ძებნის რეზულტატი:
ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის გაუქმების მიზეზი დაასახელა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომლის გამოც მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა. „ჩემი ინფორმაციით, რაც მე ჩვენი ელჩისგან მივიღე, შეხვედრა გაუქმდა იმის გამო, რომ ბატონი სტოლტენბერგი შეუძლოდ გახდა ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან შეხვედხრაზე, თქვენ იცით, რომ მას კოვიდი ჰქონდა“, - განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს. 18 მაისს, ბრიუსელში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან განაცხადი მიიღო. მისივე თქმით, არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება, რომ იყოს. ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. დღესვე დაანონსდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. 18 მაისს, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს
ისრაელმა უკრაინას 2000 ჩაფხუტი და 500 დამცავი ჟილეტი გადასცა
"ისრაელმა 2000 ჩაფხუტი და 500 დამცავი ჟილეტი უკრაინის საგანგებო და სამოქალაქო ორგანიზაციებს გადასცა", - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. Sky News-ის ცნობით, ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა მხოლოდ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი: ამ ეტაპზე, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი არ არსებობს
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს. ეკონომიკის მინისტრმა იაფი საწვავის შემოტანის საკითხი, ქსელურ კომპანიებთან განიხილა ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ მისი თქმით, საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია და იმპორტიორებს, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. „სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა, ფასების კლებაც გამოდგა ძალიან ხანმოკლე და დღევანდელი მდგომარეობით, რეკორდულად მაღალი პლაცია. ნავთობიც სადღაც 113-114 დოლარზეა. ამიტომ მძიმე ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში რამე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არავის არ გვაქვს, არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვმუშაობთ და ყველანაირ საშუალებას ვეძებთ, რაღაც ახალი დივერსიფიკაციის წყაროები ვიპოვოთ. თუ მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანეთ საწვავი, ის მყისიერად აისახება ადგილობრივ ფასებზეც. ეს ცალსახად ასე იქნება, რამეთუ ამ დროს უფრო მეტია რეალიზაცია, უკმაყოფილო მომხმარებელიც ნაკლებია და საბრუნავი სახსრებზე მოთხოვნაც მცირდება მნიშვნელოვნად. ორი თვეა, ამ თემაზე ვმუშაობთ, რაიმე ხელჩასაჭიდი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ბოლო ათი დღეა, გამოიკვეთა რაღაც წყაროები. ახლა გვინდა, ამას ჩავეჭიდოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არხი, თუ ამისი გამოყენება მოხერხდება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში, გაეცანით Europetime-ს სტატიას.
ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს 352 ადამიანი დააკავეს. როგორც ცნობილია, ყველა დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ. ამ ეტაპზე, პოლიცია მოძრაობის აღდგენას ცდილობს. 17 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს.
საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ხელჩუასა და ზარდიაანთკარს შორის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ხელჩუასა და ზარდიაანთკარს შორის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. როგორც Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოკუპანტებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. ამასთან, აღნიშნული ფაქტის გამო, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტების დონეზე შეხვედრა შესაძლოა მიმდინარე წელს გაიმართოს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ნიუ-იორკში, „თურქევის ცენტრში“ სიტყვით გამოსვლისას ჩავუშოღლუმ გაიხსენა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის „მნიშვნელოვანი შეხვედრა“, რომელიც გასულ წელს, რომში, იტალიაში გაიმართა და რომლის დროსაც, მისი თქმით, ერდოღანი და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ შექმნან მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი დონის დიალოგს და განიხილავს საკითხებს, რომლებზეც თურქეთი და აშშ სრულად ვერ თანხმდებიან. „მსოფლიოში არსებული კრიზისების გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილავთ აშშ-სთან საკითხს, თუ რომელ სფეროებში შეგვიძლია, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც ამ მექანიზმის ნაწილი“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. 4 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ანკარაში ვიზიტისას, თურქეთ-აშშ-ს სტრატეგიული მექანიზმი ამოქმედდა. „იმედი მაქვს, ამ მექანიზმის ფარგლებში რიგი საკითხების გადაჭრას ან შემცირებას და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით თანამშრომლობის გაუმჯობესებას შევძლებთ“, - დაამატა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 17-20 იანვარს აშშ-ს ეწვევა, რათა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ამ თანამდებობის დაკავების დღესთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწროს. ოთხშაბათს, ჩავუშოღლუ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება. დღესვე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ჰუმანიტარულ საკითხებზე უახლოეს დღეებში გაიმართება. "არსებობს ჰუმანიტარულ საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც შემოთავაზებულია გაეროს გენერალური მდივნის მიერ, მათ შორის გაერო, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ტექნიკურ დონეზე შეხვედრის გამართვას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
NATO: იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიიღებს
18 მაისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს. ინფორმაცია ალიანსმა თავის ვებგვერდზე განაახლა. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
მაია სანდუ: მოლდოვის ევროპული ტრანსფორმაციის იდეის ერთგულნი ვართ, მაგრამ ამ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერა გვჭირდება
მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფება. ოფიციალური ცნობით, მაია სანდუმ ბოლო შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, მათ შორის ანდრიუს კუბილიუსთან გამართა. „ჩვენ მზად ვართ იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მოლდოვას ევროპული ოჯახის ნაწილად აქცევს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის დახმარება ამ გზაზე“, - წერს სანდუ Twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის განაგრძობს. მან პირველი შეხვედრა 17 მაისს, შარლ მიშელთან გამართა. მაია სანდუმ ასევე გამართა მოლაპარაკებები ბელგიის პრემიერთან. საუბარი შეეხებოდა იმ გამოწვევევს, რომლებიც მოლდოვის წინაშე დგას. საქმე ეხება უკრაინიდან დევნილების მხარდაჭერას და ეკონომიკაზე ზეწოლას.
ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარ თემებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა წარმოადგენდა. „ასევე, ისაუბრეს კითხვარის შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა და იმ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნავს მთავრობის ადმინისტრაცია. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი შედგა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. „საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელმა განვითარებამ კონკრეტული მექანიზმების საჭიროება წარმოშვა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ", - აცხადებს პრემიერი.
ევროკომისია უკრაინისთვის €9 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა
"ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „უკრაინა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და იცავს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით მათ მხარეს მთელი ამ ომის განმავლობაში და როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის აღდგენას დაიწყებენ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის წინააღმდეგ ომში „კადიროველების“ ჩართვა რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს - ბრიტანული დაზვერვა
უკრაინის წინააღმდეგ ომში „კადიროველების“ ყოფნა რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება. „უკრაინის წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობისას, რუსეთმა უამრავი დამხმარე პერსონალი გამოიყენა. ეს მოიცავს ჩეჩნური ძალების განლაგებას, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგებიან, ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან მარიუპოლისა და ლუჰანსკის რაიონებში“, - იუწყება ბრიტანეთის დაზვერვა. ამასთან, არსებობს ცნობები, რომ მარიუპოლში ჩეჩენთა საველე მეთაურის როლი ადამ დელიმხანოვმა იკისრა. წყაროები წერენ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი დელიმხანოვი კადიროვის ნათესავია. ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიუსელში ვიზიტი მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალუდ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
რატომ მყარდება ლარი
ორი დღეა, რაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით „ფსიქოლოგიურ ნიშნულს“ ჩამოცდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 17 მაისს 2,97 ლარი, ხოლო 18 მაისს 2,96 ლარი შეადგინა. დღეს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობისას ლარმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და აშშ დოლართან მიმართებით 2,93 ნიშნულზე დაფიქსირდა. დღეს კი 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 2.9442 ლარი გახდა. რა არის ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები? Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. „აქ ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ექსპორტიდან შემოსული თანხა. ბოლო მაჩვენებლებით, საქართველოდან ექსპორტი გაზრდილია და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მიუხედავად, ქვეყანაში სავალუტო ნაკადების შემოდინებამ მოიმატა“, - აცხადებს შენგელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი გაზრდილია. 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5,252 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1,587 მლრდ აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3,665 მლრდ აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2,077 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა. ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარის გამყარებაში დიდი როლი აქვს ფულად გზავნილებს. „აპრილში, საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სწორედ ამან გააჩინა ლარზე მოთხოვნა. ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრები ვალუტას უგზავნიან, რაც ბაზარზე კონვერტირდება და ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც გაცვლით კურსზე აისახება“. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში $308,104 მლნ გადმოირიცხა, აქედან $132, 979 მლნ რუსეთზე მოდის. მარტში უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით $193 065 მილიონი შემოვიდა, მაშინ რუსეთის წილი $27 001 მლნ იყო. ანალიტიკოსი, ლარის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ეროვნული ბანკის პოლიტიკას ასახელებს. „ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. გამოიტანა გასაყიდად მცირე რაოდენობით სავალუტო რეზერვები, რაც აისახა კურსზე“. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები აპრილში $3 826 440 მილონია, მარტში ეს მაჩვენებელი $4 030 635 იყო. რაც შეეხება ინტერვენციებს, ბანკმა 9 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი $50 მლნ-დან $39 570 000 გაყიდა. ცნობილია, რომ სავალუტო ნაკადების ერთ-ერთი წყაროა ტურიზმის სექტორი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. აპრილში ქვეყანამ ამ სექტორიდან $188,6 მილიონი მიიღო, მარტში კი $174,5 მილიონი. რას შეეხება მოკლევადიან პროგნოზს, ანალიტიკოსი Europetime-თან ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან 2,90 ნიშნულზე გამყარდება. „ლარის გამყარება მაშინ გაჩერდება, როცა ეროვნული ბანკი დაიწყებს რეზერვების შევსებას,“- ამბობს ნიკა შენგელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც 3-ის ნიშნულს ჩამოცდა.
„ვივამედის“ დირექტორი: სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაში რჩება და კვლევები უტარდება. ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის", - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებთან განცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნებართვის საფუძველზე კვლევის შედეგები უკვე გადაუგზავნეს სახალხო დამცველის აპარატს და მომავალშიც ამ პრინციპით გადააგზავნიან. „ბატონი მიხეილი აგრძელებს დაკვირვების ქვეშ ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი. გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტრუმენტული კვლევები. გუშინ ჩაუტარდა სრული კომპიუტერული ტომოგრაფია. რაც შეეხება მოარულ თემებს, რომ არ ასაჯაროებენ, არ ამბობენ, მესმის, თქვენ გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ საქმე ეხება პაციენტის ჯანმრთელობას. ეს არ არის საჭორაო და საჯაროდ გასარჩევი თემა. სახალხო დამცველის აპარატიდან იყვნენ წარმომადგენლები, წარმომიდგინეს ბატონი მიხეილის დასტური, რომ თანახმაა, გავცეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ჩვენ მათ გადავუგზავნეთ ყველაფერი, რაც მოგვთხოვეს, ის, რაც გუშინდელი დღის ჩათვლით იყო გაკეთებული. შემდეგშიც, როდესაც მოგვმართავენ, ასევე დარჩენილი კვლევების პასუხებსაც, რა თქმა უნდა, გადავცემთ. შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი ეს არ უნდა იყოს. მე პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე. პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენს მკურნალობის და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე. შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგში. მინდა, ბატონი მიხეილი იყოს კარგად. მინდა, ყველა პაციენტი იყოს კარგად, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე, პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს NATO-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის“, - აღნიშნავს ადმინისტრაცია. „ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღვნიშნე ყველა შესაძლო ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი თავის მხრივ Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ბრიუსელში ვიზიტი მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა „NATO -ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს იენს სტოლტენბერგი.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელეს. „გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალ კლაუდიო გრაციანოს მიწვევით დაესწრო, რომელიც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს ტოვებს და მას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ავსტრიის თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი რობერტ ბრიგერი შეცვლის. თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე შეხვდა მოლდოვის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე თბილისშია. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვიდა. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. შოლე ასევე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.
სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ, ჯვრის მონასტერი დაათვალიერა
სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ დაათვალიერა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, ჯვრის მონასტერი, რომლის შენარჩუნებასაც შეერთებული შტატები ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მეშვეობით ეხმარება. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია 1992 წელს, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესანარჩუნებლად $2 მილიონზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.
რუსეთმა 34 ფრანგი, 27 ესპანელი და 2 ფინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 34 ფრანგი და 27 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევეა. საგარეო უწყება განმარტავს, რომ ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საფრანგეთის მიერ 41, ხოლო ესპანეთის მიერ 27 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხო ნაბიჯებია. რუსეთმა მსგავსი საპასუხო ნაბიჯების მიზეზით ქვეყნიდან არაერთი საელჩოს თანამშრომლები გააძევა. მათ შორის არიან, ფინეთის, გერმანიის, ბულგარეთის, პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის საელჩოების თანამშრომლები. მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა გერმანიის საპასუხოდ დიპლომატები რუსეთმაც გააძევა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.