ძებნის რეზულტატი:
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს
ექსკლუზივი „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის შორის მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. NATO-მ განაცხადა, რომ გაძლიერებული მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველო მასზე მორგებულ დახმარებას მიიღებს, რათა გაუმკლავდეს რუსეთის მავნე ზეგავლენას. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგანაც მოვისმინეთ, რომ საქართველოსაც უნდა მიექცეს ყურადღება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით. რას გეგმავს აშშ ამ კუთხით და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კონკრეტული მიმართულებით ზომების ამოქმედებაზე? შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება. DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს. აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ოფიციალურად, 2021 წლის ოქტომბერში, ახალი ინიციატივით დაიწყო აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ უფრომ მეტი GDDEI-ს შესახებ „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ წარმოაჩენს ამერიკის უწყვეტ ერთგულებას საქართველოსადმი და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ არის ამერიკისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევა, რომ გაგრძელდეს ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა და გაძლიერდეს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)“ წარმატება, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ იქნება უსაფრთხოების სფეროში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია, რომელიც დაიწყება „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის “დასრულებისთანავე. 2018 წლის მაისიდან GDRP იყო საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობის ძირითადი პროგრამა. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით. მეორე კომპონენტი, კი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ გააგრძელებს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელს შეუწყობს NATO-სთან ურთიერთთავსებადობასა და ინსტიტუციურ რეფორმირებასა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის მეშვეობით. საქართველოს მთელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რომლის მხარდაჭერასაც -„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ ისახავს მიზნად, მოითხოვს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. „აშშ-ის ევროპულ სარდლობას ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან. ჩვენმა ერთობლივმა წვრთნებმა მიგვიყვანა ძლიერ და სტრატეგიულ ურთიერთობამდე, რაც წარმოაჩენს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას, როგორც მზადმყოფ ძალებს. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, ჩვენი ძლიერი ურთიერთობის გასაგრძელებლად სწავლებების მეშვეობით, რაც გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს უსაფრთხოების დინამიურ გარემოში“, - აღნიშნავენ თავის მხრივ ამერიკის საელჩოში.
დანია საქართველოში საელჩოს გახსნის
დანიის სამეფო საქართველოში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ დანიის საგარეო მინისტრმა, იეპე კოფოდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს დანიასა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა. ამ მხრივ ხაზი გაესვა ურთიერთ - ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღინიშნა მიმდინარე წლის მარტში საქართველოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მახრდაჭერას, რაც სათანადოდაა ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ კავშირებზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
ვატიკანი მზადაა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს
ვატიკანი მზადაა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, თუკი ორივე მხრიდან იქნება მოწვევა. ამის შესახებ წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუკი წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს, რათა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით ამ პროცესისთვის დახმარებას“, - განაცხადა ვატიკანის წარმომადგენელმა. რომის პაპი უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დმიტრო კულებას შეფასებით, ახლა ის დროა, როდესაც უკრაინაში უნდა შედგეს რომის პაპის ვიზიტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება. „მე გადავეცი მთავარეპისკოპოსს იმედი მილიონობით უკრაინელის იმის შესახებ, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვიდეს უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსმთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან“, - განაცხადა კულებამ.
„ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადმოცემაზე გადაწყვეტილებას, მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, რაც მფლობელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროებს აქტიურად მუშაობა დაავალა, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს "ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია ბორჯომის შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი". - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა. 19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების ევაკუაციის ოპერაცია, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ჩატარდა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველთა უსაფრთხოდ გამოყვანის ოპერაცია დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ გამჟღავნებულა. „აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ „დღემდე ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა - ისინი, ვინც დაბლოკილი იყო ქარხანაში [აზოვსტალში]. ყველა სხვა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია, რომლებიც იმყოფებოდნენ ქარხნის მახლობლად ან მარიუპოლის სხვა რაიონებში - ეს დიდი ხნის წინ დაიწყო. სამოქალაქოები გამოიყვანეს. ექიმები გამოიყვანეს. მძიმედ დაჭრილები გამოიყვანეს, დაჭრილები გამოიყვანეს. ამ წუთში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მეც ვიცი რაც ხდება [მარიუპოლში]. ყველას გაყვანა რამდენიმე დღეში დასრულდება. სტრუქტურა რთულია. ჩვენ შევთანხმდით, რომ შუამავლები - დასავლელი პარტნიორები - გაუმკლავდნენ განბლოკვას. თურქეთთან, შვეიცარიასთან, ისრაელთან, ჯერ საფრანგეთთან მოლაპარაკება მქონდა რუსეთის ფედერაციასთან [ამ ქვეყნების] ლიდერების ურთიერთობის გამო. როცა დავინახეთ, რომ სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია. ჩვენმა სამხედროებმა მიიღეს სიგნალი, რომ მათ აქვთ სრული უფლება გამოვიდნენ და გადაირჩინონ სიცოცხლე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. 17 მაისს, უკრაინამ „აზოვსტალის“ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები. რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია
საფრანგეთში ახალი პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის მთავრობის შემადგენლობა გახდა ცნობილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფოლიოების განაწილებას კატრინ კოლონა უხელმძღვანელებს. კოლონამ ამ თანამდებობაზე შეცვალა ჟან-ივ ლე დრიანი და გახდა მეორე ქალი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის იყო საფრანგეთის ელჩი ბრიტანეთში და ასევე ეკავა გარდაცვლილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის სპიკერის პოზიცია. საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება თავდაცვის ახალ მინისტრად სებასტიენ ლეკორნიუ დაინიშნა. თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დარმანენმა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ლე მერმა. კლემან ბონი ასევე განაგრძობს მუშაობას ევროპულ საქმეთა მინისტრად. მაკრონმა ელიზაბეტ ბორნი პრემიერ-მინისტრად ორშაბათს დანიშნა. მას თითქმის ერთი თვე დასჭირდა ახალი კაბინეტის დასაკომპლექტებლად აპრილში ხელახლა არჩევის შემდეგ, როდესაც მან პირობა დადო, რომ საფრანგეთს „სხვაგვარად“ უხელმძღვანელებდა. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.
სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ, გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ი.ჯ. გამართლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ი.ჯ.-მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის - თ.თ.-ს მიმართ. ი.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 მაისს უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა რაოდენობა საკმაოა, რომელიც ბრალდებას ამტკიცებს და თუკი, მცირედი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. ილია ჯიშკარიანიმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი მის დისკრედიტაციას უკავშირდებოდა. „მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და ბევრი ცუდიც. 3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემ საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემ დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე” ,- განაცხადა ჯიშკარიანმა. ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
შს მინისტრის მოადგილემ გიორგი მჟავანაძის დაკავების მიზეზები განმარტა
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გამოეხმაურა მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორის გიორგი მჟავანაძის განცხადებას, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სამართალდამცავებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „გიორგი მჟავანაძემ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელებს და დააკავეს ადმინისტრაციული წესით - პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე მის პრეტენზიებს რაც შეეხება, იმავე დღეს გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,- განაცხადა დარახველიძემ. მისი თქმით, მჟავანაძეს ჰქონდა შესაძლებლობა იმავე დღეს შეხვედროდა გამომძიებელს, სახალხო დამცველსა და ექსპერტებს. "მჟავანაძის შემთხვევას რაც შეეხება, ის მისული იყო პოლიციის განყოფილებაში, რომ ჩაებარებინა მის მიმართ დაკისრებული სამართალდარღვევის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება, ამის შემდეგ მან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელებს და მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით, ამის შემდეგ პირველი სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და მას ღია სასამართლო სხდომაზე ჰქონდა შესაძლებლობა მტკიცებულებები წარედგინა. ჩვენი მხრიდანაც სასამართლოზე წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევაში მისი მონაწილეობის ფაქტს. ჯერ პროცესი არ დასრულებულა, პირველ ივლისს უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესი და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. რაც შეეხება მისი მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს, რომ მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულ საკითხზე იმავე დღეს გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც არის დამოუკიდებელი უწყება, შესაბამისად, იმავე დღეს მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა გამომძიებელს, სახალხო დამცველს, ექსპერტს, ასე რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუ დადასტურდება, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება",- განაცხადა დარახველიძემ. კითხვაზე, რატომ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას პოლიციელები, რომელთაც მჟავანაძე ძალადობაში ადანაშაულებს, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ "ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს არ დადასტურდა ბრალი, ის ითვლება უდანაშაულოდ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“. „სირცხვილიამ“ 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა მოძრაობის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ბორკილდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სომხეთმა, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისია დააკომპლექტა
სომხეთმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის შემადგენლობა ჩამოაყალიბა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს როგორც Trend იუწყება სომხურ მედიაზე დაყრდნობით, ამის შესახებ რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „კომისიის შემადგენლობა მზად არის, ვფიქრობ, როცა დრო დადგება, სამუშაო ჯგუფი გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა მან. სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
თურქმენეთი ყაზახეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს
თურქმენეთსა და ყაზახეთს შორის თურქმენეთის ბუნებრივი აირის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია. თურქმენეთის ოფიციალური ტელეარხის Altin Asır-ის ცნობით, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა რომან სკლიარმა თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. სკლიარი აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმება თურქმენული ბუნებრივი აირის ყაზახეთში ექსპორტზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყაზახეთი ააშენებს მარცვლეულის ტერმინალს თურქმენეთში. თურქმენეთი, ყოველწლიურად აწარმოებს 83 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს და ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში.
რუსეთმა უცხოელი აგენტების სიაში კასპაროვი და ხოდორკოვსკი შეიყვანა
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი და მოჭადრაკე გარი კასპაროვი "უცხოელ აგენტებად" გამოაცხადა. ხოდორკოვსკი და კასპაროვი „პოლიტიკური საქმიანობის განმახორციელებელ“ პირთა - „უცხოელი აგენტების“ სიაში მოხვდნენ. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხოდორკოვსკი უკრაინას დაუკავშირა, კასპაროვი უკრაინას და ამერიკის ადამიანის უფლებათა ფონდს. ახლა ფიზიკურ პირთა „უცხოელი აგენტების“ სიაში შვიდი ადამიანია. ხოდორკოვსკის და კასპაროვის გარდა, ესენი არიან წამყვანი ევგენი კისელევი, ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლეონიდ ვოლკოვი, პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რეპერი ალიშერ მორგენშტერნი. „უცხოელი აგენტების“ ფიზიკურ პირთა რეესტრის შექმნა კანონით იყო გათვალისწინებული ჯერ კიდევ 2020 წელს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ მისი შევსება მხოლოდ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კიდევ მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა დაფიქსირდა თბილისის დროით 08:42 საათზე და 3.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დედოფლისწყაროსთან.
დიდი ბრიტანეთი მოლდოვაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნის საკითხს მოკავშირეებთან განიხილავს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, მისი სურვილია, მოლდოვაში თანამედროვე იარაღი გააგზავნონ, იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთის შეჭრის საფრთხისგან დაცული იყოს და ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მსურს, მოლდოვა NATO-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ – და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, რომ მან მიატოვა ეს ამბიციები“, – განაცხადა ტრასმა. The Telegraph-ი წერს, რომ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში NATO-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს, ჩაანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას და მოამზადებენ ჯარისკაცებს მის გამოყენებაში.
ხარკოვის რაიონის ქალაქ ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა
ხარკოვის რაიონის ქალაქ ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის გოგონა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. „დარტყმის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არის 11 წლის გოგონა. კულტურის სახლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. ჩვენი მამაცი მეხანძრეების წყალობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე დაზიანდა ახლოს მდებარე მრავალსართულიანი სახლები", - განაცხადა სინეგუბოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. უწყების ცნობით, 23 მაისს, 24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. „25 მაისს, 24:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება. ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით. მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას. 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრები გამართა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორებთან ლინდსი გრემთან და ბენ კარდინთან შეხვედრები გამართა. ინფორმაცია ელჩის Facebok გვერდზე გავრცელდა. მისი მიხედვით, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის 30-წლიანი თანამშრომლობა გადაიზარდა საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაში. „ამასთან, სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ. ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთმა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.ოფიციალური ჰელსინკის განცხადებით, ქვეყნის ენერგოსისტემა სრულ მზადყოფნაში იყო მსგავსი გადაწყვეტილებისთვის. მათივე თქმით, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვით ფინეთის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება, რადგან მთავრობამ უკვე მოიძია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები. შეგახსენებთ, ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ეთანხმება Gazprom Export-ის მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ განახორციელებს გადახდებს რუბლში. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ არამეგობრულმა სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ. ასევე წაიკითხეთ: ფინური ენერგოკომპანია: რუსეთიდან ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 21 მაისს შეწყდება
ევროპაში მაიმუნის ყვავილის 100-ზე მეტი დადასტურებული, ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული
ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“100-ზე მეტი დადასტურებული, ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დროისთვის შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია. ამავე თემაზე სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC
კულტურის სამინისტრომ 100 მხატვრის 677 ნამუშევარი შეიძინა, რომლებიც ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდში განთავსდება
კულტურის სამინისტრომ 100 მხატვრის 677 ნამუშევარი შეიძინა, რომლებიც ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდში განთავსდება, - ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის „ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება“ ფარგლებში, 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სამინისტრომ შეიძინა 100 მხატვრის 677 ნამუშევარი. მათ შორის, 153 ფერწერა და 524 გრაფიკა. „პროექტი მიზნად ისახავს მუზეუმების ფონდების შევსებას ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით, ვინაიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსება 1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა გამორჩეულ შემოქმედთა ნამუშევრები, ვისი ნახატებიც აქამდე საერთოდ არ იყო ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი ფონდებში. ეს ნამუშევრები წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს – 1960-1970-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალი კოლექცია, 1980-1990-იანელთა თაობის მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ასევე ნონკონფორმისტი მხატვრების ნამუშევრები, რომელთა შეძენას საფუძვლად დაედო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2021 წლის 5 ნოემბერს ფართო საზოგადოებისთვის პირველად, ჯგუფურად ექსპონირებული ნონკონფორმისტი მხატვრების 53-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, ქანდაკების, კოლაჟური, ასამბლაჟისა და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი. ასევე, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა. 2021 წელს სამინისტრომ შეიძინა შემდეგი მხატვრების ნამუშევრები: დავით ალექსიძე, ბესიკ არბოლიშვილი, ეკა აბულაძე, დიმიტრი ანთაძე, ზურა აფხაზი, მერაბ აბრამიშვილი, იური ბერიშვილი, ზაალ ბაჩანაშვილი, ზაზა ბერძენიშვილი, ვახო ბუღაძე, ალექსანდრე ბერდიშევი, ჰანს ჰეინერ ბური, ზურაბ გიკაშვილი, დავით გაგოშიძე, გოგი გეგეჭკორი, მიშა გოგრიჭიანი, გიორგი (უმცროსი) გუგუშვილი, რუსუდან გაჩეჩილაძე, ეკატერინა გელოვანი, გია გუგუშვილი, ია გიგოშვილი, მალხაზ დათუკიშვილი, ზაურ დეისაძე, გია ეძგვერაძე, თამაზ ვარვარიძე, გივი ვაშაკიძე, ნინო ზაალიშვილი, გელა ზაუტაშვილი, ლალი ზამბახიძე, ილიკო ზაუტაშვილი, თემურ თათანაშვილი, კაკო თოფურია, ვახტანგ თოფურიძე, ირაკლი თოიძე, მანანა თუმანიშვილი, თემურ იაკობაშვილი, მარინა ივანიშვილი, კარლო კაჭარავა, თამარ კარბელაშვილი, სოფიო კინწურაშვილი, დავით კრაწაშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, ლაზარი (ლასარეიშვილი) ლუკა, ლალი ლომთაძე, გია ლორია, მამია მალაზონია, ირაკლი მაისურაძე, გელა მანჯავიძე, ლევან მარგიანი, შალვა მატუაშვილი, გიორგი მირზაშვილი, მამუკა მიქელაძე, ნოდარ მალაზონია, ავთო მესხი, ნუგზარ მეძმარიაშვილი, გოგა მაღლაკელიძე, ქეთი მატაბელი, თამარ მელიქიშვილი, ნუგზარ ნათენაძე, გელა პატიაშვილი, კოკა რამიშვილი, გიორგი როინიშვილი გიორგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დავით სულაკაური, ზურა სეხნიაშვილი, კოტე სულაბერიძე, ოლეგ ტიმჩენკო, კახაბერ ტატიშვილი, ლევან ურუშაძე, კარლო ფაჩულია, რუსუდან ფეტვიაშვილი, ოლგა ფლორენსკაია, ალექსანდრე ფლორენსკი, ყარამან ქუთათელაძე, ლეილა შელია, მურთაზ შველიძე, მიშა შენგელია, ლორეტა შენგელია, ლია შველიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, ნანა ცინცაძე, მაია ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, თინათინ ცხადაძე, კოკა ცხვედიანი, გელა წულაძე, გოგი წერეთელი, ნანა ჭურღულია, ლევან ჭოღოშვილი, ლევან ჭიჭინაძე, ლევან ხარანაული, უშანგი ხუმარაშვილი, გია ხუციშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თემურ ჯავახიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, დეა ჯაბუა, თემო ჯაფარიძე, ჯიშკარიანი ნინო“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
"ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს და აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს’’. „2022 წლის 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობები ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვის, პირის დამცირების და იძულების, არაადამიანური და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ბრალდების საქმეზე 16 ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულებს: გ.ა.-ს, ვ.ჩ.-ს, დ.უ.-ს, მ.გ.-ს,ზ.ც.-ს,რ.კ.-ს, ბ.ზ.-ს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, თ.გ.-ს, კ.ტ.-ს და თ.ხ.-ს კანონიერი ქურდობა, ჯ.ს.-ს, ი.მ.-ს, თ.ბ.-ს, დ.წ.-ს და ნ.კ.-ს ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული გარჩევის განხორციელების და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ე.ფ.-ს ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ხოლო მ.გ.-ს და თ.გ.-ს ასევე ბრალად ედებათ პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. საქმის მასალების თანახმად, ქურდული სამყაროს წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს და აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს’’. ასევე, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, ბრალდებულები იღებდნენ გადაწყვეტილებებს როგორც თავიანთ სასარგებლოდ, ისე მოდავე მხარეებს შორის თანხის დაკისრების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით კი ე.წ. საჯარიმო თანხებს ითხოვდნენ. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, ორივე საქმეზე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ორგანიზებული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.