ძებნის რეზულტატი:
ჯენ ფსაკი: პუტინი აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარში კიევის ქუჩებში გაემართა, ცხადია, ეს არ მოხდება
"პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი იყო ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარში კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება", - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკმა განაცხადა. „პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი - ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარშის კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება. მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ნატოსა და დასავლეთის გაყოფის მომენტი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის გამარჯვება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - აღნიშნა ჯენ ფსაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მარიუპოლის მერის მრჩეველი: თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია“
თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია“,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბლოკადაში მოქცეული ფოლადის ქარხანის ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. „შეუჩერებელი დაბომბვა და თავდასხმა ხორციელდება „აზოვსტალზე“, ზოგიერთ რაიონში საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავნის მიღმაა“,- განაცხადა ანდრიუშენკომ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე შეტევას, თუმცა - უშედეგოდ. უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის ქარხანაზე შეტევას, თუმცა წინსვლა არ აქვს ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“
პრეზიდენტი: მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირსა და NATO-ში უფრო სწრაფი ინტეგრაცია გვჭირდება. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება
„ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ მედია Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ფიქრობ, მუდამ შეგვიძლია, გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა საკმარისი რაოდენობით წვრთნები, მხოლოდ 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იყვნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის კუთხით ერთ-ერთ კარგ პარტნიორად. ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და NATO--ში ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 24 700 სამხედროს აღწევს
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 24 700 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1092 ტანკი, 2651 ჯავშანმანქანა, 499 საარტილერიო სისტემა, 169 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 83 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 196 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1907 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 10 ერთეული გემი/ კატერი, 303 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 38 სპეცტექნიკა, 89 ფრთოსანი რაკეტა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარი, რომელიც სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი, ესპანეთში დააკავეს
პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარი, რომელიც სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი, ესპანეთში დააკავეს, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ანატოლი შარის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს – სახელმწიფო ღალატი და რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაცია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, „ეს დაკავება კიდევ ერთი დასტურია, რომ ყველა უკრაინელი მოღალატე, ადრე თუ გვიან, დამსახურებულ სასჯელს მიიღებს“. შარის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ - 111-ე მუხლი (ღალატი) და 161-ე მუხლი (მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა მათი რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სხვა მოტივით). „შარის ინტერვიუები და გამოსვლები შეიცავს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული საქმიანობის ფაქტებს. ის გასულ წელს გამოცხადდა ეჭვმიტანილად", - ნათქვამია ოფიციალური უწყების განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: უკრაინელები ზოგჯერ კიდევ უფრო მეტს და მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, შეუძლებელია, საქართველომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს, ან მეორე ფრონტი გახსნას
უკრაინელები უხეშ გამონათქვამებს იყენებენ სხვადასხვა პარტნიორების მიმართ. დიახ, მათ სურთ, მიიღონ იარაღი საქართველოდანაც, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია. „უკრაინელები უხეშ გამონათქვამებს იყენებენ სხვადასხვა პარტნიორების მიმართ. დიახ, მათ სურთ, მიიღონ იარაღი საქართველოდანაც, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურია იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით რომ გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და ერთ-ერთში საუბარი მიმდინარეობს რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმის“ ჩატარებაზე. ცხადია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს უკრაინის მსგავსად, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის სოლიდარობის დონეს, რაც ჩვენ უკრაინის მიმართ გვაქვს,“- აღნიშნა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი: მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირსა და NATO-ში უფრო სწრაფი ინტეგრაცია გვჭირდება. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ვაგრძელებთ, საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას
საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის. „საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს", - განაცხადა პრემიერმა.
კელი დეგნანი: ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას
ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა. „ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის მიმართ სრული ნდობა,“- განაცხადა ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შვედეთის პრემიერ-მინისტრი: ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „უკრაინისთვის“ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა. ანდერსონმა უკრაინის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას სასწრაფო სჭირდება ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე სამხედრო აღჭურვილობა. „ჩვენ აქ შევიკრიბეთ უკრაინის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად. ეს ხალხი განიცდის უზარმაზარ უსამართლობას და ტანჯვას. მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო 11 წლის ილიას, ოდესელი ბიჭუნას სიტყვებით, რომლებიც მანდ „იუნისეფს“ უთხრა: „მე მეშინოდა. მე მესმოდა აფეთქებები. ნებისმიერ დროს რაკეტა შესაძლებელი იყო, მოხვედროდა ჩემს სახლს და ყველა დაიღუპებოდა“. ასევე წაიკითხეთ: გაერთიანებული სამეფო უკრაინას 57 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
"ბილაინის" 100%-იან წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს
კომპანია „ბილაინს“, იმავე "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიამ 5 მაისის სხდომაზე მიიჩნია, რომ: „ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან“. შეგახესენებთ, რომ საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად „ვიონი საქართველოს“ ორი მფლობელი ჰყავს. კერძოდ: წილების 71% ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ Watertrail Industries-ს; წილების 29% ეკუთვნის იქვე რეგისტრირებულ Investico Alliance-ს. ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ს ფლობს კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებშია მოყოლილი (აქციების 43.8% საფონდო ბირჟაზე თავისუფალ ვაჭრობაშია). ცნობისთვის, „ვიონი“ 2007 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე „მობიტელის“ სახელით და ფიჭური კომპანია „ბილაინის“ ბრენდით დაიწყო მუშაობა. „მობიტელი“ ეკუთვნოდა რუსულ „ვიმპელკომ ჯგუფს“, რომელსაც 2017 წლის რებრენდინგის შედეგად „ვიონი“ ეწოდა. სანქცირებული რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი, რომელიც „ვიონი ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელია, საქართველოში ასევე ფლობს კომპანია „ბორჯომს“, რომელმაც ცოტა ხნის წინ წარმოება შეაჩერა.
კელი დეგნანი: უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ
უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი. ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება. ასე რომ, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, საქართველოსთვის, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
5 მაისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმ კუთხით, რომ საკვანძო რეფორმებს ახორციელებს. ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ხელის აწევით, ნათქვამია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა რუსეთის ომით მეზობელ უკრაინაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 450,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის შესვლით ომის დაწყების დღიდან - მათგან თითქმის 100,000 მოლდოვაში რჩება - ასევე, ვაჭრობის შემცირების და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გაზრდის გამო. ამ მიზნით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, ახალი მაკროფინანსური დახმარების, სატრანსპორტო და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, პარლამენტი მიესალმება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, TEU-ს 49-ე მუხლის შესაბამისად და „დამსახურების საფუძველზე“. იმავდროულად, ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს განაცხადის შეფასება და უზრუნველყოს მოლდოვის სრული დახმარება, ვიდრე ეს პროცესი გრძელდება. გაიზარდა შიში დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც აპრილში არაერთი ინციდენტის მომსწრე გახდა, რაც ევროპარლამენტარების მიერ განიხილება, როგორც პროვოკაციების სახიფათო აქტები უსაფრთხოების უკიდურესად არასტაბილურ ვითარებაში. ისინი ასევე იმეორებენ პარლამენტის მხარდაჭერას „დნესტრისპირეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი პოლიტიკური მოგვარების მიმართ“, მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იქ განთავსებული რუსული ძალების გაყვანის ჩათვლით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.
დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ საბედნიეროდ არაა იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, საბედნიეროდ, მდგომარეობა არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული“, - აღნიშნა ხუნდაძემ. მისი თქმით, დავით სერგეენკოსთან ერთად, ის იუსტიციის მინისტრს შეხვდა, ასევე სასჯელაღასრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, ექიმებს, ვისგანაც მიიღეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „პოლიტიკური მიზნებისთვის, გარკვეული სცენების გამართვისთვის ჩვენი მიწვევა აზრს მოკლებულია. ჩვენ ვიყავით გუშინ იმ მისამართზე, სადაც საჭირო იყო და მეტ ინფორმაციას მივიღებდით, მოვიკითხეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის საყურადღებო, მაგრამ ეს ძირითადად მისი ქმედებიდან გამომდინარეა - ის ყველა საჭირო სერვისს იღებს და მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული. მედიცინაში გარანტია უბრალოდ არ არსებობს. ყველას მხრიდან, გუნდის, პასუხისმგებელი პირებისგან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამას სამწუხაროდ, არ აკეთებს თავად მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მიზნების გამო", - განაცხადა ხუნდაძემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ეტაპზე მისი კლინიკაში გადაყვანის პროცესში მათ მიიღეს აქტიური მონაწილეობა და თუ საჭირო იქნება, ჩართულობა ისევ იქნება, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მისი მდგომარეობა იყო უარესი ვიდრე დღეს არის. „მაშინ მოვინახულეთ არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ექიმებთან, მის პირად ექიმთან, ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან ერთად. მისი მდგომარეობა იყო უარესი ვიდრე დღეს არის, სწორედ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაგვეყვანა კლინიკაში, მაგრამ ამის საჭიროება დღეს არ არ არსებობს. საჭიროების სწორედ განსაზღვრისთვის საჭიროა ექიმებმა ისაუბრონ და არა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ ქვიშის საათია ჩართული მისი ჯანმრთელობის საზიანოდ თუ უცხოეთშია გადასაყვანი,"- განაცხადა ხუნდაძემ. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა 4მაისს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და ექიმ დეპუტატებს მოუწოდა, რომ მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. ასევე წაიკითხეთ კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კელი დეგნანი: დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის. კელი დეგნანის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ეს არის ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის და სხვებისთვის, რომლებიც ცილობენ საქართველოს გაყოფას. „აშშ თვალყურს ადევნებს, რაც საქართველოში ხდება. საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. მოხარული ვართ იმის ხილვით, რომ პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში მუშაობენ, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ცვლილებებისა და პროგრესის მიღწევა უნდა მოხდეს. გვსურს, მეტი აქტიურობის ნახვა პარლამენტში, მიღებული კანონებისა და სტრატეგიების მეტად განხორციელება, გვსურს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ პარლამენტში იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე, გზებთან, წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საუკეთესო ადგილი, მათ განსახილველად, პარლამენტია, სადაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს და არა იჩხუბოს. ახლა, იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, დროა, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ეს არის ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის და სხვებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გაყოფას. ჩემი მესიჯი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიმართ არის: დადგნენ ერთად და ერთად იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამაში უნდა დაიხარჯოს ახლა ენერგია“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა მედიასთან.
