ძებნის რეზულტატი:

ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა

ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღად 12 სექტემბერი დაასახელა. შესაბამისი განცხადებით, ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონი გამოვიდა. შედეგად, რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო მოსაკრებელი შესაძლოა, 85 ევრომდე გაიზარდოს, დოკუმენტის გაცემის ვადები კი, შესაძლოა 45 დღემდე გახანგრძლივდეს. „რუსეთთან ჩვეული საქმე არ შეიძლება. ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება სრულად შეჩერდეს და ოკუპირებული უკრაკინის რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების მოქმედება არ იყოს აღიარებული. სავიზო რეჟიმის გამარტივება არის ნდობის ნიშანი, რომელიც რუსეთის აგრესიულმა ომმა მთლიანად დაანგრია“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.  

ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მხარდაჭერისთვის და ყირიმის სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. უკრაინის პრეზიდენტის წერილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუმრობისას წაიკითხა, სადაც კონფერენცია „Slava Ukraini-ს“ მონაწილეები იმყოფებოდნენ. „მსურს, გულწრფელი მადლობა გამოვხატო პერსონალურად თქვენი და თქვენი ქვეყნის მიმართ 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. ამ სამიტმა მსოფლიო დემოკრატიის ერთობა და სიმტკიცე წარმოაჩინა უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის რუსული აგრესიისგან დაცვის საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეების აღნიშვნით, ისინი არასდროს შეეგუებიან ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ დროებით ოკუპაციას და არასოდეს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიას. სამიტმა დაადასტურა უკრაინელი ხალხის უფლება, თავი დაიცვან რუსული აგრესიისგან, რომელიც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და გაათავისუფლონ საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული უკრაინის სრული ტერიტორია, ნახევარკუნძულის ჩათვლით. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ფასდაუდებელია, მხარდაჭერა გვაახლოვებს გამარჯვებასთან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებისგან და პასუხი ვაგებინოთ ომზე პასუხისმგებელ პირებს. მოუთმენლად ველი ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მწამს, რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, - წერია წერილში, რომელიც რაადიო თავისუფლების ცნობით, სტუმრებსა და სალომე ზურაბიშვილს ანდრეი კასიანოვმა გააცნო. თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „დიდება უკრაინას“ 5-6 სექტემბერს გაიმართა.

კარა მაკდონალდი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მხარეებმა, საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა სტუმარს დეტალურად გააცნეს ხელისუფლების გეგმა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ს სწავლების მნიშვნელობას. კარა მაკდონალდი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა.  

IAEA-ის ანგარიში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკა დაფიქსირდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეში, ატომურ ელექტროსადგურზე, ქარხნის ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას რუსული სამხედრო პერსონალის, მანქანებისა და აღჭურვილობის ყოფნა დააფიქსირა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს. „დროებითი ზომების მიღება „გადაუდებელი აუცილებლობაა, რათა თავიდან იყოს აცილებული ბირთვული ავარია, რომელიც შეიძლება, წარმოიქმნას სამხედრო საშუალებებით გამოწვეული ფიზიკური დაზიანების შედეგად“, - ნათქვამია IAEA-ს განცხადებაში. IAEA-ის ანგარიშის მიხედვით, დაზიანებულია ტურბინების დაზეთვისთვის განკუთვნილი ზეთის ავზი; კომპლექსი შენობის მახლობლად, სადაც მდებარეობს რეაქტორი; ასევე, სასწავლო კორპუსი - შენობა, რომელშიც განლაგებულია სადგურის ფიზიკური დაცვის საავარიო სისტემა; და, კონტეინერი, რომელშიც რადიაციის მონიტორინგის სისტემაა განთავსებული. 6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ასევე განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებიან, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს. IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.  ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.  „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.  

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პრორუსი ბლოგერის პარტია აკრძალა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პრორუსი ბლოგერის, ანატოლი შარის პარტია პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციასა და „ანტიუკრაინული პროპაგანდის“ გავრცელებაში დაადანაშაულა.პარტია სასამართლომ ივნისში, რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო აკრძალა, მოგვიანებით კი, საჩივარი  უზენაეს სასამართლოში შეიტანა. ანატოლი შარის, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, 2021 წელს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი სამშობლოს ღალატში. ის ესპანეთის ხელისუფლებამ მაისში, მცირე ხნით დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა. ის  ბრალდებას უარყოფს და მისი პარტიის აკრძალვას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.    

კულება: უკრაინის გაყიდვით პუტინის დამშვიდება, ეშმაკთან გარიგებაა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დათმობაზე წასვლა, მისი ენერგეტიკული შანტაჟის გამო, ევროპას არც მშვიდობას მოუტანს და არც სტაბილურობას, არამედ, მხოლოდ დამატებით პრობლემებს შექმნის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „თავისი ენერგეტიკული შანტაჟით, პუტინს სურს, დაანგრიოს ევროპის ყველა ოჯახის სტაბილურობა და კეთილდღეობა. ისინი, ვინც დათმობას გვთავაზობენ, მხოლოდ მეტ უბედურებას იწვევენ. პუტინის დამშვიდება უკრაინის გაყიდვით, არის გარიგება ეშმაკთან, რომელიც არ მოიტანს მშვიდობას და სტაბილურობას, - აღნიშნავს კულება.  

ბორელი: საქართველომ გადაწყვიტა, ევროპულ გზას შეუდგეს და ეს პასუხისმგებლობა იკისროს. ახლა აქტუალურია ამ დანაპირების შესრულება

ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და არ არსებობს არანაირი მოკლე გზა ან გადახვევა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, იმიტომ რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შემდეგ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად იმართება. ეს ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს, თუმცა ეს ამბიციები, როგორც ყოველთვის, მომდინარეობს თავისი პასუხისმგებლობით. ეს პასუხისმგებლობა არის უპირველეს ყოვლისა, რეფორმების გაგრძელება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოვლენილი იყო ევროკომისიის მიერ. მეორე პასუხისმგებლობა მომდინარეობს იქიდან, რომ შესუსტდეს პოლარიზაცია მთელ პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი იყოს შესრულებული. ეს არამარტო მთავრობამ უნდა შეძლოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მთელმა საზოგადოებამ. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. არ არსებობს არანაირი მოკლე გზა ან გადახვევა. არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც შედეგებში გადაიზრდება. მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას. პერსპექტივა ძალიან ნათელია: როდესაც საუბარი არის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპები, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ეს ყველაფერი არის ჩვენი ფუძემდებლური პრინციპები. საქართველომ გადაწყვიტა, ევროპულ გზას შეუდგეს და ეს პასუხისმგებლობა იკისროს. ახლა აქტუალურია ამ დანაპირების შესრულება. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული. ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ ერთად - არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს. მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი. ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ამ გზაზე ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია. ეს განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ. ევროკავშირი და მისი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი თქვენთან არის და მზად არის თქვენს დასახმარებლად“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ირაკლი ღარიბაშვილი: მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას

მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. „მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა არიან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც ბატონმა ჯოზეფ ბორელმა ბრძანა, არამარტო მთავრობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა და მოტივაცია. საქართველო არის მზად, მმართველი პარტია არის მზად, რომ 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.  

საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ევროკავშირის თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ

ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხაზი გაესვა ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. „ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე ომზე, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთთან მასშტაბური ომი წარმოებდა. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი შეფასება ამ საკითხთან მიმართებით და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მადლობა მინდა უმაღლესო წარმომადგენელო გადაგიხადოთ საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ფასეულობების, იმ მიზნების მიმართ, რომელიც ერთად შევაჯერეთ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ. „დიდი მადლობა ბატონო უმაღლესო წარმომადგენელო, ევროკომისარო, მოგესალმებით. დღევანდელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმდენად, რამდენადაც ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პირველად ვხვდებით ასეთ გაფართოებულ ფორმატში, ვიხილავთ საქართველოს წინსვლას, ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მოტივირებულ გზაზე და ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, სადაც საქართველოს მიაჩნია, რომ ბუნებრივად ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ფასეულობები, საერთო მიზნები, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სოლიდარობას.  ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის ერთგულია, რომელშიც გაწერილია საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე, პირველ ივლისს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული: ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცაღა, გულისტკენით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვგრძნობთ ერთგულებას ასოცირების შეთანხმების სრულ ათვისებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, 2027 წლამდე ასოცირების დღის წესრიგის, რომელშიც გაწერილია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. ეს არის ერთიანი ბაზრის ათვისება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია. დაკავშირებადობის საკითხის წინსვლა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, ასევე, მთლიანად რეგიონში, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების და იმ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის ენერგოუსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება. ჩვენ ევროპელ კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ ჩაერთონ ამ საკითხში და გლობალურ დაკავშირებადობის რუკაზე საქართველო კარგად გამოისახოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ოლივერ ვარჰეი: ჩვენი გზავნილი საქართველოს მიმართ შემდეგია: არ დაიკარგოს დრო და ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მიმართ მთავარი გზავნილი გააჟღერა. „ჩვენი პრიორიტეტები ნათელია, ჩვენ გვქონდა ღია, ნათელი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია, წარვმართოთ ჩვენი მყარი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ. მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს დრო და ენერგია და წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით რა თქმა უნდა, დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს ყველას მხრიდან. მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზება მოვახდინოთ. ყველა მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციაზე გაამახვილოს ყურადღება, გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება; მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. ეს ყველაფერი იმ პრიორიტეტებშია გაწერილი და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას პოზიტიურად შევაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ, რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მისივე თქმით, ევროკავშირის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთთან წააგო

საქართველოს საკალათვბურთო ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი ჩაატარა. ბულგარელებმა ანგარიშით - 92:80 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 21 ქულა გოგა ბითაძემ დააგროვა, სამმაგ დუბლს მიუახლოვდა სანდრო მამუკელაშვილი: 13 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი. თად მაკფადენმა 19 ქულა მიითვალა.  

ბორელი: პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ესმოდეს, რომ  პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას.  მისივე თქმით, დეპოლარიზაცია ინკლუზიური პროცესია. ბორელმა მოუწოდა ყველა პარტიას, ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან მისი შეფასებით, ეს არის ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა. „პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ზედმეტი პოლარიზაცია იწვევს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის პროგრესს. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოლარიზაცია, რათა ვაჩვენოთ განსხვავებული მიდგომა და ეს ნორმალურია, ეს დემოკრატიაა, მაგრამ ამ პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას. მე არ ვაპირებ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების შეფასებას, მაგრამ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობებს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

ზელენსკი: უკრაინის აღსადგენად $1 ტრილიონზე მეტია საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში გამარჯვების შემდეგ, უკრაინის სრული აღდგენა იქნება ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი ევროპაში, რომელიც ამჟამად, შეიძლება, ერთ ტრილიონ დოლარზე მეტად შეფასდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის პროექტის განხორციელება, სწრაფი აღდგენის გეგმის ფარგლებში, რომელიც გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის დაუყოვნებლივ აღდგენის საშუალებას იძლევა, უკვე დაწყებულია. „უკრაინის რეკონსტრუქციის გენერალური პროექტი იქნება ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი ევროპაში. მისი მოცულობა უკვე ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის გენერალური პროექტი ათ წელზე ნაკლებ დროზეა გათვლილი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოლივერ ვარჰეი: ხაზი მინდა გავუსვა საინვესტიციო გეგმას, რომელშიც 3,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება საჯარო და კერძო სექტორიდან მხოლოდ საქართველოში

ვაჭრობის მიმართულებით წარმატება გვაქვს, ძალიან მიხარია რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა- ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობა ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით პრიორიტეტულია. „გასული წლის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დაწინაურდა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კომუნიკაცია მოხდეს ძალიან მკაფიო ჩვენი თანამშრომლობის შესახებ. ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელშიც 3,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება საჯარო და კერძო სექტორიდან მხოლოდ საქართველოში. საინვესტიციო კლიმატის მიმართულებით ამ პოტენციალის ასათვისებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო. კოვიდის კრიზისის შემდეგ ეს მუშაობა გააქტიურდება, გარკვეული გამოწვევები იქნება დაძლეული, განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობის, ვთქვათ, ევროკავშირში მაძიებელთა მიმართულებით. ჩვენ შევეცდებით გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვაჭრობას, წარმატება ვიხილეთ. ძალიან მახარებს, რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, იმიტომ, რომ ჩვენი შეთანხმება იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებში მოხდება ჩვენი თანამშრომლობის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება და ათვისება. დაკავშირებადობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის - იქნება ეს ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით, აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოებების დასაახლოებლად. დასკვნის სახით მინდა დავადასტურო: ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს დავეხმაროთ იმ 12 პრიორიტეტის განხორციელებაში, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაზრდაში, რათა სარგებელი მოუტანოს ამან ყველაფერმა საქართველოს მოსახლეობას. ყოველთვის გექნებათ ჩემი პირადი დახმარების საფუძველი და მიზეზი“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკავშირის მიერ (2021 წელს განცხადებული) აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიხედვით,  მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოსთვის  გათვალისწინებულია 3.9 მილიარდი ევროს მოზიდვა, მათ შორის, 1 175 000 000 - გრანტის სახით.

ლიზ ტრასმა პირველ გამოსვლაში ახსენა უკრაინა და რუსეთის აგრესია

ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა პირველი სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დაკავების შემდეგ.თავის გამოსვლაში ტრასმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ბორის ჯონსონს. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია „ბორის ჯონსონი გაუმკლადა Brexit-ს, კოვიდვაქცინაციას და წინ აღუდგა რუსეთის აგრესიას. ისტორია შეაფასებს მას, როგორც შედეგზე ორიენტირებულ პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ტრასმა. ტრასის თქმით, გაერთიანებული სამეფო ახლა მძიმე გლობალურ გამოწვევებს აწყდება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის საშინელი ომით უკრაინაში და Covid19-ის შედეგებით. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ კვირაში მიიღებს ზომებს ენერგიაზე გადასახადებთან დაკავშირებით და მომავალი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად". ტრასმა მის მთავარ პრიორიტეტებად ჩამოთვალა ენერგიის ფასების დაძლევა, ენერგომომარაგების უზრუნველყოფა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება. მან უკვე დაიწყო თავისი კაბინეტის შეკრება, ფინანსთა მინისტრად დანიშნა კვასი კვარტენგი, საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიმს კლევერლი და შინაგან საქმეთა მინისტრად სუელა ბრავერმანი.    

ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ზელენსკიმ ტრასი უკრაინაში მიიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხს უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარებისთვის. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში. ასევე, რუსეთზე კოორდინირებული შემდგომი ზეწოლა, რომლის მიზანიც აგრესიის შეჩერება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა. მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ბაიდენი ამბობს, რომ სი ძინპინს G20-ის სამიტზე შეხვდება, თუ მას ჩინეთის ლიდერიც დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავის ჩინელ კოლეგას შეხვდება, თუ ის G20-ის მომავალ სამიტს დაესწრება.  ამის შესახებ, Anadolu-ს ცნობით, ბაიდენმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა. „თუ ის იქ იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.  13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი G20-ის სამიტი, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი მიმდინარე თვეს არის დაგეგმილი. დიდი ოცეული აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. მისი წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. 

უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა, ქვეყნის სამხრეთით რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.  გუბერნატორი: ლუგანსკის ოლქი თავის დაცვას განაგრძობს, მტრის თავდასხმები მოგერიებულია " ჩვენმა ჯარისკაცება, ქვეყნის სამხრეთით რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს მტრის დადასტურებული დანაკარგებია : 83 რაშისტი, 5 ტანკი, 12 ჰაუბიცა, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა. ამასთან, გოლოი პრისტანში, ტომინა ბალკასა და სნიგირევკაში განადგურდა საბრძოლო მასალის 3 საცავი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ოპერატიული სარდლობა: უკრაინელმა დამცველებმა, სამხრეთით 86 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

დასახლებები გავათავისუფლეთ, მაგრამ ჩამოთვლას არ ვჩქარობთ - უკრაინის „სამხრეთის“ სარდლობა

უკრაინის სამხრეთ ნაწილში რმიამ გაათავისუფლა ახალი დასახლებული პუნქტები, მაგრამ გენშტაბი მათ ჩამოთვლას არ ჩქარობს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ეს დასახლებები მტრის არტილერიის სამიზნე გახდეს. ამის შესახებ „სამხრეთის“ გაერთიანებული სარდლობის პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.  ნატალია გუმენიუკი აცხადებს, რომ ნაადრევად ინფორმაციის გავრცელებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა, რომელიც სახლებში დაბრუნებას ჩქარობს: „გვაქვს მოცემულობა, რომ დასახლებული პუნქტებიდან გასვლის წინ, მტერი ტოვებს დანაღმულ ტერიტორიებსა და უამრავ, სიცოცხლისთვის საშიშ ხაფანგს. ამიტომ კიდევ დროა საჭირო, რომ მოხდეს ასეთი ადგილების შესწავლა და განაღმვა, შემდეგ კი გათავისუფლებული ადგილები ოფიციალურად დასახელდება”, – თქვა ნატალია გუმენიუკმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში თითო დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.