ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს: არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხალხის სოლიდარობის აუცილებლობაზე საუბრობს. კარა მაკდონალდსის თქმით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მისწრაფებებს შეერთებული შტატები მხარს უჭერს და მზადაა დახმარევის გასაწევად, თუმცა აუცილებელია ქვეყნის შიგნით ერთიანობა. კარა მაკდონალდი: ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა „ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდოალდმა ჟურნალისტებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს დიდი მეგობარია. კარა მაკდონალდის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას. „საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა. მისივე თქმით, პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არამხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. „ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აცხადებს კარა მაკდონალდი.
რუსეთი და ირანი ტურისტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებენ
რუსული მედიის ცნობით, რუსეთი და ირანი ტურისტული ჯგუფებისთვის ვიზებს აუქმებენ. 5-დან 50 კაცამდე ჯგუფებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ უვიზოდ, იმ პირობით, რომ ქვეყანაში 15 დღემდე დარჩებიან. ახალი რეჟიმი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ირანში ინდივიდუალური მოგზაურობისთვის რუსეთის მოქალაქეებს ვიზა მაინც დასჭირდებათ. თავდაპირველად, რუსეთსა და ირანს შორის ტურისტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება 2021 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება COVID19-ის პანდემიის გამო გადაიდო.
პარლამენტი, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივებს, დაჩქარებული წესით განიხილავს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წლის 29 აპრილს დამტკიცებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო პაკეტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება და მისი დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების აუცილებლობით. „SEPA-ში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით“ - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა. საკანონმდებლო პაკეტებს განიხილავენ საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები. ერთიანი ევრო გადაიხდის სივრცეში საქართველოს გაწევრების საკითხზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 26 მარტს საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 29 აპრილს დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივები, რაც საჭიროა საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის.
კარა მაკდონალდი: ელჩ დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს
ელჩ კელი დეგნანისადმი ვაშინგტონის მხარდამჭერი გზავნილი თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმაც ჩამოიტანა. ამ შინაარსის კომენტარი მან მედიასთან, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა. „ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდონალდმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანისადმი მხარდაჭერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ივლისს, მას შემდეგ დააფიქსირა, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ელჩი გააკრიტიკეს. ნედ პრაისმა თავისი ყოველდღიური ბრიფინგი სწორედ ხსენებული თემით გახსნა.
რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზანებს ვერ მიაღწია და 25 000 ჯარისკაცი დაკარგა - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ორშაბათს თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი „განაგრძობს უკრაინაში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვას" და ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. მისი შეფასებით, უკრაინაში დღემდე 25 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. „თუ გავითვალისწინებთ დაღუპულებს, დატყვევებულებს, ასევე ათიათასობით დეზერტირს, დაჭრილებთან ერთად 80 000-ზე მეტია“, - თქვა უოლესმა. მან დასძინა, რომ „ეს მუდმივ გავლენას მოახდენს რუსეთის არმიაზე და შემდგომ მის საბრძოლო ეფექტურობაზე. რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს“. ბენ უოლესმა ვლადიმერ პუტინი შეადარა „ნარკომომხმარებელს", რომელმაც ევროპის ქვეყნები გაზზე „შესვა“ და ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით კონტინენტზე ერთიანობისკენ მოუწოდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ემიჯნება ძალადობას და თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ქმედებებზე, მოკვლევის დაწყებას ითხოვს
