ძებნის რეზულტატი:
თეა წულუკიანი: გუშინდელ აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიილტვიან იქითკენ, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია
გუშინდელი აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბექა დავითულიანი: აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ „ჩვენ მაინც გვწამს, რომ საქართველოს რასაკვირველია, ეკუთვნოდა მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, იკითხოს – ასეთი ოპოზიციის ფარგლებში რანაირად შეიძლება ჩვენ გვინდოდეს მეტი, რადგან ეს ყველაფერია ოპოზიციის გარდა. ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო რასაკვირველია, იმსახურებდა მეტს, მაგრამ მივიღეთ მაინც კარგი შედეგი. გუშინდელი აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება. მე ვიყავი იმის მოწმე, როდესაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მოლაპარაკებების რამდენიმე უმძიმესი რაუნდიდასჭირდა, რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტში საქართველოს შესახებ ჩაწერილიყო შემდეგი ორი სიტყვა, ევროპული სახელმწიფო", - განაცხადა წულუკიანმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი კაჩინსკი მთავრობას ტოვებს
პოლონეთის მმართველი პარტიის კანონი და სამართლიანობა (PiS) ლიდერი და ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი თანამდებობიდან გადადგა იტყობინება საინფორმაციო სააგენტო PAP. „მე უკვე მივმართე პრემიერს და ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა. როგორც ვიცი, პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი“, - განაცხადა კაჩინსკიმ. კაჩინსკიმ, რომელიც ასევე იყო მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მას ეროვნული თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი შეცვლის. კაჩინსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამთავრობო ფუნქციებს ჩამოშორებოდა, რათა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მზადებაზე გაემახვილებინა ყურადღება. „გადავწყვიტე, რომ კონცენტრირება მჭირდება პოლონეთის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე. პარტიამ უნდა აღიდგინოს ძალა, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მსოფლიოში“, - განუცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ PAP-ს. იაროსლავ კაჩინსკი პრემიერ მინისტრი იყო 2006-2007 წლებში. მისი ტყუპი ძმა, ლეხ კაჩინსკი 2005 წლიდან 2010 წლამდე იყო პოლონეთის პრეზიდენტი. ის და მისი მეუღლე 2010 წელს, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.
ხავიერ ბეტელი: ბოროდიანკა რუსული აგრესიის, სისასტიკისა და ძალადობის სიმბოლოა. მომხდარის საშინელებას ვერაფერი გადმოსცემს
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის გამოსახატავად უკრაინაში ჩავიდა და რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ბოროდიანკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ბეტელმა Twitter-ზე დაწერა. "ბოროდიანკა რუსული აგრესიისგან დაზარალდა და ბოლომდე განადგურდა. დღეს ის უაზრო სისასტიკისა და ძალადობის სიმბოლოა. მომხდარის საშინელებას ვერაფერი გადმოსცემს", - განაცხადა ლუქსემბურგის მთავრობის მეთაურმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბენეტი: ისრაელმა და თურქეთმა ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს
პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელისა და თურქეთის უშიშროების წარმომადგენლები თურქეთში ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად ერთად მუშაობდნენ. მისი თქმით, ოპერატიულმა ძალისხმევამ თურქეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად, შედეგი გამოიღო. „ბოლო დღეებში, ისრაელ-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ჩავახშეთ არაერთი თავდასხმა და თურქეთის მიწაზე რამდენიმე ტერორისტიც დააკავეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. მას თავდასხმების, დაკავებულთა რაოდენობის ან ტერორისტების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ბაქო სომხეთის ტერიტორიიდან მორიგი დაბომბვის შესახებ აცხადებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მორიგი დაბომბვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ლაჩინისა და იელიჯ კალბაჯარის რაიონებში, მინკენდის დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაძაბულობა 21 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ „მიიღო ადეკვატური ზომები“. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: სურსათის ფასის კატასტროფულად ზრდამ მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენა
შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ეს ომი ძალიან შორსაა თქვენგან და თქვენი ქვეყნებისგან, მაგრამ სურსათის ფასებმა, რომელიც კატასტროფულად იზრდება, ომი უკვე გადაიტანა მილიონობით აფრიკელი ოჯახის სახლებშიც, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გნაცხადა. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადამ მარცვლეულისა და სასუქის დეფიციტი გამოიწვია, რის გამოც მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. „რეალურად, აფრიკა მძევალია, მათი, ვინც ომი წამოიწყო ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ეს ომი ძალიან შორსაა თქვენგან და თქვენი ქვეყნებისგან, მაგრამ სურსათის ფასებმა, რომელიც კატასტროფულად იზრდება, ომი უკვე გადაიტანა მილიონობით აფრიკელი ოჯახის სახლებშიც“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება
საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB), ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია ICGB AD აცხადებს. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს „ჩვენ დავიწყეთ გაზის რეალური ნაკადების სატესტო მიწოდება, თუმცა ეს არის კომერციული ექსპლუატაცია“, - აცხადებენ კომპანიაში. ბულგარეთმა და აზერბაიჯანმა „შაჰ-დენიზი2“-ის საბადოდან ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ბულგარეთმა საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით გაზის ეს მოცულობა უნდა მიიღოს. გაზსადენის სიმძლავრეა 3 მილიარდი კუბური მეტრი, რაც შესაძლოა, 5 მილიარდამდე გაიზარდოს. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.
ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ისრაელის მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტს, ქნესეტს დაითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა დაიშლება და ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში, არჩევნები უკვე მეხუთედ ჩატარდება. პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის სტაბილიზაციის მცდელობები ამოწურულია და მისი მთავრობა, რომელიც რვა იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიისგან შედგება, პარლამენტის დათხოვნის მიზნით, კანონპროექტს მომავალ კვირას წარადგენენ. თუ პარლამენტი დოკუმენტს დაამტკიცებს, ახალი არჩევნები დაინიშნება და ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი შეარულებს.
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე. „მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ შეხვედრას დაესწროთ 29 ივნისის ნაშუადღევს. ხსენებულ შეხვედრაზე ასევე მოვიწვიე ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს. ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერსებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალ სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად. ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში!“ – აღნიშნულია წერილში.
თბილისის მერი: გუშინდელი აქცია რეალობას არ ასახავს, ევროპასა და ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს
საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს, აქციაზე „შინ ევროპისკენ“ წარმოდგენილი ადამიანების რაოდენობაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. „პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით. თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. ამისთვის ხელისუფლება მზად არის“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერები ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისშიც შეიკრიბნენ. მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი საქართველოს ეწვევა
აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის (DFC) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სკოტ ნეითანი იწყებს ოფიციალურ ვიზიტს თბილისში. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში DFC ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, კრიტიკულ ინსფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. ვიზიტის ფარგლებში კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვდება ადგილობრივ პარტნიორებს, ამერიკელ ინვესტორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, რათა გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება და მხარი დავუჭიროთ ომში დაზარალებულ უკრაინულ კომპანიებს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 482 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 650 კვლევა ტესტით, მათ შორის 72 494 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 156 PCR ტესტით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან, შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის ინტერესი გაიზარდა - APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი
კომპანია APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი იენ როულინსონი აზერბაიჯანულ მედიასთან ფოთის პორტში ტვირთბრუნვის ზრდის მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვაზე მეზობელი ქვეყნების ინტერესი გაიზარდა. „დღეს ჩვენ ვხედავთ ტვირთების გადაზიდვის კუთხით დიდ ინტერესს კავკასიის რეგიონში, მეზობელი ქვეყნების მხრიდან. ასევე ინტერესი მზარდია კასპიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებებიდანაც. მათი ინტერესის საგანია შუა დერეფნით ჩინეთიდან ტვირთების სარკინიგზო გადაზდვები. მანამდე ამ ტვირთების გადაზიდვა რუსეთის გავლით ხდებოდა. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ტვირთები შემოდის ყაზახეთიდან კასპიის ზღვით აზერბაიჯანში, შემდეგ კი ფოთის პორტში, რათა ზღვით ევროპაში გავიტანოთ. ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოეთის კორიდორით სარგებლობა ახლა შეუძლებელია“, - აცხადებს იენ როულინსონი. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს ამასთან, როულინსონი აღნიშნავს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, კავკასიის რეგიონში ტვირთების გადაზიდვის პრობლემა გაჩნდა და ბოლო ორი თვეა ტვირთნაკადის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა რთულია იმის პროგნოზი, ტვირთნაკადის ზრდა რამდენად იქნება სტაბილური, რადგან ამ დროისთვის ამ მიმართულებით ჯერ გაურკვეველი ვითარებაა. პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფოთის პორტში ტვირთნაკადი ყოველწლიურად თითქმის 20%-ით მცირდებოდა. „მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მეშვეობით ახალი შესაძლებლობები შევქმენით. გადავერთეთ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვებზე. ასე შევძელით ფინანსური პრობლემების გადაჭრა“, - აღნიშნა როულინსონმა. დღეს ფოთის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 500-550 000 TEU-ს (კონტეინერს) შეადგენს. გასულ წელს გადაზიდვის მაჩვენებელი 300 000 TEU იყო, რაც სრული სიმძლავრის 60%-ია. APM Terminals-ი ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიაა და მისი შტაბ-ბინა ნიდერლანდებში მდებარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო ევროპაა, ეს არის ერი ევროპული გულით, ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და სხვა ქვეყანა ვერ შეცვლის
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, თბილისში გამართულ აქცია შეაფასა და Twitter-ზე ვიდეომიმართვაც ატვირთა. კრამონმა განაცხადა, რომ „საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ასე“. „ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლით. ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და სხვა ქვეყანა ვერ შეცვლის. ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი“, - აღნიშნავს კრამონი Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში. 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნიის მიიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. ასევე წაიკითხეთ: ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ზელენსკი NATO-ს სამიტის პირველ სესიაზე ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტის პირველ სესიაზე ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა. „პრეზიდენტი მიწვეული იყო ამ სამიტის პირველ სესიაზე, ანუ საინაუგურაციო სესიაზე, რომელსაც მოკავშირეებიდან ოცდაათივე ლიდერი დაესწრება“, - განაცხადა ჟოვკვამ. მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში მიიღება NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ასევე, საბოლოო განცხადება. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თქმით, ამ დოკუმენტებში უკრაინის საკითხები, ისევე როგორც რუსული აგრესია, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ჟოვკვამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომავალ კვირას შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისში ვიზიტით მყოფმა DFC-ს ხელმძღვანელმა ომით დაზარალებული უკრაინული კომპანიების მხარდამჭერი შეთანხმება გააფორმა
აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, სკოტ ნეითანმა „გაზელ ფაინანსთან" შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც გულისხმობს ტექნიკური დახმარების აღმოჩენას იმ უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც პუტინის ომის შედეგად საქართველოში გადმოდიან ან აფართოებენ ოპერაციებს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „განსაკუთრებით ამაღელვებელია ომით დაზარალებული უკრაინული კომპანიების მხარდამჭერ შეთანხმებაზე ხელმოწერა ქვეყანაში, რომლის ხალხმაც საოცარი სოლიდარობა გვაჩვენა. დღეს აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, სკოტ ნეითანმა „გაზელ ფაინანსთან" შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც გულისხმობს ტექნიკური დახმარების აღმოჩენას იმ უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც პუტინის ომის შედეგად საქართველოში გადმოდიან ან აფართოებენ ოპერაციებს. ჩვენ ვრჩებით ერთიანნი უკრაინისთვის“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი საქართველოს ეწვევა აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის (DFC) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სკოტ ნეითანი თბილისშია. „მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში DFC ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, კრიტიკულ ინსფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. ვიზიტის ფარგლებში კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვდება ადგილობრივ პარტნიორებს, ამერიკელ ინვესტორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, რათა გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება და მხარი დავუჭიროთ ომში დაზარალებულ უკრაინულ კომპანიებს“, - იტყობინება ამერიკის საელჩო.
კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს
მსოფლიოში უმსხვილესი გაზის საბადოს ათვისებაში იტალია ერთვება. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა ენერგოკომპანია Eni, კატარში თხევადი გაზის წარმოების პროექტ North Field East-ში მონაწილეობს, რომელიც $28 მილიარდად არის შეფასებული და წარმოებაში 2025 წლიდან ჩაეშვება. შეთანხმების პირობების თანახმად, TotalEnergies და Eni პროექტის 25%-იან წილს მიიღებენ. ენერგოკომპანია Eni-ის მმართველის ენი კლაუდიოს განცხადებით, იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშე გადაიტანს, რომელზეც ამ დროისთვის ქვეყნის იმპორტის 40%-ი მოდის. იტალიის ხელისუფლების მიზანია, ორ წელიწადში ეს რესურსი სრულად ჩაანაცვლოს. კომპანია Eni-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კატართან ერთობლივ პროექტში მონაწილეობა წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ცნობისთვის, გასულ კვირას პროექტ North Field East-ს ფრანგული TotalEnergy შეუერთდა. პროექტის ფარგლებში კატარიდან თხევადი გაზის ექსპორტი წელიწადში 77 მილიონი ტონიდან, 110 მილიონამდე გაიზრდება. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს
ლიზ ტრასი: ბრიტანეთი მეტს იარაღს მიაწვდის უკრაინას, მეტ სანქციებს დაუწესებს რუსეთს
მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაწოდოთ მეტი იარაღი, დავაწესოთ მეტი სანქციები და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, ოთხშაბათს გაემგზავრება თურქეთში, რათა განიხილოს ოდესიდან მარცვლეულის გამოტანის ვარიანტები და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსავლის პოვნა მხოლოდ რამდენიმე კვირის საქმეა. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაწოდოთ მეტი იარაღი, დავაწესოთ მეტი სანქციები და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, აიძულოს რუსეთი, გაიყვანოს ჯარი მისი ტერიტორიიდან,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბეირუთი, კაირო და დამასკო მზად არიან, არაბული გაზსადენის ექსპლუატაცია აღადგინონ
ლიბანის, ეგვიპტის და ბაშარ ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის ბეირუთში „არაბული გაზსადენის“ აღდგენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ბეირუთში ლიბანის ენერგეტიკის მინისტრის ვალიდა ფაიადას, სირიასა და ბეირუთში ელჩის მოადგილის ალი აბდულქერიმისა და ბეირუთში ეგვიპტის ელჩის იარს ალავის მონაწილეობით შედგა. ეგვიპტის გაზის მიწოდების შედეგად, ლიბანის მოქალაქეები ელექტროენერგიას დამატებით 4 საათი მიიღებენ. „არაბული გაზსადენის“ მშენებლობაზე $1,2 მილიარდი დაიხარჯა. მილსადენის სიგრძე 1 200 კილომეტრია, აქედან 90 კილომეტრი სირიის ტერიტორიაზეა. გაზის მიწოდება ამ პროექტის ფარგლებში 2009 წელს დაიწყო და 2010 წელს შეჩერდა. ამის მიზეზი სინაის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების პირობები და სირიაში ომი გახდა. ლიბანში, სადაც 2019 წლიდან ეკონომიკური კრიზისია, სახელმწიფო ელექტროენერგიის მიწოდებას მხოლოდ 4 საათით უზრუნველყოფს.