ძებნის რეზულტატი:

ენრიკო ვალვო: ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს

საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის, თავისი ისტორიული მონაცემებით უნდა შეფასდეს. ამასთან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება.  ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა „როგორც იცით, იტალია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროცესის წარმმართავი ევროპული ინტეგრაციის ჭრილში. იტალიამ კრიტიკულ ეტაპზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თავისთავად, ევროკავშირის გაფართოებისადმი არის განსხვავებული მიდგომები. ვთვლი, რომ საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის უნდა შეფასდეს თავისი ისტორიული მონაცემებით. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეფასება ლეგიტიმაციის საკითხის, სადაც განიხილება ძირითადი საკითხები, მსგავსი გაკეთდა სხვა პარტნიორების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ პროცესს სჭირდება დრო, ვიცით, რომ სტანდარტების და რეფორმების საკითხიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს ყველა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ინტეგრაციის საკითხებით. ევროკავშირის ინსტიტუციების მხრიდან უფრო მეტი ზედამხედველობა იქნება საჭირო ამ ძირითადი მიმართულებით“, - აღნიშნა ენრიკო ვალვომ. იტალიელმა დიპლომატმა, ასევე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა და თქვა, რომ ნაკლები პოლიარიზაცია მეტი წარმატების შესაძლებლობას შექმნის. „პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, უფრო მეტიც, უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა ერთიანი ამოცანების წინაშე, რომ მოხდეს შესაბამისი ადაპტირება, რომ აღმოიფხვრას პოლარიზაცია და რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება“, – განაცხადა ვალვომ. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

ამირან გამყრელიძე აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტზე: საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ

"ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ, საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც "ა" და არც B ჰეპატიტი, “დელტა” და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე",- აღნიშნავს გამყრელიძე. ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა  

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები. პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას  ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს  ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა  

საფრანგეთში საქართველოს საელჩო: რუსული კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა მიუღებელია

"ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა", - ასე გამოეხმაურა საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნებულ ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელშიც ნიკო ფიროსმანი მოხსენიებულია „რუს-ქართველ“ მხატვრად. „გამორჩეული ქართველი პრიმიტივისტის, მსოფლიო ნაივური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის, ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაგებია, მისი 160 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები. ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით „რუს-ქართველი“. საელჩო შეახსენებს, რომ ნიკო ფიროსმანი არის ქართველი მხატვარი, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განუმეორებელი ნიჭით დაჯილდოებული ხატავდა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების სცენებს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა, რაც კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შეძლებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ს ბლოკში გაწევრიანების პროცესს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ NATO შეძლებს თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიღების კუთხით. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს „დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო უდიდეს მხარდაჭერას გაუწევს შვედეთისა და ფინეთის NATO-ს გაწევრიანებას. ვიცი, რომ თურქეთმა არაერთი წინააღმდეგობა წამოიწია. იმედი მაქვს NATO მათ გადალახავს. შვედეთსა და ფინეთს აქვს მტკიცე მხარდაჭერაა ჩემი მხრიდან და თავდაცვის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა. სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ ბორელმა, ასევე აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, შეფასება მიეცემა ევროკომისიის და ევროპის თავდაცვის სააგენტოს მიერ ერთობლივი სამხედრო ინვესტიციების კოორდინაციის საკითხზე მომზადებულ ანალიზს. „გარდა ამისა, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის ახალი სტრატეგიული კომპასის კონცეფციის განხორციელებას, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას, მათ შორის დამატებით სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ევროს ოდენობით“, - განაცხადა ბორელმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის დასათანხმებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ში გაწევრიანებაზე შვედეთისა და ფინეთის განაცხადს არ დაეთანხმება. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: მარიუპოლის დამცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ „ქალაქ მარიუპოლის დამცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ". ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „20 ათასამდე რუსი დამპყრობლის ჯგუფის შეკავების და ზაპოროჟიეში არ გაშვების, შემდგომ დონეცკის რეგიონში არ გაშვების, მათ შორის კიევის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძალების შესუსტების ჩათვლით ბრძანება შესრულებულია და ამიტომ, მათ ახლა ახალი ბრძანება აქვთ - სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება. ისინი უკრაინას სჭირდება. მარიუპოლის დამცველები არიან გმირები“, - განაცხადა რეზნიკმა. უკრაინა: 53 დაჭრილი მებრძოლი მარიუპოლიდან ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს მისი თქმით, დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით. „შედეგად, ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულების ევაკუაცია. ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება".- ამბობს მინისტრი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. „რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. რაც შეეხება მარიუპოლს, მისი უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებშია. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში, NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენას მხარი დაუჭირა. ფინეთის პარლამენტის 188 დეპუტატმა NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებაზე განაცხადს მხარი დაუჭირა, ხოლო 8-მ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.  ამასთან, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შეძლებს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.

Reuters: „აზოვსტალი“ რუსების მეთვალყურეობით, კიდევ 7 ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ

მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, რუსების მეთვალყურეობის ქვეშ, სულ მცირე 7 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ. წერს Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ავტობუსებში ისხდნენ, არ ჰქონდათ ვიზუალური დაზიანების ნიშნები. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯერ არ განუცხადებია, სად აპირებენ მარიუპოლის დამცველების წაყვანას, რომლებიც არ არიან დაჭრილები. Reuters-ის ჟურნალისტებს არ უთქვამთ, სად მიჰყავდათ უკრაინელი დამცველები. მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ „ქალაქ მარიუპოლის დამცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ" უკრაინა: 53 დაჭრილი მებრძოლი მარიუპოლიდან ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. „რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს. „ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, - ნათქვამია შარლ მიშელის Twitter პოსტში. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. „შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი დაზიანება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებული ორი პირის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს. სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებულ არაეთიკურ თავდასხმაზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბ-ნი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს საფუძვლიან შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები კონტრბრალდებებით შეხვდნენ. საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი. ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შესრულებულა. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი დაზიანება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს კანდიდატი ქვეყანა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, „ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.

რუსეთი აზოვის პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა. სასამართლო სხდომა 26 მაისს არის ჩანიშნული და დახურულ ფორმატში გაიმართება. „აზოვის პოლკი“ შეიქმნა მარიუპოლში 2014 წელს მოხალისეებისგან, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ეროვნულ გვარდიას შეუერთდა. „აზოვის“არსებობის ადრეულ ეტაპებზე მის მებრძოლებს არაერთხელ ადანაშაულებდნენ ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური იდეოლოგიის გამოყენებაში. ახლა პოლკის ხელმძღვანელობა და უკრაინის შეიარაღებული ძალები უარყოფენ დანაყოფის რაიმე იდეოლოგიურ ორიენტაციას. „აზოვის“ მებრძოლები შეადგენენ სამხედრო კონტინგენტის დიდ ნაწილს, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაში იყვნენ გამაგრებული. 16 მაისიდან სამხედროების „აზოვსტალიდან“ გამოყვანა დაიწყო. Reuters: „აზოვსტალი“ რუსების მეთვალყურეობით, კიდევ 7 ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ უკრაინა: 53 დაჭრილი მებრძოლი მარიუპოლიდან ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. „რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზელენსკისთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინას მეტ იარაღს დაჰპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დამატებით იარაღს დაჰპირდა. ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა მხარემ გაავრცელა. მაკრონის ოფისის ცნობით, მაკრონმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ იარაღის მიწოდება გაგრძელდება და ინტენსივობა მომდევნო დღეებსა და კვირებში გაიზრდება. გააქტიურდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესიც.  მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის განაცხადი, ევროსაბჭოს სესიაზე, ივნისში განიხილება. ევროკავშირის დისკუსია დაეფუძნება სულისკვეთებას, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია. ლიდერებმა ასევე განიხილეს აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის საკითხი, ასევე, სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაშვების შესაძლო გზები, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. მაკრონის ოფისის ცნობით, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და იყო ხანგრძლივი და არსებითი.  

ნედ პრაისი: ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან, მსოფლიოში

„ჩვენს ქართველ პარტნიორებთან საუბრისას საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების განგრძობადი საჭიროების შესახებ, რომლებიც გვინდა, ვიხილოთ საქართველოში, რაც მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, კანონის უზენაესობას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ნედ პრაისმა განაცხადა. კითხვა შეეხებოდა „მთავარი არხის“ დირექტორის დაკავებას. „ჩვენს ქართველ პარტნიორებთან საუბრისას საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების განგრძობადი საჭიროების შესახებ, რომლებიც გვინდა, ვიხილოთ საქართველოში, რაც მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, კანონის უზენაესობას. უჭერენ რა მხარს დემოკრატიულ, წარმატებულ ევროატლანტიკურ მომავალს, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, თქვენ ჩვენგან მუდმივად გესმით თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარდაუვალ როლზე მსოფლიოში. გასულ წლებში, უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინების, რეპრესიების მსხვერპლი, მათი მუშაობა ჩაახშეს, უამრავი მათგანი ტრაგიკულად მოკლეს. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან", - განაცხადა ნედ პრაისმა. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.

NATO-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, შვედეთის და ფინეთის ლიდერებს ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მიიღებს

NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი შვედეთის და ფინეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და პრეზიდენტი საული ნიინისტო სავარაუდოდ,  ფინეთისა და შვედეთის NATO-ში განაცხადებს და ევროპულ უსაფრთხოებას და რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.  შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერეს.  სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.    

NATO-ს წევრობის განაცხადს ფინეთმაც მოაწერა ხელი

შვედეთის შემდეგ, NATO-ს წევრობაზე განაცხადს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკკა ჰაავისტომაც მოაწერა ხელი. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. NATO-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, შვედეთის და ფინეთის ლიდერებს ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მიიღებს NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი შვედეთის და ფინეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და პრეზიდენტი საული ნიინისტო სავარაუდოდ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში განაცხადებს, ევროპულ უსაფრთხოებას და რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. მართლმსაჯულების სფეროში რეფორმები ასევე გადამწყვეტია

 ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, - წერს მეცოლა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა

Amnesty International-ი: მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად

Amnesty International-ის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. „მას ახლა გისოსებს მიღმა წლები ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნავს სტრუტერსი.  სტრუტერსის თქმით, Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება.  დღესვე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების გამო. „გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“, - წერს უწყება. „ვფიქრობ, ეს ბადებს კითხვებს. პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს. ფუნდამენტური კითხვა, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აქ სასწორზე დევს, არის სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა როდესაც არის სასამართლო დევნა, სასამართლო საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იყოს აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. დგას თუ არა ეს საკითხი აქ, ეს არის კითხვა, რომელსაც ხალხი დასვამს, დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა, ეს არის კითხვა. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იქნება, რატომ არის ოპოზიციურად განწყობილი ამდენი ადამიანი საქართველოში ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მივიღებ ამ შეკითხვებს, მე არ მაქვს პასუხები; თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეკითხვებს მივიღებ“, – განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ქართული მედიის ცნობით, (Georgian Journal-თან). 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.

ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს

ევროკავშირი არ დაუშვებს, უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განაგრძობს. „ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ბრძოლის ველზე სიტუაციას ცვლის. უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა ამჟამად უმნიშვნელოვანესია, რადგან ომმა გარდამტეხ მომენტს მიაღწია და ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინას აღჭურვილობა ამოეწუროს და ჩვენ ამას არც დავუშვებთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.  

ნედ პრაისის თქმით, აშშ საქართველოს მისწრაფებების განხორციელების მიზნით, ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს

საქართველოს მისწრაფებების ერთ ღამეში, ერთ წელიწადში, ან ერთი ათწლეულის განმავლობაში განხორციელება შეუძლებელია. შტატები ამ მიმართულებით მხარდაჭერას განაგრძობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეფორმების განხორციელების გზაზე საქართველოს მძიმე სამუშაო აქვს შესასრულებელი. „საქართველოს ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, რათა წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, რათა გადადგას გარკვეული ნაბიჯები წინ. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებების ერთ ღამეში, ერთ წელიწადში, ან ერთი ათწლეულის განმავლობაში განხორციელება შეუძლებელია. ამას მძიმე შრომა, მოთმინება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და საქართველოს მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.  

უკრაინა: ჩვენი მოქალაქეების იძულებით გადაყვანისთვის რუსეთში, მოსკოვი სამხედრო შეჭრამდე დიდი ხნით ადრე ემზადებოდა

უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ 1,3 მილიონზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 223,000 ბავშვი, რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით არის გადაყვანილი. მისივე თქმით, ასეთი ადგილების ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს. UNHCR-ის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, დენისოვამ განაცხადამ რომ „სამხედრო შეჭრამდე დიდი ხნით ადრე, რუსეთი უკვე ემზადებოდა უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის.  თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი აღნიშნავს, რომ რუსეთის წითელ ჯვართან შეთანხმების მიუხედავად, UNHCR-ს ამჟამად არ აქვს წვდომა რუსეთში დევნილ უკრაინელებთან. გრანდიმ მოითხოვა, რომ ეს „დოკუმენტური მტკიცებულებები“, რომლებზეც დენისოვა საუბრობდა, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მტკიცებულებებს დაერთოს კრემლთან მოლაპარაკებების დროს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. „სამწუხაროდ და ტრაგიკულად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით. ჩვენ ვხედავთ სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები აგროვებენ ადგილობრივ მოსახლეობას ამ რაიონებში, აკავებენ მათ ამ ბანაკებში და შემდეგ სასტიკ პირობებში კითხავენ მათ უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო. არის ცნობები, რომ მათ, ვინც ეჭვმიტანილია რაიმე სახის კავშირში, სცემენ ან აწამებენ, ვიდრე ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გადაიყვანენ, სადაც ბევრი მათგანი გაუჩინარებული ან მოკლულია. ასევე არის ცნობები, რომ ამ „ფილტრაციის ბანაკებში“ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც დაკითხვას გადიან, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასში. ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთი იტაცებს, აწამებს და/ან კლავს ადგილობრივ არჩეულ ლიდერებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს“, - აღნიშნავდა მაიკლ კარპენტერი. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში