ძებნის რეზულტატი:

საქართველოსთვის ევრობასკეტი თბილისში დასრულდა - პლეი ოფში მონტენეგრო, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი გავიდნენ

საქართველოსთვის ევრობასკეტი თბილისში დასრულდა - პლეი ოფში მონტენეგრო, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი გავიდნენ.  საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა და მონტენეგროსთან დაძაბულ ბრძოლაში 73:81 დამარცხდა.  

ბრიტანული ფუნტი აშშ დოლართან, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ბრიტანული ფუნტი აშშ დოლართან, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.   დღეს შუადღის შემდეგ, ფინანსურ ბაზრებზე 1 ფუნტის ღირებულებამ $1,1407 შეადგინა. ასეთ დაბალ ნიშნულზე ფუნტი აშშ დოლართან მიმართებით ბოლოს 1985 წელს დაფიქსირდა.  2022 წელს ფუნტი აშშ დოლართან მიმართებით 15%-ით გაუფასურდა.  ბრიტანეთში ინფლაცია იზრდება და ანალიტიკოსები, რამდენიმე თვეში რეცესიას (ეკონომიკური ზრდის ვარდნა) პროგნოზირებენ.   

კატალინ ნოვაკი: უნგრეთს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება სურს

უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა, დღეს ბუქარესტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება სურს  უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters ნოვაკის განცხადებით, უნგრეთი ენერგორესურსების კუთხით რთულ ვითარებაშია და უფრო მოწყვლადია ვიდრე რუმინეთი, რადგან ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ამიტომ ბუდაპეშტი მომავალში „ენერგეტიკული სუვერენიტეტის“ მოპოვებას შეეცდება.  ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია „ჩვენ ვმუშაობთ ენერგოსუვერენიტეტის მოპოვებაზე. მოხარული ვართ, როცა ვხედავთ და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზრდის ენერგიის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას და დამოუკიდებლობის შანსს რუსული ენერგომატარებლებისგან. ამ მხრივ, ჩვენ ასევე გვაქვს რუმინეთის იმედი", - განაცხადა ნოვაკმა.  

რუსეთმა უკრაინას, ბრიტანელი მოხალისის, პოლ ურის ცხედარი გადასცა

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას, ბრიტანელი მოხალისის, პოლ ურის ცხედარი გადასცა. პოლ ური ზაპოროჟიეს მახლობლად დააკავეს და მოგვიანებით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ტყვეობაში გარდაიცვალა.   BBC: უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართული ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს დიმიტრი ლუბინეცი ირწმუნება, რომ ურის ცხედარს წამების ნიშნები ეტყობა და ვარაუდობს, რომ მასზე იძალადეს.  „ადამიანი უბრალოდ ვერ გაუძლებს ასეთ წამებას. მე ვნახე გარდაცვლილის ცხედრის ფოტო და ეჭვგარეშეა რომ ის აწამეს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა  რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ტრიბუნალისთვის“, - აცახდებს ლუბინეცი.   45 წლის პოლ ური 25 აპრილს ზაპოროჟიეს მახლობლად საგუშაგოს გავლისას დააკავეს. ინფორმაცია ბრიტანეთის მოქალაქის დაღუპვის შესახებ ივლისში გავრცელდა.   

გათავისუფლებულ სოფელ ნოვო ჰუსაროვკაში უკრაინელმა სამხედროებმა, რუსეთის დესანტის დროშა ჩამოხსნეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაქლეასთან სოფელ ნოვაია გუსაროვკა გაათავისუფლეს. BBC: უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვთან, ქალაქი ბალაქლეა ალყაში მოაქციეს გათავისუფლებული დასახლებიდან კადრები Facebook-ზე ივან ბოჰუნის სახელობის სპეცრაზმის პირველმა ბრიგადამ გამოაქვეყნა.  „ჩვენი ბატალიონის „ველური ველის“ ჯარისკაცებმა ჩაამოხსნეს რუსული დესანტის წითელი ბანერი ბალაქლეას მახლობლად სოფელ ნოვაია გუსაროვკაზე", - ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე პირველად ისაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხარკოვის ოლქსა და ქვეყნის სამხრეთში წინსვლა მიულოცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.  BBC: უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვთან, ქალაქი ბალაქლეა ალყაში მოაქციეს „ამ კვირაში კარგი სიახლეები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან. ვფიქრობ, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქე ამაყია ჩვენი სამხედროების გამო. ახლა არ არის დრო, რომ დავასახელოთ ის დასახლებული პუნქტები, სადაც უკრაინის დროშა დაბრუნდა. მაგრამ დადგა დრო, მადლობა ვუთხრათ 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადას, 92-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადასა და მე-80-ე სადესანტო ბრიგადას, მამაცობისა და გმირობისთვის საბრძოლო ამოცანების შესრულებისას“, - განაცხადა ზელენსკიმ.   მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვთან, ქალაქი ბალაკლეა ალყაში მოაქციეს.   

გაეროს მისია ოკუპირებულ ოლენივკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც აფეთქების შედეგად 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა

გაეროს მისია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლენევკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. ამის შესახებ, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დი კარლომ განაცხადა.   „საგამოძიებო მისია, რომელიც ოკუპირებულ ოლენევკაში ჩავა, 29 ივლისს მომხდარ ინციდენტს განიხილავს, რომლის დროსაც 53 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 75-დან 130-მდე დაიჭრა“, - განაცხადა როზმარი დი კარლომ.  გაეროს ხელმძღვანელი მისიის უსაფრთხო დაშვებას მოითხოვს ოლენივკაში, სადაც 150-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა 30 ივლისს განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა. ელენოვკა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.  

მედია: ოკუპირებულ მელიტოპოლში, პრორუსული საზოგადოებრივი მოძრაობის შტაბი ააფეთქეს

რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩვენ რუსეთთან ვართ“ შტაბი ააფეთქეს. ამის შესახებ მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა. ის ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „კიდევ ერთი ნაბიჯი ფსევდორეფერენდუმიდან", - წერს ფედოროვი.  ამასთან, აფეთქების შესახებ, თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა ვლადიმირ როგოვმა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ, ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნულ „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში“ საქმიანობდა. რუსული მედია, მას ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩვენ რუსეთთან ვართ“, ხელმძღვანელად მოიხსენიებს.   

პენტაგონი: აშშ-მა გაწვრთნა უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც რუსული ხომალდები ჩაძირეს

გამოცემა Defense One აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ბილ ლაპლანტზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ „კრეისერი მოსკვა“ ჩაძირეს.  ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“ უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა ბილ ლაპლანტის ცნობით, უკრაინელებმა რუსული გემების ჩასაძირად მოდიფიცირებული Harpoon-ის რაკეტები გამოიყენეს.  ოფიციალურმა პირმა დააკონკრეტა, რომ გამოყენებული საზენიტო რაკეტები Harpoon-ი უკრაინელებს აშშ-ს ერთ-ერთმა მოკავშირემ გადასცა. ამასთან, ლა პლანტეს არ უთქვამს, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტების გამოყენებისთვის საჭირო სწავლება მაისის ბოლოს აშშ-ში გაიარეს. როგორც გამოცემა წერს, ივნისის შუა რიცხვებში უკრაინამ დანიიდან Harpoon-ის რაკეტების მიღების შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩაძირეს რუსული გემი Spasatel Vasily Bekh. მოგვიანებით კი პენტაგონმა დაადასტურა, რომ ეს გემი ფსკერზე Harpoon-ის რაკეტების დახმარებით აღმოჩნდა. ლა პლანტმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა Harpoons-ის გამოყენებით კიდევ ერთი რუსული ხომალდი ჩაძირეს, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.   

ISW: უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში სავარაუდოდ, 400კმ² ტერიტორია დაიბრუნეს

უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეის რაიონში წინ წაიწიეს დაახლოებით 20 კილომეტრით. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის(ISW) შეფასებაშია ნათქვამი. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ვარაუდით, უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს დაახლოებით 400კმ² ტერიტორია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის ოპერატიული სარდლობა: ჩვენმა ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ჯარების ლოგისტიკურ და საკონტროლო ობიექტებს

"ჩვენმა ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ჯარების ლოგისტიკურ და საკონტროლო ობიექტებს. განადგურებულია: 100-ზე მეტი ოკუპანტი, მოწინააღმდეგის 40-მდე ერთეული აღჭურვილობა და საბრძოლო მასალის ორი საცავი", - ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. ISW: უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში სავარაუდოდ, 400კმ² ტერიტორია დაიბრუნეს „ჩვენმა ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ჯარების ლოგისტიკურ და საკონტროლო ობიექტებს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 370-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა, რის შედეგადაც განადგურდა 108 ოკუპანტი, 5 ტანკი და 3 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პენტაგონის შეფასებით, ბრძოლის ველზე უკრაინელებს ნელი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ

პენტაგონის შეფასებით, უკრაინული ძალები „ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს“ აღწევენ ბრძოლის ველზე და ამჟამად სამხრეთში უკეთესად მოქმედებენ, ვიდრე რუსი სამხედროები. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინის მხარეს ახლა უკეთესად მიდის საქმეები სამხრეთში, ვიდრე რუსეთის მხარეს“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა Defense News-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

"დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, წვიმაა ნავარაუდევი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმაა ნავარაუდევი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარიუნალექო ამინდები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 11 სექტემბრამდე შენარჩუნდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, დედაქალაქშიც სინოპტიკოსები დღეს უნალექო ამინდს ელოდებიან.     

გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილე: უკრაინიდან რუსეთში 2,5 მილიონი ადამიანია იძულებით დეპორტირებული

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 7 სექტემბერს, გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილემ, ხრისტინა ჰაიოვიშინმა განაცხადა, რომ 2,5 მილიონი ადამიანი იძულებით არის დეპორტირებული უკრაინიდან, მათ შორის 38000 ბავშვია. მან რუსეთის „ფილტრაციის“ სქემა დაგმო და განაცხადა, რომ უკრაინელებს, რომლებიც იძულებულნი არიან წავიდნენ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კლავენ და აწამებენ. „უკრაინის მოქალაქეებს ატერორებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ „საშიში“ ადამიანების ძიების საბაბით. ისინი, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ან უკრაინის მთავრობასთან ან მედიასთან კავშირშია, ნაცრისფერ ზონაში ქრებიან“, - განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი 24 აგვისტოს იუწყებოდა, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აგზავნიან გასაშვილებლად.  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლის ოფიციალური პირები კოორდინაციას უწევენ „ფილტრაციის ოპერაციებს“ უკრაინაში

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები აკვირდებიან და კოორდინაციას უწევენ „ფილტრაციისა და დეპორტაციის ბანაკებს„, რაც არღვევს ჟენევის კონვენციას. თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ დაახლოებით 900,000-დან 1.2 მილიონამდე უკრაინელი დეპორტირებულია რუსეთის ტერიტორიებზე, ძირითადად შორეულ აღმოსავლეთში. „მსურს, მკაფიოდ განვაცხადო: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკონტროლებენ და კოორდინაციას უწევენ ამ „ფილტრაციის ოპერაციებს“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. მისი თქმით, ამ ყველაფერს საოკუპაციო ხელისუფლება აკეთებს, რათა მოამზადოს უკრაინის ტერიტორიების ანექსია, ყალბი „რეფერენდუმების“ ჩატარება, კერძოდ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. „რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას. ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ ამ სისასტიკეების ჩამდენებს. უნდა ვუპასუხოთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ - საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც კვლავ პატივს სცემს გაეროს წესდებას“, - შეერთებული შტატების ელჩმა. მისივე ინფორმაციით, „ფილტრაციის ოპერაციების“ თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან ისტორიებს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი მუქარის, შევიწროებისა და წამების ფაქტების შესახებ. „მათ ჩამოართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და კომუნიკაციის ყველა საშუალება, ჩხრეკდნენ აგრესიულად და დაკითხვას უტარებდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ გარემოებებში. ეს მართლაც შემზარავია“, - განაცხადა გრინფილდმა.

ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, 270-ს აღემატება. ცნობისთვის, ორშაბათს მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუდინგთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.   

დიდი ბრიტანეთის ელჩი გაეროში: რუსეთი ცდილობს, შეცვალოს უკრაინის დემოგრაფიული მდგომარეობა

რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლების მასობრივი დეპორტაცია შესაძლო,ა მიუთითებდეს მოსკოვის განზრახვაზე, შეცვალოს ამ რეგიონების დემოგრაფიული მდგომარეობა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა. ვუდვორდმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფილტრაციის ბანაკის შექმნა. „შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთი რეალურად იყენებს იძულებით დეპორტაციას და გადაადგილებას უკრაინის ნაწილის დემოგრაფიული მდგომარეობის შესაცვლელად“, - აღნიშნავს ბრიტანელი დიპლომატი. მან რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, დაუშვას გაეროს და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ფილტრაციის ბანაკებსა და დაკავების ცენტრებში მყოფ პირებთან. გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს შეიკრიბა შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მოთხოვნით, რათა რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების იძულებითი დეპორტაცია განეხილათ.  

WP: პენტაგონი უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს

Washington Post-ის ცნობით, პენტაგონი უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, დახმარებაში სხვადასხვა აღჭურვილობასთან ერთად შედის დამატებითი ჭურვები HIMARS-ის სისტემებისთვის. პენტაგონის შეფასებით, უკრაინული ძალები „ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს“ აღწევენ ბრძოლის ველზე და ამჟამად სამხრეთში უკეთესად მოქმედებენ, ვიდრე რუსი სამხედროები. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინის მხარეს ახლა უკეთესად მიდის საქმეები სამხრეთში, ვიდრე რუსეთის მხარეს“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა Defense News-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსმა ოკუპანტებმა, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილე: უკრაინიდან რუსეთში 2,5 მილიონი ადამიანია იძულებით დეპორტირებული "რუსებმა დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს", - აცხადებს კირილენკო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: გზავნილი, რომ რუსეთის აგენტი ცუდია და ამერიკის კარგი, მიუღებელია

"გზავნილი, რომ რუსეთის აგენტი ცუდია და ამერიკის კარგი, მიუღებელია", - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა გაავრცელეს. ამასთან, პარლამენტის წევრების განცხადება შეეხება რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ წერილს, რომელშიც საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ არის საუბარი. მათივე თქმით, შემაშფოთებელია, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს.  „ორიოდე დღის წინ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა წერილი საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ წერილში შეიძლება დიდი სიახლე არც არაფერი ყოფილიყო. პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად როგორ შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით ენჯეო და რევოლუციის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა. მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ვერც ის იქნება, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული. ენჯეოების რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ. დღეისათვის, ამ ადამიანების უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი ჯერჯერობით შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ. ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია: პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება. მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.