ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ნორიოში საველე სწავლება ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელობით ჩატარდა
ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის" კულმინაციური სწავლება ჩატარდა. წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა. „საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. კურსი ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობდნენ. წვრთნებს, რომელსაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საერთო საჯარისო ცენტრში უმასპინძლა, 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 4 ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი, საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო. სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების დახვეწა წარმოადგენდა“, - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მიმართ ბერლინის ფრთხილი მიდგომა გააკრიტიკა. რასმუსენმა ევროპელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან. „გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ზედმეტად ყოყმანობს. რა თქმა უნდა, გერმანია დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, მაგრამ ვფიქრობ, ფედერალური მთავრობის მკაფიო პოზიცია შეცვლიდა არსებულ დინამიკას. ჩვენ გვჭირდება გერმანიის ხელმძღვანელობა", - ციტირებს გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი რასმუსენის სიტყვებს. ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე მიესალმა NATO-ს მომავალ გაფართოებას. შვედეთისა და ფინეთის ნაბიჯს რასმუსენმა ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდიან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთში. 2001-2009 წლებში რასმუსენი დანიის პრემიერი იყო. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2009 წლიდან 2014 წლამდე ეკაავა. 2016 - 2019 წლებში კი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი (თავისუფალი სტატუსით) იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ზელენსკიმ და დრაგიმ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მარიო დრაგის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის დროს, სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს. „სატელეფონო საუბარი მქონდა მარიო დრაგისთან. ვისაუბრეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარებასა და უკრაინის პორტების განბლოკვის აუცილებლობაზე. მადლობა იტალიას უკრაინის უპირობო მხარდაჭერისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე. გაეროს შეფასებით, უკრაინის ომის დროს სულ მცირე 3838 ადამიანი დაიღუპა და 4351 დაშავდა. ითვლება, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 6,4 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა სხვა ქვეყნებში, ხოლო 7,7 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული რჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა. ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრში (რაპირა) ფინალურ ბრძოლაში იტალიის ნაკრები ანგარიშით 42-41დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდმა მსოფლიო თასი 2022 წლის 19 აპრილს სან-პაულუშიც მოპოვება.
ანდჯეი დუდა: უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა სახელმწიფოს პირველი ლიდერია, რომელიც უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. დუდამ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ შემაშფოთებელი ხმები დადიოდა, თითქოს, უკრაინა პუტინის წინაშე დათმობაზე უნდა წავიდეს, თუმცა დუდამ აღნიშნა, რომ ამ ხმებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ, რადგან უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის. ანდჯეი დუდა უკრაინაშია „მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას მარტში, ონლინ რეჟიმში მიმართა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ადჯეი დუდა: დროა, უკრაინასთან ახალი სამეზობლო შეთანხმება გავაფორმოთ
ვარშავასა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, დროა, უკრაინასა და პოლონეთს შორის ახალ სამეზობლო შეთანხმებას მოეწეროს ხელი. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ კვირას, უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ანდჯეი დუდა: უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის დუდას თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კავშირების ქსელი საკმარისი არ არის. მისივე თქმით, ამის ანაზღაურება აუცილებელია და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა დაიყოს. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ კიევსა და ვარშავას შორის სწრაფი სარკინიგზო კავშირი პოლონეთსა და უკრაინას შორის კარგი ურთიერთობის ნიშანი იქნება. „ჩვენ მას ერთად ავაშენებთ ", - ხაზგასმით აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა უკრაინელი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინა და პოლონეთი ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მალე გააფორმებენ.
უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა
უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით, 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა. 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შესახებ განაცხადა. იმავე დღეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 26 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო. შემდგომში ის კიდევ 30 დღით, 25 აპრილამდე, შემდეგ კი 25 მაისამდე გაგრძელდა. ასევე, 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის შემოღების შესახებ. 18 მაისს, სახელმწიფოს მეთაურმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტები, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
უკრაინა პოლონეთის მოქალაქეებს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეებს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას თანდასწრებით გააკეთა. „განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს უკრაინის მოქალაქეების დახმარების შესახებ კანონისთვის, რომელიც ახლახან მიიღეს. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთში ჩვენს მოქალაქეებს თითქმის იგივე უფლებები და შესაძლებლობები მიენიჭებათ, რაც პოლონეთის მოქალაქეებს აქვთ. ესენი: კანონიერი საცხოვრებელი, დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური შეღავათები. ეს არის დიდი ნაბიჯი და უდიდესი ჟესტი, რომლის გაკეთებაც მხოლოდ უკრაინის კარგ მეგობარს შეეძლო. ეს ნაბიჯი ცალმხრივი არ დარჩება. უახლოეს მომავალში უკრაინის უმაღლეს რადას მსგავს, სარკისებურ კანონპროექტს წარვუდგენ", - განაცხადა ზელენსკიმ. იმავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის მოქალაქეებს არასოდეს შეექმნათ სიტუაცია, როცა ასეთ პირობებში, ომის პირობებში დასჭირდებათ შეღავათები. „მაგრამ ასეთ კანონებს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, რაც აჩვენებს, რომ უკრაინელები და პოლონელები თანასწორნი არიან. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი პარლამენტის წევრები დაუჭერენ მხარს ამ კანონს, სწრაფად და ხმათა უმრავლესობით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, უკრაინა და პოლონეთი ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მალე გააფორმებენ.
ლვოვის მედესანტეებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს - უკრაინული მედია
ლვოვის მედესანტეებმა რუსული სუ-25 თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Telegram-ზე იტყობინება. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა 22 მაისის მდგომარეობით, უკრაინაში უკვე დაკარგა დაახლოებით, 29,050 ჯარისკაცი. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 22 მაისამდე, მოწინააღმდეგის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავდა ასევე 1,285 ტანკს, 3,141 ჯავშანტექნიკას, 2020, 59 საარტილერიო სისტემას. 93 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 204 თვითმფრინავი, 170 შვეულმფრენი, 2194 ავტომობილი და საწვავის ავზი, 13 საბრძოლო ხომალდი/კატარი, 470 უპილოტო საჰაერო ხომალდი და 43 სპეცტექნიკა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რ. მ.-მ მეუღლეს ს. კ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. შსს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა „სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - იტყობინება პროკურატურა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
უკრაინის პარლამენტმა რუსეთის ომის სიმბოლოები აკრძალა
უმაღლესმა რადამ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებებით, ხელახლა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოებს („Z“ „V“) კრძალავს. ამის შესახებ დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა. პრეზიდენტის წინადადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის სიმბოლოები შეიძლება ლეგალურად განთავსდეს მუზეუმების ექსპოზიციებზე, თემატურ გამოფენებზე, ბიბლიოთეკის კოლექციებში, სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო საქმიანობის პროცესში. თუმცა, ახალი კანონპროექტი კრძალავს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც იყენებენ რუსეთის ომის სიმბოლოებს და რომელთა საქმიანობა მიზნად ისახავს ომის პროპაგანდის გავრცელებას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას. ასევე, პრეზიდენტის წინადადებით, ამ სიმბოლოების გამოყენება უნდა აიკრძალოს არამხოლოდ პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც. „Z“ და „V“, რომლებიც არ არსებობს რუსულ ანბანში, ფართოდ გამოიყენებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის სიმბოლოდ. ისინი გამოიყენება ბრძოლის ველზე რუსული სამხედრო მანქანების აღმნიშვნელ სიმბოლოდ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
განადგურებული რუსული ტანკების გამოფენა კიევში. ფოტოები
განადგურებული რუსული ტანკების გამოფენა კიევის საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ამის ამსახველი ფოტოები BBC-მ გაავრცელა.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინასა და პოლონეთს შორის წარსულის წინააღმდეგობები გაანადგურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინასა და პოლონეთს შორის წარსულში არსებული ყველა წინააღმდეგობა ძალადაკარგულია. უკრაინის პარლამენტის საგანგებო სესიაზე პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას მონაწილეობით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ამის გაცნობიერების გარეშე 24 თებერვალს კიდევ რაღაც გაანადგურა. ეს არის უკრაინასა და პოლონეთს შორის ყოფილი კონფლიქტების „ერთგვარი საცავი“. „24-მა თებერვალმა ყველაფერი შეცვალა. მან შეცვალა ჩვენი ხალხი. შეცვალა ჩვენი ქვეყნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის შემთხვევითი. არ ვიცი, ჩვენი ასტრონომები სწავლობდნენ თუ არა ამ ფენომენს, მაგრამ ვარსკვლავები ყოველთვის ისე ყალიბდებიან, რომ დაბნელების ყველაზე რთულ პერიოდებში „ერთიანდებიან და გვერდში დგანან, მიუხედავად წარსული ჩხუბისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, „პოლონეთი ერთ-ერთი ლიდერია არამხოლოდ უკრაინის მხარდაჭერით, არამედ სანქციების დაცვასა და ხელშეწყობაში. „პოლონელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს. ჩვენი ხალხების ერთიანობა მუდმივი უნდა დარჩეს. არც ახლა და არც მომავალში არავის აქვს ამ ერთიანობის დარღვევის უფლება. არც ჩვენს პოლიტიკოსებს, არც მტრულად განწყობილ აგენტებს და არც ევროვიზიის ჟიურის წევრებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„მანჩესტერ სიტიმ“ ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და პრემიერ-ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
„მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 2:0-ს აგებდა, თუმცა ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და „ასტონ ვილას“ დამარცხებით პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. ანგარიში მეტი კეშმა გახსნა, მეორე გოლი კი ფილიპე კოუტინიო გაიტანა. „მანჩესტერ სიტიმ“ 76-დან 81-ე წუთებამდე სულ სამი გოლი გაიტანა. დუბლი ილქაი გიუნდოგანმა შეასრულა, ერთი გოლი კი როდრის ანგარიშზეა.
საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქში დანიშნული „მერი“ აფეთქების შემდეგ რეანიმაციაშია - BBC
კრემლის მიერ დანიშნული ოკუპირებული უკრაინული ქალაქის „ხელმძღვანელი“ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა. ანდრეი შევჩიკი აფეთქების შემდეგ რეანიმაციაშია, იტყობინება სხვადასხვა წყარო უკრაინის სამხრეთ ქალაქ ენერჰოდარში სასწრაფო დახმარებაზე დაყრდნობით. „ჩვენ გვაქვს ზუსტი დადასტურებული ინფორმაცია, რომ აფეთქების დროს დაშავდნენ თვითგამოცხადებული „სახალხო ადმინისტრაციის“ უფროსი შევჩიკი და მისი დაცვა“, - წერს დმიტრო ორლოვი, რომელსაც უკრაინა ქალაქის ლეგიტიმურ მერად აღიარებს. მისი თქმით, შევჩიკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ ადგილობრივ ანგარიშში ნათქვამია, რომ აფეთქება შევჩიკის რეზიდენციის ვერანდასთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება ან იყო თუ არა ეს განზრახ ქმედება.
სენეგალი მზადაა, ევროპული ბაზარი თხევადი ბუნებრივი აირით მოამარაგოს
სენეგალი მზადაა, ევროპული ბაზრის თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) მიწოდებაზე იმუშაოს, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან რესურსის მიწოდებას ერიდებიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ომს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სენეგალის დედაქალაქ დაკარში ჩავიდა, ქვეყნის პრეზიდენტს მაკი სალის შეხვდა და განიხილა, თუ როგორ შეიძლება ევროპას წვდომა ჰქონდეს სენეგალის მილიარდ კუბურ მეტრ გაზის მარაგზე. გერმანიამ განაცხადა, რომ შეუძლია, დაეხმაროს სენეგალს გაზის საბადოების შესწავლაში, რომლებიც აუთვისებელ მარაგებს შეიცავს. სალის პროგნოზით, სენეგალის LNG-ის გამომუშავება მომავალ წელს 2,5 მილიონ ტონას მიაღწევს, ხოლო 2030 წლისთვის - 10 მილიონ ტონას, რაც იმას ნიშნავს, რომ სენეგალს შეუძლია, საბოლოოდ შეასრულოს ალტერნატიული წყაროს როლი. რუსეთმა 2020 წელს ევროპას 11 მილიონი ტონა LNG მიაწოდა. რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე LNG-ის 41%-ს უზრუნველყოფდა, მაგრამ ევროპის კონტინენტი ახლა ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებს.
სენეგალის პრეზიდენტი მოსკოვსა და კიევს ეწვევა
სენეგალის პრეზიდენტი მაკი სალი უახლოეს კვირებში მოსკოვსა და კიევს ეწვევა. ვიზიტი აფრიკის კავშირის თავმჯდომარის რანგში შედგება. სალიმ განაცხადა, რომ გაერთიანებას სურს, იხილოს კონფლიქტის დეესკალაცია და მშვიდობა ორ მხარეს შორის, დიალოგის გზით. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ შეჭრას, ჩვენ ვმუშაობთ დეესკალაციისთვის, ცეცხლის შეწყვეტისთვის, დიალოგისთვის. ეს არის აფრიკის პოზიცია“, - აღნიშნა სენეგალის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სენეგალი მზადაა, ევროპული ბაზარი თხევადი ბუნებრივი აირით მოამარაგოს
ოლექსანდრ ზინჩენკო პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ: ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ
„ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. ამ ტიტულს სიამოვნებით წავიღებდი ერთ დღეს უკრაინაში, ყველა უკრაინელისთვის, რადგან ისინი ამას იმსახურებენ“, - ეს უკრაინელი ფეხბურთელის, ოლექსანდრ ზინჩენკოს სიტყვებია, რომლებიც პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ წარმოთქვა. „მანჩესტერ სიტიმ“ ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და პრემიერ-ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისთვის თამაშზე კონცეტრირება ურთულესი ამოცანაა. მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 2:0-ს აგებდა, თუმცა ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა და „ასტონ ვილას“ დამარცხებით პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.