ძებნის რეზულტატი:

ჯო ბაიდენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ ემხრობა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ არ ემხრობა რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებას. ამის შესახებ Reuters წერს. Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი გაწყვეტს აშშ-თან ურთიერთობას, თუ თეთრი სახლი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.  „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა კონცეფცია, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია“ დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის გარეთ ჰუმანიტარული პოლიტიკას არეგულირებს. „ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია“, რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან ურთიერთობისას ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა იქნება გათვალისწინებული. „პრიორიტეტულ საკითხად რჩება ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდული საკითხების, სპორტის, ტურიზმის სფეროებში სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში: დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაღრმავების შემთხვევაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება,“- ნათქვამია კონცეფციაში.  „რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების გამოყენებაში, ინტერესების დაცვასა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში". - აღნიშნულია დოკუმენტში.  

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს. „ჩვენთვის ცნობილია ევროკავშირის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მოლოდინები რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს “, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 5 სექტემბერს გაემგზავრა.  

ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის წევრთან საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხებს, რომელიც ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. "შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა. რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ გამოწვევებზე. აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა  

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

"რთველი 2022-ის ფარგლებში, კახეთში გადამუშავდა 20 ათას ტონამდე ყურძენი. 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 16 მლნ ლარს აღწევს", - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 70-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და ერთ კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.  

კელი დეგნანი სანქციებზე: ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა ვცადოთ ხვრელების დახურვა პორტებსა და საზღვრებზე

საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას“ მეორე დღის პანელურ დისკუსიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი შეუერთდა. დისკუსიას უძღვებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე და მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი. კითვა-პასუხის რეჟიმის დროს, ელჩს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს გამოყენებით სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხზე. ელჩმა საპასუხოდ განმარტა, რომ აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს იმისკენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ სანქციებისგან თავის დასაღწევი საშუალებების დასახურად. „ჩვენ ვთხოვთ ქვეყნებს – იქნება ეს ამ რეგიონში თუ სხვაგან, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა ქსელი დაიხუროს, იმიტომ, რომ ეს არის გზა, რითაც სანქციები ყველაზე ეფექტიანად მუშაობს. სწორედ ეს მესიჯი გადავეცით საქართველოს მთავრობასაც. საქართველოს მთავრობა მაშინვე დაემორჩილა ფინანსურ სანქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ ქსელის დახურვა და ის კვლავ სიფხიზლეს ინარჩუნებს ფინანსური სანქციების მიმართ. ჩვენ ძალიან მჭირდოდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა როგორც შეგვიძლია, ვცადოთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებების დახურვა პორტებსა და საზღვრებზე. ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ წავახალისოთ საქართველო გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. არ შემიძლია, გიპასუხოთ, რომ 100 %-ით არ ხდება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით და იმ უწყებებთან, რომლებთანაც ჩვენ აქ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება საუკეთესოდ შევაჩეროთ ეს ნაკადი“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა. თავის მხრივ, ეველინ ფარკასმა დაამატა, რომ „BMW-ებზე გაცილებით უფრო მეტად შემაშფოთებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი კომპიუტერული მიკროჩიპები და ტექნოლოგია, რომელიც რუსებს თავიანთი სამხედრო მანქანისთვის სჭირდებათ“. მანამდე, კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელჩს მიმართა, რომ რუსებისთვის სრულიად კანონიერია, ჩამოვიდნენ აქ და მიიღონ ნაწილები თავიანთი BMW-სთვის და წაიღონ მოსკოვში, რადგან საქართველოს მთავრობა არ მონაწილეობს სანქციებში. ის დაინტერესდა, რას აკეთებს აშშ ამ მიმართულებით.  

გენერალურ პროკურატურაში „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ შეიქმნა

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სპეციალიზებული დანაყოფი - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ შეიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალიზებული დანაყოფის შექმნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით, კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა მზარდი სტატისტიკა გახდა, რაც მათ შორის აქტიურად ვლინდებოდა პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებში. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამედროვე საგამოძიებო ორგანოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახდა და მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს პროკურატურის ახალ სამოქმედო გეგმაში.  

მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატებს შეხვდა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. მხარეების განცხადებით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.  „ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოვაწეროთ ხელი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან განაცახდა, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. 

ცნობილია, რამდენი ბავშვი დაიკარგა უკრაინაში უგზო-უკვლოდ

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 236 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ხოლო 7 343 დეპორტირებულად ითვლება. ამის შესახებ მედია უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.  უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისმა დაკარგულად მიჩნეული 5 391 ბავშვი იპოვა და აქედან ოჯახს მხოლოდ 55 დაუბრუნდა.  ბოლო მონაცემებით, რუსული აგრესიის დაწყებიდან 382 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 740 სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

ლევან ვარშალომიძეს პარლამენტარის უფლებამოსილება შეუწყდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ვარშალომიძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი სხდომების გაცდენა გახდა.  პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში უწყდება, თუკი მორიგე სხდომებიდან ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით აცდენს.  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის დეპუტატის სტატუსის შეწყვეტის განხილვისას განაცხადა, რომ ვარშალომიძეს პარლამენტის წევრის სტატუსით, ბიუჯეტიდან 56 000 ლარამდე აქვს მიღებული ისე, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ერთხელაც არ ყოფილა. კერძოდ, ვარშალომიძე არ დასწრებია 2022 წლის საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომიდან არცერთს არ დასწრებია.  შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომელიც 2021 წლის თებერვალში პარლამენტარის სტატუსის მოხსნას ითხოვდა.  მაშინ პარლამენტმა, მისი და სხვა ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.   

გუბერნატორი: ლუგანსკის ოლქი თავის დაცვას განაგრძობს, მტრის თავდასხმები მოგერიებულია

"ლუგანსკის ოლქი თავის დაცვას განაგრძობს. მტრის თავდასხმები მოგერიებულია", - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. ოპერატიული სარდლობა: უკრაინელმა დამცველებმა, სამხრეთით 86 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს „ლუგანსკის ოლქი თავის დაცვას განაგრძობს. მტრის თავდასხმები მოგერიებულია, არის გარკვეული დადებითი შედეგები: ჩვენმა დამცველებმა მცირედით წინ წაიწიეს და ფეხი მოიკიდეს. ველოდებით დეოკუპაციას“, - წერს გაიდაი სოციალურ ქსელში. უკრაინა: ლუგანსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, 400 ოკუპანტია ლიკვიდირებული ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 სექტემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში ბრალდებულმა, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის შედეგადაც ქვეითად მყოფ მცირეწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა, ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, ჰადია ლაბიბისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები. "მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება მაღალი პოტენციალი. ბელგიის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აღინიშნა ამ მნიშვნელოვან პროცესში ბელგიის სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობა. ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საკითხზე საუბრისას მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – „ევროპალია“ საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს და მისი კულტურის პოპულარიზაციისთვის არა მხოლოდ ბელგიის სამეფოში, არამედ ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა. შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღინიშნეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. ილია დარჩიაშვილმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

გერმანული ბიზნესი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესდა

გერმანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესდა. ეს საკითხი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევისა და გერმანიის დელეგაციის შეხვედრაზე განიხილეს.  ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელი დომენიკ შნიხელსმა, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო ჯაჭვში გერმანული კომპანიების ჩართვის შესახებ განაცხადა.  ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ამასთან, გერმანულმა მხარემ ყაზახეთში არსებული საბადოების დამუშავებასა და ენერგოსექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ინტერესი გამოხატა.   

თეა წულუკიანი: ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო ვართ, რომ სტაბილურობას ვინარჩუნებთ

ათვალწუნებული ვართ მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად, – ამის შესახებ საქართველოს კულურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „რას ვიზამთ, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში ზოგიერთ წარმომადგენელს იდეების ნაკლებობა არ აწუხებს და როგორც ჩანს, ეს არის მათი მხრიდან მორიგი „კრეატიული იდეა“. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხი, ბავშვები გასაჭირში არიან, რომ მათ ყოველდღიური არსებობის საფრთხის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. ამიტომ სწორედ მათ გამო და არა მათი ხელისუფლების გამო, თავს შევიკავებდი უფრო მწვავე შეფასებისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობითვის, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელებსაც სანქციები ჯერ არ შეხებიათ. სიაში იძებნებიან: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, დავით ხიდაშელი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე.  

