ძებნის რეზულტატი:
უკრაინა: 53 დაჭრილი მებრძოლი მარიუპოლიდან ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს
უკრაინა იტყობინება, რომ ზოგიერთი მებრძოლი „აზოვსტალში“ რჩება და მათი გადარჩენის მცდელობები გრძელდება. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ქარხანაში ასობით მებრძოლი რჩება და ჯერჯერობით უცნობია, როდის და როგორ მოხდება მათი ევაკუაცია. გაურკვეველი რჩება უკვე განხორციელებული ევაკუაციის ზუსტი დეტალებიც. ვარაუდობენ, რომ ევაკუირებულ მებრძოლებს რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. „მარიუპოლის“ გარნიზონმა შეასრულა თავისი საბრძოლო მისია. უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ უბრძანა აზოვსტალში განლაგებული ქვედანაყოფების მეთაურებს, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე... მარიუპოლის დამცველები ჩვენი დროის გმირები არიან“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის მოადგილა ანნა მალიარმა განაცხადა, რომ სადაზვერვო სააგენტომ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ, სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ერთობლივად წამოიწყეს ოპერაცია აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადასარჩენად. „მარიუპოლის დამცველებმა სარდლობის მიერ დასახული ყველა დავალება სრულად შეასრულეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ სამხედრო საშუალებებით გავათავისუფლოთ აზოვსტალი. უკრაინის და მთელი მსოფლიოს მთავარი ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 600 ჯარისკაცი იმყოფებოდა ფოლადის ქარხანაში, მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები. 10 მაისს, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებდა, რომ „აზოვსტალში“ დაახლოებით 1000 მებრძოლი იმყოფება. „ჩვენ მივიღეთ კრიტიკულად საჭირო დრო რეზერვების შესაქმნელად, ძალების გადაჯგუფებისთვის, პარტნიორებისგან დახმარების მისაღებად. უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ფრონტზე ისეთივე თავდადებით, როგორც თქვენ იცავთ სახელმწიფოს“, - აღნიშნავს უკრაინის გენშტაბი. „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. „რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ეკონომიკის მინისტრმა იაფი საწვავის შემოტანის საკითხი, ქსელურ კომპანიებთან განიხილა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის ეკონომიკის მინისტრი საწვავის გაძვირებას გარე ფაქტორებს უკავშირებს. მისი თქმით, შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, მსოფლიო ფასები საწვავზე ძალიან მაღალია. „გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ ასცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი“ - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საწვავზე ფასის შემცირება: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში შედგება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. „ასევე ვგეგმავთ მონიტორინგის მასალების გაანალიზებას, რომელიც კონკურენციის სააგენტომ განახორციელა და, საბოლოოდ, იმედი გაქვს, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ბაზარზე გვექნება ტრანსფარენტული და კონკურენტული გარემო“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღეს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე საწვავის მცირე ქსელების მფლობელ კომპანიებს და დისტრიბუტორებს შეხვდნენ.
ივანე ჩხაიძე: საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
"ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, პირველი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში მსგავსი 450 შემთხვევაა გამოვლენილი. „ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა, რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი,ხოლო შემთხვევების 20%-ში ასევე ნანახია კორონავირუსით ინფიცირება. დღეს პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა. ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. სულ მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ადრეა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კობახიძე გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს
„ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება, შეწყალების საგანი გახდეს“, ამის შესახებ ,„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც „მთავარი არხის“ დირექტორის შესაძლო შეწყალებაზე დაუსვეს შეკითხვა. „როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გამოდის რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოგვეშლება. ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძე: 2017 -2019 წლებში, საელჩოების განცხადებებმაც მისცა საშუალება ნიკა გვარამიას, დამატებით განეგრძო „რუსთავი 2-ის“ ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც იგივეს ვხედავთ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.
WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, თუ ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს. ამის შესახებ, WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობითვე, თურქეთი მზადაა, ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი გუტერეში, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის განბლოკვაა მსოფლიო ბაზრებზე, რათა ქვეყნებმა სურსათის გლობალური დეფიციტი თავიდან აიცილონ. WSJ-ს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულად არაა ჩართული, თურქეთი კი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეთანხმების შემთხვევაში ხორბლის უსაფრთხოდ გადაზიდვას განახორციელებს. ამასთან, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, გუტერეში რუსეთს მსოფლიო ბაზარზე რუსული და ბელორუსული კალიუმის დაბრუნებას სთავაზობს. Wall Street Journal-ის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭო ჯერჯერობით ვერ იღებს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უკრაინის საზღვაო პორტების გახსნას, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, მას ვეტოს დაადებენ. „ქვეყნები, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებული, ზეწოლას განახორციელებენ მოსკოვზე, რათა ამ უკანასკნელმა პროდუქტის მიწოდება მინიმუმ შეზღუდული რაოდენობით დაუშვას გემებით – კერძოდ კი საერთაშორისო ორგანიზაციების, ნეიტრალური ან რუსეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის დროშით“, - წერს გამოცემა. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა უკრაინის შეფასებით, ოკუპანტებმა ქვეყნიდან დაახლოებით $100 მილიონის ღირებულების 400 ათასი ტონა მარცვლეული მოიპარეს. მანამდე კი უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაშია - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ სატვირთო გემებზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა ბრიუსელში იმყოფება 18 მაისს NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შტაბბინაში შედგება. ასევე წაიკითხეთ: პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს - მთავრობის ადმინისტრაცია
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 19-20 მაისს დროგამოშვებით წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. „ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს კი +17, + 22 გრადუსამდე დაიკლებს. 21 მაისს ისევ გამოიდარებს და დათბება. თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. 19-20 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +24, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხელვაჩაურში კაცი ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს
ხელვაჩაურში კაცი ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა დანით ბეჭის არეში აქვს მიყენებული. კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული. როგორც Europetime-ს კლინიკის წარმომადგენელმა განუხადა, ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ტაჯიკეთში საპროტესტო აქციას მსხვერპლი მოჰყვა
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 16 მაისს, გორნო-ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ახალგაზრდების დიდმა ჯგუფმა რეგიონის დედაქალაქ ხოროგში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოლქის მესვეურებმა უარი განაცხადეს, განეხილათ რეგიონის ხელმძღვანელის, ალიშერ მირზონაბოტის, ხოროგის მერის და სხვა ოფიციალური პირების გადადგომის მოთხოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში წერს, რომ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს კი იმ დროს მოხდა, როცა უსაფრთხოების ძალებმა შეიარაღებული შეტევა მოიგერიეს და დემონსტრანტები რეგიონული ადმინისტრაციის შენობებისკენ გადაადგილდებოდნენ. რამდენიმე წყარო ამბობს, რომ ზამირ ნაზრიშოევი სხვა გარემოებებში გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ან ლინდემ განაცხადა, რომ დოკუმენტი ფინეთთან ერთად NATO-ს მალე გადაეცემა. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. შეგახსენებთ,ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას თურქეთი არ ემხრობა. პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის. თუმცა ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს
პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ
Europetime ახალ რუბრიკაში, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება, გთავაზობთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს. შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. რუსეთ - უკრაინის ომის ფონზე „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა გამოიკვეთა. გაიზარდა ტვირთების ნაკადი საქართველოს სატრანზიტო დერეფანშიც. რა შანსები აქვს საქართველოს ახალ რეალობაში, როცა მსოფლიო სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორში ტვირთების ტრაექტორია იცვლება? ეს და სხვა საკითხები Europetime-მა „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორ პაატა ცაგარეიშვილთან ინტერვიუში განიხილა. ET: ახალ რეალობაში საქართველოს გაუჩნდა შანსი, რომ მისი სატრანსპორტო დერეფნით გაიაროს დამატებითმა ტვირთნაკადმა. ეს ერთი საკითხია, მაგრამ რამდენად უზრუნველვყოფთ ამ ტვირთების გატარებას? აქ სამი კონკრეტული შეკითხვაა: რამდენი იქნება ტვირთნაკადი? შეუძლია თუ არა გაატაროს ის საქართველოს ინფრასტრუქტურამ და რა არის გასაკეთებელი? ეს სამი საკითხი კომპლექსურია და ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ET: „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარა. რა აჩვენა კვლევამ და რა შანსები აქვს საქართველოს, რომ ახალი ბაზრებიდან ტვირთნაკადი მოიზიდოს? კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ახალ რეალობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით შესაძლებელია წელიწადში დაახლოებით 14-დან 18-მილიონ ტონამდე ტვირთის გატარება. მაგრამ თუ ამ ტვირთნაკადის 60-70%-ს ვიგულისხმებთ, 10-12 მილიონი ტონა ტვირთვის მოზიდვა შეგვიძლია, სავარაუდოდ 2-3 წლის განმავლობაში. ET: კონკრეტულად რომელ მიმართულებებსა და ტვირთებს გულისხმობთ? ახალ რეალობაში პირველი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ტვირთნაკადი, რომელიც დღეს გადის „კასპი-ვოლგა-დონის არხით“ შესაძლოა გადმოერთოს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ტვირთნაკადის მოცულობა 3-დან 3,5 მილიონ ტონამდეა. ეს ძირითადად თურქმენული ნავთობპროდუქტებია, რომელიც დღეს ამ არხში მოძრაობს, რუსეთის ან უკრაინის ნავსადგურებში ხვდება, შემდეგ კი ევროპაში გადაიზიდება. მეორე მნიშვნელოვანი ტვირთია, ყაზახეთის ნედლი ნავთობი, რომელიც დღეს „ნოვოროსიისკის“, იგივე „კასპიის კონსორციუმის მილსადენში“ მიედინება. ყაზახეთის ნედლი ნავთობის ეს ნაწილი გადმოერთვება „საქართველოს რკინიგზაზე“. ტვირთის სავარაუდო მოცულობაა 2-2,5 მილიონი ტონაა წელიწადში. ეს სრულიად რეალურია. მესამე ტვირთნაკადი - ისევ ყაზახეთის ნედლი ნავთობია, რომლის გადატანაც შესაძლებელია, ბაქო -თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში. ანუ შესაძლებელია მილსადენიდან მილსადენში გადმორთვა. საუბარია 1,0 -1,5 მილიონ ტონა ტვირთზე. შემდეგია ყაზახეთის მშრალი და საკონტეინერო ტვირთები, რომლის ტრანსფორმირებაც შესაძლებელია რუსეთის ნავსადგურებიდან საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ტვირთების სავარაუდო მოცულობა 2-2,5 მილიონი ტონაა. ყაზახეთის სურვილია ორი ნავსადგური „აქტაუ“ და „კურიკი“ დატვირთოს, აქ არა მხოლოდ ყაზახეთის ნავთობი გადამისამართდება საქართველოს ნავსადგურებში, არამედ დაიტვირთება „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მიმართულება. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ტვირთნაკადი, რომლის მოზიდვის შესაძლებლობაც გაუჩნდა საქართველოს, არის ჩინეთიდან მოძრავი საკონტეინერო მატარებლები. ეს ტვირთები, ახლა ტრანსციმბირული და ტრანსყაზახური სარკინიგზო ხაზებით რუსეთის გავლით გადაადგილდება. ეს დაახლოებით, 100 ათასი კონტეინერია წელიწადში. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაკადი, რომელიც შეგვიძლია მოვიზიდოთ, ესაა საავტომობილო და სატრანზიტო გადაზიდვები. კერძოდ, ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთ ევროპის, ან პირიქით, აღმოსავლეთიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. რამაც წელიწადში შესაძლოა 3-3,5 მილიონი ტონა შეადგინოს. ET: გასაგებია, რომ ტვირთნაკადის ზრდის შანსი გაჩნდა. რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს ბათუმისა და ფოთის პორტებს? ცნობილია, რომ იქ იყო კონტეინერების დეფიციტი. დღეს, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები, საკონტეინერო ტვირთებით 60%-ის ფარგლებშია დატვირთული. რეზერვია 40%, რაც დაახლოებით 300-350 ათასი ერთეული კონტეინერია, რომლის მოზიდვის შესაძლებლობაც გააჩნია საქართველოს ნავსადგურებს. კონტეინერები, რომლებიც გადამუშავდება ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში, გაივლის საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს. ET: დღეს ჩვენ გვაქვს საბორნე მიმოსვლა უკრაინასთან და ნაწილობრივ ბულგარეთთან, რა პერსპექტივა ჩანს ამ მიმართულებით? ახალი საბორნე ხაზებზე მოთხოვნა უკვე არსებობს. ეს მეწარმე სუბიექტებზეა დამოკიდებული, რომელ მიმართულებებს აამოქმედებენ, რომ საქართველოს ნავსადგურებიდან მოხდეს ამ ტვირთების სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვა. ET: დღეს არსებულმა რეალობამ აჩვენა, რომ რუსეთს პრობლემები აქვს მარცვლეულის გადაზიდვის კუთხით. იგივე უკრაინაში პორტები გაჩერებულია. რა შანსი გვაქვს, რომ ეს ტვირთები საქართველოს დერეფანში მოხვდეს? ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ხორბალი გადავზიდოთ რუსეთიდან , ჩვენი დერეფნით თურქეთის მიმართულებით. ამას ემატება, რუსეთში ფორმირებული ტვირთნაკადი სომხეთისთვის. მაგალითად სომხეთმა მიიღო ცალსახა გადაწყვეტილება, რომ გვერდი აუაროს ლარსის გამშვებ პუნქტს, რომელიც კლიმატური პირობების გამო დაახლოებით 6 თვე დაკეტილია და აამოქმედოს „ფოთი-კავკავის“ ბორანი. სომხეთის მთავრობას სურს, რომ ეს წამგებიანი პროექტი დააფინანსოს და გამოიყენოს ფოთის ნავსადგური. გაიტანოს კონიაკი და ალკოჰოლური სასმელები და შემოიტანოს ხორბალი, საშენი მასალები. აქ ტვირთნაკადმა შესაძლოა 1,5 მილიონი ტონაც კი შეადგინოს. ET: ფინეთის მთავარმა სატვირთო ოპერატორმა Nurminen Logistics-მა ჩინეთიდან პირველი საკონტეინერო მარშრუტის გაშვების შესახებ გამოაცხადა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს და მისი მარშრუტი ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზეც გაივლის. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ჩინეთიდან ამ მარშრუტით საქართველოს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდოს? ჩინეთს ევროპასთან დამაკავშირებელი 87 დერეფანი დერეფანი აქვს. დღეს შეიძლება ფინეთი გამოჩნდეს, ხვალ შეიძლება ესტონეთი დაემატოს. ზეგ კი, სულაც ახალი დერეფანი. ჩინეთი მოქმედებს თავისი ინტერესებით. ყველა დერეფნის მიმართულებით გზავნის ტვირთს და ეუბნება მოთამაშეებს, რომ თუ ტარიფს არ შემიმცირებთ, მაშინ ტვირთს გადავიტან მეორე დერეფანში. ჩინეთის ქმედება, რამდენად ჩაეწერება ამ ტვირთნაკადებში რთული სათქმელია. ET: რაც შეეხება თურქეთის როლს, ახლახან ამ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან. ასევე ინტერესდება ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვებით. ხომ არ დარჩება ამ პროცესში თამაშგარეთ საქართველო? რეალურია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, თურქეთის დანიშნულებისთვის გადაიზიდოს ტვირთები. მთავარია სახელშეკრულებო ბაზის მომზადება და სატარიფო პოლიტიკა. თურქული ვაგონი საქართველოს რკინიგზის ლიანდაგზე ვერ გაივლის. თურქეთმა დაიწყო მუშაობა იმ საკითხზე რასაც თეორიულ-იურიდიული ასპექტები ჰქვია. ამან მისცა იმპულსი ამ პროცესს. ET: ტვირთნაკადის მოსაზიდად აქტიურობს თურქეთი, ამბიციები აქვს ყაზახეთს. აზერბაიჯანის პოტენციალი ცნობილია. საქართველოს ხელისუფლება კვლავ საუბრობს, რომ ახალ რეალობაში ქვეყანა შესაძლოა გახდეს სატრანსპორტო ჰაბი. თქვენ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას? სატრანსპორტო ჰაბი ვერ გავხდებით, იმიტომ რომ დავკარგეთ ეს შანსი. აზერბაიჯანმა აიღო ჰაბის ფუნქცია. იქ ხდება ტვირთნაკადების შეკრება, გატარება, გადანაწილება. აზერბაიჯანშია ხორბლის ტერმინალები და იქმნება დამატებითი ინფრასტრუქტურა. იმ პერიოდში, როცა ვიდექით და არაფერს არ ვაკეთებდით ჰაბის ჩამოსაყალიბებლად, აზერბაიჯანმა, განავითარა და სიმძიმის ცენტრები ტვირთების გადანაწილების კუთხით გადავიდა აზერბაიჯანსა და თურქეთში. ET: ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რომელშიც საქართველოც მოხვდა. ყაზახეთი აქტიურებს აქტაუს ნავსადგურს, როგორც ჩანს ტვირთნაკადი საქართველოს დერეფანში ამ მიმართულებითაც გაიზრდება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შანსი არ დავკარგოთ? ყაზახეთის მცდელობა, რომ „აქტაუს ნავსადგურში“ ახალი საკონტეინერო ტერმინალები შეიქმნას და ტვირთების შეკრება-გადანაწილებაში ჩაერთოს, მიუთითებს იმას, რომ სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საზღვრებთან ტვირთების შემკრები ჰაბები გაძლიერდება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰაბის ფუნქციაზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა. დღეს ჩვენი ფუნქციაა მეტი ტვირთი გავატაროთ და მეტი შემოსავალი მივცეთ ბიუჯეტს. ესეც უნდა იყოს გააზრებული პოლიტიკის შედეგი. ყველა სტრუქტურა კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს. P.S. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი საზღვაო გადაზიდვებში -$71,068 მილიონით, ხოლო საავტომობილო გადაზიდვებში $11,057 მილიონით. ამასთან, საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით ექსპორტის მაჩვენებელი $67,979 მილიონით, სახმელეთო გადაზიდვებით კი $12,098 მილიონით გაიზარდა.
COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
გასული ერთი კვირის (09.05-15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86 222, „პისიარ“ ტესტით – 11 403. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.62%. წინა კვირის (02.05-08.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი, გარდაიცვალა რვა ადამიანი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელების არსებით განხილვას იწყებს. პროცესი 18-20 მაისს გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები: მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი ლონდა თოლორაია: ახლა ჩემი მიზანია, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. ამასთანავე, სადავოდ არის გამხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა. "მოსარჩელეები სადავოდ ხდიან როგორც უშუალოდ თანამდებობის გაუქმების და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე ინსტიტუციის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო დანაწესებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ უფლებას", - წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძე: როდესაც ლონდა თოლორაიას ვთავაზობთ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის პირველი სხდომა დისტანციურად ჩატარდება. ცნობისთვის, ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 28 იანვარს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ითხოვს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. 13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს
17 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს. პოლიციის პრესსამსახური განმარტავს, რომ აქციაზე მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ დღეს, 08:00 საათიდან, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. ანკარის საპასუხოდ, დიალოგის სურვილი გამოთქვა შვედეთმა და დელეგაციის ვიზიტიც დაგეგმა თურქეთში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისგან პირდაპირი უარი მიიღო. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ რას ნიშნავს თურქეთის პოზიცია NATO-სთვის, რა ბერკეტები აქვს მას და როგორ და რა პირობებით შეუძლია ალიანსს, მაინც მიაღწიოს კონსენსუსს თურქეთის პოზიციის მიუხედავად. ამ საკითხებში გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება მიიღწევა, თუმცა გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკებების და ქვეყნების მიერ დათმობებზე წასვლის გზით. „მოგეხსენებათ, ანკარას შვედეთთან და ფინეთთან ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა ურთიერთობები, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთში ფეთჰულა გულენის მომხრეების დევნის გამო ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. გაჩნდა ეჭვები, რომ თითქმის ნახევარი თურქეთი იყო ჩართული ამ გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში. ყველა, ვისაც სიმპათიები ჰქონდა გიულენის მიმართ და ასევე, უკმაყოფილო იყო ერდოღანის პოლიტიკით, ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადეს. ზოგი გარიცხეს სამსახურიდან, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი ციხეში მოხვდა ასე შემდეგ. მოკლედ, ერდოღანმა ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ამ დროს, შვედეთი და ფინეთი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი კრიტიკით გამოვიდნენ. დაიწყეს თურქეთიდან დევნილი/ლტოლვილი ადამიანებისთვის თავშესაფრის უფლების მიცემა, ბევრიც პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. გარდა ამისა, შვედეთმა თურქეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევდა. ახლა, როდესაც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობამ ამ ბერკეტის გამოყენება გადაწყვიტა სკანდინავიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის. როგორც ჩანს, თურქეთის ძირითადი მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვან თურქეთიდან დევილთა შეფარებაზე, რომლებსაც თურქეთი კრიმინალებად თვლის. გარდა ამისა, ითხოვს სანქციების მოხსნას და უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ამ ადამიანების მიმართ; მისი შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და დასაკავებელია, მაგალითად, ფინეთმა და შვედეთმა არ უნდა შეუშვან ისინი თავის ქვეყნებში. ასევე, თურქეთმა წამოსწია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრთა საკითხი, რომელსაც ტერორისტებად თვლის. ძალიან ბევრი ქურთი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან კავშირშია მხილებული თურქეთის ხელისუფლების მიერ, ფინეთსა და შვედეთს აფარებს თავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და აშშ-ის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის განხორციელებას პროგნოზირებს. ექსპერტი ასევე ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც გამოძებნიან გზებს და შესაძლოა, კიდევ ერთი საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში - მაგალითად, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ შეჩერდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც შეიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ანალიტიკოსის პროგნოზით, თურქეთი როგორც ამბიციური სახელმწიფო, შეეცდება, რაღაც სარგებელი მიიღოს მისი ამ უფლებიდან, რომ ახალი წევრების მიღებას ვეტო დაადოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგება. „შეიძლება, რაღაცის დათმობა ყველას მოუწიოს, მათ შორის ამერიკელებს, ევროპელებს, შვედებს, ფინელებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თურქეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეარბილონ, უსაფრთხოების გარანტიების მიღებით და საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია რაზე მიუთითა ერდოღანმა, როდესაც განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკების მიზნით ჩასვლას აზრი არ აქვს. კახა გოგოლაშვილის დასკვნით, ერდოღანს შვედეთთან და ფინეთთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება სჭირდება. „ერდოღანი ნაწყენია... დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი წესი აქვს. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტია, ყოველთვის შუამავალი აქტიურდება. იმთავითვე არ იმართება შეხვედრა. თურქებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ თუ ერდოღანი თავიდანვე დათანხმდებოდა შეხვედრას, მისი მოთხოვნების ფასი დაეცემოდა. ამრიგად, ვინმემ შუამავლის როლი უნდა იტვირთოს. იქნებიან ეს ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა და მასზე გარკვეულწილად, გავლენა აქვს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ შუამავლის მეშვეობით დიალოგის შემდეგ, მომენტი დადგება, როდესაც პირობებზე შეთანხმდებიან და ამის შემდგომ ჩატარდება შეხვედრაც. ექპერტის აზრით, ერდოღანის მხრიდან იმთავითვე დათანხმება იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ის პრაქტიკულად უარს ამბობს თავის პრინციპზე და მზად არის, აპატიოს ან მოილაპარაკოს ორივე ქვეყანასთან. „მას სჭირდება ორივე ქვეყანასთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ვინ შეიძლება, იტვირთოს ლიდერის ფუნქცია, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს შეერთებული შტატები, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ დაძაბულ პერიოდს თურქეთსა და აშშ-ს ურთიერთობებში? ექსპერტი ამ შეკითვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამერიკას თურქეთი კონსულტაციებზე უარს ვერ ეტყვის. „დიახ, ჰქონდათ გარკვეული დაძაბულობა ურთიერთობებში, თუმცა ამერიკას დიდი გავლენა აქვს თურქეთზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამერიკას ვერ ეტყვის: „თავს ნუ შეიწუხებთ ჩამოსვლაზე“. შეიძლება, ბლინკენი წავიდეს, ან ოსტინი, უარს ვერ ეტყვის კონსულტაციებზე. მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, ვის აირჩევენ შუამავლად და შემდგომში როგორ შედგება მათ შორის კომუნიკაცია“. თუ თურქეთმა აბსოლუტური უარი განაცხადა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე, ექსპერტი სხვა გზასაც განიხილავს. კერძოდ, NATO-ს პარალელურად სხვა ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც თურქეთი არ იქნება და სწორედ ამ ალიანსის ფარგლებში ექნებოდათ შესაძლებლობა შვედეთსა და ფინეთს, მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის შვედეთის და ფინეთის მიღება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბალტიისპირეთის საკითხი დაიხურება რუსეთის შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები არიან, ორივე ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. შვედეთი თავისი საჰაერო ძალებით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ფინეთი - თავისი სახმელეთო არმიით, რომელსაც ძალიან დიდი არმია ჰყავს. მას ჰყავს 60 000-იანი პროფესიული ჯარი და სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, მისი გაზრდა 16 000-მდე. გარდა ამისა, ომის შემთხვევაში 9 00 000-მდე რეზერვის მოზიდვა შეუძლია. ამდენად, თითქმის მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია, რადგან რეზერვისტები არიან ძალიან კარგად მოტივირებულნი და გაწვრთნილნი. ამასთან, აქვს სრული შეიარაღება. არავინ დარჩება შეუიარაღებელი. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თუ განვიხილავთ, ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი შესაძლებლობა აქვთ ფინეთს და შვედეთს, რომ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა
პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, მას დაახლოებით 34 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა განათავსა პირად საბანკო ანგარიშებზე და პირადი საჭიროებისთვის განკარგა, რითაც მოახდინა დაახლოებით 20 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეჩერებულია
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს. ამის შესახებ „უკრაინა24“ იუწყება. სერგეი ლავროვი: რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის პირობები შექმნას ”რუსეთის ფედერაციაში, ომის 82 დღის განმავლობაში, ჯერ ვერ გაიგეს, რომ მთლიანობაში უკრაინაში სიტუაცია არ არის ისეთი, როგორიც თავიდანვე ფიქრობდნენ. ისინი კვლავ ცხოვრობენ სამყაროში, სადაც თითქოს არის უკრაინული ნაციზმი,“ - განაცხადა მან ტელემარათონის დროს. „თუმცა შესაძლოა [მოლაპარაკების პროცესი] აღდგეს, ვფიქრობ მოდერატორი იქნება ვოლოდიმირ ზელენსკი“, - თქვა პოდოლიაკმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ კიევი პრაქტიკულად გამოვიდა მოსკოვთან მოლაპარაკებებიდან. 6 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. „დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი. ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო გაწევრიანებისთვის შევსებული კითხვარის წარდგენა ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. „შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. ასევე წაიკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
ისრაელის საელჩომ უკრაინის დედაქალაქში მუშაობა ოფიციალურად განაახლა
ისრაელის საელჩომ უკრაინის დედაქალაქში კიევში მუშაობა ოფიციალურად განაახლა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისის მდგომარეობით, კიევში 40-მდე დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განაახლა მუშაობა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უცხო ქვეყნების უმეტესობამ საკუთარი დიპლომატები დროებით ქვეყნიდან გაიყვანა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამირან გამყრელიძე: მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა
"მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკაში იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,ვიცი, რომ დღეს, სააკაშვილი მრავალპროფილურ და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან კლინიკა ,,ვივამედში" იმყოფება, სადაც ყველანაირი ტიპის კვლევის ჩატარების საშუალებაა, რომელიც საქართველოს დიდ მრავალპროფილურ კლინიკებს აქვთ. მოგეხსენებათ ისიც, რომ არის კვლევები, რომელსაც გარკვეული პერიოდი ჭირდება. მე მეტი დეტალი არ ვიცი და მას ჯანმრთელობას ვუსურვებ",- განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს