ძებნის რეზულტატი:
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარკ მილიმ და ვალერი გერასიმოვმა პირველად ისაუბრეს
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ რუს კოლეგა ვალერი გერასიმოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ეს ორი ლიდერის პირველი საუბარია მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. „სამხედრო ლიდერებმა განიხილეს რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები ღია იქნება”, - ნათქვამია პენტაგონის ინფორმაციაში. ექვსი დღის წინ: ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები
მიუხედავად იმისა, რომ ასობით უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა აზოვსტალის ქარხანა ამ კვირაში, მარიუპოლის პირას ალყაში მოქცეული კომპლექსის შიგნით, სავარაუდოდ, ასობით ადამიანია დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანია მაიორი ბოჰდან კროტევიჩი, აზოვის პოლკის შტაბის უფროსი. ამის შესახებ CNN წერს. „ომი არ დასრულებულა, სრულმასშტაბიანი ომი ახლახან დაიწყო. თქვენ მოგიწევთ, გახდეთ მეთაურები და აიღოთ კონტროლი, ან გაიქცეთ და შემდეგ კიდევ უფრო დიდი დანაკარგი გელით“, ამბობს კროტევიჩი. „აზოვის“ პოლკის კიდევ ერთმა ოფიცერმა, რომელიც ჯერ კიდევ ფოლადის ქარხანაშია, მოკლე ვიდეო გაავრცელა. სვიატოსლავ პალამარი ამბობს: „მე და ჩემი სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს ოპერაცია. დეტალებს არ ვასახელებ. მადლობა მთელ მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლავროვის მოადგილე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „რეფერენდუმზე“ - გეოპოლიტიკური ვითარება მხედველობაში იქნება მისაღები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ყველა ფაქტორის, მათ შორის გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ განაცხადა. ლავროვის მოადგილის განცხადებით, რუსეთი თვალს მიადევნებს იმას, თუ როგორ მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთში“ რეფერენდუმისთვის მზადების პროცესი. ანდრეი რუდენკოს თქმით, გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას ორი მხარის მონაწილეობა დასჭირდება. „თავდაპირველად შევხედავთ იმას, თუ როგორ უყრიან კენჭს რეფერენდუმზე „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეები და შესაბამისად, დაველოდებით რუსეთის ფედერაციის რეაქციას. აქ მხედველობაში მისაღებია ფაქტების ერთობლიობა, მათ შორის, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, თანადროულობის საკითხი და ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა სწორედ დღეს“, - განაცხადა რუდენკომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიოში დღევანდელი გამოსვლისას.
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის $100 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი, $100 მილიონიანი დახმარების პაკეტი წარადგინა. „უკრაინას დამატებით არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას მივაწვდით, რომელსაც ისინი უკვე ასე ეფექტიანად იყენებენ ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ბაიდენმა. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ, ისევე როგორც 40-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა მუშაობას, რათა დააჩქაროს უკრაინის თავდაცვისთვის აუცილებელი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება. პაკეტში შედის ჰაუბიცების მიწოდებაც. „ამ პაკეტის შესაძლებლობები მორგებულია უკრაინის კრიტიკულ საჭიროებებზე დღევანდელი ბრძოლისთვის, რადგან რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ. აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინას დაახლოებით 4,6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მათ შორის დაახლოებით 3,9 მილიარდი დოლარი რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. 2014 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა 6,6 მილიარდ დოლარზე მეტი უსაფრთხოების დახმარება გამოყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ემანუელ მაკრონის თქმით, არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს, ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანების მოთხოვნაზე „სწრაფი აზრი“ დააფიქსიროს. მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს უმასპინძლა. მაკრონმა დაამატა, რომ არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამის საფუძვლად მას დნესტრისპირეთში მომხდარი მოჰყავს. საფრანგეთი აპირებს, განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი რეგიონულ უსაფრთხოებას და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ შესაძლო ხელყოფის მცდელობას. სეპარატისტებმა დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარ სროლებში კიევი დაადანაშაულეს. გასულ კვირას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში შიდა ელემენტები ცდილობდნენ დესტაბილიზაციას და დაძაბულობის გაღვივებას, რადგან ქვეყანა აგრძელებს მცდელობებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
უკრაინის გენშტაბი: გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს
"უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია რუსი სამხედროების კუთვნილი 29 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, რვა ტანკი და ექვსი ავტომობილი", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. "ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს 50 დასახლებულ პუნქტს დონეცკსა და ლუგანსკის რაიონებში, დაზიანებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათგან 31 სახლი. მხოლოდ დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და ექვსი დაიჭრა. რთული მდგომაროება სევერდონეცკში, სადაც რუსეთის დაბომბვის შედეგად გუშინ 12 ადამიანი დაიღუპა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
G7-ის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად $18,4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინისთვის $18,4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. მინისტერიალი გერმანიის ქალაქ კიონიგსვინტერში გაიმართა. „ჩვენ შევძელით მოკლევადიანი საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში $18,4 მილიარდის მოძიება. უკრაინის დახმარება გაგრძელდება ომის პერიოდში და თუ საჭირო იქნება, კიევი მიიღებს უფრო მეტ დახმარებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის $100 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.რატი შურღაია წარმოშობით სენაკიდან იყო. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. შურღაია ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.
გაერო: უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება, სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს
"უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს", - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს. „ჩვენ ვსაუბრობთ 10 უკრაინელიდან ცხრაზე, რომელიც სღარიბეში აღმოჩნდება, თუ ეს ომი წლის ბოლომდე გაგრძელდება. წლის ბოლომდე შეიძლება უკრაინაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ევროკავშირისა და სხვა დონორების ინვესტიციების წყალობით მოპოვებული განვითარების მიღწევები დაიკარგოს“, - განაცხადა UNDP-ის წარმომადგენელმა უკრაინაში მანალ ფუანიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს
დარჩიაშვილმა მალტელ მინისტრთან შეხვედრისას ევროინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ქალაქ ტურინში, შეხვედრა გამართა მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრთან იან ბორგთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა, რაც აისახება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში სხვადასხვა საკითხზე კონსტრუქციულ თანამშრომლობაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მალტის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ევროპული მისწრაფებებისა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტში, მალტის მხრიდან აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული შედეგები და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება როგორც საქართველოს პროგრესი, ასევე მისი შემდგომი ინტეგრაციული მისწრაფება. ამ მხრივ, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერას. მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მალტის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა მალტის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას და ურთიერთ მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ყოველთვის გამოირჩევა მალტის პოზიცია. ამ კონტექსტში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ფარგლებში და ხაზი გაუსვეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მიმოიხილეს თანამშრომლობის განვითარების პოტენციური სფეროები და ყურადღება გამახვილდა საზღვაო სფეროში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის კარგ პრაქტიკაზე. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს მალტის დიპლომატიურ აკადემიასთან საქართველოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის კავშირების გააქტიურებაზე, მათ შორის ვიზიტების განხორციელების მხრივ.
კვლევა: ყოველწლიურად, გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონი ადამიანი იღუპება
ატმოსფეროს დაბინძურება და გარემოში გამოტყორცნილი შხამიანი ნარჩენები მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. ამის შესახებ Reuters საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფის Pure Earth-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ეკოლოგიის პრობლემებს სწავლობენ. მეცნიერები მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ე.წ.„თანამედროვე დაბინძურება“ - წარმოების შედეგად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხდება. ამ მიზეზებით სიკვდილობა 2000 წლის შემდეგ 66%-ითაა გაზრდილი, ამბობს კვლევის ავტორი რეიჩელ კუპკა. ამასთან, გლობალური სიკვდილობის ანალიზის თანახმად, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად 2015-2019 წლებში სიკვდილობის მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა. ”ჩვენ ვსხედვართ ბოულერის ქვაბში და ნელ-ნელა ვიწვებით. კლიმატის ცვლილების, მალარიის ან აივ-ის გავრცელების პრობლემებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაქცევთ საკმარის ყურადღებას გარემოს დაბინძურების საკითხებს“, - აღნიშნა რიჩარდ ფულერმა. მეცნიერთა აზრით, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც ყველაზე მეტად განიცდის გარემოს დაბინძურებას, არის ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერი, სოლომონის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკა, ჩრდილოეთ კორეა, ლესოტო, ბულგარეთი და ბურკინა ფასო.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული კ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნაამოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღო. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ორი პირი - 1972 წელს დაბადებული თ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოშეძენა-შენახვაში ედებათ. სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. ხონში იმავე ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 99 საბრძოლო ვაზნა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია: ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, კორონავირუსთან საბრძოლველად მარილიანი წყალი დალიონ
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან საბრძოლველად მარილიანი წყალი დალიონ და ტირიფის ფოთლის ჩაი დალიონ, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-აფეთქებას ებრძვიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 263 000 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.24 მილიონს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავის შექმნას გეგმავს. MRIYA რუსეთმა თებერვალში გაანადგურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთი MRIYA თვითმფრინავის შექმნას გეგმავს და პროექტს მარიუპოლის თავდაცვის დროს დაღუპული პილოტების ხსოვნას მიუძღვნის. იუწყება უკრაინული მედია. ხუთშაბათს უკრაინელ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ერთ დროს გაჩნდა იდეა ამ უნიკალური თვითმფრინავის მეორე ასლის აგების შესახებ. უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი გაანადგურა „მისი აშენება გვინდოდა, $800 მილიონი დოლარი დაგვჭირდა. მივმართე თურქეთის პრეზიდენტს მე-2 MRIYA-ის შექმნის წინადადებით, მაგრამ თანხები ვერ მოვიძიეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. „მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ფულს არ ეხება, ეს ამბიციის საკითხია. ჩვენ მოგვმართა Ukroboronprom-მა ანტონოვის გუნდმა. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ყველა იმ პროფესიონალი მფრინავის ღირსების საკითხო, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ“, - დაამატა ზელენსკიმ. მისივე თქმით, გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად MRIYA-ს აშენება სწორი სახელმწიფო პოზიციაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი MRIYA 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს განადგურდა. An-225 MRIYA არის საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი.
აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე შესაძლოა, ხელშეკრულება გაფორმდეს
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის, საბაჟო კონტროლისა და ვაჭრობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სამიდ გარლოვმა განაცხადა, რომ შესაძლოა აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე ხელშეკრულება გაფორმდეს. მისი თქმით, ეს პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის საბაჟო სამსახურებმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავეს. „ეს ხელშეკრულება გაფორმდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ყაზახეთის მიერ ამ შეთანხმების ხელმოწერაა მოსალოდნელი. ამასთან, ქართული მხარის მიერ ამ სისტემის გაშვება შესაძლოა 2023 წლის 1 იანვრიდან მოხდეს“, - განაცხადა გარალოვმა. დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი შესაძლოა მსგავს ინიციატივებს შორის კონკურენტუნარიანი გახდეს.
აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters
აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინელი სამხედროებისთვის შეიარაღებაში მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, თეთრ სახლს შეუძლია, შესთავაზოს კიევს Boeing Harpoon და Naval Strike რაკეტები, რომლის სამიზნეც რუსეთის ფლოტილია უნდა გახდეს. ეს არის ფლოტილია, რომელიც ამჟამად უკრაინის პორტებს ბლოკავს. უკრაინა: აშშ-მ ახალი პროგრამა აამოქმედა ოფიციალური პირები თვლიან, რომ იარაღმა შეიძლება, ხელი შეუწყოს რუსული გემების დაშორებას უკრაინის ტერიტორიიდან და მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადაზიდვის განახლებას მისცეს შესაძლებლობა. აქვე აღნიშნავენ, რომ რაკეტები, რომელთა ღირებულება დაახლოებით $1,5 მილიონი (1,2 მილიონი ფუნტი) და 300 კმ დიაპაზონზე ფრენა შეუძლია, ძირითადად, საზღვაო რაკეტებია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას შეიძლება, ნაპირიდან გასროლა გაუჭირდეს. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საზღვაო ძალების დაახლოებით 20 ხომალდი, მათ შორის წყალქვეშა ნავები აქტიურია რეგიონში. 19 მაისს, გაერომ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვას. უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის სხვა გზებს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დენის მარჩუკმა განაცხადა. „შავი ზღვის პორტები, რომლებითაც ექსპორტის 90 პროცენტი გადიოდა ომამდელ პერიოდში (ყოველთვიურად დაახლოებით ხუთ მილიონ ტონა მარცვლეულს ვტვირთავდით ჩვენი პარტნიორებისთვის), ომის პირველივე დღეებიდან დაბლოკილია. ბუნებრივია, შემცვლელის პოვნა ძალიან რთულია. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე - რკინიგზით, ავტომანქანებით ევროპისკენ, მდინარის პორტებით. რა თქმა უნდა, ამას სრულფასოვან ალტერნატივას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ, ასეთ პირობებში ვიმუშაოთ. რთულია, მაგრამ არის შესაძლებლობა. მარტში ამ გზით 200 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი გავიტანეთ, აპრილში კი უკვე მილიონ ტონაზე მეტი“, - განაცხადა დენის მარჩუკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს ნიშნავს. „ხუთშაბათს, 26 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით არსებული განრიგის გარდა, დამატებით კიდევ ერთი ფრენა 13:30 საათზე შესრულდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტრის მიმართულებით - 15:15 საათზე განხორციელდება. ასევე, 26 მაისს, ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-ამბროლაური 16:30 საათზე, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით 17:45 საათზე. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. დამატებით რეისებზე მოთხოვნა გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია“, - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქსტატი: აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში 15.4 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.4 პროცენტიანი ზრდა. „12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 2.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 20.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 16.18 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები – ფასები გაიზარდა 14.6 პროცენტით, ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები – დაფიქსირდა 186.4 პროცენტიანი ზრდა და ძირითადი ლითონები – ფასები გაიზარდა 42.0 პროცენტით. ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა
დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი გაიხსნება
წალკის (დაშბაშის) კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი იყო. როგორც კომპანია KASS LAND-ის დირექტორმა ეკა თორდიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მოეწყო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი, სიგრძით 1.5 კმ (ერთი გზა), პანორამული გადმოსახედებით, საიდანაც კანიონის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკი ვიზიტორს კანიონის კასკადურ ჩანჩქერებამდე მიიყვანს და უზრუნველყოფს მათ მარტივ და უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტის მიხედვით, აშენდა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. თორდიას ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმება. ინფორმაციისთვის,ვიზიტორები შეძლებენ ისეთივე პრინციპით დაათვალიერონ კანიონი, როგორც შესაძლებელია მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ნახვა. თორდიას ინფორმაციით, წალკის კანიონის KASS LAND-ის მხარეზე შესვლა ფასიანია. "1 ივნისიდან ფასები განახლდება, რადგან მთლიანი ტერიტორია იხსნება. ფასდაკლება გავრცელდება რეზიდენტ და საქართველოს მოქალაქეებზე,"-აცხადებს თორდია. შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი გადაეცა ებრაულ კომპანია KASS LAND-ს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 120 მლნ ლარია.
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა
არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.), - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა. "მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან. ყოველივე ამის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანზიაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის ჯარიმა დააკისრა 10 000 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.