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკში, კომენდანტად დანიშნული პირი ავტომობილში ააფეთქეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში, კომენდანტად დანიშნული არტემ ბარდინი ავტომობილში ააფეთქეს.  „დღეს, 6 სექტემბერს, ბერდიანსკის ცენტრში, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან, ქალაქის კომენდანტის არტემ ბარდინის მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად ქალაქის კომენდანტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმები მას აუცილებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ“, - აცხადებენ ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები. ოპერატიული სარდლობა: უკრაინელმა დამცველებმა, სამხრეთით 86 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. ტრასმა დედოფალ ელისაბედ მეორესთან შოტლანდიაში შეხვედრა გამართა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია შეგახსენებთ, რომ ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ახალი პრემიერ-მინისტრი მონარქმა ოფიციალურად უნდა დანიშნოს. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს 7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.  11 ივლისს კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრიდა.   

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საბოლოოდ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რასაც მხარი მხოლოდ 20- მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 68 დეპუტატი წავიდა. შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79 - მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 დეპუტატი კი, წინააღმდეგი წავიდა. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს. „სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გაცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, იმავე დროს პარლამენტი აპირებს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს. იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები“,- აღნიშნა მომხსენებელმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც კომიტეტის სხდომაზე და არც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყო არაერთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. „პრეზიდენტს შეუძლია, გამოიყენოს ვეტოს უფლება, თუმცა ეს არ არის ლიტონი სიტყვები. კანონმდებლობა ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ პარლამენტს წარუდგინოს მოტივირებული შენიშვნები. კონსტიტუციურ სამართალში ეს აღიარებული აქსიომაა, რომ ამ შემთხვევაში აქ ხდება არა მხოლოდ ფარატინა ქაღალდის გამოგზავნა პარლამენტში, არამედ, საუბარია მოტივირებულ შენიშვნებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. სუსპენზიური შეყოვნებითი ვეტოს უფლება, როდესაც პრეზიდენტს შეუძლია შეაჩეროს კანონის ამოქმედება, დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს და პარლამენტმა შემდგომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ეს არის კონსტიტუციური დოგმა და საკანონმდებლო მოთხოვნა, რაც პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენლობამ ელემენტარულ დონეზეც ვერ უზრუნველყვეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვების დროს ინიციატორებმა გაითვალისწინეს გამოთქმული შენიშვნები. „სახელმწიფომ რაღაც ეტაპზე მიიჩნია, რომ ტერორიზმთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედება დაშვებული უნდა იყოს ისეთ დანაშაულებთანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებული დანაშაული. თუკი პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა განსხვავებული შეხედულება რომელიმე კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ეს არის ამისთვის ერთადერთი ადგილი (პარლამენტი), თუმცა უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნების სახით და არა ზოგადი „მოტივირებული შენიშვნები“ და ასეთი უშენიშვნო იყოს „მოტივირებული შენიშვნები“. ინიცირებულ ვერსიაში 20 მუხლით მეტი იყო გათვალისწინებული, რაზეც საგამოძიებო მოქმედება უნდა დაშვებულიყო. ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ არ იქნება მართებული ეს დანარჩენ 20 მუხლზე გავრცელდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო  

რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის პირისპირ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკომისიაში შეხვედრისას აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ საბჭოს მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმა მალევე წარმოადგინა. სამუშაო პროცესი უზრუნველყოფს პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, ქვეყანა წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებში იქნება საქართველოს ამბიციური რეფორმის სამოქმედო გეგმის ძირითადი საფუძველი. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მადლობა გადაუხადა საქართველოს ამბიციური გეგმების შესრულებაში შეტანილი პირადი წვლილისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. „შევხვდი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი. ვაცნობიერებთ, რომ ლოგისტიკური და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაცია საკვანძო საკითხია ევროკავშირის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის, - წერს თავის მხრივ პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.

ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ოლივერ ვარჰეის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განიხილეს.  „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განვიხილე“, - აღნიშნავს ევროკომისარი.