ძებნის რეზულტატი:
NATO სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის დეტალებზე იუწყება
NATO-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომი და რეგიონზე მისი გავლენები განიხილეს. სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო NATO-ს უახლოესი პარტნიორია და რომ მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გენერალური მდივანი ასევე მიესალმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ NATO განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენების გადაფრენაზე: „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის თავდაცვის ძალებს და მონაწილეობდნენ სწავლებაში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციები ვერტმფრენების გადაფრენის შესახებ. უწყების ცნობით, „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის თავდაცვის ძალებს და მონაწილეობდნენ სწავლებაში. თავდაცვის უწყება მედიას მოუწოდებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ. აღნიშნული „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა. შესაბამისად, აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან. თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ტრაპიზონთან, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ
თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ადასტურებს. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ. აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით, ადგილზე გაემგზავრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მასთან რეგიონში მიმდინარე დრამატული გეოპოლიტიკური რყევების განხილვის შესაძლებლობა მქონდა. ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს ერთგულება კვლავ დავუდასტურე. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისსა და ბათუმში მსვლელობები გამართეს
მედიის, საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სოლიდარობის ნიშნად თბილისისა და ბათუმის ცენტრში მსვლელობები მოაწყვეს. მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე: დასაწყისიდანვე გაჩნდა კითხვები ბათუმში მსვლელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობამდე გაგრძელდა, თბილისში, კი მსვლელობა მოეწყო დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარლამენტის შენობამდე. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია
„ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში - პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტში - პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, ევროკომისიაში - უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი შეავსო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირადად განმეხილა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ რეფორმების პროცესში, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების გზაზე მიაღწია,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელი: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და არ ვაღიარებთ
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა „ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს განაცხადზე და აღნიშნა, რომ ეს რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმის დაჩქარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან აცილებისთვის კარგი მომენტია. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ N221 დებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა და სიმბოლური ფასი, ერთი ლარი ეღირება (ერთი სკა წლის განმავლობაში). „აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანია დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ. გამომდინარე იქიდან, რომ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტის (წარმოშობის) მიღებაზე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ახალი კოდექსით შემოვიდა სარგებლობის სახე – ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა. ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით არის ფასიანი, შესაბამისად, საჭირო იყო სარგებლობის ფასის დადგენა, რაც სიმბოლურ თანხად ერთ ლარად განისაზღვრა. როგორც მოგეხსენებათ, ტყის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა 2021 წლის პირველ იანვარს, რამაც ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახედ დაადგინა ფუტკრის მეურნეობის წარმოება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს სიახლეს და უკვე ერთ წელზე მეტია, განხილვის საგანია დარგობრივ სექტორში. დადგენილებაში კი, დაზუსტდა სარგებლობის წესები და პირობები, როგორც არამერქნულ ტყის რესურსზე (ისიც სიმბოლურ 0,01 ლარად). აღსანიშნავია, რომ სარგებლობის საფასურად განისაზღვრა მინიმალური თანხა (ერთ სკაზე ერთი ლარი). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ N221 დებულებაის დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსების ფასად – ერთი ლარის ნაცვლად, 10 ლარი იყო მითითებული, რაც ტექნიკური ხარვეზია“, – აცხადებენ ეროვნული სატყეო სააგენტოში.
ილჰამ ალიევი: მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას
აზერბაიჯანის პოზიცია სომხეთთან მიმართებით ღიაა. ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას და მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. ალიევმა განაცხადა, რომ გიტანას ნაუსედა ბაქოს შემდეგ, ერევანში გაემგზავრება. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ თქვენ ჩამოგიყალიბდებათ სრული წარმოდგენა. მაგრამ ჩვენი პოზიცია უკიდურესად ნათელია. ჩვენ გვსურს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და მტრობის გვერდის გადაფურცვლა“,- განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რუსმა მაღალჩინოსანმა ანკარაში დახურული მოლაპარაკებები გამართა
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკს შეხვდა. მხარეებს შორის დახურული შეხვედრა, ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში შედგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. მხარეებმა ასევე ინფორმაცია გაცვალეს, ბოლო დროს მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.
