ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი ქართულ პოლიტიკურ ძალებს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა. კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეება ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წწ. ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, სრულად ათვისების გზით. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ეფექტიანი განხორციელება, რაც უკავშირდება რეგულაციური დაახლოებისა და მასთან დაკავშირებული აუცილებელი რეფორმების უფრო ფართო პროცესს, ხელს უწყობს ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რითაც განაპირობებს საქართველოს შემდგომ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას და ბევრ დარგში საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას. თუმცა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენედერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა, ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კრიტიკულ მნიშვნელობას რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებზე მუშაობისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში. ასოცირების საბჭო მიესალმა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 10.4%-ით და ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ თვეებშიც. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ევროკავშირის წვლილი 2020-2021 წწ. საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და საერთო მედეგობაში. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის პირველი ფაზით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის დავების გადაწყვეტის ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, რამაც შედეგად ბაზარზე გაზრდილი წვდომა მოუტანა მას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი, და განმეორებით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეთანხმებული საფლაგმანო ინიციატივების პოტენციალი. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულებას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც რეგიონული ფორმატის, მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ რეალობებთან მისი ადაპტირების საჭიროებას. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ძლიერ ჩართულობას „ერასმუს+“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში. სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.
ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს უზბეკეთში შეხვდება
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირაში სი ძინპინს, უზბეკეთში შეხვდება. კრემლი: პუტინი და სი ძინპინი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შედგება, სადაც 15-16 სექტემბერს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი უნდა გაიმართოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს „ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამისათვის", - ამის შესახებ ჩინეთში რუსეთის ელჩმა, ანდრეი დენისოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ორი ლიდერის ბოლო შეხვედრა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა.
ევროკავშირი: საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია
ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა. კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად. მონაწილეება ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წწ. ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, სრულად ათვისების გზით. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში.
პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით იმუქრება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც ივლისში გაეროს და თურქეთის ინტერვენციის შედეგად განიბლოკა, ისევ უნდა შეიზღუდოს. აფრიკაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა მან პირობა დადო, რომ ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილავს. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დასაწყებად,”, - თქვა პუტინმა ვლადივოსტოკში WEF-ის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმის მთელი მარცვლეული, რომელიც ექსპორტირებულია უკრაინიდან არა ყველაზე ღარიბი განვითარებადი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის ქვეყნებისკენაა მიმართული. პუტინი აცხადებს, რომ „87-დან მხოლოდ ორი ხომალდი“ დაიტვირთა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში. „და 2 მილიონი ტონიდან 60 000 ტონა საკვები ევროპაში გავიდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და ევროპის ქვეყნებს „კოლონიზატორები“ უწოდა, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს ატყუებენ. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ასოცირების საბჭო: საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად
ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში. ასოცირების საბჭო მიესალმა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 10.4%-ით და ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ თვეებშიც. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ევროკავშირის წვლილი 2020-2021 წწ. საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და საერთო მედეგობაში. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის პირველი ფაზით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის დავების გადაწყვეტის ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, რამაც შედეგად ბაზარზე გაზრდილი წვდომა მოუტანა მას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი, და განმეორებით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეთანხმებული საფლაგმანო ინიციატივების პოტენციალი. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულებას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც რეგიონული ფორმატის, მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ რეალობებთან მისი ადაპტირების საჭიროებას. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ძლიერ ჩართულობას „ერასმუს+“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში. სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.
ქართველი მოჭადრაკის ადვოკატი: "ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, საქმის დეტალები კი, მკაცრად კონფიდენციალურია
"ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! გაფრინდაშვილი ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. შეთანხმების დეტალები - ყველა გარემოება, დეტალი მკაცრად კონფიდენციალურია, - ამის შესახებ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კახა შარაბიძის თქმით, „ფილმში არაფერი არ იცვლება, რჩება როგორც არის, თუმცა პატივისა და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა განხორციელდა მხარეთა შორის შეთანხმებით“. მედია: „ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა "ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! რაც შეეხება შეთანხმების შინაარს, ესაა მიღებული პრაქტიკა ამ ინდუსტრიაში, სამწუხაროდ, ჩვენ შებოჭილები ვართ, პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე - შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და ყველაფერი რაც მას უკავშირდება, არ შეიძლება, გასაჯაროვდეს. შეთანხმების დეტალები - ყველა გარემოება, დეტალი მკაცრად კონფიდენციალურია", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა. ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან "ლაზიერის გამბიტი" კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა. ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი მიღწევები შეურაცხყვეს, როდესაც „ნეტფლიქსის“ სერიალში არასწორად განაცხადეს, რომ ის „არასდროს შეხვედრია მამაკაც მოთამაშეებს“. ამასთან, „ნეტფლიქსმა“ სცადა სარჩელის უარყოფა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს ჰქონდათ ფართო ლიცენზია პირველი შესწორების შესაბამისად. მაგრამ იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ უარყო ეს არგუმენტი და დაადგინა, რომ გამოგონილი ნაწარმოებები არ არის დაცული სარჩელისგან, თუ ისინი ცილს სწამებენ რეალურ ადამიანებს.
ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა
ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი: საჭიროა თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა
ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა. კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა სხვა საკითხებისა, რომლებზეც ვრცელ დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. შეგახსენებთ, 5 ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. დაზარალებულები დღემდე თვლიან, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან. „ტვპირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმიდან 6 დღეში, 11 ივლისს, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ერთადერთი, რითაც საქართველო არ დაეხმარა უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი - კობახიძე
"ერთადერთი, რითაც საქართველო არ დაეხმარა უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი უკრაინის მხარდაჭერის თემაზე. ბოლოს ბრიფინგზე ვთხოვეთ ოპოზიციას, წერილობით წარმოედგინა საკუთარი დამოკიდებულება ამ თემაზე და ეთქვა, რაში უნდა დაგვეჭირა მხარი უკრაინისთვის და რაში არ დავუჭირეთ მხარი. ვერცერთი პასუხი ვერ მივიღეთ ვერავისგან. რატომ? ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი“, - აღნიშნა კობახიძემ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით
სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით და ამ პროცესის დასრულებას რუსეთის მხარდაჭერით ელის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა ფაშინიანმა 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ შეთანხმებული პროექტის თანახმად, ერევანი სატრანსპორტო მარშრუტებს აზერბაიჯანის ტერიტორიით, ხოლო ბაქო - სომხეთის ტერიტორიით მიიღებს. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს „გლობალური თვალსაზრისით, ეს არის ახალი საერთაშორისო სავაჭრო გზების გახსნის შესაძლებლობა და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში რუსეთის მხარდაჭერით მოვაგვარებთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მხარდაჭერას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, მათ შორის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. „რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანისთვისაც ძალიან ახლო პარტნიორია და ვფიქრობ, რომ ეს ხსნის შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, მისი თქმით, ერევანს ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედი აქვს. „ჩვენ დავიწყეთ საუბარი თურქეთთან. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
ევროკავშირი და საქართველო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებს გმობენ
ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კრიტიკულ მნიშვნელობას რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებზე მუშაობისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში.
თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „კვამლი შევნიშნეთ და მაშინვე დავრეკეთ სამაშველო სამსახურში. ახლა სპეციალური კიბით არიან შესული და აქრობენ ცეცხლს. როგორც ვიცი, სახლში არავინ იმყოფებოდა“, – აცხადებენ ადგილობრივები. რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება მიიღეს. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ
ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ. ამის შესახებ დღეს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა მისი თქმით, ევროკომისია ევროკავშირის ყველა ქვეყანას განუსაზღვრავს მიზნებს, თუ როგორ უნდა შეძლონ პიკის საათის დროს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია კომპანიებისთვის, რომლებიც დაბალი თვითღირებულების ელექტროენერგიას აწარმოებენ, სპეციალურ ზღვარს დაადგენს. ამის გარდა, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მალე მზად იქნება წინადადება რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ. „რუსეთი აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზრებზე არსებული ვითარებით“.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, სამხედრო ალიანსის წევრებს მძიმე ზამთარი ელოდებათ
"უკრაინაში ომი "კრიტიკულ ფაზაში შედის" და სამხედრო ალიანსის წევრებს მძიმე ზამთარი ელოდებათ, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ელექტროენერგიის გათიშვა, შეფერხებები და სამოქალაქო არეულობის საშიშროება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა სერიოზულ გამოცდას გაივლის, რადგან ოჯახები და ბიზნესი განიცდიან რუსეთის სასტიკი შეჭრის შედეგად გამოწვეულ ფასების ზრდას ენერგორესურსებზე და ცხოვრების ხარჯების ზრდას, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტირანიას და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 383 ბავშვი მოკლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მევლუთ ჩავუშოღლუმ და ილია დარჩიაშვილმა საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და მისმა ქართველმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილმა საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართული მატჩი განიხილეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, ჩავუშოღლუ და დარჩიაშვილი სატელეფონო საუბრისას თურქეთი-საქართველოს მატჩის შემდგომ მოვლენებსაც შეეხნენ. ორი ოფიციალური პირის სატელეფონო საუბრის შესახებ, დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა. თურქეთის კალათბურთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს 4 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის ფარგლებში გამართული თამაშის შემდეგ სპორტის სასახლის გასახდელთან თავს დაესხნენ. თბილისში სპორტსმენებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა. 4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება. საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ევროპაში ოფიციალური პროტესტი დააფიქსირა. თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე. სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: „გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას“.
ბრიტანეთის დაზვერვა: მძიმე ბრძოლები სამ ფრონტზე მიმდინარეობს, რუსეთის მეთაურობა დილემის წინაშე დგას
"გასული დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები სამ ფრონტზე მიმდინარეობდა. რუსეთის მეთაურობა დილემის წინაშე დგას, დაიწყონ შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში ან თავი დაიცვან სამხრეთში", - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. რუსეთის ჯარმა ერთ დღეში უკრაინის 7 რეგიონზე მიიტანა სარაკეტო იერიში „გასული დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა სამ ფრონტზე: ჩრდილოეთით ხარკოვთან, აღმოსავლეთით დონბასში და სამხრეთით ხერსონის ოლქში. რუსეთის მეთაურები დილემის წინაშე დგანან: ან განათავსონ ოპერატიული რეზერვები ამ შეტევის მხარდასაჭერად, ან თავი დაიცვან სამხრეთით უკრაინის შეტევისგან“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ცნობილია, მსოფლიოში რამდენმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა
ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 771 მილიონმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის. ამას იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები ადასტურებს. მსოფლიოში ზრდასრული ადამიანების საერთო რაოდენობაში, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, ორი მესამედი ქალია. ამავდროულად, ბოლო 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ახალგაზრდების წიგნიერების დონის ზრდა დაფიქსირდა. წიგნიერების გლობალური მაჩვენებელი 15+ ასაკობრივი ჯგუფისთვის 1990 წელს 74%-მდე გაიზარდა, 2000 წელს 81%-მდე, 2010 წელს 84%-მდე, ხოლო 2020 წელს ზრდა 87%-ია. კვლევაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უარყოფითად აისახება განათლების შესაძლებლობებზე. აღნიშნულია, რომ ომების შედეგად მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა ავღანეთში, იემენსა და უკრაინაში სახლები დაეტოვებინა. UNHCR-ის მონაცემებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო 200-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება განადგურდა და თითქმის 2000 სკოლა დაზიანდა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს პირდაპირ აისახება განათლების მიღების პროცესზე. კვლევაში ასევე აღნიშნულია, თუ რა უარყოფითი გავლენა ჰქონდა პანდემიას განათლების სისტემაზე. მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის შედეგების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 24 მილიონი ბავშვი და მოზარდი ვეღარ შეძლებს, რომ სასწავლო პროცესს დაუბრუნდეს. მათგან 11 მილიონი, გოგოა. იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, წიგნიერების უკიდურესად დაბალ დონე აფრიკასა და სამხრეთ აზიაშია. მსოფლიოში წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სუბსაჰარის აფრიკაშია და 34%-ს შეადგენს. მსოფლიოს წერა-კითხვის უცოდინართა 27 % სამხრეთ აზიაში, 6 % ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ცხოვრობს. ევროპაში წერა-კითხვა მხოლოდ მოსახლეობის 1%-მა არ იცის. აფრიკის კონტინენტზე ყოველი მეხუთე ბავშვი სწავლის შესაძლებლობას მოკლებულია. ხოლო 12-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყოველი მესამე სკოლაში არ დადის.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: დასავლეთის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით მცდარია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სერბიაში ვიზიტისას უკრაინაში შექმნილი ვითარება შეაფასა. „თურქეთი, უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით, დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა და ასე იქნება მომავალშიც. ანკარა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. თუმცა მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ომი სწრაფად არ დასრულდება“, - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, ვინც რუსეთს სერიოზულად არ აღიქვამს, ცდება. „რუსეთი არ არის ასეთების რიცხვში“. ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებით, დასავლეთის მიდგომებს არ ეთანხმება. „ღიად ვამბობ, რომ [რუსეთ-უკრაინის] ომთან მიმართებით, დასავლეთის პოზიცია მცდარია. სახეზეა დასავლეთის ქმედება, რაც მხარეების პროვოცირებაზეა დაფუძნებული. აცხადებენ სამხედრო მხარდაჭერაზე. თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთში ბევრია ჯართად ქცეული იარაღი, რასაც უკრაინაში გზავნიან“, -აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ სანამ არსებობს საომარი მოქმედებების პროვოცირების პოლიტიკა, სამშვიდობო ინიციატივების ეფექტურობა მინიმალურია. „შეგიძლიათ გითხრათ, რომ ამ მომენტში ერთი მხარე იმარჯვებს? არა! ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები, მაგრამ ბევრია დამარცხებული. უამრავი ადამიანი იღუპება და ფინანსურ მხარეზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე, მის გავლენებზე საქართველოზე, აშშ-ის როლზე საქართველოს უსაფრთხოებაში და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ET: ვებგვერდზე - „უკრაინა და სანქციები“ გამოქვეყნდა სია იმ პირებისა, რომლებიც სანქცირების მიზნით არიან იდენტიფიცირებულნი. ახალ სიაში 12 ქართველია. ეს არის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? სანქციები, ეს უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაა. რამდენად უხერხულია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ხალხი, უკრაინის მოსაზღვრე ან შავი ზღვის აუზის ქვეყანა, უკრაინისთვის საფრთხედ აღიქმება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა: მხარს უჭერენ რუსეთს ან აკეთებენ საქმეს, რითაც საფრთხეს უქმნიან უკრაინას. არ მესმის, საქართველო, მნიშვნელოვანი ხალხი საქართველოში რატომ არ გმობს რუსეთის ქმედებას საჯაროდ? რატომ არ ახდენენ რუსეთის აგრესორად იდენტიფიცირებას? ნაცვლად ამისა, ცდილობენ გვერდზე დგომას. არ მესმის ეს. რა თქმა უნდა, უკრაინის ნაბიჯი, რომ სანქციები დაუწესოს ქართველებს, ერთგვარად, უხერხული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა განაცხადოს, რომ რუსეთი აგრესორია და მიუღებელია, რუსეთმა გამოიყენოს თავისი ძალები სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ, რაც უკვე გააკეთა მაგალითად, საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან ნათელია - საქართველოს თუ უნდა „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დაბრუნება, მან საჯაროდ უნდა დაგმოს ის, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, და, რა თქმა უნდა, სანქციები... მე ვიცი, რომ სანქციების ნაწილი განხორციელებულია საქართველოს მიერ, რადგან ქართული ბანკები გარკვეულწილად, უნდა იყვნენ შესაბამისობაში ბრიტანულ კანონმდებლობასთან, რაც ნიშნავს, რომ უნდა ასრულებდე სანქციებს, ასე რომ, როდესაც ვინმე მთავრობიდან ამბობს, რომ ჩვენ არ მივმართავთ არავითარ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამაში - ეს არ არის სიმართლე. ამრიგად, ჟურნალისტებმა უნდა დასვან ასეთი რთული კითხვები... უკრაინა გაიმარჯვებს, დაამარცხებს რუსეთს, დაიბრუნებს ყირიმს და როდესაც ამას გააკთებენ, ეს საქართველოსთვის უსაფრთხოების დონეს დაუყოვნებლივ აამაღლებს, თუმცა მთავრობა აქ ისტორიის არასწორ მხარესაა. ET: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვესმოდა საუბრები, რომ ეს იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი. როგორ ფიქრობთ, ახლა ხომ არ შეიცვალა ეს სიტუაცია და უკრაინის სასარგებლოდ ომის უფრო მალე დასრულების ნიშნები ხომ არ ჩანს? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას იმას, რაც მას ესაჭიროება; ყველაფერს, რის გადაცემასაც დავპირდით. და, თუ ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთს დააბრუნებს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე, ამ წლის ბოლომდე. და თუ არ მივაწვდით ამ ყველაფერს, ამას მეტი დრო დასჭირდება. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გადაეწყოს, გადააწყოს იარაღი, შეემზადოს... რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი - თუ იგივე ტემპით განვაგრძობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც ახლა, მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის დამარცხებას და ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები. ET: რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ის რუსეთის პოტენციური საფრთხის წინაშეა? პირველ რიგში, საკითხს ასე დავსვამდი - ქართველებმა რა უნდა გააკეთონ? მე ვგულისხმობ: როცა ქართველები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და ეს არ ეხება მხოლოდ იარაღს, ეს ეხება ჯარს, რომელიც არის კომპეტენტური და მზად არის საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად. ასევე - მედეგი საზოგადოება, რომელიც არ ექცევა კრემლის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. ძლიერი, თავისუფალი მედია, რომელიც არ არის ციხეში გამომწყვდეული მთავრობის კრიტიკის გამო - ეს ყველაფერი არის ძლიერი თავდაცვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ET: რას ფიქრობთ, სამოქალაქო წინააღმდეგობის კონცეფციაზე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ მსავსი რამ. ლიეტუვამ ის სულ ახლახან მიიღო, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მესამე თვეს. ისეთ ქვეყნებს როგორებიც არიან, ლეტუვა, ესტონეთი და კიდევ, ფინეთი, აქვთ ტრადიცია, რომ თითოეული მოქალაქე მზდაა, რამე გააკეთოს, თუ მათთან შეიჭრებიან. ჩემი აზრით, ასეთი უსაფრთხოების კულტურა საქართველოსაც სჭირდება, რადგან მოსახლეობა მცირეა, მეზობლად კი რუსეთია, რომელიც ტრადიციული საფრთხეა და ასეთი რამ გონივრული იქნებოდა. რაც შეეხება აშშ-ს, ის სულ უფრო მეტად აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს პოტენციალს. ის კრიტკულად მნიშვნელოვანი ჰაბია კავკასიაში, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის და აქვს უზარმაზარი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი. ამიტომ მგონია, რომ აშშ სულ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით. მე არ ვსაუბრობ აშშ-ის გადმოსახედიდან, მე ვსაუბრობ საქართველოს კუთხით, უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ინვესტიციებისთვის. ავიღოთ ანაკლიის პორტის პროექტი, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული დასავლური ინვესტიციებით და ამერიკასთან კავშირის გაძლიერებით. არ შეუძლიათ ფიქრი მასშტაბურად, შესაძლებლობებზე, ახალგაზრდების მომავალზე. ისინი რომ სერიოზულად ფიქრობდნენ ამაზე, ეს პორტი უკევ გაკეთებული იქნებოდა. ეს ერთი მაგალითია.