ძებნის რეზულტატი:
სტოლტენბერგის თქმით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის
NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის განცხადებით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან დასავლეთ ბალკანეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, წერს Reuters. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ „მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესებულია, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ბელგრადისა და პრიშტინის ოფიციალური პირების, რომ მორე ესკალაცია თავიდან აიცილონ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.„მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და მოერიდონ ძალადობას. NATO აგრძელებს ადგილზე სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ჩვენი KFOR-ის სამშვიდობო მისია რჩება ფოკუსირებული გაეროს მანდატზე. თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, KFOR მზადაა ჩაერიოს", - თქვა სტოლტენბერგმა. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეულის გამართვის ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს, სადაც ყველას, მონაცვლეობით ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი რომელიმე პროდუქციის გამოფენით, კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, თუ რაიმე თემაზე საუბრებით. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს ინიციატივა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სამეგრელოში ქალ ბიზნესმენებს, ახალგაზრდებსა და სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. პრეზიდენტი ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი დაათვალიერა და ტექნოპარკის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინოვაციური და სტარტაპ იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესს ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ. ,,ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია რეგიონების განვითარება. თქვენ რეალურ ძალასა და იმედს წარმოადგენთ. ჩვენ ახლა ევროკავშირში ინტეგრაციის ბოლო ეტაპისთვის ვემზადებით და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა და მონაწილეობა. ჩვენ წინაშე არსებულ ბევრ რეკომენდაციაში რეგიონების როლი საკმაოდ გამოკვეთილია - თვითმმართველობა, თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა და ამ ყველაფრისთვის თქვენ ხართ საჭირო. ძალიან დიდია მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა, საზოგადოების გარეშე არაფერი კეთდება, ეს არის დემოკრატიის პირველი და მთავარი პრინციპი. ამიტომ, თქვენც ატარებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას და თქვენი ინიციატივების გარეშე, ბევრი რამ ვერ გაკეთდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა. შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს. მარი ბენდელიანმა, რომელიც პანდემიის დროს თბილისიდან ზუგდიდში გადავიდა და ნარჩენების მართვის სოციალური საწარმო შექმნა აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ასეთი პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა გაჟღერდეს რეგიონში მცხოვრები ადამიანების, მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდების ხმა და მივიდეს იქ, სადაც საჭიროა და სადაც გადაწყვეტილებების მიიღება. ,,გვსურს, რომ რომელიმე ძველი ქარხნის შენობაში შევქმნათ დიდი სივრცე, რამდენიმე სახელოსნოთი, რომელიც იზრუნებს ქსოვილის ნარჩენების აღდგენაზე, ელექტრომოწყობილობებისა და ძველი ავეჯის აღდგენაზე. ასევე, გვექნება საერთო სამუშაო სივრცე, რაც ზუგდიდში ძალიან ცოტაა. გვინდა, რომ გვქონდეს ნულოვანი ნარჩენის მაღაზიაც. მთელი შენობის კონცეფცია იქნება ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვა “, - განაცხადა ბენდელიანმა. ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამაარსებლის სალომე ადამიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონის ახალგაზრდებთან, ქალებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი ამკვიდრებს ამ პრაქტიკას და ამ ფორმატში უშუალოდ ცდილობს გაარკვიოს დღის წესრიგის ის საკითხები, რაც დგას რეგიონის მოსახლეობის წინაშე და გამართოს ამ ტიპის დიალოგი. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ღია და ძალიან საინტერესო საუბრისათვის. შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეების ნაწილმა პრეზიდენტს თავისი პროდუქციაც წარუდგინა.
იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცებამ ადგილზე ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო „რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტის უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიისა თუ ინციდენტის რისკს. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობას”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების დაშვება და რუსული ძალების გაყვანის უზრუნველყოფა. უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.
აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას - აშშ-ის საელჩო
აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც საელჩოს Facebook-ზე, ელჩი დეგნანის მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა. „ამერიკელებისთვის „დამფუძნებელი მამების" ცნება ძალიან ახლო და ძვირფასია. ამ ქვეყანაში თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა. მისი მრავალმხრივი საქმიანობა და მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია. ჩვენი მისიისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.
დანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების შემცირებას გეგმავს
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდ იმედოვნებს, რომ ევროკავშირი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ ევროკავშირი ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს. „თუ ეს ვერ მოხერხდება საერთო გადაწყვეტილებით, დანიის მხრიდან განვიხილავთ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის ტურისტული ვიზების რაოდენობას“, - განაცხადა ჯეპე კოფოდმა. „ძალიან სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ რუს ტურისტებს შეუძლიათ გარუჯვა და მდიდრული ცხოვრებით იცხოვრონ ევროპის სამხრეთში, მაშინ როცა უკრაინის ქალაქები იბომბება“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ფინეთმა გადაწყვიტა სექტემბრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის 90%-ით შეემცირება. 11 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში შენგენის ვიზების მქონე რუსებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ქვეყანაში არ შეუშვებს. მანამდე კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს
ესტონეთი 18 აგვისტოდან 50 000-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს, რომლებზეც შენგენის ვიზა გასცა, საზღვარს ჩაუკეტავს. ესტონეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის საზღვარს აღარ გადააკვეთინებს. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ევროპის საჰაერო სივრცე რუსული ავიახაზებისთვის დიდი ხანია დახურულია, თუმცა რუსეთის ბევრი მოქალაქე ხშირად ევროპის კავშირის ქვეყნებში მოსაზღვრე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან შედის. შენგენის ვიზა მათ აძლევს შესაძლებლობას, 26 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის სხვადასხვა ქვეყანაში 90 დღე იმოგზაურონ. ესტონეთი აცხადებს, რომ ყოველდღიურად მის საზღვარს საშუალოდ რუსეთის 2 500 მოქალაქე კვეთს. აქედან ნახევარს შენგენის ვიზა აქვს. თავად ესტონეთში მცხოვრები მოსახლეობის 9% უცხოელია და მათი უმრავლესობა რუსია. შეგახსენებთ, რომ მანამდე ფინეთმა პირველი სექტემბრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის 90%-ით შეემცირება გადაწყვიტა. 11 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში შენგენის ვიზების მქონე რუსებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ქვეყანაში არ შეუშვებს. მანამდე კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
ყაზახურენოვან სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება - ყაზახეთის განათლების მინისტრი
ყაზახეთში 2022 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფო სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება. ამის შესახებ ყაზახეთის განათლების მინისტრმა ასხატ აიმაგამბეტოვმა განაცხადა, იუწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდი. ასხატ აიმაგამბეტოვის თქმით, „სპეციალური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პირველკლასელებს უჭირთ ერთდროულად სამი ენის სწავლა. ამიტომ გადაწყდა, რომ სახელმწიფო სკოლებში გაკვეთილები ჩატარდეს მხოლოდ ყაზახურ ენაზე, ხოლო რუსულენოვან სკოლებში - ყაზახურ და რუსულ ენებზე“. ინგლისური ენის შესწავლა ყაზახეთის სკოლებში მესამე კლასიდან შემოვა.
ავსტრალიაში რუსეთის ფედერაციას საელჩოს მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს
ავსტრალიაში, რუსეთის ფედერაციას საელჩოს მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება შეუჩერდათ. „ამის მიზეზია ის, რომ რუსეთის ფედერაციამ თავისი ახალი დიპლომატიური მისიის მშენებლობა საკმარისად სწრაფად არ დაასრულა. სამშენებლო კომპანიას 20 დღე აქვს, იმისთვის რათა დატოვოს ობიექტი, რომელიც იარალუმლაში პარლამენტთან ახლოს მდებარეობს“, - ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში. რუსეთის ფედერაციას ავსტრალიაში უკვე აქვს საელჩო კანბერას გარეუბანში და მისი გადატანას იარალუმლუში გეგმავდა. რუსეთის ფედერაციამ მიწა 2008 წელს იჯარით აიღო, 2011 წელს კი მშენებლობის ნებართვა მიიღო. მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა რუსულმა მხარემ დათქმული ვადა დაარღვია.
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას - პრემიერი
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე დაწერა. „23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“, - წერს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს, ანწუხელიძემ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2003-2004 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა. 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის 1 აგვისტომდე, სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.
ქაბულის მეჩეთში აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. Al Jazeera-ს წყაროს ცნობით, აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მათ 27 დაშავებული პაციენტი მიიღეს, მათ შორის, 7 წლის ბავშვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამიც.
Pfizer-მა კომპანია Global Blood Therapeutics-ი $5.4 მილიარდად იყიდა
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Pfizer-მა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, Global Blood Therapeutics-ი $5.4 მილიარდად იყიდა. Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ მხარეებს შორის შემდგარი გარიგება, პაციენტების მდგომარეობას გააუმჯობესებს. „ღრმა ბაზრის ცოდნა და მეცნიერული და კლინიკური შესაძლებლობები, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში იშვიათ ჰემატოლოგიაში შევიმუშავეთ, საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ინოვაციები“, - თქვა ბურლამ. როგორც ცნობილია, კომპანიის ერთ აქციაში Pfizer-მა $68.5 გადაიხადა. ამასთან, Global Blood Therapeutics-ი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატს აწარმოებს, რომელმაც გასულ წელს, კომპანიას $195 მილიონი მოუტანა. ცნობისთვის, რომ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია მწვავე დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 4.5 მილიონ ადამიანს აქვს.
ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი ჰადას მეიცადი საქართველოშია. მან ამ თანამდებობაზე რან გიდორი შეცვალა, რომელსაც ვადა ამოეწურა. „ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ, შევუდგე საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში. ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა“, - აცხადებს ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, რომლის კომენტარს საელჩო ავრცელებს. ჰადას მეიცადს გაეროში ისრაელის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის პოზიცია ეკავა.
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს, 38 წლის გახდებოდა. Europetime-თან ერთ-ერთ ინტერვიუში გმირზე, მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე და შვილები ლევან და ანა ანწუხელიძეები გვესაუბრებიან... ლევანი სულ რაღაც ათი თვის იყო მამის გარდაცვალებისას, ხოლო ანას დაბადებას მამა ვეღარ მოესწრო... საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს, ანწუხელიძემ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2003-2004 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა. 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის 1 აგვისტომდე, სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.
მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის მკვიდრი ექვსი წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით მდინარე ცხენისწყალში იპოვეს. მდინარე ცხენისწყალში სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ცნობისთვის, მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარეში გუშინ დაიწყო. ბიჭი და-ძმასთან ერთად ბაბუას ჰყავდა მდინარეზე წაყვანილი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების სამხედრო საწყობი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების სამხედრო საწყობი გაანადგურეს. უკრაინის დაზვერვა: აგვისტო და სექტემბერი ფრონტზე უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება როგორც ცნობილია, განადგურებულია ბელოგორკაში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი. ამასთან, დაბომბვის შედეგად სულ მცირე, 29 რუსი ოკუპანტი დაიღუპა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
„უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედაგად განვითარებული გართულებების გამო, ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა“, - შესაბამის ინფორმაციას მისი და ავრცელებს. „19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშვეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე“, - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საკონსულო შესაბამის პროცედურებს აწარმოებს. „უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განუცხადეს Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უკრაინაში 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ნაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყირიმის პლატფორმის სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართება
ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები, რომლებიც 23 აგვისტოს ონლაინ შეიკრიბებიან, აზოვის ზღვის, ასევე, შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი თამილა ტაშევა აცხადებს. მისივე თქმით, ცალკე ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებებს. ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება. მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ სამიტს უკვე შეუერთდა 48 სახელმწიფოს წარმომადგენელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათობით ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა ღონისძიებაში მონაწილეობა უმაღლეს და მაღალ დონეზე. „ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა შენარჩუნებულია და ძლიერდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.