ძებნის რეზულტატი:

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომა გაიმართა

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსო. ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა კითხვარის მეორე, მოცულობითი ნაწილის მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ეფექტიანად შესავსებად. როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2 300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველომ კითხვარი დათქმულ ვადამდე შეავსო. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. სრულად შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ასევე წაიკითხეთ: საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს  

გაერო: უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი. ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი და 3 451 დაშავდა. „სამოქალაქო პირების დაღუპვისა და დაშავების მიზეზი უმეტესწილად გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, – ნათქვამია მოხსენებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვი არ გეგმავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვი არ გეგმავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამის შესახებ საგარეო უწყების ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. „ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ინსინუაციების უარყოფა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე“, – განაცხადა ზაიცევმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ: რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი აშშ-ის პასუხი პუტინის მიერ „ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში“ მოყვანაზე  

ყაზახეთის პრეზიდენტი: გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მზად უნდა ვიყოთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

ყაზახეთი, მსოფლიოში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, მზად უნდა იყოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დღეს, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. „გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს მზად უნდა დავხვდეთ და დავიცვათ ჩვენი ნაციონალური ინტერესები, დავიცვათ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა. ასევე წაიკითხეთ ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის ახალი მინისტრი დანიშნა პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი

სურსათის უვნებლობის სააგენტომ 472 კილოგრამი “ქინდერი” დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოში Ferrero-ს “ქინდერის” შოკოლადის იმპორტიორში შემოწმება დაიწყეს. საქმე Ferrero-ს ქარხანაში სალმონელას ინფექციით შოკოლადის დაბინძურებას შეეხება.“29 აპრილს, სააგენტოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შეტყობინებაში დასახელებული იმპორტიორი კომპანიის შპს „ბიდი კომპანის” სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე. შემოწმებისას, სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი შემდეგი დასახელების და პარტიების სურსათი:KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16.HANGING BAG BASE,პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ.პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ.პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ.პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ.პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ.პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ.პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ.პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ.პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგამავდროულად, სააგენტოს ზედამხედველობით, გრძელდება იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.28 აპრილს RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებულ შეტყობინებაში მითითებული შოკოლადის პროდუქტის ერთ შემთხვევაში ვარგისიანობის ვადად განსაზღვრულია 25.07.2022. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, სრულად არის რეალიზებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მყისიერად გაავრცელა. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, აღნიშნული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია არ გამოიყენოს!ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა,” - წერია სააგენტოს განცხადებაში.Ferrero-ს საწარმოში სალმონელათი დაბინძურების შესახებ გასული თვის დასაწყისში გახდა ცნობილი. ასევე წაიკითხეთ სურსათის ეროვნული სააგენტო „ქინდერის“ საეჭვო პარტიაზე, ახალ განცხადებას ავრცელებს

Bloomberg: EU-ს გადაწყვეტილებით, შესაძლოა უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის შესყიდვის ვადა გაუხანგრძლივდეთ

ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ  Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, დღის წესრიგშია რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს გადახედვა. რომლის საფუძველზეც, უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა რუსული ნავთობი 2024 წლის ბოლომდე შეისყიდონ, ხოლო ჩეხეთმა 2024 წლის ივნისამდე. EU-ს ბლოკის სხვა ქვეყნები კი რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე თანდათან შეამცირებენ, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული. „ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა წლის ბოლოსთვის, არის გადაწყვეტილება, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია, რადგან უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება სანქციების პაკეტით“, -  ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

შემოსავლების სამსახური: 14 მაისიდან საფოსტო გზავნილებზე დამატებითი გადასახადი დაწესდება

14 მაისიდან საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადი შევა ძალაში. ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმების მომსახურების საფასური ასე განისაზღვრა: 300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 20 ლარი; 3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 100 ლარი; 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე - 300 ლარი; უწყების ცნობით, 2022 წლის 14 აპრილის N96 დადგენილებაში ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ N201 დადგენილებით განისაზღვრა, რომელიც 14 მაისიდან შევა ძალაში. ამ დრომდე მოქალაქეები საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე დამატებითი მომსახურების საფასურს არ იხდიდნენ.

ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდანვე, ბალტიისპირეთის ქვეყნები მხარს უჭერდნენ უკრაინას როგორც იარაღით, ასევე დიპლომატიური ძალისხმევით“, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის, ლატვიის, და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, იუწყება Ukrinform სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით. „თქვენ ჩვენი უახლოესი და სანდო მეგობრები ხართ, რადგან თქვენ იყავით პირველები, ვინც მხარი დაუჭირეთ უკრაინას რუსეთის ფართომასშტაბიან შემოჭრის შემდეგ. თქვენმა ხალხმა, მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება

"რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება, რომელიც მიმდინარე კვირას დაანონსდა, ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადა. მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს. „ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს.  გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ეს ქვეყანა ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთი და სლოვაკეთი შეძლებენ, გააგრძელონ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლება, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის ემბარგოთი ისარგებლოს. იმისთვის, რომ ბრიუსელის გეგმას ვეტო არ დაადონ ქვეყნებმა, რომლებიც უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, ევროკავშირმა უნგრეთსა და სლოვაკეთს ემბარგოს განსახორციელებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესთავაზა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება  

მედია: კუნძულ ზმეინთან რუსული სამხედრო გემი იწვის

კუნძულ ზმეინთან რუსული სამხედრო გემი იწვის, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Думская წერს. გამოცემის ცნობით, გემზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ეს ინფორმაცია სოცქსელებში ჯერ კიდევ 5 მაისს გავრცელდა Думская-ს ცნობით, ამ რაიონში, შავი ზღვის აკვატორიაში გამოჩნდა რუსული ავიაცია, ხოლო ოკუპირებული ყირიმიდან სამაშველო გემები დაიძრნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სამხედრო გემზე ხანძარი უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. გემზე ხანძრის ფაქტს ადასტურებს Telegram-ზე დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. „იცით, არის ასეთი „ადმირალ მარკოვი“. ის ახლა ძალიან ციდადაა და ისევ დასაჯა ზღვის ღმერთმა. კიდევ ერთი რუსული გემი არ წავიდა „სადაც საჭიროა“, თუმცა საკმარისად მიიღო. იმედი მაქვს, ბოლოს მაინც იქ წავა „სადაც საჭიროა“, - ამბობს დეპუტატი. ამასთან, რუსეთის გენშტაბი, 6 მაისის მდგომარეობით, კიდევ ერთი გემის დაკარგვის შესახებ იუწყება. „ადმირალი მარკოვი“,  მესამე ფრეგატია, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტში ირიცხება.  სამხედრო გემი 30-ე საზღვაო დივიზიის შემადგენლობაშია. ფრეგატი 2012 წელს სახელმწიფო საწარმო „იანტარში“ ააწყვეს, კალინინგრადში. ექსპლუატაციაში კი 2015 წელს შევიდა. ფრეგატი აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“, და გემის საწინააღმდეგო რაკეტებით „ონიქსი“.  შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, საღამოს, რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.  ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა

ზელენსკი ოლაფ შოლცს მოუწოდებს, 9 მაისს კიევს ეწვიოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას „ძლიერი ნაბიჯი“ და 9 მაისს კიევს ეწვიოს. „ის მოწვეულია უკრაინაში, მას შეუძლია, გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ჩამოვიდეს აქ 9 მაისს, კიევში. მე ახლა არ განვმარტავ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას, ვფიქრობ, თქვენ თავად შეგიძლიათ ამის გაგება“, - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისს, აღლუმის გასამართად ემზადება მარიუპოლზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ იქ არსებული სიტუაცია წამებას უტოლდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 24 900 სამხედროს აღწევს

რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 24 900 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1110 ტანკი, 2651 ჯავშანმანქანა, 502 საარტილერიო სისტემა, 171 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 83 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 199 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1926 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 11 ერთეული გემი/ კატერი, 324 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 38 სპეცტექნიკა, 90 ფრთოსანი რაკეტა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ეს ქვეყანა ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთი და სლოვაკეთი შეძლებენ, გააგრძელონ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლება, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის ემბარგოთი ისარგებლოს. იმისთვის, რომ ბრიუსელის გეგმას ვეტო არ დაადონ ქვეყნებმა, რომლებიც უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, ევროკავშირმა უნგრეთსა და სლოვაკეთს ემბარგოს განსახორციელებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესთავაზა.   

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი

შვიდი ქვეყანა უკვე დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. იმავდროულად, უკრაინას ასევე სურს, მათ შორის იხილოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გააკეთა. „თითოეულ ქვეყანას თავისი ისტორია და პოლიტიკა აქვს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების გარანტორებს შორის გვსურს, ვიხილოთ ჩინეთი, ინდოეთი და შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც. მაგრამ ეს დამოკიდებულია ამ ქვეყნების პოზიციაზე. ჯერჯერობით, ჩინეთს საჯაროდ არ გამოუთქვამს მზადყოფნა მსგავსი მოლაპარაკებებისთვის. კონტაქტები, რა თქმა უნდა, გვაქვს“, - განუცხადა იერმაკმა მედიას. მისი თქმით, ბევრი სტრატეგიული პარტნიორი უკვე დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, ესენია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, იტალია და სხვა. დმიტრო კულება: უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად, გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი „ჩინეთი სერიოზული მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან და მე მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩინეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. მაგრამ ეს იქნება სუვერენული სახელმწიფოს პოზიცია“, - აღნიშნა იერმაკმა. 6 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზელენსკიმ დესაბჭოტიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კანონმდებლობის დესაბჭოტიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, კანონის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს დაევალა, უახლოეს მომავალში გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, ასევე, მოამზადოს ახალი შრომის კოდექსი, საბინაო კოდექსი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. „ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დეპუტატებმა დამოუკიდებლობის წინა 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ინფორმაციისთვის, კანონის თანახმად, სსრკ-ის პერიოდის 1200 აქტი უქმდება. ამასთან, უკრაინის კანონმდებლობაში აღარ იქნება ნახსენები ტერმინები: „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება“; „ლენინური იდეები კომუნისტური საზოგადოების მშენებლობისთვის“ და სხვა. შეგახსენებთ, სამ მაისს, უკრაინის პარლამენტმა პორორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საკითხები მიმოიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრონლობის დიდი პოტენციალი. სატელეფონო საუბრისას ილია დარჩიაშვილმა და იარ ლაპიდმა საუბრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყნას შორის მჭიდრო კავშირების გაგრძელებასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაირ ლაპიდმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.  

3 თვეში რუსეთი 3,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა

რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკა 2022 წლის პირველ სამ თვეს მოიცავს. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. 2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი 3 880 679-მა მოქალაქემ დატოვა. აქედან 38 281 ადამიანი საქართველოში ჩამოვიდა, რაც 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 5-ჯერ მეტია. საქართველოს გარდა რუსეთის მოქალაქეები მიემგზავრებიან სომხეთში, სადაც 2022 წლის პირველ კვარტალში 132 129 ადამიანი ჩავიდა – სამჯერ მეტი, ვიდრე შარშან; აზერბაიჯანში – 56 475 (წინა წელს – 20 378); უზბეკეთში – 53 084 (წინა წელს – 15 206), ტაჯიკეთში – 40 054 (წინა წელს – 8 857); ყაზახეთში – 204 947 (წინა წელს – 122 330). პორტალის „ტაკიე დელა“ და დამოუკიდებელი სპეციალისტების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთს საშუალოდ ტოვებდა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი წელიწადში.

უკრაინა რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესახებ იუწყება

უკრაინამ იუწყება, რომ 41 ადამიანი დაიბრუნა რუსეთთან ტყვეების ბოლო გაცვლის შედეგად. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ჯგუფში 28 სამხედრო მოსამსახურე და 13 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათგან 11, ქალია. ვერეშჩუკის თქმით, გათავისუფლებულთა შორის იყო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ანჯელინა ჯოლი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსთან საუბრისას ბავშვთა პრობლემებით დაინტერესდა

ჰოლივუდის მსახიობი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ცნობილ ამერიკელ მსახიობთან ვიდეოზარი გამართა. ანდრეი იერმაკმა მსახიობს უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნით ბოლო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მსახიობმა გამოთქვა მზადყოფმა, ითანამშრომლოს პასუხისმგებელ პირებთან და სტრუქტურებთან, რომლებიც უშუალოდ ზრუნავენ ბავშვების პრობლემებზე, რათა მათ საჭირო, სათანადო დახმარება გაუწიონ. ჰოლივუდის ვარსკვლავის თქმით, მას ასევე ძალიან აწუხებს მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ბედი, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანჯელინა ჯოლი კვლავ მიიწვია უკრაინაში.  

WHO: კორონავირუსის პანდემიამ, თითქმის 15 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაიღუპა თითქმის 15 მილიონი ადამიანი, რაც აქამდე არსებულ ოფიციალურ სტატისტიკაზე თითქმის სამჯერ მეტია. ადრე ითვლებოდა, რომ დაახლოებით 5,4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდისგან. თუმცა აქაც იყო განსხვავებები. მაგალითად, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, რომელსაც მრავალი საერთაშორისო მედია და ექსპერტი ეყრდნობოდა პანდემიის დროს, კორონავირუსმა 6,2 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანმო-ს ახალი მონაცემები ბევრჯერ აღემატება რომელიმე ამ მაჩვენებელს. ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა დიდად არ იყო შეფასებული - ზოგჯერ მიზანმიმართულად და უმეტეს შემთხვევაში გამოთვლებში შეზღუდული შესაძლებლობების გამო. მაგალითად, ინდოეთში, ჯანმო-ს მონაცემებით, დაიღუპა 4,7 მილიონი - ათჯერ მეტი, ვიდრე ხელისუფლების მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებია. ამ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოში კოვიდ სიკვდილობის თითქმის მესამედი. რუსეთში ოფიციალური მაჩვენებლები სამნახევარჯერ დაბალია რეალურზე. აქამდე სიკვდილობის მხრივ ლიდერად აშშ ითვლებოდა, მაგრამ ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ინდოეთი გამოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირიუსით 16 811 ადამიანი დაიღუპა. 

ბაიდენი ზელენსკისთან და G7-ის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და G7-ის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.  „კვირას დილით, პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას G7 ლიდერთა შეხვედრაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გერმანიის კანცლერი შოლცი. ლიდერებს შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა. 8 მაისს დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგშია უკრაინაში ომი და რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების დაწესების საკითხი. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.