ძებნის რეზულტატი:
ლუგანსკის გუბერნატორი: დაბომბვის შედეგად სევეროდონეცკში ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა
რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკში ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი Telegram-ზე იუწყება. „ზოგჯერ ძლიერი დაბომბვის გამო მაშველები ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ხანძრის ადგილზე მისვლას. დაზიანდა მინიმუმ 8 სახლი. ქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა“, - აცხადებს გუბერნატორი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 253.7 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 587.5 მლნ დოლარია (+32.8%), ხოლო იმპორტი - 3 666.2 მლნ დოლარი (+33.7%). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (637.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (403.03 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (324.3 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (614.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (559.7 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 363.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132 მლნ. აშშ დოლარით (8.3%). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2022 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 337.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2% შეადგინა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა 319.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.7%). ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 266 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%).
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
"24 თებერვლიდან 19 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 28 500 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 რუსი ჯარისკაცით მეტია", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 19 მაისამდე დაახლოებით იყო: 28500 ჯარისკაცი, 1254 ტანკი, 3063 ჯავშანმანქანა, 595 საარტილერო სისტემა, 199 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 203 თვითმფრინავი, 167 ვერტმფრენი, 455 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 103 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/რაკეტა, 2157 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც
არასამთვრობო სექტორს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. „ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. ის გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნიკა მელია. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც სრულყოფილად იყო საუბარი. „პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელი ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ის იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს. აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან მელია იმედოვნებს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად იქნება მიღებული ზომები. „ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანიც კი არ ისმის. თუ ვინმე არის კლასიკური, ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიის წარმომადგენელი, ეს პირველი შემთხვევა იყო. „ჩვენი მთავარი სათქმელი გახლდათ ის, რომ დღეს არის ძალიან დიდი უფსკრული საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში პარალელურად მთავრობა და ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად, პრაქტიკულად, დემოკრატიას უთხრის ძირს. ეს ნაბიჯები აბსოლუტურად შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან. როდესაც შეხვედრა მიმდინარეობდა, პარალელურ რეჟიმში დასავლეთს როგორ ესხმის თავს „ქართული ოცნება“. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვთხოვეთ, არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო, დაუდგნენ მათ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას აწარმოებს. სანქცირების საკითხი ჩვენ არ დაგვიყენებია, მაგრამ საუბარი შეეხო იმას, რომ ჩვენ გვაქვს რეალურად, ერთი პარტიის მმართველობა, ერთი კაცის მმართველობა, რომელსაც მთელი პარტია ჰყავს დაქვემდებარებული და აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული ინტერესებით, პარტიული ინსტრუქციებით და მისი ინსტრუქციებით იმართება“, - განუცხადა მედიას თავის მხრივ, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე მოსამართლეების სანქცირების შესაძლებლობაზე მიუთითა და უკრაინის მაგალითი მოჰყავს. „ჩვენ ვუთხარით შემდეგი რამ, სადაც არის მტკიცებულება, იქ უნდა იყოს კონკრეტული ქმედება და ეს ქმედება არის აუცილებელი თუნდაც, სასამართლოს შემთხვევაში. როცა ვამბობთ, რომ კლანია სასამართლოში, მაშინ უნდა მოხდეს, როგორც უკრაინაში დაიწყეს მოსამართლეების სანქცირება და ამან უშველა იქაურ მართლმსაჯულებას, დაახლოებით, ისე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც. რაც შეეხება ივანიშვილზე იქნება, თუ სხვაზე, ბევრ საკითხზე იყო საუბარი, დეტალებზე ვერ შევალ, ამის უფლება არ მაქვს. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში, ძალიან კარგად ესმით რატომ ხდება ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მთავარი გზავნილი მათი მხრიდან - ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც, რომ საქართველოში იყოს მშვიდობიანი, ოღონდ დასავლური განვითარება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, აღარც სჭირდება მსჯელობა, რომ საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ეს არის აშშ-ის გულწრფელი შეშფოთება. „გვარამიაზეც, ივანიშვილზეც, სასამართლოზეც, სააკაშვილზეც კითხვებს გვისვამენ“, - დაამატა ვაშაძემ. „გვაინტერესებდა, რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებული, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ, რომ ქვეყანას დაეხმაროს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი, მთაზე, რომ ცხოვრობს მაინც აბრალებს ამერიკას თავისი ექსპერტების, ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა უშლის ხელს მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა და ნახატების გამოტანაში. ჩემი პოზიცია იყო: რატომ არ შეუშლით ხელს?! ვგულისხმობ სანქციებს“,- აღნიშნავს თავის მხრივ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ნათლად ჩანს საქართველოს სწრაფი ტემპით უკუსვლა დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზიდან. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან საუბარი იყო სანქციებზეც და იმაზე, რომ ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს და ამაზე საჭიროა, იყოს მკაფიო პოზიციონირება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის უფროსი მრჩევლის დერეკ შოლეს საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად გზავნილია. შეხვედრაზე შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. ვახსენე საქართველოს ათასობით მოქალაქის წუხილი, რასაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არ ახსენებს „ქართული ოცნება“. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება და კარგად გვესმის, უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ დავრჩებით დასავლეთის ორბიტაზე, რისგანაც საქართველოს გადაქაჩვას მუდმივად ცდილობს „ქართული ოცნება“ თავისი განცხადებებით და ქმედებებით, ხელოვნურად გაჩერებული რეფორმებით, პოლიტიზებული მართლმსაჯულებით, მედიაზე ზეწოლით, სასამართლოს ჯიბეში ჩასმით, უსაფრთხოებს სამსახურების უკონტროლო მოქმედებით და მიტაცებული სახელმწიფოთი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.
უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
უკრაინულმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გამოძიების მტკიცებით, იანუკოვიჩმა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამმართველოს თანამშრომლებთან და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად მოქმედებდა, 2014 წლის 23 თებერვალს დონეცკის ოლქის სოფელ ურზუფიდან სამი რუსული ვერტმფრენით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და რუსეთში, კრასნოდარის ოლქში ჩაფრინდა. სასამართლო ვიქტორ იანუკოვიჩს 2014 წლის თებერვალში პირთა ჯგუფის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებას ედავება.
ერდოღანი: თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგება
თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგება, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის „ჩვენ ვუთხარით ჩვენს მეგობრებს, რომ ვიტყოდით - „არას“ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და ასე გავაგრძელებთ ჩვენს გზას“, - განაცხადა ედოღანმა. თურქეთის მიერ დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ ფინეთისა და შვედეთის განაცხადის დამტკიცება გადამწყვეტია, რადგან NATO გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს. მისი 30 წევრი ქვეყნიდან თითოეულს აქვს უფლება, ვეტო დაადოს გაწევრიანებას. ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა ეხება შვედეთს და შედარებით ნაკლებად ფინეთს. ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეტენზია ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად აღიარებს. თურქეთი ასევე ადანაშაულებს შვედეთსა და ფინეთს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და ფინეთმა, იარაღის ექსპორტი შეზღუდა თურქეთში, 2019 წელს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში ოპერაციის შემდეგ, რომლის მიზანიც ქურთი ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა იყო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
Bloomberg: მსოფლიო ეკონომიკას სტაგფლაცია ემუქრება
მსოფლიო ეკონომიკა სტაგფლაციის წინაშეა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოში ფინანსური მენეჯერების მთავარი თავსატეხია. ჩინეთის ეკონომიკის მკვეთრი შენელებით და ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ინფლაციის შემცირების დაპირების შედეგად გამოწვეული საფრთხეები ძლიერდება, წერს Bloomberg. ცნობისათვის, სტაგფლაცია (ინგლისურად Stagflation) აერთიანებს ორ ტერმინს – ინფლაციას და სტაგნაციას. ინფლაცია არის საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდა, ხოლო სტაგნაცია ეკონომიკური განვითარების (ზრდის) შეჩერება ან მნიშვნელოვანი შენელებაა. შესაბამისად, სტაგფლაცია არის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, როდესაც ეკონომიკა აღარ იზრდება ან ნელი ტემპით იზრდება და, ამავე დროს, ქვეყანაში ფასების საერთო დონე გაზრდილია. სტაგფლაცია უფრო მძიმე მოვლენაა, ვიდრე ცალკე აღებული სტაგნაცია ან ინფლაცია, რადგან ფასები იზრდება იმ პირობებში, როცა მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა ან არ გაზრდილა. G7 -ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ სტაგფლაციის შეჩერება უკვე შეუძლებელია. „ომი უკრაინაში მსოფლიო ეკონომიკაზე დამატებით გავლენას ახდენს. ეს ნიშნავს გაზრდილ ინფლაციას რაც პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის იმპულსს ამცირებს. ჩვენ მოგვიწევს ვიმსჯელოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაგფლაციის სცენარი თავიდან ავიცილოთ“, - განაცახდა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდრენმა. „სურსათისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები იწვევს სტაგფლაციის ეფექტს, კერძოდ, ამცირებს წარმოებას და ხარჯებს და ახალისებს ინფლაციას მთელ მსოფლიოში“, - ამბობს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი. მზარდი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის შენელებია და მზარდი უმუშევრობის დონე, ესაა სამეულის დამღუპველი კომბინაცია, რომელიც ყველაზე უარესი სცენარია ცენტრალური ბანკებისთვის და კანონმდებლებისთვის, რომლებსაც მოუწევთ არჩევანის გაკეთება თუ რომელ „დაავადებას“ გამოუცხადონ ბროლა. ფასები პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავია, იმ შემთხვევაშიც კი თუნდაც ამ ბრძოლამ შეასუსტოს მოთხოვნა და გაზარდოს უმუშევრობა. Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ განაგრძობს განაკვეთების გაზრდას მანამ, სანამ არ იქნება „მკაფიო და დამაჯერებელი“ მტკიცებულება, რომ ინფლაცია შემცირდება. იმავდროულად, დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდამ მიაღწია 40 წლის მაქსიმუმს და ინგლისის ბანკის გუბერნატორმა ენდრიუ ბეილიმ თქვა, რომ სურსათზე ფასების ზრდას შეიძლება ჰქონდეს "აპოკალიფსური" შედეგები მსოფლიოსთვის. S&P 500 ინდექსი 18 მაისს 4%-ით დაეცა, რაც 2020 წელს დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია. ინდექსი წლის დასაწყისიდან 17%-ით დაეცა, რაც 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. ყველაზე დიდი შოკი მოსალოდნელია ჩინეთისგან, სადაც ანალიტიკოსები ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს დაბლა წევენ. tandard Chartered, Goldman Sachs Group-მა და Citigroup-მა ზრდის პროგნოზი მიმდინარე კვირას კიდევ შეამცირეს Bloomberg Economics-ი 2%-იან ზრდას პროგნოზირებს წლის განმავლობაში, მანამდე პროგნოზი 3.6% -ი იყო.
ჯანდაცვის სამინისტრო: თურქეთის ბაზრის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეებმა, წამლებში, 43 მილიონი ლარი დაზოგეს
ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ თურქული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, საგრძნობლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი. „საშუალოდ, როდესაც ძველი ფასებით მომხმარებელი, ფარმაცევტულ პროდუქტში თვეში იხდიდა 200 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, მას იგივე მედიკამენტების შეძენა დაახლოებით 60 ლარი უჯდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად, ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80%-მდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
დერეკ შოლეს თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში
აშშ-ის სახელწმიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლემ საქართველოში ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. დერეკ შოლემ შესაბამისი პოსტი Twitter-ზე განათავსა. დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. „ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან, მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში“, – აღნიშნავს დერეკ შოლე. არასამთვრობო სექტორს, თავდავის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. სახელმწიფო მდივნის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრა.
უკრაინაში „წარუმატებელი ოპერაციების გამო“ რუსი მაღალი რანგის მეთაურები გაათავისუფლეს - ბრიტანული დაზვერვა
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა სამსახურიდან გაათავისუფლა მაღალი რანგის მეთაურები, რომლებიც ითვლება, რომ უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე ოპერაციები წარმატებულად ვერ განახორციელეს. მათ შორის არის გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც ელიტარული გვარდიის სატანკო არმიას მეთაურობდა და ხარკოვი ვერ აიღო. უკრაინის წინააღმდეგ ომში „კადიროველების“ ჩართვა რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს - ბრიტანული დაზვერვა მისივე თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ ომში „კადიროველების“ ყოფნა რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს. „უკრაინის წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობისას, რუსეთმა უამრავი დამხმარე პერსონალი გამოიყენა. ეს მოიცავს ჩეჩნური ძალების განლაგებას, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგებიან, ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან მარიუპოლისა და ლუჰანსკის რაიონებში“, - იუწყება ბრიტანეთის დაზვერვა. ამასთან, არსებობს ცნობები, რომ მარიუპოლში ჩეჩენთა საველე მეთაურის როლი ადამ დელიმხანოვმა იკისრა. წყაროები წერენ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი დელიმხანოვი კადიროვის ნათესავია. ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს
გერმანიის ყოფილ კანცლერს გერჰარდ შროდერს, რომელიც კრიტიკის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თავისი რუსული ბიზნეს კავშირები არ გაწყვიტა, გერმანიის პარლამენტში თავისი ოფისის დატოვება მოუწევს. გერმანული მედია წერს, რომ ანალოგიური მიზეზით, თანამშრომლებმა შრიოდერს დიდი ხნის წინ აქციეს ზურგი და დატოვეს მისი ოფისი. შროდერის პრივილეგიები 2021 წელს, გადასახადის გადამხდელებს 419,000 ევრო (354,500 ფუნტი) დაუჯდათ. ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა Welt-TV-ს განუცხადა, რომ წარმოუდგენელია, ყოფილ კანცლერს, რომელიც ახლა ღიად ახორციელებს ლობისტურ სამუშაოს ვლადიმერ პუტინის კრიმინალური მმართველობისთვის, კვლავ გადასახადის გადამხდელებმა მისცენ ოფისი. გერმანიის სამთავრობო კოალიციამ - სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ხელმძღვანელობით, რომლის წევრიც შროდერი ჯერ კიდევ არის და მას ოდესღაც ხელმძღვანელობდა კიდეც, გადაწყვიტა, შეემცირებინა შრიოდერის, როგორც ყოფილი კანცლერის სპეციალური უფლებები, თუმცა, ყოფილი კანცლერი კვლავ გააგრძელებს პენსიითა და პირადი დაცვით სარგებლობას. პუტინის მეგობარ გერჰარდ შრიოდერს ჰანოვერის საპატიო მოქალაქეობა ჩამოერთვა პარალელურად, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სანქციები უნდა გავრცელდეს „მსხვილი რუსული კომპანიების საბჭოების ევროპელ წევრებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც რუსული ფულის მიღებას აგრძელებენ. რეზოლუციაში დასახელებულნი არიან ავსტრიის ყოფილი კანცლერი ვოლფგანგ შუსელი და საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ფრანსუა ფიიონი. 78 წლის შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე და ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი პირადი ურთიერთობით. შროდერს ამჟამად წამყვანი პოზიციები უკავია რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში Nord Stream 1 და 2 და ნავთობკომპანია Rosneft-ში, სადაც ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. შროდერი ასევე აპირებს, დაიკავოს თანამდებობა კრემლის მიერ კონტროლირებადი „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოში.
ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის რუსული კავშირების გამო მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები უნდა გავრცელდეს „მსხვილი რუსული კომპანიების საბჭოების ევროპელ წევრებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგრძელებენ რუსული ფულის მიღებას“. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს New York Times-თან ინტერვიუს დროს, შროდერმა კიევის გარეუბან ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში პუტინის ბრალეულობა ვერ დაინახა. ის ამტკიცებდა, რომ ბრძანებები მიღებული იყო არა თავად პუტინისგან, არამედ ადგილზე მყოფი სამხედრო მეთაურებისგან. ამის საპასუხოდ, მედიამ შეახსენა შრიოდერს, რომ პუტინმა გადასცა ჯილდოები იქ მყოფ ჯარისკაცებს.
ევროპარლამენტმა რუსეთის ლიდერების დანაშაულის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა
რუსეთის ლიდერების, სამხედრო მეთაურების და მათი მოკავშირეების დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ, სპეციალურმა საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გამოიძიოს. ამას ითხოვს ევროპარლამენტი ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციით. რეზოლუციაში პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საერთაშორისო სამართალწარმოებებსა და სასამართლოებში, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთისა და ბელორუსის რეჟიმების დევნას ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების, გენოციდისა და აგრესიის გამო. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ეს გამოძიება და შემდგომი დევნა ასევე გავრცელდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა პერსონალსა და სამთავრობო მოხელეებზე, რომლებიც მონაწილეობენ ომის დანაშაულებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე, შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ბაიდენმა NATO-ს წევრობაზე განმცხადებლებს თეთრ სახლში უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ქვეყნები უკვე აკმაყოფილებენ NATO-ს ყველა კრიტერიუმს. „დღეს ჩემი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგენს ანგარიშებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატი ეფექტიანად და სწრაფად გადაერთოს კონსულტაციისა და თანხმობის შესახებ ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „დღეს მე ამაყი ვარ, რომ მივესალმები და ვაცხადებ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი ახლო, მაღალკვალიფიციური პარტნიორის მიმართ, რათა ისინი შეუერთდნენ უძლიერეს, ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ეს არის ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა თავის სუვერენულ უფლებებს იცავს და გამოხატავს, ისევე როგორც, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად მიმართვისას. ჯო ბაიდენის თქმით, დღეს კითხვის ნიშნები არ არსებობს საკითხის ირგვლივ, რომ: NATO აქტუალურია, ის ეფექტიანია და ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. „შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მთელ რიგ საკითხებში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები, ისინი უკვე მსახურობდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, რომელიც იცავს თავისუფლებას , - აღნიშნა ბაიდენმა. შეერთებულ შტატებში, სენატის სულ მცირე ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი თავდაცვით ალიანსში ახალი წევრის მიღებას. ანალოგიურად, 30-ვე ამჟამინდელი წევრის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს ამ შემთხვევაში შვედეთის და ფინეთის მიერ შეტანილი განაცხადები. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
დერეკ შოლე: ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის
დერეკ შოლე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პასუხობს შეკითხვას, რომელიც „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხება. რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც დერეკ შოლეს თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას რუსული აგრესიის დაგმობისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით „ბევრი თვლის, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა, მისი დაპატიმრება ხელს შეუშლის, მორიგ წინაღობად გადაიქცევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე, NATO-სიც, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ევროინტეგრაციის კუთხით. რას იტყოდით ამაზე?“, - ჟურნალისტის ამ შეკითხვას დერეკ შოლემ უპასუხა: „ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვიტყვი, როგორი ზეგავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ვიცი, პრემიერ-მინისტრი გუშინ იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს. მარტივად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე: მიუხედავად იმისა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ამ [საქართველოს ევროატლანტიკურ] სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები [ნიკა გვარამიას დაჭერა], რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას“.
