ძებნის რეზულტატი:
უკრაინა: აშშ-მ ახალი პროგრამა აამოქმედა
„კონფლიქტების ობსერვატორია“ - უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე რუსეთის პასუხისგების მიზნით, აშშ სპეციალურ პროგრამას იწყებს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვებისა და გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა გამოაცხადა. $6 მილიონიანი პროგრამა მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის დროს რუსული ძალების ქმედებების დოკუმენტირებას, გადამოწმებას და ღია წყაროს შესაბამისი მტკიცებულებების გავრცელებას. ანგარიშები და ანალიზი ხელმისაწვდომი იქნება კონფლიქტების ობსერვატორიის ვებგვერდზე. „ეს ახალი პროგრამა აშშ-ის მთავრობის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც უზრუნველოფს რუსეთის შემდგომ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ საზარელ ქმედებებზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
$35 000-ზე მეტი ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში ჯამში გაასაღა 36 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ
„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი საზოგადოებას მოუწოდებს, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ, რათა ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. Reuters: „აზოვსტალი“ რუსების მეთვალყურეობით, კიდევ 7 ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ უკრაინა: 53 დაჭრილი მებრძოლი მარიუპოლიდან ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს ვიდეომიმართვისას მან განაცხადა, რომ სამხედროები 82 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ რუს დამპყრობლებთან. „82 დღე ისინი იბრძოდნენ წარმოუდგენელ პირობებში. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს, სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის – საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვის პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უსიტყვოდ შევა სამხედრო სახელმძღვანელოების ისტორიაში. ახლა მთავარი ამოცანა ამ ადამიანების გადარჩენაა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: არ ვავნოთ საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას. ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება „აზოვსტალში“, ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს, მთელ მსოფლიოს გაუზიაროს – დაიტოვეთ ისინი თქვენთვის. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , – აცხადებს ბილეცკი. ბილეცკის თქმით, გარნიზონი ადგილზეა. „ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშზეა. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას“,- აცხადებს ბილეცკი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. „რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაიჭრა. „ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ერთი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა, რაკეტის ნამსხვრევები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩამოვარდა. დაჭრილია ქალი“, – წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ავსტრალიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა
ავსტრალიის მთავრობის ახალი სანქციები რუსეთის 11 ფიზიკურ პირსა და 12 ორგანიზაციაზე ვრცელდება. სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან: რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ნიკოლაი ბოგდანოვსკი და უკრაინის პარლამენტის ყოფილი პრორუსი წევრი, ილია კივა. ავსტრალიამ რუს სენატორებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა CNN: ავსტრალია რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს „ჩვენ შევიყვანეთ სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის, 2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე. მათ შორის არიან რუსული მედია ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის „ტროლების ფაბრიკა“, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში და რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. სანქცირებულ ორგანიზაციებს შორისაა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დეფაქტო კერძო არმია.„ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები მხარს უჭერენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, რაც აშკარად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, სანქციები დაუწესდა ორ ბელორუსულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობას. „ორივე კომპანია აწარმოებს აღჭურვილობას, რომელსაც იყენებს ბელარუსის შეიარაღებული ძალები, რომელიც, თავის მხრივ. მნიშვნელოვან სტრატეგიულ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ძალებს,“- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ავსტრალიამ ამ დრომდე სანქციები დაუწესა 827 ფიზიკურ პირსა და 62 ორგანიზაციას.
ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰეის შეხვდება
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, მნიშვნელობა და პერსპექტივა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 18 მაისს ბრიუსელში მიიღო ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან განაცხადი ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. 17 მაისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ ხელი მოაწერა შვედეთის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. იმავე დღეს ფინეთის პარლამენტმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება 188 მომხრე და რვა წინააღმდეგი ხმით დაამტკიცა. ქვეყნების განაცხადებს NATO-ს საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს. თურქეთის ხელისუფლებამ უკვე წამოაყენა პირობების სია, რომლითაც ისინი დათანხმდებიან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი შვედეთსა და ფინეთს სთხოვს PKK-ის და მისი ფილიალების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას. ქვეყანა ასევე ელოდება F-16 გამანადგურებლების ახალ პარტიას და კვლავ F-35 გამანადგურებლების მიწოდების პროგრამაში მოხვედრას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.
ბაზარზე ხორცი “QR“ კოდით განთავსდება
"ბაზარზე ხორცი “QR“ კოდით განთავსდება, ანუ მომხმარებელს ეცოდინება ცხოველის დაკვლის თარიღი, სასაკლაო, ხორცის ადგილწარმოშობა და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს", - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, ეტიკეტირებისგან განსხვავებით, QR კოდების მოთხოვნა სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. შესაბამისად, სარეალიზაციო ობიექტები თავად განსაზღვრავენ, ექნება თუ არა მათ პროდუქციას QR კოდი. “მოქმედი კანონმდებლობით ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესს, ხოლო 2017 წლიდან, FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ცხოველთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის და მონაცემთა ერთიანი ბაზის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის გაუმჯობესებას”, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
რუსეთმა, თავის მოქალაქეებს ზემო ლარსიდან საქართველოში ავტომობილით შესვლაზე შეზღუდვა მოუხსნა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ზემო ლარსის გავლით საქართველოში მოგზაურობის შეზღუდვებს ხსნის. რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინის განკარგულებით ასევე გაუქმდა დონბასის „სახალხო რესპუბლიკებში" გასამგზავრებლად საავტომობილო და სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციები. ინფორმაცია 17 მაისს ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. კერძოდ, ცვლილებები შევიდა 2020 წლის 27 მარტის განკარგულებაში, რომელიც დროებით ზღუდავდა საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, მდინარის და შერეული გამშვები პუნქტებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. აქამდე ავტომანქანით სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები არ ვრცელდებოდა ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ასევე, მონღოლეთის, ყაზახეთის და ჩინეთის მიმართულებებით.
საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4 პროცენტი შეადგინა. "სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით. გასულ წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2020 წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 2.4 პროცენტული პუნქტით. 2020 წელთან შედარებით 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია
საქსტატის ცნობით, საქართველოში 2021 წელს უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე მაღალი უმუშევრობა ახალგაზრდებშია, სადაც 20-24 ასაკობრივ ჯგუფში ის 41%-საც აღწევს. საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა 25-29 ასაკობრივ ჯგუფში კი უმუშევრობის დონე 27.8%-ია, 45-49 წლის ჯგუფში კი უმუშევრობა 17%-ს შეადგენს. საქსტატის მიხედვით, 2021 წელს ქალაქებში უმუშევრობის დონე 20.3%-დან 22.2%-მდე გაიზარდა, ხოლო სოფლად უმუშევრობა 15.8%-დან 18.2%-მდეა გაზრდილი. საქსტატმა დღეს დასაქმებისა და უმუშევრობის 2021 წლის ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო, ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000-დან 10 000 ლარამდე. „ყველამ კარგად იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და რამხელა ყურადღებას უთმობს ქალაქის მთავრობა მათ არსებობას, განახლებას, ჩანაცვლებას. შეიძლება ითქვას, რომ რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები თბილისელების და ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილებად იქცა, თუმცა, გვაქვს გარკვეული პრობლემები გამწვანების მიმართულებით, რადგან ძალიან ხშირად ფიქსირდება ისეთი ფაქტები, რომ ხდება უნებართვოდ ჭრები, ხეების მიზანმიმართულად დაზიანება. შესაბამისად, გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით, შევძლებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას. შემოთავაზებული ცვლილებით, გამკაცრდება კანონმდებლობა უკანონო ჭრებისთვის და გაიზრდება 500 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში, 1 000-ლარიანი ჯარიმა გაიზრდება 10 000 ლარამდე“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შეიცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი, ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება. „რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტით, ასევე, იცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და კატეგორიების მიხედვით არსებული შემასწორებელი კოეფიციენტები სამმაგდება. ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემათ პირებს მშენებლობის უფლება, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული რეგულაციების დროულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალება საკანონმდებლო პროექტების წარდგენა საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე.
მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყება
თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ქუჩა არის უმძიმეს მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს უკვე გზის საფარსაც ეტყობა, კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. „სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება მომდევნო დღეების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის ქმედებები დაგმეს
ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართა სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს. ამასთან, გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა. მან სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას გრძელვადიანი განვითარების გეგმაც გააცნო, რომელიც NATO-სთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა NATO-ს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია და ქართული მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობა.
ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა
ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" საქსტატზე დაყრდნობით წერს. მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ქვეყანაში სულ 364 რუსული და ბელარუსული სუბიექტია დარეგისტრირებული, საიდანაც 256 რუსული, ხოლო 108 ბელორუსული კომპანიაა. რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულია 6205 რუსული და ბელორუსული სუბიექტი, აქედან 5670 რუსული, 432 ბელორუსული კომპანიაა. ამასთან, აქტიურია 1502 რუსულ-ბელორუსული სუბიექტი, საიდანაც 1408 რუსული, ხოლო 94 ბელორუსული კომპანიაა.