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ მედიასთან გეკეთებულ განცახდებებს გამოეხმაურა. ფედერაციამ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა. „საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო, მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ, იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას, როგორც თამაშის მსაჯების ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით, მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებაში, რასაც თან დაერთო მის მხრიდან მუქარები და აგრესიული ქმედებები... მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც, არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს. იმავდროულად გასკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ომერ ონანის ცილისმწამებელი განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ... საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ომანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს“, - ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში. თურქეთის ნაკრების წევრ ფორკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს ინციდენტი მატჩის მიმდინარებისასაც მოხდა. თურქეთის კალათბურთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს გუშინ 4 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის ფარგლებში გამართული თამაშის შემდეგ სპორტის სასახლის გასახდელთან თავს დაესხნენ . თბილისში სპორტსმენებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა. 4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის სახელით, ვულოცავ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, გამოწვევებით სავსე პერიოდში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია „ქალბატონ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამოწვევებით სავსე პერიოდში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ევროკავშირი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, საბერძნეთის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა შეწყვიტოს
ევროკავშირი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, რომ საბერძნეთთან მიმართებით, აგრესიული რიტორიკა შეწყვტოს. ერდოღანი ათენს: თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს, მძიმე ფასს გადაიხდით „მუქარა და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვან და გულწრფელ დიალოგში მონაწილეობა აუცილებელია დაძაბულობის განმუხტვის, ურთიერთგაგების ხელშეწყობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებებში აღნიშნულია, რომ თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტრული განცხადებები საბერძნეთთან მიმართებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში და სრულიად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ-ხმელთაშუა ზღვაში დეესკალაციის მცდელობებს, რაც ევროპის საბჭოს 2021 წლის მარტისა და 2022 წლის ივნისის მოსაზრებებშია გათვალისწინებული. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. Reuters-ის ცნობით, ერდოღანის განცახდებამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: პრაღაში საპროტესტო აქცია რუსულმა მეხუთე კოლონამ მოაწყო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა აცხადებს, რომ პრაღაში შაბათს გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია პრორუსული ძალების მიერ იყო ორგანიზებული. ჩეხეთში ანტისამთავრობო მიტინგში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა „მე იგივეს ვაცხადებ, რომ პრაღაში ანტისახელისუფლებო დემონსტრაცია რუსეთის მეხუთე კოლონის წევრების მიერ იყო ორგანიზებული. არის საკმარსი მტკიცებულებები. უბრალოდ შეხედეთ, ვინ იყო სცენაზე და რას ლაპარაკობდა“, - აცხადებს პიოტრ ფიალა. მისი თქმით, ყველაფერია ნათქვამი, როცა აქციის მონაწილეები აცხდებდნენ, რომ ძვირი ენერგომატარებლების პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა NATO-დან და ევროკავშირიდან გასვლა.
ჯონ ჰერბსტი: უკრაინის გამარჯვება მოსკოვის იმპერიული საგარეო პოლიტიკის აშკარა მარცხი იქნება
Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა ისაუბრა უკრაინაში ომსა და მის გავლენებზე საქართველოზე. ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის პრობლემები ინდენტურია, კრემლი იმპერიულ მიზნებს არ ცვლის და იგივე პოლიტიკას მიმართავს ორივე ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჯონ ჰერბსტი უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დარწმუნებულია, რომ ეს შედეგს მოიტანს, უკრაინა გაიმარჯვებს, ამას კი თავის მხრივ, გავლენა ექნება საქართველოზე. „საქართველოს იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას. კრემლი თავის იმპერიულ პოზას ინარჩუნებს. ვფიქრობ, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არსებითად მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ხოლო უკრაინის გამარჯვება კი, დადებითად აისახება რუსეთის ყოფნაზე საქართველოს ტერიტორიებზე. ეს იქნება მოსკოვის იმპერიული საგარეო პოლიტიკის აშკარა მარცხი და ეს დამარცხება შესაძლოა, კრემლის მხრიდან საქართველოში მისი პოლიტიკის გადახედვას მოიცავდეს.პოლიტიკის გადახედვა ნაწილობრივ, უკრაინაში მათი დამარცხებით იქნება გამოწვეული, მაგრამ ასევე იმის გამოც, თუ რა გავლენა ექნება ამ მარცხს რუსეთის რესურსებზე, მის საგარეო პოლიტიკასა და პოზიციაზე მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, 2008 წელს, მოსკოვის საქართველოში შემოჭრა, შემდეგ, 2014 და 2022 წლებში უკაინაში შეჭრა, მოსკოვის მიერ წარმოებული იგივე პოლიტიკის შედეგია“. ჯონ ჰერბსტის აზრით, ომი შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ვიცი, პუტინი მაინც ფიქრობს, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს. თუ უკრაინას მივაწვდით ყველა საჭირო იარაღს, ვფიქრობ, რომ რუსეთის პოზიცია სამხრეთსა და აღმოსავლეთში ძალიან სწრაფად გაუარესდება“, - აღნიშნავს ჯონ ჰერბსტი. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება თითქოს დისტანცირებულია უკრაინასთან და ამავე დროს, უცნაურ პოზიციას იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. „გვესმის გარკვეული მოსაზრებები, რომ ამერიკული პოლიტიკა, დასავლური პოლიტიკა როგორღაც ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მე ვიტყოდი ეს არ არის მხოლოდ არამეგობრული საუბარი, ეს უგულვებელყოფას გავს (აშშ-ის საგარეო პოლიტიკის. რედ)“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი. „მესმის, რომ საქართველოს აქვს პრობლემა რუსეთთან; რომ რუსეთი საქართველოზე ბევრად ძლიერია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უკრაინაში რუსეთს უზარმაზარი პრობლემა აქვს... ეს სრულიად გასაგებია. თუმცა, უკრაინათან დისტანცია რუსეთთან დამატებით უთანხმოებას არ გამორიცხავს“, - განაგრძობს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი. აქვე, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის რჩევაა საქართველოს მიმართ, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროინდელ თავისუფლებებს დაუბრუნდეს“.
კრემლი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას სანქციების გაუქმების შემდეგ განაახლებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას მაშინ განაახლებს, როცა დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სანქციებს მოუხსნიან. ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა „სანქციების მოხსნის შემდეგ, საშუალება გვექნება „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინებს სარემონტო სამუშაოები ჩავუტაროთ, რადგან სწორედ ამ მიზეზით გაჩერდა გაზსადენი“, - აღნიშნა პესკოვმა. მისი მტკიცებით, გაზის გადატუმბვის პრობლემა სანქციების გამო შეიქმნა. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ.
დნეპროპეტროვსკის ოლქში ნავთობის ბაზა განადგურდა. არის მსხვერპლი
დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივოი როგის რაიონში ნავთობის ბაზაზე იერიში განხორციელდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ხოლო ნავთობის ბაზა განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული სამმართველო და დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი ლუკაშუკი ავრცელებს.
რომის პაპმა განაცხადა, რატომ ვერ მიემგზავრება უკრაინაში
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მიემგზავრება. თუმცა ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად და მუდმივი კონტაქტი აქვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. რომის პაპი აღიარებს, რომ ომთან დაკავშირებით დიალოგი „რთულია“. „ახლა არ შემიძლია, გავემგზავრო, რადგან კანადაში ვიზიტის შემდეგ, მუხლის აღდგენის პროცესი შენელდა, ვითვალისწინებ ექიმის რეკომენდაციას. თუმცა მაქვს სატელეფონო კავშირი... ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია“, - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ. მისივე თქმით, ვატიკანის რამდენიმე წარმომადგენელი ომის დაწყებიდან კიევში იმყოფება. „ჩვენი წარმომადგენლობა იქ ძლიერია“, - აცახდებს რომის პაპი.
