ძებნის რეზულტატი:

TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა

ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის დასაწყისში იქნება მიღებული. ამის შესახებ TAP-ის მმართველმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა Gastech-ის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.  თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს მან აღნიშნა, რომ დამატებით გაზს TAP-ი აზერბაიჯანის რამდენიმე საბადოდან მიიღებს.  „თუ იქნება საკმარისი მოთხოვნა სიმძლავრის გაფართოებაზე, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს, რომელიც შეიძლება ეტაპობრივად განვითარდეს. 36 თვეში ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ დამატებითი გაზის პირველი მოცულობები, 60 თვეში კი გავაორმაგოთ სიმძლავრე“, - განმარტა შიეპატმა. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა.  ადგილობრივების განცხადებით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და თავადაც დაზიანებები მიიღო.  კლინიკაში გადაყვანისას დაზარალებული კონტაქტური იყო, თუმცა, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 11 პრიმა 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო.  

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. მათივე ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული. „შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 7 პირი: 1980 წელს დაბადებული ზ.ხ., 1986 წელს დაბადებული გ.ლ. ასევე, წარსულში ნასამართლევები - 1957 წელს დაბადებული კ.კ., 1965 წელს დაბადებული ო.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.გ., 1981 წელს დაბადებული ნ.მ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ. ნარკოტიკების უკანონო რეალიზაცია ედება ბრალად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ, 1965 წელს დაბადებულ ა.მ.-საც. რაც შეეხება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 2000 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ქ.-სა და 1998 წელს დაბადებულ ქ.ე.-ს, მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკები. დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 626 აბი "სუბოტექსი", 220 აბი "მეტადონი", 150 გრამი “კოკაინი”, 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. “სირეცი”, 565 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი", ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი 418 აბი, 195 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდი" (LSD). გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით, მე-7 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით, 19-261-ე მუხლის მე-4 ნაწილით“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შსს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 33 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შესულა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა "წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.  ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.  მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები," - ნათქვამია შსს ინფორმაციაში.   

ოლექსი დანილოვი: რუსეთში დაიწყო პროცესები, რომლებიც ქვეყნის ხელმძღვანელობას არ აწყობს

რუსეთში დაიწყო პროცესები, რომლებიც არ აწყობს რუსეთის ხელმძღვანელობას. არის ტერიტორიები, რომლებიც უკვე მზად არიან კოლონიალურ მდგომარეობას თავი დააღწიონ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა განცხადა. „რუსეთში დაიწყო პროცესები, რომელიც არ აწყობს რუსეთის ხელმძღვანელობას. ბოლო ორი თვეა, რაც ამ პროცესების გააქტიურება დაიწყო. არის ტერიტორიები, რომლებიც უკვე მზად არიან კოლონიალურ მდგომარეობას თავი დააღწიონ. ჩვენ გვაქვს ამ რეგიონების პირველი ათეული. ჩვენ გვესმის, ვინ იქნება ამ პროცესის სათავეში“, - აღნიშნა დანილოვმა. ბრიტანეთის დაზვერვა: მძიმე ბრძოლები სამ ფრონტზე მიმდინარეობს, რუსეთის მეთაურობა დილემის წინაშე დგას ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერდოღანის თქმით, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ

ახალი შეთანხმების თანახმად, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთს შორის პირადობის მოწმობებით გადაადგილების შესახებ“, - განაცხადა ერდოღანმა სარაევოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ერდოღანმა განმარტა, რომ ID ბარათებით გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მალე ამოქმედდება. თავის მხრივ, ბოსნიური მხარის განმარტებით, თურქეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მეგობრული ურთიერთობები აქვთ, მათი ისტორიული და კულტურული კავშირები ძლიერია და აღნიშნა, რომ მათ სურთ, გააძლიერონ კავშირები ანკარასთან. ბოსნია და ჰერცეგოვინას სურს, გააფართოოს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა თურქეთთან ერთ მილიარდ დოლარამდე.

ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

"კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ალბანეთის ციფრული ინფრასტრუქტურის განადგურებას და საჯარო სერვისების პარალიზებას", - საჯარო სერვისებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დადასტურებულია, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ განხორციელდა. „თავდასხმა ჩავარდა და ზიანი შეიძლება, განხილულ იქნას მცირედ და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობით. დადასტურდა, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ, რომელმაც დააფინანსა ოთხი სხვადასხვა დაჯგუფება ალბანეთზე თავდასხმის მოსაწყობად“,- დასძინა რამამ.    

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი ჰაუბიცები უკრაინისკენ მიემართებიან

ლიეტუვა უკრაინას (105 მმ-იან) ჰაუბიცებს უგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია Twitter-ზე განათავსა. „ლიეტუვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განაგრძობს. ჩვენი ჰაუბიცები უკრაინისკენ მიემართებიან“, - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ლიეტუვის მიერ გაღებული დახმარების ღირებულება მალე ნახევარ მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ცნობისთვის, ჰაუბიცა არის საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაც დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანაა.   

ზელენსკის წარმომადგენელი: ყირიმის დეოკუპაცია ხვალ არ მოხდება, მაგრამ მოქალაქეები ამისთვის მზად უნდა იყვნენ

ყირიმის მცხოვრებლები უნდა მოემზადონ უკრაინის ნახევარკუნძულზე კონტროლის დასაბრუნებლად, არ აჰყვნენ პანიკას, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ უკრაინა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად შორს უნდა იყვნენ სამხედრო ობიექტებისგან. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ დეოკუპაცია ხვალ მოხდება. თუმცა, ეს საბოლოოდ მოხდება, ამიტომ ხალხი ამისთვის უნდა მოემზადოს - ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც", - განაცხადა ტაშევამ. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევაკუაციის შესახებ რუსეთის წინადადებაზე, უარი უნდა თქვან, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად არ იყვნენ გამოყენებულნი.    

ვალერი ზალუჟნი: უკრაინა ყირიმის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აღიარა, რომ ყირიმის ქალაქ საკის მახლობლად, რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმის შედეგი იყო. ამის შესახებ მან Ukrinform-ს განუცხადა.   ოკუპირებული ყირიმის ავიაბაზაზე კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა - მედია მანამდე უკრაინა პირდაპირ არ იღებდა პასუხისმგებლობას ნოვოფედოროვკაში მომხდარ აფეთქებებზე, რის შედეგადაც დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ამასთან, უკრაინელი ოფიციალური პირები არ უარყოფდნენ, რომ თავდასხმის უკან უკრაინის შეიარაღებული ძალები იდგნენ.  უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის  ნოვოფედოროვკაში მდებარე აეროდრომის გარდა, ყირიმში მდებარე რუსეთის სხვა სამხედრო ობიექტებსაც დაესხნენ თავს, მათ თავდასხმები  ჯანკოისა და ქერჩის მახლობლადაც მოხდა.  უკრაინული მედია: ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში ძლიერი აფეთქება მოხდა სტატიაში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, უმაღლესი რადას მოადგილე გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ ზაბროდსკისთან ერთად დაწერა და Ukrinform-ზე გამოქვეყნდა, ზალუჟნი რუსეთთან ომის შესახებ თავის ხედვაზე საუბრობს. სტატიაში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2023 წლის განმავლობაში.  

ამერიკის საელჩო: მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა. მისივე განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან. „პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.  პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საბოლოოდ დაამტკიცა  

უკრაინის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ საომარი მოქმედებები 2023 წელსაც გაგრძელდეს

უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, ამჟამად, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, 2022 წლის კალენდარულ წელს გასცდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილო ზაბროდსკიმ Ukrinform-თან გააკეთეს.  „სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს გააჩაღა, დიდი ხანია, გასცდა საშუალო ინტენსივობის ადგილობრივი კონფლიქტის კონცეფციას. ეს ეხება როგორც სივრცულ ინდიკატორებს, ასევე ჩართული სამხედრო ძალების რაოდენობას და იარაღისა და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ჩამონათვალს, რომელიც თან ახლავს ამ სამხედრო დაპირისპირებას.ცალკე საკითხია აღნიშნული კონფლიქტის ხანგრძლივობა. ომის ხანგრძლივობა უკვე თვეებით იზომება. გარდა ამისა, არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დრო 2022 წლის კალენდარულ წელს გასცდება“, - ოფიციალური პირების სტატიაში. ამავე სტატიაში ავტორებმა დაასახელეს რუსეთის ფედერაციის გლობალური პრობლემები, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს მის გეგმებს. „ეს არის საერთაშორისო იზოლაცია, ნაწილობრივი ეკონომიკური ზეწოლა საერთაშორისო სანქციებით, სირთულეები საერთო მობილიზაციასთან დაკავშირებით, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის ნაკლებობა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავე გახდება რუსეთის ფედერაციისთვის“, - წერენ უკრაინის ოფიციალური პირები. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი სახაროვის პრემიაზეა წარდგენილი

ევროპის „სახალხო პარტიამ“ [ევროპარლამენტის უდიდესმა პარტიამ] უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიაზე წარადგინა. სახაროვის პრემია ევროკავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, მთავარი ჯილდოა. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინის მამაცი ხალხი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, აზრის თავისუფლებისთვის იმსახურებს სახაროვის პრემიის მიღებას. ისინი ყოველდღიურად იცავენ ევროპის ღირებულებებს ბრძოლის ველზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ევროპარლამენტის მიერ 1988 წელს დაარსდა. ჯილდო გადაეცემა იმ პირებს, რომლებმაც „განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზროვნების თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მთელს მსოფლიოში“. გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა.  

„ნაპოლის“ მფრინავი სერია A-ს შტურმით იღებს - BBC ხვიჩა კვარაცხელიაზე

შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას მისვლამ „ნაპოლიში“, არ გამოიწვია ისეთივე აჟიოტაჟი, როგორც დიეგოს ტრანსფერმა 38 წლის წინ, მაგრამ სერია A-ში ცხოვრების ბრწყინვალე დაწყებამ აღფრთოვანება გამოიწვია და გარემარბს კვარადონაც კი უწოდეს. - ეს BBC-ია ქართველი ფეხბურთელის შესახებ. ბრიტანულმა მედიასაშუალებამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დებიუტის წინ, ხვიჩა კვარაცხელის შესახებ სტატია მოამზადა. „მარადონასთან მიახლოება არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე", - ციტირებს BBC კვარაცხელიას სიტყვებს. ოთხშაბათს მას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი აქვს, როდესაც „ნაპოლი“ „ლივერპულს“ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. „მარადონას მსგავსად, სერია A-ში კვარაცხელიას დებიუტიც ვერონასთან შედგა, თუმცა არგენტინელისგან განსხვავებით, მან მთავარი როლი შეასრულა (გოლით და საგოლე გადაცემით) ნაპოლის მიგებაში. მაშინ, როდესაც კლუბი ლეგენდებმა - ლორენცო ინსინიემ, კალიდუ კულიბალიმ და დრის მერტენსმა დატოვეს, კვარაცხელია აღდგენილი „ნაპოლის“ ნაწილია“, - წერს BBC. „ეს იყო საოცარი აღმოჩენა, ჩვენ ამას არ ველოდით - ეს იყო ჩვენთვის დიდი და საუკეთესო სიურპრიზი", - ამბობს კირსტენ შლევიცი, წიგნის „მეტი, ვიდრე მარადონას“ ავტორი BBC-სთან.

შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა

ენერგოკრიზისის ფონზე, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი კატარში, დოჰაში, ევროკავშირის დიპლომატიური მისის გახსნაზე ჩავიდა. მედიის ცნობით, შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა.  კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს შარლ მიშელის განცხადებით, ის დოჰაში კატარსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით ჩავიდა. „ერთად მუშაობის მიზანია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობა ყველა ასპექტში გაძლიერდეს", -განაცახდა მიშელმა. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს ამასთან, შარლ მიშელი კატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ ტანიმ, დელეგაციასთან ერთად მიიღო.   

BBC: უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვთან, ქალაქი ბალაკლეა ალყაში მოაქციეს

უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევას ხარკოვთან. დაუდასტურებელი, მაგრამ სარწმუნო ცნობების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან რუსული ძალების დიდ საყრდენს, ქალაქ ბალაკლეას ალყა შემოარტყეს. ამის შესახებ BBC წერს.  ბალაკლეას მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესახებ, 6 სექტემბერს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი.  ხარკოვის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დუმს უკრაინისა და რუსეთის გენერალური შტაბი.უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა გუშინ განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს „ერთ ქალაქში“ უსიამოვნო ვითარება ჰქონდათ.BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის იკვეთება შემდეგი სურათი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული თავდაცვა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით - ბალაქლეას სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ქალაქი ალყაშია და კონტროლზეა ბალაკლეას გასასვლელი აღმოსავლეთით.   

კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს სახელით, რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ელჩი კელი დეგნანის რაჭაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „რაჭა უდავოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, როგორც თვალწარმტაცი პეიზაჟების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრის გამო. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ელჩმა დეგნანმა საელჩოს სახელით გამოთქვა მზაობა რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფრმაციაში.  აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანმა მასპინძლებს, ასევე, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შესახებაც უამბო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს არაერთი ისტორიული ძეგლი შენარჩუნდა. „დღემდე, ამერიკის მთავრობას ოცი პროექტი $2 მილიონით აქვს დაფინანსებული საქართველოს სხვადასხვა საგანძურის გადასარჩენად. მადლობას ვუხდით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ქრისტინე კობახიძესა და მოადგილე ლაშა ჭიჭინაძეს საინტერესო შეხვედრისთვის, თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის. აგრეთვე, დიდი მადლობა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვედრაში მონაწილეობისათვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ეთიოპიამ უკრაინული მარცვლეულის პირველი პარტია მიიღო

ეთიოპიამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხორბლის პირველი პარტია მიიღო.   პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით იმუქრება გაეროს ინფორმაციით, ეთიოპიაში 20 000 ტონაზე მეტი უკრაინული ხორბლის ჩატანა, ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, ეთიოპიაში 7 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. უკრაინიდან ქვეყანაში შემოტანილი მარცვლეული ერთი თვის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს გამოკვებავს. ეთიოპიაში, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად გვალვაა.  სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში 28,6 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანას - სომალის გადაეცემა.   

ყაზახეთი, საქართველოსა და კიდევ სამი ქვეყნის პორტში ტერმინალური ქსელების შექმნას განიხილავს

ყაზახეთი, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს.  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა.  მისი თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ყაზახეთი სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას აპირებს. კერძოდ, ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს: ყაზახეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების კონცეფციის შემუშავება 2030 წლამდე; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოდერნიზაციის პროექტების განხორციელება; ყაზახეთი გეგმაშია უზრუნველყოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვარზე საგუშაგოების განვითარება; ამასთან, ყაზახეთის მიზანია ერთიანი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო დოკუმენტების უწყვეტ გაცვლასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას.       

ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს

ყაზახეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზას“ შემოიღებს. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საინვესტიციო ვიზას ის უცხოელი ბიზნესმენი მიიღებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში, ერთბაშად $300 000 ინვესტიციას განახორციელებს. ხელისუფლება  საიმიგრაციო კანონში ცვლილებებს ამზადებს.  მინისტრის თქმით, უცხოელი ბიზნესმენებისთვის „საინვესტიციო ვიზის“ შემოღება, სახელმწიფოს მეთაურის მიმართვის საფუძველზე, „სამართლიანი სახელმწიფოს“ განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული.  გეგმის პროექტი შედგება 109 სისტემური და დარგობრივი ღონისძიებების ერთობლიობისაგან, რომელიც 6 მიმართულებით უნდა განვითარდეს. პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკის სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ხარისხობრივ ზრდას. პროექტის ფარგლებში „სტრატეგიული ინვესტიციები ქვეყნის მომავალში“ მიმართულებით 37 ღონისძიება განხორციელდება.