ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს. „იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში და მოხარული ვარ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს ვხვდები. შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ ყველა მიმართულებით”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით
„დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს, ამის გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტთან შეეცადა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე ამბობს, რომ თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. „ერთი კუბური მეტრით მეტი გაზიც რომ გავიდეს საქართველოზე, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ სარგებელს მოიტანს. განსაკუთრებით ახლა, ამ პერიოდში, როცა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზი წლიურად, შეღავათიან ფასში უნდა მივიღოთ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რამდენიმე წელიწადში ვადა უმთავრდება. ინფორმაციისთვის, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული. პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია. განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO. ამიტომ, 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ამოღება ჩვენი ბალანსიდან გარკვეულ პრობლემას შექმნის ტარიფებთან დაკავშირებით - ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია - თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], ეს ძალიან კარგ ამინდს შექმნის ჩვენთან, რომ შევძლოთ ჩვენი მაღალეფექტიანი თბოელექტროსადგურების დატვირთვა და ელექტროენერგიის იმპორტი შევამციროთ. აზერბაიჯანი ამბობს, რომ შეძლებს სადღაც 30 მილიარდამდე ავიდეს, ეს ძალიან კარგი ციფრია და თუ ყაზახეთიც და თურქმენეთიც ჩაებმებიან, რასაც სერიოზული ინვესტიციების სჭირდება, მაშინ, ევროპაც და ჩვენც დიდ სარგებელს მივიღებთ და იმპორტირებული გაზის პრობლემა გადაგვეჭრება. 90-იან წლებში ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ ევროპელებს, რუსეთს არ მინდობოდნენ და ნაბუქოს სქემა განხორციელებულიყო, მათ ამხელა პრობლემა არ ექნებოდათ და ევროპის გაზით მომარაგების საკითხი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ნაბუქო ვერ „დაიქოქა“ და აზერბაიჯანი-თურქეთის ხაზი გაკეთდა, რომელმაც საქართველოზე გაიარა“. ინფორმაციისთვის „ნაბუქო“ (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. ენერგეტიკოსის ვარაუდით, „ახლო მომავალში მძლავრი, ალტერნატიული ქსელის შექმნაზე სერიოზული ფიქრი დაიწყება“. „გერმანია ამბობს, მომიტანეთ გაზი ჩემს საზღვრამდე და მოგცემთ იმაზე მეტს, რასაც რუსეთს ვუხდი. ეს რეალობას მოკლებულია, რადგან ვერც ჩვენ, ვერც აზერბაიჯანი და თურქმენეთი ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომ თურქმენეთი ჩავრთოთ, ახალი ხაზი გავხსნათ და გერმანიამდე მივიდეთ. თუმცა უნდათ თუ არ უნდათ, ახლო მომავალში დაიწყება სერიოზული ფიქრი მძლავრი, ალტერნატიული ქსელის გაკეთებაზე, რასაც ბუნებრივია, დიდი დრო და სახსრები დასჭირდება. ჩვენი ტერიტორიის გარეშე ეს პროექტი არ განხორციელდება, არ მგონია, რომ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობა ისეთ დონეზ დათბეს, რომ ახალი მარშრუტი მოიძებნოს - აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი და მერე ევროპის გაზსადენი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ BP-სთან, აზერბაიჯანთან და საქართველოს არ შეუქმნია პრობლემა ამ გაზსადენის მუშაობის დროს. გაზის რაოდენობის გატარებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა. საჭირო იქნება საკომპრესორო სადგურებიც დამატება, რაშიც საქართველო ალბათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“, - ამბობს Europetime-თან გია არაბიძე. ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ცნობისთვის, 2007 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით, საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% - რუსეთიდან. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა. „მესტიაში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა სვანური ცეკვა ისწავლა. დიდი მადლობა ანსამბლ „რიჰოს“ შესანიშნავი გაკვეთილებისა და სვანეთის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაზიარებისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ ირანს სანქციებით ემუქრება, თუ რუსეთს სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს
რუსეთის არმიისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუყოვნებლივ დაუწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება „ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება ირანის მიერ უპილოტო ტექნოლოგიების წარმოდგენის გამო. განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს. ყველა ჩვენი სანქცია ძალაში რჩება. ნებისმიერი ასეთი ოპერაცია გამოიწვევს მთელ რიგ სანქციებს, რომლებიც მარაგში გვაქვს. არაა გამორიცხული, რომ ირანს ამ შემთხვევაში სანქციები სხვა ქვეყნებმაც დაუწესონ“, - განაცხადა პრაისმა. როგორც UNIAN იტყობინება, 12 ივლისს ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მედიას აშშ-ს დაზვერვის იინფორმაცია გაუზიარა, რომლის თანახმადაც თეირანს რუსეთისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურს. მისი განმარტებით, ამ იარაღის შეძენის აუცილებლობა, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა განპირობებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 38 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინაში სიტუაცია რთული, მაგრამ სრულად კონტროლირებადია "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1691 ტანკი, 3892 ჯავშანტექნიკა, 851 საარტილერიო სისტემა, 248 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 699 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2767 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 70 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე. შალვა პაპუაშვილმა და კატრინ გიორინგ-ეკარდტმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის.
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. ამასთან, შეხვედრის თემაა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული. „უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება
ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება საკონტეინერო გადაზიდვები ევროპაში რუსეთის გავლით ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩინეთი ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება. რუსეთ-უკრაინის 5 თვიანი ომის ფონზე, ექსპედიტორები, რომლებსაც ჩინური ტვირთები გადააქვთ, სამხრეთისკენ იყურებიან, რათა რკინიგზით შუა აზიის, კავკასიის და თურქეთის გავლით, ტვირთები ევროპაში გადაზიდონ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მარშრუტზე ლოგისტიკური პრობლემები არსებობს. „რათა ამ ვითარებაში გადარჩეს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში ჩინეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს“, - ამის შესახებ რუმინეთის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ბრინზამ განაცხადა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს სწავლობს. მისი თქმით, ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის. ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის სახელითაა ცნობილი. ამ მარშრუტს შუა დერეფანსაც უწოდებენ (BRI) გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. ამ მარშრუტის გამო ჩინეთის ინფრასტრუქტურაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მილიონობით ინვესტიცია განხორციელდა, მაგრამ პროექტი ვერ განვითარდა მიწოდების უფრო მცირე წილის, ღირებულებისა და პროგნოზირებადობის საკითხების გამო. შედეგად, აქტუალური გახდა რუსული მარშრუტი. ამ გზით, საქონელს პირდაპირ ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვებით, შემდეგ კი პორტებით ხვდებოდა ან ბელორუსის გავლით ხდებოდა მიწოდება. შედეგად ეს გზა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, მთავარი სახმელეთო სავაჭრო მარშრუტი გახდა. 2021 წლის მონაცემებით, ამ მარშრუტით დასავლეთისკენ ტვირთების ტრაფიკის 68 % და ევროპაში აღმოსავლეთით გადაზიდული ტვირთების 82% მოდის. მაგრამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა.
ნედ პრაისი: დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის მისაღწევად
აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას, დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, - განაცხადა ნედ პრაისმა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს ესწრება თავად მსჯავრდებული გვარამიაც. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
ევროკავშირი გაწევრიანების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებებს იწყებს
ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანხმა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალას განცხადებით, გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ კოვაჩევსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. „ევროკავშირის საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ახლახან დათანხმდა. ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ეს ჩვენი პრეზიდენტობის დიდი წარმატებაა“, - აღნიშნა პეტრ ფიალამ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან ჩეხეთმა გადაიბარა 19 ივლისს, პეტრ ფიალამ ბრიუსელში გამართა შეხვედრას ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებთან. მისი განცხადებით, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა მნიშვნელოვანი დღეა ევროპისთვის. „ორივე ქვეყანა გამოხატავს მტკიცე ნებას, რაც შეიძლება მალე გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ასევე ჩეხეთის ინტერესებშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდნენ ევროკავშირში“, - აღნიშნავს ფიალა. ცნობისთვის, მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2004 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი, 2005 წელს მიიღო. ალბანეთმა განაცხადი 2009 წელს შეიტანა და კანდიდატის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. მაკედონია და ალბანეთი NATO-ს წევრები არიან.
COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი. "დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 10.84%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის განმავლობაში 9.55%-ს. 7 დღეში ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 72 073 ტესტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რის დასტურიცაა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კახა კალაძის თქმით, თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, სადაც ასევე, შოთა რუსთაველის ძეგლი მდებარეობს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შესაძლებლობებზე, რომელთაც თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იძლევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერებმა ხელი მოაწერეს თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. „გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტაშკენტის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ. მისასალმებელია ისიც, რომ უკვე პირდაპირი ფრენებია დანიშნული - კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი, როგორც თბილისში, ასევე, ტაშკენტში ჩამოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული მიმართულების განვითარებას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უზბეკეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ამ ყველაფრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და დიდი მადლობა უზბეკეთის წარმომადგენლობას მასპინძლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, ტაშკენტისა და თბილისის მერებმა ტაშკენტის მერიის სიტუაციური ცენტრი დაათვალიერეს. „დღეს ტაშკენტში ვმასპინძლობთ საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მეგობრული ურთიერთობა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ძალიან ახლოსაა. ჩვენი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ტაშკენტსა და თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს, იმის დამადასტურებელია, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განვაგრძობთ, რომელიც თავის მხრივ, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარული სფეროების განვითარებას მოიცავს. მოხარული ვარ, რომ ქართველი მეგობრები ჩვენთან ასე ახლოს არიან ტრადიციების, კულტურისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობას ახლო მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, - განაცხადა ტაშკენტის მერმა. თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით.