უკრაინა თავის ტერიტორიაზე 32 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს
უკრაინა თავის ტერიტორიაზე 32000 სამხედრო დანაშაულს იძიებს. ამის შესახებ ქვეყნის ახალმა გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, 160 რუს სამხედრო მოსამსახურეს უკვე აცნობეს ომის დანაშაულებში მონაწილეობის შესახებ (მათგან 15 უკრაინაში ტყვეობაშია), 21-ზე გამოძიება მიმდინარეობს და მალე სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ცხრა რუს სამხედროს კი უკვე გამოუტანეს განაჩენი. კოსტინი თვლის, რომ ომის დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალია საჭირო. „სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად უკრაინისთვის ცენტრალური საკითხია. ეს იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიო საზოგადოებისთვის, რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება", - განაცხადა კოსტინმა. ანდრეი კოსტინი, უკრაინის გენერალური პროკურორი 4 აგვისტოს გახდა, ამ პოსტზე მან ირინა ვენედიქტოვა შეცვალა. რუს სამხედროებს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო განაჩენი 8 აგვისტოს გამოუტანეს. ტანკისტ მიხეილ კულიკოვს 10 წელი მიუსაჯეს იმისთვის, რომ ჩერნიგოვში საცხოვრებელ სახლს ნაღმი ესროლა. მან აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ხელმძღვანელების ბრძანება „დაუფიქრებლად“ შეასრულა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Reuters: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, Credit Suisse-ის სატრასტო დანაყოფმა არ მიიღო ზომები, რომ მისთვის $1.27 მილიარდის ზარალი აეცილებინა
სინგაპურში Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი სინგაპურში დღეს დაიწყო. Bloomberg: სინგაპურში Credit Suisse-ს წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის $800 მილიონიანი საქმის განხილვა იწყება ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დღეს საქართველოდან ვიდეოჩართვის მეშვეობით მისცა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ Credit Suisse-სთვის მიმართვის ერთადერთი მიზანი იყო, რომ სურდა საკუთარი აქტივები დაეცვა. „მეგონა მოვედი ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩემი კაპიტალი და ჩემი ოჯახი",- თქვა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, კავინდერ ბულის მიერ დღეს სასამართლოში წაკითხული განცხადების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse Trust-ის მეთვალყურეობის ქვეშ $1,1 მილიარდი განთავსდა. მისივე განმარტებით, Credit Suisse-სთან შუამავალი პირი იყო პატრის ლესკოდრონი, რომელმაც ტრასტის ინვესტიციების თაღლითური მართვა და ტრასტის ფონდების „მითვისება" ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და ეს ბანკს დროულად უნდა შეემჩნია. ივანიშვილის გამოთვლით, მისი დანაკარგი $1,27 მილიარდია, ტრასტის შეფასებით, კი ის $818,2 მილიონს შეადგენს. სინგაპურში სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება. საქმეზე განაჩენი ცნობილი მომავალი წლის დასაწყისში გახდება. Bloomberg-ის მიხედვით, ამაჟამად ივანიშვილის ქონება $.5.62 მილიარდს შეადგენს.
კურტ ვოლკერი: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან
Europetime-თან ექსკლუზიურად, NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა ისაუბრა უკრაინაში ომსა და მის გავლენებზე საქართველოზე. ამერიკელ დიპლომატს ასევე ვკითხეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ეროვნული წინააღმდეგობის კონცეფციის შემუშავებასა და საქართველოსთან მსგავსი იდეის თანხვედრის საკითხზე. კურტ ვოლკერმა თავდაპირველად უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ყველა სცენარისთვის, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გათვალისწინებით. ამერიკელი დიპლომატი არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მხრიდან დასავლეთთან კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის ნაბიჯების გადადგმას. „თუ ყველა სცენარს ვიგულისხმებთ და წარმოვიდგენთ იმასაც, რომ რუსეთი სიტუაციით ისარგებლებს და საქართველოს წინააღმდეგაც გააფართოებს ომს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ყველა მზად უნდა იყოს, თუმცა მე ნამდვილად არაფერს ველოდები. რუსეთს ძალიან უჭირს უკრაინულ ძალებთან (გამკლავება. რედ), მაგრამ მზადყოფნა ყოველთვის კარგია. ვფიქრობ, მეორე სცენარი, უკრაინაში რუსეთის წაგებაა, რაც გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით - როდესაც რუსეთი არ არის სტაბილური, არ არის პროგნოზირებადი და აქვს რამდენიმე შიდა გამოწვევა ომში წაგების შედეგად. რაც შეეხება საქართველოს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან“, - ამბობს კურტ ვოლკერი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტმა სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია მიიღო, მსგავსი კონცეფციის განხილვა საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიერ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა. ამ შეკითხვის საპასუხოდ, კურტ ვოლკერმა Europetime-თან აღნიშნა, რომ ლიეტუვა NATO-ს წევრია, რაც მას უფლებას აძლევს, ალიანსის მხარდაჭერას იმედი ჰქონდეს. „ალბათ, თან კი და თან არა. წინააღმდეგობის, ასევე, ტერიტორიული თავდაცვის შესახებ კონცეფცია კარგი იდეაა. პირველ რიგში, ლიეტუვა NATO-ს წევრია. მას სრული უფლება აქვს, NATO-ს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ის უსაფრთხოების გარემოს ნაწილია. საქართველოს შემთხვევას რაც შეეხება, საქართველოს ჯერ ვერ სარგებლობს NATO-ს წევრობით, ამიტომ, უნდა გააკეთოს ის, რაც სჭირდება ევროკავშირში მოსახვედრად და გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა ალიანსში გასაწევრიანებლად. იხსნება ფანჯარა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა ღია საქართველოსთვის, ამიტომ, ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლოთ“, - განუცხადა NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-ს.
Reuters: ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
5 სექტემბერს ქაბულში, რუსეთის სალჩოსთან მომხდარ აფეთექებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters წერს. მედია: ქაბულში რუსეთის საელჩოსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. არის მსხვერპლი ჯგუფმა 5 სექტემბერს ტელეგრამით დაწერა, რომ მისმა წევრმა ქაბულში „თავშეყრის ადგილზე თვითმკვლელის ჟილეტი ააფეთქა. რომელსაც საელჩოს რუსი თანამშრომლები ესწრებოდნენ". ქაბულში ტერაქტს, რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. 20-მდე ადამიანი კი დაშავდა.
ფიბა-ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა
საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ემიჯნება ძალადობას და თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ქმედებებზე, მოკვლევის დაწყებას ითხოვს „ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა. თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე. სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: „გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას“. 4 სექტემბერს, თურქეთის ნაკრების წევრ ფორკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს ინციდენტი ევრობასკეტის მატჩის მიმდინარებისასაც მოხდა. თურქეთის კალათბურთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს 4 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის ფარგლებში გამართული თამაშის შემდეგ სპორტის სასახლის გასახდელთან თავს დაესხნენ. თბილისში სპორტსმენებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა. 4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება.
ზელენსკი: უკვე მეორედ, რუსეთის პროვოკაციის შედეგად, ზაპოროჟიეს სადგურზე რადიაციულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას და მის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვს, რათა თავიდან იყოს აცილებული რადიაციული კატასტროფა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP). ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის 194-ე დღეს, ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსეთის მორიგი პროვოკაციული თავდასხმის გამო, ენერგოგადაცემის უკანასკნელი ხაზი დაზიანდა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის პროვოკაციის შედეგად, ზაპოროჟიეს სადგურზე რადიაციულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვა ნიშნავს იმას, რომ ტერორისტი სახელმწიფოსთვის სულ ერთია, რას იტყვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, მას არ აინტერესებს, რას გადაწყვეტს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ ვითარება მომავალშიც გაუარესდეს. ამის გამოსწორება მხოლოდ სანქციების გაძლიერებით და ყველაზე დონეზე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი ლიზ ტრასს: მჯერა, რომ ჩვენ ბევრს გავაკეთებთ რუსეთის აგრესიისგან დასაცავად
კიევი იმედოვნებს, რომ ლიზ ტრასის დანიშვნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად, ხელს შეუწყობს უკრაინა-ბრიტანეთის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „24 თებერვლამდეც ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იდგა. რამდენიმე წელიწადში მართლაც მოვახერხეთ უკრაინულ-ბრიტანული ურთიერთობების უმაღლეს დონეზე აყვანა ჩვენი დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი დონე ჩვენს ურთიერთობებში. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან ამბიციურ პოლიტიკურ, თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენს საზოგადოებებს შორის კავშირების გასაძლიერებლად - ეკონომიკური, სოციალური, კულტურული მიმართულებებით. ჩვენ დავიწყეთ უკრაინის ფლოტის განახლების პროგრამა. ახლა კი, სრულმასშტაბიანი ომის დროს, ჩვენ შევთანხმდით უკრაინის აღდგენის პროგრამაში ბრიტანეთის მონაწილეობაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.