ძებნის რეზულტატი:
იაპონია, აქტივებს რუსეთის კიდევ 140 მოქალაქეს გაუყინავს
იაპონია, აქტივებს რუსეთის კიდევ 140 მოქალაქეს გაუყინავს, ასევე სანქციები გავრცელდება რუსეთის სამხედრო ქარხნებისთვის ექსპორტზე. ამის შესახებ Reuters იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდაზე დაყრდნობით წერს. მანამდე, იაპონიის სანქციების ქვეშ ასამდე რუსეთის მოქალაქე მოხვდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვოლოდიმირ პუტინი, მილიარდერები ალექსეი მორდაშოვი და ვიქტოე ვექსელბერგი. ამასთან, იაპონიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა, რომ იაპონია რუსულ ნავთობზე ემბარგოს ვერ შემოიღებს, რადგან ქვეყანას „შეზღუდული“ ენერგორესურსები აქვს, ამიტომ გაუჭირდება ევროკავშირის მსგავსად, მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს. იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუერთდა. იაპონიის მთავრობის განმარტებით, ქვეყანაში აიკრძალა რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინა. 1-ელ მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მოგვიანებით კი იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა. ასევე წაიკითხეთ იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა
გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა
ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენი GIPL-ი (Gas Interconnection Poland-Lithuania) ოფიციალურად გაიხსნა. ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, GIPL-ი რეგიონის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გააძლიერებს და ის კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის სრული პოტენციალის ათვისების საშუალებას იძლევა. გაზის იმპორტისა და ექსპორტის ახალი მარშრუტი ოფიციალურად გაიხსნა. ეს ისტორიული მოვლენაა რეგიონისთვის, რომელიც დიდი ხანია, დიდწილად იყო დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. ცერემონიას ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ენერგეტიკულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. „ვადაზე ადრე ვიწყებთ გაზის ტრანსპორტირებას პოლონეთ-ლიეტუვის ინტერკონექტორის გავლით. პოლონეთს აქვს წვდომა კლაიპედას ტერმინალზე, რაც პოლონელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას აძლიერებს“, - განაცხადა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში მინისტრმა პიოტრ ნაიმსკიმ. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ევროა, ევროკომისია დაფინანსების დაახლოებით 60%-ს უზრუნველყოფს. პროექტის დაფინანსებაში წვლილი ლატვიამ და ესტონეთმაც შეიტანეს. „რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, GIPL-ის გაზსადენი, Klaipeda LNG-ის ტერმინალთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ პოლონეთისთვის და მთელი ბალტიის რეგიონისთვის“, - აცხადებენ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში. „GIPL-ის ამოქმედება ისტორიული მოვლენაა არამხოლოდ ლიეტუვისა და პოლონეთისთვის, არამედ მთელი რეგიონის ენერგეტიკის სექტორისთვის. ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენის ურთიერთდაკავშირება უზრუნველყოფს ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაზის მიწოდების უსაფრთხოებას და გააძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე“, - ამბობს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი. პოლონურმა კომპანიებმა PGNiG და Gaz-System-მა გაზპრომთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ 27 აპრილს გამოაცხადეს.
იაპონია რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს
იაპონია რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს. ნედლეულზე ემბარგოს ვერც უახლოეს პერიოდში შემოიღებს, რადგან ქვეყანას „შეზღუდული“ ენერგორესურსები აქვს და ევროკავშირის მაგალითს ვერ გაიზიარებს. ამის შესახებ იაპონიის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა. ამასთან, ჰაგიუდამ განაცხადა, რომ რუსეთის ენერგორესურსების აკრძალვისას, მთავარია ქვეყნების კოორდინაცია. ჰაგიუდამ ასევე, თქვა, რომ იაპონია მზადაა რუსეთის წინააღმდეგ G7-ის ფარგლებში, ახალი სანქციები განიხილოს. 2021 წელს, იაპონიის ნავთობის იმპორტში, რუსეთის წილმა 4% შეადგინა, გაზის წილმა 9%, ქვანახშირისამ კი 11%-ი. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა. 4 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ასევე წაიკითხეთ იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს
ჯორჯ ბუში: პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ პუტინის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დანებდებიან
აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი“ უწოდა. ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოზარი გამართა. ბუშმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ლიდერობისა და თავისუფლებისადმი სამაგალითო ერთგულებისთვის. „მქონდა პატივი, ამ დილით, პრეზიდენტ ზელენსკის - ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილს რამდენიმე წუთით გავსაუბრებოდი. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ლიდერობისთვის, მისი სამაგალითო ერთგულებისთვის თავისუფლებისადმი და მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ დანებდებიან პუტინის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებულნი არიან მათი სიმტკიცით და გამძლეობით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების გვერდით დგომას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას“, - აღნიშნულია ჯორჯ ბუშის ტექსტში.
გარი კასპაროვი: პუტინს მოკავშირეები აღარ დარჩა
რუსეთი სრულ იზოლაციაშია და ეს მისი ხელმძღვანელობის შეცდომაა, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სწრაფად აიღებდნენ კიევს, დასვამდნენ თავიანთ მარიონეტს, მიიჩნევს ცნობილი მოჭადრაკე და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გარი კასპაროვი. რუსმა ოპოზიციონერმა ხსენებულ თემაზე „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. კასპაროვი თვლის, რომ პუტინს მოკავშირეები აღარ დარჩა. „ძალიან გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ისინი უცნაურად იქცევიან, რა თქმა უნდა, მათ ეშინიათ, რომ პუტინი შესაძლოა, თავს დაესხას საქართველოს, თუმცა მას არ აქვს რესურსები იმისთვის, რომ ახალი ფრონტი გახსნას, იქნება ეს საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, ამბობს კასპაროვი და აქედან გამომდინარე თვლის, რომ უსაფუძვლოა შეფასება, პრინციპულმა პოზიციამ ახალი აგრესია გამოიწვიოს. „თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რომელსაც უკრაინა ყოველთვის თამაშობდა და ხელს უწყობდა საქართველოს, პუტინის აგრესიასთნ ბრძოლაში, ახლა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სულ მცირე ამორალურია“... „შეიძლება, კულისებს მიღმა რაღაც შეთანხმებაზეა საუბარი, რადგან პუტინის ოლიგარქები ძალიან ინტენსიურად ეძებენ მოკავშირეებს... ნებისმიერი, ვინც ხელს უწყობს პუტინს სანქციების თავის არიდებაში, დასავლური მთავრობების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს და თუ დადასტურდა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები ან ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობენ რუს ოლიგარქებთან, მათ მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს“, - განაცხადა გარი კასპაროვმა და დაამატა, რომ დასავლეთმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა სანქციებისთვის თავის არიდების ყველა არხი დაუყოვნებლივ დაიხუროს. კასპაროვი ომში უკრაინის გამარჯვებას თვლის პუტინის გარემოცვაში გარკვეული ძვრების და „სასახლის გადატრიალების“ წინაპირობად. „ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ან ემიგრაციაში არიან როგორც მე, ან ნავალნის მსგავსად - ციხეში, ან - ნემცოვის მსგავსად მოკლული. მე იმედს არ დავამყარებდი „სასახლის გადატრიალებაზე“ უახლოეს დღეებში ან კვირებში... ეს ჩვეულებრივ, დიქტატურის სისუსტის შედეგია, ამისათვის მან ომი უნდა წააგოს, უკრაინის გამარჯვება იქნება ამის წინაპირობა. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ სანქციებთან ერთად, რომლებიც პუტინს მატერიალურ რესურსებს აცლის ომის და თავისი დიქტატორული რეჟიმის გაგრძელებისათვის. ყველაფერი ეს მიგვიყვანს პოტენციურ სოციალურ-ეკონომიკურ აფეთქებამდე“, - განაცხადა კასპაროვმა და დაამატა, რომ ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე ელის პუტინის გარემოცვაში გარკვეულ ძვრებს. „ისტორიიდან გამომდინარე ვიცით, რომ ასეთ სიტუაციაში უახლოესი გარემოცვაც კი ეძებს ხოლმე გამოსავალს, განტევების ვაცს და ხშირად, ეს თვითონ დიქტატორი არის ხოლმე“, -აღნიშნავს გარი კასპაროვი. ამავე ინტერვიუში, კასპაროვი გამოთქვამს ეჭვს და შეშფოთებას, რომ საქართველო, ქვეყანაში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა, შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენონ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავისებურად ეპყრობა რუსეთის მოქალაქეების მიღების საკითხს და ცდილობს, არ მიიღოს ის მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს. „ჩემი აზრით, თუ ადამიანები საქართველოში ჩამოდიან და ცდილობენ, რომ აქ დაფუძდნენ, მე მაინც მოვითხოვდი წერილობით განცხადებას, რომ ისინი უარყოფითად აფასებენ და გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. აი, როდესაც მე მეკითხებიან რუსეთის სპორტსმენების ან მათი მონაწილეობის შესახებ უიმბლდონში ან სხვა ტურნირებში, მე ყოველთვის ვამბობ, საჯარო განაცხადისა და ქაღალდის ხელმოწერის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აღიარებენ პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას და ასევე, რუსეთის სამხედრო დანაშაულს უკრაინაში. [თუ ამას არ გააკეთებენ] შეუძლებელია, მათი დაშვება ამ ტურნირებზე. საქართველოს ხელისუფლების ადგილზე პუტინის მიმართ არალოიალობის და უკრაინის მიმართ ლოიალობის ტესტს შემოვიღებდი“, - აღნიშნა კასპაროვმა.
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მორიგი ეტაპი დაიწყო
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და წითელი ჯვარი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის მესამე ოპერაციას იწყებენ, განაცხადა გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC გუტერეშმა განაცხადა, რომ ეს მესამე ასეთი ოპერაციაა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“ „ჯერჯერობით, საერთო ჯამში, თითქმის 500 მშვიდობიანმა მოქალაქემ იგრძნო ნანატრი შვება მას შემდეგ, რაც დაუნდობელი დაბომბვის ქვეშ, წყლის, საკვებისა და სანიტარული საშუალებების მწირი ხელმისაწვდომობის პირობებში ცხოვრობდა,” - განაცხადა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც
ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც. როგორც მედია იუწყება, დანებითა და ნაჯაცებით შეიარაღებული ორი ბოროტმოქმედი ერთ-ერთ პარკში გამვლელებს დაესხა თავს. ამ ეტაპზე დამნაშავეების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციას მოწყობილი აქვს ბლოკ საგუშაგოები და მანქანებს აჩერებს. თავდასხმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. მომხდარის გამო პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლიდან გასვლას მოერიდონ.
გერმანია და აშშ არ აღიარებს ნაბიჯებს, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება
გერმანია და აშშ არ აღიარებს ნაბიჯებს, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. "აუცილებელია უკრაინის არსებითი დახმარების გაგრძელება, რათა კიევმა შეძლოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე, გერმანიის კანცლერმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან. "თუ ჩეხეთი უკრაინას გადასცემს საჭირო ტექნიკას, რომლის გამოყენებაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე იციან, მაშინ ბერლინი პრაღას ამ ტექნიკის ჩანაცვლებაში დაეხმარება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ანტონიო გუტერეში: ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოვიყვანოთ
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოვიყვანოთ", - გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მესამე ოპერაცია მიმდინარეობს. ამასთან, გუტერეშმა უარი თქვა ახალი ოპერაციის შესახებ დეტალების გასაჯაროებაზე. „ვიმედოვნებ, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია უფრო მეტ ჰუმანიტარულ პაუზას გახდის შესაძლებელს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან გამოვიყვანოთ“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა. უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ
ანტონიო გუტერეში: „აზოვსტალის“ ქარხნიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
„აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სოციალურ ქსელში დაწერა. „აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გაეროსა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ერთიანი ოპერაციის შედეგად, ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით განახორციელა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. იმედი მაქვს, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია მეტ ჰუმანიტარულ პაუზას მოახდენს, მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“, – დაწერა გუტერეშმა. ანტონიო გუტერეში: ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოვიყვანოთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. ცნობისთვის, 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დანიას ეწვია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, კოპენჰაგენში, დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბერტელ ჰორდერს და საგარეო საქმეთა, საგარეო პოლიტიკის და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ნიკოლოზ სამხარაძემ დანიურ მხარეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მადრიდის სამიტზე და ქართულ დელეგაციას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე მხარდაჭერა აღუთქვეს. დანიელმა კანონმდებლებმა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას გააგრძელებენ და გააძლიერებენ ორმხრივ საპარლამენტო კავშირებს. ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს დანიის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, კრისტიან ფიშერთან და ინსტიტუტის მკვლევარებთან და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ჰენრიკ ბრაიტენბაუხთან. შეხვედრებზე განხილული იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს გაფართოებაზე და საქართველოს მოლოდინებზე. დანიელმა მკვლევარებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის უდიდესი წვლილი გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და მმართველობის რეფორმებით დაინტერესდნენ. „მადრიდის სამიტის წინ, დანიაში, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ ქვეყანაში ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით დანიელ კანონმდებლებს და დანიის გავლენიანი კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებსაც გავაცანით ჩვენი ხედვა რეგიონში არსებული რთული ვითარების და სამიტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინების შესახებ. აგრეთვე, ვესაუბრეთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. დანიელმა კანონმდებლებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი არიან.
თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი გახდება
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯენ ფსაკის კარინ ჟან-პიერი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. როგორც ცნობილია, ჯენ ფსაკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას დატოვებს. ამასთან, კარინ ჟან-პიერი აქამდე თეთრი სახლის პრესმდივნის მთავარი მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა.
გერმანია უკრაინას თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს გადასცემს
გერმანია უკრაინას თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს გადასცემს. ამის შესახებ, სლოვაკეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა. "უკრაინას გადავცემთ შვიდ „PzH 2000“ ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს. აღნიშნული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნა შესაძლოა, გერმანიაში მომავალ კვირას დაიწყოს", - განაცხადა გერმანიიის თავდაცვიის მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ისრაელი უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს - მედია
უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა
უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. როგორც ერთ-ერთი მებრძოლი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ. „მოკლედ, რადგან ჭორის დონეზე გავარდა ხმა, გეტყვით: შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი კარგად ვართ და მყარად ვდგავართ ფეხზე. პირადად მომხვდა "ასკოლკა" თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი "კანტუზია", როგორც ხედავთ, კარგად ვარ. ძლიერი შეტაკება იყო. ჩვენ დანაკლისის გარეშე გამოვედით. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: "ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ",- წერს ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამირან გამყრელიძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრებიდან ბევრის მოსაზრებას ვენდობი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ კონსილიუმის წევრებიდან "ბევრის მოსაზრებას ენდობა". ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "არ ვიცი რეალურად, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევე როგორც თქვენ, მეც ვისმენ ტელევიზიით. როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, იქ პირველი სიტყვა ყოველთვის ექიმებს ეთქმით. მოდით, ვენდოთ. იქ ვინც არიან ექიმები, რამდენიმეს ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ პროფესიულ ცოდნას და ღირსებას. მათ პროფესიულ მოსაზრებას ვენდობი და ღირსებას", - განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს
საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო. შემდგომი პროცედურა რომელიც დაიწყება, არის უკვე ევროკომისიის მხრიდან, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ამასთან, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება
თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო
ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, მოლდოვისთვის ბოლო ორი წელი ძალიან რთული იყო COVID-19-ის პანდემიის და გაზის კრიზისის გათვალისწინებით, რასაც ახლა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგების გავლენა დაემატა. „მოლდოველი ხალხის რეაქცია ლტოლვილთა კრიზისზე სამაგალითო იყო. ევროკავშირმა სწრაფად მოახდინა მხარდაჭერის მობილიზება, რათა დაეხმაროს მოლდოვას უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვაში. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ მოლდოვას გრძელვადიანი აღდგენა და გავზარდოთ მისი მედეგობა“, – განაცხადა ვარჰეიმ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი