ძებნის რეზულტატი:

გერმანიაში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ რაიონში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა. ტორნადომ ასამდე შენობას სახურავები გადახადა და დიდი რაოდენობით ავტომობილები დააზიანა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადოს სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა.  

შარლ მიშელი: უკრაინა ომს მოიგებს, თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა

უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა გაფართოება, - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. "უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ის ფიქრობდა, რომ ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდებოდა. რუსეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე დღეში დანებდებოდა. თუმცა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსული არმია არც ისეთი უძლეველია, მათმა კორუფციამ კი შესაბამისი შედეგებიც დადო. რამდენიმე კვირაში დაიდება უკრაინის განაცხადზე პასუხი. რაც შეეხება სერბეთს, რომელსაც ევროკავშირში უნდა გაწევრიანება და რუსეთის სანქციებს არ უერთდება. მე ვაცნობიერებ, რომ სერბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. შესაბამისად არსებობს ბევრი სირთულე“, - აცხადებს მიშელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ

ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "მინდა, რომ რუსეთს აღმოაჩნდეს საკმარისი ჭკუა, რათა მეორე ნაწილი ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან გავმართოთ და ამ მოლაპარაკების შედეგად სამართლიანობა საბოლოოდ აღდგეს. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. გამარჯვება რთული იქნება, გამარჯვებას ბრძოლაში მივაღწევთ, მაგრამ ომს დიპლომატია დაასრულებს. ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ზოგიერთი საკითხის გადაჭრა სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ ყველაფრის დაბრუნება გვინდა, რუსეთს კი არაფრის დაბრუნება არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი: უკრაინა ომს მოიგებს, თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 21 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 28 850 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია. „მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 21 მაისამდე დაახლოებით იყო: 28 850 ჯარისკაცი, 1 278 ტანკი, 3116 ჯავშანმანქანა, 596 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 204 თვითმფრინავი, 169 ვერტმფრენი, 460 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 104 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/კატერი, 2178 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება, სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს  

დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა

დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. Uzbekistan Airways - მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ. "ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც რეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. დღეიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს ანახლებს ავიაკომპანია Air Astana, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში ასტანადან შეასრულებს. ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება, მათ შორისაა, ორი ახალი რიგისა და ტაშკენტის მიმართულება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-ითაა აღდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოში 22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.  

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ამ თანხის ძირითადი ნაწილი უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი 19 მაისს დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Reuters: გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცეს

გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუსულ რუბლში გახსნის უფლება მისცეს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. გერმანიის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ადგილობრივ იმპორტიორ კომპანიებს აცნობა რუსული რუბლის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე. რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს „გაზპრომმა“ პოლონეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს წყაროს ინფორმაციით, გერმანია ამ საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებდა. ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც. სააგენტოს წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობამ ეს საკითხი ევროკომისიასთან განიხილა და მიიღო განმარტებები, თუ როგორ უნდა იყიდონ რუსული გაზი ლეგალურად. Reuters-ის ცნობით, ბრიუსელმა გამოაქვეყნა ორი წერილობითი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსული გაზის შეძენა სანქციების დარღვევის გარეშე. მედიის წყაროების ცნობით, ბრიუსელის მიერ შეთავაზებული ლეგალური მარშრუტი ბუნდოვანია და კომპანიებს ურჩევენ არ გახსნან რუბლის ანგარიშები „გაზპრომბანკთან“. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ინსტრუქციები ბიზნესისთვის კარს ღიას ტოვებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კომპანიებს შეეძლებათ ბუნებრივი აირის შეძენა, ზოგს კი არა, საფრთხეს უქმნის ევროპის ერთიანობას რუსეთის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. 

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ავტობუსში მკვლელობა მოხდა. სავარაუდოდ, კაცმა ცოლს ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   

რუსეთი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და აშშ-ს 963 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა აშშ-ს 963 მოქალაქეს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთი აშშ-ის საელჩოს პრესმდივანს ქვეყნიდან აძევებს მარია ზახაროვა: რუსეთი აშშ-ის სანქციების საპასუხოდ ,,შავ სიას" გამოაქვეყნებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა ასევე ეკრძალებათ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს. რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება საჯარო მას შემდეგ გახადა, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფაზე კანონს მოაწერა ხელი. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად სამოქმედო გეგმა გადასცა 14 აპრილს, რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მანამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ

რუსი მილიარდერები რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამო, The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულიდან გავიდნენ.  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა აბრამოვიჩი 2021 წელთან შედარებით, 20 საფეხურით ჩამოქვეითდა. ახლა ის რეიტინგის 28-ე პოზიციაზეა. უსმანოვმა რეიტინგში მე-6 -დან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. LetterOne Holdings-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა მიხაილ ფრიდმანმა ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა (2021 წელს მე-11 ადგილზე იყო). რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა LetterOne-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი ალექსეი კუზმიჩევმა 34-დან 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. ელენა ბატურინა, „ინტეკო მენეჯმენტის“ პრეზიდენტი, 160-ე ადგილზეა (შარშან 153-ე პოზიცია ეკავა). შეგახსენებთ, რომ რუს ბიზნესმენებს სანქციების რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდათ.

ბორის ჯონსონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთი-თურქეთის თანამშრომლობა, უკრაინის კონფლიქტზე გლობალური რეაგირება და NATO-ს გაფართოების საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.. განცხადების მიხედვით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ. „პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარების მიმართულებით და ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: უკრაინამ, სურსათის ექსპორტისთვის ორი ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა

უკრაინამ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა ორი ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტი საკვების ექსპორტის განსახორციელებლად. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი მისი თქმით, საექსპორტო დერეფნის გარდა, ეს მარშრუტები აფრიკისა და სხვა რეგიონების შიმშილისგან გადარჩენას შეუწყობს ხელს. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს 11 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის პორტების ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში შიმშილით მასობრივი სიკვდილი. უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მარცვლეულის მწარმოებელია. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას სურსათის მარაგის გაგზავნა არ შეუძლია, რადგან რუსეთი ბლოკავს პორტებს შავ ზღვაში. აშშ-ის მონაცემებით, უკრაინის ელევატორებში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია. გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს WSJ: აშშ ბელორუსს სანქციების დროებით მოუხსნის, თუ უკრაინიდან ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტს დაუშვებს

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლუგანსკის ოლქში ვითარება კვლავ დაძაბულია, რუსეთმა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლა

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია, რუსეთმა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „ცალსახად იმის თქმა, სად არის უფრო რთული სიტუაცია, შეუძლებელია, რადგან ოლქის მთელი ტერიტორიის დაბომბვა ხდება. სრულიად მთელი ტერიტორიის, გამონაკლისის გარეშე“, - აღნიშნა გაიდაიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს  

მედიის პროგნოზით, ავსტრალიის პრემიერი შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი გახდეს

მედიის პროგნოზით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი, შესაძლოა ავსტრალიის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდეს. დღეს ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის 47-ე მთავრობა ჩამოყალიბდება. CNN-ის ცნობით, ქვეყნის სამმა წამყვანმა მედიასაშუალებამ ერთდროულად – ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციამ, 7 News-მა და Sky News Australia-მ – გააკეთეს პროგნოზები ხმის მიცემის შედეგებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტია ოფიციალურად არ ახმოვანებს განცხადებებს შესაძლო უმრავლესობის შესახებ - პარლამენტში 150 ადგილიდან შესაძლოა 76 ადგილი მიიღოს, მედია ამ პოლიტიკურ ძალას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ჟურნალისტების თქმით, სკოტ მორისი ვერ შეძლებს ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას და შესაბამისად ხელისუფლების სათავეში კიდევ სამი წელი ვერ დარჩება. 

ჩინეთს BRICS ჯგუფის გაფართოება სურს

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს BRICS ჯგუფის გაფართოების პროცესის დაწყებას, რომელის წევრებიც არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.  ინფორმაციას Anadoly ავრცელებს. ჩინეთის ხელისუფლების განცხადება გასაჯაროვდა BRICS ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ამჟამად ჩინეთი ხელმძღვანელობს. მოხსენების თანახმად, პეკინის წინადადებას ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნებიც ემხრობიან. ამავდროულად, განცხადებაში ჯერ არ არის ინფორმაცია, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის შესახებ, რომელიც შესაძლოა გახდეს BRICS-ის წევრი. თუმცა, ხაზგასმულია იმ პრინციპების, სტანდარტებისა და პროცედურების განსაზღვრის აუცილებლობა, რომლებიც დაკავშირებული იქნება ამ ინიციატივასთან. BRICS ჯგუფი 2009 წელს ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც გახდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. 2010 წელს ორგანიზაციას შეუერთდა სამხრეთ აფრიკა და მას შემდეგ ჯგუფი აღარ შევსებულა. 2022 წლის დასაწყისში არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა გამოაცხადა BRICS ჯგუფში გაწევრიანების სურვილი. იმავდროულად, ინდონეზია განიხილება, როგორც შესაძლო კანდიდატი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა, საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის 47-ე მთავრობა ჩამოყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლა გრძელდება, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დამარცხება უკვე აღიარა. მედიის პროგნოზით, ავსტრალიის პრემიერი შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი გახდეს პრემიერ-მინისტრმა, ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ენტონი ალბანეზს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ”ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის წინსვლა,” - თქვა მორისონმა. ახალი მთავრობა ქვეყანას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ზელენსკი: კიევი მზადაა რუსი ტყვეები „აზოვსტალის“ სამხედროებზე გაცვალოს

უკრაინა მზადაა, რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც „აზოვსტალიდან“ მარიუპოლში, შემდეგ კი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა. „აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების ევაკუაციის ოპერაცია, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ჩატარდა მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების გადარჩენის თაობაზე ისევ მიმდინარეობს. ამ ინიციატივების ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთის, შვეიცარიის, ისრაელისა და საფრანგეთის ლიდერებთან, განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმ აღნიშნა, რომ „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ კიევი ელოდა და მზად იყო, რომ უკრაინელი სამხედროები რუს სამხედრო ტყვეებზე გაეცვალა. „ჩვენ დავაბრუნებთ მათ სახლში. ეს უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომელთაც პასუხისმგებლობა აიღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ყველა ღონეს გამოიყენებს კონფლიქტის დასასრულებლად და ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ომი უკრაინაში რუსეთმა გააჩაღა. „ომი რთულია, გამარჯვება კი ძალიან რთული და სისხლიანი იქნება, როგორც ბრძოლაში, მაგრამ დასასრული აუცილებლად დიპლომატიაში იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს უსაფრთხოების გარანტების წრის ფორმირება კიევის მიერ სანდო პარტნიორი ქვეყნებიდან. „ჩვენ მათთან ერთად ვაფართოებთ ამ პროექტს“, - თქვა ზელენსკიმ. 17 მაისს, უკრაინამ „აზოვსტალის“ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები. რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ  შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ.  აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პრემიერის თქმით, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ საკითხზე გადაწყვეტილება დამტკიცდება. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს „ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა "ბორჯომის" მმართველ კომპანიასა და მფლობელებთანაც. იცით რომ არის შემოთავაზება რომ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს აჩუქონ წილი, რომელიც შეიძლება დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების იყოს. მე ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროს დავავალე და რამდენიმე დღეში დასკვნა მექნება. მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება. ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. იქ დასაქმებული ყველა თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და პრობლემა იქნება ამოწურული“, - განაცხადა პრემიერმა. „ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადმოცემაზე გადაწყვეტილებას, მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა.   19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.

შსს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. თბილისში, კაცმა ცოლი ავტობუსში მოკლა „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.