ძებნის რეზულტატი:
გერმანიის მთავრობა საქართველოს ურბანული სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებაში დაეხმარება
გერმანიის მთავრობა Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ის მეშვეობით, საქართველოს ურბანული სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებაში დაეხმარება. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია GIZ-ს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 2020 წლიდან გერმანია პროექტის - „მდგრადი ურბანული მობილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobilty4Cities) მეშვეობით მუდმივად უჭერს მხარს თბილისისა და ბათუმის ადგილობრივ საქალაქო ადმინისტრაციას. თუმცა COVID19-ის პანდემია იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება სრულფასოვანი აქტივობების განხორციელებისას, რამაც ერთობლივ რეგიონულ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. „Mobility4Cities-მა მოამზადა რამდენიმე პროექტი, მათ შორის არის თბილისის მთავარი არტერიული დერეფნის მოძრაობის კონცეფციის მომზადება, ტრაფიკზე ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და პარკირების სტრატეგია“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
ანკარა: თურქეთისთვის C-400 მიწოდების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ცვლილებები არ არის
თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-400-ის შესყიდვის პროცესში ცვლილებები არ მომხდარა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული თავდაცვის ინდუსტრიის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „მოვლენებს ახალი განვითარება არ აქვს. პროცესი გრძელდება თავდაპირველად მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში. მანამდე, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულება გაფორმადა.
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ამასთან, ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტი პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის - მედია
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორია და იქ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში და მართვაში დარჩება. მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ სოხუმის აეროპორტში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის მიერ ჩატარებული შემოწმების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „რუსეთის ფედერაციის ობიექტები" იყო აღნიშნული. მათ შორის, ხელოვნური ასაფრენი ბილიკი, საკონტროლო კოშკი და საგუშაგო. „საინვესტიციო ობიექტებს“ მიეკუთვნება, კერძოდ, საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობა, სადგურის წინა მოედანი და ბენზინგასამართი პუნქტი, ხოლო „აფხაზეთის რესპუბლიკის ობიექტებად“ მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტისას გაირკვა, რომ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის პროექტის ინვესტორია - რუსეთის სამეწარმეო ჯგუფი „საბაზისო ელემენტი“. ჯგუფი შედგება კომპანიებისგან, რომლებსაც აკონტროლებს ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს-ინტერესების სფეროში. კომპანიების ძირითადი აქტივები, შედის „საბაზისო ელემენტში“, (Basic Element Ltd ) რომელიც კუნძულ ჯერსიზეა რეგისტრირებული. ჯგუფის აქტივები კონცენტრირებულია მანქანათმშენებლობის, სამთო, მეტალურგიული, ენერგეტიკის, ფინანსური, სამშენებლო, ავიაციის, სოფლის მეურნეობის და სხვა ეკონომიკის სექტორებში რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებში, აფრიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ოლეგ დერიპასკა აშშ-ს სანქციების სიაში 2018 წლიდან იყო. მისი სახელი მოხსენიებულია აშშ-ის დეპარტამენტების მრავალ პუბლიკაციასა და ოფიციალურ დოკუმენტში აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ, მაგრამ არ არის ცნობილი, რომ მას ოფიციალურად ბრალი წაუყენეს აშშ-ში. 2022 წლის თებერვალში ბიზნესმენმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მალე დაწყებისკენ მოუწოდა. 2022 წლის მარტის დასაწყისში მან კვლავ გაავრცელა განცხადება ომის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ის ევროკავშირის სანქციების სიაში მაინც მოხვდა. 2017 წელს დერიპასკამ მიიღო კვიპროსის მოქალაქეობა, მაგრამ 2022 წლის აპრილში, ევროკავშირის სანქციების სიაში ყოფნის გამო, მას კვიპროსის მოქალაქეობა ჩამოერთვა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და შესაბამისი ინფორმაცია დოკუმენტიდან 2006 წელს წაშალა.
ამერიკის საელჩო: წლებია, ვზრუნავთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ადრეული შუა საუკუნეების შედევრი - სვეტიცხოველი დაათვალიერა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს ძეგლები არამხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილია. „ოფიციალური თუ პირადი ვიზიტებისას ყოველთვის ვნახულობთ დროს საქართველოს საგანძურების მოსანახულებლად. კულტურული ძეგლებით მდიდარ საქართველოში ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის მეშვეობით, აშშ-ის საელჩო წლებია ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ზრუნავს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.