ლევან დავითაშვილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს პოტენციალი, რომ საჰაერო გადაზიდვები გაიზარდოს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მთავარი აეროპორტი უფრო მეტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეს შესაძლებლობა დამატებითი სამიმოსვლო ბილიკისა და მოსაბრუნებელი მოედნის მშენებლობის შემდეგ გაჩნდა. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი სამიმოსვლო ბილიკი აეროპორტის ასაფრენ ზოლთან დიდგაბარიტულ, მეტწილად, კარგო თვითმფრინავებს აკავშირებს, რომლებიც ტვირთის გადაზიდვისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას და დააჩქარებს აფრენების სიხშირეს, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესებს აეროპორტში მიმოსვლას უსაფრთხოების კუთხით. „ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ვხედავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთების მზარდ ნაკადს,“ - აღნიშნა მინისტრმა. „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზარდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, რომ კარგო მიმართულება განვითარდეს. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მოხდეს კარგო მიმართულების უფრო მეტად განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს. ამ კუთხით ახალმა ინფრასტრუქტურამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. აეროპორტის ახალ ინფრასტრუქტურა აღიჭურვა თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემით, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება. ჯამში, დღეიდან აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ და აეროპორტის მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ“ უზრუნველყვეს. პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. პროექტში TAV Georgia-მ $2,5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ახალი სამიმოსვლო ბილიკის ვიზუალური სანავიგაციო საშუალებით აღჭურვაში „საქაერონავიგაციამ“ 3, 755 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამიმოსვლო ბილიკის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანიამ „ADPI” შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიური კომპანია „OCEM”-მა განახორციელა. ახალ სამიმოსვლო ბილიკ „G“- გოლფზე დამონტაჟდა თანამედროვე LED ტიპის ახალი ტექნოლოგიის იტალიური წარმოების სანათები. ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკ „GOLF” შუქტექნიკური სისტემა სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებთან და აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.
კელი დეგნანი: საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთ თავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლო მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „რაც შეეხება ურთიერთბრალდებებს უკრაინასა და საქართველოში გარკვეულ პირებს შორის, არ მსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ამ ომში ჩაბმას ცდილობდეს, ფაქტობრივად, მე მესმის, რომ ადამიანები ძალიან ფრთხილები და სენსიტიურები არიან იმ ფაქტის მიმართ, რომ თქვენს ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან რუსული ძალები და საქართველოს აქვს რუსული ძალების მიერ მის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის მტკივნეული გამოცდილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთ თავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლო მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის, რომელიც ცილობს, წაგართვათ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. „ჩემი ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი ბაიდენი, გარკვევით აცხადებენ, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით საქართველოს მოწყვლადობას, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. 30 წელია, ჩვენ საქართველოს თავდაცვის ძალებს ვეხმარებით, ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, იმისთვის, რომ გაძლიერდნენ და შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა, ეს არის სანაპირო დაცვა, ეს არის სასაზღვრო პოლიცია, ეს არის საქართველოს თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია. ყველანი უფრო ძლიერები არიან, გაზრდილი შესაძლებლობით, ისინი არამხოლოდ თანამშრომლობენ, არამედ შეერთებულ შტატებთან და NATO-ს მოკავშირეებთან მსახურობენ ავღანეთში, ერაყში. ასე რომ, ვიტყვი, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერია და ამას ჩემი ლიდერები გარკვევით აცხადებენ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ისრაელი: პუტინმა პრემიერ-მინისტრ ბენეტს ლავროვის კომენტარების გამო ბოდიში მოუხადა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა იმ ანტისემიტური კომენტარებისთვის, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ კვირის დასაწყისში გააკეთა. ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს „პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარების გამო და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევით გამოხატვისთვის“, - ნათქვამია ბენეტის ოფისში ოფიციალურ განცხადებაში. ცნობისთვის, 2 მაისს, ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელმა ლავროვი ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში დაადანაშაულა. ისრაელმა რუსეთის ელჩიც დაიბარა. „ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა 2 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.
პრემიერი: მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით
„ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. „პირადად მოვახსენებ მადლობას პრემიერ-მინისტრებს: მორავიეცკის და ანდერსონს, როგორც ჩვენი დღევანდელი ღონისძიების წამყვანებს, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს. თქვენ ხართ საქართველოს ერთგული პარტნიორები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ.ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ პარტნიორებს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვასაც მოუსმინეს. მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ - შვედეთის, ესპანეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, ალბანეთის, ხორვატიის, ისლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრები. სესიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს წარმომადგენლები. დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძე.
საფრანგეთში, ოლიგარქ ფრიდმანის ვილა და სახლი დააყადაღეს
საფრანგეთში, სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ვილა და სახლი დააყადაღეს. ამის შესახებ რუსული მედია The Insider -ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ სან-ტროპეში ფრიდმანის ვილა Copab დააყადაღეს. როგორც ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, ვილა ფრანგულ ფირმა SNC COPAB-ზეა რეგისტრირებული. მისი ბენეფიციარები არიან მიხაილ ფრიდმანის შვილები ლარისა და ეკატერინე, ხოლი 1%-ს მისი ყოფილი ცოლი, ოლგა აიზმანი ფლობს. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ფრიდმანი ვილის გაქირავებით თვეში €180 ათასიდან €440 ათასამდე შოულობდა. ვილის ტერიტორიაზეა აუზი, საუნა და ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი. ამასთან, პარიზში დააყადაღეს მიხაილ ფრიდმანის სახლი, რომელიც ასევე შვილებისა და ცოლის სახელზე კომპანია SCI მეშვეობითაა რეგისტრირებული. ცნობისათვის, მანამდე რუსი ოლიგარქი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. 17 მარტს, ფრიდმანმა განაცხადა, რომ მას საბანკო ბარათი დაუბლოკეს და თვეში მხოლოდ $3 300 დახარჯვის უფლება აქვს. ფრიდმანი LetterOne, Alfa Group-ის ძირითადი აქციონერია. 29 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოება დროებით შეაჩერა. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მცირე დროის საქმეა, ეს გარდაუვალია
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. „დღევანდელი აქციის მიზანია, გავაგონოთ ხმა ხელისუფლებას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული, განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში. ჩვენ ვითხოვთ თუნდაც სასჯელის გადავადებას ან რაიმე ფორმით გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ“, - განუცხადა მედიას მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა. ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საზღვარგარეთ ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის განსახიერებაა და სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარულია. „საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ორი მყარი და მკვეთრი პოზიცია: ერთი, უკრაინასთან და მეორე - მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასთან მიმართებით. დღეს უკრაინის გვერდით ვინც არ დგას, მიუხედავად არგუმენტებისა, ის დგას რუსეთის მხარეს. ეს პოზიცია არსებობს, ან შენ ხარ სწორ მხარეს, ან შენ ხარ ბოროტების მხარეს. იგივეა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ყველა აცნობიერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იყო დაპირისპირებაში ყველაზე ველურ ძალასთან 2008 წელს. „როგორც არასოდეს, დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა არის ქართველი ხალხის გვერდით და დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობა უცხოელების მხრიდან დიახაც, გამოიხატება ამ ქვეყნის მომავლის ქომაგობაში და განსაკუთრებით 24 თებერვლიდან. ორი მხარე არსებობს, ან მხარე ხარ კრემლის, ან დასავლური თავისუფალი სამყაროსი და მიხეილ სააკაშვილი არის საზღვარგარეთ ბევრისთვის განსახიერება ბოროტებასთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ძალიან მცირე დროის საქმეა. „დიახაც, მობილიზაცია საერთაშორისო სწორი აზრისა უკვე არის სახეზე. ვფიქრობ, ძალიან მცირე დროის საქმეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს გარდაუვალია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.