ძებნის რეზულტატი:

ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა

ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ინვესტორებისთვის და მეწარმეებისთვის, მაგრამ არა ყველასთვის. ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა ლატვიამ იმიგრაციის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.   „იმიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემა შეწყდება რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ლატვიაში. მაგალითად, ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ენის არცოდნის გამო არ იღებენ მუდმივ ბინადრობის ნებართვას ან ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსს“, - ნათქვამია ლატვიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.   

გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ქალაქ გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება. სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.  

მედია: „ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

"ნეტფლიქსი“ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას დასთანხმდა. მედიის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა და „ნეტფლიქსმა“ შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთან, შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა. სარჩელი ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. "დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის", - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი. შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა. ასევე წაიკითხეთ: ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია  

გერმანიამ უკრაინას კონტრ-ბატარეის რადარი Cobra პირველად გადასცა

გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიიდან კიდევ ოთხი საზენიტო თვითმავალი საარტილერიო სამაგრი Gepard-ი და პირველი კონტრ-ბატარეის რადარი Cobra მიიღეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდი იტყობინება. მედიის ცნობით, გერმანიის მიერ დაპირებული 30-დან უკრაინამ უკვე მიიღო 20 საზენიტო იარაღი, ხოლო 10 000 ჭურვიდან 4 000. Cobra-სრადარი განსაზღვრავს მტრის არტილერიის პოზიციების კოორდინატებს, ნაღმტყორცნების ბატარეებს, აგრეთვე ტერორისტული ჯგუფების იმპროვიზირებული სარაკეტო გამშვები პუნქტებს. დანადგარი Thales-ის, Airbus Defense and Space-ისა და Lockheed Martin-ის კონსორციუმის მიერ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებისთვის შეიქმნა. რამდენიმე ერთეული ასეთი რადარი თურქეთმაც შეიძინა. უკრაინა გახდა მეხუთე ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ახლა კონტრ-ბატარეის რადარი Cobra-თია შეიარაღებული.  

ტურიზმის ადმინისტრაცია: აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1%-ს შეადგენს. „მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582 995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3 256 370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +208.9%-ია. 2019 წლის რვა თვის მონაცემებთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5%-ს შეადგინა. 2022 წლის რვა თვეში საქართველოში 2 251 978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, ზრდა +155%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს შეადგენს“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.  

Bloomberg: ევროპისთვის გაზის სრულად შეწყვეტის გამო, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად $6,6 მილიარდს დაკარგავს

ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო შესაძლოა, რუსეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შემოსავლების სახით, წელიწადში $6,6 მილიარდი დაკარგოს. ამის შესახებ Bloomberg რუსეთის მთავრობის საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა გამოცემა წერს, რომ 30 აგვისტოს რუსეთის მთავრობას განსახილველად წარედგინა დოკუმენტი, რომელიც „უფრო საშინელ სურათს ასახავს, ​​ვიდრე ოფიციალური პირები ჩვეულებრივ ოპტიმისტურ საჯარო განცხადებებში აკეთებენ“. მოხსენების თანახმად, ევროპისთვის (რუსეთის მთავარი საექსპორტო ბაზრი) გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რუსეთის ბიუჯეტზე მძიმედ აისახება და საგადასახადო შემოსავლების სახით შესაძლოა, წელიწადში  400 მილიარდი რუბლი (6,6 მილიარდი დოლარის ექვივალენტი) დაკარგოს.  ახალი საექსპორტო ბაზრებით გაყიდვების მოცულობის დაკარგვის სრულად კომპენსირება, საშუალოვადიან პერიოდშიც კი შეუძლებელი იქნება. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის გამო, რუსული ლითონის მწარმოებლები წელიწადში დაახლოებით $5,7 მილიარდ დოლარს დაკარგავენ. „რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, დასავლეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის“, - წერს გამოცემა.   

რუსეთის ჯარმა ერთ დღეში უკრაინის 7 რეგიონზე მიიტანა სარაკეტო იერიში

რუსეთის ჯარმა ერთ დღეში უკრაინის 7 რეგიონზე მიიტანა სარაკეტო იერიში.   უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, ხარკოვის და ხერსონის ოლქებში 7-ზე მეტი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა განახორციელეს.  სხვა მიმართულებებზე კი ძირითადად, ტანკებს, საბრძოლო მანქანებს და რეაქტიულ არტილერიას იყენებდნენ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში აეროპორტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა. როგორც ცნობილია, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რადიო ნავიგაციის სისტემა.  სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების გამო, ალეპოს აეროპორტმა მუშაობა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ შეაჩერა. "ისრაელი „ცეცხლს ეთამაშება“ და ფართო კონფლიქტის რისკებს აჩენს", - აცხადებენ სირიის მთავრობის წარმომადგენლები.  

გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. კომბინატის დასახლებაში დაკავებულია შუახნის კაცი, ის ბრალს არ აღიარებს. გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს "სპეცოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც შსს მოგვიანებით გაასაჯაროებს", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

უკრაინა და პოლონეთი მცენარეული ზეთის გადასაზიდად მილსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და პოლონეთი შეთანხმდნენ საზღვრისპირა მილსადენის აშენებაზე, რომელიც უკრაინულ მცენარეულ ზეთს გდანსკის პორტში გადაიტანს. პოლონეთი და უკრაინა მცენარეული ზეთის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის აშენებას გეგმავენ შესაბამის მემორანდუმს უკრაინამ და პოლონეთმა ხელი უკვე მოაწერეს.  უახლოეს მომავალში უკრაინა და პოლონეთი შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მილსადენისა და ორი ტერმინალის მშენებლობის ტექნიკური მახასიათებლებს შეიმუშავებს. აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისისთვის უკრაინული მზესუმზირის ზეთი მსოფლიოს 107 ქვეყანაში იყო ექსპორტირებული. საერთო ექსპორტის 37% ევროპაში, 29% სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო 14,9% აზიის ბაზარზე.  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 383 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციი, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 383 ბავშვი მოკლეს. რუსეთის ჯარმა ერთ დღეში უკრაინის 7 რეგიონზე მიიტანა სარაკეტო იერიში „7 სექტემბრის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 383 ბავშვი და დაშავდა 742“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს

თეთრი სახლის სპიკერმა კარინე-ჟან პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ, შესაძლოა,  უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გამოიწვიოს და ჰუმანიტარულ ძალისხმევას ზიანი მიადგეს. ჯო ბაიდენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ ემხრობა  „რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ შესაძლოა, უკრაინას და მსოფლიოს არასასურველი შედეგები მოუტანოს. მაგალითად, ჩვენ ვესაუბრეთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში, უკრაინის ზოგიერთ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გართულდება“, - განაცხადა კარინე-ჟან პიერმა.  ჟან-პიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ მიიჩნევს ქმედითად წინადადებას, აღნიშნულ სიაში რუსეთის დამატების შესახებ. ადმინისტრაციის განცხადებით, ამგვარ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს „გაუთვალისწინებელი შედეგები უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი გაწყვეტს აშშ-თან ურთიერთობას, თუ თეთრი სახლი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.  „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 50 610 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 383 ბავშვი მოკლეს "ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 50 610 ჯარისკაცია ლიკვიდირებული.. უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 208 ვერტმფრენი, 880 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 3320 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 109 ერთეული სპეცტექნიკა და 214 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. რუსეთის ჯარმა ერთ დღეში უკრაინის 7 რეგიონზე მიიტანა სარაკეტო იერიში ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კახა კალაძე: 74 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა შევიძინეთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა. როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისთვის, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქებს შორის ტურისტული თვალსაზრისით ლიდერი იყოს, მუნიციპალიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერითა და თანადგომით „თბილსერვის ჯგუფისთვის“ 74 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია და დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება. „ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით და თანადგომით შევიძინეთ 74 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია, დარჩენილი 15 ერთეულიც რამდენიმე დღეში ჩამოვა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, მოწესრიგებული და რა თქმა უნდა, ხვალიდან ეს ტექნიკა დაიწყებს მუშაობას დედაქალაქის ქუჩებში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ყველა წამოწყება, მათი მხარდაჭერით ხორციელდებოდა დღემდე. რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

სლავიანსკის მერი: რუსმა ოკუპანტებმა სკოლა და საცხოვრებელი სახლი დაბომბეს

სლავიანსკის მერის, ვადიმ ლიახის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკში სკოლა და საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 383 ბავშვი მოკლეს "რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკში სკოლა და საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს", - აღნიშნა  მერმა. რუსეთის ჯარმა ერთ დღეში უკრაინის 7 რეგიონზე მიიტანა სარაკეტო იერიში ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას

ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბოსნია-ჰერცოგოვინაში ვიზიტისას განაცხადა.  სარაევოში გამგზავრებამდე ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას. ასევე ბალკანეთის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. „ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა ერდოღანმა.  მისი თქმით, ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია არამხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული მიზეზებით, არამედ რეგიონთან ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირების გამო. ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი სერბეთში ჩავიდა, შემდეგ კი ხორვატიას ეწვევა. 

ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. "საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაშიც ევროპარლამენტი პოზიტიურ წვლილს შეიტანს. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში იმყოფება. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეზღუდონ.  ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ზომების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.   ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა აკრძალვა შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ. გამონაკლისი გავრცელდება გადამზიდავებზე, დიპლომატებზე და იმ ადამიანებზე რომელბიც ამ სამ ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზნებით შევლენ.  სახმელეთო საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვის გადაწყვეტილებას ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ერთობლივად მიიღებენ და კანონი სამივე ქვეყანაში ერთდროულად ამოქმედდება.  ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა    

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწებს ითვისებენ. ,,კურორტი ფაქტიურად გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს მოხდა ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, მაშინ როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცა ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ადამიანებს საშუალება მისცა ხმების სანაცვლოდ იქ მიეთვისებინათ მიწები. ეს ბოროტად გამოიყენა ,,ქართული ოცნების ადგილობრივმა წრმომადგენლებმა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პირდაპირ დეკლარაციაში უწერია მივითვისეო და ეს სახელმწიფომ დაურეგისტრირა. პროკურატურის გავრცელებულ მეორე განცხადებას ვკითხულობთ, სადაც 24 ადამიანს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინც ,,ქოცი“ იყო დაურეგისტრირეს და ვინც არ მოეწონათ იმათ კიდევ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს. ეს არის დანაშაული, დანაშაული არ უნდა წაახალისო“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ. ამასთან, ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.  

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: საქართველოსა და უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის არ დასჯა შეცდომა იყო

საქართველოსა და უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის არ დასჯა შეცდომა იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასიმ განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა. „ახლა მტკიცედ უნდა დავდგეთ. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა. რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მოიპოვოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა ერთგვარი მიპატიჟება და შემდგომში ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობდა“, - განაცხადა კალასმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუს მიცემის დროს. ამასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ თუ რუსეთის აგრესიამ შედეგი გამოიღო ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს.