ძებნის რეზულტატი:
აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის ბრძანებაშია ნათქვამი. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს კომისიას ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი უხელმძღვანელებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორშაბათს, 23 მაისს, ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“. ერთი დღით ადრე ბრიუსელში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის მონაწილეობით. მოლაპარაკების შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სასაზღვრო კომისიების პირველი სხდომა, რომლის დროსაც განიხილება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხები. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა
Starbucks-ი რუსეთის ბაზარს საბოლოდ ტოვებს
მსოფლიოს უდიდესმა ყავის მაღაზიათა ქსელმა Starbucks-მა გადაწყვიტა საბოლოოდ დატოვოს რუსული ბაზარი. ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, Starbucks აღარ იქნება წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე და დახურავს თავის 130 ლოკაციას ქვეყანაში. ამასთან, კომპანია განაგრძობს რუსი თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას ექვსი თვის განმავლობაში, ასევე დაეხმარება მათ დასაქმებაში. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, Starbucks-მა მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ აჩერებს საქმიანობას რუსეთში და ხურავს თავის ყავის მაღაზიებს. Starbucks-ის პირველი ყავის მაღაზია რუსეთში 2007 წელს გაიხსნა. Starbucks დაარსდა 1971 წელს სიეტლში. კომპანიის ქსელი მოიცავს 32000-ზე მეტ ყავის მაღაზიას მთელს მსოფლიოში. მანამდე, მაკდონალდსმა, სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა, გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსეთი. . კომპანია რუსულ ბაზარზე 32 წელია მუშაობს.
კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა
კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ გაქცეულ ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ „ხარკოვის ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება შეურჩია და დაკავების ნებართვა გასცა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს. გამოძიების თანახმად, იანუკოვიჩმა დახმარება გაუწია უცხო სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას და მის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში. „მსგავსი ქმედებების შედეგად ხელოვნურად შეიქმნა წინაპირობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარების რაოდენობის გაზრდის, მათი გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის და მომავალში - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შეჭრაზე და მათ მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია“, - აღნიშნავს გენერალური პროკურატურა. „ხარკოვის შეთანხმებები“ - რაც ცნობილია 2010 წლის 21 აპრილს ხარკოვში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ვადა სევასტოპოლში 2017 წლიდან 2042 წლამდე გაგრძელდა 5 წლით გახანგრძლივების უფლებით „იაფი“ გაზის სანაცვლოდ. 2021 წლის 28 იანვარს იანუკოვიჩს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილი იყო სახელმწიფო ღალატში 2010 წელს ხარკოვის ხელშეკრულებების ხელმოწერასთან დაკავშირებით. გამომძიებლების თქმით, ხელშეკრულებების ხელმოწერით მან ხელოვნურად შექმნა პირობები უკრაინაში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდისა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შელახვისთვის. უკრაინული გამოძიების თანახმად, დოკუმენტების ხელმოწერამდე უკრაინისთვის გაზის ფასი ორჯერ იყო ხელოვნურად გაბერილი რუსეთის მიერ: 2008 წლის ბოლოსთვის 1000 კუბურ მეტრზე გაზის ფასი უკრაინაში $179,5 იყო, ხოლო 2010 წლის ბოლოს $352.33. გამოძიების თანახმად, რუსეთმა ჯერ ხელოვნურად შექმნა და დააგროვა უკრაინის ვალი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, შემდეგ კი მისი დაფარვის მიზნით, ფაქტობრივად განალაგა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის ტერიტორიაზე. ექს-პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი „ხარკოვის ხელშეკრულებების“ შედეგად, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარების და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა მათი შემცირებისა და გაყვანისთვის მომზადების ნაცვლად გაიზარდა. 2021 წლის 11 მარტს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა SBU-ს გამოეკვლია 2010 წელს „ხარკოვის შეთანხმებების“ კენჭისყრის გარემოებები უმაღლეს რადაში. 12 მარტს SBU-მ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ხარკოვის ხელშეკრულებების ხელმოწერის ფაქტზე. 2021 წლის 24 მარტს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად იანუკოვიჩის დროინდელი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი გამოცხადდა.
უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლონდონში ბრიტანელ კოლეგასთან ლიზ ტრასთან მოლაპარაკებებისას უკრაინული ხორბლის განსაბლოკად საზღვაო კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა. ”ახალი მოსავლის აღებამდე მცირე დრო რჩება და არ არსებობს სხვა პრაქტიკული გზა მარცვლეულის ექსპორტისთვის, გარდა შავ ზღვაში ოდესის პორტისა. ამ მარცვლეულის ექსპორტისთვის სხვა ადეკვატური ალტერნატივა არ არსებობს. აუცილებელია, დაუცველ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოს გამოსაკვებად“, - დასძინა მან. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს ლანდსბერგისი ვარაუდობს, რომ საზღვაო ესკორტის ოპერაციას - არა NATO-ს ეგიდით - შეუძლია დაიცვას მარცვლეულის ხომალდები, როდესაც ისინი იმოძრავებდნენ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გვერდის ავლით. მან შესთავაზა, დიდი ბრიტანეთს, რომ მარცვლეულის პოტენციური დაკარგვით დაზარალებულმა ქვეყნებმა, მაგალითად ეგვიპტემ, შეძლოს საჭირო დაცვის უზრუნველყოფა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ლიეტუვის გეგმა გულისხმობს შავი ზღვის ნაწილის მინებისგან გაწმენდას უსაფრთხოდ გადასასვლელად, ასევე შეთანხმებას თურქეთთან, რომელიც იცავს შავ ზღვაში შესასვლელს. „ეს იქნება არასამხედრო ჰუმანიტარული მისია და ვერ შეედრება ფრენისთვის აკრძალულ ზონას. ეს შესაძლებლობას მისცემს ხომალდებს ან თვითმფრინავებს, ან ორივეს, რათა უზრუნველყონ მარცვლეულის მიწოდება. უსაფრთხოდ დატოვონ ოდესის პორტი და მიაღწიონ ბოსფორს რუსეთის ჩარევის გარეშე. გვჭირდება მზა ქვეყნების კოალიცია მნიშვნელოვანი საზღვაო ძალებით, რათა დაიცვან გემები და ქვეყნები, რომლებიც განიცდიან ხორბლის დეფიციტს“, - განმარტა მინისტრმა. მისი თქმით, ამ შემთხევევაში, NATO როგორც ალიანსი, არანაირ როლს არ უნდა თამაშობდეს. ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ, ტრასმა თქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ ბრიტანეთის საზღვაო ხომალდები შეუერთდნენ ესკორტს, თუ გადაიჭრება პრაქტიკული საკითხები, მათ შორის შავი ზღვის მონაკვეთის ნაღმების გაწმენდა და უკრაინისთვის უფრო დიდი დისტანციური იარაღის მიწოდება ნავსადგურის რუსული თავდასხმისგან დასაცავად. დიდი ბრიტანეთი ამ გეგმას მოკავშირეებთან ერთად განიხილავს და მის გასააქტიურებლად, სავარაუდოდ, აშშ-ს თანხმობა დასჭირდება. ”რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ამ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხის მოგვარება და დიდი ბრიტანეთი მუშაობს სასწრაფო გადაწყვეტილებაზე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გასატანად”, - თქვა მან. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა
ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, 20-მდე ქვეყანა მზადაა, უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ოსტინმა ეს განცხადება ცოტახნის წინ გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების პაკეტის დეტალები იყო განხილული. „ყველას ესმის რა არის სასწორზე,“- თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა. აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters არსებული ინფორმაციით უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდიან, იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთი. პენტაგონის ინფორმაციით, დანია უკრაინას მიაწვდის სპეციალურ ტექნიკას, რომლითაც უკრაინა შეძლებს სანაპირო ზოლი დაიცვას და ზღვიდან იერიშები მოიგერიოს. უკრაინა: აშშ-მ ახალი პროგრამა აამოქმედა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრაში 47 ქვეყანა მონაწილეობდა. ოსტინმა განაცხადა, რომ 15 ივნისს, ბრიუსელში, საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრას პირადად უხელმძღვანელებს. "რა თქმა უნდა, ეს არ იქნება NATO-ს ღონისძიება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ამ შეხვედრების ტემპი და მჯერა ჩვენი იმპულსი გაძლიერდება“, - განაცხადა ოსტინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა დონეცკის რაიონში შეინიშნება
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად, დონეცკის ოლქში რუსეთის ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში. „საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა შეინიშნება დონეცკის ოპერაციულ რაიონში, კერძოდ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად. დონეცკის მიმართულებაზე მოწინააღმდეგე ფოკუსირებულია შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის მიზნით ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს ემი ვივერს შეხვდა
საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტის ემი ვივერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. მთავრობის მეთაურმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია. აღინიშნა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს. Salesforce უმსხვილესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ისრაელში, ჩინეთში, იაპონიასა და იტალიაში, სათაო ოფისი კი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 26 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
25-28 მაისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-28 მაისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. "თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00-დან 06:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯო ბაიდენი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ და მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული და გასახლებულია. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი,“- აღნიშნა ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა
204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი ბატალიონი შეემატა. 204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. "ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 605 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 113 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 103 058 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 568 PCR ტესტით. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა მიმდიანარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე კორუფციულ ბრალდებას ეხება. „საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება მრავალი ბრალდებით. მათ შორისაა კორუფცია, სამშობლოს ღალატი, უკანონო გამდიდრება", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ჩხრეკა ტარდება დოდონის საკუთრებაში არსებულ სხვა ლოკაციებზეც. გავრცელებული ცნობებით, იგორ დოდონი მოლდოვა-რუსეთის ბიზნეს კავშირის ხელმძღვანელიც გახლდათ.
თურქეთმა ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა გააუქმა
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ ათენთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა საბერძნეთის პრემიერის მიცოტაკისის განცხადებების გამო გააუქმა. „საბერძნეთის პრემიერის კომენტარებმა თურქეთთან დაკავშირებით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს ის ფაქტობრივად არარაობად აქცია. ჩვენ შევთანხმდით (კირიაკოს მიცოტაკისთან), რომ არ ჩავრთავდით მესამე ქვეყნებს ჩვენს დავაში. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს პრემიერმა კონგრესში ისაუბრა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები თურქეთისთვის რ მიეყიდათ“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, აშშ, ამ საკითხს სავარაუდოდ, საბერძნეთის პრემიერთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვეტს. ერდოღანმა განაცხადა, რომ ბერძენი ლიდერის ამ განცხადებების გათვალისწინებით, თურქეთი საბერძნეთთან სტრატეგიული საბჭოს შეხვედრას აჩერებს. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
ლატვიამ საქართველოს საჩუქრად ვერტმფრენი გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და დელეგაციის წევრებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ჩიკვაიძემ და სხვა ოფიციალური პირებმა ლატვიაში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გამართეს. “ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზი ლატვიელ კოლეგას, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ტროფიმოვს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსთან გენერალ გუნტის პუატსთან, ასევე ეწვივნენ ლატვიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ლატვიის სასაზღვრო ზოლს, სადაც ადგილზე გაეცნენ ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის მუშაობის სპეციფიკას. ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკისგან საჩუქრად ვერტმფრენი გადმოეცემა. ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა, ასევე, პილოტებისა და ინჟინრების შესაბამისი გადამზადება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის -"საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და სანაპირო საზღვრის დაცვისთვის" - ფარგლებში განხორციელდება. ამავე ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ასევე გაფორმდა საზღვრის დაცვის სფეროში 2022 წლის თანამშრომლობის გეგმა. დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერეს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ხოლო ლატვიის მხრიდან - ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა”, - აღნიშნავენ უწყებაში.
ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში გეგმა B-ზე ისაუბრა
უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფოს ხელმძღვანელთა რიგებში ვინმეს შესაძლო მკვლელობის შემთხვევაში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსთან ვიდეოზარის დროს ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. მომზადებული ვიყავით. გავიყავით მე, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვესმოდა, რომ ესა თუ ის დანაკარგი რომ ყოფილიყო, ამ პროცესისთვის მზად ვიქნებოდით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით, რომ ქვეყანა დაცული ყოფილიყო“, - ციტირებს მის სიტყვებს მედია. ამავდროულად, დავოსის უკრაინულ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ მის მიმართ მკვლელობის მცდელობები საკულტო ფილმ „ზაზუნას დღეს“ შეადარა. „ამდენი ძალისხმევა, ხალხმა დახარჯა ენერგია და ფული… მე მზად ვარ დავეხმარო მათ… მაგრამ დილით ვიღვიძებ და ვიღვიძებ. ამიტომ, ამ საკითხს ფილოსოფიურად ვეპყრობი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდნტმა. უკრაინის ლიდერის „გადაყენების“ სულ მცირე ათი მცდელობა უკვე ჩაიშალა, ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა.
საგამოძიებო სამსახურში აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი შედგა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებსა და ამერიკელ კოლეგებს შორის შეხვედრა გაიმართა. სტუმრები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უწყების მიერ გამოვლენილი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სტატისტიკას. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, გაგრძელდეს თანამშრომლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ყალბი ფულადი ერთეულების გამორჩევის ტექნიკის საკითხებში ტრენინგი გამართეს. მათ გამომძიებლებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად განიხილეს ყალბი ფულის ბანკნოტების ტექნიკური მახასიათებლები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები და ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოს აშშ-სთან, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 433-ზე მეტი ბავშვია დაშავებული. "ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 146-ს შეადგენს. კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში -103, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 49, ლუგანსკის ოლქში -50, მიკოლაევის ოლქში -45, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა
დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები უკრაინას შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება - Reuters
დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, სავარაუდოდ, უკრაინას შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება. უკრაინა ზღვიდან იერიშების მოგერიებას შეძლებს. უკრაინა ამ დრომდე ელოდა უფრო მოწინავე იარაღს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და უფრო დიდ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მაგრამ ჯერჯერობით დახმარების უმეტესი ნაწილი მცირე დისტანციის სისტემებს მოიცავდა, მათ შორის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და არტილერია. პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters Harpoons (საზენიტო რაკეტები) Boeing Co.-ის (BA.N) მიერ არის დამზადებული და შესაძლებელია, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკუაგდოს, რაც საშუალებას მისცემს კიევს, მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი განაახლოს. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით მადლიერია დანიის, რომელმაც 23 მაისს განაცხადა, რომ საზენიტო რაკეტების გადაცემით უკრაინას თავისი სანაპიროების დაცვაში დაეხმარება.
ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. "ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა, როგორც ტურიზმის ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან DNATA, რომელიც მილიონობით მგზავრისთვის ბათუმის ტურისტული პაკეტების შეთავაზებას აქტიურად იწყებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბლინკენი თანამშრომლობას იმედით უყურებს, სხვანაირად როგორ შეიძლება, იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი შეაფასა. „ენტონი ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ამ წერილის მთავარი შინაარსი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას იმედებით უყურებს. სხვანაირად როგორ შეიძლება, იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს, - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. „საქართველო არათუ არის ამ პროცესის მონაწილე, რასაც აგრესიის დაგმობა ჰქვია, არამედ არის ინიციატორიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაეროს რეზოლუციაზე, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოზე და სხვა ფორუმებზე, ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ რაღაცას მხარი დავუჭირეთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით ინიციატორები. გაეროს რეზოლუციის და გადაწყვეტილების თანასპონსორები ვიყავით, ჰააგაში სისხლის სამართლის დანაშაულების სასამართლოში, სადაც დანაშაულები უნდა იქნეს გამოვლენილი, ვიყავით მიმართვის ინიციატორები, რომ გამოვლენილიყო ეს დანაშაულები. ასე რომ, საქართველო არამხოლოდ მონაწილეობს, არამედ, პროცესის ინიციატორია. ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოგვისმენია აღიარება იმ წვლილის, რომელიც საქართველოს ამ პროცესში შეაქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.