16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის "ნინოსხევის ჩანჩქერში" დახრჩობის საქმეზე სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას პრაკურატურა სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრებს
16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის "ნინოსხევის ჩანჩქერში" დახრჩობის საქმეზე გურჯაანის სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრებს. საგამოძიებო უწყება მოითხოვს, რომ მასწავლებლებს სასჯელი გაუმკაცრდეთ. ექსკურსიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო "პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ "ნინოსხევის ჩანჩქერის" მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია", - წერია პროკურატურის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ამერიკის საელჩო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები საელჩოს ტერიტორიაზე სასწავლო წვრთნას ჩაატარებენ
18 აგვისტოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და ამერიკის საელჩო ჩაატარებენ სასწავლო წვრთნას საელჩოს ტერიტორიაზე და მის გარშემო. ამერიკის საელჩოს განცხადებით, აღნიშნული წვრთნების ჩატარების მიზანია საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების პერსონალს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განმტკიცება. „ეს წვრთნები არის ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ამერიკის საელჩოს შორის თვეების განმავლობაში დაგეგმილი პროგრამის კულმინაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შესანიშნავი თანამშრომლობა აქვთ მრავალი მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებში. დღევანდელი წვრთნის მსგავსი პროგრამა უზრუნველყოფს აღნიშნული პარტნიორობის წარმატებულ გაგრძელებას“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.
ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ
რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ, თურქეთმა და ისრაელმა ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ თურქეთის საგაერეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ანკარა პალესტინელების უფლებებს დაიცავს. ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და ისრაელი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად უახლოეს მომავალში შეხვედრას გეგმავენ. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. „თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს. მანამდე ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ქვეყნებს შორის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის მაისიდან დაიწყო. „2018 წელს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის საწინააღმდეგო აქციების დროს, ღაზის საზღვარზე ისრაელის ძალების მიერ 60 პალესტინელის ლიკვიდირების შემდეგ, ორმა რეგიონულმა ძალამ ქვეყნებიდან ელჩების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ქვეყნები კავშირების გამოსწორებაზე მუშაობდნენ, ენერგეტიკა პოტენციური თანამშრომლობის საკვანძო სფეროდ იქცა“, - წერს Reuters-ი.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გატანილი $20 მილიონიდან, მხოლოდ $8 305 000 გაყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 17 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად $20 მლნ გამოიტანა. აუქციონზე $8 305 000 აშშ გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 შეადგინა. მანამდე, ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში, სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია 3-ჯერ განახორციელა და ჯამში $70 მილიონი შეისყიდა. ბოლო შესყიდვა 10 აგვისტიოს განხორცელდა, როცა სებ-მა $40 მილიონი შეისყიდა. 15 აგვისტოს, ეროვნული ლარი, აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა და აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7877 ლარი შეადგინა. რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები
მექსიკაში წლის დასაწყისიდან 14 ჟურნალისტი დაიღუპა
წლის დასაწყისიდან მექსიკაში მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 14-მდე გაიზარდა მას შემდეგ რაც ხუან არჯონ ლოპესის ცხედარი ქვეყნის ჩრდილოეთით, სონორას შტატში აღმოაჩინეს. მექსიკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კლაუდია ინდირა კონტრეას კორდობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლოპესი, A Que Le Temes-ის რეპორტიორი, 9 აგვისტოდან დაკარგულად ითვლებოდა. 62 წლის ლოპესის კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბოლოს 8 აგვისტოს ნახეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ლოპესის გაუჩინარების შესახებ, ხელისუფლებამ სამძებრო ჯგუფი შექმნა. მექსიკაში პრესის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ტალღა არ წყდება. ჟურნალისტი ხოსე ლუის გამბოა 10 იანვარს ვერაკრუსის შტატში გარდაცვლილი იპოვეს. ქვეყანაში 2022 წელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე მზიმე წლად ითვლება. უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. რეპორტიორების საზღვრებს გარეშე (RSF) მონაცემებით, ქვეყანაში 2000 წლიდან 150-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.
სალომე ზურაბიშვილი: ქართული ცხენოსნობის განვითარებას მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება
ქართული ცხენოსნობის განვითარებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის არ მხოლოდ სპორტის სახეობა, არამედ ჩვენი კულტურა და ტრადიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში, საცხენოსნო კლუბში „ხარება“ სტუმრობისას განაცხადა. „როგორც „ენგურჰესია“ ხიდი აფხაზეთთან, ასევე ცხენი და ცხენოსნობა არის ხიდი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის და ზოგადად, გამაერთიანებელი. აუცილებელია, არსებობდეს ბევრი საჯინიბო და მათ რეგიონისა და ცენტრალური ხელისუფლებისგან ხელშეწყობა ჰქონდეთ. საჭიროა, აქ იმართებოდეს დიდი შეჯიბრები, სადაც აფხაზებიც ჩამოვლენ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. საჭიროა, ამ ადგილს მისი კუთვნილი, ისტორიული ფუნქცია დავუბრუნოთ და არ დავივიწყოთ, რომ ცხენოსნობას ქართული სახელმწიფოსა და ქართული მხედრობისთვის კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. თუ ამ ყველაფერს ერთად გავიაზრებთ და ტურიზმის მიმართულებასაც დავამატებთ, ეს მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაცოცხლებელი დარგია. მივხედოთ ამ დარგს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 2016 წელს დაარსებული საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებსა და მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. როგორც USAID-ის მიერ დაფინანსებული საცხენოსნო კლუბის დაფუძნებული, დეკანოზი იაკობ ეხვაია აცხადებს, თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცეში მოზარდი თაობა გაუცხოებულია ბუნებასთან და ამიტომ მნიშვნელოვანია ცხენოსნობის განვითარება. კლუბის დამფუძნებელმა საქართველოს პრეზიდენტს კლუბის განვითარების შესახებ შემუშავებული პროექტი წარუდგინა და მისი თანადგომის სურვილი გამოთქვა.
იაირ ლაპიდი: ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას
თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისადმი მიძღვნილ განცხადებაში, ისრაელის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ამბობს, რომ ისრაელი განაგრძობს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას. მისივე თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაფართოებას და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ „თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს.
უკრაინის დაზვერვა: აგვისტო და სექტემბერი ფრონტზე უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება
უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ მიანიშნა, რომ დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევა შეიძლება, მალე დაიწყოს, აღწერს უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის სიტყვებს CNN. „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის ფაქტორი“, - დაამატა უწყების სპიკერმა. „დაზვერვის მთავარი დირექტორატი დიდი ხანია, აცხადებს, რომ აგვისტო და სექტემბერი მთელ ფრონტზე მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება“, - აღნიშნავს სპიკერი. უკრაინის ოფიციალური პირები კვირების განმავლობაში იუწყებოდნენ უკრაინის კონტრშეტევაზე ოკუპირებული ტერიტორიის - კონკრეტულად კი, სამხრეთის დასაბრუნებლად. ინფორმაციისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - უკრაინის ეროვნული დღესასწაული ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ოკუპირებულ ყირიმში ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღი
შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი არ შეიძლება, გამოყენებული იყო რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება ყირიმს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ მათ მიერ მოწოდებულ იარაღს არ გამოვიყენებთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მაგრამ თუ დღეს ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, - განაცხადა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე აფეთქებისას რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს მორიგი აფეთქება ოკუპირებულ ყირიმში 16 აგვისტოს მოხდა.
პეკინი რუსეთში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჯარებს გაგზავნის
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინი რუსეთში ჯარებს გაგზავნის წვრთნებში - Vostok-2022 მონაწილეობის მისაღებად. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჩინეთის მონაწილეობა წვრთნებში მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებას, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლებას და სხვადასხვა საფრთხეზე რეაგირების უნარის გაძლიერებას". პეკინი აქვე განმარტავს, რომ „ეს არ არის დაკავშირებული დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან“. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და სხვა ქვეყნები. წვრთნები 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება. ბოლო ასეთი სწავლება 2018 წელს გაიმართა და მასში ჩინეთი პირველად მონაწილეობდა. ცნობისთვის, 10 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ეპოქაში“ შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, არც საერთაშორისო გარემოს და მესამე ქვეყნებში არსებული გარემოებების შეცვლისკენ“, - აღნიშნავდნენ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოში კერამიკის სტუდიასა და თხილის საწარმოს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, კერამიკის საწარმოს „ორკოლი“ ესტუმრა, რომელიც უნიკალური ქართული ტრადიციით შავ, პრიალა კერამიკას აწარმოებს. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ხორციელდება მცირე ბიზნესისა და ტრადიციული წარმოების მხარდასაჭერად, რაც, ზუგდიდის კერამიკის მსგავსად, გადამწყვეტია რეგიონული განვითარებისთვის. 35-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში, რომელმაც წარმოება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გააფართოვა და განავითარა, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. კერამიკის სტუდიის „ორკოლი“ დამფუძნებლის, რობერტ აბსანძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და აღორძინდეს კოლხური და ქართული თიხის წარმოების ტრადიცია, რომელიც ქალაქ ზუგდიდისა და ზოგადად, რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. „საწარმო სხვადასხვა სახის კერამიკულ ნაკეთობებს აწარმოებს, რომლებზეც გამოსახული ორნამენტები უძველესი ქართული, არქაული კერამიკული ნამუშევრებიდანაა აღებული და კომპოზიციურად სინთეზია შექმნილი“, – განაცხადა რობერტ აბსანძემ. სამეგრელოში საქართველოს პრეზიდენტი ასევე ესტუმრა თხილის საწარმოს „აგრიჯორჯია“, რომელიც „ფერეროს“ შვილობილი კომპანიაა და 1 800 ჰექტარზე მოყვანილ პროდუქციას იტალიაში ექსპორტზე აგზავნის. კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს საწარმოს საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ კომპანიაში ამ ეტაპისთვის განხორციელებულია 100 მილიონი ევროს ინვესტიცია და ბოლო ორი წლის განმავლობაში იტალიაში, დაახლოებით, 4 500 ტონა თხილი გააგზავნეს. საწარმოს პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 300 ადგილობრივი, სეზონზე კი, დაახლოებით, 1 500 ადამიანი.
უკრაინის ოფიციალური პირი ამბობს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სულ მცირე 3 აფეთქების უკან კიევი დგას - CNN
უკრაინა ოკუპორებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან დგას - საკის საჰაერო ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავში, მაისკში და გვარდეისკოეში, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მთავრობის მოხსენებაში, რომელიც CNN-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. ამერიკული მედია წერს, რომ ოფიციალურმა პირმა ანონიმურობა მოითხოვა, რადგან ისინი არ იყვნენ უფლებამოსილი, გაეზიარებინათ ინფორმაცია მედიასთან. უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ოკუპირებულ ყირიმში ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღი საკის ავიაბაზაზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. განადგურდა სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ ჩანაწერზე. სამშაბათს ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა - ამჯერად მაისკეში, საბრძოლო მასალის საცავში და გვარდეისკოეს აეროდრომზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მაისკში დივერსიის შედეგი იყო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ დივერსიის სახეობა ან ვის თვლიან, მასზე პასუხისმგებლად. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.
სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ
ბოლოდროინდელი სასაზღვრო დაძაბულობის ფონზე, ალექსანდრ ვუჩიჩმა და ალბინ კურტმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელისგან შეხვედრის მიწვევა მიიღეს. ლიდერები სავარაუდოდ, 18 აგვისტოს შეხვდებიან ჯოზეფ ბორელს, ასევე, NATO-ს ხელმძღვანელს იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიროსლავ ლაიჩეკს. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და გაეროს წევრთა უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა მეზობლისგან ცალკე ავტონომიურ სახელმწიფოდ აღიარეს. თუმცა სერბეთი პრეტენზიას კვლავ აცხადებს. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ „მთავარი არხი" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალუად წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ, მას ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, წარუდგინა. უწყება სასამართლოს, დაკავებულთან მიმართებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც ხვალ უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი სამმხრივ შეხვედრას უკრაინისა და თურქეთის ლიდერებთან გამართავს, სადაც „მარცვლეულის შეთანხმების“ შიდა სამუშაოებს განიხილავენ. ანტონიო გუტერეში ასევე გეგმავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას. შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი სტამბოლში ჩავა.