ძებნის რეზულტატი:

ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებზე: მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სეულში, ვიდრე იაპონიაში გაემგზავრებოდა, როგორც პრეზიდენტის პირველი აზიური მოგზაურობის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: „გამარჯობა... წერტილი“, ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს ვიზიტის ბოლო დღეს, კვირას, სამხრეთ კორეაში განუცხადა. ბაიდენმა თქვა, რომ არ აწუხებს" ჩრდილოეთ კორეის ახალი სარაკეტო გამოცდები.„ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს”, - განაცხადა ბაიდენმა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი სეულში ვიზიტისას კორეის რესპუბლიკის (ROK) პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს შეხვდა. ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, გააძლიეროს აშშ-სამხრეთ კორეის ალიანსი და გააფართოოს მისი ფოკუსი კორეის ნახევარკუნძულის მიღმა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის მიმართ საფრთხეებზე, როგორიცაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ორი ლიდერი ერთგულია გადაწყვეტილების, გაზარდონ თანამშრომლობა პრიორიტეტული საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის კრიტიკულ ტექნოლოგიებზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, გლობალურ ჯანმრთელობასა და კლიმატის ცვლილებაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს მათი საერთო რწმენა კონსტიტუციური დემოკრატიის და ინდივიდუალური უფლებების პატივისცემისადმი, ასევემ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაძლიერების მნიშვნელობაზე. ასევე - გააძლიერონ შეკავება და უზრუნველყონ მჭიდრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (DPRK) მიერ წარმოქმნილი საფრთხის მოსაგვარებლად. ორივე ლიდერმა გაიზიარა შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკაში COVID19-ის სწრაფი გავრცელების შესახებ და გამოხატეს მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დახმარების გაწევისთვის. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ განიხილავენ გაფართოებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად იმ დროს, როდესაც ამ საკითხში რეალური დიპლომატიის მცირე იმედი არსებობს.

შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბრიუსელში შეხვდნენ, რათა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო გეგმა განეხილათ. ეს ის საკითხია, რომელმაც ერევანში ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო ტალღა გამოიწვია. სამმხრივ შეხვედრამდე მიშელმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდეტ ილჰამ ალიევთან შეხვედრები ცალ-ცალკე გამართა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ალიევმა მიშელს განუცხადა რომ აზერბაიჯანმა ჩამოაყალიბა ხუთი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის“. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების პროცესი დაჩქარდება", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს მაგრამ ფაშინიანი შიდა ზეწოლას განიცდის ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან ბევრს უთმობს აზერბაიჯანს. არეულობა ასევე ემთხვევა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც აიძულა ბევრი ყოფილი საბჭოთა მეზობელი, გადაეფასებინა საკუთარი უსაფრთხოება. 

ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი აქტიურად იმუშავებს უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად შეჩერებულია“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სენეგალში ვიზიტისას განაცხადა. სენეგალი მზადაა, ევროპული ბაზარი თხევადი ბუნებრივი აირით მოამარაგოს „ჩვენ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი არ შეფერხდეს. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, მაგრამ ვალდებულები ვართ, მცდელობა არ დავაკლოთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. სენეგალის პრეზიდენტი მოსკოვსა და კიევს ეწვევა უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბელგიამ მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის კარანტინი შემოიღო

ბელგია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის სავალდებულო 21-დღიანი კარანტინი შემოიღო. გადაწყვეტილება ბელგიის ჯანდაცვის ხელისუფლებამ პარასკევს მიიღო, მას შემდეგ რაც გასულ კვირაში ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ პაციენტებს არ ესაჭიროებათ თვითიზოლაცია, მაგრამ უნდა იყვნენ ფხიზლად, განსაკუთრებით, თუ ისინი კონტაქტში არიან დაუცველ ადამიანებთან. მაიმუნის ყვავილი არის დაავადება, რომელიც მიეკუთვნება იმავე ოჯახს, როგორც ჩუტყვავილა და მისი სიმპტომებია მკაფიო მოძრავი გამონაყარი, ცხელება, კუნთების ტკივილი და თავის ტკივილი. მაიმუნის ჩუტყვავილა ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე ჩუტყვავილა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, მაგრამ ექსპერტები შეშფოთებულნი არიან დაავადების უჩვეულო გავრცელებით აფრიკის გარეთ, სადაც ის ჩვეულებრივ ცირკულირებს.

გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა, ადამიანები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები სამხედრო და სამოქალაქო კონფლიქტების, დევნის, ადამიანის უფლებების დარღვევის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. „ასეთი ნახტომის ერთ-ერთი კატალიზატორი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი. მათგან დაახლოებით ექვსმა მილიონმა დატოვა ქვეყანა, ხოლო კიდევ რვა მილიონი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერესი ძალოსანი გახდა

ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერესი ძალოსანი გახდა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კონტინენტის მოსახლეობამ საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს."ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესი ძალოსანი ევროპაშიც საუკეთესოდ დასახელდა. ლაშა ტალახაძეს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა! ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და რეკორდებიც დაამყარა, სწორედ ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ის 2021 წლის საუკეთესოდ ძალოსნად აღიარეს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის სამხედრო დანაკარგები უკრაინაში, ავღანეთში სსრკ-ს 9 წლიან დანაკარგს უტოლდება

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომის პირველ სამ თვეში რუსულ მხარეს დაღუპულთა რიცხვი იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით, უკრაინაში რუსეთის დიდი დანაკარგების მიზეზებად ასახელებს ცალკეული ქვედანაყოფების დონეზე ცუდ ტაქტიკურ მომზადებას, მეთაურების მიერ შეცდომების გამეორებას და გაღრმავებას და ჰაერიდან არასაკმარის მხარდაჭერას. უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უკრაინაში დანაკარგების შემდგომი ზრდა რუსეთის საზოგადოებისთვის სულ უფრო ცხადი გახდება, რამაც შესაძლოა, გაზარდოს ომით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატვა. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსული არმიის დანაკარგი 29 000-ს აჭარბებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. კიევი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს. რუსეთი მარტის ბოლოს აცხადებდა, რომ მოკლული იყო 14 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ირაკლი ღარიბაშვილი: 23 მაისს აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს აფხაზეთის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. „23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ. მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს გულითადად გილოცავთ ამ დღეს. მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. დღეს ჩვენ საოკუპაციო ხაზი გვყოფს, მაგრამ ის, რაც გვაერთიანებს - საერთო ისტორია და კულტურა, ფასეულობები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა, გვაძლევს რწმენას, რომ ხვალინდელი დღე ასევე ერთობას, მშვიდობასა და მეგობრობას ეკუთვნის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის და მჯერა, შორს არაა დღე, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ კვლავ გაერთიანებას და ძლიერი, განვითარებული, ევროპული ქვეყნის ერთად შენებას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ამასთან, კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. როგორც მერიაში აცხადებენ, ცვლილება შეეხება მხოლოდ მაჩაბელის ქუჩას, რომელზეც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის ქუჩაზე ასათიანის ქუჩიდან. „რუსთაველის გამზირზე შეზღუდვა იმოქმედებს ჯავახიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით რესპუბლიკის მოედანზე შემთხვევით სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან ზეთისხილის ხემდე და ბარათაშვილის ხიდიდან პუშკინის ქუჩამდე. მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ,  ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, როგორც პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, ასევე, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მარშრუტებით: ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358,  N388, N397, ასევე, მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541, პ. მელიქიშვილის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. ავტობუსები: N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით, რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ უკვე არსებული სქემით. მიკროავტობუსები: N472 და N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და  ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველთან“. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ; ავტობუსები – N344, N350, N371 და მიკროავტობუსი – N547, N580 გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. ავტობუსები: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, ავტობუსი N383, რომელიც  ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). რაც შეეხება N364 ავტობუსს, იგი ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