დერეკ შოლეს განცხადებით, აშშ მადლიერია კოლექტიურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გამო
აშშ მადლიერია კოლექტიურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გამო. შესაბამისი პოსტი დერეკ შოლეს Twitter-ზე განთავსდა. „დღეს შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს. საქართველო NATO-ს მტკიცე პარტნიორია, რომელიც მსახურობდა ამერიკელ, სხვა მოკავშირეთა და პარტნიორ ჯარებთან ერთად. აშშ მადლობას უხდის საქართველოს, კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობისთვის“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში. არასამთვრობო სექტორს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან.
NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, NATO განიხილავს თურქეთის „შეშფოთებას“ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების გამო. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს ვერ დაუჭერს და ამ ქვეყნებს ტერორისტების თავშესაფრად მიიჩნევს. ბაიდენმა NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი ფინეთის და შვედეთის ლიდერებს უმასპინძლა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ფინეთთან, შვედეთთან და თურქეთთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ იმ შეშფოთებას, რომელიც თურქეთმა გამოთქვა, რათა ვიპოვოთ „შეთანხმების გზები, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა კოპენჰაგენში დანიის პრემიერ მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან „შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ „შეთანხმების რატიფიკაციას“ დაუჭირა მხარი. ინიციატივის წარდგენისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებას გამოარჩევს რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის ცალმხრივი შემოღება. „პროცედურის პარამეტრებს შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ დაადგენს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი“, - განაცხადა რუდენკომ. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. კანონპროექტი ახლა პრეზიდენტ ბაიდენს ხელმოწერისთვის გადაეცემა. კანონპროექტს მხარი ყველა დემოკრატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 11 რესპუბლიკელი სენატორი. დღესვე, „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა აშშ-ის სენატის მიერ შემდგომი ეკონომიკური დახმარების მიღებას და Twitter-ზე დაწერა, რომ ეს მნიშვნელოვანია. ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა კენჭისყრამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი „შეასრულებს პირობას, დადგეს უკრაინის ხალხის გვერდით“. აქვე დაამატა, რომ 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება დააკმაყოფილებს უკრაინელი ხალხის დიდ საჭიროებებს, რადგან ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის". შუმერმა ასევე აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, კენჭისყრისას სრულიად ერთსულოვნებას ისურვებდა.
სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC
ვირუსი მარტივად არ ვრცელდება და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია ჯანდაცვის ორგანოებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ბოლო დადასტურებული შემთხვევები იტალიასა და შვედეთში დაფიქსირდა. ამას წინ უძღოდა ოთხშაბათს აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის კვლევა. მაიმუნის ყვავილი ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებშია ყველაზე მეტად გავრცელებული. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სუსტია და ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება. დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ამჟამად, დიდ ბრიტანეთში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა. ამ ინფექციების წყარო ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული. ევროპაში, ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთშაბათს - შვედეთში, ასევე, ერთი - იტალიაში. შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ იციან, როგორ დაინფიცირდა ეს ადამიანი, მაგრამ ადგილობრივი მედია იუწყება, რომ იტალიაში მყოფი ადამიანი ცოტა ხნის წინ, კანარის კუნძულებიდან დაბრუნდა. ხუთი დადასტურებული შემთხვევა პორტუგალიაში ოთხშაბათს დაფიქსირდა. შვიდი შემთხვევა ესპანეთში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის დამტკიცებული, უკვე გავრცელდა ცნობა, რომ ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა, ეპიდემიასთან გასამკლავებლად ათასობით ვაქცინა შეიძინეს, იტყობინება ესპანური გაზეთი El País. აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, მაიმუნის ყვავილით კაცი დაინფიცირდა. ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, კაცი ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოაადგენს. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.