იენს სტოლტენბერგი: ეს ისტორიული მომენტი უნდა გამოვიყენოთ
ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. NATO-ს გენერალური მდივანი შვედეთისა და ფინეთის მიერ განაცხადის წარდგენას მიესალმა. კარგი დღეა, კრიტიკულ მომენტში ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა ფინეთსა და შვედეთის გაწევრიანებაზე განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი გაწევრიანება NATO-ში, ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. თქვენ მიერ დღეს წარდგენილი აპლიკაციები ისტორიული ნაბიჯია. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და სწრაფად მივიდეთ დასკვნებამდე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მოკავშირეების არაერთი განცხადება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებისთვის. NATO უკვე ფხიზლადაა ბალტიის ზღვის რეგიონში. NATO და მოკავშირეთა ძალები საჭიროებისამებრ გააგრძელებენ ადაპტაციას. ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ბოლო ორი დღის განმავლობაში, „აზოვსტალის“ ტერიტორია სულ 959-მა მებრძოლმა დატოვა
"ბოლო ორი დღის განმავლობაში მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორია სულ 959-მა მებრძოლმა დატოვა, მათ შორის 80-მა დაჭრილმა", - ამის შესახებ მონაცემებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 51 უკრაინელ სამხედროს სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. „რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე განთავსდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. დღესვე დაანონსდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. 18 მაისს, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს
ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი ხმელთაშუა ზღვაში განთავსდა
NESH22 აძლიერებს ალიანსის ყველა წევრს, რომ წვლილი შეიტანონ ევროპის კონტინენტის კოლექტიურ დაცვაში. ალიანსის ქმედებები ყოველთვის პროპორციულია და თავდაცვით ხასიათს ატარებს NESH 22: სამხედრო წვრთნების სერიის ფარგლებში, ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი, მისი დამრტყმელი ჯგუფი და აშშ-ის სხვა საზღვაო ხომალდები ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვაში განლაგდნენ. ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფი წელს უკვე მეორედ მოექცა NATO-ს მეთაურობის ქვეშ. ეს არის აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფის მეორე გადაყვანა ცივი ომის დასრულების შემდეგ. Kearsarge Amphibious Ready Group-ი ასევე განლაგდა ალიანსის მეთაურობის ქვეშ და ამჟამად ოპერირებს ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად წვრთნების სერიისთვის. NATO-ს მეთაურობის ქვეშ სამხედრო წვრთნების სერია NESH 22 მრავალი ქვეყნის მონაწილეობას მოიცავს, მათ შორის არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. NATO ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს სტოლტენბერგი ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებზე: NATO თავის მოკავშირეებს ყოველთვის დაიცავს აქტივობა ფოკუსირებულია გადამზიდავი დამრტყმელი ჯგუფის, ამფიბიების მზა ჯგუფის და საზღვაო საექსპედიციო განყოფილების ინტეგრაციის მართვასა და კონტროლის სირთულეების დაძლევაზე. „ეს აქტივობები აძლიერებს ჩვენს უნარს, შეუფერხებლად ვმართოთ საზღვაო დარტყმის შესაძლებლობები შეკავებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ალიანსის დასაცავად“, - აღნიშნა გენერალმა ტოდ ვოლტერსმა ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის მეთაურმა (SACEUR). წვრთნები ბალტიის, ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვაში 17-30 მაისს ჩატარდება.
თეა წულუკიანი: ენის მოჩლექით საუბარი საჭირო არ არის, განაჩენი ამბობს, რომ ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას პროკურატურა საყვედურობდა, დადასტურებულია
არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. განაჩენი ამბობს, რომ ეს ფაქტები, რომლის ჩადენასაც გვარამიას საყვედურობდა პროკურატურა, დადასტურებულია და აღარ არის ვარაუდი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. "რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული. ეს დავა ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. ფაქტები შეიძლება, ცოტა მეტად და კარგად ვიცოდე. შემდეგ, უკვე ჩვენ „რუსთავი 2“-ის დაბრუნება საჯარო რეესტრში განვახორციელეთ კანონიერი მესაკუთრისთვის, დღეს ვისმენთ, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა. 18 მაინსს, მედიამენეჯერები ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდნენ. დღესვე იგეგმება სოლიდარობის აქცია. ასევე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო