ძებნის რეზულტატი:
უკრაინელი დეპუტატი: დონბასში ცხოვრება ადამიანისთვის ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა
"დონბასში ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა", - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ლესია ვასილენკომ Sky News-თან საუბარში განაცხადა. "რუსული ძალები განზრახ ქმნიან საცობებს იმისთვის, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ზაპოროჟიედან გასვლაში ხელი შეუშალონ და ამით მათ „მეტი ტანჯვა მიაყენონ“. ისინი ლუგანსკის ოლქის ქალაქებს მხოლოდ იმის გამო ბომბავენ, რომ მოსახლეობამ მეტი ტკივილი და ტრაგედია განიცადოს, უფრო მეტად დაშინდეს და დანებდეს“, - განაცხადა დეპუტატმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება, სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს
რა „არგუმენტით“ ცდილობს ადვოკატი ომის დანაშაულში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის გამართლებას
ომის დანაშაულზე პირველი სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადაიდო. ვადიმ შიშიმარინი პარასკევს, კიევის სასამართლოს წინაშე წარსდგა ომის დანაშაულებზე პირველი სასამართლო განხილვის მესამე დღეს - მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მას ბრალად ედება სუმის ოლქში, უიარაღო პირის მკვლელობა და ომის წარმოების წესის დარღვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რუს ჯარისკაცს 15 წლით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადვოკატი იცავს შიშიმარინის ქმედებებს. „შიშიმარინმა და სხვა რუსმა ჯარისკაცებმა „არ იცოდნენ, რომ შემდგომი ქმედებები გამოიწვევდა არამხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილსაც“, - ამტკიცებს ადვოკატი. მისი თქმით, შიშიმარინი იმყოფებოდა სტრესში, რომელიც გამოწვეული იყო საბრძოლო სიტუაციით და მისი მეთაურის ზეწოლით. ამ გარემოებების ანალიზი მაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ შიშიმარინს მკვლელობის პირდაპირი განზრახვა არ ჰქონია", - განაგრძო ადვოკატმა. ცნობისთვის: ჯარისკაცმა ოთხშაბათს ბრალი აღიარა. უკრაინის სუმის რეგიონში უიარაღო 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა. ხუთშაბათს, ოკუპანტი ძალის ჯარისკაცმა მოკლულის ცოლის წინაშე ბოდიში მოიხადა. ვწუხვარ და გულწრფელად ვნანობ. იმ მომენტში ვნერვიულობდი. არ მინდოდა მოკვლა. მაგრამ ეს მოხდა და მე ამას არ უარვყოფ“, - თქვა პარასკევის სხდომაზე ვადიმ შიშიმარინმა. პროკურორ, იაროსლავ უშაპივსკის განცხადებით, რუსი სამხედროს დანაშაული მტკიცდება არამხოლოდ მისი აღიარებით, არამედ ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით. გამოძიებას ასევე წარმოდგენილი აქვს იარაღი, რომლითაც შიშიმარინი ისროდა. 21 წლის ვადიმ შიშმარინი მოსკოვის ოლქის მე-4 სატანკო დანაყოფში მსახურობდა. უკრაინელმა სამხედროებმა ის სუმის ოლქში ბრძოლებისას აიყვანეს ტყვედ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
21 მაისს საქართველოში გამოიდარებს
21 მაისს საქართველოში გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ ქარი ჩადგება და შედარებით დათბება. "22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15 +17; 21 მაისს +20 +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დერეკ შოლე: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და პლურალისტური, თავისუფალი მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიებისთვის
სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, შთაბეჭდილებების შესახებ Twitter-ზე წერს. შოლეს პოსტი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას ასახავს. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა ადამიანებთან, რომლებიც ოპოზიციურ აზრს გამოხატავენ. განხილვის თემა კი, შეეხებოდა შეერთებული შტატების ფართო ვალდებულებს, დაეხმაროს საქართველოს ძლიერი, უსაფრთხო დემოკრატიის აშენებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა Europetime-თან 19 მაისს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება. „ერთ-ერთ ბოლო მაგალითად მოვიყვანეთ ნიკა გვარამიას საქმე. ასევე, გვქონდა საუბარი 5 ივლისის გამოუძიებელ საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს ამ საქმის გამოსაძიებლად“, - განაცხადა სიმონიშვილმა. საიას თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დერეკ შოლემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი და დაისვა შეკითხვები, თუ როგორ იმართება სასამართლო ხელისუფლება, რაზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან „დღეს შევხვდი საქართველოს გამოჩენილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ხაზი გავუსვი აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მედია საზოგადოების მიმართ, რადგან ისინი საზოგადოების ინფორმირების მიზნით და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობენ. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და პლურალისტური, თავისუფალი მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიებისთვის“, - წერს დერეკ შოლე Twitter-ზე. რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრა.
კობა გვენეტაძე: აზერბაიჯანთან გაზის კონტრაქტებმა შესაძლოა, საქართველოში ინფლაციის გავლენა შეამსუბუქოს
აზერბაიჯანთან გაზის კონტრაქტებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ კობა გვენეტაძემ სსფ-ის ღონისძიებაზე ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას განაცხადა. საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გვენეტაძემ თქვა, რომ ნავთობის გაძვირება გავლენას ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებშიც სახელმწიფო არ ასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასებს. „საქართველოში სახელმწიფო არ ასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასებს. შესაბამისად, ფასები შიდა ბაზარზე იზრდება. მაგრამ გაზის ფასებთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია, რადგან ბუნებრივი აირის მიწოდების მოკლევადიანმა ორმხრივმა კონტრაქტებმა შეიძლება შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა“, - განაცხადა გვენეტაძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 9,9 პროცენტი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ინფლაციის შენელებას 2023 წელს 5,1 პროცენტამდე, 2024-2027 წლებში კი 3 პროცენტამდე პროგნოზირებს.
ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი გარდაიცვალა
ქობულეთის შემოვლით გზაზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. როგორც ცნობილია, ავარიის შემდეგ ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყაზახეთი, აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტისთვის ინვესტორებს ეძებს
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის განვითარების მიზნით აქტაუს საზღვაო პორტის სპეციალური ეკონომიკური ზონის ბაზაზე საკონტეინერო ჰაბის შექმნა იგეგმება. აზერბაიჯანული მედია, ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე შესაძლოა, ხელშეკრულება გაფორმდეს ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს ყაზახეთის ხელისუფლება ინვესტორების რანგში მსოფლიო საკონტეინერო ოპერატორების მოზიდვა გეგმავს, როგორიცაა PSA Group, Maersk, MSC. ამჟამად SEZ-ის ტერიტორიაზე 18 პროექტი განხორციელდა, 25 განხორციელების პროცესშია. „ზოგადად, ეკონომიკური ზონის მუშაობა მიმართულია ნავთობისა და ნავთობქიმიური მრეწველობის, სამშენებლო ინდუსტრიის, პორტებისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე“, - აცხადებენ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში. ასევე წაიკითხეთ პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ
პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესი იცვლება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, უფლება ექნება წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. ბრალდებულის მიერ ადვოკატისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. ცვლილებების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებას, ასევე, ექნება ვალდებულება, ადრესატს ჰქონდეს შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება მისთვის შეტყობინების გაგზავნა ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნისთვის. მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ნორმის ამოქმედებისთვის გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი - ორი თვის ვადით. ანალოგიური შინაარსის ცვლილება შედის საკანონმდებლო პაკეტის მეორე კანონპროექტშიც - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“. კანონპროექტების ავტორი და ინიციატორი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.
საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ
ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუიარ ოსმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში მინისტრები მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ჩრდილოეთ მაკედონიაში. შეხვედრაზე გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა ამ მიმართულებით გამოცდილების ორმხრივად გაზიარების მზაობა და შემდგომში მჭიდრო კოორდინაცია. ჩრდილოთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. „რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ხაზი გაესვა ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილი ეუთოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას, აღინიშნა რომ თავმჯდომარეობის დღის წესრიგში პრიორიტეტული იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი რუსეთის მხრიდან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩრდილოეთ მაკედონიის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობის ისეთ პერსპექტიულ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ხალხთაშორისი კონტაქტები და შეთანხმდნენ ორმხრივი ვიზიტების განხორციელებასა და დარგობრივი კონტაქტების გააქტიურების ხელშეწყობაზე“, - აცხადებენს საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საკითხების ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ყველა ძირითად სფეროში მაღალი დონის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. „მხარეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს ავსტრიისა და საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. აღინიშნა ავსტრიის დახმარება და მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გზაზე, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, ასევე, პოლიტიკური კუთხით. ამ მხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდგომ, ორგანიზაციის და წვერი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც სერიოზული გზავნილი იქნება სამივე ქვეყნისთვის არსებული ურთულესი გამოწვევების ფონზე. მინისტრებმა მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის“, - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შოიგუს თქმით, რუსეთი NATO-ს გაფართოების საპასუხოდ ახალ სამხედრო ბაზებს შექმნის
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვი ახალ სამხედრო ბაზებს NATO-ს გაფართოების საპასუხოდ შექმნის. „წლის ბოლოსთვის, დასავლეთის სამხედრო ოლქში 12 სამხედრო ნაწილი და დივიზია შეიქმნება”, - განაცხადა შოიგუმ. ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიურმა ქვეყნებმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადი ერთობლივად გადასცეს. ლიდერებს იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში უმასპინძლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.მხარეები მიესალმნენ ევროპის საბჭოს საქმიანობის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის პრიორიტეტულობას.„ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებულ ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადებისთვის. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა აღნიშნული პრაქტიკისა და ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მზაობა დაადასტურა.ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-2023) ეფექტიან იმპლემენტაციას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
ბელორუსში აქტივისტი Facebook-ზე უკრაინის დროშის განთავსებისთვის დააპატიმრეს - BBC
ბელორუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის ორგანიზაციის ლიდერს 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, იუწყება BBC პოლონეთში დაფუძნებული ევროპული რადიოს (Euroradio) ცნობებზე დაყრდნობით. მაქსიმ პაზნიაკოვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი Facebook-ის გვერდის პროფილის სურათზე უკრაინის დროშა იყო გამოსახული, სლოგანით „დამოუკიდებლობისთვის!“. ევრორადიო ამბობს, რომ აქტივისტი 17 მაისს დააკავეს.
გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „როსნეფტში“ თანამდებობა დათმო. „შრიოდერმა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ს განცხადებით აცნობა, რომ კომპანიაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს მანამდე, 19 მაისს, ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა. ამასთანავე, გერმანიის პარლამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შრიოდერი გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებულ ოფისს და პერსონალს დაკარგავს. DW წერს, რომ გერმანელმა ბიზნესმენმა და Nord Stream 2-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მატიას უორნინგმაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგა. შრიოდერი რუსული ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 77 წლის გერჰარდ შრიოდერი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოპერატორის, კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეც გახლავთ.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა შესაძლოა, თავისი ძალები მარიუპოლიდან დონბასში გადაისროლოს
რუსეთმა შესაძლოა, დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად თავისი ძალები მარიუპოლიდან გადაისროლოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი. „მას შემდეგ, რაც რუსეთი მარიუპოლის უსაფრთხოებას დაიცავს, სავარაუდოა, რომ ის გადაიყვანს თავის ძალებს, დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად. უკრაინის მუდმივი წინააღმდეგობა მარიუპოლში ომის დაწყების შემდეგ ნიშნავს, რომ რუსული ძალები ამ მხარეში ხელახლა უნდა აღიჭურვონ და განახლდნენ“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინელი დეპუტატი: დონბასში ცხოვრება ადამიანისთვის ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა
ბორჯომში „ბოლო ზარის” შემდეგ მომხდარ ავტოავარიაში ერთი მოსწავლე დაიღუპა
ბორჯომში „ბოლო ზარის“ შემდეგ მომხდარ ავტოავარიას ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამი მგზავრი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარშე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები ბორჯომში კლინიკაში გადაიყვანეს.
„აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“
„აზოვის“ პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ დაასახელა უკრაინის მხარის პირობები, რომლის თანახმადაც, „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი მეომრების ევაკუაცია განხორციელდა. „მარიუპოლის დაცვის 86-ე დღეს, უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები“, - აღნიშნა პროკოპენკომ. მისი თქმით, მოხერხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. „მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება - მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლით და გადაყვანით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხებათ დაღუპულ გმირებს, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს პატივით დაკრძალოს თავისი გმირები“, - განაცხადა პროკოპენკომ. 17 მაისს, უკრაინამ „აზოვსტალის“ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები. რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საუბრისას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან წარმატებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ამერიკულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და უსაფრთხოების გარემოს შესახებ იმსჯელეს. „თავდაცვის სფეროში ორმხრივ კონსულტაციებს წელს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა აშშ-საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ორმხრივ კონცეფციას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი მიზნად ისახავს, განსაზღვროს ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი ინიციატივის მიმართულებები მომავალი წლებისთვის. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის. საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციები ყოველწლიურად ტარდება. კონსულტაციების ფორმატი ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრასა და გადახედვას ითვალისწინებს“, - იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი კონსულტაციების შესახებ, 20 მაისს განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში დერეკ შოლემ, რომელმაც საქართველო ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, გუშინ დატოვა. „მომდევნო დღეებში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები თავდაცვის საკითხებზე აქ თბილისში, ვაშინგტონიდან - პენტაგონიდან ჩამოსულ კოლეგებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს შორის. თავდაცვის მინისტრ ოსტინს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში და გვსურს გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - აღნიშნა დერეკ შოლემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ლოიდ ოსტინი: დღეს მაქვს პატივი, გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა კითხვას, რაიმე განსაკუთრებული ხდება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის, უკრაინაში ომის კონტექსტში? დერეკ შოლემ მოკლედ უპასუხა - არა, სპეციფიკური არაფერი. ექსკლუზივი: სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს
ფინური ენერგოკომპანია: რუსეთიდან ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 21 მაისს შეწყდება
ფინური ენერგოკომპანია Gasum-ის განცხადებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შაბათს, 21 მაისს, ფინური დროით 07:00 სთ-ზე შეწყდება. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ძალიან სამწუხაროა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ახლა შეჩერდება. თუმცა, ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და იმ პირობით, რომ არ იქნება შეფერხებები გაზის გადამცემ ქსელში, უახლოეს თვეებში შევძლებთ ყველა ჩვენს აბონენტს გაზი მივაწოდოთ“, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიკა ვილიანენსმა. ცნობისთვის, ფინეთის მიერ მოხმარებული გაზის უმეტესი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხდება, მაგრამ ბუნებრივი აირი ამ ქვეყნის წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.
WSJ: აშშ ბელორუსს სანქციების დროებით მოუხსნის, თუ უკრაინიდან ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტს დაუშვებს
აშშ-ის ხელისუფლება და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში განიხილავენ ბელორუსისთვის კალიუმის სასუქების ექსპორტზე სანქციების დროებით მოხსნის თუ ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბელორუსს 6 თვით სასუქების ექსპორტზე სანქციებს შეუჩერებენ თუ ლუკაშენკო დაუშვებს, რომ უკრაინული მარცვლეული სარკინიგზო ტრანსპორტით ბელორუსის გავლით ლიტვის პორტ კლაიპედაში გადაიზიდოს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს ბელორუსს კალიუმის მრეწველობასთან დაკავშირებული სანქციები დააწესა მიგრაციის კრიზისისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ. WSJ მიუთითებს, რომ ანტონიო გუტერეში ასევე ცდილობს მოლაპარაკებას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო დერეფნის შექმნაზე, რისთვისაც ის ხვდება რუსეთის, თურქეთის და უკრაინის ხელისუფლებას. ეს ვარიანტი ითვალისწინებს რუსული და ბელორუსული სასუქების ექსპორტის ხელშეწყობას. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მარცვლეულის მწარმოებელია. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას სურსათის მარაგის გაგზავნა არ შეუძლია, რადგან რუსეთი ბლოკავს პორტებს შავ ზღვაში. აშშ-ის მონაცემებით, უკრაინის ელევატორებში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია. გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს