ძებნის რეზულტატი:
ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრა დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „მთავრობის მეთაურმა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის და რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ქვეყანა შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება, ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება. „სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 5 144 შემთხვევაზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა 2021 წელს - პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით 2021 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 5 144 შემთხვევაზე დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წარდგენილ 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში. "ოჯახურ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წლების მიხედვით ამგვარია: 2014 წელი - 550; 2015 წელი - 1066; 2016 წელი-1356; 2017 წელი-1986; 2018 წელი-3955; 2019 წელი-4579; 2020 წელი-4633; 2021-5144. საგამოძიებო უწყების წლიური ანგარიშის მიხედვით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2021 წელს ამ მაჩვენებელმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საერთო რაოდენობის 21,1% შეადგინა. 2014-2020 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. 2021 წელს, ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა დაიკლო მცირედით და 91% შეადგინა. ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი წლების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მაგალითად, 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 94%, ხოლო 2021 წელს 91% იყო. ამასთან, პროკურატურის ცნობით, 2021 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 732 ბრალდებულის მიმართ, მათ შორის, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით ( შშმ, რელიგია, ეროვნული კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია) - 8 პირის მიმართ. დაზარალებულად კი ცნობილ იქნა 754 პირი, მათგან 741 ქალი, 11 კაცი და 2 ტრანსგენდერი ქალი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა. უფლებადაცველი კიდევ ერთხელ მოითხოვს, კლინიკაში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი დაუშვან, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის მეთოდებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებენ. კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, თუთბერიძემ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო პროცესებზე მონაწილეობა შეძლოს. „ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც მან მითხრა სრულიად წოლით რეჟიმზეა, მეც მწოლიარე დამხვდა. არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები და ანალიზების პასუხი. როგორც ადვოკატისთვის, ცხადია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაშია, ჯანმრთელობის მდგომარეობის პოზიტიური ძვრები გაუმჯობესებისკენ არ შეიმჩნევა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ექსპერტების დაშვებას, მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო კუთხით, უნდა შეაფასონ რამდენად ეფექტურია მკურნალობა. ამ მდგომარეობაში ვერ წარმომიდგენია, რომ მან სასამართლო პროცესებზე შეძლოს მონაწილეობა. ის ვერ გადაადგილდება, ძალიან სუსტად არის, კუნთების განლევა აქვს. მისი თქმით, მან მკვეთრად დაკარგა წონა, ვერ იღებს საკვებს, მხოლოდ სითხეებს. სავარაუდოდ, სამედიცინო მაჩვენებელი გაუარესებული იქნება", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
გაეროში რუსმა დიპლომატმა უკრაინაში ომი დაგმო და გადადგა - Unian
გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის თანამშრომელმა, ბორის ბონდარევმა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საჯაროდ დაგმო და გადადგა. ინფორმაცია უკრაინულმა Unian-მა გაავრცელა. ამასთან, კიდევ ერთი წყაროს, რადიო თავისუფლების ცნობით, ბონდარევის გადადგომის შესახებ განცხადება Twitter-ზე იურისტმა, უფლებადამცველმა და UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა გამოაქვეყნა. ჟენევაში გაეროს ოფისის ვებგვერდის მიხედვით, ბონდარევს მუდმივი მისიის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. „არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინასთან და ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან, არამხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულია, არამედ, ალბათ, ყველაზე მძიმე დანაშაულია რუსეთის ხალხის წინააღმდეგ“, - დაწერა ბონდარევმა სოციალურ ქსელ Llinkedin-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაიმუნის ყვავილის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. 2021 წელს ოთხი კონტინენტის 15 ქვეყანაში დაფიქსირდა ადამიანების მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევები, რომელთა უმრავლესობა დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე). ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავარაუდო შემთხვევების გამოვლენას. ჯანმოს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია: შესაძლო შემთხვევა ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად. სავარაუდო შემთხვევა შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან. დადასტურებული შემთხვევა კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო-ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან. ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