უკრაინის თავდაცვის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 29 000 ჯარისკაცია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 200 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია. ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის სამხედრო დანაკარგები უკრაინაში, ავღანეთში სსრკ-ს 9 წლიან დანაკარგს უტოლდება მათივე ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი ასევე მოიცავს 1293 ტანკს, 3166 ჯავშანმანქანას, 604 საარტილერიო სისტემას, 201 სარაკეტო სისტემას, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 204 თვითმფრინავს, 170 ვერტმფრენს, 476 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატს, 110 ფრთოსან რაკეტას, 13 ერთეულ გემს/კატერს, 2206 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 43 სპეცტექნიკას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. კიევი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს. რუსეთი მარტის ბოლოს აცხადებდა, რომ მოკლული იყო 14 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პრეზიდენტი: გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან თანამშრომლობაში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც სიტრყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ინტენსიურ თანამშრომლობაში ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის. მისივე თქმით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს, განავითაროს კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით. „ქალბატონო აღმასრულებელო მდივანო, პატივცემულო საზოგადოება, დიდი პატივია, მოგმართოთ გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებს და მოგილოცოთ კომისიის დაარსების 75-ე წლისთავი. ვიღებთ რა მხედველობაში წლების განმავლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, ახლა საჭიროა, იმ ახალი და სერიოზული გამოწვევების გადაჭრა, რომლებიც რეგიონსა და მსოფლიოში იჩენენენ თავს. გლობალიზებულ სამყაროში, გამოწვევები უფრო გლობალური გახდა. პირველ რიგში, კოვიდ პანდემიითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა გამოავლინა ჩვენი საზოგადოებების დაუცველობა და გამოსცადა მათი გამძლეობა. ახლა, როდესაც პანდემიიდან გამოსვლა ხდება, ახალმა გლობალურმა კრიზისმა იფეთქა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ შედეგად ადამიანური და ჰუმანიტარული ტრაგედია მოიტანა – ათასობით დაკარგული სიცოცხლე, ურბანული ცენტრებისა და ეკონომიკის მსხვილი სეგმენტის განადგურება, მილიონობით მოსახლეობის გადაადგილება. ამავდროულად, უკრაინის ფარგლებს სცილდება ნეგატიური ეფექტები და შეფერხებები, რომლებიც გავლენას ახდენენ გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის ბევრი წევრის ზრდაზე; საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, კერძოდ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ან საზღვრების ხელშეუხებლობის უგულებელყოფა, არ შეიძლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდეს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მიღწევებს. ენერგეტიკული და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ხიდის როლს ასრულებდა, ნაწილებად იშლება. საგულისხმოა ასევე, სასურსათო და სხვა მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შედეგები. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს სიღარიბისა და უთანასწორობის ზრდას გამოიწვევს და საფუძველს გამოაცლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს გადამწყვეტი მოქმედებების აუცილებლობას, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად. ომი ასევე ხაზს უსვამს ალტერნატიული სატრანსპორტო სისტემების სწრაფი განვითარების აუცილებლობას, ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვების შესანარჩუნებლად. მიუხედავად მის სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის. გეოპოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც კარიბჭეს აზიისაკენ და როგორც არსებით სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბს, არსებით რგოლს შუა დერეფანში არხის გავლით საქონლის გადაადგილებისთვის, რომელიც შავ ზღვას, კავკასიას და ევრაზიის კონტინენტს აკავშირებს. ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს, განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით. ამ რთულ პერიოდში, გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის წინსვლის, ახალი გამოწვევების გადაჭრისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთმოქმედებისა და თანამშრომლობის გააქტიურებაში. პროდუქტიულ და წარმატებულ სესიას გისურვებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს ყველა პლატფორმაზე ვეხმარებით

ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგა უამრავი ნაბიჯი, მათ შორის, ყველა პლატფორმაზე, გამოვხატეთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგა უამრავი ნაბიჯი, მათ შორის, ყველა პლატფორმაზე, გამოვხატეთ პოლიტიკური მხარდაჭერ. შეგახსენებთ, რაში გამოიხატებოდა ეს მხარდაჭერა - გაეროში ვიყავით რეზოლუციის თანასპონსორი, რაც მაგალითად მოლდოვამ ვერ გარისკა თავის დროზე; ჰააგაში მხარი დავიჭირეთ სარჩელის შეტანას სისხლის სამართლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ; ეუთოში მხარი დავუჭირეთ შესაბამის საკმაოდ მკაცრ რეზოლუციას; ევროსაბჭოში მხარი დავუჭირეთ რუსეთისთვის სტატუსის შეჩერებას. ეს იყო პოლიტიკური ქმედითო ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ასევე, შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ინტერპელაციის პროცედურა შედგება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით - 27 მაისს. როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის რეგლამენტით. მათ შეუძლიათ დასვან ეს შეკითხვა და მიიღებენ პასუხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ნათელი“, - განაცხადა კობახიძემ.  

ავსტრიამ, სანქცირებული რუსი ოლიგარქების €254 მილიონის აქტივები გაყინა

ავსტრიამ სანქცირებული რუსი ოლიგარქების 97 ანგარიშზე €254 მილიონის აქტივები გაყინა. ამის შესახებ ORF ავსტრიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, გაყინული აქტივების მოცულობა მარტთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი. ავსტრიაში რუსი ოლიგარქების აქტივების გამოვლენის საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელობით. ავსტრიის ფინანსთა მინისტრი: ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა მანამდე ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გერჰარდ კარნერმა კომპლექსური გამოძიების შესახებ განაცხადა, რომელიც საჭიროებდა სიღრმისეულ მუშაობას, ხოლო კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თქვა, რომ აუცილებელია "ოლიგარქების" ფულის დაკავება, რათა მათ ზიანი მიაყენონ. კანცლერმა პირობა დადო, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სანქციები უპირობოდ დაწესდეს სამხედრო ლიდერებისა და პუტინის მხარდამჭერების წინააღმდეგ“. ზელენსკიმ და დრაგიმ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ბერლუსკონი: ევროპამ უკრაინა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს

"ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს", - ამის შესახებ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა.  "მჯერა, რომ ერთიანმა ევროპამ სამშვიდობო შეთანხმება უნდა შექმნას. ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს. იარაღის გაგზავნა ნიშნავს თანამონაწილეობას, ჩვენც ომში ვართ ჩართული. ვცადოთ ომის მალე დასრულება. თუ უკრაინაში იარაღს ვგზავნით, უკეთესი იქნება ასეთ რეკლამირებას თუ არ გავუკეთებთ", – თქვა ბერლუსკონიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის თავდაცვის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 29 000 ჯარისკაცია გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა    

კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დარჩა მისაღები. „მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი. შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, მზად ვართ, გავმართოთ მათთან საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.

ბაიდენმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა, რომ მზადაა, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ მზადააა, ძალები გამოიყენოს ტაივანის დასაცავად, თუმცა განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს კუნძულთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას. იაპონიის ლიდერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რეპორტიორმა ბაიდენს ჰკითხა, დაიცავს თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს მასზე თავდასხმის შემთხვევაში, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ”. „ჩვენ ვეთანხმებით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ყველა შეთანხმებას, მაგრამ აზრი, რომ ის შეიძლება, უბრალოდ, ძალით აიღონ, წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა რეგიონში ჩინეთის მზარდი პოზიციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედოვნებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაიხდის საფასურს უკრაინაში შეჭრისთვის, რათა აჩვენოს ჩინეთს, თუ რის წინაშე დადგება თუ ტაივანში შეიჭრება. თავის მხრივ, ფუმიო კიშიდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაიდენს უთხრა, რომ იაპონია განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის საპასუხო მოქმედების შესაძლებლობის ჩათვლით, რაც მიუთითებს იაპონიის თავდაცვის პოლიტიკაში პოტენციურ ცვლილებაზე.  

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს, დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის registration.emis.ge მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქციის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში განხორციელდება იმ ბავშვების ჩარიცხვაც, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული. III ეტაპის ­– საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა შესაძლოა, სამსახურებრივ სტაჟად ჩაეთვალოთ

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა სამსახურებრივ სტაჟად ჩაითველებათ. შესაბამისი ცვლილებები ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, სტაჟიორს უფლება ექნება, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. პროექტით კონკრეტდება, რომ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებას არ ცნობს, რაც გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საჯარო სამსახურებში სტაჟიორები დღესაც არიან დასაქმებული, მაგრამ მათ აღნიშნული სამსახური არ ეთვლებათ სამსახურებრივ სტაჟში და მონაწილეობას ვერ ღებულობენ პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებულ დახურულ კონკურსში. ფრაქციას მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურის სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, საჭიროა, საჯარო სამსახურში დასაქმების საშუალება მიეცეთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და ენერგიულ კადრებს. ამასთან, კანონპროექტში განმარტებულია, რომ პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ ექვს და არაუმეტეს 12 თვის ვადით, რაც პირს არ უშლის ხელს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სტაჟიორი სხვა საჯარო დაწესებულებაში.  

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

უკრაინის სასამართლომ მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის რუს ჯარისკაცს ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო გაასამართლეს.  სასამართლომ ვადიმ შიშიმარინი დამნაშავედ ცნო 28 თებერვალს სოფელ ჩუპახივკაში 62 წლის ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობაში. რა „არგუმენტით“ ცდილობს ადვოკატი ომის დანაშაულში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის გამართლებას ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.