკოვის გავლენას გაზრდიდა. ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენი წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებაზეა გათვლილი. ეს გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ზე მეტია, რაც გაზპრომს წელიწადში $15 მილიარდზე მეტს მოუტანს. ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ნედ პრაისი: ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას - მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.  მისი თქმით, ის იმ პოზიციაში არ არის, რომ ამ საკითხზე ისაუბროს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.  „ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი გვექნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა. მისი თქმით, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს რას ნიშნავს რუსეთის აგრესია.  დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.  დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.  ასევე წაიკითხეთ ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა

უკრაინის გენერალური პროკურორი: ბოროდიანკაში უფრო საშინელი ვითარებაა, ვიდრე ბუჩაში

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვეედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში უფრო რთული ვითარებაა ვიდრე ბუჩაში. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიევის ოლქში არსებულ სიტუაციაზე, რადგან გუშინ ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მოგვეცა და ამჟამადაც ვმუშაობთ ბუჩაში, ირპენსა და ვორზელში. სინამდვილეში კი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მხრივ, ყველაზე საშინელი ვითარება ბოროდიანკაში გახლავთ. ვფიქრობ, ამ დასახლების შესახებ ცალკე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

უკრაინის პროკურატურა: ბუჩაში აღმოაჩინეს სარდაფი, სადაც ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ და კლავდნენ

ერთ-ერთი საბავშვო სანატორიუმის სარდაფში სამართალდამცავებმა ხუთი მამაკაცის ცხედარი ხელებშებმული იპოვეს. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აწამებდნენ უიარაღო მოქალაქეებს და შემდეგ ხოცავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავცელებს. „დანაშაულის ადგილზე პროკურორები და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ყველაფერი კეთდება, რათა დადგინდეს თითოეული სამხედრო დანაშაულისა და რუსეთის აგრესიაში ჩართული პირების ვინაობა და გარემოებები, რათა ისინი დაისაჯონ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვეედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში უფრო რთული ვითარებაა ვიდრე ბუჩაში. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".  ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურორი: ბოროდიანკაში უფრო საშინელი ვითარებაა, ვიდრე ბუჩაში სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებმა უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს

მსოფლიო სპორტის ცნობილმა ვარსკვლავებმა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს. აუქციონის სერია, სახელწოდებით World Sports For Ukraine, სპორტული გამოცემა Tribuna-ს, ორგანიზაცია Ukraine Alive 2022-ისა და ბელორუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის ინიციატივას წარმოადგენს. ნივთების შეძენა Ebay-ზეა შესაძლებელი. უკრაინის დასახმარებლად პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ აუქციონზე მაისური, სადაც ავტოგრაფთან ერთად ფეხბურთელის მიერ გაკეთებული წარწერა – „Stop War”.  აუქციონზე ასევე წარმოდგენილია MMA-ში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, უკრაინელი ლენა ოვჩინიკოვას მაისური უნიკალური პრინტით. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა

უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ნუთუ საჭირო იყო, რომ ასობით ჩვენი ადამიანი დაღუპულიყო ტანჯვაში, რათა ევროპის ზოგიერთ ლიდერს საბოლოოდ გაეგო, რომ რუსეთის სახელმწიფო იმსახურებს მაქსიმალურად მკაცრს ზეწოლას? ეს გულს უგლეჯს თითოეულ უკრაინელს. ეს მე მიგლეჯს გულს, რადგან მხოლოდ ახლა გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან განცხადებები, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, როდესაც ყველაფერი აბსოლუტურად გასაგები იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

დმიტრო კულება: მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას

მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას, - ამის შესახებ უკრაინიას საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერში" წერს.  „მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მეტად გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – წერს დმიტრო კულება. ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.

შალვა პაპუაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 5-6 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.

ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „როიტერის“ ინფორმაციით, საუბრისას პეკინი კვლავ გამოვიდა უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით. „ომები ადრე თუ გვიან სრულდება. ახლა მთავარია, როგორ ვიფიქროთ ტკივილზე, როგორ შევინარჩუნოთ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა და ჩამოვაყალიბოთ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი მექანიზმი. ჩინეთი მზად არის, შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ მიმართულებით ობიექტური პოზიციიდან“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებას. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული  

ევროპარლამენტი: 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით

2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. „მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია დოკუმენტში. შეფასებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას. „კერძოდ, მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის მარცხი და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები,“- აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ბოლო წლებში შენელდა ანტიკორუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მთავარ გამოწვევად რჩება".