ილია დარჩიაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ პრემიერის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, რაც ორივე ქვეყანას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს
„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა „დღეს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში. ვიზიტი გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია. შესაბამისად, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ვლადიმირ ნოროვს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მიესალმნენ საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები ქმნის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში განვითარების კარგ საფუძველს. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მაღალ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დიპლომატებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზეც. „საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა СOVID19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის განვითარებას მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზგასმით აღინიშნა რომ არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მზაობა და პოტენციალი. მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2022-2024 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს TOP 10 საექსპორტო ქვეყანა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.6 პროცენტით მეტია. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, სქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (376.2 მლნ. აშშ დოლარი); თურქეთი (240.2 მლნ. აშშ დოლარი); ბულგარეთი (224.1 მლნ. აშშ დოლარი); რუსეთი (223.6 მლნ. აშშ დოლარი); აშშ (141.1 მლნ. აშშ დოლარი); სომხეთი (87.0 მლნ. აშშ დოლარი); პერუ (86.7 მლნ. აშშ დოლარი); აზერბაიჯანი (61.0 მლნ. აშშ დოლარი); უკრაინა (48.8 მლნ.აშშ დოლარი); შვეიცარია (45.5 მლნ. აშშ დოლარი); დანარჩენი ქვეყნები (346.4 მლნ. აშშ დოლარი);
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა, სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს ჰქონოდა ადგილი. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ირანულმა NIOC-მა და „გაზპრომმა“ $40 მილიარდიანი მემორანდუმი გააფორმეს
ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანია NIOC-მა და რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ $40 მილიარდის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ჰოჯასტეხმერმა და გაზპრომის მართვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა დოკუმენტს ონლაინ ცერემონიაზე მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, „გაზპრომი“ ირანულ NIOC-ს კიშისა და ჩრდილოეთ პარსის გაზის საბადოებისა და ნავთობის 6 საბადოს განვითარებაში დაეხმარება. რუსული გაზის გიგანტი ასევე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტების დასრულებასა და გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობაში და სხვა სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებში ჩაერთვება. ცნობილია, რომ ირანი რუსეთის შემდეგ გაზის წარმოებით მსოფლიოში მეორეა, მაგრამ აშშ-ს სანქციებმა თეირანში ინოვაციურ ტექნოლოგიაზე წვდომა და გაზის ექსპორტის განვითარება შეაფერხა.
პოლონეთმა აშშ-სგან პირველი 28 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი მიიღო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის ინფორმაციით, პოლონეთმა 250 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკის შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, აშშ-დან 28 ტანკი უკვე მიიღო. მისი თქმით, ეს არის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპი. ბლაშჩაკმა გაიხსენა, რომ პოლონეთმა ცოტა ხნის წინ, აშშ-ის Abrams-ის შედარებით ძველი თაობის ტანკებიც შეუკვეთა, რომლებსაც ქვეყანა მომდევნო წელს მიიღებს. როგორც ცნობილია, ტანკების სანაცვლოდ, პოლონეთმა უკრაინაში Т-72 ტიპის 240 ტანკი უნდა გაგზავნოს.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროკომისიის იმ რეკომენდაციაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, განიხილეს უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონიც. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს „დღეს გვქონდა პირველადი შეხვედრა. ამ პროცესის ხელმძღვანელი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე. დეოლიგარქიზაციის საკითხი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით არის რეკომენდაციებში. უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე, ვინაიდან, უკრაინაში ეს კანონი მიღებულ იქნა შარშან შემოდგომაზე და მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. ამიტომ, რეკომენდაცია არის იმპლემენტაცია. აქედან, ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით ვივარაუდოთ, რა შეიძლება, იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში. ასევე, განვიხილეთ უკრაინული კანონი, მისი პრინციპები, როგორ მოქმედებს, რა კრიტერიუმებია. მას აქვს უპირატესობა იმ კუთხით, რომ მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ სუბიექტივიზმს და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ამ ტერმინმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა პოლიტიკაში გამოიწვია ამ ტერმინის ინსტრუმენტალიზირება. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გააღრმავა რადიკალური ჯგუფების მხრიდან პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანის სურვილი. ეს არის კანონი, რომელიც ქართული პოლიტიკური სუბიექტივიზმისგან მოწყვეტილად უცხოური რეკომენდაციითა და პრაქტიკით არის შედგენილი, რომელიც მოწონებულია, მათ შორის, ევროკავშირი მოუწოდებს, რომ ეს კანონი იქნას იმპელმენტირებული. ამიტომ, კანონის გადმოღება შეიძლება იყოს იმ კუთხით კარგი, რომ არ გამოიწვიოს შემდეგ რაიმე ურთიერთბრალდებები, რომ კანონი ვიღაცას ერგება ან არ ერგება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას თავი აარიდეს. „გუშინ, თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საჩქაროდ არის საკითხები განსახილველი, დღეს კი ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობასაც კი არ იღებენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი ინტერესია არა ევროპა, არა საქართველო, არა წინსვლა, არამედ, ერთადერთი მთავარი მიზანია ძალაუფლების დაბრუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.