თბილისში, ყოფილმა ქმარმა მეუღლე სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში, ყოფილმა ქმარმა მეუღლე სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე უკვე დააკავეს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია. როგორც შს სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხზე მონიტორინგის შედეგები გახდა ცნობილი
2021 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით 2%-ით გაუმჯობესდა. მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელი, ერთი მხრივ შესაძლებელია, შეფასდეს როგორც პანდემიის შედეგად საჯარო დაწესებულებებში შექმნილი არაორდინალური სიტუაციის გავლენის შესუსტება, ხოლო მეორე მხრივ, ცალკეული უწყებების (მაგალითად იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა) წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით, რაც დადებითად აისახა საქართველოს საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე. IDFI-ის თანახმად, 2021 წელს გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების მაჩვენებლით (82%) კვლავ, შენარჩუნებულია 2014 წლის შემდეგ დამკვიდრებული 80%-იანი კრიტიკული ზღვარი, რაც უმეტესწილად, ცალკეული საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულებით არის განპირობებული. კერძოდ, ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა წლების განმავლობაში (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) ინარჩუნებდნენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას. „2021 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 6,961 განცხადებაზე (82%), 2021 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან, IDFI-იმ 10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო 4,545 შემთხვევაში (54%); 2021 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (28%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე; 2021 წელს, კვლავ განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.მაგ, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე და სხვ. 2021 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (80% უპასუხო, უარი); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (84% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობასა და სამინისტროებს, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას. 2021 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 13-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა); 2021 წელს ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით გამცემი უწყებების რიცხვი6-ით შემცირდა. 2021 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; 2021 წელს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს გარდა, კიდევ 14 დაწესებულება (მათ შორის 14 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია და საკრებულო) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა; ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95,93%) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - (95,65%) ხოლო ყველაზე დაბალი მთავრობის ადმინისტრაციამ (30,44%) და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ (0%); 2021 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ორი პროცენტით გაუმჯობესდა (82%); 2021 წელს, წინა წელთან შედარებით სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 4%-ით შემცირდა. 2021 წელს სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 25%-ით შემცირდა, ხოლო თვითმმართველი ერთეულების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 10%-ით გაიზარდა. 2021 წელს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელი 5%-ით გაუმჯობესდა და 54% შეადგინა. მიუხედავად პროგრესისა, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის გარდა, 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია“, - წერია ორგანიზაციის შეფასებაში.
მეუფე შიო: დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი მშვიდობისკენაა მიმართული
"დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი სწორედ მშვიდობისკენაა მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც", – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა. "პირველ რიგში, ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ათასობით ადამიანი არის დაღუპული როგორც აფხაზი, ისე ქართველი, 300 ათასამდე ადამიანი განდევნილი, გამოძევებული თავისი მშობლიური კუთხიდან და ჩვენი სამშობლოს უმშვენიერესი მხარე, აფხაზეთი, დროებით ჩამოშორებულია. როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ დაკარგულია, არამედ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ მხარეს. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც“,- განაცხადა მეუფე შიომ.
ზელენსკი: მსოფლიოს ჯერ არ დაუწესებია სანქციები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, მისი ქმედებებისთვის ფასი გადაიხადოს
მსოფლიოს ჯერ არ დაუწესებია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები, რაც მას აიძულებს, მისი აგრესიისთვის ფასი გადაიხადოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ ის ზომები დაასახელა, რომელიც დამაჯერებლად იმუშავებს მშვიდობის შენარჩუნებაზე ათწლეულების განმავლობაში. „რუსეთმა და ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა, რომელთაც სურთ სასტიკი ომი მეზობლის წინააღმდეგ, ზუსტად უნდა იცოდნენ, რას იწვევს ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჯერ არ დაწესებულა და ის უნდა დაწესდეს. ემბარგო რუსულ ნავთობზე. ყველა ბანკის სრული ბლოკადა გამონაკლისის გარეშე, რუსეთის IT სექტორის სრული დატოვება, აგრესორთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ეს უნდა იყოს ზეწოლის პრეცედენტი, რომელიც დამაჯერებლად იმუშავებს მშვიდობის შენარჩუნებაზე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, აუცილებელია, შეიქმნას პრეცედენტი რუსული ბაზრიდან ყველა ბიზნესის სრული გაყვანისთვის, რათა მსოფლიო ქვეყნების ბრენდები არ იყოს დაკავშირებული ომის დანაშაულებთან. „უკრაინა სთავაზობს ყველა კომპანიას, რომელიც დატოვებს რუსეთს, განაგრძოს მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ მიიღებთ წვდომას არამხოლოდ ჩვენს 40 მილიონი მომხმარებლის ბაზარზე, არამედ წვდომას ევროპის საერთო ბაზარზე და ამავდროულად, თქვენი ბრენდები და პოზიციები მხოლოდ გაძლიერდება, რადგან თქვენ ნამდვილად მხარს უჭერთ თავისუფლების დაცვას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გვასალიას ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. "დემნას მიერ Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციის თვალიერებისას ჩემი გული შეხტა და შემდეგ გაიხსნა. ასეთი გრძნობა ბოლოს ბავშვობაში, დედაჩემის მოდის ჟურნალების თვალიერებისას დამეუფლა. ვგრძნობ იმ ზრუნვასა და პატივისცემას, რომელიც დემნას, ბრენდის ისტორიისადმი აქვს". – წერს Time-ისთვის ეიფორიის მსახიობი ალექსა დემი. ცნობისთვის, ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ზენდაია, ზოი კრავიცი, სარა ჯესიკა პარკერი, ენდრიუ გარფილდი, ამანდა სეიფრიდი, პიტ დევიდსონი და სხვა ვარსკვლავები.
ენტონი ბლინკენი: აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება
სახლმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევროატლანტიკური და წარმატებული მომავალისკენ სწრაფვას. აშშ საქართველოს გვერდით იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების,ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში”, - წერს ბლინკენი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის ავღანეთში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში. „ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში. ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია. „გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული“, – აღნიშნულია წერილში, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა ადვოკატმა სულხან კომახიძემ განმარტა, როინ მებონიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ უარყოგს, მაგრამ მისი ფისიქიკური/ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფაქტებს ვერ იხსენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევია. პროკურორის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს კისრის არეში დაახლოებით 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, „სასამართლომ გაითვალისწინ დანაშაულის ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, შემაკავებელი ფაქტორების არარსებობა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეების და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ილია დარჩიაშვილი: საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად
საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „საქართველო, ერთი მხრივ, ჰუმანიტარული კუთხით ეხმარება უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ, პარტნიორებთან ერთად, ყველა დონეზე და ყველა საერთაშორისო ფორმატში ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას და მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის მხარდაჭერის პროცესი, რომელიც ჩვენი თვალთახედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს ყველა პლატფორმაზე ვეხმარებით
რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში
ლარის გამყარების ტრენდი, კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა. შეიცავს თუ არა რისკებს ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები და რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის დადებით ტრენდს სამომხმარებლო ფასებზე? Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა აცხადებს, რომ ლარის გამყარების ფაქტორები სამომავლოდ რისკის შემცველია. გამოცემასთან მან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა. EU: დღეს, თიბისი ბანკის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რამდენად გრძელვადიანია ლარის დადებითი ტრენდი? ლარის გამყარებაზე, დღეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: პირველი - ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი შემცირება და მეორეა ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა. ინვესტიციების შემცირების შედეგად, საქართველოდან ფულის გადინება მკვეთრადაა დავარდნილი. ლარის გამყარება პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან და უკრაინიდან „კაპიტალის გაქცევას“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ამ ქვეყნებიდან საქართველოსკენ ფულის სოლიდური ნაკადები წამოვიდა. რუსეთიდან დაშვებული იყო უცხო ქვეყანაში თვეში $10 ათასის გადმორიცხვა, ახლა ეს მოცულობა $50-მდე გაიზარდა. ამიტომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ლარის კურსზე მყისიერად აისახა. EU: ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300%-ი გაიზარდა და $133 მილიონი შეადგინა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს? თუ რუსეთი თავის მოქალაქეებს აუკრძალავს უცხოეთში ვალუტის გადარიცხვას, ლარი დაიწყებს ვარდნას. მაგრამ, თუ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება რუსი და უკრაინელ ბიზნესმენებისთვის, კაპიტალის ნაკადი გაიზრდება და რა თქმა უნდა, ლარი დაიწყებს გამყარებას. სამწუხაროდ, დღეს სახეზეა ტენდენცია, რომ ლარის გამყარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნაცვლად ფულადი გზავნილები მოქმედებს. ამიტომ, ლარის გამყარების ფაქტორებში სამომავლოდ „კაპიტალის გაქცევის“ რისკები იმალება. ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა EU: როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა დღეს გამოკვეთილი ტენდენცია სხვა რისკებს სამომავლოდ, როცა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ ქვეყნიდან დაიწყო სამუშაო ძალის და კაპიტალის გადინება. გაუთვალისწინებელი ეკონომიკური შედეგების გავლენით, შესაძლებელია, დაიწყოს ქვეყანაში უკვე შემოსული კაპიტალის გადინება, რუსეთსა და უკრაინაში. ცნობილია, რომ ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. დასრულდება ომი და თუ საქართველოში შემოსული კაპიტალი ისევ ამ ქვეყნებისკენ დაიძრა, დაიწყება ლარის კატასტროფული ვარდნა. ეს სცენარი ნამდვილად არ გამოირიცხება. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა EU: ბოლო ტენდენციით სახეზეა ლარის 15%-იანი გამყარება. საქსტატის აპრილის მონაცემებით ინფლაცია 12,4%-ია და განსაკუთრებით გაზრდილია ფასები საკვების ჯგუფში. რატომ არ იაფდება პროდუქტები და არ აისახება ფასებზე ლარის კურსის დადებითი დინამიკა? ფასებს აქვს ერთი დამახასიათებელი თვისება - სიხისტე, არაელასტიურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ აწეული ფასი აღარ ან საკმაოდ რთულად უბრუნდება თავის ძველ ნიშნულს. იმიტომ, რომ ბიზნესს აღარ სურს უკვე განაღდებული შემოსავლების დაკარგვა. ის რომ, ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს და ფასები შემცირდება, ამ რეალობაში ეს მოსალოდნელი არაა. ამ პროცესების საპირწონედ სჯობს ხელისუფლებამ გაზარდოს როგორც სახელფასო, ისე სოციალური დახმარებები და ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს, ეკონომიკაში ლარის მასის ზრდაზე. ამ ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება ფასების ზრდის [ინფლაციის] წნეხის შერბილება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა EU: დღეს მერყევი ლარის გარდა, კიდევ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა საქართველოში ფასების განუხრელ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკისა და ბაზრის იმპორტდამოკიდებულება. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. [2022 წლის იანვარ-აპრილი, ბრუნვა $559,7 მილიონი]. სანქციების გავლენის გამო საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი გაძვირდა. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მოიშალა მიწოდების ქსელი. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. დღეს ფაქტობრივად ყველა მოწინავე ეკონომისტი თანხმდება, რომ ინფლაცია არის არაა ფულის ჭარბი ოდენობის, არამედ სასაქონლო დეფიციტის შედეგი და საქართველოში სწორედ ამითაა განპირობებული ინფლაციის ზრდა, რადგან სამომხმარებლო კალათაში ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები ხვდება. ასევე წაიკითხეთ Europetime-ს სტატია - რატომ მყარდება ლარი
წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის, უფასო IT სკოლა გაიხსნა
წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა გაიხსნა. სკოლაში სასწავლო კურსზე ჯამში 300 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან კი 90 შეირჩა, რომლებიც 2.5 თვიან სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან. პროექტს თიბისი IT აკადემია ახორციელებს. ცნობისთვის, 15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ამ საქმეზე 7 ოქტომბერს გიორგი კავილაძე და აკო (ალეკო) ჭელიძე დააკავეს.
დუმა: საქართველო რუსული მედიის დისკრიმინაციით ლიდერ ქვეყნებს შორისაა
ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობის მიხედვით. რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება პასუხი ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე,- აცხადებს ვასილი პისკარევი, რუსეთის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევის ფაქტების გამოძიების სახელმწიფო სათათბიროს კომისიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსულ მედიასთან მიმართებით, ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი ყველაზე აგრესიულად იქცევიან. ამასთან, ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ „რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების“ რაოდენობის მიხედვით. „მოგონილი საბაბით ბრალი წაუყენეს პორტალ RIA Novosti-Ukraine-ს მთავარ რედაქტორს კირილ ვიშინსკის და Sputnik Media-ს საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელს, ელენა ჩერიშევას,“- იხსენებს ვასილი პისკარევი. მან აღნიშნა, რომ „დასავლეთი, სიმართლის სიტყვის შიშით, დღეს არა მხოლოდ კრძალავს ჩვენს მედიას მათ ქვეყნებში, არამედ აწესებს საკუთარ ცენზურას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, ბლოკავს რუსეთის მოქალაქეებს რუსულ მედიაზე წვდომას სოციალურ ქსელებში და YouTube ვიდეო სერვისზე“, - აცხადებს პისკარევი.
WSJ: აშშ კიევში საკუთარი საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას განიხილავს
The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკელი დიპლომატები და პენტაგონი განიხილავენ კიევში აშშ-ის საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას. სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის წყაროების თქმით, განხილული წინადადებები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ჯერ არ წარუდგენიათ. თუ პრეზიდენტი წინადადებას დაამტკიცებს, ამერიკელი სამხედროების ჯგუფი კიევში გაიგზავნება მხოლოდ დიპლომატიური მისიის შენობის დასაცავად, რომელიც მდებარეობს რუსული რაკეტების წვდომის ზონაში. ამავდროულად, ბაიდენი დაარღვევს თავის ადრინდელ დაპირებას, რომ უკრაინაში არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ გაიგზავნება. WSJ-ის შეფასებით, აშშ-ის ადმინისტრაციას სურს საელჩოში ჰყავდეს საკმარისი ძალები, რათა მოაწყოს თანამშრომლების ევაკუაცია, თუ კიევში საომარი მოქმედებები კვლავ დაიწყება. რუსული ჯარები განაგრძობენ პერიოდულ საჰაერო თავდასხმებს კიევზე, მაგრამ ქალაქში ცხოვრება ნელ-ნელა ნორმალურად უბრუნდება. ამჟამად აშშ-ის საელჩოს დაცვას დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის დაცვის კორპუსი უზრუნველყოფს. პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში კიევში სპეცრაზმის გაგზავნის წინასწარი დაგეგმვა მიმდინარეობს. გარდა ამისა, განიხილება სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლების გაგზავნა, რომელთაც შეერთებული შტატები იყენებს თავისი დიპლომატიური მისიების დასაცავად მთელ მსოფლიოში.
Balenciaga-ს ფეხსაცმელი, დახეულისა და ჭუჭყიანის ეფექტით €1 500-მდე გაძვირდა
Balenciaga-ს სახლს, დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რომ მისი უახლესი სპორტული ფეხსაცმლის შესახებ ყველას ელაპარაკა. დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა ჰიბრიდული შარვლის წარმოდგენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რომელშიც ჯინსი და სატვირთო შორტები იყო შერწყმული, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ძვირადღირებულმა ბრენდმა ნახმარისა და დახეულის ეფექტით ახალი სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა. რომლის ფასიც მალევე € 395-დან €1450 - მდე გაძვირდა. ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გვასალიას ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. ცნობისთვის, ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ზენდაია, ზოი კრავიცი, სარა ჯესიკა პარკერი, ენდრიუ გარფილდი, ამანდა სეიფრიდი, პიტ დევიდსონი და სხვა ვარსკვლავები.
ირანში 10-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. არის მსხვერპლი
სულ ცოტა ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა ირანში, 10-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად. შენობა ირანის სამხრეთ აღმოსავლეთში, ქალაქ ჰუზესტანში ჩამოინგრა. ინფორმაციას INSA ავრცელებს. საუბარია მშენებარე ბიზნეს-ცენტრზე „აბადან მეტროპოლზე“, რომელიც ტელენჯის კვარტალში, აბადანში მდებარეობდა. შენობის ნანგრევებში დაახლოებით 80 ადამიანია. ობიექტის მფლობელი და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი დაკავებულია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.