მედია: უკრაინულმა არტილერიამ შავი ზღვის ფლოტის ბრიგადის სამეთაურო პუნქტი გაანადგურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ შავი ზღვის ფლოტის რუსული ბრიგადის სამეთაურო პუნქტი გაანადგურა. ამის შესახებ UNIAN წერს. სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით, სამი რუსი ოფიცერი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, საარტილერიო დარტყმის შედეგად შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ბრიგადის (სამხედრო ნაწილი 13140, სევასტოპოლი) სამეთაურო პუნქტი განადგურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სოფელ დერცელის სკოლის ბუღალტერმა, 142 629 ლარი აზარტულ თამაშებში და გასართობ ობიექტებში გამოიყენა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. "გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629.7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა" - აცხადებს პროკურატურა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა.
დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ამ წუთებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ფოტომასალას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
ლექსო თორაძეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ. პიანისტს 15:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენებენ. ლექსო თორაძე 69 წლისა, 2022 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.
სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა კარიერული დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა უკრაინაში ელჩად დაამტკიცა. წერს Reuters. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრინკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სენატმა ერთსულოვნად მიიღო. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. ცნობისთვის, ბრიჯიტ ბრინკი მიჩიგანში დაიბადა. ოჰაიოში, კერძო კოლეჯის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი მიიღო. ბრინკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1996 წლისდან მუშაობს. მანამდე მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსახურობდა მისიის უფროსის მოადგილედ აშშ-ის საელჩოებში ტაშკენტში, უზბეკეთსა და თბილისში. ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა ამერიკელი დიპლომატი ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად, პრეზიდენტ ზელენსკისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგება. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა.
დმიტრო კულება: უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის
"უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და იმას, თუ როგორ მამაცურად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნიდერლანდების მედიასთან საუბრისას განაცხადა. „უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და იმას, თუ როგორ მამაცურად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის. ამიტომ, საკუთარ თავს კითხვას ვუსვამთ, რამდენად გულწრფელია ეს ლამაზი სიტყვები“, – აღნიშნა კულებამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: 6 წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან
6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი. ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად,”- ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, 2016 წლის 19 მაისს, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები - ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი. გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა Europetime-თან განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება. დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება „ვისაუბრეთ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულების საქმეებზე. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად მოვიყვანეთ ნიკა გვარამიას საქმე. ასევე, ზოგადად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორაა შესაძლებელი პოლიტიკურად მოტივირებულ და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან საქმეებში სასამართლო ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება. ასევე გვქონდა საუბარი 5 ივლისის გამოუძიებელ საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს ამ საქმის გამოსაძიებლად“, - განაცხადა სიმონიშვილმა. საიას თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დერეკ შოლემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი და დაისვა შეკითხვები, თუ როგორ იმართება სასამართლო ხელისუფლება, რაზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას. „რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ პროცესში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე და შარლ მიშელის დოკუმენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებაზე. რაც მთავარია, ხაზი გაუსვით სასამართლოში რეფორმების აუცილებლობის საკითხს. მათი ინტერესიც მიემართებოდა იმისკენ, თუ რა კუთხითაა სასამართლოსთან მიმართებით ნაბიჯები გადასადგმელი და რა რეფორმებია საჭირო. ასევე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ძალაუფლების დეკონცენტრაცია და ერთი ხელიდან გათავისუფლება მოხდეს, ასევე, როგორ უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება. ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ იმართება რეალურად სასამართლო ხელისუფლება და რას გულისხმობს ამ სისტემაში კლანის არსებობა“, - აღნიშნა სვიმონიშვილმა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა
ზალკალიანმა და სენატორმა გრემმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებასა და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრეს
აშშ საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია დავით ზალკალიანის სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ. ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია სართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტურიზმის ადმინისტრაცია: ოთხ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო
ოთხ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9 პროცენტით აღდგენაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს, რომელშიც 2022 წლის იანვრი-აპრილის თვის შემოსავლების სტატისტიკაა ასახული. "ოთხ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის იანვრ-აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით. რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს, ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188,588,938 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 138,729,246 (+278.2%) აშშ დოლარით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.