ძებნის რეზულტატი:
აზერბაიჯანში თურქეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო
აზერბაიჯანში თურქეთთან TurAz Qartalı-2022 ერთობლივი ტაქტიკური ფრენის წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, განჯაში TurAz Qartalı-2022 წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ განჯის მერი ნიაზი ბაირამოვი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები დაესწრნენ. გაჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნები, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიების მონაწილეებს სავარჯიშოების მიზნები და პროგრამა გააცნეს. წვრთნების დროს, ორი ქვეყნის საჰაერო ძალების ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების და სხვა ამოცანების შესასრულებლად მანევრები შემუშავდება.
საქართველოში მოსალოდნელია, შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. თბილისში 8 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელექით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6 სექტემბერს დღისით +25, +27, ხოლო 7-8 სექტემბერს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. 9 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯორჯ ბუში: აშშ არასდროს შეწყვეტს რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვა თბილისში მიმდინარე კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა გააცნო. წრილში ხაზგასმულია, რომ აშშ არასდროს შეწყვეტს რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. მისივე შეფასებით, ახლა განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. ბუშის თქმით, ამჟამად მსოფლიოსთვის გამოწვევებით სავსე დროა, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს. „ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა საფრთხეები მოდის მოსკოვის რეჟიმისგან. ერთი რამ წლების განმავლობაში უცვლელი რჩება: ქართველი ხალხის სურვილი და ვალდებულება იცხოვროს თავისუფლად და წაიყვანოს ქვეყანა ისეთი ინსტიტუტებისკენ, როგორიცაა, NATO და ევროკავშირი. ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მოსკოვმა პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თქვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე“, - ციტირებს ჯორჯ ბუშის სიტყვებს კრამერი. „ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი მებრძოლები მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წერილში. 5-6 სექტემბერს თბილისში საერთაშირისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!“ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ არიან. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეექვსედ ტარდება.
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მე-2 ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მე-2 ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა განაცხადა, სტრატეგია 2022-2030 წლებს დაფარავს. „პირველი სტრატეგია 2014-2020 წლებს ფარავდა. დღეს ახალი სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს. სტრატეგია უახლოეს დროში პარლამენტს გადაეგზავნება და პარლამენტის დამტკიცების შემდეგ, უკვე საბოლოოდ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებს და მიმართულებებს შემდეგ უკვე პრაქტიკაში გადაიტანს, როგორც რეგიონებში, ისევე ცენტრალურ დონეზე. სტრატეგიას გააჩნია ოთხი ძირითადი მიმართულება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ისევე, როგორც მართლმსაჯულების საკითხები პირველი პრიორიტეტია. შემდეგი პრიორიტეტი არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები. მესამე პრიორიტეტი თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებას ფარავს და მეოთხე პრიორიტეტი არის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა“, - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.
ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია
ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია. ამის შესახებ BBC წერს. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს ქვეყნის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ლიზ ტრასმა მოქმედი ხმების 57% მიიღო. აქტივობა მაღალი იყო. საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო. ტრასი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ტერეზა მეისა და მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერი იქნება. 7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. 11 ივლისს კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრიდა.
ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაზაინებულია რამდენიმე შენობა და სულ მცირე ერთ რაიონში გათიშულია ელექტროენერგია. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ცნობით, არ მომხდარა ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების დაზიანება. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის კადრები ჩანს. ჩინეთის დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლიზ ტრასს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია „ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
უკრაინა: ლუგანსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, 400 ოკუპანტია ლიკვიდირებული
"კრემენნაიაში, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, 400 ოკუპანტია ლიკვიდირებული", - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს „კრემენნაიაში განადგურდა რამდენიმე შენობა, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ განლაგებული”, - განაცხადა გაიდაიმ. ზელენსკიმ დაასახელა ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
შონ პენსა და ბენ სტილერს რუსეთში შესვლა აეკრძალათ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის კიდევ 25 მოქალაქე შეიყვანა იმ პირთა სიაში, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა სიაში შედიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი. სიაში არიან აშშ-ს სენატის წევრები, ამერიკელი ოფიციალური პირები, ბიზნესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. შონ პენი და ბენ სტილერი უკრაინას მხარს უჭერენ მას შემდეგ, რაც რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრა. პენმა ასევე დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღება შეჭრის შესახებ. აგვისტოს ბოლოს ზელენსკიმ შონ პენსა და ბენ სტილერს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
ირანში, ორ ქალს LGBT თემის მხარდაჭერის გამო სიკვდილი მიუსაჯეს
ორ ირანელ ქალს, ზაჰრა ჰამადანის და ელჰამ ჩუბდარის სიკვდილი მიესაჯა ლგბტ თემის მხარდასაჭერი აქტივიზმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ქალებს ადანაშაულებს "ჰომოსექსუალობის, აზარტული თამაშებისა და უკანონო სექსუალური კავშირების ხელშეწყობაში, შემდეგ კი ამ ყველაფრის ინტერნეტში გამოქვეყნებაში". "ორი განსასჯელი დამნაშავეა "დედამიწაზე გახრწნილობის", "ქრისტიანობის ხელშეწყობის" და "მედიასთან ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგოდ ურთიერთობის" დანაშაულებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. სამარშუტო ტაქსიში, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, დაახლოებით 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ამასთან, რამდენიმე დაშავებულის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.
სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა. პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.
შალვა პაპუაშვილმა ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულ სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხანძრებთან ბრძოლაში ჩართული სამსახურების წარმომადგენლებს - მეხანძრე-მაშველებს, ჯარისკაცებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს და რეზერვისტებს მადლობას უხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ეს დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გუშინ, დედაქალაქის შემოგარენში იყო ხანძრები და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, რეზერვისტებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მინდა მათ გადავუხადო, რომ ასეთი შრომა გაწიეს და დაიცვეს როგორც ჩვენი ბუნება, ისე მოსახლეობა ამ საფრთხისგან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის სექტემბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის სექტემბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. ეროვნული ბანკის ცნობით, მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა. "გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება. გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინა 12 ქართველისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს
ვებგვერდზე „უკრაინა და სანქციები“ გამოქვეყნდა იმ პირთა სია, რომლებისთვისაც უკრაინა სანქციების დაწესებას მოითხოვს. ახალი სია, რომელშიც 12 ქართველია საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა შეადგინა. ამ პროექტს მხარს უჭერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო. სანქციების დაწესების მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის მხარდაჭერა სახელდება. ვებგვერდზე „უკრაინა და სანქციები“ უკრაინული მხარე სანქციების დაწესებას შემდეგი პირებისთვის ითხოვს: ლევან ვასაძე - ბიზნესმენი (შპს PROMETHEUS CAPITAL-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; შპს PET RETAIL-ის თანადამფუძნებელი; ოთარ ფარცხალაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე; სულხან პაპაშვილი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა; დავით ხიდაშელი - ბიზნესმენი; ივანე ჩხარტიშვილი - შპს Eurasian Invest-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, Smart Capital Management-ის ბენეფიციარი; ტიტე მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და შპს GEO ORGANIKS-ის თანადამფუძნებელი 2022 წლის 2 ივნისამდე; უჩა მამაცაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, ბიზნესმენი; გიორგი კაპანაძე - გენერალური დირექტორი: შპს GEO ORGANICS; შპს "GEO-MED"; OOO GEO-VED თანადამფუძნებელი: OOO OV LIMITED / OOO GEO-INNOVATSIYI-ის გენერალური დირექტორი; თანამფლობელი: OOO Georgian Manganez; შპს ვარციხე ჰესი; ირაკლი რუხაძე - HUNNEWELL PARTNERS (დიდი ბრიტანეთი) UK LLP დამფუძნებელი; ქეთევან ხარაიძე - ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი, GEOORGANICS LIMITED-ის დამფუძნებელი; ალექსანდრე ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა, GEOORGANICS LIMITED-ის დამფუძნებელი - 2022 წლის 20 იანვრამდე; ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან - 2013 წლის 20 ნოემბრამდე;
რუსეთის მხრიდან ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი უკრაინას მხარს დაუჭერს - ბორელი
"რუსეთის მხრიდან ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას", - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს "უკრაინელებს არ გჭირდებათ აპლოდისმენტები, არ გჭირდებათ კარგი სიტყვები, თქვენ გჭირდებათ კონკრეტული მხარდაჭერა და იარაღი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას, რუსეთის მხრიდან ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას“, - განაცხადა ბორელმა. ზელენსკიმ დაასახელა ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა
ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, - გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. „ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, ჩვენი პარტიის გაერთიანებისა და დიდებული სამუშაოს გასაგრძელებლად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის გზაზე. ახლა დროა, კონსერვატორები მას 100%-ით დაუდგნენ გვერდით“, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა
ევროკავშირის ახალი ელჩი: დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირველ მიმართვას ავრცელებს. მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. „საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, - აღნიშნულია ელჩის მიმართვაში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებამდე, ელჩი ჰერჩინსკი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. მანამდე მას ბრიუსელში პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის, ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობები ეკავა. პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.
კარა მაკდონალდი: საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს დიდი მეგობარია. კარა მაკდონალდის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას. „საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა. მისივე თქმით, პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არამხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. „ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აცხადებს კარა მაკდონალდი.
კარა მაკდონალდი: ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა
„ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა მედიასთან განაცხადა. „სასიამოვნოა კვლავ თბილისში დაბრუნება. აქ ვესწრები საერთაშორისო კონფერენციას - „დიდება უკრაინას", რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა. ეს არ არის დიდი სახელმწიფოების დაპირისპირება, ეს ეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო წესრიგს, რომელიც გაეროს ქარტიის სახით ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ორ კვირაში მსოფლიოს ლიდერები ნიუ-იორკში შეხვდებიან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და ჩვენი, აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გაეროს ქარტიის მხარდაჭერა. არ არსებობს იმაზე უფრო მკაფიო და უტიფარი მაგალითი ავტორიტარიზმის საფრთხისა, ვიდრე რუსეთის ეს არაპროვოცირებული, არაკეთილსინდისიერი, გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ გამსჭვალული ვართ მამაცი უკრაინელების მხარდაჭერის სულისკვეთებით. დღეს შევხვდი უკრაინელ დევნილებს, რომლებმაც ენით აღუწერელი სისასტიკე გამოიარეს რუსეთის ფილტრაციის ბანაკებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე პასუხისგება. ქართველებისთვის ცნობილია ის, რაც გამოარეს უკრაინელებმა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია. ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდონალდმა ჟურნალისტებს.