ძებნის რეზულტატი:

Bloomberg: სინგაპურში Credit Suisse-ს წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის $800 მილიონიანი საქმის განხილვა იწყება

Bloomberg-ის ცნობით, დღეს სინგაპურში, Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა იწყება. ბიძინა ივანიშვილი მიყენებული ზარალის გამო, $800 მილიონს ითხოვს. Bloomberg: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესისთვის ემზადება გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი, სასამართლო პროცესზე ჩვენებას საქართველოდან ვიდეოჩართვის საშუალებით მისცემს.  რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის შტატში იმავე ბანკთან ექვსწლიანი დავა მოიგო. ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია Credit Suisse Life-ს ივანიშვილისთვის 607,35 მილიონი დოლარის გადასახდელად 42 დღე მისცა. ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის სექტემბრის სარჩელი ეხება Credit Suisse-ის კიდევ ერთ შვილობილი კომპანია Credit Suisse Trust-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული. სარჩელი სინგაპურში ხუთი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესის ნაწილია. პატრის ლესკოდრონი, ყოფილი ბანკირი, 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის თითქმის ათწლეულის სქემისთვის, რომელშიც მან გააყალბა ხელმოწერები, რათა დაეშვა არაავტორიზებული ტრანზაქციები მისი კლიენტების ანგარიშებზე და თავიდან აეცილებინა მზარდი ზარალი. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო, რომელთანაც Credit Suisse-მა დააარსა საინვესტიციო კომპანიები სინგაპურში, ბერმუდასა და ახალ ზელანდიაში. Credit Suisse დღემდე ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი ბანკისგან დამოუკიდებლად და ფარულად მოქმედებდა.  

წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ შემოსული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან. მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ – ლიკვიდაცია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია  

მედია: ქაბულში რუსეთის საელჩოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არის მსხვერპლი

რუსული მედიის ცნობით, 5 სექტემბერს, დილით, ქაბულში რუსეთის საელჩოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროს შენობის წინ ვიზების ასაღებად მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.  „რია ნოვოსტის“ წყარო იუწყება, რომ აფეთქების მომენტში რუსი დიპლომატი ქუჩაში გამოვიდა და ვიზის მსურველების ვინაობა დაასახელა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ან დაშავდა 15-დან 20-მდე ადამიანი. ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ აფეთქებისას სულ მცირე ორი რუსი დიპლომატია დაღუპული.   

მედია: რუსულმა ჯარებმა, ქალაქ ნიკოპოლს მძიმე არტილერიით შეუტიეს - დაზიანებულია ადგილობრივი სკოლა და 10-მდე საცხოვრებელი სახლი

რუსულმა ჯარებმა, ქალაქ ნიკოპოლს მძიმე არტილერიით შეუტიეს. დაზიანებულია ადგილობრივი სკოლა და 10-მდე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის მაღალსართულიანი კორპუსები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს ამასთან, ოკუპანტებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფელზე, დაშავებულია 2 ადამიანი. განადგურდა 16 სახლი. ზელენსკიმ დაასახელა ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

უკრაინული მედია: უკრაინელმა სამხედროებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, 104 ოკუპანტი და მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 104 ოკუპანტი და მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს „საბრძოლო დღის შედეგებია: 104 ოკუპანტი, 6 ტანკი, 26 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, 9 Msta-S და Msta-B ტიპის ჰაუბიცა, ასევე უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატი Eleron-10“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ზელენსკიმ დაასახელა ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა

Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა.  დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა  €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია.  ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ  ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა.  კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.  ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.   

კახა კალაძე: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია

"ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. „ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.  

მედია: ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო 20 წლის მინიმუმზეა

Financial Times-ის ცნობით, ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის მინიმუმზეა. 5 სექტემბრის დილას ევროს კურსი 0.71 პროცენტით დაეცა და ერთი ევრო 0.9883 დოლარი ღირდა. „ეს არის ევროს ყველაზე დაბალი კურსი 2002 წლის დეკემბრის შემდეგ“, - წერს გამოცემა.  ანალიტიკოსების შეფასებით, ევროს აშშ დოლართან მიმართებით ვარდნა, ევროპული ეკონომიკის გაურკვევლობით დაზარალდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა Nord Stream-ი სრულად გააჩერა.  კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.  ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.   

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, თანხმა დაიხარჯება ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების კომპენსირებისთვის. ამასთან, გერმანიის მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ მოქალაქეები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ხოლო საწარმოები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. "ერთჯერადად სტუდენტები 200, ხოლო პენსიონერები 300 ევროს მიიღებენ. ამას გარდა, 2023 წლიდან გაიზრდება შემწეობა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.   ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და თუ ზამთარში ძალიან აცივდა, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ  

რუსეთში მეტროს ვაგონების წარმოება 40%-ით შემცირდა

2022 წლის აპრილსა და ივლისში რუსეთში მეტროს ვაგონების წარმოება შეჩერდა, ხოლო მოძრავი შემადგენლობის წარმოების მთლიანმა კლებამ წლის პირველი ნახევრისთვის 42% შეადგინა. ამის შესახებ, რუსული მედია „როსსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. წარმოების ვარდნის მიზეზი საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის შეწყვეტამ და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.  რუსული მეტროს მანქანების მწარმოებელის Transmashholding-ის (TMH) სპიკერმა დაადასტურა, რომ ივლისში გადაზიდვები არ განხორციელებულა, მაგრამ აგვისტოში განახლდა. მოსკოვის მეტროპოლიტენის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი მოძრავი შემადგენლობის მიწოდების გეგმები დროულად სრულდება და წლის ბოლომდე მოსკოვი იმავე რაოდენობის მანქანებს მიიღებს, რამდენიც წლის პირველ ექვს თვეში (168) მიიღო. 2021 წელს, „როსსტატის“ მონაცემებით, რუსეთში 430 მეტროს მანქანა იწარმოებოდა, მათგან 366 (85%) მიტიშჩის TMH Metrovagonmash ქარხანაში. „წარმოების შემცირების მთავარი მიზეზი არის უცხო კომპონენტების ნაკლებობა, რომლებიც ანალოგებით უნდა შეიცვალოს“, - აცხადებენ კომპანიაში.  

კახა კალაძე: ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ ქვეყნის მტრები არიან

"ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ „ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები არიან“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კლაძაემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე", - აღნიშნავს კალაძე. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

ისრაელმა თურქეთთან ფრენების აღდგენაზე შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ თურქეთთან ფრენების აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თავის Twitter-ზე განაცხადა. თურქეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის ავიაკომპანიები, ანკარის მიმართულებით ფრენების უფლებას მიიღებენ „მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება თურქეთსა და ისრაელს შორის საჰაერო კომუნიკაციის დამყარების შესახებ“, - წერს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, დოკუმენტის ძალაში შესვლით ისრაელის ავიაკომპანიები სტამბოლიდან და თურქეთის სხვა მიმართულებებიდან ფრენებს განაახლებენ. 17 აგვისტოს თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენისა და ორი ქვეყნის ელჩებისა და გენერალური კონსულების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ასევე ანკარამ და თელ-ავივმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  „თურქეთის ავიახაზები“ამჟამად ახორციელებენ ფრენებს ისრაელში.  

რუსთავის მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ

რუსთავის მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 50 პროცენტიანი გაზრდა. როგორც ცნობილია, საწარმო ამჟამად გაჩერებულია. მუშების ნაწილი საწარმოს შესასვლელთანაა შეკრებილი და დირექციის პასუხს ელოდება. "მძიმე სამუშაო პირობების ფონზე, 600-700-ლარიანი ხელფასი, სრულიად არასაკმარისია ცხოვრების მინიმალური პირობების დაკმაყოფილებისთვის", - აცხადებენ მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები.  

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს 2 წარმომადგენელი დარჩა

5 სექტემბერს IAEA-ს ინსპექტირების ჯგუფის ექვსი წარმომადგენლიდან ოთხმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ ობიექტზე ორი ექსპერტი დარჩება. ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს. დენის შმიგალი: ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს  მანამდე ცნობილი იყო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგები პარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს ორი ექსპერტი მუდმივად დარჩება. როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით უკრაინაში პირველ სექტემბერს ჩავიდა. ZNPP, ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური, რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ ოკუპანტებმა სადგურის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა განათავსეს, ასევე, დაბომბეს მიმდებარე ტერიტორია.  გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და პერსონალი ბირთვული ობიექტიდან. CNN: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამსახველ სატელიტურ ფოტოებზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ჩანს უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.

ირაკლი ღარიბაშვილი ბირიუსელში ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას დაესწრება

„დღეს ჩვენ მოვემგზავრებით ბირიუსელში, სადაც ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა იმართება. დელეგაციას პირადად ვუხელმძღვანელებ, რომელშიც ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც იქნებიან“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე ბუნებრივია ჩვენ გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  გაეცანით Europetime-ს სტატიას:   ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას  

მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,კარწახი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკების მოქალაქეების, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 43 280 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.  

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესაებ თბილისის მერია ავრცელებს. მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 715 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰიდროიზოლაცია მოეწყო და ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2 300 კვ.მ ფართობზე დაიგო.  „ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა - გზის დაგება, რაც დღეს, საღამოს მთლიანად დასრულებული იქნება. ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფი“ არსებულ ტერიტორიას დაასუფთავებს და დროებითი დახაზვა მოხდება. საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მეტეხის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენარჩუნდა ისტორიული მოაჯირები, შეიცვალა საფეხმავლო ფილები, სადრენაჟე სისტემა მთლიანად გამოიცვალა. ასევე, არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რომელიც ხიდს სჭირდება. პროექტით ესეც შესრულდა. გაკეთდა ღამის მინათებები. საკმაოდ ეფექტური და ლამაზი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა კალაძემ. დასრულებული სამუშაოები, მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა, ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, ასევე, კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ლევან ჯაფარიძემ და კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 7 თვის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10.3% შეადგინა, რაც მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა

"ოფიციალურად წინა კვირას გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც 10.3% შეადგინა ბოლო 7 თვის განმავლობაში. ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკურ ზრდაა მთელს მსოფლიოში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე ევროპაში, ეს პრობლემები გადაცემულია მთელს მსოფლიოზეც და ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ახერხებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია. ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, ფულადი გზავნილები, 46.8%-ით გაზრდილი და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბიზნეს სექტორში ბრუნვა გაიზარდა მნიშვნელოვნად, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არის გაზრდილი როგორც პირველ კვარტალში, ასევე მეორეში. ბიზნეს სექტორის ბრუნვა არის გაზრდილი 25%-ით იანვარ-ივნისში, რაც ძალიან მისასალმებელი მონაცემებია“, - აცხადებს პრემიერი.  

სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს ავიაცია, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ცნობისთვის, ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა.  წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია  

ლატვიის პრეზიდენტი მოსკოვის საპატრიარქოსგან, ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყოფის ინიციატივით გამოდის

ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით, საბერძნეთში პირველად ჩავიდა კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა. „როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა.  უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ამ დროისთვის ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშაა.  ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს.