ძებნის რეზულტატი:
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი და გერმანია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, გერმანიას გაზი მიაწოდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გერმანიამ საფრანგეთი ელექტროენერგიით უზრუნველყოს. „უახლოეს კვირებში დავასრულებთ საჭირო გაზსადენების მიერთების სამუშაოს, რომ გერმანიაში გაზის ექსპორტი შევძლოთ, თუ სოლიდარობა გახდება საჭირო. პირველად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დღეს უკვე საფრანგეთი გაზის ექსპორტს ახორციელებს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. ამას გავაძლიერებთ და ვიქნებით სოლიდარულები გერმანიის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ამასთან, მედიის ცნობით, მიწისძვრამ სატელეკომუნიკაციო ხაზებისა და გზების დაზიანება გამოიწვია. როგორც ცნობილია,დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ცნობით, არ მომხდარა ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების დაზიანება. ჩინეთის დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თეა ახვლედიანი თურქეთის ელჩს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს. "თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე – შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა ელჩს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოპერატიული სარდლობა: უკრაინელმა დამცველებმა, სამხრეთით 86 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს
უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთ უკრაინაში 86 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. უკრაინა: ლუგანსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, 400 ოკუპანტია ლიკვიდირებული „ოკუპანტების დადასტურებული დანაკარგებია: 86 ჯარისკაცი, 4 ტანკი, 12 ჯავშანტექნიკა, 4 ერთეული Msta-B და Msta-S 152 მმ კალიბრიანი ჰაუბიცები, საკომუნიკაციო სადგური და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა. უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ჩინეთმა დაამტკიცა
ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ვაქცინების ჩინური მწარმოებელი CanSino ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჩინეთის მარეგულირებელმა COVID19-ის შესასხურებელი ვაქცინა ბუსტერდოზად დაამტკიცა. "შესასუნთქი ვაქცინა იმავე ინგრედიენტებს შეიცავს, რასაც სხვა ჩინური ვაქცინები, მაგრამ საფრქვეველი მოწყობილობა მას თხევადი ფორმიდან აეროზოლად გარდაქმნის", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2019 წლსის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ 11-მილიონიან ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს. 9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო COVID19-ის აქამდე უცნობი ტიპი. ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.
შს სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათგან 4 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1952 წელს დაბადებული რ.ა., 1961 წელს დაბადებული ი.ა.,1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ., 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ჭ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად 1983 წელს დაბადებულ ზ.ნ. -ს, 1987 წელს დაბადებული გ.დ.-ს, 1988 წელს დაბადებული ლ.ა.-ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან ასევე დაკავებულები 2002 წელს დაბადებული,უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. და 1974 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო 1981 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ,,დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“ დააკავეს. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, „სუბოქსინი“ , "ალფა პვპ", 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი,“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ და „მეტადონი“. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილებით, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა. წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია
კანადაში, მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი კაცი გარდაცვლილი იპოვეს
კანადაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის დამიენ სანდერსონის ცხედარი იმ რაიონში იპოვეს, სადაც რამდენიმე მსხვერპლი ცხოვრობდა. კანადის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ამასთან, რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, მაილს სანდერსონს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში COVID19-ის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ქვეყანაში 14 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "ერთი კვირის მონაცემებით, COVID19-ით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 73 436 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.41%. წინა კვირის (21.08-28.08) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 486 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2019 წლსის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ 11-მილიონიან ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს. 9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო COVID19-ის აქამდე უცნობი ტიპი. ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება. ასევე წაიკითხეთ: მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ჩინეთმა დაამტკიცა
აგვისტოში, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოავლინეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 43 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 21 სამართალდარღვევა, აჭარაში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 12, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 5, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 4, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მათგან, 3 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი იმერეთში, თითო-თითო კი - შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
კელი დეგნანი 12 ქართველის სანქცირებაზე: ინფორმაციას სანქციების დაწესებაზე წინასწარ არავინ ახმოვანებს
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით 12 ქართველის სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა. უკრაინა 12 ქართველისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს აშშ-ის ელჩის განცხადებით, კონკრეტული პირისთვის სანქციების დაწესებამდე, ინფორმაციის გახმაურება არ ხდება. „ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ სანქციები როცა წესდება, არ განიხილება წინასწარ და ამ ინფორმაციას არავინ ახმოვანებს. ეს ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა სანქციები დაწესდება“, - განაცხადა დეგნანმა. მისი თქმით, სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურად მუშაობს. „სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ვხედავთ. სხვადასხვა სანქცია, რომელიც მსოფლიომ დააწესა, უკვე მუშაობს და გარკვეული რეაგირება აქვს რუსეთში“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო
კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა. „ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად“, – აცხადებენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას
აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომ შეძლოს ჰქონდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატია., – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო კონფრენეციაზე „დიდება უკრაინას“ გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას და ამ ჩარჩოში არ არის მხოლოდ უკრაინა ან მოლდოვა, არამედ მთელი რეგიონი და საქართველო ამის ნაწილია. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ქართული კონტექსტით საუბარი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. მნიშვნელოვანია საქართველომ დაინახოს, რომ საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო საზოგადოება სწავლობენ პრობლემას და ცდილობენ კრიზისის დასასრულებლად გზების გამოძებნას. საქართველომ ეს უკვე გაიარა და პრობლემის გადაწყვეტის ნაწილია. წლების განმავლობაში აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომ შეძლოს ჰქონდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატია", - განაცხადა დეგნანმა. ამასთან, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა.
პროკურატურა: გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 19-19 წლით თავისუფლება მიესაჯათ
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ავტომანქანაში მყოფ თანასოფლელის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 21 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეძენა, შენახვა, ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინათ. სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კელი დეგნანი: 12 რეკომენდაციაზე სხვადასხვა ხედვის გათვალისწინება, ევროკავშირისთვის ძლიერი სიგნალი იქნებოდა
საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმართოს ძალიან ნორმალური პროცესი, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვარდეს ეს 12 რეკომენდაცია. „ეს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ევროკავშირს“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების გაერთიანება მოხდეს. „კარგი სამუშაო მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდეს 12 რეკომენდაცია, ახლა ამოცანა არის ამ შეხედულებების თავმოყრა ერთიან დოკუმენტში, სადაც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი შეხედულებები იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირს სურს ამ ხმების ერთიანობის ხილვა, ძლიერი პასუხი 12 რეკომენდაციაზე, რომელშიც ბევრი ხმა იქნება გაერთიანებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გაეცანით Europetime-ს სტატიას: ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
ილია დარჩიაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში მიმდინარე ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მხრიდან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვეს ევროპარლამენტის მომხსენებლების ანგარიშების პრაქტიკის მნიშვნელობას. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპარლამენტი სათანადოდ შეაფასებს სა ქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე და სვენ მიქსერს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა და იმედი გამოთქვეს, რომ საბჭოს ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სფეროში საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შემდგომი შესაძლებლობების ნაყოფიერი განხილვა. ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დღეს, 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.190 პროცენტით, მაქსიმალური 10.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.195 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს უმასპინძლა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი თავიანთი ისტორიით მჭიდროდაა დაკავშირებული. „მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ, პირადად გიმასპინძლოთ და თქვენს მნიშვნელოვან კონფერენციაში ამ ფორმით მივიღო მონაწილეობა. მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ორგანიზატორებს: მაკკეინის ინსტიტუტს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტს და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს. ქალბატონო და ბატონო ელჩებო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თქვენ და კონფერენციის ევროპელ და ამერიკელ მონაწილეებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი მიძღვნილი ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი თავიანთი ისტორიით მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიით, რომელიც, შესაძლოა, არ აგვირჩევია, მაგრამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, იგივე ეპიზოდები განვლეთ. ჩვენ გავიარეთ გზა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნიდან, რაც ჩვენი ერების არჩევანი არ ყოფილა, პირველ დამოუკიდებლობამდე, რაც ჩვენი ქვეყნებისათვის მცირეხნიანი აღმოჩნდა, შემდეგ ისევ ძალისმიერი მეთოდებით საბჭოთა კავშირთან შეერთება, და ამ ძალიან რთული რეპრესიების პერიოდმა უკრაინასა და საქართველოში სხვადასხვა ფორმა მიიღო: (თუმცა ძირითადად ერთი და იგივე იყო) ადამიანის უფლებების ჩახშობა, ეროვნული იდენტობის ჩახშობა, ჩვენი ენების ჩახშობის მცდელობა (და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამან საბოლოოდ არ იმუშავა). ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ახლო კავშირები ჩამოაყალიბა და რა თქმა უნდა, 1991 წელს მეორე დამოუკიდებლობის მოპოვებისას, ჩვენი ქვეყნები ერთსა და იმავე გზას დაადგნენ – ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის, ინსტიტუტების კონსოლიდაციის გზას. ეს ძალიან რთული გზაა, რადგანაც საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ – ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს. ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის რაღაც გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში, ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ. ამ გამოცდილებებმა ჩვენს ხალხს შორის არსებულ კავშირები უფრო გააძლიერა. ეს კავშირები ძალიან ძლიერია და მათზეა დაფუძნებული ეს ძლიერი სოლიდარობა, რომელსაც დღეს ვხედავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა და კვლავ გამოხატავს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნების ისტორიის ამ ეტაპზე ცხადია, რომ უკრაინამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ წარმოებული ამ ძალზე მამაცი და მტკიცე ბრძოლით, ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. შესაძლოა, ჯერ ყველას არ შეუძლია ამის დანახვა, მაგრამ ეს რეალობა სულ სხვაა. პარადოქსია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა რუსეთის შემოჭრა თბილისში (აქ არ ვთვლი ძველ დროებს) და 2022 წლის 24 თებერვალს დასრულდა საუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაცია, დასრულდა ის საბჭოთა კავშირი, თუნდაც დღევანდელი რუსეთი და მსოფლიოს ზოგიერთი კუთხე ამას ჯერ ვერ იაზრებდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, სინამდვილეში, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ უკვე სრულებით შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას და ამ წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ მას შეუძლია უფრო ძლიერის, უფრო დიდის, უკეთ აღჭურვილის დაძლევა. „რუსეთს მოუწია აღმოეჩინა, რომ მას არამხოლოდ არ შეუძლია, რომ ნატო-ს გაფართოებას შეეწინააღმდეგოს, არამედ ის ამ პროცესს, ნატო-ს გაფართოვებას, ასაზრდოებს. ეს ისაა, რასაც შვედეთისა და ფინეთის შემთხვევებში ვხედავთ, რასაც ბევრი ჩვენგანი, თუნდაც ჩვენ სპეციალისტები და სტრატეგები ვიყოთ, არ ელოდა. რუსეთი ვერ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. ამან გააჩინა და დააჩქარა ევროკავშირის გაფართოების ის პერსპექტივები, რაც მანამდე მოსალოდნელი არ იყო და რამაც შეუძლებელი გახადა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობა. ეს ის პროცესია, რომელიც კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, რუსეთმა ისიც მოახერხა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები გამხდარიყვნენ უფრო თავდაჯერებულები და ნაკლებად მზად რუსეთისგან ყველაფრის მისაღებად. „ამან, რა თქმა უნდა, გააძლიერა ის, რაც აქამდე არსებობდა, თუმცა უფრო ნათელი გახადა რუსეთის დღევანდელი იზოლაციის გამო, ამ რეგიონის ცენტრალური, გადამწყვეტი როლი. ეს ეკონომიკური იზოლაცია ერთ, ან ორ დღეს არ გაგრძელდება, თუნდაც რუსეთი, საქართველოს, ან ყირიმის წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქრობდეს, რომ ეს ყველაფერი მალე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, ეს სიმართლეს აღარ შეესაბამება და ძალიან ნათელია, როცა ევროპული ინსტიტუტების ლიდერები და წევრი ქვეყნებიც მტკიცედ საუბრობენ. ასე რომ, ჩვენთვის, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შევაფასოთ ეს ცვლილებები გავიაზროთ და ვნახოთ, რომ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ცვალებად დროში – ერთობა და მათ მიმართ სოლიდარობაა, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს. ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რასაც ახლა ვხედავთ: უფრო მჭიდრო კავშირები თვითონ ევროპელებს შორის, ევროპელებსა და აშშ-ს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მეგობრებს: ისინი, ვინც დასაწყისიდანვე მხარს უჭერდნენ ჩვენს გზას; ისინი, ვინც იმ რეფორმების გატარებაში დაგვეხმარნენ, რომლებსაც ახლაც ვაგრძელებთ; ისინი, ვინც იმ ინსტიტუტების განვითარებაში დაგვეხმარნენ, რომლებზეც ჩვენს თავს ახლა ვაფუძნებთ. რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება ამ რეალობას დაუპირისპირდეს. ეს ძალიან ძველი, საბჭოთა ფენომენია, რომელიც შავს თეთრად წარმოაჩენს და თეთრს შავად, ყალბი რეალობა და დეზინფორმაცია. ვხედავთ ჩვენი დარწმუნების მცდელობებს და სხვადასხვა ახალი ამბების, ჭორების ან თუნდაც განცხადებების გავრცელების მცდელობებს, რომ საქართველო და უკრაინა შეიძლება არც თუ ისე მეგობრულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. უნდობლობის დათესვა რუსეთის მოქმედების ერთ-ერთი საყვარელი გზაა. კიდევ ერთი დეზინფორმაციაა ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს – არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დესტრუქციულია, მე ვამბობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მკაფიო უნდა ვიყოთ. თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი. ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დეფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო, მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკა ამ ტერიტორიების მიმართ ძალიან მკაფიოა – ისინი ჩვენია, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და რაც ჩვენ გვსურს, ამ მოქალაქეების კვლავ გაერთიანებაა. ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება, ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, და ეს ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა. იგივეა ევროკავშირთან მიმართებაშიც. დაყოფის ეს მცდელობები ასევე ფოკუსირებულია ევროკავშირზე და ქვეტონია, რომ ევროკავშირის რეფორმები გამიზნულია არა ძლიერი და უფრო დემოკრატიული საქართველოს შექმნის, განვითარებისა და დახმარებისათვის, არამედ, მათი გამოყენება შესაძლებელია საქართველოსა და მისი მთავრობის დესტაბილიზაციისთვის. ძალიან ნათელია საიდან იღებს ეს სათავეს. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომ როცა რუსეთი სამხედრო აგრესიით პირდაპირ არ ოპერირებს, მაშინ ის დეზინფორმაციის მეშვეობით მოქმედებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან, სხვადასხვა სახით რუსული დეზინფორმაცია ასევე, თავს იჩენს ევროკავშირის სხვადასხვა ნაწილში, ჩვენ ვნახეთ გარკვეული გამოვლინებები თუ, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ დეზინფორმაციამ სხვადასხვა ქვეყნის შიდა სტაბილურობასა და შიდა პოლიტიკაზე. დიდი განსხვავება ევროკავშირის ზოგ ქვეყანასა და ჩვენს შორის ისაა, რომ ჩვენ ევროკავშირის გარეთ ვართ, ისინი კი შიგნით, შიგნით დაცული ხარ, ჩვენ არ ვართ დაცულნი და ჩვენ ჩვენი თავი უნდა დავიცვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალური პრიორიტეტია. ასე რომ, ამ ყველაფრის ძალიან მკაფიო გაკვეთილი არის მხოლოდ ამის მუდმივად გამეორება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი დეზინფორმაციის იმ ძალიან დესტრუქციული ასპექტის წინააღმდეგ, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში პერსპექტივა არ არსებობს. ამას ჩვენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ვხედავთ, რომლებსაც ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა სურთ. ძალიან შავ-თეთრი იქნებოდა იმის თქმა, რომ პერსპექტივის ნაკლებობა მხოლოდ რუსული დეზინფორმაციაა. რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და ის, რომ ქვეყანაში საკმარის დინამიკას ვერ ხედავენ. ამიტომ უნდა დავაჩქაროთ რეფორმები, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა, ამიტომ მეტი უნდა გავაკეთოთ დეპოლარიზაციის კუთხით, რადგან თუ არის რაიმე, რაც ახალგაზრდებს ქვეყნის გარეთ გასვლისკენ უბიძგებს, ეს ქვეყნის შიგნით არსებული ამ გაუთავებელი პოლარიზაციის ხილვაა, რომელიც არ აჩვენებს რაიმე რეალურ არსს – საით მივდივართ და არ მოაქვს ის ოპტიმიზმი, რომელიც კეთების, შენებისა და ამ გზის გაგრძელებისთვის ახალი ენთუზიაზმის შესაქმნელადაა საჭირო. ასე რომ, ვიტყოდი, ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებში ეს ევროპული პერსპექტივა უნდა გავაღვივოთ. ეს ძალიან ნათლად არის წარმოდგენილი. არავინ უნდა იყოს პესიმისტურად განწყობილი, თუმცა ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა სად დგას, სად დგას უკრაინასთან მიმართებით, ევროპასთან მიმართებით და ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, თუ ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა, შემოგვთავაზა ახალი მომავალი ისე, რომ იმ დროს ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება მოგვიწია ამისთვის და ვიქნებით კი ამისთვის მზად. ჩემი ვარაუდით, ჩვენ მზად ვიქნებით და ხვალ ერთად ვიქნებით ევროკავშირში“, – განაცხადა სალომე ზურბიშვილმა.
რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა „უვადო შვებულებაში“ გასვლა გადაიფიქრა. ამის შესახებ განმარტება, მან ტელეგრამის არხზე გამოქვყნებული ვიდეოში გააკეთა. რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს კადიროვის თქმით ახლა „უბრალოდ არ აქვს წასვლის უფლება“, რადგან ხალხმა მიანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და „ამ ნდობის გამართლება მისი წმინდა მოვალეობაა“. ის მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით დატოვებს პოსტს. „ამიტომ, ვადამდელი შვებულების შესახებ საუბარს“ მომავლის გადადებს და კუთვნის შვებულებასაც არ აიღებს. „ვსაუბრობდი უვადო შვებულებაზე, ვფიქრობდი 15 წელი - ეს ბევრია, თურმე, ყოფილან გუბერნატორები, რომლებიც 27 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოდის რომ არც ისე დიდხანს ვყოფილვარ" - ამბობს ჩენჩნეთის ლიდერი. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.
ირაკლი კობახიძე: პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი
პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი. ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას 20 პროცენტი ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს 20 პროცენტი ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას, ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას, მაშინ ჩააბარეს 20 პროცენტი რუსეთს. ჩვენი ხელისუფების პერიოდში ყველაფერს ყურადღებით ვეცნობით, ვაკვირდებით და გაქვს სათანადო რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.